ვამპირების აკადემია (თავი 1)
კოშმარმა ჩემში შემოაღწია და გამომაფხიზლა სიზმრიდან,რომელშიც პლაჟზე ვიწექი და უცნობი სიმპათიური ბიჭი ტანზე გასარუჯ ზეთს მისვამდა.გონებაში რაღაც ფრაგმენტები ამომიტივტივდა, ოღონდ მისი და არა ჩემი- ცეცხლი, სისხლი, დამწვრის სუნი,მანქანის დალეწილი ნაწილები.გამოსახულებებმა ალყაში მომაქცია, მახრჩობდნენ, სანამ ტვინის რომელიღაც კუნჭულში არ გამიელვა,რომ ეს ჩემი სიზმარი არ იყო. გავიღვიძე.მუქი გრძელი თმის ღერები შუბლზე მიმკვროდა.ლისა თავის ლოგინში იწვა, ყვიროდა და იკრუნჩხებოდა.წამოვხტი და სწრაფად მივუახლოვდი. -ლის,-შევანჯღრიე- ლის, გაიღვიძე ყვირილს უკლო.ახლა მხოლოდ სუსტად ქვითინებდა. -ანდრე!-ამოიკვნესა-ღმერთო! -ლის იქ აღარ ხარ-ვუთხარი და წამოჯდომაში მივეხმარე,- გაიღვიძე. რამდენიმე წამში ქუთუთოები აუთამაშდა თვალები გაახილა და მქრქალ განათებაზე შევამჩნიე, გამოფხიზლებას იწყებდა.გამალებული სუნთქვა დაუმშვიდდა მომეყრდნო და თავი მხარზე დამადო.ხელი შემოვხვიე და თმაზე მოვეფერე. -მშვიდად-ვუტხარი ნაზად-ყველაფერი კარგადაა. -ის სიზმარი ვნახე. -ჰო ვიცი. რამდენიმე წუთს ასე ვისხედით ხმის ამოუღებლად.როცა ვიგრძენი რომ საბოლოოდ დამშვიდდა ჩვენს საწოლებს შორის მოთავსებულ ტუმბოზე სანათს დავწვდი და ავანთე.ნათურა ბჟუტავდა მაგრამ ჩვენთვის საკმარისი იყო.შუქზე მეზობლის კატამ ოსკარმა წამოყო თავი და ჩვენი ღია ფანჯრის რაფაზე ამოხტა. ოსკარმა ჩემგან თავი შორს დაიჭირა რატომღაც ცხოველებს დამპირები არ უყვართ მაგრამ საწოლზე მაინც ჩამოხტა და ხმადაბალი კრუტუნით მიელამუნა ლისას.მოროიების საწინაამღდეგო ცხოველებს არაფერი ქონდათ და ყველა მათგანს განსაკუთრებით უყვარდა ლისა.ლისამ ღიმილით მოფჰხანა კისერი და კიდევ უფრო დამშვიდდა. - ბოლოს როდის გაჭამე?-ვკითხე და სახეზე დავაკვირდი.თეთრი კანი ჩვეულებრივზე მეტად გაჰფითრებოდა, უპეები ჩაშავებოდა და ავადმყოფურად გამოიყურებოდა.ეს კვირა სკოლაში განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა და აღარ მახსოვდა როდის მივეცი სისხლი . დაახლოებით ორი დღის წინ? თუ სამი?რატომ არ მითხარი? - ლისამ მხრები აიჩეჩა და თვალი ამარიდა:დაკავებული იყავი, არ მინდოდა...... - გეყოს, რა ეგეთები-ვუთხარი და უფრო მოხერხებულად დავჯექი.რა გასაკვირი იყო ასე სუსტად რომ გამოიყურებოდა. კარგი მოდი ახლა ჭამე. - -როუზ..... - -მოდი რა თავს უკეთ იგრძნობ. - თავი დავხარე თმა უკან გადავიწიე და ყელი მოვიშიშვლე,უცებ სახეზე მშიერმა გამომეტყველებამ გადაურბინა ტუჩები ოდნავ გაეპო და ეშვები გამოუჩნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.