მთვრალი ალუბალი 2
დემნა განრისხებულია. ოთახში ბოლთას სცემს და არაფერს ამბობს. ბატონი კახა უხერხულად იშმუშნება და იმედის თვალით გვიყურებს. თვითონ ვერაფერს უბედავს შვილს და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია... –ასეთ მდგომარეობას არ ველოდი! როგორც ჩანს ყველა სითბოსა და სიყვარულს მიაჩვიე, მამა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია! არ მეთანხმები?–ხელებგაშლილი კითხულობს ონიანი და თვალების ბრიალით გვიყურებს. მართალი ხარ! არ იყო საჭირო ასეთი გაცხარება! იქნებ ის შეტყობინება აუცილებლად უნდა ენახა მარინეს, ამაზე გიფიქრია? სკამზე ვჯდები და ყველა განცვიფრებული მიყურებს. რა იყო, მოჩვენება დაინახეს? თმას წინ ვიწევ და გოგონებს ვეკითხები. –რას მომმშტერებიხართ?–არავის ვერიდები და ფეხს ფეხზე თამამად ვიდებ. –უკაცრავად?–ზემოდან მიყურებს ონიანი. ეს როცა ვზივარ, თორემ... მეც ვუსწორდები სიმაღლეში და ვეუბნები. –მაპატიეთ, მაგრამ ვერ გავიგე რა დავაშავე...–ვუღიმი, ისე თითქოს მართლა ვერაფერს ვხვდები. მისი მოთმინებიდან გამოყვანას ვცდილობ და არც კი მრცხვენია. რისი უნდა მერიდებოდეს ვითომ?! –აი, ესაა ოცწლიანი მმართველობის შედეგი!–დემნა ისევ მამას ბურღავს დაჟინებული მზერით და მე მიბრუნდება.–დღეიდან სანამ სიტყვას არ მოგცემთ, არაფრის თქმის უფლება არ გექნებათ, გასაგებია? მე მხოლოდ თავს ვაქნევ, თუმცა გასაგები არაფერიც არაა... ასეთ პირობებს მიჩვეული არ ვარ! პროტესტს ვაცხადებ... გულში! შეწინაამღდეგებას ვერ ვბედავ იმიტომ, რომ ათას ლართან გამომშვიდობება მიჭირს. შოპინგები... სალონები... კლუბები და კიდევ უამრავი სიამოვნება! მე ხომ მათ გარეშე არ შემიძლია. მომიწევს გავუძლო ამ მტარვალ უფროსს, რომელმაც პირველი დღეც ჩამაშხამა. არადა რა შემართებით მოვედი სამსახურში... მართალია დილის რვა საათზე ადგომა მეზარებოდა, მაგრამ მაინც... –ძალიან კარგი!–კმაყოფილი ტუჩის კუთხეს ტეხავს და მამის გვერდით ჯდება. კახა საეჭვოდაა დაუმებული. რამხელა გავლენა ჰქონია შვილს მასზე. ვბრაზდები კიდეც... რატომ არ გვიცავს?! –ვიცი, ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს და ამავე დროს მომიწევს მეგობრებო! თქვენ ისე უნდა მოიწადინოთ, რომ შემცირებაში არ მოხვდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულს პირადად გადაგამოწმებთ, მაინტერესებს გაქვთ თუ არა საჭირო განათლება... –დემნა, ეს უკვე შეურაწმყოფაა! ჩემიც და თანამშრომლებისაც. განა მე ისე დავასაქმებდი მათ, რომ პირად საქმეს არ გავცნობოდი?–წუხს ბატონი კახა და თმაზე ხელს ისვამს. ძვლივს! მიხარია რომ შიშს ძლევს და რაღაცას მაინც ამბობს ჩვენ სასარგებლოდ. –ბატონო კახა! გთხოვთ, წინადადება დამამთავრებინეთ.–ოფიციალურად ეუბნება დემნა და სერიოზულ სახეს არ იშორებს. –მოკლედ არანაირი ტელეფონში ჭორაობა, გამონაკლისი მხოლოდ ნახევარსაათიანი შესვენებაა, დღეში ორჯერ! არც მეტად გამომწვევი მოქმედებები არ გვჭირდება, რადგან ეს სამსახურია და არა უნებისყოფო ქალების გაერთიანება!–აგრძელებს ის და მე ჩემდაუნებურად წელში ვსწორდები და მოკლე კაბას დაბლა ვქაჩავ. ჩემი დაუფიქრებელი ქცევა დემნას ყურადღებასაც იქცევს და ყურებამდე ვწითლდები. –სხვა წესებს ნელ–ნელა გაეცნობით... დღეისთვის საკმარისია. მოხარული ვარ, რომ ამ კომპანიას ვუდგები სათავეში, რომლის ზენიტში ასაყვანადაც მამამ ძალიან ბევრი იშრომა.–ბოლო სიტყვებზე მამა–შვილი იჯგიმება. მე არ ვიშრომე ვითომ? ...მაგრამ ვინ გაფასებს... ყველანი ოთახიდან ვიკრიფებით და ჭორაობას ვიწყებთ. დემნა არაბული უფრო გაამპარტავნებულა და რასაც ვერ დავუმალავ... უფრო გასიმპათიურებულა და დამშვენებულა. მამაკაცური ხიბლი შესძენია. ის ღინღლი წვერად გადაქცევია, გამხდარა და კიდევ ძალიან, ძალიან შეცვლილა... მეც კი დავვიწყებივარ. გოგონა, რომელიც სულ ფეხებში ედებოდა და არ სცილდებოდა. ამან ყველაზე მეტად მატკინა გული. რატომ? მართალია წლები გავიდა, მაგრამ ის დაჩაგრული გრძნობა ამოტივტივდა და ზედაპირზე ტალღებს დაემორჩილა. ახლა ჩემი ნებაა.. თუ მინდა, ისევ ჩავძირავ, თუ არა და ნაპირისკენ გავაქანებ ერთი სულის შებერვით. –მორჩით საუბარს! უკვე გავიგე რომ ჩემით მოხიბლულები დარჩით!–გვესმის ირონიული რეპლიკა და თავს მაღლა ვწევთ. მერე მთელი სხეულით შევდივართ კომპიუტერის მონიტორში და დუკუმენტის შევსებას ვიწყებთ. ყველა მის მითითებას ასრულებს. მე სხვა გზა არ მაქვს, მაგრამ სხვები?! ნუთუ მორცხვი და წყნარი თათიაც შოპოჰოლიკია... მიკვირს! შესვენება იწყება და მანამდე არც ერთი არ ვინძრევით, სანამ ახალი უფროსი არ ჩამოგვივლის და არ გვეტყვის რომ შეგვიძლია სასადილოში ჩავიდეთ. ის დროს რაც შეიძლება წელავს და ბოლოს თავის დაქნევით გვანიშნებს, რომ თავისუფლები ვართ. საქაღალდეებს უჯრებში არეულად ვყრი, მერე ისევ ვიღებ. მინდა მხოლოდ მე დავრჩე კაბინეტში, რადგან გული მიგრძნობს დემნას ძველი მოგონებების გახსენება უნდა. ხომ ხედავთ რა პოზიტიური ადამიანი ვარ? სრულიად არაფრისგან ვქმნი ყველაფერს! უბრალოდ დგება და თავის ოთახში იკეტება. თავხედი! მე მას ველოდებოდი, ის კი უბოდიშოდ მაქცევს ზურგს. მეც დაბლა ჩავდივარ და ცარიელ მაგიდაზე ვჯდები. აქ დიდად არავის მოვწონვარ დ მეც გარიყულად ყოფნას ვარჩევ... რა თქმა უნდა არის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებთანაც კონფლიქტი არ მქონია, მაგრამ არც ერთს არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. ყავას და მთვრალ ალუბალს ვუკვეთავ, როგორც ყოველთვის! გემრიელად მივირთმევ და მაჯის საათს დავყურებ. ჯერ ადრეა! მე კი საქმე აღარ მაქვს. მოწყენილობისგან ჭკუიდან გადავდივარ. უკვე მოსაღამოვდა და ალბათ სამუშაო საათებიც მალე დამთავრდება. კაბინეტში ვბრუნდები და შუქს ვანთებ. მოულოდნელად ბნელდება და ზურგზე ვიღაც ხელს მისმევს. მეშინია?! არა, უფრო ვღელავ... ის ადგილი დათუთქული მაქვს, სადაც ცოტა ხნის წინ უჩინარი არსება შემეხო. –ვინ ხარ?–უკან ვბრუნდები და სილუეტს ვხედავ. არაფერს ამბობს. ტუჩებზე მეწაფება და ხელში მიტატებს. ნამდვილად არ ველოდი... არ ვიცი რა გავაკეთო, ამიტომ პირველ გადაწყვეტილებას სწორად მივიჩნევ და კოცნაში ვყვები. სადღაც არარსებულ სივრცეში ვიკარგები და მგონია რომ ფრთებმოსხმული დავფრინავ. უცნობი ხელებს მაშორებს თუ არა, მიწაზე ვეშვები. მისი თავმომწონე ხითხითი მესმის და ჩადენილ სისულელეს ვნანობ, თუმცა უკვე გვიანია... კარი იხურება და მხოლოდ ახლა ვფხიზლდები. შუქის ანთება აზრადაც არ მომდის. ბაგეებზე აკანკალებულ თითს ვისვამ და ვფიქრობ: ''ვინ უნდა ყოფილიყო?'' ............................................................... თქვენი კომენტარებით ძალიან გამახარეთ და მეც მოზრდილი თავი დავდე და თანაც არ დამიგვიანია. მაინტერესებს თქვენი შეფასება... სიყვარულით სოფიკო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.