ჟურნალისტი და ქველმოქმედი (2)
ჯერ კიდევ შუადღის 2 საათი იყო, ამიტომ გადავწყვიტე აუზზე წავსულიყავი და ცოტა ხანი საკუთარი თავისთვის დასვენების საშუალება მიმეცა -დეე მე აუზზე მივდივარ საცურაოდ და ცოტა დამაგვიანდება -კარგი შვილო წადი და დაისვენე -მიყვარხარ დედიკო დედას ტელეფონი გავუთიშე.5 წუთში ისევ გაისმა ტელეფონის ბზუილი.დავხედე და ანასტასია მირეკავდა -ხო ანასტასია -სად ხარ? -საცურაო აუზზე მივდივარ ეხლა -ძაან მაგარი ამბავი უნდა გითხრა -მითხარი სწრაფად გისმენ -მოკლედ გაემზადე დღეს საღამოს უსიმპატიურეს სპორცმენს და ქველმოქმედს დამიანე წერეთელს გაიცნობ -ვაა მართლა აუ რა მაგარია.გადავრჩი ვგიჟდები შენზე ჩემო საყვარელო.შენ რო არ მყავდე რა მეშველება -კარგი ეხლა თორე თავში ამივარდება.დამელოდე და მეც მოვალ აუზზე -კარგი გელოდები *** საცურაო აუზზე როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი დამხვდა.აქ ყოველთვის ასეა.ყველა ცდილობს დაისვენოს და გაერთოს.წყალი ბავშვობიდან მიყვარს.4 წლიდან ვცურავ.თითქოს წყლის ქვეშ ამქვეყნიურ ცხოვრებას ვწყდები და რაღაც არარეალურ სამყაროში გადავდივარ.გაგიკვირდებათ და ყველაზე ბანალური რამ შემემთხვა. ჩემთვის მივდიოდი აუზისკენ,როდესაც უცხო ბიჭი დამეჯახა.ჩემი დაჭერა მოასწრო თორემ ძირს აღმოვჩნდებოდი.სახეზე შევხედე და სასწაულად მგავდა.ეტყობა მანაც შეამჩნია ჩვენ შორის მსგავესება და გაკვირვებულმა შემომხედა -გოგონი დიდი ბოდიში რა ძალით არ მინდოდა -არაუშავს იმედია შემდეგში უფრო ფრთხილად იქნება -ბარბი მოვედი.გამარჯობა -გამარჯობა.კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში წავალ მე -ბარბი ვინ იყო ეს ბიჭი? იცი რა ძალიან გგავს გავოგნდი პირდაპირ -არ ვიცი ანასტასია მეც ეხლა მოვედი და შემთხვევით დამეჯახა.შენ ის მითხარი თვით ბატონი დამიანე როგორ დაითანხმეთ? -სანაცვლოდ პირობა შემომთავაზა -რა პირობა? -იმ დღეს რო ბიჭზე მოგიყევი გახსოვს? -რომელი მთელი სამი დღე რო ლანძღავდი ის? -ხო ეგ.მაგასთან ერთად უნდა ვივახშმო დღეს -ვაა რა მაგარია.ბედი გაგეხსნა გოგო -კარგი რა ხო იცი არ მომწონს მასეთი თავხედი და უტიფარი ბიჭები. -კარგი რა გითხრა ეხლა ბიჭმა ისეთი? კარგი ფეხები გაქვსო -მერე ეგ ნორმალურია გოგო? -კარგი ხო არ დამარტყა და საერთოდ აღარ ამოვიღებ ხმას მთელი დარჩენილი დრო უცნობ ბიჭზე ვფიქრობდი.თუმცა ჩემი თვალთახედვიდან მალევე გაქრა.მეც სხვა რა გზა მქონდა მასზე ფიქრს თავი დავანებე და სულიერი სიმშვიდის მოპოვება გადავწყვიტე *** დამიანე ანასტასიამ როდესაც მის მეგობართან ინტერვიუ მთხოვა ძალაინ გამიკვირდა.უამრავი ჟურნალისტის ყურადღების ცენტრში ვიყავი,თუმცა არ მიყვარს როდესაც ჩემზე საუბრობენ.მამაჩემს ყოველთვის უკვირდა როგორ ვიყავი ასეთი კეთილი.ნიკოლოზი ფაქტიურად ჩემი ძმა გამოდის.სამი წლის ვიყავი,როდესაც მამამ ჩემი დაჟინებული თხოვნით ნიკოლოზი იშვილა.საკმაოდ ადვილად შევეჩვიეთ ერთმანეთს.ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.რაც მე მქონდა ის მისიც იყო.სწორედ ამის დამსახურებაა რომ ბავშვობიდანვე მივეჩვიე ადამიანების დახმარებას.მსიამოვნებს როდესაც მათ ბედნიერ და გაბრწყინებულ სახეებს ვუყურებ.მატერიალურად არ მიჭირს და შესაბამისად სხვისი ბედნიერებისთვისაც არ მენანება ფული.ალბათ არც ანასტასიას არ დავთანხმდებოდი საქმე ვიღაცის სამსახურს,რომ არ ეხებოდეს. -ვაა დამიანე მოხვედი? -კი ნიკოლოზ.თან შენთვის სიურპრიზი მაქვს -რა ხდება? ამჯერად რა სასწაული უნდა მომივლინო? -იმ დღეს გოგო რო მოგეწონა და რო გააბრაზე გახსოვს? -რომელი მამას წვეულებაზე,რომ იყო მოსული? -ხო ანასტასია -მერე? -მერე დღეს მასთან ერთად ივახშმებ.არ მკითხო როგორ მაინც არ გეტყვი.კარგად გამოიპრანჭე იცოდი.გოგო კიდე არ დააფრთხო -ვაა ჯიგარი ხარ ძმა. - ბავშვთა სახლში მივდივარ და ხო წამოხვალ? -კი როგორ არა.როდის იყო შენთან ერთად წამოსვლაზე უარს ვამბობდი -კარგი გამოვიცვლი,შენც გამოიცვალე და წავიდეთ *** -ბატონო დამიანე მოხვედით? -კი ქალბატონო ნანა ბავშვებს სათამაშოები და ტკბილეული მოვუტანეთ მე და ნიკოლოზმა -დიდი მადლობა.გაიხარეთ შვილებო ძალიან გაუხარდებათ ბავშვებს.ისედაც გახსენებდნენ დამიანე ბიძია არ მოვა ჩვენს სანახავადო -მაშინ წავიდეთ ერთი სული მაქვს როდის ვნახავ -ერთი ბავშვი მოიყვანეს კიდევ ახალი.არავის არ ელაპარაკება და იქნება თვენ მაინც დაგელაპარაკოთ -კარგით აბა მანახეთ -დამიანე მე მანამდე სხვა ბავშვებს ვნახავ -კარგი წადი -უკაცრავად მოვითხოვ არქივის ნახვას.ჩემი შვილი მინდა მოვძებნო. -ქალბატონო არ გვაქვს მაგ ინფორმაციის გაცემის უფლება.თან მაგ ამბის შემდეგ 23 წელი გავიდა -მერე რა მე ჩემი ნიკოლოზის გაცნობა მინდა.თქვენ არ გესმით მე იძულებული ვიყავი აქ მომეყვანა თქვენ კი სხვას მიაშვილეთ -უკაცრავად ქალბატონო თქვენს საქმეში,რომ ვერევი მაგრამ არ გგონიათ რომ გვიანია თქვენი ქმედება? იცით მე დედამ მიმატოვა 23 წლის წინ და მე სურვილიც არ მაქვს მისი გაცნობის.როცა მჭირდებოდა ის ჩემთან არ იყო და ეხლა რომ გამოჩნდეს არც მივიღებ.ალბათ თქვენი შვილიც ჩემსავით აზროვნებს -მე მაინც უნდა ვცადო და ჩემი ნიკოლოზი ვნახო.უნდა ავუხსნა რომ ჩემი ნებით არ გამიკეთებია ეს. -ქალბატონო არქივში საქმეების მოძებნას დიდი დრო უნდა -არაუშავს დავიცდი სხვა რა დამრჩენია. *** -გამარჯობა ვაჟკაცო რა გქვია? კუთხეში მობუზულიყო დაახლოებით 4 წლის ბავშვი და არავის არ ელაპარაკებოდა.არც მე არ გამცა ხმა.ტკბილეული ვაჩვენე.იქნებ ამით მაინც მომეთაფლა თუმცა ხმას მაინც არ მცემდა. -მიდი რა პატარა დამელაპარაკე გთხოვ -არ მიყვარს მე ლაპარაკი მისი ხმის გაგონებაში ტანში გამცრა.მძულს ასეთი მშობლები ვინცა ბავშვებს ასე იმეტებენ.ბევრი გაჭირვებულისთვის და მრავალშვილიანისთვის მიყიდია სახლი და არასდროს უფიქრიათ შვილების მოშორება და ასეთ ბავშვებს როგორ იმეტებენ მშობლები ვერ ვხვდები -მოდი ძმაკაცურად დავილაპარაკოთ -ბიძია მე ძმაკაცი კი არა მამა და დედა მჭირდება გამაკვირვა 4 წლის ბავშვის ასეთმა აზროვნებამ და კიდევ ერთხელ ჩამწყვიტა გულში რაღაც -გინდა მე ვიყო შენი მამიკო? -მე დედამ და მამამ მიმატოვა და სხვა მამა აღარ მეყოლება -მე წაგიყვან სახლში და გეყოლება მამა.კიდევ ბიძია -დედა? -დედაც გეყოლება ნუ გეშინია.დასაწყისისთვის მამით დავიწყოთ -ბიძია შეგიძლიათ ჩამეხუტოთ? -მოდი ჩემთან.ეხლა ნანა დეიდასთან წავიდეთ და ვუთხრათ რომ შენ ჩემთან წამოხვალ -გამომიშვებენ? -აბა რას იზავენ პატარა -მიყვარხარ მამიკო ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ასეთი გრძნობა.ძალიან მაგრად ჩავიხუტე ეს ბიჭი.მართალია მამა ცოტა რთულად მიიღებდა ამ ამბავს,მაგრამ 26 წლის კაცს მაინც ვერაფერს მეტყოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.