შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი... ნამდვილი კოცნა (12)


19-11-2015, 23:56
ავტორი ერკე
ნანახია 2 225

-ხშირად მგონია, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ, რომ ცხოვრება ის ადგილია, სადაც მუდამ შეცდომები უნდა დაუშვა და გამოსასწორებლად ვერაფერს გახდები. - ძლივს აკანკალებული ხმა ამოიღო ლავეანდრამ და ცეცხლის წინ ჩაიცუცქა. უკვე კარგად ნავახშმევს ძილი მოერია, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა საუბარი სჭირდებოდა, ვინმეს რომ განდობოდა, რაც დაეხმარებოდა თავისი ბედის გადაწყვეტაში. მის გვერდით მჯდარი მისთვის ჩაუწვდომელი და ამოუცნობი, მაგრამ მხსნელი, რომელსაც იმდენად ენდობოდა, რომ შეეძლო თავისი ტკივილების და საკუთარი ცხოვრების მასთან განხილვა.
-ადამიანები ვალდებულნი არ ვართ ვაკეთოთ ყველაფერი სწორად. მთავარია ვაკეთოთ, რასაც ჩვენ ვთვლით, რომ სწორია და ეს გვინდოდეს. ჩვენ არ გვაქვს მესამე თვალი მომავლის განსაჭვრეტად, ან იმის გასაგებად თუ რა არის სწორი და რა არა. ამიტომ ამაზე ფიქრით საჭირო არ არის შენი ცხოვრება ტანჯო, წინ უნდა იხედო და იცხოვრო მომავლოსთვის, საკუთარი თავისთვის და ბედნიერებისთვის.
-როგორ დამამშვიდეთ. - ცოტა ირონიაც გაურია, მაგრამ გულის სიღრმეში მართლა მშვიდდებოდა და საოცრად ეხმარებოდა მასთან საუბარი. - თქვენ ვინ ხართ და საიდან გაჩნდით ტყეში? - გულმოდგინეთ მიაყურადა პასუხს.
-გცივა? - სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, ყოველშემთხვევაში ეცადა მაინც. არ უნდოდა მისთვის ეთქვა, რომ მეფე იყო, თავისი მეგობრის სიტყვები უტრიალებდა თავში, მაგრამ მისი სახე ბუნდოვანი იყო, არც იმ მეგობრის სახელი ახსოვდა, რაც უცნაური იყო მისთვის. „ადამიანებს სიყვარული არ სჭირდებათ, მათთვის მხოლოდ ძვირფასეულობა და ძალაუფლება ფასობს.“ მის ტვინში ფეთქავდა სიტყვები, რომელიც სიმართლესთან ახლოს იყო. მას არ უნდოდა მისი ძალაუფლება შეჰყვარებოდათ, მას უნდოდა ავლა-დიდების გარეშეც კი ჰქონოდათ მის მიმართ გრძნობები, ნამდვილ სიყვარულს ეძებდა და არა ყალბს და რადგანაც გოგონამ მასზე საოცრად მომნუსხველად იმოქმედა, რომ კვლავ ახსოვდა მწველი შეგრძნება, როცა მას ეხებოდა და იგრძნო, საკუთარი ვინაობა სამეფომდე მისვლამდე მაინც ისევ უნდა დაემალა. სამეფომდე კი დიდი გზა იყო. გოგონამ თავი დააქნია. - მოდი ჩემთან. - ხელით ანიშნა უგვარდმა და მშვენიერებაც მისკენ მიჩოჩდა. - ღამე ამ ტყეში საოცრად ცივა. - გოგონა მეფეს ჩაეხუტა და ეს ჩახუტება მისთვის შემაძაგძაგებელი იყო. უზარმაზარი სითბო ჩაეღვარა გულში, მზად იყო მთელი ცხოვრება ასე დარჩენილიყო მასთან და ყოველი მისი გულის ფეთქვა შეეგრძნო, მაგრამ იცოდა ეს ყველაფერი დილით დამთავრდებოდა. იცოდა, რომ ისევ შეშინებული იყო მშვენიერი ასული და სწორედ ამიტომ მისცა ნება მას მიკვროდა და მის კალთაში ჩამჯდარიყო... დიახ, ლავეანდრა მუხლებზე დაუჯდა და უგვარდმა მას ხელები მაგრად მოხვია, თითქოს არ სურდა, რომ საერთოდ ხელი გაეშვა. - აქ, როგორ აღმოჩნდი? - ისევ უხერხული დუმილი დაარღვია უგვარდმა. - თუ არ გინდა ამაზე საუბარი ნუ მომიყვები. ვიცი რთული...
-ჩშუუუ.. - ნაზად უთხრა და ტუჩებზე თითი მიადო მეფეს. სრულიად დაუარა ტანში ჟრუანტელმა და მისთვის ეს ისეთი შვება იყო, რომ არასდროს არ ჰქონდა განცდილი. მისთვის რაღაც ახალი იყო სიყვარულის ტკბილი ნაყოფის მოწყვეტა, ახლა კი ნამდვილად, სრულყოფილებით სავსე სიყვარულის, რომელიც მხოლოდ გარედან არ იყო ნამდვილი, როგორც ლეას შემთხვევაში. ლეა... მასზე ფიქრები მაინც არ ანებებდნენ თავს და დანაშაულის გრძნობისგან მანამ ვერ განთავისუფლდებოდა, სანამ ცოცხალს არ იხილავდა. - მე თექვსმეტ წლამდე მშობლებთან ვიზრდებოდი, ორივე მყავდა, დედაც და მამაც, ასევე ჩემი საყვარელი ძმაც, რომელიც ჩემზე დიდი იყო. სამეფოს, საიდანაც წამოვედი ყველაფრის შემდეგ, კარზე უცხო სამეფოს ჯარი მოადგა. მამაჩემი საბრძოლველად მოხალისეთა სიაში ჩაეწერა და მაშინვე აიღო იარაღი და აბჯარი აისხა, ჩვენთან ეს ყოველი მამაკაცის დანიშნულება იყო. დედაჩემი ბევრს ევედრებოდა, მაგრამ არაფრის მოსმენა არ სურდა, ჩემი ვალია თქვენ დაგიცვათო. - მწარედ ამოიგმინა, ძალიან სტკიოდა გახსენება, მაგრამ ფიქრობდა იქნებ ასე მაინც მომეშვას ტვირთი გულიდანო, პირველად ჰყვებოდა ახლა მათზე და ტკივილთან ერთად შვებასაც გრძნობდა, რომელიც ლოდივით ეხსნებოდა მის გულ-გონებას. თითქოს ტკივილს მამაკაცსაც უზიარებდა და ამით თვითონ მსუბუქდებოდა. - ჩემი ძმაც ამ ბრძოლას შეეწირა, დედაჩემი კი დარდს და ნერვიულობას გადაყვა. - ცრემლებს გასაქანი მისცა და ნიაღვარად ჩამოუვიდა თვალებიდან. - მე კი თავგადასავლების საძიებლად წამოვედი. სწორედ ამ ძიებაში გადავაწყდი იმ პირუტყვებს. ჯერ ოქრო შემომთავაზეს მათთვის სიამოვნების მისანიჭებლად. - სათქმელში ტკივილი და ბოღმა გაურია, სიძულვილი. - არ დავთანხმდი, ისინი არ მეშვებოდნენ. ბოლოს ვიღაცის დარტყმა ვიგრძენი თავში და ტკივილი აი აქ. - ხელი დაიდო დარტყმის ადგილას. - მერე ტყეში გამომეღვიძა. მე ვყვიროდი, ვუძალიანდებოდი, მაგრამ აბა ექვს კაცთან რას გავხდებოდი. თქვენ რომ არ მოსულიყავით არ ვიცი რას მიზამდნენ, თუმცა ჩემი გაუპატიურება... ორმა ნაძირალამ მაინც მოასწრო. - იღრიალა და თავი ხელებში ჩარგო. ამოიქვითინა, აღარ მალავდა საკუთარ ტკივილს, საკუთარ დარდებს, მეტს ვეღარ ითმენდა ტირილის გარეშე.
-ვინც გავუშვი, იმ ნაძირალებს მაინც არ მიუღიათ თავისი საკადრისი. - ასევე გაბრაზებული ტონით თქვა უგვარდმა. - მშობლების გამო ვწუხვარ. უმჯობესი იქნება, რომ აღარ იფიქრო შენ ტკივილზე, ან თუ კიდევ რამე გაქვს სათქმელი ახლავე თქვა და განთავისუფლდე. ეს დარდი ბოლოს მოგიღებს.
-ყველაფერი ვთქვი... ალბათ რაღაც მჭირს, რადგან ყოველთვის ხიფათს ვედები და სულ მე მრჩება ტკივილი.
-ეს არაფერ შუაშია ლავეანდრა. საოცრად ლამაზი ხარ, ლამაზი სახე, ლამაზი სხეული, ლამაზი სული. მშვენიერი ხარ, შენნაირი სილამაზე და ასეთი უნაკლო და მიუხედავად ამ ინციდენტისა, უმწიკვლო და უმანკო სული მაგიჟებს. ჭკუიდან გადავყავარ.... - ენას კბილი დააჭირა, როცა მიხვდა რას აკეთებდა. - მაპატიე, ეს არ უნდა მეთქვა.
გოგონა მოდუნდა, უფრო მეტად მიეხუტა, არ იცოდა რატომ, მაგრამ მასაც სიამოვნებდა უცნობ სიმპათიურ მამაკაცთან ყოფნა და მისი სითბოს შეგრძნება. ამ ლტოლვას სახელს ვერ არქმევდა, რადგან არ იცოდა რა იყო ეს, არასდროს განეცადა მსგავსი რამ, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო თითქოს. - ნუ ღელავ... ყველაფერი კარგადაა. - ცრემლები მოიწმინდა და ახლა გვერდიდან მიუჯდა გოგო, რომ უკეთესად დაენახა მამაკაცის თვალები. - მიჭირდა და გადამარჩინე, მციოდა და გამათბე, მტკიოდა და მომარჩინე, ჩემ გამო თავი საფრთხეში ჩაიგდე, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მიცნობდი. შენ მე გადამარჩინე გესმის? - ამ უსახელო გრძნობებით გაჟღენთილმა ამოქვითინებისგან თავი კვლავ ვერ შეიკავა. მამაკაცმა თავი ააწევინა და ხელებში მოიქცია. თვალებში დაუწყო ყურება და ვერც კი მიხვდა, როგორ მოძრაობდნენ მისი ტუჩები გოგონას ტუჩებისკენ და როგორ მიიწევდა დაუკითხავად წინ. რამდენიმე წამით ერთმანეთს შეახეს ბაგეები. გოგონაც დაჰყვა კოცნაში, მაგრამ მეფემ მალევე მოაცილა ტუჩები. ეს არასწორიაო ჩაიბურდღუნა და მოშორდა. ქალმა თავისუფლება იგრძნო, რომელიც მის ხელებში მოქცეულს საშინლად უჭერდა და მისკენ იზიდავდა. თავისუფლება, თუმცა რატომღაც ეს თავისუფლება არ სურდა. იმ მამაკაცის გვერდით უნდოდა ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცნობდა და არც ის იცოდა, ცოლი ჰყავდა თუ არა. ბედისწერით გადაჯაჭვული ორი გულის ერთობის მკაცრად სჯეროდა.
-რა მოხდა? - შეეკითხა.
-არაფერი. - წამომდგარიყო და უკან მიტრიალებულიყო მეფე. თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, იგრძნო, მთელი სხეული შეიგრძნო, ამდენი ტანჯვის შემდეგ ისეთი ბედნიერი იყო, რომ ვერ აღწერდა. ბედნიერება ეწვია და თვითონ თქვა უარი მასზე, უბრალოდ არ შეეძლო ასე სწრაფად და მოულოდნელად ყველაფრის გაკეთება. სხვა მიზეზი არ ჰქონია, გარდა იმისა რომ ეს არასწორი იყო. ერთი დღე იყო, რაც იცნობდა, მხოლოდ ერთადერთი დღე და მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე შეყვარებული იყო, მაინც ვერ იტყოდა დანამდვილებით, რომ გოგოსაც იგივე გრძნობა ჰქონდა. - ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა.
-მიპატიებია. - ჩაიხითხითა ქალმა. ისიც ისეთი ბედნიერი იყო, ყურებს ვერ უჯერებდა უგვარდი, რომ მისი სიცილი გაიგონა. - ხომ ხედავ შენ არ ხარ დამნაშავე. პირიქით, გამამხიარულე. - დაამშვიდა მამაკაცი, მაგრამ როცა მიხვდა რომ მოტრიალებას არ აპირებდა, თვითონ მივიდა მასთან და უკნიდან შემოხვია ხელები. - ისევ შემცივდა. - მოიმიზეზა.
-ჩემი ქალღმერთი ხარ... - მხოლოდ ესღა ამოთქვა და გოგონა გავარვარებულ სხეულზე მიიხუტა. თავისკენ მისწია, რომ ისედაც არარსებული მანძილი მათ შორის კიდევ უფრო მეტად შეემცირებინა და ტუჩებში ვნებამორეულმა კვლავ აკოცა. მეფეს არ სჯეროდა, სიზმარი ეგონა, მაგრამ სიზმარში ასე ცხადად შეგრძნებებით გაბრუება შეუძლებელი იყო. ვეღარც სიცივეს გრძნობდა და ვეღარც ვერაფერს, მისი სხეული მას ეკუთვნოდა. მისთვის ყველაფერი იმდენად არარეალური, თან ამავე დროს საოცრად რეალური იყო, რომ ჯერ ასეთ ერთმანეთისგან საპირისპირო გრძნობებს არასდროს მოეცვა მისი არსება და შეშინდა. მასთან სიახლოვეს არ შეუშინებია, უფრო ერთად მოწოლილ და ამოხეთქილ ვნებას, რომელიც ქალის შეხებისას უფრო და უფრო ემატებოდა.
ლავეანდრაც საკუთარ თავს ვერ სცნობდა, სითამამით ამაყობდა კიდეც, რადგან მის გულშიც ისეთი ცეცხლი ბობოქრობდა, რომ ვერ აეხსნა რა იყო ეს. მისთვის ახალი გრძნობები იყო, რაც არასდროს გამოეცადა, მამაკაცის უსუსურობა კი აგიჟებდა და როცა მის ბაგეებს მოსწყდა და გატრიალდა რა იგრძნო მაშინ? ტკივილი, იმედგაცრუება. თითქოს ყველაფერი დაკარგა ერთ წამში, კაცის ნდობა, მისი გრძნობები და საერთოდ ყველაფერი, რაც კი სჭირდებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ იყო ასე, რატომ ვერ იმორჩილებდა საკუთარ თავს, თუმცა ეს სითბო, რაც კაცის სხეულიდან მოდიოდა, სიყვარულის სურნელი აგიჟებდა და ჭკუას უკარგავდა. მისი გული კი ისე ძგერდა, თითქოს წამსაც კი უსწრებდა და კიდევ უფრო მეტად აპირებდა, რომ გადაესწრო.
ის ღამე, ერთად მიკრულებმა, ვნებებით სავსემ ერთმანეთის სიყვარულში გაატარეს. აღარ ფიქრობდნენ არაფერზე ერთმანეთის სითბოს გარდა, მხურვალე ხელებს უჭერდნენ ორივე, რადგან ასე გამთბარიყვნენ და ტკბილად გადაშვებულიყვნენ ქარიშხალში. სიყვარულის ნაპერწკალმა ორივეს წამზე უსწრაფესად გაუელვა გონებაში და ეს სასიამოვნო ღამე, ერთმანეთში ჩაშვებულებმა იგრძნეს. შეიგრძნეს სიყვარულის გემო.
მეფე უგვარდს ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, თითქოს ხელახლა დაიბადა და ახლიდან გამოსცადა ყველაფერი. მასთან გატარებული ღამე, მისთვის სიყალბიდან გამოსვლასა და ნამდვილ სიყვარულის მორევში გადაშვებას ნიშნავდა. შეგრძნება, რომელიც მას ეუფლებოდა, მთლიანად აღძრავდა მასში უფრო მეტის სურვილს.
მეფეს თავად ეწვია სიყვარული, სიყვარულის ქალღმერთის სახით.

__________
ესეც მეთორმეტე თავიი... მართალია შევცდი, რომ ერთი თავი დარჩა მეთქი, მაგრამ იმედი მაქვს მაპატიებთ...



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

Salo me
Cota ucnauria ase mcire droshi sheyvareba magram ucnauri mgoni is uproa mxolod es rom meucnaura amdeni ucnaurobebis shemdeg rasac wina tavebshi shevxvdit, es ratqmaunda vixumre. Ise ki arachveulebrivad kargi xar

ზღაპარია მაინც wink თუმცა ერთი ნახვით შეყვარებაც ხომ არსებობს :დ რა თქმა უნდა ორივე მოიცვა სიყვარულის უტყვმა განძმა... თან არ დაგავიწყდეს, რა უთხრა ერკე მიდასს... მინდა ნამდვილი სიყვარული ვიპოვნოო, ხოდა .... მოკლედ ყველაფერს არ გავშიფრავ :D მცირედი მიდასის დამსახურებაცაა :დ ეს გამომდინარეობს თორე მომავალში ნამდვილად არ შეგხვდებათ ეს ფაქტი.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2 სტუმარი black

Zd Kai iyoo dzaan mamiewona:D

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

ეს პატარა იყო!
არ გეკადრება ეგ შენ!
უცებ ჩავიკითხე!
ოჰ...
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Zd Kai iyoo dzaan mamiewona:D

ზღვის დონიდან იყო კარგი? :დდდ მადლობთ :D
წითური გოგონა
ეს პატარა იყო!
არ გეკადრება ეგ შენ!
უცებ ჩავიკითხე!
ოჰ...

რა ვქნა, უკვე დასასრულს უახლოვდება და ზომაც კლებულობს :D
ბოდიშით love და დიდი მადლობა <3 ძალიან მახარებთ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent