შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი ( 5 )


20-11-2015, 16:43
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 384

ყველაზე რთული და მტკივნეული დედა-შვილის შეხვედრა იყო,მიუხედავად ექიმების კონსულტაციისა ლიამ თავი მაინც ვერ აიყვანა ხელში და თათიას წინაშე გულამოსკვნილი ატირდა.გოგონა დაბნეული და შეშინებული ვერ აცილებდა თვალს მის წინ სასოწარკვეთილ ქალს,რომელიც ქვითინებდა.მიუხედავად იმისა,რომ შეხვედრამდე გააფთხილეს ამ ქალის შესახებ თუ ვინ იყო ის მისთვის,მაინც ვერ გაიხსენა მისი სახე.მთელი სხეულით დაჭიმა,თითქოს საკუთარ თავს, რაღაცას აიძულებდა,ენერგია მთლიანად გონებისაკენ მიმართა მაგრამ შედეგად მხოლოდ თავბრუ დაეხვა და საშინელი წვა იგრძნო საფეთქლებთან და არანაირი მოგონებების გახსენება.მიუხედავად იმისა,რომ მის წინ მომტირალ და გულდამწვარ ქალში საკუთარი დედა ვერ შეიცნო,მაინც სიბრალულით განეწყო მის მიმართ,სანდო ადამიანად ჩათვალა,ნელი სვლით წავიდა მისკენ და ნელი მოძრაობით მაგრამ მაინც შემოხვია ქალს ხელები.მერე რა ,რომ ვერ იცნო,იგრძნო,რომ ამ ქალს უყვარდა,სჭირდებოდა და არანაკლებ მასაც სჭირდებოდა მზრუნველოდა და სიყვარული.
-მიცანი შვილო?-თვალცრემლიანი თვალები შეანათა ლიამ იმის იმედად,რომ იქნებ დედა-შვილობამ იმოქმედა მასზეო,მაგრამ პასუხად მხოლოდ უხერხული და დაბნეული ღიმილი მიიღო გოგონასაგან.მან ვერ იცნო.
ქალმა ყველა ახლობელს აუკრძალა საავადმყოფოში მისი ქალიშვილის მონახულება.ექიმის დარიგებით გოგონასთვის რთული იქნებოდა,ამდენი უცნობი " ახლობელის" ნახვა და ესეც ერთგვარი სტრესი იქნებოდა მისი გონებისათვის.
მთელი ეს ხანი პატარა საბას დიასამიძეების ოჯახი უვლიდა.გიგის ოჯახს რათქმაუნდა არ გაუგია ,რომ მათმა რძალმა მეხსიერება დაკარგა,მხოლოდ ის შეიტყვეს,რომ საღ-სალამათი იყო,მოტეხილობისა და ჭრილობის გარეშე და უკვე გონზე იყო.შვილმკვდარი დედისათვის ეს ძალიან მტკივნეული მოსასმენი აღმოჩნდა,მისი შვილი მკვდარი,ხოლო ქალი,რომლის ინიციატივაც იყო იმ ღამით მგზავრობა კი ცოცხალი და უვნებელი.ისეთი სიძულვილი გაღვივდა მთელს ოჯახში თათიას მიმართ,რომ აღარც ის აინტერესებდათ და აღარც პატარა საბა.
თათია ძალიან ჩაიკეტა,თითქოს მთელ სამყაროს გაერიყა,თუმცა სინამდვილეც ეს იყო,მისთვის ყველა და ყველაფერი უცხო აღმოჩნდა.ლიაც უცხო იყო მისთვის,მხოლოდ ის იცოდა,რომ დედად ეკუთვნოდა და ის იყო მისი პატრონი და მფარველი.
-რამდენი წლის ვარ?-ცოტა რამის გაგება სურდა საკუთარ თავზე.
-26.
-გვარი?
-ხალვაში.
-ოჯახში კიდევ ვინ არიან?
-მამა არ გყავს შვილო ავარიაში დაიღუპა წლების წინ,შენ კი დედისერთა მყავხარ.
-რა დროა ახლა?ანუ წელი ,თვე?
-2015 წლის 20 აპრილია,ოთხშაბათი.ამჟამად ბათუმში ვართ.
-ჰო ეგ ვიცი,ექთნების საუბარს,მოვკარი ყური.დიდი ხანია აქვ ვარ?საავადმყოფოში?
-თითქმის ორი კვირაა.
-რატომ აღმოვჩნდი ასეთ დღეში?რა იყო მანამდე?-იქვე სასთუმალთან მოკალათებულ დედას მიუბრუნდა და მოლოდინით და ინტერესით სავსე თვალები შეანათა.
ლიამ ღრმად ჩაისუნთქა,უკვე 1 კვირაა მისგან ამ შეკითხვის დასმას ელოდება და ახლა სწორედ ისე უნდა მოიქცეს და ილაპარაკოს,როგორც თემომ დაარიგა.მხრებში გაიშალა,სკამი უფრო ახლოს მიაჩოჩა საწოლისაკენ და თათიას ხელები მის მტევნებში მოიქცია,ნაზად ეამბორა,გოგონა ჯერ კიდევ უცხოობდა მისგან ასეთ მოპყრობას ,მაგრამ მაინც მორჩილად ხვდებოდა მის მზრუნველობას და სითბოს.
-შვილო ავტოავარიაში მოყევი.
-რატომ?როგორ?მარტო ვიყავი?-საწოლიდან წინ წამოიწია და დედას ცნობისმოყვარე და ცრემლიანი თვალებით მიაცქერდა.
-ავარია სხვა მანქანის ბრალი იყო ,დაგეჯახა,არა მარტო არ იყავი-ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და თითები ნერვიულად მოიფშვნიტა-შენთან ერთად მანქანაში ცოლ-ქმარი იჯდა ბავშვთან ერთად.
-მერე?-გული უცნაურად გადაუქანდა-კარგად არიან?ხომ არაფერი დაემართათ?
-ბავშვი და მამა კარგად არიან,დედა კი დაიღუპა-ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
-დაიღუპა?-არ იცნობდა მაგრამ თვალზე სიბრალულის ცრემლი მაინც მოადგა-საბრალო პატარა,გოგოა თუ ბიჭი?
-ბიჭი,საბა ჰქვია 6 თვისაა.
-პატარა და საყვარელი,რა ლამაზი სახელი ჰქვიებია-ცოტა ხნით ჩაფიქრდა-და ერთად რა გვინოდა?
-შენ მათ ოჯახში ძიძად მუშაობდი,პატარა საბას ძიძად.
-უი მართლა-გულთან ახლოს მიიტანა მუშტად შეკრული ხელები და თვალები ცრემლებმა დაუნამა.
-ჰო შვილო-იმის შემხედვარეს,რომ მის სიტყვებს უპრობლემოდ იჯერებდა ლიას უფრო შეემატა სითამამე და გაბედულება და მეტად გაიშალა მხრებში,ხმის ტონიც უფრო დამაჯერებელი გაუხდა-შენ დაბადებიდან პატარა საბას ძიძად მუშაობდი,შეიძლება ითქვას,რომ შენს ხელებში გაიზარდა,ძალიან გიყვარდა,იმ დღეს სტუმრად მიდიოდნენ და ბავშვის მოსავლელად შენც მიჰყვებოდი,სწორედ მაშინ მოხდა ავარია,სხვა მანქანა დაგეჯახათ და აი ასე დატრიალდა უბედურება-ქალს ნევიულობისაგან ხელები უცახცახებდა.
-რა ჰქვიოდა იმ ქალს?-ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
-ლალი....ლალი ჰქვიოდა, მის ქმარს კი თემო ჰქვია.
-ახლა სად არიან ან როგორ არიან?
-შვილო ამ ამბის შემდეგ თბილისში გადავიდნენ,იქაც ჰქონდათ ბინა......თათი,პატარას ძალიან უყვარხარ.....საბაზე ვამბობ......შენც ძალიან გიყვარდა....აი რომ ნახავ მიხვდები რა სიცოცხლე ბავშვია......რაც დედა დაეღუპა არავის იკარებს,არც ჭამს წესიერად არც იძინებს,ჭირვეული გახდა,ექიმმა უთხა,რომ ისეთი ვინმეს მზრუნველობა სჭირდება ვისაც იცნობს,ახლობელია მისთვისო,მამასთან კი არის ხოლმე მშვიდად მაგრამ,რა ქნას სამუშაო აქვს და სულ სახლშიც ვერ ჯდება,თანამ ტრაგედიის მერე ვერაფერს უდებს გულს,ახლა რასაც გეტყვი კარგად მისმინე-ფეხზე წამოდგა და საწოლთან ჩამოუჯდა,თბილი ხელები მკლავებზე ჩამოუსვა-შვილო თათია ექიმმებმა მირჩიეს,რომ შენ მეხსიერების დასაბრუნებლად კარგი მკურნალობა გჭირდება და ასეთი კარგი სპეციალისტი ჩვენს ქალაქში არაა,თბილისში კი არის,ჰოდა ბატონმა თემომ ეს,რომ გაიგო მთხოვა,რომ სანამ შენ იმკურნალებ და თბილისში ცხოვრება მოგიწევს მათ სახლში დავბინავდეთ,თან პატარა საბასთვისაც მისწრება იქნება,შენ ხომ მისი ძიძა იყავი ,გიცნობს უყვარხარ,შენც გიყვარდა ძალიან,ჰოდა დედა შენ თანხმობას ველოდებით ,შენ თუ თანახმა იქნები ხვალვე წავალთ თბილისში,ბატონი თემო მის სახლში მიგვიღებს,შენ პატარა საბაზე იზრუნებ და დაეხმარები,თავად კი იმკურნალებ და გამოჯამრთელდები.... რას იტყვი შვილო თანახმა ხარ?-ლიას გული გამალებით ბაგი-ბუგობდა პასუხის მოლოდინში,მის შვილს ძალიან კარგად იცნობდა,ძველ თათიას კარგად იცნობდა,მას არ შეეძლო გაჭირვებაში მიეტოვებინა პატარა არსება,მითუმეტეს,რომ ახლა საუბარი მის შვილზე იყო,თუმცა ამ ამნეზის შემდეგ დარწმუნებული აღარ იყო თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მისი ქალიშვილი.
-შენ როგორ ფიქრობ თუ დავთანხმდებით სწორად მოვიქცევით?-დედას ვერ ეძახდა.
-მე ვფიქრობ,რომ კი,ორმხრივი სარგებელია შვილო,შენთვისაც და პატარასთვისაც.
-თუ ასეა კარგი თანხმობა უთხარი-გაუღიმა და სასთუმალს მიაწვა.
-მართლა დე?-ქალი ემოციებს ვეღარ იკავებდა,როგორვც იქნა პატარა საბას დედა დაუბრუნდებოდა,ჯერ ძიძის ამპლუით ,მაგრამ ნელნელა სიმართლესაც ეტყოდნენ.
-რათქმაუნდა -თვალებდახუჭულმა გასცა პასუხი.
-ახლავე დავურეკავ ბატონ თემოს-ქალი ფეხზე წამოდგა ჩანთას ხელი დაავლო და პალატიდან გავიდა.
ალბათ იმაზე საშინელი გრძნობა და მდგომარეობა არ არსებობს ქვეყნად,როცა არ იცი-ვინ ხარ,რა ხარ,ან რისთვის ხარ.აი სწორედ ასეთად გრძნობდა თავს ამ წუთას თათია.მისი მომქედებები მხოლოდ მონოტორული იყო.არც სიკვდილი უნდოდა,თუმცა ვერც სიოცხლის მიზანს ხედავდა,არც მარტოობა სურდა ,თუმცა ვერც ვერავის ხედავდა ვინც ამ დანაკლის შეუვსებდა.თავს ახალდაბადებული ჩვილივით გრძნოდა,რომელმაც არც ლაპარაკი იცის,ვერც ვერავის ცხნობს,არც მიზანი აქვს და არც პროფესია.თავი ოდნავ გაარხია არასასურველი ემოციებისა და ფიქრების გასაფანტათ და საწოლზე გვერდი იცვალა.
ლიას საავადმყოფოს დერეფანში გავიდა თუ არა ჩანთაში მობილურს დაუწყო ძებნა,თუმცა მალე მისი ტელეფონი ახმაურდა და იოლადაც იპოვა,ნომერი არ ეცნო.
-გისმენთ.
-ლია თამილა ვარ-გიგის დედა იყო.
-გისმენ თამილა-საშინლად დაიძაბა.
-გავიგე შენი შვილი ცოცხალი და უვნებელი გადაგირჩა-საშინელი სარკაზმი და ირონია იგრძნობოდა მის ხმაში.
-ჰო-დანანებით ამოსთქვა და მტელი მისი დარდი და საწუხარი ამოაყოლა.
-მე უბედური დედა ვარ კი იცი უკვე,ნებით თუ უნებურად სწორედ ,რომ შენი შვილია ამაში დამნაშავე,რომ არა ის,რომ არ აეტეხა გინდა თუ არა წამიყვანე ჩემი კლასელების ბანკეტზეო დღეს ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა-თამილა ხმას ვერ აკონტროლებდა.
-თამილა-ეცადა ,რამე ეთქვა.
-არაფერი მაინტერესებს,ვერ გეტყვი,რომ საბას დანახვა და მოფერება ახლა ჭრილობებს დამიამებს ,ვნახოთ შეიძლება გავიდეს დრო და მისი ნახვა და მოფერებაც შევძლო მაგრამ ახლა ყველა მძულს ყველა,ამიტომ გაფრთილებ,უფრო სწორად შენი ქალიშვილი გააფრთილე ისე იცხოვროს თვალში არ გამეჩხიროს,ნურც შვილს მომახვევს თავზე,მე თავად მოვძებნი მას,როცა შემეძლება,გადაეცი არ შემხვდეს,თორემ სულ თმით ვითრევ-ქალი თან კიოდა ,თან ტიროდა.
-კარგი თამილა,კარგი,ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ გინდა-ცდილობდა წყობილებიდან არ გამოსულიყო,მითუმეტეს ასეთ დროს,როცა იცოდა,რომ ამ ყველაფერში მის ქალიშვილს არანაირი წვლილი არ მიუძღოდა,თუმცა ახლა თამილასთვის რამის ახსნას აზრი არ ჰქონდა.
-იმედია აღარ შევხვდებით-თქვა და კავშირიც გაწყდა.ლიამ თვალებიდან ცრემლები მოიშორა და თემოს ნომერი აკრიბა.
.....................
უფროსი ბერიძე ოთახში წინ და უკან მოუსვენრად დააბოტებდა და ნერვიულად იწვალებდა პერანგის ღილებს.შიგადაშიგ ახედავდა ფანჯარაში უსასრულო სივრცეში მომზირალ შვილს და თავს დანანებით აქეთ იქეთ გააქნევდა.
-არ ვიცი,არა......მაინც ასე მგონია,რომ რაღაც არასწორად იქცევი.
-რატომ მამა?-მისკენ შემობრუნდა.
-ატყუებთ იმ გოგოს.
-აბა რა გავაკეთო მამაჩემო?ბავშვი ლამისაა ტირილით მოკვდეს,არავის იკარებს ბებიამისსაც კი პატარაა მაგრამ უდედობას და უმამობას გრძნობს.ქალს მკურნალობა სჭირდება,ექიიმმა სასტიკად გაგვაფრთხილა,რომ მისთვის ყოველი ახალი ამბავი წარსულზე დიდი სიფრთხილით და დროის შერჩევით უთარითო და რა გავაკეთო?ან იმ საბრალო დედამისმა რა ქნას?ყველამ ზურგი აქცია,ფული არა აქვს,მე ადამიანურად მინა დავეხმარო,მართალია მიყვარსს თათია მაგრამ ,ახლა ამ ნაბიჯს სწორედ ,რომ სიყვარულით ვდგამ,მინდა გამოჯამრთელდეს,შვილტან ყოს და კარგად იყოს,თუნდაც შევჯავრდე მერე,როცა მეხსიერება დაუბრუნდება,მე უბრალოდ მინდა,რომ კარგად ყოს და საბასთან იყოს,მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ძალიან გთხოვ თუ არ შეგიძლია მხარში დამიდგე მაშინ ნურც შემიშლი ხელს.
-არა შვილო,ხელის შეშლა არც მიფიქრია,პირიქით,ასეა თუ ისე მე შენს გვერდით ვიქნები-მხარზე მზრუნველად მოუთათუნა ხელი აფორიაქებულ შვილს.
-კარგია,მადლობა-თავი დაუკრა-ხვალ გამოწერენ თათიას და პირდაპირ თბილისში მივდივართ,შენც უნდა წამოხვიდე.
-მეე?კარგი რააა....
-მამა გთხოვ,უშენოდ გამიჭირდება
-კარგი,კარგი,წამოვალს.
იცოდა,რომ არ საქციელით შეიძლება სწორედ იმ ტოტს ჭრიდა,რომელზეც იჯდა ან ყველა გზას კეტავდა,რომელსაც შეეძლო თათიასთან მიეყვანა,მაგრამ მისი სიყვარული ახლა მხოლოდ ერთი რამისაკენ უბიძგებდა,თათიასთვის დაებრუნებინა შვილი,ხოლო საბასთვის დედა და არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რა გზით.
....................
დილით ადრიანად მივიდა საავადმყოფოში ლიასთან ერთად.გულის სიღმრეში ოდნავ იოტისოდენა იმედი ჰქონდა,რომ იქნებ ეცნო თათიას მაგრამ,ქალმა ისე შემოხედა და მიესალმა როგორც ჩვეულებრივ გამვლელს.იმედი გაუცრუვდა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-შვილო ეს ბატონი თემურია-წარუდგინა მისი თავი ლიამ თათიას.
-სასიამოვნოა-მორიდებით გამოუწოდა ხელი-გითანაგრძნობთ დანაკლის.
-მადლობა-მიუხედავად ამნეზისა ქალს მისი თავმდაბლობა და მოკრძალება არ დაეკარგა.მამაკაცმაც შეაგება ხელი,ინსტიქტურად დახედა მის ხელს და წამიერად შეკრთა,ხელზე მაჯის შიგნიდან საკმაოდ გრძელი და ჯერ კიდევ ვარდისფერი ხაზი ჰქონდა ორ ადგილას,უეცრად შეკრთა,ქალს მაშინვე გაუშვა ხელი,ბოდიში მოიხადა და პალატიდან გავიდა.მისი რეაქცია არ გამოპარვია ლიას,ისიც უკან გაჰყვა.
-რა მოხდა შვილო?-სკამზე მჯდომს მიუახლოვდა.
-რა სჭირს თათიას?-წაშლილი სახე ჰქონდა
-რა სჭირს?-აშკარად არ სურდა პასუხის გაცემა.
-მაჯაზე რა სჭირს?რატომ აქვს ჭრილობები?
-ჰოოოო....-სინანულით გააქნია ქალმა თავი-მოდი ახლა ნუ ვილაპარაკებთ ამაზე,მერე კარგი?მერე აგიხსნი.
-კარგი...ოღონდ აუცილებლად-თემოს პასუხი მომთხოვნი და მკაცრი იყო,ეს ქალმაც იგრძნო და კიდევ ერთხელ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად და ისევ პალატისაკენ შებრუნდა,თემოც უკან გაჰყვა.
ჯერ მისი ნივთები ჩაიტანა ბერიძემ მანქანაში,უკან მობრუნდა მაგრამ ლია და თათია უკვე ლიფტიდან გამოდიოდნენ.შორიდანვე შენიშნა ,ისევ ჩვეული ნარნარით ,როგორ მოდიოდა ქალი და სუნთქვა შეეკრა,გული აუფრიალდა,მაგრამ მალევე გამოერკვა,საკუთარ თვს მასზე ფიქრი აკრძალა,მანამდე მაინც სანამ არ გამოჯამრთელდებოდა,ღრმად ჩაისუნთქა და მათ შესაგებებლად გაიწია.
-პატარა სად არის ბატონო თემო?-რა საოცარი ხმა ჰქონდა,კაცი მონუსხული შესცქეროდა.
-მოდი პირველ რიგში შევთანხმდეთ,არავითარი ბატონო,უბრალოდ თემო.
-კარგი-გაუღიმა.
-პატარა კი მამაჩემს ყავს კალთაში მანქანაში გველოდებიან-ხელით მისი მანქანა ანიშნა და წინ გაუძღვა დედა-შვილს.
თათიამ შორიდანვე შენიშნა წინა სავარძელზე მოკალათებული მამაკაცი ბავშვით ხელში,ამიტომ გეზი მისკენ აიღო,კარი გამოაღო თავი ოდნავ დახარა
-სალამი
-სალამი შვილო-აქამდე არ ენახა გიორგის თათია და წამიერად მოიხიბლა მისით,ინტერესით შეავლო თვალი,მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა,ქალს კი უთხრა-გამოჯამრთელებას გილოცავ შვილო-მერე კი თემო გახედა,თვალებით გემოვნებას უწონებდა,მაგრამ თემომ ისე დაბღვერით შემოუტრიალდა,რომ უცებ გაეყინა ღიმილი სახეზე.
-ეს არის პაწაწუნა საბა?-ინტერესით დააკვირდა საწოვარაზე მოთამაშე ბიჭს და ხელები შეუცურა,რომ აეყვანა,პატარა აფართხალდა,ქალს ინტერესით შეაქცერდა მისი დიდრონი ლამაზი ლურჯი თვალებით და უცებ გაიღიმა,აკისკისდა და სიხარულის გამოსახატავად ფართხალი დაიწყო.
-გიცნო-ცრემლებს ვერ იკავებდა ლია.
ხარბად აკვირდებოდა მის ყოველ ნაკვთს თათია,რაღაც დრო ასე ეჭირა და ათვალიერებდა,მერე ახლოს მიიზიდა,მის ყელში ცხვირი ჩარგო და ღმრად შეისუნთქა მისი სურნელი,ნეტარებისაგან თვალები მილულა,მისლ ფუმფულა ლოყებს ნაზად აკოცა და გულში მჭიდროდ ჩაიკრა.
-ისეთი გრძნობა მაქვს,რომ ეს პაწაწუნა ჩემია-სიცილით თქვა ქალმა და ყველას გადახედა,ეს მხოლოდ მან თქვა ასე გულუბრყვილოთ,თორე ირგვლივ მხოფთათვის მეხისგავარდნასავით იყო.
-ფაქტიურად შენი იყო-ნაძალადევად გაუღიმა თემომ-სულ შენ გყავდა.
-ალბათ ამიტომ მაქვს ასეთი გრძნობა,მისი სურნელი საოცრად ახლობელია და მამშვიდებს-თქვა და კიდევ ერთელ ჩაყო ცხვირი საბას ყელთან და მისი არმოატით დატკბა-პატარა მე მეყოლება.
-ხედავ,როგორ გაიტრუნა შენს მკლავებში?-სითბოთი მოუალერსა მხრებზე ლიამ-რომც არ გინოდეს არსად წავა.
-ჰოდა აღარც გავუშვებ-ისევ პატარას დახედა,მის კალთაში მოკალატებულს და მოღუღუნეს-რა სიცოცხლეა,რა ცხოვრებაა,ჩემო ლამაზო,რაო მიცანი?ჩემო ტკბილო?ასე მოგწონს სიხარულო?ჰოდა აქ იყავი ჩემთან,შემოგევლე შენ-პატარას ეფერებოდა და კოცნიდა,ხოლო ლია მალულად წმენდდა ცრემლებს თვალებიდან.
თემომ მანქანა დაძრა და ხანგრძლივი მგავრობისათვის მოემზადნენ მგზავრები.

P.S.
აღარ დავიწყებ იმ მიზეზებზე საუბარს თუ რატომ ან რა მიზეზით ვერ მოვახერხე აქამდე ატვირთვა,მაგრამ მინდა ვთქვა,რომ სერიოზული მიზეზი მქონდა.
ბოდიში მათ ვინც კითხულობთ,რომ დავაგვიანე.<3 <3 <3
ძველებულად ველი თქვენს თბილს კომენტარებს,უკლებლივ საქებარსაც და კრიტიკასაც,მე ორივეს ვისმენ და ვიღებ.
გელით.<3 <3 <3



№1  offline წევრი Marusia123

Vaime robot gelodebodi :** marusia_ maroti konentarebs vegar vwerdi da am saxelit var axla sad dagvekarge? Rogor chaixlarta yvelaferi chemi azrit yvelaferi unda moeyolad ar unda daemalat simartle axla ufro cud mdgomareobashi temo ro gaixsenebs yvelafers mere ufro gauchirdeba tatos gulis mogeba magram es mxolod chemi piradi azria:*** shen uket ici ♥♥♥ xom ici mjera sheni da meimedebi ♥♥♥♥♥

 


№2  offline მოდერი ლილიანა

Marusia123
Vaime robot gelodebodi :** marusia_ maroti konentarebs vegar vwerdi da am saxelit var axla sad dagvekarge? Rogor chaixlarta yvelaferi chemi azrit yvelaferi unda moeyolad ar unda daemalat simartle axla ufro cud mdgomareobashi temo ro gaixsenebs yvelafers mere ufro gauchirdeba tatos gulis mogeba magram es mxolod chemi piradi azria:*** shen uket ici ♥♥♥ xom ici mjera sheni da meimedebi ♥♥♥♥♥

მადლობა,რომ მგულშემმატკივრობ <3 ხო ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ეს დღეები სიახლის დამატება .
რაც შეეხება სიუჟეტის განვითარებას ზოგი რამ რთულად მიიღწევა ,ზოგიც კი იოლად.
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი Marusia123

Xo Martali xar magram temostvis arcerti sitvacia ar iqneboda advilad misagwevi bevr Unda ibrdzolos temom tatos Gulis mosagebad mjera gamouvaKidec Mtavaria gulit moindomos ♥♥♥♥♥

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე როგორ მეცოდება თათა... იმედია მალე გაახსენდება ყველაფერი... მე ახლა იმაზე ვნერვიულობ სიმართლეს რომ გაიგებს თემო არ შეძულდეს... იმსახურებს ეს ორი ადამიანი ბედნიერებას... ძალიან დავინტრიგდი თათას ხელზე ნაიარევის შესახებ რომ გავიგე... ნეტავ ეს რას უნდა ნიშნავდეს? მგონი ჩვენი თათა არც ოსე ბედნიერი იყო მეუღლესთან... მოკლედ ტკბილო მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

 


№5  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
ვაიმე როგორ მეცოდება თათა... იმედია მალე გაახსენდება ყველაფერი... მე ახლა იმაზე ვნერვიულობ სიმართლეს რომ გაიგებს თემო არ შეძულდეს... იმსახურებს ეს ორი ადამიანი ბედნიერებას... ძალიან დავინტრიგდი თათას ხელზე ნაიარევის შესახებ რომ გავიგე... ნეტავ ეს რას უნდა ნიშნავდეს? მგონი ჩვენი თათა არც ოსე ბედნიერი იყო მეუღლესთან... მოკლედ ტკბილო მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

მადლობა შემოგევლე,წინა თავშიც ავღნიშნე რომ სიყვარული საკმარისი არაა ბედნიეეებისათვის.იმისთვის,რომ ადამიანმა იცოცხლოს სამი რამაა აუცილებელი ძირითადად- საკვები,ჰაერი და წყალი.გამოაკელი თინდაც ერთი ბოლო სიკვდილია,უბრალოდ დროშია სხვაობა,იგივეა გრძნობა მაშინ ცოცხლობს როცა სიყვარულს პატივისცემა და ნდობა ახლავს,თუ რომელიმეს გამოაკლებ ამ გრძნობის სოცოცხლეც დროზეა დამოკიდებული.
ამდენი იმიტომ დავწერე,რომ უბრალოდ მინდა ჩემეული ხედვა დაგანახოთ ამ ისტორიაზე
მადლობა ,რომ ასე მიერთგულებ მე და ჩემს ისტორიებს❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6  offline წევრი kora

მიუხედავად იმისა, რაც წინა თავზე დაგიწერე, შენი ლინკის დანახვისას მოუთმენლობამ მძლია და მაინც შემომეკითხა ეს ემოციურად მძიმე თავი... ერთადერთი ხელმოსაჭიდი, რაც ამ თავში შევნიშნე, ეს თათიას მაჯაზე ნაიარევია, თუ ჩემი ეჭვები ამ საკითხზე გამართლდა ეს მთლიანად შემიცვლის აზრს, მაგრამ ვნახოთ, არ გავასწრებ მოვლენებს...
პ.ს. იმედია მიმიღებ მკითხველთა რიგებში <3
--------------------
kira.G

 


№7  offline მოდერი ლილიანა

kora
მიუხედავად იმისა, რაც წინა თავზე დაგიწერე, შენი ლინკის დანახვისას მოუთმენლობამ მძლია და მაინც შემომეკითხა ეს ემოციურად მძიმე თავი... ერთადერთი ხელმოსაჭიდი, რაც ამ თავში შევნიშნე, ეს თათიას მაჯაზე ნაიარევია, თუ ჩემი ეჭვები ამ საკითხზე გამართლდა ეს მთლიანად შემიცვლის აზრს, მაგრამ ვნახოთ, არ გავასწრებ მოვლენებს...
პ.ს. იმედია მიმიღებ მკითხველთა რიგებში <3

შემოგევლე ხხომ იცი შენ ჩემი ერთერთი ძვირფასი მკითხველი ხარ,არც წასულხარ მკითხველთა აუდიტორიიდან❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline წევრი kora

ლილიანა
kora
მიუხედავად იმისა, რაც წინა თავზე დაგიწერე, შენი ლინკის დანახვისას მოუთმენლობამ მძლია და მაინც შემომეკითხა ეს ემოციურად მძიმე თავი... ერთადერთი ხელმოსაჭიდი, რაც ამ თავში შევნიშნე, ეს თათიას მაჯაზე ნაიარევია, თუ ჩემი ეჭვები ამ საკითხზე გამართლდა ეს მთლიანად შემიცვლის აზრს, მაგრამ ვნახოთ, არ გავასწრებ მოვლენებს...
პ.ს. იმედია მიმიღებ მკითხველთა რიგებში <3

შემოგევლე ხხომ იცი შენ ჩემი ერთერთი ძვირფასი მკითხველი ხარ,არც წასულხარ მკითხველთა აუდიტორიიდან❤❤❤❤❤

❤❤❤
--------------------
kira.G

 


№9  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Ra saocari tavi iyo tkbili tbili tan rogori sevdianii gmerto chemo me am motxrobas ver shevelevii ♥ ramxela ragacaa deda shviluri instiktiki♥ dzalian miyvars ukve dzalian titoeuli personaji da tviton motxrobaa ♥♥♥

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ნუთუ სცადა ვენების გადაჭრით? :((
პირველი მხოლოდ ეს მომაფიქრდა როცა წავიკითხე. და მაინც რა არის დედობრივი ინსტიქტი, როგორ იგრძნო თათიამაც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ იგრძნო და არც დაუჯერა საკუთარ სიტყვებს, მან მაინც იგრძნო ყველაფერი. ჩემი აზრით თათიას, როცა გაახსენდება ყველაფერი გაგებით უნდა მოეკიდოს თემოს ამ გადაწყვეტილებას, რატომაც მოიქცა ასე, ისევ თათიას გამო და სხვა არაფერი, ამიტომ არ უნდა შესძულდეს.
ძალიან კარგი თავი იყო... ცოტა პოზიტივით სავსე, მაგრამ აი გიგის დედისა კი ვერაფერი გავიგე :( ხო, შვილი მოუკვდა, მაგრამ თათიაც ხომ შვილივით უნდა მიეღო არა? ზურგი არ უნდა ექცია და ძალიან არასწორად მოიქცა!!!
ველოდები შემდეგ თავს ლილი love

და ბლოკი მამხსენი :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline წევრი გურანდა

უპირველეს ყობლისა დავიწყებ იმით, რომ აღფრთოვანებულივარ შენით..
მართალია არასდროს არ წამიკითხავს შენს მიერ ათიტვირთული ისიტტორიები მაგრამ. "ცოლი და დედა კანონის გარეშე" .ეს ისტორია რომ წავიკითხე ემოციების კონტროლი ცოტა გამიჭირდა... იმ ისტორიაზე კომენტარის დატოვებას აზრი არქონდა რადგან ახალი ისტორია გქონდა და მატებული და ამ ისტორიაზე დაგიწერე... თუმცა ეს ისტორიაც ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგს... ხოლო რაც შეეხება ცოლი და მეუღლე კანონის გარეშე იმედია სათაური სწორად მახსოვს ჩემს ყველაძე საყვარელ და ემოციებით სავსე ისტორიებს შორისაა... დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ...
--------------------
გურანდა ჩხიკვაძე

 


№12  offline მოდერი ლილიანა

გურანდა
უპირველეს ყობლისა დავიწყებ იმით, რომ აღფრთოვანებულივარ შენით..
მართალია არასდროს არ წამიკითხავს შენს მიერ ათიტვირთული ისიტტორიები მაგრამ. "ცოლი და დედა კანონის გარეშე" .ეს ისტორია რომ წავიკითხე ემოციების კონტროლი ცოტა გამიჭირდა... იმ ისტორიაზე კომენტარის დატოვებას აზრი არქონდა რადგან ახალი ისტორია გქონდა და მატებული და ამ ისტორიაზე დაგიწერე... თუმცა ეს ისტორიაც ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგს... ხოლო რაც შეეხება ცოლი და მეუღლე კანონის გარეშე იმედია სათაური სწორად მახსოვს ჩემს ყველაძე საყვარელ და ემოციებით სავსე ისტორიებს შორისაა... დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ...

მახარებს ასეთი სიტყვების მოსმენა და სტიმულით მავსებს,უღრმესი მადლობა ❤
ErckeMydass25
ნუთუ სცადა ვენების გადაჭრით? :((
პირველი მხოლოდ ეს მომაფიქრდა როცა წავიკითხე. და მაინც რა არის დედობრივი ინსტიქტი, როგორ იგრძნო თათიამაც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ იგრძნო და არც დაუჯერა საკუთარ სიტყვებს, მან მაინც იგრძნო ყველაფერი. ჩემი აზრით თათიას, როცა გაახსენდება ყველაფერი გაგებით უნდა მოეკიდოს თემოს ამ გადაწყვეტილებას, რატომაც მოიქცა ასე, ისევ თათიას გამო და სხვა არაფერი, ამიტომ არ უნდა შესძულდეს.
ძალიან კარგი თავი იყო... ცოტა პოზიტივით სავსე, მაგრამ აი გიგის დედისა კი ვერაფერი გავიგე :( ხო, შვილი მოუკვდა, მაგრამ თათიაც ხომ შვილივით უნდა მიეღო არა? ზურგი არ უნდა ექცია და ძალიან არასწორად მოიქცა!!!
ველოდები შემდეგ თავს ლილი love

და ბლოკი მამხსენი :დ

მადლობა ერკე :)

gvanciko_gvancunia
Ra saocari tavi iyo tkbili tbili tan rogori sevdianii gmerto chemo me am motxrobas ver shevelevii ♥ ramxela ragacaa deda shviluri instiktiki♥ dzalian miyvars ukve dzalian titoeuli personaji da tviton motxrobaa ♥♥♥

მადლობა გვანცუ❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent