შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვრალი ალუბალი 1


18-11-2015, 18:34
ავტორი sopiko
ნანახია 4 058

დილა ჩვეულებრივად იწყება... ისევ უჩუმრად ჩავდივარ კიბეებზე და გასასვლელისკენ მივიპარები. მინდა ხმამაღლა ვიხუვლო, რომ ვერავინ დამინახა და ''გამამხნევებელი'' ლექციისგან გადარჩენილი ვარ, მაგრამ დედის ხმა მამცნობს, რომ სიხარული ჯერ ადრეა.
-ლილია! რას ჰგავს შენი საქციელი?-თეთრ ხალათში გამოწყობილი დედიკო მოღუშულა და ამოუხსნელი მიზეზის გამო მიბღვერს.
ვიხსენებ ჩემ ქცევებს, რათა მათ შორის დანაშაული აღმოვაჩინო. გავიღვიძე ცხრა საათზე და მაშინვე თავზე ხელი შემოვიკარი, სამსახურში მაგვიანდება_მეთქი. გავიარე, გამოვიარე. ვიფიქრე, ვიწუწუნე და ბოლოს და ბოლოს ისფერი პერანგი და შავი ქვედაბოლო ტანზე მოვირგე. მერე... მერე მაღალ სკამზე შევხტი და ყავა ჩემებურად დავლიე. აბა, ის რა არის, წინ ჩემი და რომ მიზის და მეტიკტიკება და მეტიკტიკება, მე კი მობეზრებული სახით ვუქნევ თავს და გაცივებულ ყავას გვერდით ვაჩოჩებ. დამეთანხმებით, რომ საშინელებაა! იმ დღეს ენერგიისგან გამოფიტული ვარ და შენიშვნების კორიანტელს მაყრიან. ეს ხომ უსამართლობაა? უსამართლობაა! მოკლედ ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ დედამ ისეთი დღე დამაყაროს, საკუთარი ნება-სურვილით გავყო თავი ყულფში, ასე რომ...
-რას ჰგავს?-გულუბრყვილოდ ვწკიპავ წარბებს.
-ლილია, ჩემი მოთმინებიდან გამოყვანა გინდა?-დოინჯს წელზე ირტყამს და თავს ისე ატრიალებს, მეშინია არ მოსძვრეს.
-არა, დედიკო!-თავს ვხრი და ეშმაკურად ვიღიმი. ნანას კი ჰგონია რომ ვნანობ და იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებ. რაც არ ჩამიდენია, ის როგორ უნდა გავიმეორო? ამით ვიმშვიდებ თავს და დედას თვალს თვალში ვუყრი. ის ღრენას არ წყვეტს. დილიდანვე ცუდ ხასიათზე რომ იქნები რა...
-ცალკე შენი ძმა გამაგიჟებს, ცალკე შენ!-ხელებს შლის დედა და ცეცხლისფერი თმები ყალყზე უდგება.-ყავის ჭიქა ასე მოთხვრილი უნდა დატოვო? გოგო ხარ, ლილია! შეიგნე ეს!
ვერ ვიტყვი რომ ბიჭი ვარ! უნებურად თვალი სარკისკენ გამირბის. მაღალი, აყრილი ტანი. ფეხები იწყება და აღარ მთავრდება. ქერა, გრძელი თმა და როგორც ვიცი, მამრობითი სქესის წარმომადგენლები თმას კეფამდე იკრიჭავენ. მწვანე თვალები და ოდნავ კეხიანი ცხვირი. არც მახინჯი ვარ, არც ლამაზი! ეს ფაქტორები კი მაინც არ აზუსტებს იმ ფაქტს, რომ მე გოგო ვარ!
-ნიკას რაღა უნდა?-მაინტერესებს რატომ დაიმსახურა დედის საყვედური ჩემმა გადარეულმა ძმამ.
-რა უნდა უნდოდეს?! მანქანა ვუყიდე, იმ უთავმოყვარეო გოგოს რომ ხვდებოდა, არ დავუშალე, მომკლა, გამანადგურა, მამაშენს მაინც არაფერი ვუთხარი და ხედავ, სადამდე მივედით? ხედავ?-კივის ის და მე თავი მტკივდება.
-მერე გეთქვა! რამდენჯერ დაგარიგა ბებიამ, შენ კი ბიჭია, ბიჭიაო და აი!-უდარდელად მივუგე და სკიდიდან პიჯაკი ჩამოვხსენი.-ახლა კი ტყუილად ნერვებს ნუ იწყვიტავ, დროს უკან მაინც ვერ დააბრუნებ.
-არა! ელაპარაკე ამას!-ხელს იქნევს დედა და ბარბაცით ბრუნდება თავის საძინებელში.-ისე თუ დაგირეკავს ის მუქთახორა, უთხარი რომ ჩვენგან ფულს ვეღარ მიიღებს.
-კარგი, დედა! მე კი ვეტყვი, მაგრამ შენი ამბავი რომ ვიცი, მაინც ჩაეხუტები და ყველაფერს აპატიებ. მაინც შენი შვილია ხომ იცი...-მის სიტყვებს მტკიცებულებად ვიყენებ და სახლს ვტოვებ.
იმ ადგილს მოწყენილი ვუყურებ, სადაც ხშირად ნიკას ავტომობილი დგას ხოლმე. ცრემლებს მუჭში ვაგროვებ და ისევ ვიღიმი. ეჰ, მეც რომ მქონდეს წითელი კაბრიოლეტი, რაღა მიჭირს. სამარშრუტო ტაქსს ხელს ვუქნევ, მაგრამ არ მიჩერებს. ნეტავ, გადატენილია ხალხით თუ მძღოლს არ მოვეწონე? ჩემ თავს ზემოდან დავყურებ და ვრწმუნდები, რომ დასაწუნი არაფერი არ მაქვს. შემდეგ ცდაზე მიმართლებს, თუმცა საფეხურზე ფეხს ვადგამ თუ არა, ფეხსაცმელი მძვრება, წინ მჯდარი მამაკაცი უხამსი სიტყვებით მლანძღავს, თითქოს თვითონ არასდროს არაფერი მოსვლია. მე კი... მე სულ გაუთვალისწინებელი მოვლენების მსხვერპლი ვარ. ხან ფეხი მიბრუნდება, ხან სკამიდან ვვარდები, ხან საწოლიდან, ხან წვენი მაისურზე მეღვრება, მოუხერხებელი ვარ, მოუწესრიგებელი, მოგვიანე, მოკლედ ''მეს'' გარეშე, მე ვერ დამახასიათებ. კოლგოტი გამხევია, ტირილი მინდება, რადგან გამვლელები დამცინიან. მაინც ავდივარ ე.წ. ''მარშუტკაში'' და ცარიელ ადგილს ვიკავებ.
-დაია, ქვედაკაბა გაისწორე, თორემ თვალები თავისით გარბიან...-ბოლო ხმაზე ხარხარებს უცნობი და სხვებიც ყვებიან. მე კი ვყვირივარ:
-გააჩერეთ!
ქუჩაში მოსისარულეებს მეც ვუერთდები და დახლზე დადებულ ტანსაცმელს ვხედავ. კოლგოტიცაა მათ შორის. მართალია ცეცხლის ფასი ადევს, მაგრამ მაინც ვყიდულობ და იქვე მდებარე საპირფარეშოში შევდივარ გამოსაცვლელად. თავს ვიწესრიგებ და გარეთ გამოვდივარ. სხვა გზა რომ არ მრჩება ტაქსს ვაჩერებ და აქაც ჩემი უიღბლობა იჩენს თავს. მანქანა ფუჭდება. მძღოლი ბევრს წვალობს და ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად მთავრდება. ჰმ, კარგად... საქმე იმაშია რომ კომპანიაში ნახევარი საათით მაგვიანდება და ყველა ჩოჩქოლს იწყებს ჩემ დანახვაზე. როგორ დამავიწყდა! დღეს ხომ კონფერენცია გვაქვს. ბოდიშებით შევდივარ ოთახში და დირექტორის გაბრაზებულ მზერას ვაიგნორებ. ცუდს ვერაფერს ვიტყვი... კეთილი კაცია ბატონი კახა. მამასავით მეპყრობა. მართალია დიდი სწავლული არ ვიყავი, მაგრამ სამსახურში მაინც ამიყვანა, მერე დამაწინაურა და ასე მოვაღწიე დღემდე.
-ლილია, სწორედ შენ გელოდებოდი! მინდოდა ეს ახალი ამბავი ყველას წინაშე განმეცხადებინა. ცხოვრება ხანმოკლეა. დრო გავიდა, ჩემო კარგებო, ხოდა მეც უნდა წავიდე... საფრანგეთში. მინდა სიცოცხლის ბოლო წლები მშვიდად გავატარო.-ღიმილით გვეუბნება უფროსი და სავარძელს თავისკენ ატრიალებს.-არ ვიცი ამას როგორ გაიგებთ, მაგრამ ჩემმა ვაჟმა სწავლა დაამთავრა და დღეიდან ის გაგიძღვებათ. მისი სიტყვა ყველასთვის გადამწყვეტი იქნება, გპირდებით, იმედებს გაგიმართლებთ! თქვენ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავთ. თითოეული თქვენგანი... არც ერთი გამორჩეულად. ლევანი, ლილია, ნინო და საერთოდ ყველა! გაიცანით ჩემი შვილი, დემნა ონიანი!
ველოდებით როდის შემოვა ოთახში ჩვენი ახალი მმართველი და მოულოდნელად... მოულოდნელად რაღაც ხმაური გვესმის.
-რა ხდება?-თვით ბატონ კახასაც კი სძლია ცნობისმოყვარეობამ და კარი გამოაღო.
მამაკაცი, რომელიც ზურგით დგას, ჩემ თანამშრომლებს ლიასა და მარინას ეკამათება. უყვირის, ისინი კი ხმასაც არ იღებენ. მიკვირს, ასე ენა როგორ ჩაუვარდათ... სუბარში ჩაჭრას ვაპირებ, დირექტორი იმ თავხედს მხარზე ხელს რომ ადებს. ახლა გაჩვენებს სეირს!
-დემნა, როგორ იქცევი?
დემნა ჩვენკენ ტრიალდება და მე თაფლისფერ თვალებს ვეჩეხები. თითქოს მეცნობა... აქამდეც მინახავს, თვალებს გვერდით ვაცეცებ და მის ნაიარევს ვხედავ საფეთქელთან. ვრწმუნდები რომ ისაა... ჩემი პირველი ბავშვური სიყვარული. სირცხვილისგან ლოყები მიწითლდება, თუმცა საკუთარ თავს ვამხნევებ და ჩვეულ პოზიციას ვუბრუნდები.
-გამარჯობა, მამა! სამწუხაროდ ასეთ ვითარებაში მომისწარი, მაგრამ შენ პერსონალს ცოტა სიმკაცრე ნამდვილად ესაჭიროება. შემთხვევით თვალი რომ არ შემევლო, არ მეცოდინებოდა რომ ეს ქალბატონები, დროს უსაქმურად ხარჯავენ და სოციალურ ქსელში ძრომიალობენ. ასე არ არის?-დაეკითხა ბატონი დემნა. ხო, უკვე ბატონი, რადგან თუ ის დემნაა, ჩვენი უფროსის შვილი ყოფილა და მე არ მაქვს უფლება მასზე ისე ვილაპარაკო, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეზე. თანაც 10 წლის წინათ, ის უბრალოდ 16 წლის ბავშვი იყო. ახლა კი ზრდასრულია და ძალზედ სიმპათიური. ოღონდ ეს არა! ისევ მოახერხა ჩემი მოხიბვლა. არადა ხომ დავივიწყე...
-მართალია?-შუბლს კრავს უკვე ყოფილი უფროსი და წვერზე ხელს ისმევს.-რას ნიშნავს ეს ყოველივე?
-ბატონო კახა, ამ კაცმა ყველაფერი არასწორად გაიგო. ცნობა მჭირდებოდა ერთ პიროვნებაზე და...
-არ არის საჭირო ტყუილები, ქალბატონო ლია! თანაც სიტყვა ''ბატონი'' გამოგრჩათ...-საუბარს აწყვეტინებს დემნა და ცნობისმოყვარეეების გასაგონად ამბობს:
-თქვენ საქმეს მიხედეთ!-შემდეგ ისევ ლიას უყურებს.-ამ ერთხელ გაპატიებთ, მაგრამ სხვა დროს...
მარინას და ლიას ბოლო სიტყვების ეშინიათ და წინასწარ უარობენ. ბატონი კახა კაბინეტზე გვითითებს და ჩვენც ერთი-მეორის მიყოლებით შევდივართ შიგნით. არაბული კი ან არ მიმჩნევს, ან მხედველობის პრობლემები აქვს, რადგან ვცდილობ ცხვირწინ დავუდგე, ის კი მაინც ვერ მხედავს. წყობიდან გამოვდივარ და გაბუსხული გონებაში ვითარებას ვარკვევ. როგორც ჩანს ეს ჩვენი ახალი დირექტორი, დიდი ავი ვინმეა, ხოდა გამოსწორება მომიწევს! არადა მე ხომ ბედი არ მაქვს. სულ ვიგვიანებ, არც INSTAGRAM-ის გარეშე წარმომიდგენია ცხოვრება და საერთოდ, აქ რომ მაჩერებდნენ, ეგეც ძალიან მიკვირდა და მადლობელი ვიყავი, ცვლილებებთან შეგუება კი ნამდვილად რთული იქნება... თან ვინ უნდა ბატონობდეს ჩემზე? ადამიანი, რომელსაც შორიდან ვეტრფოდი და მისგან ერთი თბილი სიტყვაც არ მახსოვს!
..............................................................
ახალი ისტორია! ახალი ისტორია!
ისევ დაგიბრუნდით! მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ დასაწყისზე...
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

kaia dzaan momewona ubralod dzasn parara tabi iyo
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline მოდერი sopiko

♡EPICLOVE♡
kaia dzaan momewona ubralod dzasn parara tabi iyo

დიდი მადლობა მაგრამ პატარა არ ყოფილა. ცხრაასამდე სიტყვა იყო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

დასაწყისი კარგი იყო,ვნახოთ მოარჯულებს თუ არა ლილია უფროსს,თუ თავად მორჯულდება.

 


№4  offline მოდერი nicol

სოფიკო, ჩემო გოგო, ძალიან კარგია. love
ვგიჟდები თხრობის ასეთ მანერაზე. ერთ ამოსუნთქვაზე ჩავედი ბოლოში. გადასარევი გოგო ხარ და ველოდები შემდგ თავს.

სიყვარულით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5  offline წევრი marikuna (1)

კარგია ძალიან მომეწონა და გააგრძელე

 


№6  offline მოდერი sopiko

ლორელაი
დასაწყისი კარგი იყო,ვნახოთ მოარჯულებს თუ არა ლილია უფროსს,თუ თავად მორჯულდება.

ვნახოთ! ვნახოთ! :-D გმადლობ შეფასებისთვის ♥
nicol
სოფიკო, ჩემო გოგო, ძალიან კარგია. love
ვგიჟდები თხრობის ასეთ მანერაზე. ერთ ამოსუნთქვაზე ჩავედი ბოლოში. გადასარევი გოგო ხარ და ველოდები შემდგ თავს.

სიყვარულით ნიკოლი love

ნიკოლ, შენ მოთხრობებზე ხომ ვგიჟდები და ახლა რომ შემაფასე, ძალიან გამიხარდა... დიდი მადლობა ჩემო კარგო ♥
marikuna (1)
კარგია ძალიან მომეწონა და გააგრძელე

გმადლობ! ♥

 


№7  offline წევრი Firefly

ძალიან გამიხარდა შენი მოთხრობის ნახვა.ძალიან კარგი იყო
--------------------
M.T

 


№8  offline მოდერი წითური გოგონა

ველოდები ახალ თავს!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№9  offline წევრი teddy))

Wina istooris shemdgeg gantvirtva mogviwye! Dzalian komediuria, xipatiani gogoa... Mokled dzalian kargia! Warmatebebi...

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

სოფო, სოფო, სოფო სოფიკოოოო
ძალიან კარგია. მართლაც, რომ ერთი ამოსუნთქვიტ იკითხება და ძალიან მომწონს.
ვფიქრობ მოუწევს ბატონ ონიანს ჭკვიანად მოქცევა am
გადასარევი გოგო ხარ.
ვნახოთ შემდეგი როგორი იქნება <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline მოდერი sopiko

♥მარიამი♥
ძალიან გამიხარდა შენი მოთხრობის ნახვა.ძალიან კარგი იყო

ჩემო მარიამ ♥
წითური გოგონა
ველოდები ახალ თავს!

დღეს აუცილებლად დავდებ...
teddy))
Wina istooris shemdgeg gantvirtva mogviwye! Dzalian komediuria, xipatiani gogoa... Mokled dzalian kargia! Warmatebebi...

გმადლობ teddy! ♥
ErckeMydass25
სოფო, სოფო, სოფო სოფიკოოოო
ძალიან კარგია. მართლაც, რომ ერთი ამოსუნთქვიტ იკითხება და ძალიან მომწონს.
ვფიქრობ მოუწევს ბატონ ონიანს ჭკვიანად მოქცევა am
გადასარევი გოგო ხარ.
ვნახოთ შემდეგი როგორი იქნება <3

დიდი მადლობა ერკე...

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

sopiko
♥მარიამი♥
ძალიან გამიხარდა შენი მოთხრობის ნახვა.ძალიან კარგი იყო

ჩემო მარიამ ♥
წითური გოგონა
ველოდები ახალ თავს!

დღეს აუცილებლად დავდებ...
teddy))
Wina istooris shemdgeg gantvirtva mogviwye! Dzalian komediuria, xipatiani gogoa... Mokled dzalian kargia! Warmatebebi...

გმადლობ teddy! ♥
ErckeMydass25
სოფო, სოფო, სოფო სოფიკოოოო
ძალიან კარგია. მართლაც, რომ ერთი ამოსუნთქვიტ იკითხება და ძალიან მომწონს.
ვფიქრობ მოუწევს ბატონ ონიანს ჭკვიანად მოქცევა am
გადასარევი გოგო ხარ.
ვნახოთ შემდეგი როგორი იქნება <3

დიდი მადლობა ერკე...

რა სალაპარაკოა <3 არაფრის :**
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13  offline წევრი მეამეა

რა კარგია :) დასაწყისი მომეწონა, სიამოვნებით წავიკითხავ მოვლენებს. წარმატებები ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent