შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება ყოველ წვრილმანში (სრულად)


20-11-2015, 00:06
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 130

ღამის 3 საათია..
რაღაც უცნობი ძალა მაღვიძებს,ძალაუნებურად თვალს ბავშვის საწოლისაკენ ვაპარებ, ვხედავ რომ მშვიდად სძინავს და აუღწერელი ბედნიერება ეფინება ჩემს სახეს.
თუმცა გაღვიძების მიზეზს მაინც ვერ ვხვდები.
მახსოვს სიზმარს ვხედავდი, თუმცა გარკვევით არ მახსოვს რას, ერთადერთი ის რომ ახლადშეღებილი კედლებიდან თეთრი კრასკის სუნს ვისრუტავდი და ვგრძობდი რომ ბედნიერი ვიყავი.
უცნაურია არა? კრასკის სუნიც კი რომ გაბედნიერებს ადამიანს, ბედნიერება ხომ წვრილმანებშია..
სიზმრები ხშირად არ მესიზმრება, თამამდ შემიძლია ვთქვა რომ "ათასში ერთხელ" და ჩვეულებისამებრ არაფერი მხასოვს.
ფრთხილად ვდგები ლოგინიდან რომ მკვეთრი მოძრაობებით ბავშვი არ გავაღვიძო და ნელი ნაბიჯით აივნისაკენ მივიწევ.
გარეთ ნოემბრისამებრ სუსხიანი ჰაერი დაგუბებულა.
თითებს მკლავებზე ვისმევ, რომ ოდნავ გავთბე თუმცა სიცივე ძვალ-რბილში აღწევს და ისევ მამარცხებს.
ფანჯარასთან ოდნავ შემთბარ ატაპლენიას ვეკვრი და თეთრი მეტალოპლასტმასიდან ვათვალიერებ ჩაბნელებულ ქუჩებს.
სულიერი არ ჭაჭანებს და საშინელი მარტოობის გრძნობა მეუფლება.
ისევ შემომიტიეს შენზე ფიქრებმა..
ძალაუნებურად ისევ ამოტივტივდა შენი სურათი ჩემს მეხსიერებაში..ჰო, სწორედ ის ერთადერთი სურათი რაც შენი გამაჩნდა.
უცანურია? ალბათ.. როგორ შეიძლება ეტრფოდე ადამიანს რომელსაც არც კი იცნობ, თუმცა მე ხომ გეტრფი..
ისევე როგორც მაშინ, სულ თავიდან.
ისევ შენი მოწერილი სიტყვები მახსენდება, სიბნელეს თვალს ვუსწორებ და ისევ რაღაც სწყდება ჩემს გულს, მორიგი გრძნობის კაპილარი წყდება და საშინელი სიმარტოვე მთელს სხეულს ეფინება.
გამაჟრჟოლა..
ისევ წარმოვიდგინე შენი ტუჩების სიმხურვალე,რომლებზეც აგერ უკვე მერამდენე წელია ვფიქრობ და ვინ იცის ახლა სად ხარ? ან საერთოდ ხარ თუ არა?
მახსენდება ფეისბუკში ვიღაცის დაპოსტილი სიტყვები " ჩვენ ყველა ოდნოკლასნიკებიდან მოვდივართ" და ამოუცნობი ხმა მახსენებს, რომ ყველაფერი იქ დაიწყო, კომპიუტერის ეკრანს მიღმა..
შენი მოწერილი თითოეული სიტყვა დაზუთხული ლექსივით მახსოვს.
ცუდი ჩვევა დამაჩნდა იმ დროს, შენს მოწერილებს ვორდში ვაკოპირებდი და როდესაც ძალიან მენატრებოდი ვკითხულობდი და ცრემლად ვიღვრებოდი, რა მატირებდა? ეხლაც ვერ ვხვდები.
კიდევ კარგი ახლა გავანადგურე შენთან დაკავშირებული ყველა ძაფი, გარდა სურათისა რომელსაც ჩემი "საოჯახო" ალბომის ბოლო ფურცელი უკავია. თორემ ხომ გავგიჟდბეოდი ალბათ.
ჩვენც ვერ მივხვდით მიმოწერაში როგორ დავუახლოვდით ერთმანეთს, ან უბრალოდ მე მოგეჩვიე, შენ ხომ ისედაც მიცნობდი, (დღემდე გაურკვეველი რჩება ჩემთვის ეს საკითხი)
თუმცა გაცნობიდან მეორე დღესვე მახსოვს შენი მოწერილი "მიყვარხარ" და ვიცი, რომ შენს წარმოდგენაზე ისევ გააპობს ღიმილი ჩემს ბაგეებს და ისევ ვიგრძნობ,რომ უზომოდ ბედნიერი ვარ.
ხელებს მონოტონურად ვუსმევ ატაპლენიას და ფიზიკურთან ერთად სულიერადაც ვთბები.
უცნაური აზრები მიტევს.
წლების წინ რომ ეთქვათ რამოდენიმე წელში შვილი გეყოლებაო კარგად გადავიხარხარებდი 13 წლის ბავშვი და მერე ალბათ დავივიწყებდი.
ზოგჯერ მთელი ცხოვრება ილუზია მგონია.
მგონია რომ გავიღვიძებ და ისევ სკოლაში წასასვლელად გავემზადები, რომ ჩემი ონავარი კლასელი ისევ მაჩუქებს 5 თეთრიან წითელ ფრეშბოლს და მეც მადლობას მოვუხდი, ისევ გაუხარდება და გაკვეთილის დამთავრებამდე თვალს არ მომაშორებს..
ჩემი სინანულის გრძნობა ზედაპირული და პირობითია, სინამდვილეში არ ვნანობ რომ ადრეულ ასაკში გავთხოვდი , რომ შემდეგ გავშორდი და სულ მალე ჩემი გოგონა 2 წლის გახდება.
ვიცი სინანული ვერაფერს შეცვლის და სიმართლე რომ ვთქვა არც ველი რაიმეს შეცვლას.
ასე მგონია თუ რაიმეს ვინანებ ამით ჩემს შვილს მივაყენებ შეურაცხყოფას.
ვფიქრობ და ვხვდები , რომ მე ბევრად უფრო ბედნიერი ვარ ვიდრე ჩემი თანატოლი გოგონები, რადგან ჩემი ბედნიერება წამიერი კი არა სამუდამოა და მიუხედავად ყოველდღიური რუტინისა მაინც სასიამოვნოა.
ჩემი 18 წლის ყოფის მანძილზე იმაზე ბევრად მეტი გამოვიარე და შევიცანი რაც შეიძლება 30 წლის ქალს არ გამოევლოს.
და ისევ მორიგი ბედნიერების სხივები მიცავს ,რადგან შორიდან მკრთალად მბჟუტავ ბურთულას ვხედავ ,რომელიც დაახლოებით ნახევარ საათში მთელს ქალაქს გაანათებს და ვხვდები რომ მორიგ ფიქრებში ისევ თავზე დამათენდა.
მზეს ომახიანად ვეგებები და მიუხედავად უძილობისა შესანიშნავ განწყობაზე ვდგები, რადგან დილაა და დროა ჩემს შვილს საჭმელი მოვუმზადო, მე ხომ ასე მაბედნიერებს მასზე ზრუნვა.
თვალებს ახელს თუ არა ომახიანად ყვირის "დედაა" და ცოტახანში მის გამოწვდილ ხელებს გულში ვიკრავ. განა არის რაიმე ამაზე დიდებული და საოცარი?ნუთუ არაა ეს ნამდვილი ბედნიერება?
ბავშვის ბაღში დატოვების შემდეგ ყურსასმენებს ვიკეთებ "song from secret garden" ვრთავ და გრძელი ქუჩის დაღმართებს მივუყვები და ვგრძნობ რომ სეირნობაც კი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.
თავისუფლების მეტროს განსწვრივ ქუჩას მივუყვები და თავისუფალ სკამზე მჯდომი ასე 15-16 წლის ბიჭების დისკუსიას დაინტერესებული ვუგდებ ყურს.
-არასდროს მოვიყვან განათხოვარ ქალს ცოლად. დანასავით მესობა გულში სიტყვები ,მაგრამ უფსკრულიდან ამოსულ სიტყვას "დაიკიდე" გონზე მოვყავარ , სახეზე ღიმილს ვიკრავ და ვხვდები ,რომ იმ "გასათხოვარ" გოგოებზე ბევრად უფრო მაღლა ვდგავარ ,რომლებიც ყოველ ღამეს სხვადასხვა საწოლში ატარებენ. და ქვეცნობიერად ისევ შენზე მეფიქრება, რას არ მივცემდი რომ შენი სხეულის სითბო მეგრძნო, ჩემო პირველო და ერთადერთო სიყვარულო..
ქარი უბერავს და ვხვდები ,რომ წასვლის დროა. ყურსასმენებს ისევ ვიკეთებ და გზას განვაგრძობ.
საღამოს მობილურზე თამის სმს მომდის. "როგორ ხარ?" და მგონია, რომ შენზე უნდა მითხრას რამე, თუმცა ისევ ვცდები. ჩვენი საუბარი ყოველთვის იგივეთი მთავრდება . "მაპატიე , ალბათ შეგაწუხე მასზე კითხევბით, მაგრამ შენ ერთადერთი ხარ ვისაც შემიძლია ამ თემაზე ველაპარაკო".
საპასუხოდ მანუგეშებს და მისი თანადგომა უფრო მაძლიერებს, ის ხომ ერთადერთი სულიერია რომელიც შენთან მაკავშირებს.
მახსენდება მეგობრების წინააღმდეგობა, არავის სსჯეროდა რომ შენ ნამდვილი იყავი და ამაზე საშინლად მტკიოდა გული, ერთხელ ჩემმა საუკეთესო მეგობარმა შეყვარებულს სთხოვა რომ დამლაპარაკებოდა ამ თემაზე.
მერე შენ რომ აგიხსენი ვითარება და სიტუაცია და შეხვედრა რომ გთხოვე გეწყინა, რადგან იფიქრე შენს სიტყვებში ეჭვი შემქონდა, თუმცა ყველაზე მეტად შენ გენდობოდი.
სიმართლე რომ გითხრა თამი რომ არა ალბათ იმასაც დავიჯერებდი რომ სოციალური ქსელის მატყუარა იყავი, რომ ჩემი საბა არ იყავი და მე მოგონილი პერსონაჟი შემიყვარდა. თუმცა ის ფაქტი რომ თამი შენი ბავშვობის მეგობარი იყო დროული და შემწყნარებელი აღმოჩნდა.
ისე წახვედი ესპანეთში ვერ დაგემშვიდობე, 1 წელში ჩემი გაპაარვა ალბათ შენზე შურისძიება უფრო იყო ვიდრე სხვა რაიმე.
და როგორც ყოველთვის, შენზე სიყვარულმა ისევ მსძლია და შურისძიებაც კრახით დასრულდა, რადგნ ვერ გავძელი სხვა მამაკაცის მკლავებში, მე ხომ ასე ძალიან ვნატრობდი შენთან ყოფნაზე.
მახსენდება შენი სიტყვები "არააქვს მნიშვნელობა 1 თვეში, 1 წელში თუ რამოდენიმე წლის შემდეგ, მე ჩამოვალ ფერია, დაიმახსოვრე ჩამოვალ და ისევ ჩემი იქნები". და მართლაც წლები თვალის დახამხამებაში მიილია, 5 წელი ისე გავიდა შენზე ფიქრი არ შემიწყვეტია. უცნაურია არა? არ გყავდეს ნანახი და სიგიჟემდე გიყვარდეს..
ღამე იმაზე მალე დგება ვიდრე ველოდი, შვილს შუბლზე ვკოცნი და ტკბილ ძირს ვუსურვებ.
ვარდისფერ პიჟამოებს ჩემს სხეულზე ადგილს ვუთმობ და ლოგინში ვწვები, წინასწარ ვიცი რომ შუაღამეს ისევ გამომეღვიძება , ისევ ბატარეას მივეყუდები რომ შენი არარსებული კოცნა შევიგრძნო ჩემს კანზე და გაურკვეველ ბედნიერებას ვგრძნობ.
სიამაყით ვიჯგიმები ლოგინში რადგან ვიცი, რომ ჩემსავით ვერასდროს შეგიყვარებს ვერავინ.
და თავს რამოდენიმე საათი დასვენების უფლებას ვაძლევ..

ღამის 3 საათზე, ნოსტალგიისა და ბატარეის სითბოსგან წამოსული სიტყვები. ახლა ალბათ მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან მთელი ჩემი სკივრი მოგონებებისა თქვენ აგკიდეთ .. უღრმესი მადლობა <3



№1  offline მოდერი წითური გოგონა

შინაარსი მომეწონა, მაგრამ შეცდომებიც გქონდა!
პირველ რიგში ეს ჩანახატია!
მეორე- "კრასკა" ბარბარიზმია. "საღებავი" უკეთესია!
იყო სხვა შეცდომებიც!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი Dikunadiko

წითური გოგონა
შინაარსი მომეწონა, მაგრამ შეცდომებიც გქონდა!
პირველ რიგში ეს ჩანახატია!
მეორე- "კრასკა" ბარბარიზმია. "საღებავი" უკეთესია!
იყო სხვა შეცდომებიც!


ხო ვიცი რომ ჩანახატია, უბრალოდ ისტორიებზე რომ ვარ მიჩვეული ჩემდა უნებურად მიმწერეა :( მადლობა შეფასებისათვის, გამოვასწორებ აუცილებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent