შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი... ქალღმერთი (11)


19-11-2015, 22:08
ავტორი ერკე
ნანახია 1 947

ქალის კივილმა შეძრა ტყე. უგვარდი მთელი ორი საათი სრულ სიჩუმეში დაბოდიალობდა, ისიც კი იფიქრა, რომ დაიკარგა, მაგრამ არ ნებდებოდა. ახლა კი გარკვევით ესმოდა ქალის ხმა, რომელიც საშველად იხმობდა.
-მიშველეთ! - სამხრეთიდან მოდიოდა ხმა და მეფეც იქითკენ გაეშურა. მიუახლოვდა ადგილს, საიდანაც ქალის გამაყრუებელი კივილი მოისმოდა და იქვე ჩაიმალა. დიდ ჩაღრმავებულ ადგილას დაბანაკებულიყო ექვსი კაცისგან შემდგარი ჯგუფი, კარვები ჩაედგათ, ცხენებიც დაებინავებინათ და იარაღიც ცალკე ეწყო. გამოცდილმა თვალმა მაშინვე შენიშნა ყველაფერი. გარშემო კი მთასავით ამაღლებულიყო რამდენიმე მეტრის რადიუსში ნიადაგი. შემთხვევის ადგილი უზარმაზარი კომეტის დაცემის ადგილს უფრო ჰგავდა, სადაც მთელ პერიმეტრზე მრგვალი ღრმული დაეტოვებინა, თუმცა აქა-იქ ქვების გარდა კიდევ ბალახებიც ამოსულიყო და ყვავილების ნაირ-ნაირი არჩევანი სილამაზით აფრთიანებდა მთელ ტყეს.
-მიშველეთ! - კიდევ დაიყვირა განწირული ხმით ქალმა. სულ ექვსნი იყვნენ, ქალის ჩათვლით შვიდი. ქალი ძირს იწვა, მაგრამ არა ნებაყოფლობით. ორი მამაკაცი აკავებდა ზემოდან, ორს ფეხებში მოეკიდა ხელი და ძალით გაეშლევინებინათ. სრულიად შიშველ ქალს ერთ-ერთი მამაკაცი ზედ ეწვა შარვალჩახდილი და მეექვსე კი დარაჯად აქეთ-იქით იყურებოდა. ფრთხილად ჩაცურდა მეფე, რადგან ქალის გადარჩენა უნდა ეცადა. ამასთან ის უნდა დარწმუნებულიყო, რომ არავის შეემჩნია. ჯარისკაცებს არ ჰგავდნენ, უფრო ყაჩაღებს, რომელთაც ხმლები განიერ ხესთან მიეწყოთ. ერთს ხელი დასტაცა უგვარდმა. ხმაზე ყველამ თავები მისკენ მიაბრუნეს, მაგრამ გვიან იყო. სწრაფად მივარდა მეფე ფეხზე მდგარს და ფეხში დაჭრა. შემდეგ ხელებში ჩავლებულ ორ კაცს მიხედა. ერთს წიხლებით შესდგა, მეორეს კი მუცელში გაუყარა ხმალი. დანარჩენები გონს მოეგნენ, თავიანთ ხმლებს დასტაცეს ხელი და მეფეს და გოგონას ალყა შემოარტყეს. შარვალჩახდილი მამაკაცი ცდილობდა ცალი ხელით აეწია შარვალი, ცალით კი ხმალი დაეჭირა და ბრძოლისთვის ვითომ მზადყოფი ბასრი მზერით გაჰყურებდა ახალმოსულს.
-ჰეი... ვინ ხარ? - ჰკითხა ერთ-ერთმა, მაგრამ პასუხის ნაცვლად, ოდნავი ყურადღების მოდუნებისას მაშინვე მივარდა კაცს, რომელიც გოგონაზე ძალადობდა და ერთი მარტივი მოძრაობით დააგდებინა ხმალი. ისევ მოიქნია და ყელში გაუსვა, სისხლი თქარა-თქურით წამოუვიდა და განრისხებულ მეფეს ესეც კი არ მოეჩვენა ცოტად და ხმალი მუცელში ღრმად შეუყარა, კაცი მოწყვეტით დაეშვა და ძლივს გასაგონად ამოიხრიალა. ამაზე ერთ-ერთმა შეჰყვირა. მეფემ იფიქრა, მისთვის ძვირფასი უნდა ყოფილიყოო, მაგრამ მას შეეძლო ყველა გაესტუმრებინა, რადგან მათ ადამიანებად არ თვლიდა. ისინი პირუტყვები იყვნენ, გოგონას სისუსტით სარგებლობდნენ და ექვსივე ზედ დასცხრომოდა. საშინელი იყო მისი ხვედრი, მაგრამ ქალბატონი ახლა უსაფრთხოდ იქნებოდა, რადგან არ დაუშვებდა რამე დამართნოდა.
ვინც წამოიყვირა, მაშინვე ეცა მეფეს. ხმალი მოუქნია, მაგრამ ოსტატურად დაუხვედრა თავისი. ამასობაში ფეხში დაჭრილიც წამოდგა და ხმალთან მიიჭრა. უგვარდი გაბრაზდა, მე სიცოცხლე შევუნარჩუნე და არ მოვკალი, ის კი ასე მიხდის სამაგიეროსო, გაიფიქრა, შემდეგ კი თავის თავს შესძახა, უნდა მომეკლა თავიდანვეო.
წინ ორი კაცი ედგა, უკან კიდევ ერთი. დანარჩენები ძირს იწვნენ, მკვდრები. ყურადღება დაძაბა მეფემ და ერთად მდგარ ორ ახმახს თავს დაესხა. საოცრად იცილებდა მათ მოქნეულს და გამეტებით უტევდა. ერთი ღრმად დაჭრა მკლავში, მეორეს წიხლი ჰკრა მუცელში და ძირს დააგდო, რადგან დაინახა უკნიდანად როგორ უახლოვდებოდა მესამე. შემოტრიალდა და მაშინვე ხმალი კისერში გაურჭო, რაც მისთვის სიკვდილის გამოტანის სასჯელზე უარესი იყო. მეფეს არაფერი მოეკითხებოდა, მისი თვალები ცეცხლებს აფრქვევდნენ, რადგან უსამართლობა ხდებოდა და ეს ყოველთვის აღიზიანებდა მას. გოგონას ქვითინი ექოს გამოსცემდა და მთელ ტყეს ედებოდა, რაც ცოტა გონებას ურევდა უგვარდს, თუმცა მაინც მკაცრი და შეუვალი მზერით გადაავლო თვალი მის წინ ძლივს ჩამომდგარ ახალგაზრდებს, რომელთაც ბრძოლაც კი არ იცოდნენ წესიერად და მხოლოდ სუსტი სქესის დაჩაგვრა თუ ეხერხებოდათ.
-აპ...აპა..აპ. - გაფრთხილებისმაგვარი ტონი გაისმა, როცა მებრძოლებმა ისევ შეტევაზე გადასვლა დააპირეს. მეფე მზად იყო ამისთვის, თუმცა მეტი სისხლის დაღვრა არ სურდა და ორივეს თანაბრად უღერებდა ხმალს. ორივე ადგა და უკანმოუხედავად გაიქცა, ერთ-ერთს კი, რომელიც მხარში იყო დაჭრილი უჭირდა აბობღება და მეორე მხრიდან გაიქცა, ერთადერთ სწორ ბილიკზე, საიდანაც ცხენებით შემოვიდნენ.
ბრძოლის დასრულების შემდეგ უფრო გარკვევით გაიგონა გოგონას უტყვი ქვითინი და მასთან მივიდა. - ახლა უსაფრთხოდ ხართ მშვენიერო. - ხელი გაუწოდა, რომ წამოეყენებინა. თან გვერდით გაიხედა, უხერხულად არ ეგრძნო თავი, თუმცა მაინც მოასწრო მისი შიშველი სხეულის შეთვალიერება. იმდენად ლამაზი და მომხიბვლელი იყო, პატარა პირი-სახით, მაგრამ მიმზიდველი ღიმილით, თუმცა ეს ძალით გაღიმება უფრო იყო, რადგან ღიმილის სურვილი ნამდვილად არ ჰქონია. კაცმა თითქმის თვითონვე იგრძნო მისი ტკივილი და ძალიან შეწუხდა. სულაც არ ნანობდა, რომ დაეხმარა. ყოველთვის რისკავდა საყვარელი ადამიანებისთვის, ან გასაჭირში მყოფებთათვის, რადგან ფიქრობდა, ვისაც დახმარება სჭირდება, ის აუცილებლად მართალი იქნება, მაგრამ სუსტი, ძლიერი კი ყოველთვის ჩაგრავს სუსტს და ეს კარგი ჰგონია, მაშასადამე ძლიერის ნდობა ამ შემთხვევაში არაფრით არ შეიძლებოდა, მეფე ყოველთვის დაჩაგრულს ენდობოდა და დახმარების ხელს უწვდიდა, ის კი ახლა ულამაზესი და უმშვენიერესი არსება იყო, რომელიც ოდესმე სადმე გადაყრია. მეფემ იქვე დაყრილი ტანსაცმელი აიღო და მიაწოდა, ისე რომ არ შეუხედავს მისთვის. ქალმა ჩაცმა დაიწყო.
თან მოსთქვამდა. - როგორ უნდა ვიცხოვრო ახლა? - კითხვის თვალები შეანათა კაცს და ცრემლები გადმოყარა. უგვარდი მიუახლოვდა, თითქოს მოაჯადოვეს ისე მიიკრა გულზე გოგონა და ცრემლი თავისი ტანსაცმლით მოსწმინდა. კაცს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. გაგულისებულმა ულამაზესმა სხეულმა მის წინ დაიწყო ცქმუტვა, მის მკლავებში ირწეოდა და სიგიჟემდე მიჰყავდა ქალს.
-ცხოვრება გრძელდება ლედი. - თავი დაუკრა და ცხენისკენ ანიშნა. - წამომყევით, ახლა უსაფრთხოდ ხართ. მე ვიზრუნებ თქვენზე.
-საით გიჭირავთ გზა? - ტირილით ჰკითხა ქალმა.
-ლავერში... იქ კარგად მიგიღებენ.
-მადლობა, მაგრამ ჩემით მირჩევნია წავი...
-საშიშია. ისინი კიდევ შეიძლება დაბრუნდნენ, ასე რომ აქედან დროზე უნდა წავიდეთ, მარტო არ გაგიშვებთ. მითხარით სად მიგიყვანოთ... - დათმობაზე წავიდა უგვარდი.
-წასასვლელი არსად მაქვს. - თვალები კაცს შეანათა მიმზიდველად და მეფე ლამის იქვე ჩაიკეცა. - ოჯახი არ მყავს, სრულიად მარტო ვარ, მე გამაუპატიურეს და... და... არა, სიცოცხლე აღარ მინდა.. - ტირილს მოჰყვა ოდნავ დამშვიდებული კვლავაც.
-არავის და არაფრის გამო არ ღირს თქვენი მშვენიერი სხეულის დამახინჯება. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, არ არსებობს წარსული, რომელიც დავიწყებას არ მიეცემა, თუ გულწრფელი გრძნობებით ივსებიან ადამიანები ერთმანეთის მიმართ. - გული აუჩქარდა კაცს და საშინლად აეწვა მთელი სხეული, როცა გოგონა თავისი ნებით ჩაეხუტა მას. შემდეგ კი ლოყაზე ნაზად აკოცა და ეს კოცნა ყველაზე საოცარი და გამაგიჟებელი იყო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებდა. - რა გქვიათ? - ჰკითხა და ცხენზე შეხტა. გოგონას ხელი გაუწოდა, რომ ცხენზე შეესვა. მან ის მთელი სხეულით ასწია და ცხენზე უკნიდან შესვა. ხელები წელზე შემოეჭდო უგვარდისთვის და ამ უკანასკნელს არაფრით არ სურდა მისგან განთავისუფლება. ზურგზე ნიკაპი ჩამოსდო და ისე მაგრად მოუჭირა ხელები, თითქოს ვიღაცა ართმევდეს მის თავს. ცხელი სუნთქვა კი კანს უწვავდა მეფეს და აგიჟებდა. არ იცოდა ეს რა იყო, რატომ მოსდიოდა ასე მისი შეხებისას, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მასთან სიახლოვისას ვერაფრით ისვენებდა.
-ლავეანდრა... - დანარჩენი სიტყვები ცხენგაქროლილმა ქარმა ჩაყლაპა.
-იცი, რომ ამარნურიანთა სიყვარულის ქალღმერთს ერქვა ასე? - თავი უკან მიატრიალა და ისე ჰკითხა. ო, როგორ აგიჟებდა მისი სხეულის შეხება.
-ნამდვილად. - ხმამაღლა დაიყვირა გოგონამ. - დედაჩემი ამარნურთა ოჯახიდან იყო. - დანაღვლიანებულმა ძლივს წარმოთქვა და კიდევ უფრო მაგრად მოეჭიდა მამაკაცის ათრთოლებულ სხეულს.
-მალე ჩემი ქალღმერთი იქნები. - ჩაიჩურჩულა ისე, რომ ბაგეს არც მოსწყვეტია სიტყვები იქვე ჩაინთქა, სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა ტანში კვლავ. მასში თითქოს ის ცეცხლი ინთებოდა, რაც დიდი ხნის წინ უნდა ანთებულიყო.
აღარც ქალი იღებდა ხმას და თითქოს იდუმალებით მოცული ფიქრებით ირწეოდა მთელი ეს დრო, არც კაცი არ ეშვებოდა თავისი გონების კოშკიდან, საიდანაც გულის ყოველ ფეთქვას უსმენდა და მისი აჟღერებული მუსიკის ფონზე ტკბებოდა მთელი გზა.
მეფემ ცხენი გააჩერა. უკვე ბინდდებოდა, თან ცხენსაც უნდა დაესვენა და მორაკრაკე არც ისე პატარა მდინარესთან ახლოს გადაწყვიტა შეჩერებულიყო. ლავეანდრა მის გადაწყვეტილებას არ შეწინააღმდეგებია, ის მამაკაცის ძლიერ ნებას დამორჩილდა და ცხენიდან ჩამოხტა. წინ დიდი ცდუნებებისთვის უნდა გაეძლო უგვარდს, შეძლებდა კი? ამ კითხვას უსვამდა საკუთარ თავს, თუმცა არ იცოდა ნამდვილად თუ ეყოფოდა ნებისყოფა და თავს შეიკავებდა. გოგონა მის ხელში იყო, თუმცა საშინელი სტრესისგან იხსნა, საშინელი ხვედრისგან, რომელიც შეიძლებოდა სიკვდილითაც დასრულებულიყო. ის კი მოჯადოებულივით იწევდა მისკენ. მისი სილამაზე და ნარნარი სხეული აგიჟებდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო და საიდანაც არ უნდა ყოფილიყო ძალიან უნდოდა სწორედ ის გამხდარიყო მისი დედოფალი და ამისთვის ყველაფერზე წავიდოდა. ამ გრძნობას უკვე არქმევდა სიყვარულს, უკვე გული ეწვოდა და მისი ხელების სითბოს კვლავ გრძნობდა, როცა ცხენიდან თვითონაც ჩამოხტა.
ცხენს წყალი დაალევინა და იქვე ხესთან მიაბა. მამაკაცი ქალთან მივიდა.
-მე წავალ, შეშას მოვიტან, ცეცხლის დანთება დაგვჭირდება და იქნებ რაიმე მოვინადირო კიდეც. - გოგონამ თავი დაუქნია და გაუღიმა. მისმა სილამაზემ გაიბრწყინა მეფის გონებაში და მოჯადოებულივით მონუსხა.
-კარგი. - ტკივილიან ღიმილში იყო მაინც სიხალისის მცირე მარცვალი, მაგრამ მეფე ატყობდა, რომ ჯერ არ მოშუშებოდა ის ჭრილობები, რისი გადატანაც მოუხდა. ანდა ასე მალე, როგორ მოუშუშდებოდა. წუხდა მის გამო, სტანჯავდა ფიქრები, მას ძალიან უნდოდა თითოეულის მოკვლა, დასახიჩრება, წამებით, ნაწილ-ნაწილ აჩეხვა, თუმცა თავის დაუნდობელ და საშინელ სურვილთა მდინარეს გაუძლო და ვინც გაქცევა მოახერხა ცოცხლად გაუშვა. ამას არც კი ნანობდა, არ უყვარდა ხალხის ხოცვა ტყუილად, მხოლოდ მაშინ როცა ეს აუცილებელი იყო და სხვა გზა არ ჰქონდა. მაგრამ არც მოძალადეებს სწყალობდა. საშინლად გაღიზიანდა კვლავ ამის გახსენებისას, თუმცა არ შეუმჩნევია და როცა მიტრიალდა ისევ ქალის უნაზესი და ტკბილი ხმა გაიგონა. - მეც აქვე ვიქნები. მას მერე... მას ... რაც მოხდა ბანაობა არ მაწყენდა. - მეფემ თავი დაუქნია, ცხენზე გადაკიდებული მშვილდი აიღო, რაც ცხენს მოჰყვებოდა და გოგონას გაეცალა. მას მხოლოდ ის ტანჯავდა, რომ უფრო ადე ვერ შეძლო მისი გადარჩენა, სანამ ყველაფერი უკვე გვიან არ იქნებოდა.
სიმღერის ტკბილი ჰანგები არღვევდნენ ტყის სიმშვიდესა და ჩიტების ჭიკ-ჭიკით განებივრებულ ბუნებას. დაეფიცებოდა, რომ ანგელოზივით ხმა ჰქონდა და იმდენად სიამოვნებდა, რომ ათრობდა კიდეც. ესეც მინიშნება, წაბორძიკდა და რვიანივით გაიარა რამდენიმე ნაბიჯი. გულში კი თბილად ეღვრებოდა და უმწიფდებოდა გრძნობები.
დღის ბოლოს, მოსაღამოვებულზე, მაინც წასძლია სულმა უგვარდს და ბანაობისას სრულიად შემთხვევით, თუმცა მაინც თვალმოუცილებლად სიამოვნებაში შესული აკვირდებოდა ახალგაზრდა ქალბატონს, ულამაზესი სხეულის პატრონს, რომელიც შიშველი იდგა ნაპირზე და იცვამდა.



№1 სტუმარი black

Zd zd ...es axlandeli azrit nishnavs zdarovas magram sinamdvileshi "zgvis done"a shemoklebuli:Dmgoni saintereso inpormacia mogawode:Dh,h sakaipo tavi iyo dzaan..bravoo..

tashs gikrav batono giorgi(erckemydass25)

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Zd zd ...es axlandeli azrit nishnavs zdarovas magram sinamdvileshi "zgvis done"a shemoklebuli:Dmgoni saintereso inpormacia mogawode:Dh,h sakaipo tavi iyo dzaan..bravoo..

tashs gikrav batono giorgi(erckemydass25)

კიდევ ერთი ახალი თავია, და შეგიძლია იხილო ბატონო შავო :დ
დიდი მადლობა ცუნცულ love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline მოდერი nicol

ErckeMydass25
black
Zd zd ...es axlandeli azrit nishnavs zdarovas magram sinamdvileshi "zgvis done"a shemoklebuli:Dmgoni saintereso inpormacia mogawode:Dh,h sakaipo tavi iyo dzaan..bravoo..

tashs gikrav batono giorgi(erckemydass25)

კიდევ ერთი ახალი თავია, და შეგიძლია იხილო ბატონო შავო :დ
დიდი მადლობა ცუნცულ love


ერკეს მოდერის სტატუსი აქვს, რაღა გააჩერებს აწი wink
გადამრევ შენ მე, როგორ ახერხებ ასე სწრაფად წერას? belay
კითხვაშიც კი ვერ გეწევი wink

შენით აღფრთოვანებული თინა ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

დიდი მადლობა ყველაააას love ძალიან მიხარიხართ <3
კითხვაში ვერავინ ვერ მეწევა wink ორმაგად ვმუშაობ :დ კიდევ მინდოდა დამეწერა მესამე თავიც, მაგრამ აი ის უკვე მაგრად დამეზარა ;დ თან ვიფიქრე ჯერ ეს ორი წაიკითხონ და მერე დანარჩენსაც დავწერ-მეთქი wink
ხოდა აი ახლა ორი დავდე :D
კი გავიგე სამი სიახლის დადება შემძლებია, მაგრამ მესამე ვეღარ გავქაჩე მაპატიეთ sad
მე შენ მიყვარხარ თინავ ქალო <3
შენც სალო <3
ძალიან ქარგები და საოცრები ხართ და თბილები :*** ჩემი ერთგული მკითხველების სია უნდა შევადგინო და მერე საჩუქრები დავარიგო wink
თქვენ გამო თუ საგიჟეთში წავალ, იცოდეთ ეს სიხარულის საგიჟეთი იქნება <3
ძალიან მიყვარხართ!!!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5 სტუმარი black

ErckeMydass25
black
Zd zd ...es axlandeli azrit nishnavs zdarovas magram sinamdvileshi "zgvis done"a shemoklebuli:Dmgoni saintereso inpormacia mogawode:Dh,h sakaipo tavi iyo dzaan..bravoo..

tashs gikrav batono giorgi(erckemydass25)

კიდევ ერთი ახალი თავია, და შეგიძლია იხილო ბატონო შავო :დ
დიდი მადლობა ცუნცულ love

hHaaha mashineb:|cuncul?!h,h gadaob??iumori orazrovani??h,h Kai kai:Dcuncull h,h

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

უცხოპლანეტელ გონიერებას რისი უნდა შეეშინდეს ;დ შეშინება არ მიფიქრია :D :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent