მექალთანე თავი 7
- თათააა, თათა თვალი გაახილე გთხოვ ვიფიქრე რომ ნერვიულობაზე წაუვიდა გული, ხელში ავიტაცე და დივანზე დავაწვინე, ვცდილობდი გონებაზე მალე მომეყვანა მაგრამ არ გამომდიოდა, მისი ტელეფონი ამღერდა დავხედე და ექიმი იყო. - გისმენთ - თათას ველაპარაკებოდი, მაგრამ პასუხი არ გაუცია. - რაზე ელაპარაკებოდით რა მოხდა? - მამამისს ვერ ვუშველეთ ვერაფერი, ძალიან ვწუხვარ მაგრამ მიცვალებულს პატრონი სჭირდება... - დაიღუპა??? - სამწუხაროდ. - კარგით მალე მოვალთ, შეცოდება, სიბრალური, სიყვარული, ტკივილი, ყველაფერმა იფეთქა ჩემში, დედამისი ხომ წინა დღეს დავასაფლავეთ? ამდენს ვერ გაუძლებდა ჩემი გოგო და ყველაზე მეტად ბავშვის დაკარგვის მეშინოდა, ახლა მხოლოდ ბავშვი იყო ჩემთვის ხელჩასაჭიდი რომ თათა არ დამეკარგა. სველმა ხელმა გონებაზე მოიყვანა, ძლივს გაიაზრა სად იყო და რა ხდებოდა, მერე ტირილი დაიწყო, - ვერ გავუძლებბბ, აღარც დედიკო მყავს და აღარც მამიკო, სულ მარტო ვარ, ჩემს გვერდით აღარავინ აღარააა - ასე ნუ ამბობ სიცოცხლე, მე შენთან ვარ და არასოდეს დაგტოვებ (ვეცადე გულში ჩამეხუტებინა მაგრამ რა ძალაც ქონდა შემორჩემილი ხელი მკრა და მიყვირა) - გაეთრიე საბა. გაეთრიე და აღარასოდეს დაგინახო, მომწყდი თავიდან მეზიზღები, მოშორდიი (განწირული ყვიროდა,ყველაზე მეტად ამის მეშინოდა, ყველაზე მეტად ამას გავურბოდი რომ ჩემთვის ხელი არ ეკრა, სახლიდან გამომაგდო და არ ვიცოდი რა მექნა, ტელეფონიც არ მქონდა თან. სანამ სახლში გავიდოდი და ნინის გამოვიყვანდი ასე ვერ დავტოვებდი, მესმოდა როგორ გულ ამოვარდნილი ტიროდა და ხმამაღლა სთხოვდა ღმერთს ისიც მოეკლა. ვერ აფერი მოვიფიქრე გარდა ერთისა, გვერდით კარზე დავაკაკუნე და ვიღაც ქალმა გამიღო კარი) - გამარჯობათ, თათას იცნობთ? - კი შვილო რა ხდება რა ხმაურია? - მე უნდა გავიქცე სასწრაფოდ, მამამისი დაიღუპა და მარტო არ დატოვოთ, მეც მალე მოვალ - უი რას ამბობ შვილო, ვერ გადაარჩინეს? საწყალი გოგო - შეგიძლიათ მასთან შესვლა? სანამ არ მოვალ მარტო არ დატოვოთ - კარგი შვილო რათ უნდა მაგას ამდენი ლაპარაკი. კარი გამოხურა და თათას დაუწყო კაკუნი და ძახილი რომ გაეღო. როგორც კი კარი გაუღო ეგრევე წამოვედი, 10 წუთში სახლში გავჩნდი და გაგიჟებული შევვარდი ოთახში. - ნინი ჩქარა წამოდი, თათასთან უნდა იყო - რა ხდება? როგორაა? - მამამისი დაიღუპა და ძალიან ცუდადაა (ნინიმ ტირილი დაიწყო, არ ელოდა ამ ამბავს, ყველა წამოვიდა და თათასთან გავიყვანე, მე ვერ შევბედე თათასთან შესვლა და საავადმყოფოში წავედი, ზაზას ტელეფონი გამოვართვი და ნინის დავუბარე ყურადღებით ყოფილიყო ტელეფონთან, მერე ზაზამ მარტო არ გამიშვა და თვითონაც გამომყვა) ******************************************** - ჩემო გოგო დამშვიდდი გთხოვ, (არ ვიცი საიდან გაჩნდა ასე ჩქარა ნინი ჩემთან მაგრამ მისი ხელები რომ ვიგრძენი და მისი ხმა გავიგე ძალები მომეცა, ვეხუტებოდით ერთმანეთს და ვტიროდით) - აღარ მყავს, ჩემი მამიკოც აღარ მყავს ნინ, მანაც მიმატოვა, სულ მარტო ვარ, აღარავინ მყავს - არა თათ, ასე არაა ჩემო ლამაზო, გთხოვ დამშვიდდი შენ ახლა ყველაზე დიდი სასწაული გყავს რომელიც შენთან ერთად განიცდის ამ ყოველივეს, მალე გულში ჩაიკრავ და მუდამ შენს გვერდით იქნება, მარტო არ ხარ ჩემო გოგო, მეც შენს გვერდით ვარ - რა მეშველება ნიინ, რა გავაკეთო? დედიკო მჭირდება ნინ, ჩემი დედიკოს თბილი ჩახუტება მინდააა, რომელიც თავზე ხელს გადამისმევს და მეტყვის ყველაფერი გაივლისო, ჩემი მამიკო მინდა აქ მყავდეს და მისი მკლავები ვიგრძნო რომელიც უზომოდ დიდ ძალას მაძლებს. მითხარი რა ვქნა რომ ვეღარასდროს ჩავეხუტები მას მითხარიიი - გული მიკვდება შვილო ასეთს რომ გიყურებ და ვერაფრით გშველი (ტირილით მითხრა ნანამ და გულში ჩამიკრა,) - უნდა წავიდე საავადმყოფოში, როდის ექიმმა დამირეკა - არაა შენი წასვლა საჭირო საბა და მამა მოაგვარებენ ყველაფერს - არ მინდა ნინ, გთხოვ გამიგე რა, სულ ცოტათი მაინც გამიგე, საბას ნახვა არ მინდა, ახლა არ მაქვს მაგდენი ძალები - დამშვიდდი თათ, ვერ ნახავ სიხარულო, უბრალოდ მოაგვარებს და არც დაგენახვება - არც დახმარება არ მინდა, იკას დავურეკავ, ჩემი ტელეფონი სადაა? ტელეფონი ავიღე და იკას დავურეკე რომ მოგვარებაში დამხმარებოდა, ცოტა ხანში სახლი ისევ აივსო ხალხით, მე ისევ მგლოვიარე სკამზე დავჯექი და ველოდებოდი როდის შემომიყვანდნენ მამიკოს, თვალებ დასიებული, ძალა გამოცლილი, განადგურებული და თვალ გაშტერებული, ვუყურებდი შუა გულს სადაც მამიკოს დამისვენებდნენ, ხალხი რომ ამოძრავდა, მივხვდი მოიყვანეს, კარში გავიხედე და საბა დავინახე რომელის მამიკოს შემოსვენებაში ეხმარებოდა კაცებს, როგორც კი მამას ცხედარი დავინახე ისევ ტირილი დავიწყე, მასაც ჩავეხუტე და ასე ვქვითინებდი, ვიღაცამ ამაყენა, საბა მეგონა და ჩხუბს ვაპირებდი, მაგრამ იკა შემრჩა ხელში. მიმოვიხედე და საბა ვერსად დავინახე, მისი ნახვა მართლა არ მინდოდა, იმის გააზრებაც ზედმეტად მიმაჩნდა რომ მეგისგან შვილი ეყოლებოდა. 4 დღე არც წესივრად ვჭამდი და არც სკამიდან ვდგებოდი, ძალები არ მქონდა რომ ჩემს შვილს გავფრთხილებოდი, მხოლოდ ვტიროდი და ჩემთვის ვლაპარაკობდი. სახლში ყოველ ღამით ნინი რჩებოდა ჩემთან, სხვა არავინ მინდოდა დარჩენილიყო, ნათესავებმა კი შემომთავაზეს მაგრამ არ მინდოდა. გასვენების დღე მხოლოდ შავად მახსოვს. მხოლოდ ტირილი და ტირილი. სუფრა არც მამაზე გამიკეთებია, შეიძლება გამამტყუნოთ მაგრამ ისეთი ტკივილი მიტრიალებდა სულში რომ სხვისი დაპურების თავი არ მქონდა. გასვენების მერე სახლში მივედი და ყველაფერი დალაგებული დამხვდა. გამიკვირდა მაგრამ არც მიფიქრია გამერკვია ვინ დააკაგა. საძინებელში შევედი და დავწექი. ნინი წამითაც არ მტოვებდა, ისევე როგორც ტელეფონს, რომ დავწექი ოთახში შემოვიდა და გამომიცხადა. - შენთან გადმოვდივარ, უარი და უაზრო აზრები არ მაინტერესებს თათ - არაა საჭირო ნინ, გავუმკლავდები - აღარ გავიგო ზედმეტი ლაპარაკი. დაიძინე ეხლა, რომ გაიღვიძებ ცხელ წვნიანს დაგახვედრებ და ვჭამოთ - შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა? - ხოდა მაგიტომაც გყავარ რომ გიშველო, მიდი დაიძინე ეხლა ცოტა ხანს (ოთახის კარი გაიხურა და გავიდა, მე კი ძილში გადავეშვი) ********************************************** საავადმყოფოში ექიმებს სიტუაცია ავიხსენით მე და ზაზამ, სახლში რომ შევასვენეთ და თათას მოვკარი თვალი, მეგონა შიგნიდან ცეცხლი მეკიდა და ვიწვოდი, სუნთქვაც კი მიჭირდა მის სიმწარეს რომ ვხედავდი. თვალები დასიებოდა და ჩასისხლიანებოდა, უღონოდ იჯდა სკამზე და როგორც კი დაგვინახა ტირილს უმატა, იკას ვთხოვე რომ გვერდიდან არ მოშორებიყო, ავუხსენი რომ რთული პერიოდი გვქონდა და თათას უარესად ვერ გავაღიზიანებდი, ყოველ წამს ნინის ვემესიჯებოდი რომ დეტალებში გამეგო თათას ამბავი, ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე ნინი მასთან გადასულიყო, ჩემებთან ერთად ნინის ვუთხარი. - ხო იცი რომ არაფერს მოგაკლებთ? მე არ გამიკარებს და მარტო შენ გენდობი ნინ, თან შენთან ძალიან ახლოსაა - ვერ მივხვდი რას გულისხმობ საბა? - ცოტახნით მასთან გადადი საცხოვრებლად, ახლა მისთვის მარტო ყოფნა არ შეიძლება, მე არ მინდა ზედმეტად დავენახო - კარგი აზრია შვილო, ყურადღებას მიაქცევ, ორსულობა უფრო დაუმძიმდებოდა საწყალ გოგოს ამდენ სტრესზე - ნანა მართალია, ახლა გვერდით ვინმე სჭირდება და ეს ვინმე შენ უნდა იყო შვილო, საბას არ გაიკარებს, იქამდე მაინც სანამ არ გადახარშავს სიტუაციას, შენ კიდე ამხელა კაცი ხარ და რას გაურბიხარ მეგის? როდემდე გაუთიშავ ტელეფონს? - მეგი ზაზა, რამდენიც უნდა ურეკია, არც ეგ მაინტერესებს და არც მაგის შვილი - არ ხარ დედიკო მართალი, შვილი შვილია - ნანა გეყოფა ეხლა, მაგ თემის თქვენთან განხილვას არ ვაპირებ, ბავშვზე უარს არ ვიტყვი, მივხედავ და გვარსაც მივცემ, მაგრამ მეგის ბავშვით მანიპულირების საშუალებას არ მივცემ, თქვენთანაც მოვიყვან ხოლმე, მაგრამ ახლა მაგათზე მეტად მე ჩემი საყვარელი ქალის და შვილის მდგომარეობა მანერვიულებს. ხმა აღარავის ამოუღია. თავში დიდი ქაოსი მქონდა, თათას გვერდით მინდოდა ყოფნა მაგრამ ვიცოდი ახლოს არ გამიკარებდა 1 კვირა როგორც ნინი ამბობდა მარტო ტირილში გაატარა, ნინიმ შეაპარა ჩემზე ლაპარაკი მაგრამ საშინელი რეაქცია ჰქონია, გაჯიუტდა, მეგია მისი ცოლი და მის შვილზე უნდა იზრუნოსო, ჩემს პატარას მე არ მოვაკლებ არაფერსო. მეგი ყოველ წუთში მირეკავდა, რაც უკვე აუტანელი იყო ამიტომ მასთან მისვლა გადავწყვიტე: - საბაა? არ გელოდებოდი შემოდი (როგორც კი კარი გამიღო მეგიმ, სიგარეტის ბოლმა ცხვირი ამწვა) - რა არი გოგო ეწევი? - შენ მაიძულე დაწყება. მასე რომ არ გვაიგნორებდე მე და ჩვენს შვილს არც გავეკარებოდი სიგარეტს - შენი დედაც ...... თუ არ დაიწყებ მოწევას, ჩემზე კარგად იცი რას უშვრები შენს შვილს მაგით. ეხლა კარგად მომისმენ და იქამდე არ გამაწყვეტინებ სანამ მე არ დავამთავრებ, ზრდასრული ქალივით მიიღე ყველაფერი რასაც გეტყვი - რას აპირებ? - ბავშვზე უარს არ ვიტყვი, მას არაფერი დაუშავებია დედად შენ რომ ერგე, გვარსაც მივცემ და მასზე ვიზრუნებ, მაგრამ ამ ყოველივეს განქორწინებასთან კავშირი არ აქვს, გადაწყვეტილია ეგ ამბავი და რამდენ ხანსაც არ უნდა გააჭიანურო მაინც გაგეყრები, გაყრამდე კი აქ არ მოვალ, თუ რამე გენდომება ან დაგჭირდება ჩემები მოგაწვდიან, შენ იცი რომ ჩვენი ურთიერთობა უზომოდ დიდი შეცდომა იყო, ვიცი გინდოდა სხვანაირი ოჯახი, მაგრამ არ გამოდის, მე და შენ არასოდეს გვქონია ოჯახი და არც გვექნება, ამიტომ ბავშვით მანიპულირებას შეეშვი თორე ისე იზავ საკუთარ შვილსაც კი დავიკიდებ, ამიტომ ხელი მოაწერე რაც შეიძლება მალე. - დაამთავრე? - ნაწილობრივ... - მაშინ ეხლა მე გეტყვი, და ისე მომისმენ როგორც მე გისმენდი - არ მაინტერესებს შენი ლაპარაკი მეგი, თავს უარესად ნუ მაზიზღებ, ქალი ხარ და მე მცხვენია ასე რომ გელაპარაკები, შენ კიდე ფეხებზე გკიდია, გითხარი არაფერს მოვაკლებ ბავშვსთქო მაგრამ თუ გაყრაზე ხელს არ მოაწერ თან ძალიან მალე მაშინ ბავშვსაც დავიკიდებ გაიგე? - საბა არ იქცევი სწორედ, ბავშვს მამა სჭირდება - მამა იმ ბავშვს სჭირდება, რომელსაც საყვარელი ქალი გამიჩენს, ასე რომ ხელი მალე მოაწერე სანამ სულ არ გადამიფიქრებია ყველაფერი - რა თქვიი? მომესმა? - არა არ მოგესმა. წავედი ეხლა - ვერსადაც ვერ წახვალ არ მივცემ არავის იმის უფლებას რომ ჩემ შვილს მამა წაართვას, მითუმეტეს ნაბიჭ... შინაგანად ვიგრძენი ბომბი როგორ აფეთქდა ჩემს სხეულსი და მთელი ძარღვები მოიცვა, უცბად ხელი ავწიე უნდა გამერტყა მაგრამ საკუთარ თავს ვეცი პატივი, კაცი ქალზე ხელს რომ აწევს იქ მთავრდება მისი კაცობა. ხელი ჰაერში გავაშეშე და მეგის შეშინებულ თვალებში ჩავხედე, ზიზღით ვუღრიალე - აღარასოდეს გაბედო მისი მსგავსად მოხსენიება თორე დავივიწყებ რომ ქალი ხარ... (კარი გამოვაღე შევაგინე და სახლიდან გამოვვარდი). მანქანში ჩავჯექი და ნინის დავურეკე - როგორ ხართ? - არაგვიშავს შენ? - მანდაა? - კი - ვეღარ ვითმენ უნდა ვნახო, მანდეთ მოვდივარ! - კაი... რახან დამთანხმდა ნინი ანუ ცოტა დამშვიდებულია თათა, ექიმთან ვიზიტი მოვიმიზეზე რომ ვნახოთ ბავშვი როგორაათქო, მეშინოდა რომ არ მიმიღებდა, მას ხომ ყველა იმედი გავუცრუე? კიბეებზე ავდიოდი, პარკებით დატვირთული და მხოლოდ მისი სახე მიტრიალებდა გონებაში, ერთი სული მქონდა მენახა და ჩავხუტებოდი. კარზე დავაკაკუნე და ნინიმ გააღო, რომელიც აშკარად გასასვლელად იყო მზად. ************************************************** ერთი კვირაა რაც მამაც მივაბარე მიწას, განადგურებული ვარ, აღარ ვიცი რომელზე უნდა ვიფიქრო, მშობლების დაკარგვაზე თუ საბას დაკარგვაზე, ყველაზე მეტად ბავშვის დაკარგვის მეშინოდა, ახლა მხოლოდ ის მყავდა ხელჩასაჭიდი რომ სიცოცხლე გამეგრძელებინა. ნინი გვერდიდან არ მშორდებოდა, ყოველდღე სავსე პარკებით შემოდიოდა სახლში, ვიცოდი რომ საბას ნაყიდი იყო ყველაფერი, მაგრამ არ ვიმჩნევდი, უზომოდ მენატრებოდა მაგრამ არ ვაღიარებდი, მას კანონიერი ცოლი ყავს რომელიც კანონიერ შვილს გაუჩენს და მე ზედმეტი ვიყავი. არასოდეს დავტოვებდი სხვის შვილს უმამოდ. ნინიმ მითხრა ცოტახნით გასასვლელი ვარ და არ მოიწყინოვო, მაგრამ ასე გამზადებული დაბოდიალობდა სახლში, დავცინე კიდეც ან წადი ან დარჩითქო, მერე კარზე კაკუნი იყო და გულში გამკრა, რომ შეიძლება საბა ყოფილიყო და ნინი ასე ამიტომ დადიოდა სახლში, შემოსასვლელში გავედი და მხოლოდ მონატრებული ადამიანი დავინახე პარკებით ხელში, საწყალი სახე ჰქონდა მიღებული, ეტყობოდა ელოდებოდა როდის გავაგდებდი. როგორ მინდოდა მოვხვეოდი და ეს გამოფიტვა რაც აქამდე მქონდა მომეხსნა, მაგრამ სიამაყეს ვერ გადავაბიჯე და პირდაპირ ვკითხე - ნინი სადაა? - არ ვიცი, კარი გამიღო და წავიდა. შეიძლება? - უკვე შემოხვედი და ეხლა მეკითხები? - როგორ ხარ? (პარკები ძირს დაალაგა და მშვიდი ხმით მკითხა) - როგორც დაობლებულ და დამცირებულ ქალს შეშვენის ისე ვარ. - არ გინდა გთხოვ რა - კაი არ მაქ ეხლა ჩხუბის თავი თუ გინდა შემოდი. (დავინახე მისი სიხარულისგან გაბადრული სახე, მაგრამ არ მინდოდა იმაზე მეტი ეოცნებოა გონებაში ვიდრე რეალობა იყო) უნდა ვილაპარაკოთ - ხო აუცილებლად, უბრალოდ აქამდე ამის დრო არ იყო - საბა მისმინე, ვერ აგიკრძალავ შვილის ნახვას და მასზე მამობას, მაგრამ ჩემი შვილი მხოლოდ ჩემთან გაიზრდება, წაიყვან როცა გინდა და სადაც გინდა, მაგრამ მე მეცოდინება ყველა დეტალი, - რას ამბობ თათა? - რაც გესმის, ჩვენი ურთიერთობა, ვნებებს აყოლილი ერთი ღამე იყო, ამისთვის კი ბავშვს მოუწევს არასრული ცხოვრება, მაგრამ მე მას არაფერს მოვაკლებ - არა თათა, ამას ნუ ამბობ გთხოვ, ჩვენი ურთიერთობა იმაზე გაცილებით მეტია რაც შენ თქვი, სიცოცხლეს მირჩევნიხარ, ჯერ შენ და მერე ჩვენი შვილი, მერე რა რომ თავდაყირა დადგა ყველაფერი? სამაგიეროდ უშენოდ არცერთი წამი არ შემიძლია - გაჩუმდი საბა, არ გაქ უფლება ასე ილაპარაკო - და შენ? შენ გაქ უფლება? ძლივს ნაპოვნი სიყვარულ და ბედნიერება გინდა რომ წამართვა? ძლივს ნორმალურად ვცხოვრობ თათა, ძლივს მიხარია ყოველი დილის გათენება, რომ შენ გნახავ და შენ ამბობ რომ... - არ მაინტერესებს საბა, ან გაჩუმდი ან წადი (ვგრძნობდი რომ ემოციები იმდენად მაწვებოდა თავს ვეღარ ვაკონტროლებდი) - ჩემი სახლიდან რომ წამოხვედი მაგ დღეს იცი რა ბედნიერი ვიყავი? დილა ისე დაიწყო თავი სიზმარში მეგონა, მთელი დღე სიხარულით დავდიოდი, აი ესეც კი ვიყიდე და საღამოს სიხარულით მომქონდა სახლში რომ შენთვის მენახებინა (თვალებში წყალი ჩამიდგა როცა საბამ პატარა ფაჩუჩები გამომიწოდა და დამანახა, ხმას ვეღარ ვიღებდი, ვგრძნობდი მის უზომო სიყვარულს და ცვლილებებს, მაგრამ არ მქონდა უფლება მასთან ურთიერთობის) - ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე და ის მოიტანო რაც გაგიხარდება, თუ შუაღამით მოგინდება იმ გაბერილი მუცლის დანახვა სადაც შენი შვილი იჯდება, შეგიძლია მოხვიდე, ბავშვს მოეფერო და ელაპარაკო რამდენიც გინდა, მაგრამ ჩემთან ვეღარ მოხვალ ახლოს, თავს უფლებას არ მივცემ კანონიერი შვილი უმამოდ დავტოვო - თათა ნუ გამაგიჟე გთხოვ, შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ, მეგია კი ჩალის ფასი აქვს ჩემს თვალში, როგორ ფიქრობ საბუთი ასეთი მნიშვნელვანია ამ ყველაფრის ფონზე? მეგიმ რომ ტყუპები თან ბიჭები გამიჩინოს და შენ ერთი შავი და შეუხედავი გოგო გამიჩინო, რომლისკენ მექნება ულევი სიხარული და არა მოვალეობა? - ამას ნუ ამბობ - არა თათა, შენ კიდე ვერ ხვდები ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხარ. ეხლა მეგისგან მოვდივარ, ველაპარაკე და ავუხსენი რომ მაინც მოუწევს გაყრაზე ხელის მოწერა, თუ თვითონ არ მოაწერს დაახლოებით 3 თვეში სასამართლო გაყრას გააფორმებს, იმიტომ რომ მე არ გავჩერდები, ბავშვზე უარს არ ვიტყვი, მივხედავ და გვარსაც მივცემ, მაგრამ თქვენ? თქვენ სულ სხვა ხართ ჩემთვის, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთი დიდი ძალაუფლება ჩემზე ვინმეს თუ ექნებოდა როგორიც შენ გაქვს. შენს ერთ უმნიშვნელო სიტყვას იმდენად ვუფრთხილდები ვერც წარმოიდგენ, მიყვარხართ თათა, ჯერ შენ მიყვარხარ და მერე ჩვენი შვილი მიყვარს რომელიც მამიკოს სიამაყე იქნება (ვცდილობდი არ მეტირა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და როცა მისი ხელის შეხება ვიგრძენი მუცელზე ტირილი დავიწყე) - აღარ შემიძლია, აღარ ვიცი რა გავაკეთო (ვტიროდი და ვიგრძენი როგორ მომხვია ხელები საბამ, ძალიან თბილად და ძლიერად ჩამიკრა გულში და მამშვიდებდა) - არ იტირო გთხოვ ცხოვრება, ყველაფერი დალაგდება, მარტო სიკვდილს ვერ ვშველით თორემ დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ანგელოზო, ოღონდ აღარ იტირო გთხოვ. (ვეღარ მოვითმინე, უფრო ავტირდი და ხელები მოვხვიე ზურგზე) - ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრება დედიკოს ჩახუტება, მინდა რომ ახლა აქ მყავდეს და გვერდში მედგეს, მინდა რომ კარი ძველებურად შემოაღოს მამიკომ და თავის ჯერ არ დაბადებულ შვილიშვილს მოეფეროს (ვტიროდი და ვცდილობდი დავცლილიყავი ემოციებისგან, საბა ხელებს მიჭერდა და თან თავზე მკოცნიდა) - ძალიან ძნელია მჯერა, მაგრამ გაუძელი გთხოვ, ჩვენი პატარას გამო გაუძელი, შენთან ვარ ჩემო ანგელოზო და არასოდეს მიგატოვებ, მაშინაც კი როცა შენ ვერ დამინახავ - იცოდი მეგიზე? (ცოტა დავწყნარდი და ამდენი ხნის კითხვა დავუსვი რაც მაწუხებდა) - წარმოდგენა არ მქონდა. ჩვენ პატარას გეფიცები, ერთხელ გადამეკეტა, რაც ხელი მოვაწერეთ არ გავკარებივარ, მაგრამ ალბათ გამიზნული ქონდა დაორსულება, ეტყობა იფიქრა არ გამეყრებაო, და იმდენი ქნა მაინც გადამაკეტინა, ეს ის პერიოდი იყო, შენ რომ დაგდევდი და არაფერი გამომდიოდა. გპირდები მარტო არასოდეს ვნახავ, არც მას და არც ბავშვს. თუ ბავშვს შენ არ მიიღებ არც მაგაზე მექნება პრობლემა - ეგ რა შუაშია? ბავშვმა რა დააშავა? - ხო არ ვიცი, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ შენ არ გამომყვები ხოლმე მაშინ ნინისთან ერთად წავალ, არ მოგცემ საბაბს რომ იეჭვიანო - არც ვაპირებ, ის ხომ შენი ცოლია? - მე ერთადერთი ცოლი მყავს, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია ჩემთვის და ახლა ჩემს წინ დგას, შენ ხარ ჩემი ცოლი, ჩემი საყვარელი ქალი, და ჩემი ახდენილი ოცნება. ფურცლებს არ აქვს მნიშვნელობა, თან ის ფურცლები დროებითია, და რა წამსაც მოგვეცემა საშუალება იმ წამს დავქორწინდებით, ერთადერთი ჩემი განადგურება შენ შეგიძლია, შენ ხარ ჩემი სუსტი წერტილი, მიყვარხარ რაღაც სასწაულად, ენითაც კი ვერ ავღწერ ისე მიყვარხარ. თავგზა სულ ამებნა, აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ყველაზე მეტად იმის მეშინოდა რომ მეგის არ შეება ისევ საბა. ვერ გავამტყუნებდი ცოლთან რატომ იწექითქო, ამიტომ გავჩუმდი და უბრალოდ დივანზე დაჯრექით, მერე წამოვწექი და თავი ფეხებზე დავადე, თმაზე მეფერებოდა და ტბილ სიტყვებს მიმეორებდა, ხელში ფაჩუჩები ავიღე და გულში ჩავიკარი, ისე ჩამეძინა ვერც გავიგე. ************************************************* გული დამიმშვიდდა რომ ველაპარაკე და ავუხსენი რამდენად ძვირფასია ეს გოგო ჩემთვის, კიდე ვერ გადმოვცემ სიტვებით როგორ მიყვარს თათა, თავი ჩემს ფეხზე ედო და ასე ჩაეძინა, მე კი წამით არ გავნძრეულვარ რომ არ გამეღვიძებინა, ძალიან მინდოდა დღეს მასთან დარჩენა და ვოცნებობდი რომ უარი არ ეთქვა. 2 საათზე მეტი ასე გათიშულს ეძინა, მე კი ისევ ვიჯექი და ვეფერებოდი. რომ გაიღვიძა ჯერ მუცელზე მოისვა ხელი და მერე თავი წამოწია, რომ დამინახა, ისევ იგივე ფორმას დაუბრუნდა. - გაგეღვიძა? - დიდი ხანი მეძინა მგონი ხო? რომელი საათია? - 7 ხდება. გინდა სუფთა ჰაერზე გავიდეთ? - მეზარება. - მიდი რა გთხოვ, გავისეირნოთ სადმე, სუფთა ჰაერი გჭირდება. მერე ვჭამოთ რაც გენდომება და მოგიყვან ისევ - კაი, გავემზადები მაშინ, ბავშვისთვის სუფთა ჰაერი აუცილებელია, - ჩემი ჭკვიანი გოგო, მიდი დაგელოდები, მარა არ შეგცივდეს ისე ჩაიცვი - კაი მამიკო (გამიღიმა ოდნავ და ოთახში შევიდა). გარეთ გამოვედით, ხელი გადავხვიე და მივიხუტე, ქალაქში გავისეირნეთ მანქანით, მერე ფეხით გავიარეთ რომ, სუფთა ჰაერი ესუნთქა თათას. - ამდენი წელი გელოდებოდი და როგორც იქნა ჩემამდეც მოაღწიე (ვუთხარი და თავზე ვაკოცე) - რას გულისხმობ? - მთელი ცხოვრება ველოდებოდი ისეთ სიყვარულს, რომელიც მთლიანად მოიცავდა ჩემს არსებას და მისთვის ვიცხოვრებდი, ამას არასოდეს ვაღიარებდი, ალბათ რაღაც მომენტში მეშინოდა რომ ვინმე გამაკონტროლებდა, მაგრამ ახლა შენ კიარ მაკონტროლებ, არამედ საკუთარი თავი მაკონტროლებს რომ, რამე არ გაწყენინო და გაგიფრთხილდე - ყოველთვის ასე გეყვარები? - შენ როგორ ფიქრობ? კაცს რომელსაც 3 დღიან ურთიერთობაზე მეტი არასოდეს არ ქონია ქალებთან და მათ მიმართ არანაირი გრძნობები არ ჰქონია არასოდეს, მაგრამ ახლა ისე შეუყვარდა რომ უიმისოდ არცერთი ამოსუნთქვა არ უნდა, ეს სიყვარული ოდესმე განელდება? - მთავარია რასაც ამბობ ზუსტად იგივეს გრძნობდე და საქციელებით დაამტკიცო. (გავაჩერე ჩემსკენ შემოვატრიალე და თვალებში ჩავხედე) - შენ ხარ ქალი რომელმაც საკუთარი თავი დამაკარგვინა, შენ შეძელი რომ ჩემი გულის დედოფალი გამხდარიყავი და ამას არასოდეს ვინანებ, უზომოდ მიყვარხარ და ვიცი რომ ეს სიყვარული უფრო გაძლიერდება, იმიტომ რომ მე შენით ვარსებობ (დავიხარე და ფრთხილად შევეხე მის ტიჩებს, მან კისერზე მომხვია ხელები და თითები თმაში შემიცურა, მეც უფრო ახლოს მივიზიდე და თან ვკოცნიდი თან სხეულზე ვიკრავდი. მართლა სასწაული გრძნობა ყოფილა სიყვარული, თავი დაუმარცხებელი მგონია როცა თათას ვხედავ, ვკოცნი, ვეფერები და მისი სუნთქვა მესმის,) - მიყვარხარ თათა, ჩემი ოცნების ქალი ხარ - მეშინია საბა, მეშინია რომ შენც დაგკარგავ - არა ჩემო პატარა, არასოდეს გაიმეორო ეგ სიტყვები, ყველაზე მეტად მაგის არ უნდა გეშინოდეს იმიტომ რომ მიგისაკუთრე და რომც გამაგდო მაიც არ მიგატოვებ. ჩამეხუტა და გაჩუმდა, არც მომითხოვია მისგან სიყვარულში გამოტყდომა, მას ხომ ბევრჯელ გავუცრუე იმედები. მერე რესტორანში შევედით და ვივახშმეთ. - გემრიელად ჭამდი, ეტყობა მამას ცქნაფას მოეწონა დღევანდელი დღე - ხო ალბათ, მეც მომეწონა, დედას და მამას დაკარგვის მერე მეგონა გარეთ ვეღარ გამოვიდოდი - არ გვინდა ეხლა მაგაზე გთხოვ, ცუდ ხასიათზე დადგები. შენ ის მითხარი ხვალ რო ექიმთან წავიდეთ რა აზრის ხარ? - წავიდეთ, ისედაც ვაპირებდი წასვლას, ამდენი ნერვიულობა ვერ ავაცილე ჩემ პატარას და იმედი მაქვს კარგადაა - აუცილებლად იქნება კარგად. წამო ეხლა სახლში აცივდა უკვე. სახლში მივიყვანე და შემიპატიჟა ნინიც სახლში დაგვხვდა. - მოხვედით გვრიტებო? აბა როგორ ხარ თათ? - კარგად ვარ ნინ მადლობა სიხარულო, მომიხდა გასეირნება - თათა შეგიძლია ოთახში შემომყვე? რაღაც მინდა გითხრა - მოიცა ბიჭო მე გავალ რაღა ეს აწვალო? (თქვა ნინიმ და ოთახიდან გავიდა) - რა ხდება? (მკითხა შეშინებული ხმით, დივანზე იჯდა, მივედი მის ფეხებთან ჩავიმუხლე და მისი ხელები ხელებში მოვიქციე) - გთხოვ უფლება მომეცი დღეს მე დავრჩე შენთან რა, უარი არ მითხრა გთხოვ - კაი რააა - გთხოვ ცხოვრება თქვენთან ერთად მინდა, გამიგე და უარი არ მითხრა რაა, წამო ნინი გავიყვანოთ და მოვიდეთ - მეზარება ეხლა კიდე გარეთ გასვლა (ეს იმას ნიშნავდა რომ თანხმობა მომცა მაგრამ პირდაპირ არ უთქვია) - მაშინ გავაცილოთ და თავისით წავა - ამ შუაღამისას? არაა ჩვენ გავიყვანოთ - როგორ მიყვარხარ შენ ხომ არ იცი? (ტუჩებში ვაკოცე მერე ხელებზე და ნინის დავუძახე) - წამო ნინ გაგიყვანთ სახლში მანქანით, დღეს მე დავრჩები თათასთან - მართლააა? რა მაგარიაა. წამო მაშინ აღარ დავაგვიანოთ - რაიყო ეგრე დაგღალე? - არაა, უბრალოდ ძალიან გამეხარდა საბა აქ რომ რჩება (თათას აკოცა, მუცელზე მოეფერა და თავისი ჭკუით ბავშვს დაუბარა) - ეცადე არ გააწვალო დღეს დედიკო და მამიკო მამიდას სიხარულო (მუცელს მოეფერა და ჩანთა აიღო, ჩვენ გაგვეცინა მის ამ საქციელზე, ხელი გადავხვიე თათას და სახლიდან გამოვედით.) სადარბაზომდე რო მივედით ნინი გადმოიწია წინ და თითქმის ხვეწნით უთხრა თათას. - სუ ცოტახნით ამოდით რა სახლში? დედასაც გაუხარდება და მამასაც - არა ნინ გვიანია, არ მინდა შეწუხება - რა შეწუხება სიცოცხლე, თუ გინდა ცოტახნით ავიდეთ - აუ მიდი რა თათ? ამოდით ყავა დავლიოთ და წადით რაა - კაი მაშინ სუ ცოტახნით, მარა ყავა არ მინდა მე - კაი რა პრობლემაა ჩაის დაგალევინებთ. გაიცინა და სადარბაზოსკენ წავიდა ნინი, მე თათას ისევ გადავხვიე ხელი, მანქანა დავკეტე და სახლისკენ წავედით. რომ შევედით ხელი მქონდა მასზე ჩაჭიდებული, ნინიმ სახლში შესვლისთანავე დაუძახა მშობლებს სად ხართო და დედაც გამოჩნდა. თათა რომ დაინახა უცბად მოხვია ორივე ხელი და გულში ჩაიკრა. - ვაიმე შვილებო როგორ გამახარეთ, განსაკუთრებით შენ გამახარე ჩემო ლამაზო გოგო. შემოდით - მადლობა ნანა დეიდა - დეიდაზე რა გთხოვე მე შენ? დეიდას გარდა რაც გაგიხარდება ის დამიძახე, - ვეცდები... - ზაზა ნახე ვინ გვესტუმრა. ჩადი მაღაზიაში, უცბად გამოვუცხობ ბავშვს რამეს - არაა მალე უნდა წავიდეთ თან ვერაფერს შევჭამ, არ იწვალოთ რაა - აბა რას ამბობ შვილო? რას ქვია ვიწვალო? აბა რისთვის ვარ მე (ამასობაში ზაზა გამოვიდა ოთახიდან და თათას გადაეხვია) - ჩემი გოგო მოსულა, მოდი შვილო, როგორ გამიხარდა შენი დანახვა ხომ არ იცი? - კაი ნუ გააწითლეთ ეს გოგო კაცო, ჩაის დალევს და წავლენ, ასე შემითანხმდა (ნინიმ განმუხტა სიტუაცია, მე კი ვიჯექი თათას გვერდით და ვტკბებოდი ოჯახური სიმყუდროვით, ასე არასოდეს შეხვედრიან მეგის, საოცრად ბედნიერი ვიყავი როცა ჩემ საყვარელ ქალს ვხედავდი, რომელსაც ჩემი მშობლები თავს ევლებოდნენ, ნინის მგონი თათა ჩემზე წინ უყენია და უყვარს, მაგრამ არც ამაზე მაქვს პრობლემა, პირიქით გული სიხარულით მევსება. ნახევარ საათში წამოვედით, ძლივს გამოვაღწიეთ სახლიდან, ნანა შეუთანხმდა რომ გემრიელ ნამცხვარს გაუკეთებდა და სახლში გაუტანდა, კიდევ დაუბარა რომ მოითხოვდა თათასგან შინაურულ მოქცევას, როცა რამე მოუნდებოდა აუცილებლად უნდა ეთქვა მისთვის). - დაიღალე დღეს ხო? - ხო, მაგრამ ღირდა შენებთან ასვლა, მომაკლდა ასეთი მზრუნველობა - ნანამ რაღაც მითხრა და არ ვიცი უნდა გითხრა თუ არა - რა გითხრა? - მინდა რო დედასავით შემომხედოს და თუ სურვილი ექნება დედა დამიძახოსო, ვერ შევუცვლი დედას და არც ვაპირებ მისი ადგილის დაკავებას მაგრამ თქვენსავით მიყვარს ეგ გოგო და თუ დედას დამიძახებს გამიხარდებაო, თან დააყოლა ნანაზეც თანახმა ვიქნებიო (ბოლოს გავიცინე და ისე ვუთხარი) - შეიძლება მაგის დროც მოვიდეს, მეც ვგრძნობ რომ შვილივით მიმიღეს შენებმა, მაგრამ არ მინდა ეს სიბრალულის გამო იყოს - სიბრალული არაფერ შუაშია ჩემო ცხოვრება, უბრალოდ ვინცობ ნანას და ვიცი რომ მართლა შვილივით შეგიყვარა, მანაც და ზაზამაც, ვერ ნახე? მე ზედაც არ შემომხედა არცერთმა - ეჭვიანობა დაიწყე თუ მეჩვენება? (ცალი წარბი აწია და გადმომხედა, მე კი მისი ხელი ავიღე ვაკოცე, თან მანქანას ვატარებდი და ვუთხარი) - მაგაზე არასოდეს ვიეჭვიანებ, მაგრამ თუ ვინმე შემოგხედავს სხვა თვალით აი მანდ გადამეკეტება, შენ ჩემი ხარ მარტო, ისევე როგორც მე ვარ მარტო შენი (კიდე ვაკოცე ხელზე და გზა გავაგრძელე). სახლში რომ ავედით დავიღალე და დავწვებიო მითხრა, მეც დავწექი, უკვე გვიანი იყო, თათამ თავი გულზე დამადო და ხელი სახესთან დაიდო, მეც მოვხვიე ხელები და ლაპარაკი უნდა დამეწყო მან რომ დამასწრო - რაღაც მინდა გთხოვო, თუ შეძლებ გაითვალისწინე - რაც გინდა მთხოვე, ყველაფერს გავაკეთებ - სამსახური რომ შეიცვალო არ შეიძლება?? (ამ კითხვამ გამაოცა, არ ველოდებოდი, ზემოდან დავხედე და ვკითხე) - ჩემი სამსახური არ მოგწონს? - ნწუ, მეშინია რომ რამე მოგივა - რა უნდა მომივიდეს სიხარულო? უბრალოდ ვმორიგეობთ ხოლმე - ხო მაგრამ აქციებზეც ხომ გაყავხართ ხოლმე? თან ღამით სახლში არ იქნები ხოლმე - და შენ გინდა რომ ყოველ ღამით ასე ვიყო შენს გვერდით? (მესიამოვნა მისი მზრუნველობა და სურვილი თუ კიდევ ერთხელ მეტყოდა წამოდიო უეჭველი წამოვიდოდი) - შენ არ გინდა? - მთავარია შენ მომცე მაგის უფლება და წამითაც არ მოგშორდები - ანუ წამოხვალ? - ღამის პრობლემის მოგვარება შეიძლება, მაგრამ შენ თუ გინდა რომ წამოვიდე წამოვალ - მერე რას გააკეთებ? - წამოვიდე? (ვკითხე ისე რომ ვუყურებდი, მანაც აწია თავი და მკითხა ისევ) - და სად იმუშავებ? (მეც კიდევ შევუბრუნე კითხვა, მინდოდა ეთქვა წამოდიო, ამით მართლა დაამტკიცებდა რომ ჩემზე ღელავდა) - წამოვიდეეე??? - კი (მოკლედ მითხრა და გამეღიმა) - მაშინ ხვალვე დავწერ განცხადებას და წამოვალ (ამის თქმა იყო და წამოხტა ლოგინში) - მართლაააა? - კი მართლა (გამეცინა მის ბავშურობაზე და ხელი მოვხვიე წელზე ის კი იჯდა საწოლში და ორივე ხელი გულთან ჰქონდა მიტანილი, თან გახარებული სახით მიყურებდა) - მიყვარხარრრრ (უცბად მომახალა და მაკოცა, გონებამ რომ გადახარშა რაც მითხრა და გააკეთა წელზე მოვკიდე ხელი და მის ზემოდ მოვექეცი, ფრთხილად ვკოცნიდი და მის ემოციებს ვაკონტროლებდი, თუ მაგრძნობინებდა რომ არ უნდოდა ჩემთან ყოფნა გავჩერდებოდი, ჩემ ფიქრებზე თავად გამოვხატე გაოცება, ვეღარ ვცნობდი თავს ისე შევიცვალე, ისიც ამყვა კოცნაში და ზურგზე დამიწყო მოფერება, როცა ყელთან ვკოცნიდი, თან ვეუბნეოდი) - განუმეორებელი მყავხარ, მიყვარხარ და გაღმერთებ (ის უბრალოდ გაინაბა და მეფერებოდა, იმდენად სასიამოვნო იყო ეს წუთები ენით ვერ გადმოვცემ, ჩემი თითოეული მოძრაობა ფრთხილი და ნაზი იყო, ეს ქალი მაგიჟებდა ისე მიყვარდა, მას ისე ვექცეოდი თითქოს ფაიფურის იყო და მეშინოდა არაფერი დამეშავებინა, ის ნაზ და სასიამოვნო ხმებს გამოსცემდა რაც უფრო მეტად მაბედნიერებდა და მის მიმართ სიყვარულს მიძლიერებდა, მისი თითოეული ნაკუთი მიყვარდა, ვერ ვძღებოდი მისით. ბოლოს ისევ ტუჩებში ვაკოცე და გულზე მივიხუტე) - ჩემი ერთადერთი ხარ თათა, შენზე მაბოდებს, რა უღიმღამოდ ვცხოვრობდი შენს გამოჩენამდე - მეც მიყვარხარ სიცოცხლე. ტუჩებში ვაკოცე და მერე მუცელზე მოვეფერე, - ძილინებისა მამიკოს სიამაყე, ტბლილი ძილი ჩემო ანგელოზო - შენც ცხოვრება. ჩამეხუტა და ტკბილად დავიძინეთ ორივემ. _________________________________________________ აბა გისმენთთთთ? :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.