შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფერისტია ბედნიერება (3)


17-11-2015, 00:01
ავტორი mariako1997
ნანახია 2 395

სახლიდან მეტრომდე 10 წუთის სავალია.
ახლა ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს ყველა მე მიყურებდა, იქნებ იმიტომ რომ ასე გამოპრანჭული ხშირად სულაც არ დავდივარ, ან იქნებ იმიტომ რომ მაღლები პირველად მეცვა, იქნებ ადამიანებში უცნაურობის შეგრძნებას ვიწვევდი, შესაძლოა ზედმეტად ლამაზიც ვიყავი.
არაა, ბოლო ვარიანტი ყველაზე დიდი აფსურდია, თუმცა თვით გმაყოფილებას, მართლაც განვიცდიდი..
მალე მეტროში აღმოვჩნდი, ახლა უფრო ვნერვიულობდი, რადგან ფინიშთან ბევრად უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე უწინ.
მართალია ჩემი იმ მომენტისეული გრძნობების გადმოცემა სულაც არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, მუცელი უზომოდ ამტკივდა და იქ სადღაც სიღრმეულში, რამოდენიმე პეპელამაც დაიწყო თავბრუდამხვევი ფრენა.
თამამად შემიძლია ვთქვა რომ ბოლოს ასე მაშინ ვინერვიულე, როცა ბებია გარდამეცვალა..
სხვა მომენტს ვერ ვიხსენებ და სიმართლე გითხრათ არც ის ვიცი ასე რატომ ვნერვიულობდი.
მალე ავლაბარი გაისმა და ხალხის ნაწილი ვაგონიდან გაიხიზნა.
მეც მათ გავყევი, ფეხების კვეთით.
სულ მალე ჩემი ტელეფონიც აჟღერდა და მისი ხმა კვლავ ჟრუანტელად გარდაიქმნა.
- სად ხარ, სიხარულოო ?
მითხრა ინტერესით და დადუმდა.
-ექსკალატორზე ვარ, შენ სად ხარ ?
- მე მთელი ოცი წუთი გიცადე ზემოთ, რომ არ გამოჩნდი, ჩამოვედი და ქვემოთ გიცდიდი, როდის ამომასწარი ნეტა.
თქვა და ჩაიცინა.
-კაიი ამო მალე, არ მალოდინო იცოდეე.
-კაი, კაიიი ..
ტელეფონი გავთიშე და თმის გაშლა დავიწყე, თან უკან ვიყურებოდი.
სადმე ნიკა არ იყოს უხერხულია, თმას რომ ვიშლითქო, რას იფიქრებსთქო.
შემდეგ ისევ ჩემს თავზე და ჩემს კომპლექსებზე ჩამეცინა მწარედ და თმის რეზინა ხელზე საგულდაგულოდ დავიხვიე.
მალე ექსკალატორიდანაც ავედი და ავლაბრის შემოსასვლელთან ვუცდიდი მას, მთელი გულით და სულით.
5წუთი, სწორედ ხუთი წუთი გავიდა.
ორი ადამიანი მეტროს გაშლილი კარიდან გამოვიდა, უცნაურად ჩამათვალიერეს და იმ მომენტში უბრალოდ გავქვავდი.
ახლა უკვე შემიძლია გითხრათ რომ, მუცელში მყოფმა პეპლებმა, თავიაანთი ფერადი ფრთების ტყლაშუნი დაიწყეს და საშინელი განცდები დამიუფლეს.
მისი პირველი დანახვისთანავე მივხვდი რომ ჯერ არავის ვიცნობდი ვინც ასე მეჩემებოდა.
პირველი რაც თვალში მომხვდა მისი ამოუცნობი ჭაობისფერი თვალები იყო, რომელიც ზემოდან გადმომცქეროდა.
უცებ ჩაიღიმა და ჩემსკენ გამოემართა.
ამ ღიმილში თითქოს თავისი იმედგაცრუება იგრძნობოდა.
ყველაფრის მიუხედავად, სწრაფი ნაბიჯებით მომიახლოვდა და გადამკოცნა.
ახლა თავი მართლაც ფილმში მეგონა, გაქვავებულს თბილი ღიმილი ამეკრა სახეზე და დატყვევებული დებილი გოგოსავით ვიდექი.
მისი მაისური და ჩემი კაბა შესაფერისად შავ-თეთრ ზოლებში გამოიყურებოდნენ, ჯინსის ღია ფართხუნა შარვალი და ოლსთარის კეტები, მას კიდევ უფრო აძველბიჭებდა.
უფრო და უფრო ვიხიბლებოდი მისიყავისფერი, მოქერაო თმა, სწორი ცხვირი და დიდი ტუჩები, უბრალოდ იმ მომენტში ვნახე ჩემი იდეალი მეორე ნახევარი, რომელიც ან ასეთი იქნებოდა ან არიქნებოდა.
მალე ჩაეცინა ჩემს დებილურ გამომეტყველებაზე,პირდაპირ რომ ეუბნებოდა '' რა ბიჭი ხარ დამატყვევეო'' და გამომეხმაურა:
-რასშვები? მონატრებულოო ..
უცებ გამოვერკვიე, თავი მოვთოკე, დავიმორცხვე, ახლა უბრალოდ მინოდა გავმქრალიყავი.
როცა მისი ხმა პირველად მოვისმინე რეალობაში,უბრალოდ დიდი სიხარული და სიყვარული განვიცადე.
მისი პირველი შეხება,გადაკოცნა, და ჩემში ჩარჩენილი მისი სურნელი შევიგრძენი, მივხვდი რომ ეს სურნელი კიდევ დიდ ხანს გამახსენებდა ამ დღეს.
როცა ხელი გადამხვია მაშინ მივხვდი თუ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის.
მე მის მკლავქვეშ აღმოვჩნდი, კვლავ დადუმებული და უზომოდ ბედნიერი..
ნელი ნაბიჯებით, მივსეირნობდი საბაგიროსკენ.
-შენ რასშვები ნიკუშ?
აღმომხდა უცაბედად.
-რავი, აი რას ვშვები, ახლა სულ ერთად ვიყოთ.
თქვა და გაიცინა.
თვალებში მიყურებდა, დაპირებებს მაძლევდა.
ერთს ამბობდა მეორეს ფიქრობდა.
- მელაპარაკე შენზე.
მომმართა და გადახვეული ხელი, კიდევ უფრო მომაკრა მხრებზე.
-ავიდეთ და მერე.
ვთქვი და გავიღიმე.



№1 სტუმარი nia ))

malee dade momwons

 


№2  offline წევრი LoNdA DM

moca moica chaigima da titqos imedgacurebuli iyo erts ambobda da meores fiqrobdaoo, sainteresoa velodebi shemdeg tavs

 


№3  offline წევრი mariako1997

LoNdA DM
moca moica chaigima da titqos imedgacurebuli iyo erts ambobda da meores fiqrobdaoo, sainteresoa velodebi shemdeg tavs

შენ ძალიან დაკვირვებულიი ხარრ მართლაცც :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent