ალექსანდრე.(2)
-რატო? -დამსვი გთხოოვ! იყვირა გოგოხიამ და ალექსანდრე ვალდებული გახდა ძირს ჩამოესვა თავისი სიყვარული. ბოლომდე მაინც არ შეეშვა, ხელი გადახვია და სიარულში აიყოლია. -გახსოვს ნია? -რაზე მეკითხები სანდრო. -ერთხელ საშინლად რომ წვიმდა და შემთხვევით რომ შეგხვდი, მაშინაც ასე გადაგხვიე ხელი და მივდიოდით, წვიმაზე დაგიწყე ლაპარაკი, შენ მითხარი ახლა ნუცუბიძეზე რომ ვიყო, ყველაზე მეტად გამიხარდებოდაო, იქ ყველაზე ლამაზად წვიმს ხოლმეო, მე ოცნება აგისრულე, ხელში აგიყვანე, ნუცუბიძეზე.. -მახსოვს. სხეულში სითბო ჩაეღვარა გოგოხიას. -მაშინ რამდენი ვიცინეთ შენ გვარზე, სანდრო.. -ხო, მერე მითხარი მინდა რომ ჩემს შვილებს შენი გვარი ჰქონდეთო, მე შეგპირდი, რომ აუცილებლად ექნებოდათ ჩემი გვარი, იმასაც შეგპირდი რომ შენნაირი ლამაზი შვილები გვეყოლებოდა.. -გახსენებად არ ღირს, ის ყველაფერი წარსულში დარჩა სანდრო. ალექსანდრემ მუშტი შეკრა. -რა მნიშვნელობა აქვს აწმყოს, წარსულს ან მომავალს, შენ ყოველთვის მე მეკუთვნოდი ნია. -ცდები სანდრო! ასე რომ ყოფილიყო სხვა ბიჭზე არ დავინიშნებოდი. -გიყვარს? ნიამ ხმა არ ამოიღო, ნუცუბიძე გაჩერდა და წინ დაუდგა გოგოხიას. -მითხარი ნია, გიყვარს? -მიყვარს, მიყვარს იმიტომ რომ ვიცი არასდროს მიმატოვებს, მიყვარს იმიტომ რომ ვიცი ვუყვარვარ, ისე ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარდი სანდრო.. -ეგ როგორ? -ირაკლისთვის პირველი ვარ, შენც პირველი იყავი ჩემთვის, ირაკლის არავინ აინტერესებს ჩემ გარდა, მეც ასე ვიყავი შენზე, მაგრამ შენ წახვედი და ამ ოთხმა წელმა ისე გაცვითა ჩემი სიყვარული, ახლა შენ გამო რისკზე წასვლაც კი არ შემიძლია. -მატყუებ ნია! თვალებში გიყურებ და ვგრძნობ რომ მატყუებ. -შემეშვი სანდრო, ისევ რუსეთში წადი, ისევ გაქრი. -დარწმუნებული ხარ რომ ჩემ გარეშე გაძლებ? გოგოხიას გაეცინა, თვალებიდან სიმწრის ცრემლები წამოუვიდა. -ახლა დაინტერესდი იმით მე გავძლებ თუ არა შენ გარეშე? -თვალებში რატომ არ მიყურებ? -რა გინდა ალექსანდრე? ნუცუბიძე გაჩერდა, რაღაცას მიეყუდა და გოგოხია წინ დაიყენა. -მინდა შენს სიტყვებში დავრწმუნდე, მინდა დამაჯერო, რომ ჩემ მიმართ აღარაფერს გრძნობ. -რითი დაგიმტკიცო? ნუცუბიძემ გოგოხიას წელზე მოხვია ხელები და თავისკენ კიდევ უფრო ახლოს მიწია. -გამიშვი სანდრო. -შენ მთხოვ რომ გაგიშვა, თუმცა სულ ერთი გაწევა გინდა და შენთვითონ მომიშორებ. -რას ცდილობ? ნუცუბიძე დაიხარა, ნიას ტუჩებში აკოცა, ზუსტად ისე, როგორც გოგოხიას წარმოედგინა, თუმცა არა.. ეს უფრო მოულოდნელი კოცნა იყო, უფრო მოულოდნელი დაა.. ცოდვით სავსე, ისეთი ცოდვით, თავისი სიმწარე და სიტკბო რომ ახლავს თან.. გოგოხია დამარცხდა, საკუთარ თავთან დამარცხდა და როგორი დამამცირებელიც არ უნდა ყოფილიყო ეს მისთვის, მაინც ვერ შეძლო უარი ეთქვა ალექსანდრესთვის. ნიასთან ავიდნენ სახლში, მარტოები იყვნენ და ერთმანეთს არ შორდებოდნენ. -დალევ? -რა გაქვს? -ვისკი. -დამისხი. ყველაზე უდროო დროს დარეკა გოგოხიას ტელეფონმა და რა თქმა უნდა, ისევ ირაკლი იყო.. -არ აიღო. -გაგიჟდება, მომეცი გთხოვ. -არა. -მომეციი!!! ძლივს გამოგლიჯა ნიამ ალექსანდრეს ტელეფონი. "-ხო იკა." "-არაფერს შენ?" "-რა ხმა მაქვს?" ალექსანდრემ სცადა ნიასთვის ტელეფონი გამოერთმია, მაგრამ გამწარებული გოგოხია იქით ოთახში გავიდა. "-არაფერი არ ხდება ირაკლი და რა უნდა გითხრა?" "-რა უცხოდ გელაპარაკები გაგიჟდი? რეებს ბოდავ?" "-აუ წავედი რა!" "-სად ამოხვალ ირაკლი სტასო რჩება_თქო ჩემთან." "-რას ქვია მერე რა, რაღაცის მოყოლა უნდა." "-კაი დაგირეკავ სანამ დავიძინებ." "-მეც გკოცნი." გოგოხია ალექსანდრესთან დაბრუნდა. -რაო პატარამ? ცინიკურად გაიცინა ნუცუბიძემ და ვისკი გადაკრა. -მოდი ჩემთან, მოდი ნია. გოგოხია ალექსანდრეს გვერდზე მიუჯდა და თავი მკერდზე დაადო. -რას გრძნობ როცა ჩემთან ერთად ხარ? -რატო მეკითხები ნია. -უბრალოდ, მიპასუხე. -შენთან ერთად რომ ვარ უკვდავებას ვგრძნობ. -უკვდავებას? -მარადიულ სიცოცხლეს. -რატომ? -ვიცი რომ როცა არ უნდა მოვკვდე, შენში ყოველთვის გავგრძელდები. -ნეტავ საერთოდ არ გამოჩენილიყავი.. ნეტავ არ დაბრუნებულიყავი იმ დაწყევლილი რუსეთიდან. იყვირა გოგოხიამ და ხელი მაგიდას დაარტყა. ნუცუბიძე გაიმართა, ნიას თმაზე ხელი მოკიდა და ფერება დაუწყო. -გახსოვს როგორ გიყვარდა თმებზე რომ გეფერებოდი? -მახსოვს. სიამოვნებისგან თვალები მოჭუტა გოგოხიამ, ნუცუბიძემ გააგრძელა მის თმაზე თამაში. -იმას შეუძლია ასე მოგეფეროს? -არც უცდია. ალექსანდრე დაიხარა, ყელში ნაზად აკოცა ნიას და თვითონაც იგრძნო მის ტანში ჩავლილი ჟრუანტელი.. -შეუძლია ასე გაკოცოს? გოგოხია სიამოვნებისგან ახლა საერთოდ გაჩუმდა, ნუცუბიძემ ღრმად ჩაისუნთქა. -ვგიჟდები შენს სუნზე ნია! შენს ბავშვურ სუნზე.. ნუცუბიძე ნაზად ეხებოდა ნიას სხეულს. -ყოველთვის მინდოდა პირველი ყოფილიყავი სანდრო. -მეც მინდოდა შენთვის პირველი ვყოფილიყავი. ალექსანდრემ ნიას ლიფი გაუხსნა და სავარძელზე გადააწვინა. -დამპირდი რომ არ ინანებ. -გპირდები! ნიამ ალექსანდრეს ზურგზე ხელები შემოხვია.. იმ ცოდვით სავსე ღამეს, ნია გოგოხია ალექსანდრე ნუციბიძესი გახდა.. თუმცა სინანულის გრძნობა არც მაშინ დაუფლებია, მისთვის ალექსანდრე ყველაფერში პირველი იყო, შეიძლება ბევრმა თქვენგანმა გაამტყუნოს ის, თუმცა ალბათ მხოლოდ იმათმა, რომლებმაც არ იციან რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული.. ნამდვილ სიყვარულს ვერასდროს, ვერასდროს ვერაფერზე ეუბნები უარს დაა თანაც რაც უფრო ახლოს გყავს, მით უფრო ახლოს გინდა რომ გყავდეს და ეს შენი მასთან ყოფნის სურვილი, ბოლოს სიგიჟეში გადადის.. სიგიჟეში, რომელიც საქმროს ღალატის უფლებასაც კი გაძლევს.. დილით ნია გოგოხია ალექსაანდრეს თბილმა კოცნამ გააღვიძა. -როგორ ხარ ჩემი გოგო? -კარგად, შენ? -ყველაზე კარგად, ასეთ ბედნიერს დიდი ხანია არ გამიღვიძია. -მაგრამ უნდა წახვიდე. -რატომ? -შეიძლება ირაკლი ამოვიდეს. -ყ**ზე ! შენ გააფრინე გოგო? გუშინ ღამე რაც მოხდა იმის მერე კიდე იმ ნაბი**არს მიყვები? -დამშვიდდი ალექსანდრე! -როგორ უნდა დავმშვიდდე? მოდი, ამოვიდეს ეგ შენი ირაკლი, მოუყევი გუშინ ღამე რაც მოხდა და არამგონია კიდევ მოუნდეს შენი ცოლად მოყვანა. -წადი სანდრო. -მოუყევი, მოუყევი ნია. ალექსანდრე ფეხზე ადგა, კურტკა აიღო, სახლიდან გავიდა და კარი მაგრად გაიჯახუნა. ნახევარ საათში ნიასთან ანასტასია ავიდა, კარი პირდაპირ შეაღო, ნია სახით იწვა ლოგინზე, თავი ბალიშში ჰქონდა ჩარგული და ფეხებს აქეთ-იქით აქნევდა, ანასტასია მისკენ გაიქცა და მის გადმოტრიალებას შეეცადა. -ნიიი, რა გჭირს? ნიაააა! რა მოხდაა? ძლივს გადმოატრიალა, გოგოხიას ტირილისგან თვალები ჩასიებული ჰქონდა.. -ჩემო გოგო, რა მოხდა? ცრემლები მოწმინდა და ჩაიხუტა. -ალექსადრე.. კარზე გამწარებულმა ბრახუნმა გოგოები ისე შეაშინა, ფეხზე წამოხტნენ. -ირაკლი იქნება, ჯერ არ გააღო. ნია ფეხზე წამოხტა, ტანსაცმელი. გაისწორა, სახეზე წყალი შეისხა და კარის გასაღებად გავიდა. ფრთხილად გამოაღო, თავდახრილმა და შერცხვენილმა. ირაკლი ვარდებით ხელში აყუდებოდა კედელს, მეორე ხელში შოკოლადებით სავსე პარკი ეჭირა. -არ შემომიშვებ? გაიცინა და ნიას ლოყაზე აკოცა. -მოდი. ნაძალადევად გაიღიმა ნიამაც და კარიდან გაიწია. -ეს ყვავილები ჩემს პრინცესას. ახლა ტუჩებში აკოცა ირაკლიმ გოგოხიას და ხელში ყვავილები ჩაუდო. -მადლობა იკა. სავარძელში ჩასხდნენ, ოთახიდან ანასტასია გამოვიდა და ირაკლი გადაკოცნა. -მე უნდა წავიდე. -სად ტასოო? აწუწუნდა გოგოხია. -ის მელოდება. ყურებამდე გაიღიმა ანასტასიამ, ტაში შემოკრა, შეყვარებულებს კოცნა გაუგზავნა და გარეთ გავიდა. -რა ხდება ნია? ირაკლიმ ნიას მხარზე თავი დაადო და ხელი მუცელზე მოხვია. -რაზე რა ხდება? -ასე ცივად არასდროს მომქცევიხარ. -კარგი რა.. -გინდა ახალი ამბავი გითხრა? -რა მოხდა? -ჩემები ზეგ ბრუნდებიან უკან, ამიტომ ქორწილი ხვალ გვექნება. სიხარულით გაიცინა ირაკლიმ და ნის აკოცა. -რაა? გაგიჟდი? რა ხვალ? -რესტორანი მოგვარებულია, ხალხი დაპატიჟებულია, კაბა შერჩეული გაქვს და რა პრობლემაა? -არ ვარ მზად. -რატომ? დასერიოზულდა ირაკლი. -არ ვიცი. -მე მზად ვარ და ვიცი რომ შენც, უბრალოდ რაღაც გაშინებს, ასეა არა? -ერთ თვეში დავგეგმეთ და ხვალ ძალიან ადრე ხომ არ არის? -არა, ჩემო სიცოცხლე. -იქნებ სინამდვილეში არც მიცნობ, იქნებ არ იცი რისი გამკეთებელი ვარ. -საკმარისად გიცნობ ნია, ჩემთვის საუკეთესო ხარ, არასდროს მივცემ თავს იმის უფლებას რომ დაგკარგო.. შენ.. შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ ნია, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. -ისეთი კარგიც არ ვარ შენ რომ გგონია. -რამის თქმა გინდა? -რას გულისხმობ? -თითქოს რაღაცის თქმა გინდა და ვერ მეუბნები. -საიდან მოიტანე? -მოკლედ ნია, უნდა წავიდე.. რაღაცები დამრჩა ხვალისთვის მოსაგვარებელი, შენც მალე გადი კაბაზე და საღამოს გამოგივლი. ნუ ხარ ასეთი მოწყენილი, ხვალ ჩემი ცოლი გახდები. ირაკლი ფეხზე ადგა, ნიას შუბლზე აკოცა და წავიდა, გოგოხიამ ტელეფონი ძლივს იპოვა და ანასტასიას დაურეკა. -სად ხარ? -ლაშასთან. -სანდრო რას შვება? ჩუმად მითხარი. -წევს, მგონი ძინავს. -ხვალ ვქორწინდები ტასო, ირაკლიმ მერე ჩემები მიდიანო.. უარიც ვერ ვუთხარი, არ ვიცი რა ვქნა.. -ამოვალ მალე და დავილაპარაკოთ, დაწყნარდი შენ. გოგოხია ისევ დაწვა, ფიქრის თავი არ ჰქონდა, თვალები დახუჭა და კადრივით ჩაუარა თვალწინ ალექსანდრესთან ერთად გატარებულმა ღამემ. მალე ტასომაც მიაკითხა, ნია ჩაცმული და მოწესრიგებული დახვდა. -სად მიდიხარ ნია? -კაბაზე. -ანუუ? -ირაკლის მივყვები. -გააფრინე? და ალექსანდრე? -ვეტყვი ხვალ რომ ვქორწინდები, მთელი ღამე დაველოდები, მთელი დღე დაველოდები, ეკლესიაშიც რომ ვიყო, რესტორანშიც რომ ვიყო, მნიშვნელიბა არ აქვს.. რომ დამირეკოს და მითხრას ჩემთან წამოდიო, გეფიცები.. თვითონ ალექსანდრეს გეფიცები ყველას და ყველაფერს დავტოვებ და გავიქცევი.. ალექსანდრესთან გავიქცევი სადაც წასვლაც არ უნდა შემომთავაზოს.. ოღონდ დამირეკოს, თუ გინდა მომწეროს, ოღონდ მასთან ერთად წასვლა შემომთავაზოს.. ცრემლები წასკდა გოგოხიას, კედელთან ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩაიდო, ტიროდა ისე, თითქოს წინასწარ გრძნობდა რაც მოხდებოდა.. ძლივს დაამშვიდა ანასტასიამ, კაბის საყიდლად წავიდნენ, ნიამ თავისი ოცნების კაბა იყიდა, სახლში გაიარა, დატოვა და ბიჭებთან გაყვა ანასტასიას, სახლში მხოლოდ ლაშა დახვდათ.. -სანდრო საად არის ლაშ? იკითხა ტასომ ნიას დაჟინებული მზერის გაამო. -რაღაც საქმეზეა, რა იყო? -არაფერი. ნიამ შეტყობინება მიიღო ირაკლისგან. "15-20 წუთში ამოვალ შენთან და კაბით არ დამხვდე!!" -მე უნდა წავიდე. -სად ნია? სახე მოეღუშა ლაშას. -სახლში ლაშა. ალექსანდრეს უთხარი რომ ხვალ ქორწილი მაქვს, მოვა თუ არა, ეგრევე უთხარი კარგი? -რააა გაქვს? ყბა ჩამოუვარდა ლაშას. -ქორწილი, აუცილებლად უთხარი. ნია კარების ჯახუნით გავიდა ალექსანდრეს სახლიდან და თითქმის სირბილით მივიდა სახლში. შევიდა, გამოიცვალა და სავარძელზე წამოწვა.. თვითონაც არ იცოდა ვის ელოდა, ირაკლის თუ ალექსანდრეს.. თუმცა ნამდვილად იმედი გაუცრუვდა როცა კარი ირაკლიმ შემოაღო. -რას შვები ჩემო გოგოო? სიხარულით შევიდა საცოლესთან. -არაფერს შენ? -დავიღაალე ძალიან, მთელი დღეა რესტორანში დავრბივარ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორზეც შენ ოცნებობდი.. გამიკვირდა წამოსვლის და რამის ნახვის სურვილი რომ არ გაგიჩნდა, მაგრამ არაუშავს. ირაკლი ნიას ჩაეხუტა, ნიას თვალები ცრემლებით აევსო და თავი ისევ დახარა, ისევ სირცხვილისგან.. ირაკლი წავიდა, ნიას მთელი ღამე, ერთი წუთითაც კი არ მოუხუჭავს თვალი, არა იმიტომ რომ ქორწინების შიში ჰქონდა, უბრალოდ დაუღალავად, გაუჩერებლად ელოდა ალექსანდრეს.. მას ვინც მთელი გულით უყვარდა.. ელოდა იმიტომ რომ მასთან ერთად გაქცეულიყო.. აანალიზებდა იმასაც, რამხელა ტკივილს მიაყენებდა ირაკლის მისი წასვლით, თუმცა იცოდა, რომ ირაკლი გადაიტანდა მის გარეშე ყოფნას.. რადგან ყველა ადამიანს თავისი მეორე ნახევარი ჰყავს.. და თუ ალექსანდრე ნიას მეორენახევარია და თუ ნია და ალექსანდრე ერთ მთლიანობას წარმოადგენენ, მაშინ ირაკლის არასწორად აურჩევია საცოლე.. მასაც ჰყავს თავისი მეორე ნახევარი, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იპოვის, თუ ალექსანდრე მასთან ერთად გაქცევას სთხოვს ნიას.. მთელი ღამის ლოდინის მიუხედავად, ნუცუბიძე არ გამოჩნდა.. გოგოხიას გოგოებმა მიაკითხეს, ვერავინ ხვდებოდა ტასოს გარდა რა სჭირდა, თუმცა არც ანასტასიას შეეძლო რამით ენუგეშებინა.. გოგოხიას იმედი არ დაუკარგავს, ელოდა, თავიდან ბოლომდე ელოდა თავის სიყვარულს.. ჯვრისწერა, მანქანებით სიარული, ნათესავები, მეგობრები, სურათები, საჩუქრები, მილოცვები, რესტორანი, საჭმელი, დასალევი, სიმღერები... ყველა.. ყველა და ყველაფერი.. თუმცა არა ის, ვინც ამ ყველაფერს ერთად სჯობს! თუმცა არა ის.. ალექსანდრე.. უკვე თორმეტი ხდებოდა როცა ანასტასიამ ნია აივანზე გაიყვანა. -არ გამოჩენილა? -რომ გამოჩენილიყო აქ ვიქნებოდი? -ჩუუ, ჩუ ჩემო პატარა.. არ იტირო! ლაშას ველაპარაკე და ნიაზე რომ ვუთხარი სადღაც წავიდაო, არაფერი უთქვამსო, უთხარი ნიას ეგ სისულელე არ ქნასო... მაგრამ მე ხომ ვიცი, შენთვის ამის თქმას აზრი არ აქვს.. -მეგონა ვუყვარდი ტას.. იმ ღამის შემდეგ რა უნდა მეფიქრა? თითქოს ამ ნაბიჯით უბრალოდ გამოცდა მოვუწყვე.. მაგრამ.. მაგრამ ვერ ჩააბარა.. სიყვარულს საქციელით ვერასდროს მიმტკიცებს ტას.. -ნუ ტირი, ირაკლი მოდის. ნიამ ცრემლები თითით მოიწმინდა და ნაძალადევად გაიღიმა. -შემოდით შიგნით რას იყინებით აქ? -შემოვალთ ირაკლი, ორი წუთი მოიცადე. -რაზე ლაპარაკობთ გოგოებო? გაღიმებული გავიდა ირაკლი აივანზე და ნიასკენ შექანდა. -ბევრი დალიე შენ? -არა ჩემო სიცოცხლე. ცხვირზე აკოცა ირაკლიმ გოგოხიას და წელში გამართვას შეეცადა.. -შედი რა ირაკლი! ნიამ ხელით შეაგდო ირაკლი შიგნით და თვითონ სიგარეტს მოუკიდა. -ნუ ნერვიულობ ნია! თუ ალექსანდრე არა ირაკლი მაინც ხომ გყავს? ყველაზე მეტად უყვარხარ.. -ალექსანდრემ უსიყვარულოდ გათხოვებისთვის როგორ გამიმეტა? ამიხსენი ტასო როგორ? -შიგნით შევიდეთ. სამი საათისთვის დაიშალა ხალხი და ოთხისთვის გამოვიდნენ ნია და ირაკლი მეჯვარეებთან ერთად, ირაკლი თითქმის ხელით ეჭირა გოგოხიას, მთელი ძალით მიათრევდა მანქანისკენ, გოგოხიამ თმის გასასწორებლად აწია თავი და წინ მანქანას მოკრა თვალი, კარგად დააკვირდა, ალექსანდრე იდგა, მანქანასთან აყუდებული.. ხელში არყის ბოთლი ეჭირა, ჩასისხლიანებულ თვალებში ცრემლები ჩადგომოდა, სიმწრისგან სისხლიანი დორბლები ჩამოსდიოდა ტუჩიდან.. გოგოხია გაჩერდა, ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, ირაკლის ხელი გაუშვა, თავის ძმაკაცს მიაბარა და თვითონ ალექსანდრესკენ წავიდა. ქუსლების კაკუნით მიუახლოვდა განადგურებულ ნუცუბიძეს და მისგან ოდნავ მოშორებით დადგა. -აქ რას აკეთებ? -შენი ბედნიერების გასაზიარებლად მოვედი. ცხვირზე ხელი მოისვა ნუცუბიძემ და ფეხები ერთმანეთში აერია. გოგოხია შეტრიალდა და თავისი ქმრისკენ წავიდა, ალექსანდრემ ხელი დაუჭირა და მისკენ შეატრიალა. -ბედნიერი ხარ? -მთელი ღამე და დღე გელოდი სანდრო! ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო ნიამ. -მიყვარხარ ნია. -შენ ყოველთვის აგვიანებ პასუხებს.. შენ ყოველთვის ჩუმად ხარ მაშინ, როცა მე მჭირდება რომ ილაპარაკო. -სიყვარული არასდროსაა გვიანი ნია. -ცდები სანდრო.. __________________________ იმედია მოგეწონათ და ისევ მომიწევს გაგრძელება.❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.