აფერისტია ბედნიერება (2)
ყოველი დღე სიხარულით თენდებოდა, რადგან 12ისთვის ყოველთვის, გულისფანცქალით ველოდი მის ზარს ან შეტყობინებას. ეს ყველაფერი უზომოდ მაბედნიერებდა, შეყვარებამდე უნდა გაახილო თვალიო უთქვამთ, თუმცა რატომღაც, სიყვარულს სულაც არ ვუშინდებოდი.. გულ გახსნილი ვეგებებოდი მას და დიდ ბედნიერებებს ველოდი.. თვალი არ გამიხელია, პირიქით ვერც კი ვხვდებოდი როგორ ვეჯაჭვებოდი ნელ-ნელა.... 5დღე იმდენად მალე გავიდა, აზრზეც ვერ მოვედი, ნიკა 2 დღით ადრე ჩამოვიდა სკოლამდე, და კვლავ დამირეკა. -გამოხვაალ ? თქვა და მისი ხმა ახლა მეგონა დედამიწას ესმოდა. -ახლაა ? ვთქვი და ოდნავ ჩამეცინა. -არაა ? რაიყო ? -ათი საათია, არ გამომიშვებენ, ხო იციი ? ვუთხარი მოწყენით და დავდუმდი. -კარგი მაშინ, ხვალ ძაან მომენატრე. - მეც,მეც. ხვალ აუცილებლად შევხვდეთ. -ბაზარი არააა .. ჩაიცინა და დამემშვიდობა. -მიყვარხარ! ვთქვი და ისევ ამოვიოხრე, არ ვიცოდი რა იქნებოდა ხვალ, გული მიწუხდა, შეიძლებოდა არ მოვწონებოდი და ვაი რომ უკვე ასე ვიყავი შეჩვეული. იმ ღამეს ყველაფრის მიუხედავად ცოტა დავიძინე, თუმცა ფიქრები სულაც არ მასვენებდა და კვლავ გამომეღვიძა, ბევრი ფიქრის, ბორძიკის და მოუსვენრობის შემდეგ, სამი საათით ჩამეძინა. მალე სასწრაფოდ წამოვხტი და აბაზანაში შევვარდი. თითქმის ორი საათი წყლის ქვეშ ვინებივრე და გულის ფანცქალით გამოვვარდი ბოლოს. ფბზე შევედი და როცა დავინახე რომ ისიც აქტიური იყო, გულმა კვლავ უცნაურად დამიწყო ძგერა. მალე იმედებიც არ გამიცრუვდა და სმსი მომივიდა. -რაშვები >? დღეს 5ზე სად ვხვდებით ? სიმონნ -რავი სიმონ თავისუფლებაზე გამოდი . ვუთხარი სიცილით. -არაა, დებილობაა, რიყეზე გამო საბაგიროებზე ავიდეთ. -კაი მაშინ -მიყვარხარ! - მეც ძალიან! -ყველაზე მეტად -კაი წავედი მე ნიკუშ. -კაი დროებით. ნერვიულობა თითქოს უფრო გამიმძაფრდა, ძალიან ვნერვიულობდი, უსაზღვროდ. მალე ტანსაცმელი გადმოვაწყე და შერჩევა, მოზომებას შევუდექი. ფეხსაცმელი ოდნავ მაღალი, ცოტა რომ ავმაღლდე გავიფიქრე და ერთ-ერთ ფეხსაცმელს ხელი დავავლე. შავი იყო ოდნავ მაღალიც და კომფორტულიც. შავ-თეთრ ზოლებში მოკლე კაბა, შავი მაიკა და მწვანე თხელი მოსაცმელი სასწრაფოდ მოვიცვი, მწვანე ლინზები გულმოდგინედ მოვითავსე თვალებში, ჩემს გრძელ თმას გასწორება მართლაც მოუხდა. სახეზე ოდნავ ტონალი გადავისვი და მკრთალი კონტურით შემოვსაზღვრე, ჩემი ტუჩის არეები. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი, სარკეს დავაშტერდი და უცნაურად ჩავიღიმე. შავი ჩანთა გადმოვიღე კარადიდან და საჭირო ნივთები ჩავყარე. ჩემმა დამ ნატამ კარგად იცოდა, სადაც მივდიოდი და რამდენიმე რჩევაც მისაჩუქრა, თმა შემაკვრევინა, როცა მეტროდან ამოხვალ თმას გაიშლი, არ აგეწეწება. მითხრა და თვალი ჩამიკრა. უცებ ტელეფონმა დარეკა, მეც უნებურად დავხედე მას და უფრო მეტად ავნერვიულდი. ვერ ავღწერ რას ვგრძნობდი იმ დროს, მისი ხმა კვლავ გაისმა, ჩემს ყურებში და მთელ ტანში გამაჟრჟოლა. -ეხლა გადავივლე და გამო რაა, ხუთამდე რა მოიცდის, ვერ ვითმენ ტოო. -ეხლაა ? ჯერ ორიც არააა. ვთქვი და საათს დავხედე. -ჰოო რა გთხოოვ. -კაი წამოვალ. - კაი მიყვარხარ, მეტროსთან შევხვდეთ. თქვა და ინსტიქტით მისი ღიმილი ვიგრძენი. - შენიცი. სასწრაფოდ გავეშურე მეტროსკენ გული საშინლად მიცემდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.