შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯნური მთვარე


17-10-2015, 18:10
ავტორი მეამეა
ნანახია 3 127

ნაღველნარევი ღიმილი ჰფენდა მის სპეტაკ სახეს,
მას არასოდეს ჰყვარებია გრძნობის გამხელა,
ორომტრიალი ტრიალებდა პატარა გულში
და ერქვა მთვარე იმ პატარას, მას მეტსახელად.
იგი მთვრალია, სიყვარულის შარბათით მთვრალი
და დაბარბაცებს მარტოდმარტო ეულად ღამე,
უცებ წააწყდა ერთი ხის ქვეშ ლამაზ ქმნილებას,
მისი ბაგე გაბანგულა, არ უთქვამს რამე.
მარგალიტივით მანათობელი ქალი დგას ხის ქვეშ,
მარტო არ არის, მას თან ახლავს თვისი რჩეული,
და ბერხეწ მუხას შეაფარეს მათ იქვე თავი,
ორნი არიან, მხოლოდ მთვარე იყო ეული.
და სილამაზემ დააბნია მთვარე ძლიერი,
გულშიც რაღაცამ შეუტოკა მას უცაბედად,
იგრძნო მიჯნური რომ შეიქმნა იმ ქალის მიერ,
მაგრამ შიშობდა არ რგებოდა იგი მას ბედად.
ეჭვიანობაც კი დაიწყო მან იმ ყმაწვილზე
და უცაბედად ის გულცივი მათ შორის ჩადგა,
მიზნად ესახა მოშორება თვისი მეტოქის,
მის გულს საშიში და ბოროტი ფიქრები ადგას.
გათენებისას უბნელდება გულის ნაწილი,
ვეღარა ტკბება სიყვარულით და სილამაზით,
და იწყევლება მეტოქეზე დაუფიქრებლად,
ყოველ ღამე კი აღივსება ძლიერ სიბრაზით.
ასე გრძელდება რამდენიმე თვე, დრო იწელება,
ვნებით აევსო მოთმინების ფიალა მთვარეს,
ის გაბოროტდა და ბუნების ძალით დაწყევლა,
განუდევნია ვაჟის სული მას იმ ბნელ ღამეს.
გახარებული იცქირება მთვარე ზეციდან
და იგი შეძრა იმ ღამიდან ქალის კივილმა,
მარგალიტივით აღარ ენთო, ქალი გაცივდა,
დაისადგურა მის ცივ სულში ბევრმა ტკივილმა.
იმ ღამის შემდეგ შავი ემოსა მთვარის მიჯნურსა,
თავისუფალი დაბარბაცებს ის ყოველ ღამე,
ვერ მიმხვდარიყო რატომ დარჩა ამ ქვეყნად მარტო,
ზეცას აღაპყრო თვალები და შენიშნა მთვარე.
მთვარემ თვალებში ვერ შეხედა, სინდისი ქენჯნის,
და მთვარის შუქზე აპრიალდა ქალის ცრემლები,
ზიზღით შეხედა ქალმა მთვარეს და ბრალი დასდო,
წაიბუტბუტა:- წყეულიმც იყავ, რისთვის მევლები.
ქალმა იმ ღამეს შეიძულა წყეული მთვარე,
რა დაავიწყებს, კვლავაც ახსოვს მიჯნური თვისი,
დარჩა ის მარტო, მაგრამ არასდროს იქნება მთვარის,
დანაშაულად ჩაეთვალა მითვისება მას გრძნობა სხვისი.
და მარტო დარჩა ამ ქვეყანაზე ეული ქალი,
რატომღაც მთვარემ უსამართლოდ დაადგა თვალი,
ერთმანეთისთვის არ შეუქმნია ისინი ბედსა,
ქალი დაეძებს თავის მიჯნურს, იმ ერთადერთსა.


პ.ს. მეამეა- 12.01.2005 წ



№1  offline მოდერი ლილიანა

მაკუშ შენია?
ბრავო
❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი მეამეა

ლილიანა
მაკუშ შენია?
ბრავო
❤❤❤❤❤❤



ჰოო ინ :*

 


№3 სტუმარი black

Dzaaliiiaaan momewooonaaa:*kai xar sxva ra gitxra?! :*

 


№4  offline წევრი მეამეა

black
Dzaaliiiaaan momewooonaaa:*kai xar sxva ra gitxra?! :*



დიდი, დიიდი მადლობა :)

 


№5  offline წევრი მეამეა

eremar
ცოტა შემაშინა:) მაგრამ მაინც კარგიაა love love love



მადლობა შეფასებისთვის. :* მთვარის ადგილას სხვა მიზეზი წარმოიდგინე, რაც დააშორებდა წყვილს, სულ ესაა :* :))

 


№6 სტუმარი black

Piriqiit madloba aseti kargi ro xaaar :*da velodebi sxva leqsebs da ravi :D

Mec vwer leqsebs da momewona sheni leqsii:*

 


№7  offline წევრი მეამეა

black
Piriqiit madloba aseti kargi ro xaaar :*da velodebi sxva leqsebs da ravi :D

Mec vwer leqsebs da momewona sheni leqsii:*



პერიოდულად შემოგთვაზებთ აუცილებლად :* მომცა სტიმული შენმა კომენტარმა. შენც გაგვიზიარე რასაც წერ, სიამოვნებით წავიკითხავდი :*

 


№8 სტუმარი black

Madlobaaa shemotavazebistviis arvici vnaxot:D

Amieridan sheni x stumari viqnebii da aba shen iciii;)

 


№9  offline წევრი მეამეა

eremar
მეამეა
eremar
ცოტა შემაშინა:) მაგრამ მაინც კარგიაა love love love



მადლობა შეფასებისთვის. :* მთვარის ადგილას სხვა მიზეზი წარმოიდგინე, რაც დააშორებდა წყვილს, სულ ესაა :* :))

ჰოდა, მერე მთვარის კი არ შემშინებია მე :)))))



:)))

 


№10  offline წევრი მეამეა

black
Madlobaaa shemotavazebistviis arvici vnaxot:D

Amieridan sheni x stumari viqnebii da aba shen iciii;)



გაიხარე და დაველოდები შენს ნაშრომებს აუცილებლად :*

 


№11 სტუმარი qeti

ძალიან კარგი იყო, მომეწონა :*

 


№12  offline წევრი მეამეა

qeti
ძალიან კარგი იყო, მომეწონა :*



გმადლობთ :)

 


№13 სტუმარი black

Maladec meaaa amdeni xania gicdiii:/:/sen kidev AR den siaxlees:(magis gamo ukana pajeeebi gadavcxrike da aq giwer sayvedurs da gicdiii

 


№14  offline წევრი მეამეა

black
Maladec meaaa amdeni xania gicdiii:/:/sen kidev AR den siaxlees:(magis gamo ukana pajeeebi gadavcxrike da aq giwer sayvedurs da gicdiii



:)) როგორ გამახარე საყვედურებით რომ იცოდე :)) შევეცდები რამით დაგაკმაყოფილო ამ ჯერზე და მერეც ვიფიქრებ სავარაუდოდ, მადლობა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent