შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამკიდე ხელი (7)


19-11-2015, 19:21
ავტორი zak
ნანახია 1 834

როგორც იქნა გაიარეს ტყიბულის გზები და თავი მართლაც რომ სამოთხეში ამოყვეს.წაორზე გადებული ხიდი გადაიარეს თუ არა,მათ თვალწინ სასწაული ხედი გადაიშალა.ხეები სასწაული რიტმულობით ჩამწკრივებულიყვნენ წყალსაცავის ირგვლივ.შემოდგომის ფერებში იყო იქაურობა შეფერადებული.თავად შაორს მწვანე ფერი დაჰკრავდა.მის მდორე,წყნარ დინებაში კი საამურად ირეკლებოდა ეს სანახაობა.წამით ლიკას მოუნდა სამუდამოდ აქ დარჩენილიყო და წელიწადის დროთა ცვალებას ეს ღვთიური ადგილი ოდნავადაც კი არ შეეცვალა.აღფრთოვანებულმა ავტომობილის ფანჯრიდან ღიმილით გადაყო თავი და ტყის სურნელი შეისუნთქა.
-ანი,გთხოვ რა.ცოტახნით გავაჩეროთ რა,აქ რომ ფოტო არ გადავიღო მოვკვდები...აღფრთოვანებული ტონით შეხედა ქალს,რომელიც მისი სიხარულის შემხედვარე გაბადრულიყო და შიგაშიგ გოგონასაც გადაჰხედავდა ხოლმე.
-კარგი ლიკუ,ოღონდ დიდი ხნით ნუ გავჩერდებით,აქეთ ტურები არიან,თან ბინდდება უკვე...სწრაფად დაემორჩილა გოგონას თხოვნას და მანქანა სავალი გზიდან გადააყენა.
-ანი,ნახე რა საოცრებაა,ოდესმე გინახავს მსგავსი რამ?შეხედე ხეებს ტოტები როგორ აქვთ განლაგებული,სწორად და პროპორციულად,თითქოს აქაურობა ვინმემ ფრთხილად დახატა.შეხედე,დააკვირდი.სასწაულია,დამპირდი რომ ხვალ აქ ისევ მომიყვან რათა დავხატო...მიუბრუნდა ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ლიკა გაღიმებულ ქალს.
-რა თქმა უნდა,ჩემო თვალებხატულა,კიდევ უამრავ ლამაზ ადგილს განახებ,ჩემი სოფლის გვერდით სოფელი ნიკორწმინდაა.იქ წავიდეთ.ნიკორწმინდასაც მოვილოცავთ,უდაბნოსაც გაჩვენებ,საყინულესაც,ოთხკუთხა ნაძვებსაც...ასევე აღტაცებით მიუგო ანიმაც და მოწყვეტით აკოცა გოგონას ბაგეებს.კარგა ხანს იქნებოდნენ ასე,მაგრამ ჰაერი აღარცერთ არ ეყო.
-ახლა წავიდეთ ხო,ჩემო ლამაზთვალება...თბილად ამოიჩურჩულა ანიმ და ჯერ ისევ თვალებმინაბულ ლიკას ლოყაზე აკოცა.
-აჰამ,ანი ბებიაშენს რა ჰქვია?...დაეკითხა ლიკა ქალს მანამ სანამ ავტომობილს დაქოქავდნენ.
-ნაზი,საყვარელო,არ ინერვიულო,ერთი სული აქვს როდის გაგიცნობს...მიხვდა ანი რომ ლიკა ღელავდა ამიტომ მისი გამხნევება გადაწყვიტა.
-მართლა?!მეც ერთი სული მაქვს,როდის გავიცნობ ნაზი ბებოს...ოდნავ შვება იგრძნო ლიკამ და ოხვრით გადაწვა სავარძელზე.დიდხანს მგზავრობა აღარ დასჭირვებიათ.სულ რაღაც ოციოდე წუთში,უკვე ლამაზი ხის ჩუქურთმებით მოპირკეთებული,ორსართულიანი სახლის წინ იდგნენ.შესვლისას ლიკამ სახლის ზედა სართულზე სარკის ნატეხები შენიშნა.ძალიან მოეწონა,უნდა აღიაროს რომ საკმაოდ შთამბეჭდავი შტრიხია.
-ბებო!...როგორც კი სახლის ჭიშკარი შეაღო ანიმ,მაშინვე შეძლებისდაგვარად ხმამაღლა შეჰყვირა და ეზოში ღიმილით გამოვარდნილ ქალს ძლიერად მოჰხვია ხელები.
-ვუი,ჩემი ბაცაცუნა მოსულა,შემო სახლში ბაცუნა.ამ გოგოს არ გამაცნობ ბებო?...სწრაფად მიაყარა ქალმა ყველაფერი და ბოლოს ანის უკან,მორცხვად ატუზულ ლიკას რომ მოჰკრა თვალი,ინტერესით ჩააკვირდა შივილიშვილს.
-ბებო,გაიცანი,ეს ლიკაა,ჩემი სიცოცხლე და სიყვარული...ღიმილით წარუდგინა გოგონა ნაზი ბებოს და ლიკას ხელი ძლიერად ჩასჭიდა,როცა მისი ნერვიულობა შენიშნა.
-სასიამოვნოა ბებო,იმედია ხაჭაპური გიყვარს შვილო,ამწუთას დავაცხე,სულ ცხელცხელებია,ყველი გადმოსდის ბებო.მოგშივდებოდათ კარგებო,შემო,შემო...ღიმილით ჯერ გულში ჩაიკრა გოგონა,შემდეგ კი ხელი მჭიდროდ ჩასჭიდა ორივე გოგონას და სახლისაკენ შეუძღვა მათ.სახლს სიძველის სუნი ასდიოდა.იატაკი ხის,ხოლო კედლები ბეტონის იყო.ოთახში ტელევიზორი,მაგიდა და ღუმელი იდგა,მაგიდასთან რამოდენიმე ხის სკამი.კრიდან ხელმარჯვნივ სამზარეულო იყო,ლიკა ამას იმით მიხვდა რომ ღუმელზე დასაცხობად ხაჭაპურების სწორედ იმ ოთახიდან გამოჰქონდა ნაზი ბებოს.ხელმარცხნივ კი სავარაუდოთ ნაზი ბებოს საძინებელი ოთახი მდებარეობდა.
-ბებო,ზეთიანებსაც დააცხობ?...მაცდური ღიმილით დაეკითხა ანი მოხუც ბებოს და საყვარლად დაეჭყანა.
-გამოგიცხობ,შენი ჭირი კი შემეყაროს მე,გამოგიცხობ აბა რას ვიზავ...ღიმილითვე უპასუხა ნაზი ბებომაც და ფქვილიანი ხელები ფრთხილად ჩამოუსვა შვილიშვილს ჯერ თმებზე,შემდეგ კი ცხვირზე.ქალის ამ საქციელს კი ლიკას კისკისი მოჰყვა.ამ უბრალო ჟეშტში იგრძობოდა თუ როგორ უყვარდათ ბებია-შვილიშვილს ერთმანეთი და მათი სიყვარულით თავადაც დაიმუხტა.მალე მაგიდაზე ოხშივარდავარდნილი ხაჭაპურები და ზეთიანები ეწყო.გოგონებიც გემრიელად შეექცეოდნენ ნაზი ბებოს ნახელავს.
ბოლო ლუკმაც დააგემოვნა ლიკამ და ღიმილით მიუბრუნდა ქალს.
-ნაზი ბებო,უგემრიელესი იყო,ასეთი გემრიელი ხაჭაპური ჩემს ცხოვრებაში არ მიჭამია.
-შეგერგოს ბებო,შეგერგოს...თბილათ უპასუხა ქალმა და სანდომიანი ღიმილი მიაგება გოგოს.
-ბე ახლა დავიძინებთ ჩვენ...წამოდგა ანი მაგიდიდან და თეფშები აიღო,შემდეგ კი სამზარეულოში გაიტანა და მეორე სართულისაკენ წასულმა ანიშნა ლიკას გამომყევიო.
-ჩემო თვალებხატულა,აბა როგორ მოგეწონა ბებიაჩემი?
-ძალიან თბილი ქალია,მეც მინდა მსგავსი ბებო.
-მე კი შენ მინდიხარ...ვნებიანად ჩასჩურჩულა ანიმ ლიკას და მის ბაგეებს ემაბორა.
-სირცხვილია ანი...ხმაწართმეულმა მიუგო ქალს და ახლა თავდა აკოცა ანის ყელს.
-ჩუ,ჩემო ლამაზთვალება,ოთახში შევიდეთ,წამო...ფრთხილად უბიძგა კარისაკენ და მის მაისურს წაეპოტინა.სწრაფად გადააძრო ტანიდან და ახლა გოგონას შაარვალ დასწვდა.ლიკამ თავისმხრივ ანის შეუხსნა ღილები და მალე ქალის სხეულს მთლიანად მოაშორა ფაფუკი მატერია.კვლავ თავდავიწყებით ეფერებოდნენ ერთმანეთს.აგიჟებდა ანის ეს პატარა გოგო,მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა.მისით სუნთქავდა და ცოცხლობდა.მისი სულისა და სხეულის ნაწილი იყო.ლიკასთვის კი ანი,პირველი და წრფელი სიყვარულია,უსაზღვრო და უსასრულო.მასზე ძვირფასი არავინ არ ჰყავს.როდესაც ვნებები ჩაიცხრეს,მსუბუქად ჩაეხუტნენ ერთმანეთს და მორფეოსის სამყაროში გადაეშვნენ.ამჯერად ანიმ უფრო ადრე გაიღვიძა.“ნერწყვი მოადგა“ლიკას დაბურცული ბაგეების დანახვისას და მოწყვეტით დაუკოცნა ისინი.ცოტა ხანში ლიკაც აჰყვა საყვარელ ქალს ამბორში.
-მზად ვარ ყოველ დილით გვიანობამდე ვიძინო,თუ სულ ასე გამაღვიძებ...ჯერ ისევ ზმანებებში მყოფმა ამოიჩურჩულა და ახლა თავად ეამბორა ქალის ტუჩებს.
-მე დიდი სიამოვნებით გაგაღვიძებ ხოლმე...ღიმილით მიუგო ქალმა და გოგონას ზემოდან მოექცა.
-ანი,სირცხვილია,ავდგეთ ახლა რას იტყვის ნაზი ბებო...წუწუნით თქვა ლიკამ,მაგრამ საკუთარ სიტყვებში თავადაც არ ყოფილა დარწმუნებული.
-სულ ცოტა ხანიც და ავდგეთ,მანამდე შენით ტკბობა მინდა...ვნებიანად ჩასჩურჩულა ანიმ გოგონას და მალე ორივენი გამოეთიშნენ სამყაროს.დაახლოებით ნახევარ საათში,ორივენი ფეხზე იდგნენ და გემრიელად შეექცეოდნენ შეცხელებულ ხაჭაპურებს.
-თქვენ გელაცვალეთ შვილებო,თქვენი ჭირი კი შემეყაროს მე,შეგერგოთ ბებო,შეგერგოთ...ილოცებოდა ნაზი ბებო,თან ორივე გოგონას თბილად უსვამდა თავზე ხელს.სუფრა აალაგეს და შეპირებისამებრს,სახატავი ხელსაწყოებით აღჭურვილნი წავიდნენ შაორისაკენ.ახლა კიდევ უფრო მშვენიერი ეჩვენათ იქაურობა.კიდევ უფრო სასიამოვნო და მყუდრო იყო არემარე.მშვიდად,აუჩქარელად ხატავდა ლიკა,მისი შემხედვარე ანი კი ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან და სიყვარულით გაჟღენთილი მზერით შეჰყურებდა ლიკას,რომელიც მონდომებით ხატავდა რაღაცას ანის ზურგს უკან.ისე შემოაღამდათ ვერაფერი გაიგეს,ბოლოს ისევ ანი ჩამოდგა პირველი ფეხზე.
-ლიკუ,არ გაცივდე,ჩემო თვალებხატულა,ახლა წამო და მერე გააგრძელე...თბილად უთხრა ლიკას და მის ნახატში ჩახედვა სცადა მაგრამ გოგონამ ხელი შეუშალა.
-ანი,სულ ცოტა ხანი,სულ,სულ და მოვრჩები.მიდი დაჯექი და მალე წავალთ...მავედრებელი ტონით მიმართა მიმართა ქალს და თვალები საყვარლად აუფახურა.
-ხო,კარგი,მაგრამ ეს მოსაცმელი შემოიცვი,არ გაცივდე...მინდვრიდან თავისი მოსაცმელი აიღო და გოგოს გაუწოდა.
-კარგი,ახლა იქ დაჯექი სადაც იყავი...ბრძანებასავით ჩაილაპარაკა ლიკამ და ფუნჯი მოიმარჯვა.ანიც თავის ადგილს დაუბრუნდა და ისევ გოგონას მზერა დიწყო.ეს სიფრიფანა გოგონა მთელ გულს სიყვარულით უძგერებს და სუნთქვას უკრავს.მისი ყურება თან აცოცხლებს,თანაც კლავს.საოცრებაა ლიკა,მისი საოცრება.
როგორც იქნა მორჩა ლიკა ხატვას.ანიც აუღელვებლად დაიძრა მოლბერტისაკენ.მოელოდა რომ წყალსაცავის ზღაპრული ხედი დახვდებოდა,მაგრამ შეცდა.ნახატზე ტყის პირას,მინდორში წამოწოლილი ანი იყო დახატული.რომელსაც გაღიმებული მზერით იყურებოდა.
-ლიკუ.ჩემო ლამაზო,მე მართლა არ ველოდი,საოცარია...თვალცრემლიანმა,მაგრამ ამასთან გაღიმებულმა მიუგო ლიკას,რომელიც ქალის აზრს ტუჩების კვნეტით ელოდა.
-მართლა მოგეწონა?...სიხარულისაგან გაბადრულმა მიუგო ანის და ძლიერად ჩაეკრა ქალს.
-ჩემი ნიჭიერი ხარ შენ,ჩემი თვალებხატულა,ჩემი სიცოცხლე და სიხარული ხარ შენ...ვნებააშლილი ეჩურჩულებოდა.ფრთხილად მოაშორა გოგონას სხეულს ჯერ შემოსაცმელი,შემდეგ კი მაისური და შორტის ხსნის პარალელურად ბალახზე დააწვინა გოგონა.კოცნიდა მთელი გრძნობითა და განცდებით.მთლიანად ივსებოდა მისი არსებონით და ფილტვებს ლიკას სასიამოვნო სურნელთ ავსებდა.
-ლიკუ,მიყვარხარ,მიყვარხარ,ჩემო ლამაზთვალება...კიდევ ერთხელ ჩასჩურჩულა გოგოს და მის ყურის ბიბილოს ვნებიანად დასწვდა.
-მე რომ მიყვარხარ,მაგას თქმაც არ უნდა...ხმაწართმეულმა,სვენებ სვენებით გასცა პასუხი ქალს და ახლა თავად ეამბორა მის მოშიშვლებულ მკერდს...
სასიამოვნოდ გაატარეს საღამო.ულამაზეს ბუნებაში,ერთმანეთის გვერდით.ტკბებოდნენ ერთმანეთის ალერსით და სულაც არ ფიქრობდნენ იმ მომავალზე,რომელიც მათ უამრავ წინაღობას უმზადებდა.ბოლოს ანიმ გოგონას ტაო დაყრილი სხეული რომ შეიგრძნო სწრაფად წამოაგდო ფეხზე და ავტომობილში ჩააგდო.სახლში საკმაოდ გვიან მოუხდათ დაბრუნება.ნაზი ბებოს უკვე ეძინა.ლიკას ცემინება აუტყდა,ამიტომ გოგონებმა ჩაის მომზადება გადაწყვიტეს და ღუმელთან კომფორტულად მოკალათდნენ.მშვიდათ მოათავსა ლიკამ თავი ანის მხარზე და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.ანი კი დიდიხანს უყურებდა მძინარე გოგონას და ბედნიერი იყო,სრულიად უმიზეზოდ.ბოლოს მასაც ჩაეძინა.



№1  offline წევრი zak

Tu kidev vinme kitxulobt,minda gitxrat,rom kompiuteri famifuchta,amitom shemdegi tavis dadebas karga xans ver shevdzleb.
Siyvarulit zaki

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent