მექალთანე თავი 8
დილით რომ გამეღვიძა, თათას ისევ ეძინა, საათს დავხედე, 10 ხდებოდა, თათას მოვხვიე ხელები და ისევ გავაგრძელე ყოველი წამით დატკბობა. მასაც მალე გაეღვიძა, გაღვიძებისთანავე მისი ულამაზესი და ეშხიანი თვალები შემომანათა. - გამარჯობა პატარა ქალბატონო, - დილამშვიდობისა - როგორ ხარ? - არამიშავს, უბრალოდ მუცელი მტკივა და არასასიამოვნო შეგრძნებები მაქ ისევ - ისევ რას ქვია? - ეს ბოლო დღეებია სულ ასე ვარ - ხოდა დღეს მივალთ ექიმთან, წამო ეხლა მოწესრიგდი, მე საუზმეს გავამზადებ, ვჭამოთ და წავიდეთ - შენ გაამზადებ? უნდა მომწამლო? - ჯერ მე გავსინჯავ და თუ გადავრჩები მერე შენც შეჭამე (გავიცინე და ისიც ამყვა). ავდექით, თათა აბაზანაში შევიდა, მე კი მხოლოდ ხელ-პირი დავიბანე და საუზმის გაკეთებას შევუდექი, მაცივრიდან სოსისი გამოვიღე შევწვი, მერე კვერცხი მოვხარშე და ჩაი დავასხი, სუფრაზე კარაქი და ყველი შევმატე, პურს ვჭრიდი თათა რომ შემოვიდა სამზარეულოში. - ასე თუ გამანებივრებ ყოველ დილით, შენ მოგიწევს ჩემი დაპურება - სიამოვნებით დაგაპურებთ ორივეს, მოდი დაჯექი (ვუთხარი, ტუჩებში ვაკოცე და სკამი გამოვუწიე) - მმმმმმმ, რა გემრიელი სუნიააა, მარა კვერცხი რო არ მინდა? - რაც არ გესიამოვნება არ ჭამო ცხოვრება - კაი მაშინ კვერცხი შენ ჭამე, არ მიყვარს, - ხოდა შევჭამ (გავუცინე და მეც შევუდექი საუზმეს). სახლიდან რომ გავედით ისევ ხელი გადავხვიე, მეზობლების თალები რომ დავინახე არ მესიამოვნა, არ მინდოდა თათაზე ზედმეტი რამეები ეთქვათ, ექიმთან რომ მივედით, გასინჯა, ექოსკოპიაც გადაუღო, რაღაცეები გამოკითხა რაზეც თათას აშკარად არ ქონდა კარგი პასუხები, ამას ექიმის სახით მივხვდი. - მესმის თათა შენი რომ დიდი სტრესი მიიღე, მაგრამ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, ნაყოფს მართლა ემუქრება მოშლა, ამდენი სტრესი არ შეიძლება ასეთი პატარა ორსულისთვის, ის ჯერ არაა ძლიერი - და რა შეგვიძლია გავაკეთოთ? - პირველ რიგში სასწრაფოდ გჭირდება წოლითი რეჟიმი, არანაირი ცოლ-ქმრული კავშირი, არანაირი დატვირთვა და არანაირი ნერვიულობა, იქნებ როგორმე შევინარჩუნოთ - ასე ცუდადაა საქმე? (როგორც კი წინა ღამე გამახსენდა დამცხა, შემეშინდა რომ შეიძლებოდა ბავშვისთვის ზიანი მიმეყენებინა, ეს რომ მცოდნოდა არ გავეკაებოდი, ამიტომ დამებადა ეს კითხვა) - სამწუხაროდ დიახ, თუ საავადმყოფოში დაწვებით რამოდენიმე დღე უკეთესია, გადასხმებს დაგიდგავთ და წამლებს გაგიკეთებთ რომ საშვილოსნომ ნაყოფი შეინარჩუნოს - თუ საჭიროება მოითხოვს დავწვებით (თათაზე ხელი მქონდა ჩაკიდებული და ისე ველაპარაკებოდი ექიმს, თათას სახე მოეღრიცა ამის გაგონებაზე, მაგრამ ზუსტად ვიცოდი წინააღმდეგობას არ გამიწევდა) - მაშინ ახლავე შეგიყვანთ პალატაში და გაგაფორმებთ - კი ბატონო. თქვა თათამ ჩამწყდარი ხმით, ერთი ხელი მე მეჭირა, მეორეთი კი მუცელს ეფერებოდა, პალატაში რომ შეგვიყვანეს მე ნანას დავურეკე. - ნანა, მე და თათა ახალ სიცოცხლეში ვართ, უნდა დაწვეს რამოდენიმე დღე და რაღაცეები გვჭირდება - რას ამბობ შვილო რატო? - მაგაზე მერე, ეხლა თეთრეული მოიტანე და რასაც საჭიროდ ჩათვლი ყველაფერი, ოღონდ მალე მოდი - კაი შვილო, ეხლავე წამოვალ, ახალი თეთრეული მაქ ნაყიდი და იმას წამოვიღებ, პირსახოცს წამოვუღებ და საღამურს - კაი ნანა, მარა მალე მოდი - საჭმელიც წამოვიღო? - ეგ მერე ჯერ დავაწვინოთ - კაი გამოვდივარ. ზაზა გამომიყვანს. (გნანას გავუთიშე და თათას სახეს გადავაწყდი) - არ იყო ასე შეწუხება საჭირო ცხოვრება - ეს შეწუხება არაა სიცოცხლე! ისე რო წამოწვე ცოტახნით? - არ შემიძლია, ბინძურია და გული არ მიმივა - კაი მაშინ დაჯექი და ეცადე არ დაიძაბო, მალე მოვლენ. 15 წუთში პალატის კარი შემოაღეს ნანამ და ზაზამ, ნანას ერთი დიდი პარკი გაევსო, გამიკვირდა ამდენი რა მოიტანათქო, ზაზა რომ შემოვიდა საბანთან და ბალიშთან ერთად, გამეღიმა და თათას გადავხედე რომელიც გახარებული იყურებოდა. - საბა მანქანაში ლეიბია შვილო ამოიტანე წადი რაა, (ზაზამ მითხრა) - ასე მგონი ჩემზეც არ იზრუნებდით - მიდი ერთი ნუ ცანცარებ, აბა ამ საწოლში ხო არ ჩავაწვენდი ბავშვს - არ იყო საჭირო ასე შეწუხება, მაგრამ ძალიან გამიხარდა, გული არ მიმდიოდა - დარწმუნებული ვარ შვილო, ეხლა სუფთად და თბილად ჩაგაწვენ და მოგხედავთ - დიდი მადლობა. პალატიდან გამოვედი გახარებული და ლეიბი ავიტანე, თურმე არ გვქონია შეტანის უფლება, მაგრამ ზაზამ მოაგვარა. გული სიამაყით მევსებოდა მათ მზრუნველობას რომ ვხედავდი, ტელეფონმა დარეკა და მეგის ნომერი რომ დავინახე გავთიშე, ხმაც გავუთიშე და ისევ ჯიბეში ჩავიდე ტელეფონი, საწოლი გაუმზადეს თათას და საღამურები მისცა ნანამ ჩაიცვიო, ჩვენ გარეთ გამოვედით, 5 წუთში ექიმს შევატყობინეთ რომ შეეძლოთ მკურნალობის დაწყება და სისტემა დაუდგეს, - თათ, მე გავალ ცოტახნით სიცოცხლე და მალე მოვალ, ნანა დარჩება აქ კაი? - არც თქვენი დარჩენა არაა საჭირო, წადით თქვენც - აბა რას ამბობ შვილო? შენ დატოვებდი შენს შვილს?? (დედაჩემი განუმეორებელი ქალი იყო, ეს მისი საქციელებიდანაც ჩანს, გული სითბოთი და სიხარულით ამევსო ამ სიტყვების მოსმენისას, ანუ მან საკუთარ შვილს შეადარა თათა. მივედი ვაკოცე თათას და დავემშვიდობე, მე და ზაზა გამოვედით პალატიდან) - სად მიდიხარ საბა? - ჯერ სამინისტროში, საქმე მაქ და მერე ბეჭედი უნდა ვუყიდო, დიდი ხანი არ ვატარებ ასე, არ მივცემ უფლებას არავის რომ მასზე ცუდად ილაპარაკონ - რო მცოდნოდა ეს გოგო ასე შეგცვლიდა, საკუთარი ხელით მოგიყვანდი სახლში - კაი წავედი მე, მიხედე აქაურობას შენ რაა, არ ვიცი როდის მოვალ, თან მეგიმ ამიკლო რა უნდა გავიგებ - ჭკვიანად იყავი საბა, არ დაკარგო ის განძი რაც თათას სახით აღმოაჩინე - არასოდეს მამა, თათა ჩემთვის ყველაფერია, ყველაზე ძვირფასია და ყველაფერზე მეტად მიყვარს. მისთვის შევიცვალე ასე რადიკალურად - მიხარია (გადამეხვია და ხელი დამარტყა ზურგზე) - მეც მამა, მეც. წამოვდი და ტელეფონი ამოვიღე, მეგის ტელეფონი აუფეთქებია, უნდა გადამერეკა რომ ისევ შემოვიდა ზარი: - რა გინდა მეგი? - სად ხარ? ამდენჯელ დაგირეკე იქნებ რა მიჭირდა? საქმე მაქ ჩემთან გამოდი - არ მცალია, რა გინდა თქვი ესე - ექიმთან გამომყევი რა აღრიცხვაზე უნდა დავდგე - ეხლა არ მცალია, წადი შენ - როდის გეცლება მითხარი და მერე წავიდეთ - არ ვიცი მეგი ეს დღეები არ მეცლება, ვინმე გაიყოლე - და ვინმეზე ვუთხრა ექიმს ჩემი ქმარიათქო? - ვერც ჩემზე ვერ ეტყვი მაგას ასე რომ სულ ერთია. წავედი ეხლა. ტელეფონი გავუთიშე და ისევ შევიგინე გულში, შარში ვიყავი მეგის ბავშვთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, თათას გარეშე არსად წავიდოდი. რაღაც მომენტში თავი ცუდად ვიგრძენი, სიც ხომ ჩემი შვილი იყო? მაგრამ გასაოცარი ის იყო რომ გული არ მიმდიოდა მასზე. მერე სამინისტროში წავედი, თან ვფიქრობდი რა გამეკეთებინა რომ ფული მეშოვნა, გადავწყვიტე თავიდან დიტოს ვთხოვდი დახმარებას და მერე რამე იქნებოდა. სამინისტროში ჩემმა მოულოდნელმა განცხადებამ უკმაყოფილობა გამოიწვია, კაი ხნის მერე როგორც იქნა გამანთავისუფლეს. მერ ნინის დავურეკე: - ნინ რას შვრები მუშაობ? - კი რა არი? თათა ხო კარაგდაა? - კი მარა საავადმყოფოში დააწვინეს, მოშლის რისკია დიდიო - უი რას ამბობ? მარა რაც მაგან გადაიტანა კიდე კარგადაა - 5 ზე რო დაგხვდე სამსახურთან გამოხვალ ხო? - კი რაარი? - ბეჭედი უნდა ამარჩევინო თათასთვის - ვაიმე რა მაგარიაააა. აბა რას ვიზავ ბიჭო. მარა იცი რო თათას აქ დეკრეტში არ უშვებენ? - მოს... პატრონი, სუ წამოვა, მაინც აღარ ვამუშავებ - ნუ იგინები ბიჭო, კაი წავედი და მოდი 5ზე. რადგან ჯერ 2 საათი იყო ისევ საავადმყოფოში წავედი. რომ შევედი თათას ეძინა, ხელზე ისევ გადასხმა ჰქონდა სავარძელში კი ნანა იჯდა, როგორც კი დამინახა ტუჩებზე თითი აიფარა და მანიშნა გადიო, იცის წამოიწია ჩუმად სკამიდან და გამოვიდა. - სად დადიხარ აქამდე დედა? - მერე მოგიყვები საქმეები მქონდა რა არი? - ექიმს ველაპარაკე - მერე რაო? - საკმაოდ რთულადაა საქმე შვილო შეიძლება მოეშალოს, ასე პირდაპირ ვერ უთქვია თათასთვის - და ეს რაღაცეები არ უშველისო? - არვიცით ორგანიზმი როგორ დაემორჩილება წამლებსო - და ეგრე რთულად რატოა საქმეო? - რო აგიხსნა მაინც ვერ მიხვდები დედიკო, უბრალოდ იცოდე და მზად იყავით ყველაფრისთვის - ბავშვიც რო დაკარგოს ვეღარ გადაიტანს ნანა, რა ვუშველოთ? - არ ვიცი შვილო მეც ძალიან ვნერვიულობ, როგორ დაიტანჯა ეს თითის ტოლა გოგო, მაგრამ მაინც რა მაგრად დგას, უზომოდ ძლიერი ქალია - ხო ვიცი, მაგრამ თუ მუცელი მოეშლება, უარესად განადგურდება - ღმერთს ვთხოვოთ ყველაფერი კარგად იყოს. - კაი შევალ მე, წადი საჭმელი გაუკეთე რამე გემრიელი და სასარგებლო. 4-სთვის მოდი ოღონდ გასასვლელი ვარ ისევ - სად დადიხარ ამდენს საბა? - რა შემჭამე ნანა? ეხლა ბეჭდის საყიდლად მივდივარ და აქამდე სამსახურიდან წამოვედი, დაწყნარდი ნანა? - მოიცადე, სამსახურიდან რატო წამოხვედი? - ასე იყო საჭირო - და ბეჭედი მართლა უნდა უყიდო? - არა დედა ვხუმრობ... აბა რა უნდა ვქნა? დიდი ხანი ვალაპარაკო ხალხი მასზე? - ყოჩაღ შვილო, ყოჩაღ... დედა გავისტუმრე, სავარძელი საწოლთან მივდგი და მისი ხელი დავიჭირე, ღმერთს ვთხოვდი ბავშვი არ წაერთმია ჩვენთვის, ის თათას უზომოდ აძლიერებდა. ხელზე ვაკოცა და მასაც გაერვიძა: - მე გაგაღვიძე? - არაა, სადაა ნანა? - საჭმელს გააკეთებს და მოვა, - სად იყავი? წეღან აღარ გკითხე, მაგრამ დავინახე ტელეფონს ზარი რო გაუთიშე, მეგი იყო? - კი მეგი იყო - მასთან იყავი? - არაა, მე ხო შეგპირდი რო უშენოდ არ ვნახავდი? ისე არ წავალ მის სანახავად თუ შენ არ გეცოდინება ჩემო სიყვარულო (ვუთხარი და ხელზე ვაკოცე) - აბა სად იყავი? - სამინისტროში... - იქ რა გინდოდა? - წამოვედი სამსახურიდან - ასე მალეეე? მერე რა უნდა ქნა? - იმდენს ვიზავ რომ თქვენ არაფერი მოგაკლდებათ სიცოცხლე, მაგაზე არ იდარდო - მიყვარხარ - მე უფრო მიყვარხარ ჩემო ჯადოქარო - უიმეე? რა ჯადოქარო? - დიახ! შენ ჩემი ჯადოქარი ხარ... იმიდო რო მე მომაჯადოვე და იმდენად შემცვალე საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე, იმ საბას როგორ იტანდნენთქო - ხოო, ეგ კითხვა რეალურია - ეხლა ცუღლუტობ იცოდე (გავუცინე და მის ტუჩებს მივეწებე, მერე ისევ გავსწორდი და ექიმი შემოვიდა) - აბა თავს როგორ გრძნობ თათა? წესით მუცლის ტკივილი რასაც დილით გრძნობდი უნდა მოგშვებოდა - კი ქალბატონო თინათინ, აღარ მტკივა მუცელი და ის არასასიამოვნო შეგრძნებაც აღარ მაქ, თითქოს დაჭიმულიაო - მართლა? ძალიან კარგი შემო გოგო, ანუ უკეტესობისკენ მივდივართ, ვფიქრობ 3 დღეზე მეტი არ დაგჭირდება აქ ყოფნა - ვაიმე როგორ გამახარეთ? - ხო მაგრამ სახლში იწვები ისევ, დაწვრილებით მერე გავარკვიოთ (ექიმმა გაგვიცინა, ბოდიში მოგვიხადა და გავიდა) - ნახე როგორ უნდა მამიკოს გახარება ჩემს სიამაყეს? - სუ მამიკოს დარდი კლავს რაა, ამას დედიკოს ჩახუტება უნდა - დედიკო ისედაც ეხუტება მარა მე ვერა, ამიტომ ჩემზე ფიქრობს... (ისევ გავუღიმე და ხელზე ვაკოცე,) - ძალიან ხოარ დავიგვიანე შვილებო? (კარი ნანამ შემოაღო,) - არაა ზუსტად მოხვედი (ვუთხარი მე ნანას მაგრამ თათა დაინტერესდა ჩემი სიტყვების შინაარსით, რაზეც თავი ვიმართლე და ვუთხარი ნინის უნდა დავხვდე მთხოვათქო, მერე ვაკოცე და დროებით დავემშვიდობე) ნინი რომ გამოვიდა ბანკიდან გახარებულმა მომხვია ხელები: - ნეტა მე უფრო მიხარია ეს ყოველივე თუ შენ საბაა? - ისე იქცევით რო, მაგ კითხვაზე დაფიქრება ღირს (დავცინე მის აღტაცებას და მანქანა დავძარი) - რა ფასში ვეძებთ? - სულ ერთია. მთავარია გემოვნებიანი და კარგი იყოს - ანუ ვარჩევთ საუკეთესოს? - აუცილებლად... (ჩემი ტელეფონი ისევ ამღერდა ნომერს დავხედე და ისევ მეგი იყო, უკვე მაღიზიანებდა ეს ყვლაფერი) - რა გინდა - ხვალ გამომყევი 2 საათზე - ნინის ვკითხავ თუ შეძლებს გამოგყვება, მე არ მცალია შენთვის - და რას აკეთებ ეგეთს? - ჩემი საყვარელი ქალის გვერდით უნდა ვიყო, დაწყნარდი ეხლა? - მოდი სახლში და დავილაპარაკოთ საბა გთხოვ - წავედი რა, თუ ნინი შეძლებს დაგირეკავს. (გავუთიშე თუ არა ნინიმ მკითხა) - რა უნდოდა? - ტვინს ბურღავს ექიმთან გამყევიო, გაყვები შენ? - კი გავყვები მარა, არ ვენდობი მეგის - რას გულისხმობ? - არ ვიცი საბ უბრალოდ მაგ გოგოს არ ვენდობი არაფერში, არ გინდა ყველაფერი დააზუსტო და ასე ბრმად არ ენდო? - ვითომ გაბედავდა კიდე იგივეს გამეორებას? - და ხელს რა შეუშლიდა? რავი საბ მე მოვკიდებდი ხელს და თავად წავიყვანდი ექიმთან - არვიცი, თათას დაველაპარაკები და რასაც მეტყვის იმას ვიზავ - კაი, შენ უკეთ იცი შენი საქმის. ამასობაში მივედით კიდეც, ბეჭედზე ბევრი არ გვივლია, ნინიმ ჩამოირარა ვიტრინები უცბად და ორი სასურველი ვარიანტი ნახა, აქედან ვერცერთს არჩევდა, იმიტომ რომ ორივე ძალიან მოეწონა, ბოლოს როგორც იქნა გადავწყვიტეთ რომელი გვეყდა, არ დაველოდებოდი თათას უკეთ გახდომას რომლის შემდეგაც შემეძლებოდა მისი ვახშამზე წაყვანა და სიურპრიზის გაკეთება, მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე გამეკეთებინა თითზე ეს ბეჭედი, ამიტომ პირდაპირ საავადმყოფოში წავედი. პალატაში გახარებული შევედი და თათას მივუახლოვდი, რომელიც დედას ელაპარაკებოდა: - რა სახე გაქ რა ხდება? - იცი რომ უზომოდ მიყვარხარ? - ხო მშვიდობა გაქ საბა? (მკითხა გაოცებულმა) - გჯერა ჩემი?? (დედას და ნინის გადახედა, გაეღიმა და ისევ მე მომიბრუნდა) - რა გჭირს თქვი მალე - მიპასუხე, გჯერა ჩემი სიყვარულის და ჩემი? - კი, მერე? - ისიც გჯერა რომ უზომოდ მიყვარხარ და უზომოდ მაბედნიერებ? - ვაიმე საბა რა მოხდა? დავიტანჯე - მიპასუხე უბრალოდ რასაც გეკითხები მაგეებზე - კი მჯერა, მერე? - ისე გიყვარვარ რომ ჩემი ხასიათით ამიტანო მთელი ცხოვრება და ჩემი შვილების ბედნიერი დედა უწოდო თავს? (სახე აშკარად დაეძაბა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მაგრამ მგონი იგრძნო) - რა ხდება საბა? - მიპასუხე, გიყვარვარ ისე რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო? - კი მიყვარხარ (დაბნეულმა და დარცხვენილმა მიპასუხა, ჯიბიდან ბეჭედი ამოვიღე თითზე გავუკეთე და ვუთხარი) - ხოდა ეს ბეჭედი იქამდე ატარე სანამ არ გადამიყვარებ, არ მაინტერესებს არაფერი, ამ წამიდან ჩემი ცოლი ხარ (ხელს დახედა და ცრემლები გადმოსცვივდა, უცბად ჩამოვჯექი საწოლზე და ჩავეხუტე,) - მიყვარხარ ჩემო ერთადერთო, მიყვარხარ და მუდამ ჩემს გვერდით იქნები, ჩემი საყვარელი ქალი ხარ, არ იტირო გთხოვ რაა - მეც მიყვარხარ საბა, მიყვარხარ და მჯერავს შენი, უზომოდ გენდობი, შენ რომ არა იმ ყველაფერს ვერ გადავიტანდი რაც თავს დამატყდა - მე უშენობას ვერ გადავიტანდი, ღმერთმა იგრძნო რომ პიკზე ვიყავი ცხოვრებისგან და შენი თავი მაჩუქა. ვეხუტებოდი და ვკოცნიდი, ნანა ტიროდა სახეზე ხელ აფარებული, ხოლო ნინიმ ცოტახანში ყვირილი ატეხა: - გეყოთ, ეხლა მე მიმიშვი ჩემ რძალთან, თქვენ მერე გააგრძელეთ. გამწია და თათას ჩაეხუტა, ნანაც წამოდგა და მოგვილოცა, თათას თვალებში ამ ხნის განმავლობაში ასეთი ბედნიერება არ დამინახია, ამან ამაყი გამხადა, ვიამაყე საკუთარი თავის რომ დავაფასე ეს ქალი, გულამდე და გონებამდე მივუშვი. ზაზა რომ მოვიდა და გაიგო რაც მოხდა უნდა ისიც შეუერთდა ჩვენს სიხარულს, თათას არცერთმა მეგობარმა არ იცოდა მისი ამბავი, ამიტომ არც არავისთვის გვითქვია არაფერი. საავადმყოფოში არავინ გაგვაჩერეს ღამით. - წადი ეხლა სიცოცხლე, აუცილებელია ექიმმა შენიშვნა მოგვცეს? - იქნებ აღარც შემოიხედოს და აქ დავრჩები. ამის თქმა იყო და ექთანიც შემოვიდა. თათას ვაკოცე შევპირდი რომ მალე დავურეკავდი და წამოვედი. სახლში რომ მივედი მეგი დამხვდა: - აქ რა გინდა? - როგორ მელაპარაკები? - რო იცოდე როგორ დამღალე და ყელში მყავხარ ამოსული, საქართველოდანაცკი წახვიდოდი. რა გინდა მეთქი აქ? (სახეზე გაწითლდა, ალბათ შერცხვა ჩემების, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებდა, აქ რომ თათასთან ერთად დავბრუნებულიყავი და თათას ოდნავ ცუდად მაინც ეგრძნო თავი, საკუთარ თავზე ხელს ავიღებდი) - ჩვენ გავალთ და ილაპარაკეთ. ოღონდ მშვიდად და ყვირილის გარეშე (ნანამ გვითხრა და გავიდნენ ოთახიდან) - საბა გთხოვ მოვაგვაროთ ყველაფერი, ნულიდან დავიწყოთ ჩვენი შვილის გამო გთხოვ. - მეგი ძალიან საშინელი გრძნობები მიჩნდება შენ რომ გხედავ, ამას სხვას ნუ დააბრალებ, ეს შენი დამსახურებაა. მაგრამ ესეც რო არ იყოს, მე სხვა ქალი მიყვარს სიგიჟემდე, რომლის გამოც საკუთარ სიცოცხლესაც კი დავთმობ, ამიტომ არ მაინტერესებს აღარაფერი, ვიმსახურებ საყვარელ ქალთან ერთად ბედნიერ ცხოვრებას, არ მინდა რომ ამაზე მეტად დაგამცირო მაგრამ იცოდე რომ თუ არ გაჩერდები, სხვანაირად გაგაჩერებ და მაგ ბავშვსაც დააკარგვინებ მამა, ამას მეტჯერ აღარასოდეს გაგიმეორებ. არც მაგ ცრემლების დანახვა არ მინდა, ამიტომ მორჩი ეხლა - ვინ არის? - როცა მაგის დრო მოვა გაიცნობ - აჰაა თან მაცნობ კიდეც? - სხვა გზა არ იქნება უბრალოდ, მის გარეშე არცერთი წამით აღარ გნახავ ამის მერე. ბავშვთან როცა მოვალ ხოლმე თათაც ჩემთან ერთად იქნება, იმიტო რომ მე და თათა ერთნი ვართ. დავიღალე ამდენი ლაპარაკით და გაიგე თორე ბ... შ... ვიყო განანებ (კიდე აპირებდა თავის შეცოდებას მაგრამ ბოლო სიტყვებზე სახე დაალაგა, ამაყი მზერით გამომხედა და წყნარი ტონით მითხრა) - არ გვჭირდები მე და ჩემ შვილს, გყავდეს შენი თათა და იცხოვრეთ ბედნიერად, თვალსაც კი არ დაგაკვრევინებ ბავშვზე არასოდეს - ხოდა უკეთესი გასასვლელი საითაცაა ისიც იცი... - არაკაცი ხარ საბა არაადამიანი, არ ხარ ბედნიერების ღირსი (აშკარად იფიქრა რომ დამიჭერდა თავისი სიტყვებით მაგრამ როცა ჩემი პასუხი გაიგო აყვირდა) - ტონს დაუწიე გოგო, ამ ოჯახში არავის არ აქვს ყვირილის უფლება და თუ ოდესმე ეგ საჭირო გახდება ქალებში მარტო თამთას ექნება ეგ უფლება გაიგეე? აიბარგე ეხლა და დანარჩენი მე ვიცი. მაინც ყვირილამდე მიმიყვანა, ატირებული წამოვარდა ფეხზე და სახლიდან გავარდა. ფეხზე რომ ადგა მუცელი აშკარად ჰქონდა წამოზრდილი, ამან გამაკვირვა, თათას ჯერ არაფერი ეტყობოდა, წესით ორივე 2 თვისები უნდა იყვნენ, მაგრამ ვერ მივხვდი მუცელი ასე მალე უნდა გაზრდოდა თუ არა ამ ხნის ორსულს. - ნანა სად ხარ (ფიქრებმა ცუდ დასკვნამდე რომ მიმიყვანა ნანას დავუძახე) - აქ ვარ შვილო ახლა მაინც ნუ ყვირი - მუცელი რამდენი ხნის ორსულს ეტყობა ხოლმე ? - რაა? - რა რაა ნანა? რამხელა უნდა იყოს ორსული რომ მუცელი შესამჩნევი გაუხდეს? - რავიცი შვილო რა გითხრა გააჩნია... - მიახლოებით მითხარი - 3 თვიდან, მაგაზე ადრე ნუცელი უბრალოდ ვერ დაეტყობა ვერავის, თან პირველ ბავშვზე. ხმა აღარ ამოვიღე, გონებაში საკუთარ თავს ვლანძღავდი და მეგის ვაგინებდი, რასაც ვფიქრობდი მართალი რო ყოფილიყო მას მართლა მოვკლავდი. ჩემს ოთახში შევედი და მეგის დავურეკე: - ბევრი ვიფიქრე და რაღაც გადავწყვიტე, ხვალ გამოგივლი დილით და დამელოდე სახლში - კაი დაგელოდები. ყველანაირად ვეცადე მშვიდი ტონით მელაპარაკა, არ მინდოდა რამე ეეჭვა, გაჩალიჩებას ეხლა ვანახებდი რას ნიშნავს. მერე თათასთან დავრეკე, მინდოდა მელაპარაკა მასთან და ყველაფერი მომეყოლა, 3 ზარის მერე მიპასუხა ნამძინარევი ხმით: - გაგაღვიძე ცხოვრება? - არაუშავს, რატო აღარ დამირეკე აქამდე? - ხვალ მოგიყვები ანგელოზო, დაიძინე მაშინ არ გამოფხიზლდე, მიყვარხარ და გკოცნი - ხო მშვიდობაა? - კი ცხოვრება მშვიდობაა, მიდი დაიძინე და ხვალ გნახავ. მიყვარხარ - მეც მიყვარხარ და გკოცნი. დილა როგორცკი გათენდა გამეღვიძა, სწრაფად მოვემზადე და მეგისკენ წავედი. საღამურებში დამხვდა და მის მუცელს ვერ ვხედავდი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ მუცელი მართლა ჰქონდა გაზრდილი. - ასე ადრე არ გელოდი, შემო - მიდი ჩაიცვი მივდივართ. (სახე გაეყინა) - სად? - ექიმთან. - ჯერ ადრეა, ჩემი ექიმი 12 ის მერე მივა, თან უნდა ჩავეწერო წინასწარ, ხო გთხოვე იმ დღეს გამოყოლა? გამომყოლოდი - ჩაიცვი მეთქი, მაგ ექიმთან არ მივდივართ (წამით გაჩუმდა და დაიბნა, ამან უარესად დამაეჭვა) - სხვა ექიმი არ მიმიღებს, - გოგო არ გესმის რას გელაპარაკები? ჩაიცვი მეთქი თორე ეგრე წაგათრევ - რა გჭირს ბიჭო რას მიყვირიხარ? - გიყვირივარ კიარა დედას ........ ცოტახანში. მალე. (თავს ვეღარ ვაკონტროლებდი ისე ვყვიროდი. ნახევარ საათში სახლიდან გამოვიყვანე და პირდაპირ იმ კლინიკაში წავედი დასაც თათა იწვა. რატომღაც ვენდობოდი ექიმებს. საავადმყოფოში მისვლამდე რაღაც უაზრო მიზეზებს ეჭიდებოდა რომ არ მივსულიყავით, რაც არ გამოუვიდა. პირდაპირ ექნიმთან შევედი და გამოკვლევები ვთხოვე. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ყველაფერს. ექოსკოპიაზე ვიყავით შესულები, ექიმი შემობრუნდა და გვახარა) - გილოცავთ ბიჭია თქვენი პატარა. (სულ დავიბენი, ვერ მივხვდი ასეთ პატარაზე თუ იგებდნენ სქესს, მეგის სახე აწრილი ჰქონდა, ცდილობდა ექიმს ლაპარაკი აღარ გაეგრძელებინა მაგრამ მე დავსვი კითხვა) - რამდენი კვირისაა ბავშვი? (მეგისთვის არც შემიხედია, მივხვდი რაღაცის თქმას რომ აპირებდა და უბრალოდ გავხედე, მაგრამ ჩემს მზერაში აშკარად იკითხებოდა ის რომ უნდა გაჩუმებულიყო, მანაც ვეღარ ამოიღო ხმა და ექიმმაც მითხრა) - სრული 4 თვისაა ბავშვი. მოძრაობს ხომ უკვე? __________________________________ ძალიან დიდი ბოდიშით დაგვიანებისთვის. იმედი მაქვს მოგეწონაბათ ეს თავი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.