შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 12


16-11-2015, 23:28
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 563

-იმიტომ ვიცავ რომ დედაჩემია,ყველაფრის და მიუხედავად და შეიგნე,-ხელი მიშვა და წამოდგა,-ჩვენ არ ვიცით რა მიზეზით მიგვატოვა და არ უნდა განვსაჯოთ,-მისი საუბარი მიდიოდა იმ დასკვნამდე რომ არ უნდა ვყოფილიყავი დედის მიმართ უარყოფითად განწყობილი,მაგრამ ეს ჩემს გონებაში არ დადიოდა,არ ვიცი მომავალში რა აზრზე ვიქნები,მაგრამ ახლა ვიცი რომ ჩემს შვილს სხვას არ გავაზრდევინებ.
-შენ შენს აზრზე დარჩი,არავინ გეწინააღმდეგება,-მივუგე გამწყრალმა და საწოლიდან წამოვდექი,-გავალ წყალს დავლევ,-ვუთხარი და ოთახიდან გავედი,ყელში საშინლად მაწუხებს რაღაც,გულიც სუსტად მიცემს,ვგრძნობ რომ ეიფორიამ შემიბყრო,დედის ნახვის სურვილი,სიძულვილზე მაღლა დადგა,თუმცა არამგონია ამან რამე ზეგავლენა მოახდინოს.
სამზარეულოში შევედი და ჭიქა ავიღე წყლის ასავსებად,როდესაც კარის ხმა მომესმა და მივხვდი რომ დაჩი წავიდა გასაღებად.წყალი ხელის კანკალით დავლიე,ჩემდა გასაკვირად ძალიან ავღელდი,თითქოს პოლიცია მოვიდა ჩემს დასაჭერად,ძლივს დავდგი ხელის კანკალით ჭიქა მაგიდაზე და ფეხაკრეფით გავედი სამზარეულოდან,მათი საუბარის მოსასმენად.
-შემოდი,გთხოვ!-მიუგო ჩემმა ძმამ დედაჩემს,ვერ ვხედავდი,მაგრამ მისი თხოვნიდან მივხვდი,ყოყმანობდა სახლში შემოსვლას,თუმცა ამან დიდხანს არ გასტანა მალევე შეერია ჩემი ძმის ნაბიჯებს მისი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა.
-სახლშია?-ალბათ ჩემზე ეკითხება,ხმაში შიში იგრძნობა.
-კი,მაგრამ,-უპასუხა დაჩიმაც დამწუხრებულმა,-შენი ნახვა არ უნდა.
-კარგი,წავალ!-აქამდე რატომ არ მოაფიქრდა,ხო წავიდეს წავიდეს,მე მაინც დავიმშვიდებ გულს.
-არა დედა,მან უნდა იცოდეს,-აკავებდა ჩემი ძმა და მათ სიახლოვეს ვგრძნობდი უკვე ძალიან ახლოს,ცოტაც და უკვე მისაღებში იქნებოდნენ,მე სწრაფად წამოვწექი დივანზე და თავი მოვიმძინარე,ისინი შემოვიდნენ დასხდნენ და გააგრძელეს ჩემზე საუბარი,მერე დაჩიმს ყავა შესთავაზა,მაგრამ უარი უთხრა,გული მაწუხებსო,მოიმიზეზა,დაჩისაც ხვეწნა არ დაუწყია,მშვიდად ისხდნენ და საუბრობდნენ,ჩემი გაღვიძება არცერთს უცდია,ნუ სინამდვილეში კი მღვიძავს,მაგრამ მათ ხო ეს არ იციან.
-გინდა გავაღვიძო?-ჰკითხა მოულოდნელად დაჩიმ დედას.
-არა,ალბათ როგორი დაღლილია,ცოდოა აცადე იძინოს,-ხო მართალი ხარ,როგორც იქნა შენგან თანაგრძნობა მეღირსა,-წავალ,თორემ დამაგვიანდება,-ნეტავ სად აგვიანდება?!,ჯერ არ მოსულა და უკვე გაქცევასაა,მისი გონება ისევ გარეთაა და არა ჩვენს სახლში.
-სად გეჩქარება?-ჰკითხა დაჩიმ,-მალე გაეღვიძება და ნახე.
-არა შვილო,შეგაწუხეთ,ალბათ ჩემი ნახვა დიდად არ გაუხარდება,ამდენი წლის მერე.
-უნდა არ უნდა. . .
-დაჩი!-გააჩუმა მან,-მიყვარხართ,-ამ სიტყვაზე დამაჟრიალა და ცრემლები ჩამიდგა თვალებში,არ ვიცი რამ უფრო გამაცოფა,იმან რომ მოურიდებლად განაცხადა ჩვენი სიყვარული თუ ჩვენდამი სიძულვილი სიყვარულით გამოხატა.ყველაზე კარგი მატყუარაც ვერ აჯობებეს დედაჩემს,მისი ყოველი ნათქვამი უკვე ყველაფერზე მიმანიშნებს,უბრალოდ რაღაც უნდა ჩვენგან,შვილები რომ ნდომოდა აქამდე გვნახავდა,რაღაცამ გადაადგმევინა ნაბიჯი რომ ჩვენთან მოსულიყო და ეთვალთმაქცა,ვითომ ვუყვარვართ და ვჭირდებით.დაჩი უკვე მის ქსელებშია გახლართულია და ალბათ მისი გამოყვანა გამიჭირდება,მე კი მის ანკესზე არასოდეს წამოვეგები,რადგან კარგად ვარჩევ ადამიანებს.
-რა გაეწყობა,-გააგრძელეს ისევ,-თუ ვერ გაკავებ,წადი,-როგორ მიშლის ჩემი ძმის დაღონებული ხმა,დარდით და ტკივილით გაჟღენთილი,ტკივილით,რომელსაც დედა უნდა.
-მშვიდობით!,-ხრიწინით წარმოთქვა და ამოიოხრა,გეგონება დიდი დარდი აწვა გულზე.
-გაგაცილებ,-მიუგო მან და ისევ ერთდროული ნაბიჯებით წავიდნენ ოთახიდან,როდესაც გააცილა და კარი მიხურა,წამოვხტი და მასთან მივედი,-შენ რა არ გეძინა?-გაბრაზებული ხმით მკითხა და თვალები აემღვრა,-რატომ მარიამ,-ტრაგიკული სცენა დადგა,-როდიდან გახდი ასეთი უგულო,-გამაოცა ჩემი ძმის სიტყვებმა,მე უგულო არ ვარ,მე სითბო მომაკლეს პატარას და სხვას რა ვუწილადო რაც მე არ გამაჩნია.
-გაჩუმდი,თქვენი ლაპარაკი ისედაც მძიმე იყო ჩემთვის
-არცერთი დედა არ იმსახურებს შვილის ასეთ მოქცევას,მისი წყალობით არსებობ
-და მისი წყალობით გამზარდა სხვამ
-გაჩუმდი!
-შენთვითონ გაჩუმდი,ხომ ხედავ შენთან ლაპარაკიც კი არ ისურვა,რა მალე წავიდა ხედავ?-ვუყვირე ძმას,რომლისთვისაც დღემდე ხმამაღლა არ მითქვამს სიტყვა,-მისი სიყვარულის როგორ გჯერა,როცა 25 წელია არ უკითხიხარ,არც იმით დაინტერესებულა ცოცხალი იყავი თუ მკვდარი.
-ყელში ამოხვედი უკვე,-მიღრიალა და ხელი აწია,მეგონა დამარტყავდა,მაგრამ ისევ დაბლა დაუშვა,-მოთმინების ფიალა ამევსო,ჯობია წახვიდე შენს ოთახში.
-არა,წავალ,მაგრამ არა ოთახში არამდე ქუჩაში,არა სულაც ბარში,მაგრად დავლევ და
-რაც გინდა ის ქენი,-ხელი ჩაიქნია და წავიდა.სწრაფად შევვარდი ოთახში,ჩავიცვი და გარეთ გავედი,უკვე საკმაოდ ბნელოდა,როდესაც ბარში შევედი,ბევრი დასალევი შევუკვეთე და დაველოდე,რომ მომიტანეს ძალიან სწრაფად დავლიე,არც არაფერი მივაყოლე,იმდენი ვსვი სანამ თვალებიდან ვიხედებოდი,რომ წამოვდექი სკამიდან,ყველაფერი დატრიალდა და ლამის იატაკზე დავეცი,ბარმენი მომვარდა და მომეშველა,სუფთა ჰაერზე გამიყვანა და სკამზე დამსვა,დიდხანს ვკონწიალობდი აქეთ-იქით,თვალების ბლეტით ვაკვირდებოდი გამვლელებს,როდესაც ვიღაცამ ხელი მხარზე დამადო და ცოტა შევფხიზლდი კიდეც შიშისგან.მერე გვერდით მომიჯდა და მიყურებდა,მისკენ თავის შერიალების თავი არც კი მქონდა.
-რამდენი დაგილევია-მითხრა მან
-შენ რამ შეგაწუხა
-ქალი ხარ და არ შეგშვენის
-ჭკუაც უნდა მასწავლო ახლა?-კიდევ უფრო გამოვფხიზლდი და ახლა უკვე კარგად ვარჩევდი სახეებს და აღქმის უნარის მქონდა,-რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები?-მივაცქერდი ურცხვად
-კარგად რომ დაგინახო-მომიგო მანაც
-რატომ გაქვს ასეთი დიდი ხელები?
-გემრიელად რომ ჩაგიხუტო,-თქვა და მომეხვია,ისე რომ ლამის გავიჭყლიტე,სასმლემა ისე მომადუნა,ლამის მის მხარზე ჩამომეძინა.
-რატომ ჩამეხუტე?
-მარიამ!
-ჩემი სახელი იცი?
-ვერ მცნობ?
-კი გცნობ,მაგრამ არ მახსენდები
-ეგ როგორ გავიგო
-რა კარგია ჩახუტება
-ხშირად ჩაგეხუტო ხოლმე?
-ხო.
* * *
რომ გავიღვიძე თავი საშინლად მტკიოდა,ასე მეგონა ერთი კიარა ორი მედო,თავბრუს ხვევა და ტკივილი ერთმანეთს ერთვოდა,როდესაც წამოვდექი,გარშემო მიმოვიხედე და გავვოცდი,რადგან არც ჩემი კარაგდა იდგა და არც ჩემი სარკე,ყველაფერი სხვანაირი იყო.
-უკვე გაიღვიძე?-ოთახში გაბრიელი რომ შემოვიდა,გულს შემომეყარა და საწოლზე დავეხეთქე.
-რა მინდა აქ?-ვიკითხე დაბნეულმა,-რამე მოხდა?
-ბევრი დალიე-მითხრა და ახლოს მოვიდა
-არ მომეკარო,-წამოვხტი საწოლიდან
-ნუ გეშინია,შემთხვევით გნახე გუშინ ბარის ეზოში,ძალიან მთვრალი,გონზე არ იყავი,ხოდა მოგკიდე ხელი და წამოგიყვანე ჩემთან.-მითხრა სიცილით და თვითკმაყოფილებით აღსავსემ ეშმაკურად შემომხედა.
-რატომ?,იქ ვერ დამტოვე?
-შენ გერჩივნა უცხოს წაეყვანე?
-კი ოღონდ შენ არა და შენზე უარესს წავეყვანე. . .
-ჩემზე უარესი ვინღა უნდა იყოს
-ალბათ არის-ცინიკურად გავუღიმე და გასასვლლისკენ წავედი
-საით?-დამეწია
-სახლში-მივუგე მშვიდად,-აბა აქ რა მინდა?
-კარგი არ გაკავებ,მერე მთელი ცხოვრება აქ უნდა იყო ისედაც,-მითხრა უტიფრად და ისევ ის დამცინავი მზერა მომაპყრო.



№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ველი მოუთმენლად თქვენს შეფასებას,ცოტა აბურდული კია. :)) იმედია მოგეწონებათ.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

კარგია მაგრამ პატარა :( მალე დადე და ცოტა დიდები რაა

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან მაგარი თავი იყო ყოჩაღ ეს გოგო ძაან მეცოდება დაჩიმაც რომ შეაქცია ზურგი ეგ იყო გველაზე საწყენი ნუ რას ვიზავთ ალბათ ბავშზე რო გაიგებს სუ გსგიჟდება
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Miyvars gabrieli me (( arvici ese ram shemayvara mara gabrieli da mariami(tu swored maxsovs ese qvia) tu ertad ar darchnen bevrs vitireb ((( dachi kide nervebs moshlis debilia)) am gogos adgilze mec egre moviqceodi

 


№5  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

♡EPICLOVE♡
ძაან მაგარი თავი იყო ყოჩაღ ეს გოგო ძაან მეცოდება დაჩიმაც რომ შეაქცია ზურგი ეგ იყო გველაზე საწყენი ნუ რას ვიზავთ ალბათ ბავშზე რო გაიგებს სუ გსგიჟდება

ვინ ბავშვსზე :დდ ვერ მივხვდი
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№6  offline წევრი ♡EPICLOVE♡

teofine15
♡EPICLOVE♡
ძაან მაგარი თავი იყო ყოჩაღ ეს გოგო ძაან მეცოდება დაჩიმაც რომ შეაქცია ზურგი ეგ იყო გველაზე საწყენი ნუ რას ვიზავთ ალბათ ბავშზე რო გაიგებს სუ გსგიჟდება

აი ორსულად ხო არი
ვინ ბავშვსზე :დდ ვერ მივხვდი
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№7  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

♡EPICLOVE♡
teofine15
♡EPICLOVE♡
ძაან მაგარი თავი იყო ყოჩაღ ეს გოგო ძაან მეცოდება დაჩიმაც რომ შეაქცია ზურგი ეგ იყო გველაზე საწყენი ნუ რას ვიზავთ ალბათ ბავშზე რო გაიგებს სუ გსგიჟდება

აი ორსულად ხო არი
ვინ ბავშვსზე :დდ ვერ მივხვდი

არაა ორსულად ეგ როდის დავწერე? :დდდმაგიტო გამიკვირდა
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent