შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 14


19-11-2015, 21:55
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 755

-გახსოვს რომ მთხოვე კიდევ ჩამიხუტეო,აი კიდევ ჩაგიხუტე.სულელო!,-გაეცინა,-ახლა ის დროა სახლში მიმიძღოდე და ყავას მიდუღებდე,-მეუბნება გაბადრული გამომეტყველებით.
-ბოდიში,მაგრამ შენს დაპატიჟებას არ ვაპირებ,-მივუგე გაღიმებულს და ჩემი ნათქვამის მერე დასერიოზულდა.
-ასე მიხდი მადლობას?-ჩაიქნია ხელი,თითქოს ჩემით უკმაყოფილო იყო.-მე მეგონა ცოტათი დავიმსახურე შენი პატივისცემა,-მითხრა შეწუხებულმა და თავი გვერძე მიატრიალა,რაღაცას დაჟინებით დააცქერდა,ცოტახანს დუმდა მერე კი თვალებში ჩამხედა,ხელები ძლიერად ჩამკიდა და სევდიანი გამომეტყველება მიიღო,-მიყვარხარ მარიამ!-იმხელა ხმაზე იყვირა,შევხტი შიშისა და მოულოდნელობისგან მთელი სხეული ამიკანკალდა,მისმა ყვირილმა გამაბრუა და ფეხები მომეკვეთა.ასე მეგონა ენა გადამეყლაპა გაფითრებული და დამუნჯებული უძრავად ვიდექი,-გაიგე ადამიანო,აღარ შემიძლია უშენოდ,გესმის?-მაღალ ხმაზე საუბრობდა,-დიდხანს უნდა ვიტანჯო?არ დაიღალე შენი საქციელით?თუ გეტყვი რომ იმ ღამით არაფერი მომხდარა და მოგატყუე-მეთქი დამშვიდდები?!რა გავაკეთო,რომ
-რა?-ტუჩებზე ავაფარე ხელი,-არაფერი მომხდარა-ავყვირდი მეც.
-არა,-დამიყვირა,-მოგატყუე,თუმცა მე რა შუაში ვარ თავად გეგონა რომ,რადგან უხეშად მოგექეცი,შენთან სექსიც მექნებოდა?-ამ ყველაფერს მაღალ ხმაზე ამბობდა.
-გაჩუმდი,სახლში ავიდეთ აქ ამის სალაპარაკო ადგილი არაა,-ხელი მოვკიდე და სადარბაზოში შევიყვანე.,-ყველაფერი ამიხსენი-მივუგე,როდესაც ლიფტში შევედით და ჩემს სართულს მივაჭირე.
-თუ გეტყვი მაპატიებ?-დაიმედებულმა შემომხედა.
-ახლა ისე ვარ.მინდა მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს.
-მეც ჩამოგყვები. . .
-ასე ძალიან. . .
-სიგიჟემდე,მარიამ!,-ისეთი ვნებით აღსავსემ მითხრა გული ამიფანცქვალდა.მასთან ყოფნის დროს პირველად ვიგრძენი გულის აჩქარება.ისეთი შეგრძნება მქონდა, ადიდებული ზღვა კლდეს ასკდებოდა თითქოს.
სახლის კარი შევაღე,ისეთი გრძნობა დამეუფლა,ვითომც არაფერი მომხდარა,მაგრამ შეგრძნებები მალევე გამიქრა,როცა ისიც შემომყვა,ჩემს უკან მყოფი,ზუსტად ისე მოძრაობდა როგორც მე,სადაც წავედი ყველგან წამომყვა.
-დაჯექი,-ვთხოვე დაღლილმა,მანაც უხმოდ შეასრულა ჩემი თხოვნა და დაჯდა.
-თავხედი ვარ,რადგან მაინც პატიებას გთხოვ. . .
-ხომ თქვი არაფერი მომხდარაო
-ხო,ასეცაა,მაგრამ მანამდე ხომ ცუდად მოგექეცი,არაკაცივით ვიქცეოდი.
-კარგია რომ აღიარე მაინც
-რას?
-რომ არაკაცი ხარ
-რა ცუდი ბედი გქონია არა?არაკაცს შეუყვარდი,თანაც ძალიან.
-არ გიშველის
-მე რომ ვიცი მიშველის?ცოლად რომ მოგიყვან მიხვდები როგორი მზრუნველი და ყურადღებიანი ვარ,-გაეღიმა და დივნის საზურგეს მიეყრდნო,-დღე არ გავა ჩემზე როარ იფიქრო და ღამე ისე არ დაიძინებ როარ მაკოცო.
-ასე მგონია სხვაზე ლაპარაკობ,-ვამბობ სიცილით და მოშორებით,მის პირდაპირ მდგარ სავარძელში ვჯდები.
-სიტკბოვ,რით ვერ გაიგე რომ ღმერთმა ნეკნი ამომაცალა და შენ მოგცა,მე და შენ ერთი სხეული ვართ,რამდენიც არუნდა ეცადო,შენი შეცდომით გავლილი ყოველი გზის ბოლი ჩემთან მოგიყვანს.
-ყავა გინდა?
-კი,უშაქრო.ისედაც დავტკბი ერთი სულიერის ცქერით.
-კარგი,-ზანტად წამოვდექი და სამზარეულოში გავედი.ღმერთო ჩემო გაბრიელს ყავას ვუდუღებ,სად ხარ მარიამ,რა გემართება,ნუ თუ გჯერა უკვე მისი და ეგუები თქვენ არსებობას ცოლ-ქმრობაში.არა.ყავას დალევს და წავა,დიდხანს არ გაჩერდება.
-მალე, ძვირფასო!-გამომძახა მისაღებიდან,ეტყობა სიცოცხლე მობეზრდა,თორემ ძვირფასოთი არ მომმართავდა.
-მომაქ,-მივუგე და ყავა ფინჯაში დავასხი.ფრთხილად ავიღე და გავიტანე.მის წინ მდგარ მაგიდაზე დავდგი და ისევ ჩამოვჯექი სავარძელზე.
-მაცოცხლებს თუ მომკლავს?-სიცილით ამბობს და ფინჯანს ხელში ფრთხილად იღებს.
-ალბათ მოგკლავს,-ვეუბნები და ვიღიმი,თან ხელებს სახეზე ვიფარებ,არ მინდა დაინახოს რომ მისმა ნათქვამმა ღიმილი მომგვარა.
-ხელები ჩამოწიე,ღიმილი გიხდება,-მითხრა და ყავა მოსვა,-ნორმალურია,-თვალს მიკრავს.
-ანუ გადარჩები. . .
-ალბათ-ამბობს ვარაუდით,-ჯერ ყველაფერი წინაა,-ისევ სვამს,თან ოთახს ათვალიერებს,-ლამაზია,-ამბობს და ფინჯანს მაგიდაზე დგამს,-რამდენი წიგნებია,დავიჯერო ყველა წაგიკითხავს?
-რა თქმა უნდა,-ვამბობ თავდაჯერებული და წიგნების კარადას ვუყურებ,მართლაც რამდენი წიგნი მქონია,ამაზე ახლა დავფიქრდი.
-საინტერესოა,წარმომიდგენია,რა ფანტაზია გექნება გახსნილი
-არც ისე,წიგნები გვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში
-მერე იპოვე საკუთარი თავი?
-ძიებაში ვარ,შენ ნაპოვნი გყავს შენი თავი?
-არ დამიკარგავს და შესაბამისად არც პოვნა დამჭირებია.
-საკუთარი თავის ძიება,დაკარგვას და ხელახან პოვნას არ ნიშნავს.
-ვიცი რასაც ნიშნავს,-იცინის და დივნიდან დგება,როგორც იქნა ჩვენს შორის ადამიანური დიალოგი წარიმართა.-ახლა წავალ,ძალიან დაგვიანდა,შენც გეძინება,დაღლილი ხარ,-მომიგო და შემოსასვლელისკენ წავიდა,მეც გავყევი რომ როდესაც გავიდოდა კარი მიმეხურა.-მშვიდობით,მარიამ!,-მომიგო მან და გავიდა.
-მშვიდობით!,-ვთქვი,როდესაც კარს ვხურავდი,მაგრამ ის ისევ დაბრუნდა,-რა მოხდა?,-ვკითხე მე.
-რაღაც დამავიწყდა,-შემოვიდა ისევ,მოულოდნელად მომკიდა ხელი და ჩამიხუტა,ისე რომ ლამის გამჭყლიტა,-აი ეს,-თქვა და ტუჩებზე დამწვდა,ისე მაკოცა ჩემი სულიც აიყოლა და ისე გაქრა სახლიდან,როგორც ორთქლი.



№1  offline წევრი amaru14

Gamagijebs es bichi magaria gaagrdzel<3

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

amaru14
Gamagijebs es bichi magaria gaagrdzel<3

მადლობა <3,აუცილებლად!!!
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

გაბრიელზე მაბოდებს love love ოდესმე დიდ ნოყიერ თავს მაღირსებ?:დ

 


№4  offline წევრი Firefly

მომწონს გაბრიელიი ძალიან ♥
--------------------
M.T

 


№5 სტუმარი darina

Iseti sayvarelia gabrieli, magram mainc mabnevs.

 


№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

sameone crazy girl
გაბრიელზე მაბოდებს love love ოდესმე დიდ ნოყიერ თავს მაღირსებ?:დ

ალბათ გაღირსებ ;დდ <3
♥მარიამი♥
მომწონს გაბრიელიი ძალიან ♥

მეც :დდდ
darina
Iseti sayvarelia gabrieli, magram mainc mabnevs.

რატომ?
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№7  offline წევრი ♡EPICLOVE♡

აუ გაბრიელი არ მევასება მე დემეტრე მიყვაარს და რა ვქნაა
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra sayvarelia es bichii male dade raa

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დემეტრე არ ჩამოვიდეს ეხლა და ყველაფერი არ ჩააშხამოთ თორე გავაფრენნ :( ისე მიყვარს მე გაბრიელის და მარიამის წყვილი და მაფანატებს, რაღაც აუხსნელად საყვარლები არიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent