Пожалуйста, цеплялся (სრულად)
დიდი დრო გავა ისევ მეყვარები?! არ ვიცი ალბად. მეგობრობა წლობით და ხვდები ბოლოს რომ გიყვარდება. ჩნდება ეჭვიანობა საშინელი ეჭვიანობა - როგორ დაიწყო?! - სულელურად, ოთხი წელია რაც ვიცნობ, თავიდან მძულდა რომ დავინახე მეზიზღებოდა რომ გავიცანი ყველაფერი შეტრიალდა. არ არის სიმპატიური არ არის გაჩითული ბიჭი როგორც სხვები მაგრამ ყველაზე კარგია ადამიანი რომელიც მიგებს ადამიანი რომელსაც ვახსოვარ ადამიანს რომელსაც აინტერესებს როგორ ვარ ადამიანი რომელიც ყოველთვის მისმენს და უამრავ რჩევებს მაძლევს ირაკლი? ირაკლი არის ჩვიდმეტი წლის არაფრით გამორჩეული ერთი უბრალო ცხოვრება აქვს. - შემიყვარდა მგონი - მარიამ რა სულელი ხარ და ყველა რა ადვილად გიყვარდება მე რომ მკითხო ცხოვრებაში არავინ არ მყვარებია მოწონებით კი ძალიან ბევრი ადამიანი მაგრამ სიყვარულისთვის ჯერ დრო არ მაქვს და შენც მაგას გირჩევ რა დროს სიყვარულია. იცხოვრე ისწავლე და მერე ვინც გინდა შეიყვარე რად გინდა ტანჯვა? რად გინდა რომ ყოველ ღამე ტიროდე მის გამო? არ იტირო არ გინდა ნუ შეიყვარებ. უბრალოდ დატკბი ცხოვრებით. როგორ მეთქვა რომ მიყვარდა ის?! როგორ მეთქვა რომ ის იყო ის ადამიანი რომლის გამოც ყოველ ღამე ვტიროდი?! როგორ მეთქვა რომ ის იყო ვის გამოც შემეძლო ყველაფრის გაკეთება?! - წამო სადმე წავიდეთ - კაი ჩავიცმევ და გამოვალ - მიდი გელოდები ყოველდღე ასე დავდიოდით მიყვებოდა ყველაფერს მის ცხოვრებაზე დედაზე ძმაზე დაზე მეც ვუყვებოდი ბევრ რამეს და ყველაფერი იცოდა ჩემი ცხოვრების შესახებ ერთი რამის გარდა ვინ მიყვარდა. ყოველთვის მიყვებოდა რა რთული იყო როცა გვერდით მამა არ ყავდა როგორ უჭირდა მის გარაშე რას განიცდიდა ყოველთვის ბრაზდებოდა როცა დავცინოდი ბევრ რამეზე არ მებუტებოდა პირიქით მე ვიყავი ძალიან ბუტია და სულ ბრაზდებოდა და ვერ ხვდებოდა რაზე ვებუტებოდი. რამოდენიმე დღე ვერ ვნახე და რაღაცნაირად ვიყავი თითქოს ერთ დღეში მომბეზრდა ცხოვრება თითქოს გული მიგრძნობდა რომ ვეღარ ვნახავდი ფსიქოლოგთანაც მივედი არ ვიცი რატომ მაგრამ ვცადე - ანუ სიყვარულია შენი მთავარი აქ მოსვლის მიზეზი? - კი მეგობარი მიყვარს - და მას? - მას როგორ მეგობრულად -რთულია მაგრამ შენს ასაკში გოგოებს რომ იცოდე ბევრი უყვარდებათ რთული გადასალახია. ცოტა დამამშვიდა ერთი სული მაქვს ხვალ ვნახო მოვა. ხო ხვალ ჩვიდმეტ ნოემბერს მე მას ვნახავ. რატომ არ ვეუბნები რომ მიყვარს?! დაკარგვის შიში მაქვს ბედნიერი ვარ? ძალიან რომ ვხედავ მას ძალიან ახლოს გულთან ახლოს. გიყვარდეთ ოღონდ ჩუმად.!! ჩავეხუტები?! კი გავბედავ მაგრამ არასდროს ვეტყვი რატომ ვქენი ეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.