შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანე თავი 10


18-11-2015, 22:42
ავტორი MLM
ნანახია 4 796

სახლში სუფრა დაგვხვდა გაშლილი, დიტოც ჩვენთან იყო, რძალი კარგად უნდა გავიცნოო, საკმაოდ მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაიარა მთელმა დღემ, საღამოს როცა ქალები მაგიდას ალაგებდნენ თათას ხელი მოვკიდე და ოთახში წავიყვანე:
- შენ ჩემთან ყოფნა გაქ მოსჯილი, როგორმე მიხედავენ ისინი
- არა ცხოვრება მივეხმარები და მალე მოვალ. (მკლავებში მყავდა მოქცეული მაგრამ თავის დახსნას შეეცადა, მე უფრო მივიხუტე და თავი გავუქნიე, მერე მის ტუჩებს მოვესიყვარულე და საწოლზე დავაწვინე, ზემოდან დავხედე და თმა მარჯვენა ხელით გადავუწიე, ვუყურებდი მის თვალებს სადაც უამრავი ემოცია ირეოდა, მის თითოეულ ნაქუთს ვაკვირდებოდი და თან ვეფერებოდი)
- ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ თათა, არ მეგონა ასეთი სიყვარული თუ შემეძლო
- მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე. (მანაც თმაში შემიცურა ხელი და მეფერებოდა, მერე მუცელთან დავიხარე და ლაპარაკი დავიწყე)
- მამი ნეტა შენ ვის გავხარ? მე თუ დედიკოს? ან გოგო ხარ თუ ბიჭი?
- შენ რომელი გინდა? (უცბად დავფიქრდი მის კითხვაზე, მერე მას შევხედე და ვუპასუხე)
- მე მინდა რომ ჩემი შვილების დედა შენ იყო და იმას არ აქვს მნიშვნელობა ვის გამიჩენ, მთავარია რომ ჩემი შვილები, დედას შენ დაგიძახებენ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას ადამიანს (აღარაფერი ვათქმევინე და ისევ ვაკოცე, მერე ადგა უნდა მოვწესრიგდე და მალე მოვალო. მართლა მალე შემოვიდა ისევ ოთახში, მე უკვე ვიწექი და მას ველოდებოდი)
- ვაიმეე, ცივა (მითხრა მობუზულმა თათამ და მე გვერდით მივიწიე რომ გამთბარ ადგილას თათა დაწოლილიყო)
- მოდი აქ დაწექი
- მერე ცოდო არ ხარ?
- მე შენ გამათბობ, მოდი მალე (როგორცკი დაწყა და მისი შიშველი ფეხები ვიგრძენი ჟრუანტელმა დამიარა მთელ ტანში, გაყინული იყო მაგრამ უზომოდ მსიამოვნებდა მისი სხეულის შეხება, ჩავიხუტე და ცოტახანში ორივე ჩავთბით, არ გვეძინებოდა, ამიტომ ვლაპარაკობდით, მან უცბად მოიწყინა და მითხრა)
- საფლავზე მინდა გასვლა და წამომყვები?
- აბა რას ვიზავ ცხოვრება, იქ მარტო როგორ უნდა გაგიშვა? როცა მეტყვი წავიდეთ
- მადლობა
- დიტოს დაბადების დღე მოდის მალე, რესტორანში იხდის მეგობრების წრეში და მოემზადე
- როდის აქვს?
- იქით კვირაში
- ბევრნი იქნებით?
- საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე გვყავს, ვფიქრობ ყველას ერთად გაიცნობ
- მაინც რამდენნი ხართ?
- 20- მდე ალბათ, თავიანთი ცოლ- ქმრებიანად, მაგრამ ხშირად იკრიბებიან, მე ყოველთვის ვარიდებდი თავს მათთან ყოფნას, არ მინდოდა მეგი გამერია სამეგობროში
- ანუ, მე პატივი მერგო?
- კი, იცი რა უთქვიათ?
- ვის? შენს მეგობრებს?
- ხო, დიტოსთვის უთქვიათ რომ მისი დაბადების დღე კი არ იქნება აღსანიშნავი, არამედ ის რომ იმ გოგოს გაიცნობენ ვის გაცნობასაც მთელი ცხოვრებაა ნატრობენ
- ოჰოო, და ჩემზეა ლაპარაკი?
- უდაოდ, ყველას აინტერესებ და ყველას უნდა შენი გაცნობა, ამიტომ მზად იყავი ყველას ყურადღების ცენტრში მოსახვედრად
- მთავარია არცერთი წამით არ დამტოვო მარტო და გავუძლებ (გამიღიმა და სახეზე მომისვა ხელი, მისი ხელი დავიჭირე და ვაკოცე)
- მაგას არასოდეს გავაკეთებ. მინდა ყველამ გაიცნოს ჩემი საამაყო ცოლი
- ცოლი??
- ხო ცოლი, რადგან ქორწილს ვერ გავაკეთებთ, შენი მშობლების გამო ეს იმას არ ნიშნავს რომ, ჩემი ცოლი არ ხარ. შენ ჩემი საკუთრება, ჩემი ცოლი ხარ უკვე და როცა შენ ჩათვლი საჭიროდ მაშინ დავაკანონებთ ქორწინებას
- მაშინ მიყვარხარ ჩემო ქმარო
- მმმმ, რა ტკბილი მოსასმენია შენგან ეგ სიტყვა იციი?
- ვიცი, იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი ტკბილი მოსასმენია როცა ცოლს მიწოდებ
- ხოდა ამის მერე სულ ასე მოგმართავ ცოლო.
გაიცინა უფრო ამეკრო და დასაძინებლად მოემზადა.
- ტკბილი ძილი ჩემო მეუღლევ
- შენც ასევე ჩემო ცოლო. მიყვარხარ
- მეც.
მთელი ღამე მშვიდად და ტკბილად გვეძინა, დილით სახლში ვიყავი, მერე დიტოსთან წავაედი სამსახურის საქმეზე და როცა ყველაფერი მოვაგვარეთ თათაზე ჩამოაგდო ლაპარაკი.
- ისე მართლა მაგარი გოგოა თათა
- გეთანხმები, მარა შენ რაზე ამბობ?
- ყველაფერზე, ფიზიკურობა, ზრდილობა, აღზრდა, ყველაფერი საუკეთესო აქვს მაგ გოგოს, მიკვირს როგორ შეგიყვარა (დამცინა რაზეც გემრიელად ვუთავაზე)
- ნეტა შენ რა გიკვირს? რა დარტყმული ხარ და ლიზამ როგორ შეგიყვარა?
- ერთი სული აქვს გაიცნოს თათა, ყოველდღე მთხოვს სახლში გავიდეთ გასაცნობადო
- მერე მოდით ბიჭო, ხოარ უბერავ რას ახვეწნინებ?
- ოო რაღა დარჩა დაბადების დღემდე?
- მიდი დღეს საღამოს ამოდით შენ და ლიზა, უფრო კომფორტულად და თავისუფლად იქნება დაბადების დღეზე
- ტვინავ რა მაგრა ხარ შეცვლილი შე..?
- ვტვინავ და ნეტა იცოდე როგორ მიხარია, უზომოდ მიყვარს დიტო, არ მეგონა თუ ქალს ასე შევიყვარებდი ოდესმე, თათა საოცარი ვინმეა, რამდენ რამეს გაუძლო და ის ისეთი ძლიერია სულიერად რომ მეც კი მჯობნის. მას რომ ვხედავ იცი რა მემართება? აი რაღაცნაირად შინაგანად ვსწორდები წელში სიამაყით რომ ჩემი ცოლი ჰქვია და ჩემ შვილს გააჩენს.
- ანუ გადაწყვეტილი ამბავია ცოლია და რამე ხო?
- უეჭველი ძმა, ქორწილს ხო ხვდები ვერ გავაკეთებთ ჯერ მარა არაა პრობლემა, მაინც ჩემი ცოლია უკვე, მაგრამ რადგან ყველა ქალს უნდა თეთრი კაბა და ქორწილი ოდესმე მაინც გავაკეთებ, მანამდე კი იმდენ ლამაზ დღეს ვაჩუქებ რომ თეთრი კაბის ჩაცმა მონაგონი იქნება. მოკლედ დღეს გელოდებით.
- კაი დავურეკავ ლიზას და ამოვალთ
- ხოდა მაშინ მე წავედი სახლში მომენატრა ჩემი გოგო. სამსახურში ხვალიდან გამოვალ.
დიტოსგან წამოვედი თუ არა თათას დავურეკე:
- როგორ ხარ უსაყვარლესო ცოლო?
- კარგად სიცოცხლე შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად ვარ, მოვდივარ უკვე, რა წამოგიღო?
- არაფერი მინდა მალე მოდი
- მიდი ნანას კითხე დიტო და ლიზა უნდა მოვიდნენ და რამე საჭიროა ამოვიტანო?
- ლიზა?
- ხო დიტოს შეყვარებულია და უნდა გაგაცნოს, ვეღარ ითმენს ისე უნდა შენი გაცნობა
- ძალიან კარგი მაგრამ ანიმ დამირეკა იციი?
- ხოო? რა უთხარი მერე?
- ბავშვი ყოლიათ ძალიან ცუდად და ამიტომ ვერ დაგირეკე აქამდეო
- უთხარი ჩვენზე?
- კი ავუხსენი რომ იმ სახლში მარტო ვეღარ ვიცხოვრებდი, დარწმუნებული ვარ ვერ გამიგებდა ასე მალე რატომ გამოგყევი მაგრამ ბავშვზე მერე ავუხსნი
- კაი ცხოვრება არაუშავს, მოვალ მალე და უკეთ ვიკაპარაკოთ, მიდი ნანას კითხე რა ამოვიტანო ბარემ.
ნანამ რაღაცეები დამაბარა, დანარჩენს მე გავაკეთებო, ვიყიდე და სახლში ავედი, პარკებით შევაღე კარი და თათა შემეგება. პარკების გამორთმევა უნდოდა მაგრამ უფლება არ მივეცი, მოწყვეტით ვაკოცე და სამზარეულოში შევედი ნანა და ნინი საჭმელებს აკეთებდნენ, აბაზანიდან როგორცკი გამოვედი თათას მოვეხვიე:
- მომენატრე ჩემო ანგელოზო
- მეც მომენატრე (თავადაც მომხვია ხელები, მერე ზაზა შემოვიდა ოთახში და ვთხოვე ღვინო ამოეტანა სარდაფიდან. მე თათას მივუჯექი გვერდით მერე კალთაში ჩავუდე თავი და თმაზე მეფერებოდა)
- აბა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? (მკითხა და თან თმაზე მეფერებოდა)
- ნორმალურად სიცოცხლე, ხვალიდან გავალ დიტოსთან სამუშაოდ, ხო მართლა სულ დამავიწყდა მაკლერმა დამირეკა და მითხრა რომ ბინას ყიდულობს ის ხალხი, ამიტომ შეგიძლია შესაფერისი ბინა შენ მოძებნო სად გინდა ცხოვრება
- სულ ერთია, მთავარია შენთან ვიქნები
- მაშინ ერთად ავარჩიოთ
- კაი, ყველაფრიანად ყიდი ანუ?
- კი ჩვენ სადაც შევალთ ყველაფერს შენი დიზაინით გავაკეთებთ და ვიყიდით, შენ იქნები ჩვენი სახლის დედოფალი, ამიტომ შენ მოაწყე როგორც მოგინდება
- დიდი სიამოვნებით (მუცელს ვაკოცე და ისევ დავუწყე ლაპარაკი)
- მამი შენ როგორ გაატარე დღევანდელი დღე? დედიკო ხოარ აწვალე? (ყური მივადე მუცელს რაზეც თათამ დამცინა)
- დედიკოს უნდა კითხო ეგ...
- მაშინ დედიკოს ვუსმენთ, გაგაბრაზა?
- არც ისე, უბრალოდ ვერაფერს ვირგებ
- მერე როდემდე იქნები ასე?
- ალბათ იქამდე სანამ არ გამოძრავდება.
ასე ლაპარაკში ვიყავით ნინი რომ შემოვიდა ოთახში
- საბ მიდი აბა დაურეკე როდის მოვლენ? მზადაა ყველაფერი უკვე
- მომე ტელეფონი მანდ დევს. (დიტოს დავურეკე და დაველოდე როდის მიპასუხებდა)
- ხო საბა
- სად ხართ აბაა?
- მოვდივართ უკვე მაქსიმუმ 10 წუთში თქვენთან ვართ
- კაი მალე. 10 წუთში მანდ ვართო
- გამიშვი ცხოვრება რა?
- სად მიდიხარ?
- მოვწესრიგდები ცოტას სირცხვილია
- ნწუ, ბუნებრივად იმდენად ლამაზად გამოიყურები რომ ასე შეგაფასოს, გამოპრანჭვა მერე.
- მაშინ იქით გავიდეთ რა
- კაი იქით გავიდეთ.
ავდექით და გარეთ გამოვედით მალე დიტო და ლიზაც მოვიდნენ, ლიზამ როგორცკი დაინახა თათა ისე გადაეხვია ახლო მეგობარი გეგონებოდათ, ლიზა ჩვენს ოჯახში ხშირი სტუმარი იყო, სარძლო იყო ბოლოს და ბოლოს.
- ვაიმე როგორ გამიხარდა თათა შენი გაცნობა იციი?
- მეც ჩემო კარგო
- მე აღარ მესალმები გოგო?? (ვითომ გაბრაზებით ვკითხე და მერე გადამკოცნა, ყველა ჩამოიარა და ისევ თათას მიუბრუნდა)
- ჩვენს სამეგობროს ზუსტად შენნაირი რძალი სჭირდებოდა რაა
- ჩემნაირი? ანუ? (დაბნეულმა კითხა თათამ, მან კი თავისი მხიარულობით მიუგო)
- იმდენ გადარეულს აქვს თავი მოყრილი ჩვენში რომ გაწონასწორებული მშვიდი ლამაზი და სერიოზული ვინმე გვჭირდებოდა (ამაზე ყველას გაეცინა, უნდა მეთქვა არც ესაა ნაკლები მეთქი მაგრამ თათამ დამასწრო)
- ვშიშობ რომ იმედებს გაგიცრუებ, არც მე ვარ მთლად სერიოზული და მშვიდი
- ხოდა მაგის მოსმენა მინდოდა მეც... (უარესად გაიცინა და ისევ ჩაეხუტა თათას) ხო მართლა, ეს ჩვენგან (თათად გაუწორა დიდი პარკი, რომელიც მე გამოვართვი)
- ვა პირველი საჩუქარიც მივიღეთ როგორც ოჯახმა? (ვიკითხე და გამოვართვი, თათას მოერიდა და თქვა)
- არ იყო საჭირო შეწუხება
- აბა რას ამბობ? ჩვენთანაც რომ მოხვალთ საჩუქრით უნდა მოხვიდეთ იცოდეთ (დიტომ გაგვაფრთხილა და ლიზას ხელი გადახვია)
ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, თათა ნინი და ლიზა ერთად საუბრობდნენ, საერთო ელა გამონახეს რაც ძალიან მახარებდა, დიტო ხომ ძმასავით იყო ჩემთვის. გვიან წავიდნენ, თათამ არ დაიშალა და მაინც მიალაგებინა სახლი, ველოდებოდი როდის მორჩებოდა რომ დავწოლილიყავით, როგორც იქნა ოთახში შემოვიდა და დაწვა.
- რა საყვარელი გოგოა ლიზა?
- ხო, გულიანი გოგოა ძაან, ყველა ეგეთია. აი ნახავ ისე მოგეწონება ყველა რომ მათ გარეშე აღარ მოგინდება ყოფნა
- საბ, ხვალ ანისთან მინდა გასვლა
- რომელზე? მე გაგიყვან
- არა შენ მიხედე შენს საქმეებს, მე გავალ ისეთ დროს რომ სმსახურიდან გამომიარო და შენ წამომიყვანე
- დარწმუნებული ხარ?
- კი სიცოცხლე, ასე მირჩევნია, ბანკშიც ვარ მისასვლელი ხელი მაქვს მოსაწერი განცხადებაზე და მე და ნინი ერთად წავალთ ანისთან,
- ხო ეგ აზრი უფრო მომწონს. დღეს გითხარი რომ სიგიჟემდე მიყვარხარ?
- დღეეს? არაა
- ხოდა ეხლა გეუბნევი რომ ჩემი სიცოცხლე ხარ და უზომოდ მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ ჩემო ძვირფასო.
- მამას ცხოვრება შენც მიყვარხარ, ძილინებისა.

*****************************************************
დილით რომ გავიღვიძე ოთახში მარტო ვიყავი, როგორც ჩანს ჩამეძინა და საბამ არ გამაღვიძა, მაშინვე ტელეფონი ავიღე და დავურეკე:
- როდის წახვედი?
- რავი ნახევარი საათი იქნება, როგორ ხარ?
- კარგად მაგრამ რომ არ გამაღვიძე მეწყინა, ახლა სანამ არ მოხვალ ვერ გნახავ
- გინდა წამოვიდე? გნახავ და დავბრუნდები ისევ?
- არა, საღამოს გელოდები ანისთან.
- კაი ჩემო სიცოცხლე, არ დაიღალო იცოდე
- კაი, წარმატებებს გისურვებ და მიყვარხარ
- მეც ჩემო დედოფალო.
გავუთიშე და ავდექი, საღამომდე მე და ნანა ვიყავით მარტო სახლში, მერე ბანკში წავედი და ხელი მოვაწერე საბუთს, მე და ნინი ანისთან ავედით, ჯერ ზოგადად ვილაპარაკეთ, მერე როცა ანიმ ვეღარ მოითმინა და უხეშად მკითხა ასე რატომ ვიჩქარე გაყოლა ვუთხარი.
- ანი, ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რომ სხვა გზა არ მქონდა
- რას გულისხმობ?
- ორსულად ვარ (ჯერ გაჩუმდა, თვალები გაუფართოვდა და ისევ მკითხა)
- მატყუებ ხოო?
- არა 2 თვეზე მეტის ვარ უკვე ... (ყველაფერი მოვუყევი როგორ გავიცანი საბა და რა მოხდა)
- აქამდე რატომ არ მითხარი არაფერი?
- ყველაფერი ისე აება ვერ მოვახერხე ანი არ გეწყინოს
- ახლა ყველაფერი გასაგებია, ბედნიერებას გისურვებ ჩემო გოგო, რაც მთავარია ვხედავ რომ საბას მართლა უყვარხარ, იმსახურებ ბედნიერებას.
მერე კიდევ ვილაპარაკეთ, და ჩემმა ტელეფონმა სიმღერა დაიწყო დავხედე ნომერს და გამეღიმა:
- გისმენ საბ
- აბა რას შვრები? სად ხარ?
- ანისთან ვართ მე და ნინი, წამოხვედი უკვე?
- ხო და 15 წუთში მანდ ვიქნები. (ანიმ ხვეწნა დამიწყო იკაც მალე მოვა და ამოვიდესო)
- საბ ამოხვალ ცოტა ხნით? ანიმ გთხოვა, იკაც მოდის და ამოდი ცოტახნითო
- შენ როგორ გირჩევნია?
- თუ დაღლილი არ ხარ ამოდი ცოტახნით და მალე წავიდეთ. კაი ამოვალ მაშინ. ბავშვი ყავთ ხო?
- კი სიცოცხლე (გამეღიმა, რადგან მივხვდი რატომ მკითხა, ხელცარიელი არ ამოვიდოდა)

ამ საღამომაც კარგად ჩაიარა, მეორე დღეს მე და საბა საფლავზე ვიყავით გასულები, ცოტა ვიტირე და მალევე გამომაბრუნა უკან. საბა მუშაობდა, დღეები მშვიდად და სასიამოვნოდ გადიოდა, რამოდენიმე დღის შემდეგ ექიმთან წამიყვანა საბამ რომ დარწმუნებულიყო ყველაფერი კარგად იყო თუ არა, ექიმმა გაგვახარა და გვითხრა რომ ორსულობა ნორმალურად მიდიოდა და საშიში აღარაფერი იყო.
დიტოს დაბადების დღეც დადგა. დილიდან კარგ განწყობაზე ვიყავი შერჩეული მქონდა ყველაფერი ამ დღისთვის, მუქი მწვანე კაბა ჩავიცვი მუხლს აცილებილი, საკმაოდ დახვეწილი და ლამაზი კაბა იყო, ყველანაირად გავემზადე და საბას დავენახე:
- ულამაზესი ხარ ჩემო დედოფალო
- მადლობა
- იცი რომ ტანის ფორმები გაქვს შეცვლილი?
- რაა? გავსუქდი?
- არა უბრალოდ აშკარად სხვა ფორმები გაქვს, მუცელი იწყებს გაზრდას და ეს უფრო გალამაზებს
- ხო ეგ მეც შევამჩნიე (გავუღიმე და საჩუქარზე ვანიშნე არ დაგრჩესთქო, ნინის დავუძალეთ რომელიც ასევე ულამაზესი იყო და წავედით)
რესტორანში რომ მივდით ხელები გამეყინა, ეს საბას არ გამოპარვია
- ნერვიულობ თუ გცივა?
- ცოტას ვნერვიულობ
- არადა სულ ტყუილად რძალო, იცი რა მხიარულები და უბრალოები არიან? საბა არ დადიოდა ხოლმე ამათთან თორე როცა ჩვენთან მოდიოდნენ ისე მიყვარდა ეგ დღე ვერ ავღწერ
- იქით უნდა ინერვიულონ ცხოვრება, რძალს იცნობენ.
ცოტა დამამშვიდეს და რესტორანში შევედით, ლიზამ როგორცკი დაგვინახა ჩვენსკენ გამოქანდა, გულში ჩამიკრა და ხელი ჩამკიდა
- აბა გოგოებო წამოდით, ყველას უნდა შენი გაცნობა, საბ შენ ბიჭებთან მიდი (გაუცინა და გოგოებისკენ წამიყვანა, უნდა ვაღიარო ყველა ძალიან თბილად შემხვდა, მართლა გიჟები აღმოჩნდნენ, ყველა ისეთ რაღაცეებს ამბობდა და აკეტებდა ლოყები მტკიოდა სიცილისგან, მერე საცეკვაოდ გამიყვანა საბამ)
- მოგწონს აქაურობა?
- ვაიმე ძალიან მაგარი მეგობრები გყავს საბ
- ხო კარგები არიან, მარა დღეს აშკარად ძალიან ცდილობენ თავები მოგაწონონ
- როგორც არ უნდა იყოს მე ძალიან ვხალისობ (ვუთხარი და ჩავეხუტე)

მართლა ძალიან კარგი დრო გავატარე დიტოს დაბადების დღეზე, ამის შემდეგ ხშირად გვიწევდა მათთან ერთად ყოფნა და გართობა, საბა მხოლოდ სამუშაოს გამო გადიოდა სახლიდა, ბინაც ვიყიდეთ რომელსაც ჩვენს გემოზე ვაკეთებდით, მუცელიც მეზრდებოდა ნელნელა და საბა უფრო დიდ სიყვარულს მაჩვენებდა, საფლავზე ხშირად გავდიოდი, საბამ ცალკე წამოიწყო საქმე და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ყველაფერი შესანიშნავად იყო, დღე დღეზე ველოდებოდით პატარა ელენას დაბადებას, საბამ აიკვიატა ეს სახელი და აღარ შევეწინააღმდეგე, შუაღამით ვიგრძენი მუცლის ტკივილი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ცოტახანსი ისე მეტკინა მუცელში რაღაც რომ ვერ მოვითმინე და დავიყვირე რაზეც საბა წამოხტა, შუქი აანთო და ჩაცმა დაიწყო, ისე რომ ხმას არ იღებდა.
- რას აკეთბ საბა?
- მივდივართ,
- ჯერ არ მგონია საჭირო იყოს
- მაგას ექიმი გვეტყვის წავალ იმათ გავაღვიძებ.
გამეცინა მის აღელვებაზე, მაგრამ მუცელმა ისეც დამიარა და მეც ძლივს ავდექი, საავადმყოფოში რომ მივედით ბლოკში შემიყვანეს მშობიარობაა დაწყებულიო.

__________________________________
12 საათის მერე შეიძლება დასასრული დავდო. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს თავი



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან კარგია ძვლივს თბილი და ტკბილი თავი გვეღირსა და რაღას დავეძებ:დ არაჩვეულებრივი იყო ველოდები დასასრულს ვიცი კარგი იქნება

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძაან საყვარელი და თბილი თავი იყო ყოჩაღ ააი ძალლიან ძალიან მომეწონა♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3 სტუმარი მკითხველი

უზომოდ მაგარი თავი იყო. არ მინდა რომ დამთავრდეს რააა. მომწონს შენი ისტორიებიი

 


№4  offline წევრი dadeshqeliani

დასასრული არა არა და არა კაი რაა ამათი ბედნიერება მინდა მეე recourse ძალიან მიყვარს ეს წყვილი და არ დაასრულო რა ასე მალე

 


№5  offline წევრი BadBadgirl ^^

Dzalian magaria! Imdenad idealuradaa kvelaferi, meshinia rom cudad daamtavreb! Velodebi happy ends !!
<3

 


№6 სტუმარი ნანო

ვაიმე რა თბილი და ტკბილი თავი იყოო. არ დაასრულო რა ჯერ? ნიჭიერი გოგო ხარ და რამე შესაბამისს მოიფიქრებ და გააგრძელებ იმედი მაქ. თუმცა ესეც ძალიან მაგარია

 


№7 სტუმარი რიტა

კომენტარიარ დაასრულო რაა ძაან კაია

 


№8  offline მოდერი წითური გოგონა

ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ სიახლეს ნოყიერი აბზაცებით შეავსებ და ამასთანავე გრამატიკას დახვეწავ!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№9  offline წევრი MLM

წითური გოგონა
ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ სიახლეს ნოყიერი აბზაცებით შეავსებ და ამასთანავე გრამატიკას დახვეწავ!
ერთი ისტორია მაინც რო დაგვიწერო და მაგალითი მოგვცე ყველას ვისაც უწუნებ ისტორიებს არაა? ვისწავლიდით როგორ დაგვეწერა შენი მოსაწონი ისტორიები :)))

 


№10  offline მოდერი წითური გოგონა

MLM
წითური გოგონა
ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ სიახლეს ნოყიერი აბზაცებით შეავსებ და ამასთანავე გრამატიკას დახვეწავ!
ერთი ისტორია მაინც რო დაგვიწერო და მაგალითი მოგვცე ყველას ვისაც უწუნებ ისტორიებს არაა? ვისწავლიდით როგორ დაგვეწერა შენი მოსაწონი ისტორიები :)))


გაღიზიანებულები არ მომწონხართ wink
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzalian magariaaa ai dzaaaqnnnnn

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent