შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანე თავი 9


17-11-2015, 23:30
ავტორი MLM
ნანახია 4 541

- სრული 4 თვისაა ბავშვი. მოძრაობს ხომ უკვე?
ამის მეტი აღარაფერი მომისმენია, გარეთ გამოვედი და თავზე ხელები მოვისვი, გონებამ განხილვა დაიწყო და სიბრაზე მახრჩობდა, სხვისი ნაბიჭ... შეტენვა უნდოდა ჩემთვის ამ ბ... მინდოდა მართლა მომეკლა მაგრამ, ამით ჩემ კაცობას გადავაბიჯებდი. დღესვე უნდა დამესრულებინა ყველაფერი ამ ქალთან, ერთი სული მქონდა თათასთვის ეს ახალი ამბავი მეთქვა, ამ ფიქრებში ვიყავი მეგი რომ დამიდგა წინ. სახე დავალაგე რომ ყველაფერი ზრდასრული ადამიანივით გამეკეთებინა და მართლა არ მომეკლა ორსული ქალი.
- ყველაფერს აგიხსნი საბა გპირდები
- გამომყევი! სანამ მე არ გეტყვი ხმა არ ამოიღო! (მკაცრი ტონით ვუთხარი და საავადმყოფოდან გამოვედით. მანქანაში ჩავჯექით და სახლში მივედით.)
- განქორწინების საბუთები და კალამი მოიტანე. (თავი დახარა და საძინებელში შევიდა, მიხვდა რომ შეწინააღმდეგება უარეს სიტუაციამდე მიიყვანდა, გამოიტანა და წინ დამიდო ისე რო ხმა არცკი ამუღია)
- მოაწერე! (ზედმეტ ლაპარაკს თავს ვარიდებდ. იმდენად მძულდა ის ქალი რომელსაც ახლა ვუყურებდი, რომ მასთან ბევრი ლაპარაკიც არ მინდოდა, დაიხარა და მოაწერა ხელი. გავიაზრე რომ თავისუფალი კაცი ვიყავი და თათასთან ქორწინება შემეძლო. მერე მეგის მივუბრუნდი)
- 15 წუთს გაძლევ რო მოხიკო შენი ძღინკები და გაქრე. თუ 15 წუთს გადააცილებ, ყველაფერს გარეთ გამოგიყრი... 14 წუთი დაგრჩა ამიტომ ამოქმედდი თორე ჩემი დედა ..... რაც გითხარი გავაკეთებ. ისიც იკმარე რომ უთქმელად გიშვებ ჩემი ცხოვრებიდან.
- საბ....
- ხმა გოგოო (უაზროდ ხმამაღლა ვუღრიალე რაზეც შეხტა) 13 წუთი დაგრჩა...
მე დავჯექი სავარძელში და ვუყურებდი როგორ წავიდა საძინებლისკენ, ვუყურებდი და ზიზღი მიძლიერდებოდა ამ ქალის მიმართ. გულის სიღრმეში მისი მადლობელიც ვიყავი, თავად მომცა მიზეზი რომ საბოლოოდ მომეცილებინა ეს ქალი. საათს ვუყურებდი და როგორცკი 15 წუთი გავიდა ოთახში შევედი
- მორჩი?
- ვილაპარაკოთ გთხოვ საბა. (საწოლზე იჯდა და მხოლოდ ერთი ჩემოდანი ჰქონდა ჩალაგებული)
- რახან აქამდე კაცობა არ დაგანახე თავზე მაზიხარ ხო? მე სიტყვის კაცი ვარ. დავიგინე და გავაკეთებ კიდეც. (ჩემოდანს ხელი მოვკიდე და გარეთ გამოვაგდე, მერე ტანსაცმელები ერთიანად მოვხიკე და გარეთ უნდა გამომეყარა, ხვეწნა რომ დამიწყო)
- კაი გთხოვ, მე გავიტან, არ გაყარო, საბა გთხოვ. (მაინც გავყარე რაც ხელში მეჭირა რომ სიტყვა შემესრულებინა, მერე მივუბრუნდი და ვუთხარი)
- თუ ზუსტად 10 წუთში არ იქნები ამ სახლიდან გასული აღარ გავჩერდები. კიდე საკუთარ თავს ვცემ პატივს...
ხმა აღარ ამოუღია და ჩალაგება დაიწყო, 10 წუთში ყველა ტანსაცმელი ფეხსაცმელი და პირადი ნივთი მზად ჰქონდა რომ წაეღო.
- ტელეფონი მანქანის გასაღები და სახლის გასაღები მომეცი
- სახლის გასაღებს მოგცემ მაგრამ
- არანაირი მაგრამ მეგი, ჩემს ნაყიდ ტანსაცმელსაც რომ გატან მადლობა თქვი და წადი. დანარჩენის ღირსი არ ხარ. (ხმა არ ამოუღია ტირილი დაიწყო და ისე მომაწოდა. გარეთ გავიდა, საბუთები ავიღე და მეც გარეთ გამოვედი. კარი ჩავკეტე და სანამ კიბეებზე დავეშვებოდი ვუთხარი)
- ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ მოგკრა თვალი სადმე იცოდე რომ ვეღარ გადამირჩები.
ტირილს უმატა მაგრამ მე წამოვედი, ღრმად ამოვისუნთქე და მანქანაში ჩავჯექი. პირდაპირ ადვიკატთან წავედი, საბუთები მივუტანე და მხოლოდ სასამართლოს განხილვა იყო საჭირო რაც 2-3 დღეში მოგვარდებოდა. მერე ჩემი საცხოვრებელი სახლის მაკლეარს შევხვდი და ბინის სასწაფო გაყიდვა ვთხოვე. გახარებული წავედი თათასკენ რომ ახალი ამბავი მეხარებინა მისთვის. პალატიდან სიცილის ხმა ისმოდა. შევედი და თვალებში რაღაც ნაპერწკლები ამიციმციმდა ჩემ გოგოს რომ მოვკარი თვალი ისე გულიანად იცინოდა. მისკენ წავედი და ჩავეხუტე, მიხაროდა ის რომ თავისუფალი ვიყავი, ის რომ მეგისთან აღარანაირი კავშირი აღარ მექნებოდა აღარასოდეს და ის რომ ჩემი ცხოვრების აზრს ასეთ გახარებულს ვხედავდი. ვეხუტებოდი და ყელში ვკოცნიდი.
- რა მოგივიდა გადარეულო? შენების მაინც შეგრცხვეს. (მითხრა მაგრამ მე მაინც ვეხუტებოდი, კი დავინახე ნინო და ნანა მაგრამ არ დავინტერესდი მათით)
- ძალიან მომენატრე
- და მაგიტო დამეკარგე მთელი დღით? (უკან გაიწია და გაბრაზებულმა შემომხედა. ლოგინიდან ავდექი და გავსწორდი.)
- მოლოცვებს ჯერ მე მივიღებ და მერე შენ ჩემო სიცოცხლე. მეგისთან აღარაფერი მაკავშირებს
- რაა?
- ეგ როგორ?
- რას ამბობ შვილო? თათას ხელი ჩავკიდე და თვალებში ჩავხედე. რომელიც გაკვირვებული მიყურებდა
- მორჩა ჩემო ანგელოზო, ყველაფერი დამთავრდა. ხელი მოაწერა გაყრაზე და 2 3 დღეში ყველაფერი დასრულდება. (თვალები გაუფართოვდა, სახეზე უამრავი სიხარული დაეწერა, მერე გაოცება და უცბად მკითხა)
- მერე ბავშვი?
- არანაირი ბაშვი აღარ არსებობს, თავს უზომოდ დამცირებულად უნდა ვგრძნობდე მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ ასე რომ მოხდა
- რას გულისხმობ? (ნინიმ ვეღარ მოითმინდა და მკითხა)
- რას და ჩემგან არ იყო ორსულად. 4 თვის ყოფილა უკვე, მე კიდე მასთან არ ვყოფილვარ იმ ღამის გარდა რაც 2 თვის უკან იყო. სხვისი შვილის შეტენვას მიპირებდა თავის ჭკუით.
ლაპარაკი ვეღარ დავასრულე ბოლოდე თათამ ხელი რომ გამაშვებინა და უცბად ჩამეხუტა. თან ტიროდა და თან ამბობდა.
- მადლობა ღმერთო, მადლობა
ნინიმ მეგი გამოლანძღა, დედამაც დაუმატა და ბოლოს თათამ მითხრა:
- მეც მაქვს შენთვის სასიხარულო ამბავი ცხოვრება
- რა ამბავი?
- ხვალ სახლში მიშვებენ. გადასხმებმა თავისი საქმე გააკეთა და უკეთესობა გვაქვს მე და პაწაწოს (ახლა მე მოვხვიე ხელები გახარებულმა და გულში ჩავიკარი, იმდენად ბედნიერად ვგრძნობდი თავს რომ მეშინოდა კიდეც რამე ცუდი არ მომხდარიყო. მთელი დარჩენილი დღე მასთან გავატარეთ, ზაზაც მოვიდა სანახავად, ხილ მოიტანა და ჩვენთან ერთად ხარობდა ახალი ამბებით. მერე ექიმი შემოვიდა და გამოგვიცხადა უნდა წახვიდეთო. ნინი ნანა და ზაზა ეგრევე წამოვიდნენ, მასთან ცოტახანი კიდევ დავრჩი)
- მიიწიე ცოტახნით რა, მომენატრე
- მეც მომენატრე ცხოვრება მაგრამ წასვლის დროა
- სულ 5 წუთი და წავალ. (გვერდით მივუწექი ჩემს მკლავებში მოვიქციე საყვარელი ქალი და მისი თმის სურნელი შევისუნთქე)
- მიყვარხარ საბ
- მე უფრო მიყვარხარ ჩემო ცხოვრება. დღეს იმდენად ბედნიერი ვარ რომ მეშინია
- ჩუუ. ყველაფერი კარგად იქნება უკვე. მე შენთან ვარ და შენ ჩემთაან ხარ, რაც ყველაზე მთავარია კიდე აი აქ ჩვენი პატარაა, რომელიც საკმაოდ იბრძვის იმისთვის რომ მამიკოს ჩაეხუტოს (თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ მის მიმართ სიყვარული უფრო და უფრო მიძლიერდებოდა)
- ასეთი კარგი როგორ ხარ? ან აქამდე სად იყავი? (ტუჩებში ვკოცნიდი კარის გაღება რომ ვიგრძენი, კარისკენ გავიხედე და ექიმი იდგა)
- ყველაზე ჯიუტი მნახველი ხარ ამ კლინიკაში. ხვალ სახლში გამოვუშვებ და ყველა დავისვენებთ. ეხლა კი უნდა წახვიდე (გაგვეცინა მის ნათქვამზე, ექიმმაც გაიღიმა და მომაძახა სანამ გავიდოდა) მალეე.
- წადი სიცოცხლე ეხლა და აღარ დამეკარგო რა
- ვსო. როგორცკი მივალ დაგირეკავ. მიყვარხარ. (ტუჩებში ვაკოცე ისევ, მერე მუცელზე ვაკოცე, ძილინებიდა ვუსურვე ორივეს და მარჯვენა ხელზე რომელსაც ნიშნობის ბეჭედი უმშვენებდა ვაკოცე)
წახლში წამოვედი მაგრამ ერთი სული მქონდა ისევ მისი ხმა გამეგო. სწრაფად მივედი სახლში და როგორცკი მოვწესრიგდი თათას დავურეკე
- აბა რას შვრება ჩემი ლამაზი?
- მიხვედი?
- კი დავწექი უკვე და ლაპარაკში დავიძინებ ჩემო ტკბილო
- გიჟი რო მყავხარ იცი?
- სამაგიეროდ შემ მყავხარ დალაგებული და ჭკვიანი, ამიტომ ჩემი სიგიჟეების არ მეშინია, შენს ხელში (ხმამაღლა გადაიკისკისა და მეც გამეღიმა)
- მერე მეც რო გამაგიჟო?
- მაშინ ვიქნებით ორი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამინი (კიდევ გაიცინა და ისე აგრძელებდა ლაპარაკს)
- საცოდავი ჩვენი შვილი მერე ორივე თუ გავგიჟდებით. (უცბად თავში ლექსი ამომიტივტივდა და მეც ხმამაღლა წარმოვთქვი გრძნობით)
- რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი როგორც ედემი
- უყურე შენ, ლექსებიც იცი?
- ეგ შექებაა სიცოცხლე და ვერ მივხვდი?
- არა ცხოვრება ეს გაოცებაა შენნაირი მექალთანესგან
- ეგ წარსულში არსებობდა იქამდე სანამ განსაკუთრებულს ვიპოვიდი. და სხვათაშორის ჩემი მექალთანეობა რომ არა ეხლა ასეთი სიყვარულით არ მექნებოდა გული სავსე
- ისე როგორც მე... მიყვარხარ უზომოდ საბ. მინდა რომ მუდამ ბედნიერები ვიყოთ
- ასეც იქნება სიცოცხლე აი ნახავ.
- კაი დავიძინებ ეხლა კაი? დაღლილი ვარ
- კაი ჩემო ანგელოზო მაგრამ არ გატიშო, შენი სუნთქვა მომასმენინე და ისე დაიძინე
- რა აზრები გაწუხებს ამხელა კაცს?
- ოო მიდი თორე არ დაგაძინებ. (გაბუსხულმა ვუთხარი რაზეც სიცილი დაიწყო)
- შენ და შენმა შვილმა შეჯიბრი მოაწყეთ ხოლმე რომელი უფრო პარატაა.
- ვაიმეეე მამას გული და სულიი, როდის ავიყვან ხელში?
- მალე მოგიწევს. კაი დავიძინებ ეხლა სიცოცხლე და ხვალ დაგირეკავ რო გავიღვიძებ
- კაი მარა არ გათიშო მართლა ვამბობ, მინდა წარმოვიდგინო რომ აქ მყავხარ და ჩემს მკლავებში ხარ
- მართლა გიჯი ხარ რაა. კაი ხო არ გავთიშავ, ტკბილი ძილი ჩემო ძვირფასო
- შენც ჩემო ანგელოზო. გკოცნი ჯერ ყელში და მერე ჩემ კუთვნილ დაბუშტულ ტუჩებში.
გაიცინა და ცმა აღარ ამოიღო, ტელეფონს ყურსასმენი გავუკეთე და ბალიშს ჩავეხუტე, მესმონდა მისი სუნთქვა, რაც უზომოდ მათბობდა და მატკბობდა. მალე სუნთქვა შეეცვალა და უფრო ღრმა დინჯი და მშვიდი გაუხდა, ვიგრძენი რომ ჩაეძინა, მეც გადავეშვი ტკბილ ძილში. დილით ნანამ გამაღვიძა ვიღაც გირეკავსო, ნომერს დავხედე და მაკლერი იყო. მითხრა რომ ერთი რეალური კლიენტი იყო რომელსაც სასწრაფოდ უნდოდა ყიდვა ბინის, შევთანხმდით რომ ნანა გავიდოდა გასაღებად, დავემშვიდობე თუარა ფიქრი დავიწყე ჩემს გადაწყვეტილებაზე, არ მინოდა მეგის ნაცხოვრებელ ბინაში შემეყვანა თათა, ამიტომ ყველაფრიანად ვყიდიდი სახლს. მხოლოდ საჭირო ნივთებს წამოვიღებდი. ნანას ველაპარაკე და გასაღები მივეცი, მე თათასკენ წავედი. მაღაზიაში დიდი დათუნია ვუყიდე, შოკოლადი შევურჩიე და ჩემი ტკბილი გოგოსკენ გავემართე, რომ შევედი ეძინა, დათუნია სავარძელში ჩავსვი, შოკოლადები გვერდით დავუწყე და ექიმთან შევედი. მითხრა რომ გასინჯავდნენ და მხოლოდ მას მერე გამოუშვებდნენ სახლში. ტელეფონმა დამირეკა და კაბინეტიდან გამოვედი.
- დილამშვიდობისა ულამაზესო
- დილამშვიდობისა სიცოცხლე. როდის იყავი აქ?
- უნდა დაგლოდებოდი?
- კიი რატომ არ გამაღვიძე თუ ჩქარობდი? (გაბუსხულმა მითხრა და პალატის კარიც შევაღე, რომ დამინახა თვალები გაუბრწყინდა და ტელეფონი დადო)
- როგორც ვატყობ მე და ჩვენი პატარას შეჯიბრ დედიკოც შემოუერთდება ხოლმე (გავუცინე და ჩავეხუტე) მოგეწონა საჩუქრები?
- თან ძალიან. ამხელა დათუნია სად იშოვე? კი მაქ დიდებიც ნანახი მაგრამ ეს ნამეტანია
- თუ ამაზე დიდს მოინდომებ, შეკვეთასაც კი მივცემ.
ვაკოცე და შოკოლადები მივაწოდე, ვილაპარაკეთ საკმაოდ ბევრ თემაზე, მათ შორის ბინაზეც, ბავშვის სახელებზეც და ერთმანეთის გრძნობებზეც, ასევე ჩემს სამსახურზე და იმაზე რომ ერთად ვიცხოვრებდით, როგორც ცოლ- ქმარი. ექიმებმა გამოკვლევები ჩაუტარეს კიდევ და გვითხრეს:
- უბრალოდ ეხადე არ დაიძაბო, მძიმე არაფერი აწიო, და ხშირად იწვე. დანარჩენი პრობლემას არ შეგიქმნის, ისეირნე სუფთა ჰაერზე... (მოკლედ ექიმმა დაწვრილები აგვიხსნა რა უნდა გაგვეკეთებინა, წამლებიც დაგვინიშნეს და გამოგვწერეს, ზაზაც მოვიდა ნივთების წასაღებად, მანქანაში რომ ჩავჯექით ვკითხე)
- აბა ქალბატონო, ვისთან გირჩევნია ცხოვრება? ჩემებთან თუ შენთან?
- შენების შეწუხება არ მინდა ამიტომ ჩემთან წავიდეთ
- კაი მარა მაგ შემთხვევაში უფრო შეწუხდებიან ლამაზო. სულ აქეთ იქით მოუწევთ სიარული
- მაშინ რაღას მეკითხები?
- ნუ ეგეც მართალია. (გავიცინე, ვაკოცე და სახლში წავედით.

_________________________________
ძალიან დიდი ბოდიშით თუ შეცდომები მაქვს, ამის მეტი დღეს ვერ დავწერე, შედარებით პარატა თავია მაგრამ უნდა მაპატიოთ. მოგეწონათ?



№1  offline წევრი kaxelii

იმედია ცუდი არფერი მოხდება. მომწონს ეს ისტორია. მალე დადე

 


№2  offline წევრი dadeshqeliani

ძალიან კაია სიხარულო love ძალიან ძალია მიყვარს შენი ისტორიები love თათა და საბა არაჩვეულებრივი წყვილია feel გთხოვ ცუდი არაფერი მოხდეს რაა,ისედაც ძალიან დაიტანჯნენ love მეგის ამავი გამიხარდა უსაზღვროდ love დღეს 12 ის მერე დადე რაა love

 


№3 სტუმარი ნანო

ძალიან მომეწონა ეს თავი :* კაცურად მოიქცა საბა

 


№4  offline წევრი MLM

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ. იმედი მაქვ ინტერესი არ გაგნელებიათ :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzalian momwons es ostoria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent