აღიარე, შენ ხომ გიჟდები ჩემზე! (2)
–ლექსო წავედით გვაგვიანდებაა –კარგი ნუკ მოვდივარ–გზაში ხმა არ ამომიღია, რაღაც მაფიქრებდა და თითონაც ვერ ვხვდებოდი რა. არასდროს დავფიქრებულვარ საკუთარ ცხოვრებაზე როგორც ახლა. უცებ სიყვარული მომაგონდა. რა სიყვარული მე ისიც კი არ ვიცი რას ნიშნავს და რას გრძნობ როცა გიყვარს. სიმართლე გითხრათ არასდროს მყვარებია, არასდროს განმიცდია ის რასაც სიყვარული ქვია. ზოგადად სიტყვა ''სიყვარული'' ძალიან უცხო არის ჩემთვის და არც არასდროს წარმომითქვამს.ალბათ ბევრჯერ ვიმეორებ სიყვარული,სიყვარული მეთქი.იმიტომ , რომ ამ სიტყვის თქმისას იცით რაღაცნაირი გრძნობა მაქვს , აი ისეთი ცაში რომ აგიყვანს და ფრთებს შეგასხამს. კიდევ ჩახუტება აი ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ეჰ რა კარგია როცა საყვარელი ადამიანი გეხუტება და გრძნობ ულევ და უსაზღვრო სითბოს , მაგრამ რა არის პრობლე... –ნუკაა , ნუკა ცოცხალი ხარრ? –კი რა იყო ლექსოო გამისკდა გული– ისე მაჯანჯღარებდა თითქოს მეძინა –ერთი საათია გელაპარაკები და ხმაც კი არ ამოგიღია –და ასეთს რას მეუბნებოდი? –იმ დემეზე გიყვებოდი ჩვენთან რომ გადმოვიდა –ხო მერე –მგონი არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი.მართალია, დღეს უცნაურად იქცეოდა , მაგრამ მგონი დროთა განმავლობაში შევეჩვევით. შენ რას იტყვი? –რამდენი ხანი რჩება? –ეგ არ ვიცი. გინდა რომ დარჩეს?–სიმართლე გითხრათ ეს კითხვაც რაღაც უცნაურად მომხვდა თვალში პასუხად კი ეს წავილუღლუღე –რავი ცოტა ხანი უცხო სახლში არ გვაწყენდა–არადა სინამდვილეში მინდოდა იგი განუსაზღვრელი ვადით დარჩენოდა ჩვენთან , მაგრამ არ ვიცი რატომ. სკოლაში მივედით პირველი, რა თქმა უნდა, ჩემი ტასო შემომხვდა. ხო ტასო ჩემი საუკეთესო მეგობარია და ბაკო , ჩემი განუყრელი მეგობრები. –ნუკ რას შვები როგორ მომენატრეე –მეც ტასი შენ. ბაკო რას შვები? როგორ ხარ? –რავი კარგად შენ? –რა ხდება ყველას სახე რატომ ჩამოგტირით? –არა არაფერია–მითხრა და თან ტასოს რაღაცას ანიშნებდა. –ბაკო ხომ იცი,რომ ვერაფერს გამომაპარებ –..... –მითხარით–გაცოფებული წამოვიყვირე –კლასში შედი და ნახავ–გიჟივით გავიქეცი კლასში, ერთი ნაბიჯიც და ჩემს მერხზე ბექა,ნიკა და საბა ზიან. ადამიანებს რომლებსაც მთელი არსებით ვძულვარ ,მაგრამ თითონაც არ იციან რატომ. მერხთან მივედი და სრულიად მშვიდად ვთქვი: –ადექით –რატომ ჩემო მზეთუნახავოო?პირიქით ნახე რა ლამაზად მოგიხატეთ–მერხი მთლიანად სავსე იყო რაღაც საშინელი და დამცინავი სიტყვებით: სულელო,კრეტინო,ჩლუნგო და ეგეთები.ვეღარ მოვითმინე და უცებ ლაპარაკი დავიწყე თან საკმაოდ მაღალზე. სიტყვები თავისით მოდიოდა ვერ ვაკონტროლებდი –რა გინდათ? რა დაგიშავეთ.ნუთუ შეიძლება ასე უმიზეზოდ ადამიანი მთელი არსებით გძულდეთ. არც გიფიქრიათ იქნებ გულს მტკენს თქვენი საქციელი.ისე მექცევით თითქოს ნაგავი ვიყო. ამით მაინც ვერაფერს მოიგებთ ვერც ჩემზე ჭორების გავრცელებით მოიგებთ რამეს უბრალოდ მეცოდებით, მთელი არსებით მეცოდებით.თავი დიდი ვინმე გგონიათ და ყველას ისე უყურებთ თითქოს თქვენი მონები იყვნენ. ჯერ არავის გაუბედია თქვენთან დაპირისპირება და ვერ ვხვდები რატომ , თქვენ ხომ უბრალოდ საცოდავები ხართ.–ამის თქმა იყო და სახეზე უცბად რაღაც მწარე ვიგრძენი, წონასწორობა ვეღარ შევიკავე და დავეცი, თავი მერხის წვეტს ჩამოვარტყი მერე მხოლოდ ტასოს და ბაკოს სახეებს ვხედავდი კიდევ ერთი ვიღაც იყო , მაგრამ არც ლექსო , არც ბექა ,არც ნიკა ვიღაც სხვა . რომ გამოვიღვიძე საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში (პატარაობიდან გულზე პრობლემები მაქვს). ოთახში მხოლოდ დემე დავინახე და ძალიან გამიკვირდა. თავი ჩაღუნული ქონდა. -დემეე,რა ხდება აქ რა მინდა ?-უცებ წამოხტა და ჩემთან მოვიდა. -არაფერია ნუკ,ნუ გეშინია -ჩემები სად არიან? -სახლში ძალიან დაიღალენ და გადავწყვიტე მე დავრჩენილიყავი წინააღმდეგი ხომ არ ხარ? -არა.და რა მოხდა აქ რატომ ვარ? -არაფერი გახსოვს? -დაცემის მერე არაფერი -რომ დაეცი ტავი მერხს ჩამოარტყი სისხლის ნაკლებობისგან კი... -ა ჩემი ბავშვობის დაავადება -ეხლა კი კითხვაზე უნდა მიპასუხო -? -ეს როგორ მოხდა? -უბრალოდ დავეცი-რატომღაც ნიკა არ გავამხილე -არც შენ არ მიცნობ პატარავ, მე ვერ მომატყუებ -მითხრა და ოთახიდან გავიდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.