შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მითხარი რომ გიყვარვარ!


8-11-2015, 18:59
ავტორი trisi
ნანახია 2 614

რა არის სიყვარული? რას გრძნობ როცა გიყვარს? ესეთი კითხვები ყოველთვის პასუხგაუცემელი რჩებოდა ჩემში.
რა ცუდია არა მარტოობა ამაში ყველა დამეთანხმებით ცუდია როდესაც არასდროს გიგრძვნია მისი ჩახუტება, არასდროს გიგრძვნია ის რასაც სიყვარული ჰქვია. „სიყვარული’’– ეს სიტყვა ყოველთვის უცხო იყო ჩემთვის და არც არასდროს წარმომითქვამს. ხომ შეიძლება უბრალოდ ბახში გყვარებოდა ვინმე , მაგრამ მათ შორის მე არ ვარ, მე სხვა ვარ და ყოველთვის რაღაც გასაოცარს , ლამაზს და მარადიულს ვეძებ ამ ცხოვრებაში, მაგრამ მე ხომ ჯერ კიდევ ის პატარა გოგო ვარ რომელიც დათუნიასთან ერთად ჩახუტებული იძინებს რადგან ეშინია ძალიან ეშინია სიმარტოვის და ამიტომ საკუთარ სამყაროს იქმნის თავის თავში თუმცა საერთოდ არ არის ჩაკეტილი უბრალოდ მას არ ყოფნის ეს სამყარო მეტი უნდა მეტი გრძნობა ,მაგრამ ალბათ ბევრს ითხოვს.უკვირს რა უნდათ ადამიანებს რას ელიან რატომ მოითხოვენ იმაზე მეტს რაც აქვთ ალბათ იფიქრებთ თითონაც ესეთი არ არისო , მაგრამ არა მე ვეძებ, ამ სიცოცხლეში იმდენი რამე დევს რომ ვერც წარმოიდგენ. მე ვეძებ ვცდილობ დავინახო და ალბათ ოდესღაც აუცილებლად მოხდება ეს.
ბავშვობიდანვე ვნატრობდი რომ ფრთები მქონოდა და დღესაც ვოცნებობ. რა კარგი იქნებოდა არა ფრთები? მიფრინავ ,მაგრამ არ იცი სად ,მიუხედავად ამისა მაინც მიფრინავ არ გაშინებს ის ფაქტი რომ დაიკარგები უბრალოდ გრძნობ ქარს, წვიმას შენს ტუჩებზე , მზის სხივებს – როგორ წვავს კანს , სითბოს, სიცივეს ხარ თავისუფალი ,მაგრამ ვერ ვგრძნობ სიყვარულს ამის გამო სულაც არ ვარ რაღაც ჩაკეტილი და დიდი ტკივილით სავსე ადამიანი პირიქით ჩემზე მეტი თხა ამ ქვეყანაზე არავინ მეგულება   არ ვტრაბახობ , მაგრამ ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ არ შემიძლია ვიყო მოწყენილი და ყოველთვის ვცდილობ რომ სხვაბიც გავაბედნიერო და გავახარო სიტყვა ,რომ ძალიან არ გამიგრძელდეს ჩემ თავს ფიზიკურად აგიღწერთ ზემოთაც ავღნიშნე არ მიყვარს თავის ქება და ტრაბახი , მაგრამ საკმაოდ მაღალი მწვანეთვალება შავგვრემანი 17 წლის მე11 კლასელი ნუკა გელოვანი ვარ . ჩემში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ჩემს თვალებს ანიჭებენ რადგან ძალიან მწვანეა და თუ მწვანეთვალება შეგიყვარდა ვეღარ გადაიყვარებ.ძალიან გავაგრძელე და მგონი ჯობს , რომ გავჩერდე.
გათენდა დღე ,როგორც ყოველთვის 6 საათია გარეთ ზამთრის სუსხი ნახევრად ღამე საწოლიდან თითის გამოყოფაც კი მეზარებოდა, მაგრამ ნუკა შენი გრაფიკი ადექიიი! ავდექი ჩავიცვი ტბილად და გავედი გარეთ ჩემს იდუმალ ადგილზე (ეს იდუმალი ადგილი ერთი შენობის თავზეა) იცით რა ლამაზია ხოლმე , რომ ავდივარ ყველაფერი მოჩანს რაც კი შეიძლება რაც მთავარია ჩანს როგორ იწყება დღე, როგორ თენდება, ამოდის მზე , უმანკო და ულამაზესი.იქ ავდივარ და რაღაც ნახატებს ვხატავ ხოლმე , ისინი ხშირად ლამაზი და მხიარული ფერებით გამოდის. დღესაც ამ სილამაზის სანახავად ავდიოდი ბოლო საპეხურიც და ... ეეე ეს რას ნიშნავს? ჩემს იდუმალ ადგილზე, ამ დროს ვიღაც ზის და ჩემს კუთვნილ ნახატებს უყურებს. თავიდან სიბრაზე ვიგრძენი , მაგრამ შემდეგ უცებ შიშმა შემიპყრო ნუკა ერთ ადგილზე , რატომ დგახარ რაღაც გააკეთე შტერივით უყურებ ადამიანს , რომელიც ჯერ არ გაგირკვევია ვინაა? გოგოა? ბიჭია? ნაცნობია?უცნობია? რამე თქვიიიიი და ჰაჰ რაღაცა წავილუღლუღე
–ისინი ჩემია , ჩემი ცხოვრებაა და არ მიყვარს როდესაც სხვები ერევიან.. ვთქვი უცნობი შემოტრიალდა ბიჭი ყოფილა (თან ავღნიშნავ საკმაოდ სიმპატიურიც)
–ბოდიში არ მინდოდა, უბრალოდ ძალიან ლამაზია.. (მადლობა მეც ვიცი  გავიფიქრე)
–ვინ ხარ და რა გინდა აქ?
–........ (პასუხი არ არის თან ამ დროს უაზროდ აჩერდება ჩემს ერთ ნახატს )
–მგონი კითხვა დავსვი
–შენ რაში გაინტერესებს? ან საერთოდ ვინ ხარ და აქ რას აკეთებ?.. (უკაცრავადდდ მე რას ვაკეთებ ააქქ ჰეი ბიჭუნი ძაან ზედმეტები ხომ არ დამიწყე თავიდან ბოდიში მაინც არ გეთქვა)
–უკაცრავად შენ თვითონ რას აკეთებ აქ . ეს ადგილი ჩემია და შენნაირებს აქ არაფერი ესაქმებათ.. (ოხ ნუკა კარგი იყო მომეწონაა  )
–ოჰ უყურეთ პატარა განებივრებულ გოგოს, წადი სანამ რამე მოგივა.. (ვის რა უნდა მოუვიდესს ვაიმე ახა გავგლიჯავ შუაზე ნეტა გოგო არ ვიყოოოო )
–ვაა ერთი ამას დამიხედეთ გოგოებთან რა დიდი გული აქვს. უბრალოდ წყნარად და მშვიდად ამიხსენი აქ რა გინდა და ვინ ხარ ადამიანური ლაპარაკი არ გესმის?
-დიახ არ მესმის! (თქვა ირონიულად ჩაიცინა გვერძე მხარი გამკრა და ჩემი ადგილიდან აორთქლდა)
–ვინ იყო ეს გიჟი (ჩემთვის ვთქვი საათს დავხედედა მემგონი ჩემი კივილიტ მთელმა სამეზობლომ გაიღვიძა)
სახლის ჩიხთან ვიყავი რომ ჩვენი ვაჟბატონი დავინახე ოოოო ეხლა არ მითხრათ რომ ეს ნამდვილად ხდება ჩემ ძმას, ილიას , ანდროს ,ცოტნეს მასთან რა უნდათთთთ (ჰო ცნობისთვის ერთი ძმა მყავს ლექსო . მისი ძმაკაცები ილია,ანდრო და ცოტნე ისე ძალიან მიყვარს რომ ისინიც ჩემს ძმებად მიმაჩნია და ვაი იმას ვინც მე მაწყენინებს  )




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent