შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი... შავი ჯადოქარი (7)


11-11-2015, 00:06
ავტორი ერკე
ნანახია 2 294

ეგონა ბურუსში იყო გახვეული. სიბნელის ღრმა ფენა ეკრა გარშემო, ვერაფერს ხედავდა და დარწმუნებულიც არ იყო, რომ თვალები გახელილი ჰქონდა. მუდმივად ფიქრები... არა, ფიქრებიც კი შეწყდა და თითქოს ძილში ჩაეშვა. მღვიძარე ძილში, სიზმარგათანგულმა კი მწარედ გამოიღვიძა.
ისევ მაქსი. სიზმარში მისი შავი სილუეტი დაინახა, მაქსი მისკენ მიიწევდა, კი არ მიიწევდა მიფრინავდა, მას შიში იპყრობდა და ფეხებს ვერ ამოძრავებდა. ბოლოს მაქსიმი შავ ჯადოქრად გადაიქცა. ამ კოშმარმა გამოაღვიძა. საზარელი იყო მისი ბედი, მაგრამ თითქოს ახლიდან დაიბადა სინათლის დანახვისას და მწარედ აღმოხდა.
-ჩშუუუუ... - გვერდიდან გაისმა ნაცნობი ხმა. ორთავიანი არსება ისე საწყლად მიებათ მყარ კედლებს, უცნაური ძალიან დიდი და შავი ბორკილებით, რომლებსაც სიშავე ანათებდა და ბრწყინავდა, რომ წამით შეეცოდა კიდეც მეფეს, მაგრამ თვითონაც სტკიოდა ხელები, საშინლად ეწვოდა კანი და ექავებოდა, აგიჟებდა ის ფაქტი რომ ტყვედ ჩავარდა და ამას საკუთარ თავს აბრალებდა. ერკე მიდასი დროზე უნდა ენახა, მაგრამ გაჩერდა, შავმა ჯადოქარმა კი მიაგნო მას.
მეფემ აქეთ-იქით გაიხედა კვლავ, რაიმე ხელჩასაჭიდის მოძიება სურდა, რაც დაეხმარებოდა თავის დაღწევაში. უნდა მოენახა გამოსავალი, გადარჩენილიყო და ყველაფერი დაესრულებინა, ერთხელ და სამუდამოდ. მას სძულდა ბოროტება, მას სძულდა შავი ჯადოქარი, რომელმაც მოუკლა ცოლი, თუმცა მთელი ჯაჭვი დაუდგა წინ, რომელიც მას შემდეგ მოხდა. მეფეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღო სამეფოების გაერთიანების და ლეა არ მოეყვანა ცოლად, თუ ლეა ერკე მიდასთან არ გააგზავნიდა თავის მეჯინიბეს, სატრფოს ყველაფრის დასავიწყებლად და შემდეგ ჯადოქარი თავის საყვარელ ადამიანს არ წაართმევდა, ვერასდროს მიხვდებოდა რა საშინლად მოექცა ქალს, ვერასდროს გაიგებდა როგორ დაუნგრია ცხოვრება და არ ეცდებოდა მის გამოსწორებას. არასდროს წავიდოდა ამ რისკზე, სრულიად მარტო და არ მოხვდებოდა შავ ჯადოქართან. მისთვის ეს ბედისწერა იყო, ბედი რომელიც აღსრულდა, ყველაფერი ერთმანეთს მიება და მისთვის დადგა ის მომენტი, რომელსაც დიდხანს ელოდა. შავ ჯადოქართან შეხვედრა.
თუმცა ვერ წარმოედგინა ეს შეხვედრა ასეთ ვითარებაში, რომ ის დაუცველი იქნებოდა, საკუთარი ხმლის გარეშე.
ისინი ბნელ გამოქვაბულში იყვნენ, წყლის წვეთების ხმა არღვევდა სიჩუმეს და ორთავიანი არსების საწყალობელი მოთქმა, როცა ის უძლური იყო და ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ასეთი ძლევამოსილი, მაგრამ დაუცველი და შეკრული, როგორც უმწეო ლეკვი, არაფრის გაკეთების სურვილით აღტყინებული. მკრთალი შუქი პირდაპირ მიჰნათოდა ტექტოკონუსს და მის გაბრძოლებას კარგად ხედავდა უგვარდი. ცდილობდა თავი დაეღწია, თავისუფლებას ელტვოდა, ხან წინ იქაჩებოდა, ხან გვერდებზე გადაქანდებოდა და ბორკილებს ძლიერი ხელით თავისკენ სწევდა გასაწყვეტად, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მეფეც დანებდა.
***
-სად ვართ? - ცნობისწადილით და მხოლოდ დემონსტრაციისთვის კიდევ ერთხელ გაიბრძოლა მეფემ და ისე იკითხა. არ უნდოდა ხმაში შიში შეჰპარვოდა და რაც შეიძლებოდა ბოხი და მკაცრი ხმით თქვა.
-შავ ჯადოქართან... სწორედ აქ არის ჩემი შეყვარებულიც. - დაიწყო მშვიდად მარცხენა თავმა და მისკენ შებრუნდა.
-ყველაფერი აქ დამთავრდა არა? - დანანებით დახარა თავი მეფემ. - ჩემი მისია, ჯერ არდაწყებული უკვე დასრულდა.
-მისია? რა მისია? ამაზე არაფერი გითქვამს.
-ხო... ხო... რისთვის შემოხვედი ცეცხლოვან ტყეში? - ახლა მეორე თავმა ჰკითხა და მხარი აუბა მარცხენა თავს.
-ჩემი სამეფოს გადასარჩენად. - ამაყად განაცხადა, აქაოდა ყველაზე მამაცი ვარო, მაგრამ გამომეტყველებაზე მხოლოდ იმედგაცრუება ეწერა, ტკივილი და წარსულის სევდა, რომელსაც ლეასთან მიჰყავდა. - შავმა ჯადოქარმა მოაჯადო...
უნდოდა ეთქვა, მაგრამ გამოქვაბულში, მათგან მოშორებით გრუხუნი გაისმა და შეზანზარდნენ. სინათლე გაქრა. ბნელი შემოიჭრა და მაშინვე იგრძნო ორივემ. გაჩუმდნენ, უნდოდათ გაეგოთ რა ხდებოდა, მაგრამ არაფერი ჩანდა. გამოქვაბულში, აქა-იქ ამოშვერილი სტალაქტიდები უზარმაზარები იყვნენ და ძალიან ბასრპირიანიც, ადამიანის წამოგება და ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. კიდევ მოათვალიერა. კედელზე, მის გვერდით პატარა ღრმული დაინახა, მაგრამ შემდეგ ცოტა კიდევ რომ წაიგრძელა თავი, დაინახა რომ საკმაოდ ღრმა იყო და შესაძლოა კიდევ ერთი გამოქვაბული იყო ამ გამოქვაბულში... „იქნებ აქედან გასასვლელია?“ - თავის თავს ჰკითხა და თავი მხნედ იგრძნო. ცხვირში მწარე სუნი უღიტინებდა, კვამლის და კიდევ რაღაცის, რასაც ვერ არჩევდა. ისეთი მწარე იყო, ეგონა სადაცაა გავითიშებიო, მაგრამ გონებას არ ჰკარგავდა. არც წარსულს არ იხსენებდა, ახლა საღი გონება უნდა შეენარჩუნებინა, უნდა ეფიქრა როგორ შეიძლებოდა თავის დახსნა, რითი უნდა გაემარჯვა შავ ჯადოქარზე უბადრუკ მეფეს, რომელმაც თავისი სამეფოც კი ვერ დაიცვა, ხოლო მას ერკე მიდასიც კი ვერ მორევია ამდენი წლის განმავლობაში.
ის დაიცავდა? განა შეიძლებოდა დაეცვა მაშინ, როცა მან საკუთარი თავის რწმენა დაკარგა? ყოველთვის სჯეროდა, რასაც აკეთებდა სწორი იყო, ამას მის გვერდით უხილავი დამხმარის არსებობას აბრალებდა, გრძნობდა როგორ ედგა გვერდში, ეხმარებოდა და ამით სწორ გადაწყვეტილებებსაც იღებდა, სწორად მართავდა სამეფოს, მაგრამ თავის სიცოცხლეში ერთადერთი რამ, რასაც ფაქტობრივად კატასტროფად თვლიდა, ეს ლეასთან კავშირი იყო.
არა, მისთვის ლეა ძალიან ძვირფასი ქალი იყო. აღმერთებდა, აგიჟებდა მისი ყოველი სუნთქვა, ყოველთვის შეეძლო გაღიმებოდა მისი წყალობით და ცხოვრება ბედნიერად გაეტარებინა. ერთი ღიმილი მისთვის და ის უკვე ბედნიერი იყო. ლეა საგანძური იყო, ლეა ოქრო იყო, რომელსაც ეგოისტურად მალავდა მიწაში, ის ანგელოზი იყო, რომელსაც მისია დაეკისრა, ხალხის გაბედნიერების. ამ მოგონებებთან ერთად თავის თავს მაინც ვერ პატიობდა. სძულდა საკუთარი თავი, იმის გამო რაც მას გაუკეთა, მაგრამ წარსულს ვერაფრით დააბრუნებდა. აქამდე თუ დარწმუნებული იყო, რომ უკან დაბრუნებისასაც კი ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც ადრე და არაფერს ინანებდა, ახლა საკუთარ ფიქრებშიც კი შეიტანა ეჭვი. ის ყველაფერს შეცვლიდა, ლეასთვის გააკეთებდა ამას და არ მოიყვანდა მას ცოლად, სწორედ ამას ნანობდა ის, არა ლეასთან გატარებულ დროს, არამედ იმას რომ მას ცხოვრება წაართვა, წლები, გულწრფელი ბედნიერება, სამაგიეროდ კი რა მისცა? - მხოლოდ სიყალბე. ყველაფერი სიყალბე აღმოჩნდა, რაც აქამდე შეუქმნიათ, გარდა აირასი. აირა ნამდვილი იყო, ის იყო ყველაზე ძვირფასი ახლა მის ცხოვრებაში და მას არაფრის დიდებით არ ნანობდა, არც არასდროს ინანებდა საკუთარ შვილს.
სიბნელის მიღმა გაიხედა, იმ მხარეს, კედელთან, სადაც შავი სილუეტი აკვროდა სიშავეს და სილუეტი იმდენად მკვეთრი იყო, მაინც გაარჩია. ის ნელ-ნელა უახლოვდებოდა მათ. არ ჩქარობდა, ანდა სად ეჩქარებოდა, ყველაზე საიმედოდ იყვნენ დაბმულნი მისი ტყვეები, საიდანაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ განთავისუფლდებოდნენ.
მისი სუნთქვა ისმოდა. ჩასუნთქვა. ამოსუნთქვა. ისევ ჩასუნთქვა და იმდენად ღრმად, რომ მეფეს ეგონა მთელი ჰაერი შეიწოვაო, ამის შესამოწმებლად კი თვითონაც ჩაისუნთქა, თუმცა ოდნავ გაუჭირდა. ყელში რაღაც ბურთი გაჩხეროდა, გრძნობდა გულის ფეთქვას და იმასაც, თუ როგორ უნდოდა ამოხველება მისიდან და აღარასდროს დაბრუნება მეფესთან. გულს ვერ გაეძლო ამდენი დატვირთვა. არ შეეძლო ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ადრე. ენატრებოდა წარსული და საშინლად ტკიოდა იგი. მზად იყო მომკვდარიყო. მზად იყო გული გაეჩერებინა.
საკმაოდ ახლოს იყო ჯადოქარი.
ბნელმა ამოიოხრა. შემდეგ საფირმო სიცილი გამოაცხო და გადაიხარხარა. გამოქვაბულში ექოდ გაჟღერდა მისი სარკასტული და ზიზღით მოცული ხარხარი, რომელიც მეფეს სუნთქვას უკრავდა და ახრჩობდა.
დღის მკრთალ სინათლემ, გამოქვაბულში შემოღწეულ პატარა იმედის სხივმა ჯადოქრის სახე გაანათა და ხელები რომ არ ჰქონოდა დაბმული მეფეს, უსათუოდ დაეცემოდა, მუხლებზე დაიჩოქებდა და საწყალობლად იღრიალებდა. მერე გამხეცებული მივარდებოდა მის გაციებულ მზერას და სულ დაუნაყავდა ცხვირ-პირს. მაგრამ დაბმული იყო.
ბედის დაცინვა იყო ეს ყველაფერი. გაშეშდა, საშინლად იგრძნო თავი, გონება ებინდებოდა, მაგრამ თავი აიძულა გამოფხიზლებულიყო და შთაეგონებინა საკუთარი თავისთვის, ებრძოლა.
წინ ნაცნობი სახე ედგა, ყველაზე ნაცნობი და მისთვის საოცრად დამამახსოვრებელი სახე, რომელზეც ამ მოგზაურობაში წამოსვლისას არაერთხელ ეფიქრა.
-შენ? - ძლივსღა ამოხდა მისი ბაგიდან გაოცებულის გამომეტყველებითა და ინტონაციით და თავი დაბლა დახარა საცოდავად. უძლური იყო ბედის წინაშე, ფიქრობდა რომ მისი სიცოცხლე სრულდებოდა.
მის წინ მაქსიმი იდგა. ის ბიჭი, რომელმაც ერკე მიდასის შესახებ ყველაფერი უამბო.
-კი, მაგრამ რატომ? - მხოლოდ ეს თქვა. ჯადოქარს თვალები გაუწითლდა და მეფემ გონება დაკარგა.
შორით წყვდიადში ისმოდა მხოლოდ გოლიათის ნაცნობი ღრიალი, რასაც ყველგან იცნობდა. მეფეს ერთადერთი იმედი გადაეწურა, ის აქედან ცოცხალს ვერ გააღწევდა.

__________
მე თქვენ მიყვარხართ...
ვაგრძელებთ ისტორიას.
იმედი მაქვს თქვენი გაოცება მოვახერხე და კიდევ არაერთხელ მოვახერხებ. წინ მაგარი რამეები გელით და მადლობა, ვინც მომყვებით მათ <3



№1  offline მოდერი ლილიანა

უყურე მაქსს? რა დააბოლა უგვარდი? ანუ ის რაც ლეაზე და მასზე მოყვა ტყუილი იყო?
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

ლილიანა
უყურე მაქსს? რა დააბოლა უგვარდი? ანუ ის რაც ლეაზე და მასზე მოყვა ტყუილი იყო?

დანარჩენს გაიგებთ მერვე თავში <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი Thamo :)

ეს ჟანრი ძალიან მიყვარს და მინდა რო კარგი იყოს , ამიტომ გთხოვ არ გააფუჭო და გააგრძელე , ძალიან მომწონს <3 <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

Thamo :)
ეს ჟანრი ძალიან მიყვარს და მინდა რო კარგი იყოს , ამიტომ გთხოვ არ გააფუჭო და გააგრძელე , ძალიან მომწონს <3 <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა love love არაფრით არ გავაფუჭებ <3
ამის პირობას ვდებ ^_^
ახლა ვამთავრებ მერვე თავს და დავდებ მალე <3 <3
როგორ მიხარია, რომ მოგწონთ, ვერ წარმოიდგენთ love საოცრად და ამაღელვებლად მიყვარხართ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

Salo me
გამარჯობაა. მე შენი ერთგილი მკითხველი ვარ salo სტუმრის სტატუსით ვეღარ ვწერდი კომენტარებს და ამიტომ დავრეგისტრირდი. მინდა იცოდე რომ კითხვა არ შემიწყვეტია და ძალიან მომწონს მოვლენების განვითარებაც. მოუთმენლად ველოდები კვანძის გახსნას და ფინალს.

და ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარიხარ love დიდი მადლობა რომ არ მიღალატე wink ვაფასებ, შენნაირ ერთგულ ხალხს <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent