შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 13


18-11-2015, 21:11
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 749

რამხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.ნუ თუ კიდევ სჯერა რომ მისი ცოლი გავხდები ამას გონებაშიც კი არ დავუშვებ მე გაბრიელის ცოლი?!მის სახლში რომ არ ვიყო გულიანად ვიცინებდი.
-ოცნებას არავინ გართმევს,-მივუგე და გარეთ გასასვლელი კარი გავაღე.ახლაღა გამახსენდა რომ გზა არვიცი მისი სახლიდან ჩემს სახლამდე როგორ მივიდე.?!მას რომ ვკითხო სიცილად არ ეყოფა,მაგრამ რომ დავიკარგო?.შემამჩია რომ ავღელვდი და მომიახლოვდა.
-რატომ არ გადიხარ?-მკითხა მან და მიმითითა ღია კარისკენ,-გაიყინა სახლი,მალე გადი რომ დავკეტო,-გავბრაზდი და ხმა არ გამიცია ისე გავედი სახლიდან და კარი მიხურა,მე კი სადარბაზოში ვიდექი და ვფიქრობდი,როგორ დავბრუნებულიყავი სახლში,პატარა ბავშვი ხოარ ვარ,მაგრამ მაინც მეშინია,თან დაჩის გუშინდელის მერე არ ვუნახავვარ და ალბათ ნერვიულობს.-შენ რა არ წასულხარ?-მომესმა ზურგს უკან მისი ხმა,-ვერ ხედავ როგორ ცივა? რატო იყინები მალე წადი სახლში,-ფიქრი მაინც მაცადე თორემ არ ვიცი რას გიზამ,უტიფარი ეს,სადარბაზოში ვდგავარ მის სახლში ხოარა,თუმცა რა სულელი ვარ რამ გამომაშტერა,გარეთ გავალ და ტაქსის გავაჩერებ,რატომ ვიმტვრევ თავს და ყველაფრისგან პრობლემას ვქმნი.
-კარგად,-მივუგე გაბრიელს და კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე,უკვე გარეთ ვიყავი,როცა ტელეფონი ახმაურდა და რომ დავხედე დაჩი იყო,-გისმენ!
-სად ხარ?-ხმაში შიში ეტყობოდა,ალბათ როგორ ინერვიულა ჩემზე,-ასე ძალიან გაგაბრაზე?
-მოვდივარ,-მივუგე მოკლედ და გავთიშე.
შეიძლება გარეგნულად არაფერი მეტყობა,მაგრამ შინაგანად ყოველთვის ეიფორიასა და განცდებში ვარ,საზიზღარი კიბოსავითაა ჩემი ფიქრები,რადგან სხეულის ყველა ნაწილს მიტკიებს,არასოდეს ვეძებ გზას საკუთარი სხეულის განკურნებისთვის,თუ კი ოდნავ გადავიხარე მალევე ჩვეულ მდგომარეობას ვუბრუნდები,არც გარემო და არც საკუთარი თავი არ მაძლევს საშუალებას მოვირჩინო ტკივილები,რომლებიც დროთა განმავლობაში ღრმავდება,არადა პირიქით უნდა ვიწროვდებოდეს.დაუსრულებელია ჩემი ფიქრები,მაგრამ დროა ტაქსი გავაჩერო და შინ წავიდე,სადაც ძმა მელოდება,ნაწყენი,გულნატკენი.
რამდენიმემ გამოიარა,მაგრამ დაკავებულმა ვატყობ კიდევ მომიწევს ლოდინი,თითქმის ნახევარი საათი და ძლივს მორიხინებს ძველი პაპაჩემის დროინდელი მანქანა და გავაჩერე.ჩემი მისამართი ვუთხარი,როცა დავჯექი და მშვიდად მოვკალათდი.
-ასე შორს როგორ აღმოჩნდით?!
-ხდება ხოლმე,-მოვუჭერი მოკლედ იმ იმედით რომ აღარაფერს მკითხავდა
არ მიყვარს ზედმეტად ცნობისმოყვარე ტაქსის მძღოლები სანამ მიგიყვანენ მთელი შენი ბიოგრაფია და ფეხის ზომა რომ იციან.მე ალბათ ყველაზე არასასურველი მგზავრი ვარ,რადგან ხმას თითქმის არასდროს ვიღებ.
ორი საათი გზაში ვიყავი 10 წუთი კიბეებზე და როგორც იქნა ქოშინით შევედი სახლში.
-მოხვედი?-გამოვიდა დაჩი
-თუ მარიამს მხედავ ესეიგი მოვედი,-შევეცადე მისი სერიოზული გამომეტყველება ღიმილით შემეცვალა.
-სად იყავი?-მკითხა მან.
-ბარში,-ვუპასუხე.თავი გააქნია და წავიდა.წამოვეწიე და ჩემსკენ შემოვაბრუნე,-ცუდი არაფერი მომხდარა.
-შენი გამოხტომები კარგად არასოდეს მთავრდება,-თქვა და ეჭვისთვალით შემომხედა,-რა გააფუჭე,-რატომ ჰგონი რომ რამე დავაშავე,არ მესმის,არ ვარ მისი ნდობის ღირსი?-მეტყვი?
-რა გითხრა რაც არ მომხდარა,-დავიმანჭე,მინდა მივახვედრო რომ ისევ შეცდომაში შედის,თუმცა მას უკვე ჩემი აღარ ესმის და არც უნდა რომ ესმოდეს,სრულიად შეეიცვალა დამოკიდებულება ჩემდამი,რაც დედა გამოჩნდა.კარგი ,თუ ასე ძალიან უნდა წავიდეს და მასთან იცხოვროს,მარტო ყოფნა მომენატრა.
-მარიამ!,-ამოიოხრა,-შენთვის ცუდი არასოდეს მინდოდა,ადრე ყველაფერი ვიცოდი ახლა კი არაფერი,დუმხარ და მითხარი რა არის შენი დუმილის მიზეზი?!
-ძმაო,შეიძლება.მართალი ხარ,მაგრამ ჩემი დუმილი შენმა ქცევებმა გამოიწვია,მე ეს საკუთარი სურვილით არ გადამიწყვეტია,აღარ მიღირს შენთან საუბარი,ყველა ადამიანს ხომ საკუთარი აზრი გააჩნია,მე რატომ უნდა შევიცვალო მსოფლმხედველობა დედაჩემის გამო ან შენს გამო.
-გინდა წავიდე?-მკითხა მოულოდნელად და თვალებში ჩამაცქერდა,-თუმცა რას გეკითხები ჯობია სხვაგან ვიცხვრო,ასე უფრო გვეყვარება ერთმანეთი და და-ძმური სიყვარული უფრო გამტკიცდება,ასე ერთად ყოფნით ყველაფერზე უთანხმოება მოგვდის.
-თუ კი ამაში ხედავ გამოსავალს,მე არ შეგიშლი ხელს,მაგრამ მცდარია წარმოდგენა რომ სიყვარული აღარ არსებობს,ან მცირედია,მე შენ ყველა და-ძმაზე მეტად მიყვარხარ და სულაც არ შემიცვლის ამ გრძნობას შენი ქცევები.
-ვიცი მარიამ!,მაგრამ მაინც ჯობია ცალკე გადავიდე,მიჩვეული ხარ მარტო ცხოვრებას და შენი კერის სხვისთვის გაყოფა არ შეგიძლია,ძალიანაც რომ გინდოდესა,ასე რომ ტაქსის გამოვიძახებ და დროებით ჩემს ძმაკაცთან ვიქნები.
-ვისთან?
-ბესოსთან.
-ჩამოვიდა?,-ბესო დაჩის კლასელი და ჯგუფელია,რომელიც მასთან ერთად იყო უცხოეთში.
-კი,გუშინ,-მომიგო დაჩიმ,-და მითხრა გამომიარეო,ძალიან გაუხარდება მასთან გადასვლა რომ გადავწყვიტე
-ალბათ,რას იფიქრებს ჩემზე,ძმა სახლიდან გამოაგდოო
-სულელო,-ლოყაზე მიჩმიტა,-არაფერსაც არ იფიქრებს,მე მინდა ცალკე ცხოვრება,კაცი ვარ ბოლო-ბოლო,-ახარხარდა.
-ჰმ,რამე ხდება?-შევხედე ეშმაკურად და ძლივს ბედნიერების ნაპერწკალმა გამიარა.
-არაფერი,ხო იცი უშენოდ არაფერი მოხდება,ჩემი ცოლი ზუსტად ისეთი იქნება,როგორიც შენ მოგეწონება.
-ნამდვილად?-ხელი გავუწოდე
-ნამდვილად,-დამეთანხმა და ჩამომართვა,დაპირების ნიშნად და გადამეხვია,ის მაინც ტკბილია ჩვენი ტკივილების და მიუხედავად.მის არსებობა მხდის ბედნიერს და სიცოცხლეს მიხანგრძლივებს,თავიდან ჩემი სახელის გაგონებაც არ უნდოდა თურმე,ლამის სამშობიაროში დაატოვინა ჩემი თავი მშობლებს,მაგრამ მართლა ხოარ დამტოვდნენ რაღა დაჩის არ უნდოდა შემცილებელი ჰყოლოდა.მაგრამ დღეს ნამდვილად ვიცი რომ მას ჩემი არსებობა ძალიან ახარებს.
-მაპატიე,გუშინ ცუდად მოვიქეცი,-ამოვიოხრე გულდაწყვეტილმა
-მეც,-მომიგო მანაც და შუბლზე მაკოცა,-ჩვენ ერთმანეთი გვყავს და არ უნდა ვაძლევდეთ თავს უფლებას,გული ვატკინოთ.
-ხო ჩემო ჭკვიანო!
* * *
დილა გათენდა,როცა სამზარეულოში მიმავალს,დივანზე წამოგორებული დაჩი აღარ დამხვედრია.როცა რაღაცას ვეჩვევით მერე გადაჩვევა გვიჭირს,მაგრამ არის მომენტები,როცა გვინდა თავიდან მოვიცილოთ,მაგრამ რომ მოვიცილებთ ნოსტალგია გვაქვს.დაჩი არ მომიცილებია მისი ნახვა ყოველწამს შემიძლია,მაგრამ შეგუება მიჭირს რომ ჩემს სახლში მარტო მე ვსუნთქავ,მარტო მე ვწვები დივანზე და მარტო მე მიკავია პულტი ხელში,არადა დრო იყო ჩემი თავის მეტს არავის ვიღებდი სახლში,მარტოობაც მიჩვევაა,მაგრამ ძალიან მარტივია მიეჩვიო სხვასაც და მარტობაა გაქრება მიჩვევის წესიდან.საღამოხანს ავიბარგე და სამსახურში წავედი,საშინლად ციოდა და ქარი ქროდა,შემოდგომა თითქმის მიიწურა და წინასწარ ვგრძნობ რომ სუსხიანი და ქურქიანი ზამთარი გვექნება,სიცივისგან ცხვირი მეწვის უკვე.ძლივს მივედი მაღაზიამდე,უფრო სწორად ქარმა მიმიყვანა და კარი მომიხურა,ამჯერად რამდენი კონსულტანტი მუშაობდა და გახარებული მეც შევუერთდი.
* * *
ასე ათი საათი იქნებოდა სამსახურს რომ მოვრჩი და წამოვედი სახლში ტაქსით,რომელშიც რუსული ესტრადა ჟღერდა და მძღოლი ღიღინებდა,ცოტაც და ჩემი ყურები ყვირილს დაიწყებდნენ,მალე რომ არ დამეტოვებინა ჩემი კორპუსიდან ოდნავ მოშორებით,ღამით სიარული რაცარუნდა საშიში იყოს მიყვარს,ის ისეთი იდუმალი და ამოუცნობია,ძალიან კი ციოდა,მაგრამ მაინც გადავწყვიტე ფეხით მევლო სახლამდე.
* * *
-რა ქალი ხარ!-მომესმა ხმა და შემდეგ ხარხარი,-შეგახრამუნებდი,-შიშმა ამიტანა და ნაბიჯს ავუჩქარე,ხმა რამდენჯერმე განმეორდა და მე უკვე ცრემლები მცვიოდა,-რატომ გარბიხარ,მაინც დაგეწევი,-ძალიან ახლოს მესმოდა ვიღაცის ხრჩიალა ხმა და ხელის სეხებაც ვიგრძენი მხარზე და ავყვირდი,უცხოს შევუტრიალდი და ჩანთა ჩავარტყი რამდენჯერმე,ის კი მოიფუზა და ცდილობდა აეცილებინა,მალევე გამომეცალა ძალა ხელებში და ამით ისარგებლა,ხელი ჩამავლო და კედელთან მიმათრევდა,ვკიოდი და ვწიოდი,მაგრამ კაციშვილი გარეთ არ იყო,ჩემი ხმა არავის ესმოდა.
-გამიშვი!-ფეხებს ვურტყავდი,ვკბენდი,მაგრამ ხელს მაინც არ მიშვებდა,უკვე ძალიან ცუდად ვიყავი,ლამის გული წამსვლოდა,ცრემლები მცვიოდა და მთელი სხეული მიკანკალებდა,როცა უკნიდან ვიღაც მოგვეპარა და მანიაკს თავში რაღაც ჩაარტყა,მან გონება დაკარგა და მიწაზე მუხლებით დაეცა,მე შეშინებული გამოვეცალე მათ და მოშორებით კუთხეში მივიმალე.
-მარიამ!-ძალიან მეცნო მისი ხმა,-მარიამ!-გაიმორა მან და მე ვერ მივხვდი როგორ გადამეხადა მისთვის მადლობა,გავიქეცი და ძლიერად ჩავეხუტე.-შე გადარულო,ამ დროს გარეთ რა გინდა,-მიხუტებდა და ვგრძობდი როგორი შეშინებული იყო თავადაც.
-მადლობ!-ვთქვი ძლივს გულაჩქარებულმა,-შენ რომ არა,არ ვიცი რას გავაკეთებდი
-დამშვიდდი,ხო ხედავ უჩემოდ ვერაფერს აგვარებ,-გაეცინა.
-ზედმეტი არ მოგივიდეს,-მივუგე მე.
-გახსოვს რომ მთხოვე კიდევ ჩამიხუტეო,აი კიდევ ჩაგიხუტე.სულელო!



პ.ს აუცილებლად გამოხატეთ თქვენი აზრი.მადლობთ რომ კითხულობთ.მიყვარხართ მე თქვენ.



№1  offline წევრი amaru14

Dzalian magaria gaagrdzele<3

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan magaria yochag

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent