შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი არ გეშინოდეს! (დასასრული)


21-11-2015, 13:24
ავტორი teddy))
ნანახია 4 655

სასაფლაოზე მიმიყვანა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი აქ რა მინდოდა. ერთ-ერთი ბიჭის საფლავზე გავჩერდით. ქვაზე გამოსახული იყო ახალგაზრდა ბიჭი, სადაც ეწერა ლექსო ქალდანი. ვერაფერს ვხვდებოდი, აქ რა გვინდოდა, ან ვინ იყო ეს ბიჭი. გეგამ ხელი ჩამკიდა და იქვე მდგარ, გრძელ სკამზე ჩამოვჯექით.
-ნენე, აქ არავინ მოვა, მშვიდად იყავი.-დაიწყო მან, - ამ ადგილას, იმიტომ მოგიყვანე, რომ არ მინდა გაურვევლობაში იყო.-ისიც ჩემსავით ნერვიულობდა, როგორც მე, მაგრამ ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო.
-გეგა, მე შენ გენდობი!-რამდენიმე დღის წინ ვამტკიცებდი, რომ ამ ბიჭს ვერ ვიტანდი, მაგრამ ახლა არა! მის გარეშე, ვერ ვიცოცხლებდი! გეგას გარეშე, ცხოვრება წარმოუდგენელი გახდებოდა, დედამიწა და მისი ცოხალი არსებები თუ უსულო საგნები გეგა ქალდანის, ჩემი ბანდიტის გარეშე, ვერ ვიარსებებდით.
-ნენე, ეს ჩემი ძმაა. ხო, ვიცი გეგონა, რომ დედისერთა ვიყავი, მაგრამ არა, მე დიდი ძმა მყავდა 17 წლით უფროსი. ცუდ საქმეებში იყო გარეული. ნარკოტიკი, ქურდობა, მკვლელობები... ერთ დღესაც, ვინც ნარკოტიკებს შოულობდა, და შემდეგ ამ ბიჭებს აძლევდა, მათ შორის ჩემს ძმასაც , ფული ვერ მიუტანა და მოკლა. პოლიციაში განვაცხადეთ, მაგრამ ვერ დაიჭირეს. ახლა, კი მე დამსდევენ, ფულის გამოც და შურის საძიებლად.-გეგა, მოგონებებს წართმეოდა, რომელიც შავ ფერში იყო მოცული.
არვიცოდი რა მეთქვა, მხოლოდ მის ხელს ვიყავი ჩაბღაუჭებული და სახე ცრემლებით მისველდებოდა.
მეშინოდა, გეგა არ დამეკარგა. რამდენიმე დღის შემდეგ, მის მიმართ საოცარი გრძნობა ვიგრძენი. არ გეგონოთ, რომ ეს გრძნობა შეცოდების იყო. ეს სასწაული რამ იყო! რაც არ უნდა ყოფილიყო, მინდოდა, რომ მასთან ერთად გადამელახა სიძნელეები! თუნდაც, მთელი დედამიწა, ჩვენს წინააღმდეგ ყოფილიყო!
-არ მინდა შარში გაგხვიო, -ისევ მან გააგრძელა, მე არ ვიცოდი რა მეთქვა.-მეშინია, შენც, რამე არ დაგიშავდეს. იმ დღეს, იარაღით, რომ არ გამოვსულიყავი, ვინ იცის, ვერ გაგიცნობდი. ვერ დავინახავდი, ლამაზ, მხიარულ გოგოს უკან რამდენად ძლიერი გოგო იმალებოდა. შენ დიდი განძი გაქვს, ,,მთასავით ძლიერი ხარ!" გვერდზე მიდგახარ და არც კი ცდილობ გაიქცე, მე მომშრდე... შენ მაინც ჩემთან ხარ და გინდა ჩემთან ერთად განვლო გზა.
იმედს, ვერ მოგცემ, რომ ისინი აღარ დაბრუნდებიან. მოვლენ და შეიძლება ორივე შევეწიროთ. ამას ვერ დავუშვებ ნენე! -ჩემს ხელს, თავის ხელი დაადო და თან თავის ძმის საფლავს გაჰყურებდა.
-გეგა, მეშენ გენდობი! არ მინდა დაგკარგო. არვიცი, რა შეიცვალა ასე მოკლე დროში, მაგრამ მე შენთან მინდა! შენთან გაიგე?! -ხმას ავუწიე და გეგას ვებღაუჭებოდი.
-ნენე, მზად ხარ, რომ ასეთი რთული გზა განვლო? თავს რატომ იღუპავ?! -მეუბნებდა და ვიცოდი, რომ მასაც არ უნდოდა ჩემი დატოვება, ისევე როგორც მე.
-გეგა, მზად ვარ, ყველაფრისთვის მზად ვარ! შენს გარეშე, გგონია უფრო კარგად ვიქნები?!-ცრემლები ჩემს სახეს ასველებდა.
-წავიდეთ! -გეგამ მითხრა და სკამიდან დგება. ტრასაზე გავედით და ტაქსიში ჩავჯექით.
-ნენე, დედაშენი უკვე მოსული იქნება?
-კი!-ვუპასუხე და თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ.
-მანქანიდან გადახვალ და პირდაპირ შენს ბინაში მიხვალ. არ იცინ, რომ შენ ჩემთან ერთად იყავი, ამიტომ უსაფრთხოდ ხარ!-მეუბნებოდა და თავს თავის მხარზე მადებინებდა.
-შენ გეგა? შენ სად წახვალ?-ვეუბნები და ტაქსის მძღოლი, სარკიდან გაკვირვებული გვიყურედა.
-ნენე, მე დამივიწყე! ამ ბინიდან მალე გადავალ!-მეუბენბოდა ისე, რომ არც კი შემოუხედავს ჩემთვის.
-ასეთი უგულო რატომ ხარ, რატომ! ვერ დაგივიწყებ! არ შემიძლია, არა! ასე, დგები და მიმატოვებ? თუმცა პასუხს, რატომ გთხოვ, ჩვენ ერთმანეთისთვის, ხომ არაფერს ვნიშავთ!-ვუთხარი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მე მისთვის ისვე, ბევრს ვნიშნავდი, როგორც ის ჩემთვის.
ტაქსი ჩემს სადარბაზოსთან გაჩერდა და გეგა ხმას არ იღებდა. თავის მოძრაობით მიმანიშნა, რომ გადავსულიყავი. შავი ჯიპი, აღარ იდგა, მკვლელებს, რომ ეკუთვნოდათ.
გეგას, არც კი ვუყურებდი ისე მივდიდიოდი სადარბაზოსკენ. არადა, როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ ჩავხუტებოდი გეგას და მეგრძნო, მისი სითბო.
***
მეორე დღეს, ჩვენი მეზობელი ამოვიდა, ნათელა. ის მთელ სამეზობლოში, განთქმული ჭორიკანა იყო.
-ნენე, მიდი ყავა გაგვიკეთე!-მითხრა დედამ.
ყავა ფინჯნებში ჩავასხი და მისაღები ოთახისკენ წავედი სადაც, დედა და ნათელა მეგულებოდნენ. ნათელა, დედას ელაპარაკებოდა.
-ხათო, იცი მეშვიდეზე, რომ ბიჭი იყო, მოუკლიათ საწყალი. თურმე ჩვენს სადარბაზოსთან ტაქსი გაჩრებულა, ვიღაც გოგო გადმოსულა იქიდან და ის წასულა იმ ტაქსით. თურმე ძმა ჰყოლია და ადრე მოუკლიათ. ვინც ძმა მოუკლა, იმათ მოუკლეს ეს გეგაც. საწყალი ! თან არავინ ჰყავს. მკვლელები ვერ დაიჭირეს. საინფორმაციოს არ უყურე? იქ გამოაცხადეს.
ამ სიტყვების გამგონე, ფინჯენები იატაკზე მივარდება და მეც ძირს ვეცემი. ვტიროდი, ისე როგორც არასდროს. გეგა მინდოდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად! ვიცოდი, რომ აღარასდროს, მომეცემოდა შანსი ჩავხუტებოდი. როგორ მიმატოვა! მე ის მიყვარდა, მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება. გეგა, რატომ მიმატოვე, რატომ?! რატომ არ დამემშვიდობე, როდესაც მანქანიდან გადმოვდიოდი? რატომ?! ყველა მეზიზღებოდა! დედა და ნათელა მომვარდნენ რა დაგემართაო. მე ხმას არ ვიღებდი. მხოლოდ ვტიროდი და სიკვდილი მინდოდა. გარშემო ყევლაფერი უფერული გახდა, აღარ მჯეროდე მე სიტყვა ბედნიერების! როგორ შეიძლებოდა ეს სიტყვა არსებობდეს, როდესაც გეგა აღარ იყო?! მზეს, შერცხვა და ნათება შეწყვიტა. ან როგორღა უნდა აკაშკაშებულიყო, როდესაც უბედურება დატრიალდა?! მზე ძველებურად ვეღარ გაანათებდა.
***
აი ახლაც, მე მისი საფლავის წინ ვდგავარ და ვიხსენებ ჩვენს ისტორიას. მე ისევ ძლიერ მიყვარს, როგორც მაშინ. რატომ ვერ მოვახერხე, მეთქვა შენთვის - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! გეგა რატომ დამტოვე?! რატომ!
-გეგა დაიმახსოვრე, მე შენს მეტი არავინ მეყვარება!
--------------------------------------------------------------
ეჰ, ჩვენი გეგა... <3 იემდია, კარგად დავწერე და თქვენში გამოიწვია ემოცია. დასასრული! მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინ კითხულობდა ჩემს მიერ დაწერილ ისტორიას! მადლობა მეგობრებო! ველი თქვენს შეფასებას! ეს ბოლო თავია და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი!
პ.ს წინა თავი აწმყოშ მქონდა დაწერილი და ბოდიშს გიხდით, არადა უნდა დამეწერა წარსულში.



№1  offline წევრი marikuna (1)

აუ რატო მოკალი გეგა, ძალიან მაგარი იყო მე სხვანაირად მეგონა რომ განვითარდებოდა. არა აი ძალიან მაგარი იყო ცრემლები წამოივიდა ამას ვინც უემოციოდე წაიკითხავს რავი :)) love

 


№2  offline წევრი Firefly

აუ გეგააა..მეწყინა ასეთი დასასრულიიი
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი nuki-nuka

უკვე ყელში ამოვიდა ესეთი უაზრო დასასრულები. რამდენი რაგაცა წავიკიტხე თავიდა კარგია და ბოლოს ყველაფერს აფუჭებთ.

უკვე ყელში ამოვიდა ესეთი უაზრო დასასრულები. რამდენი რაგაცა წავიკიტხე თავიდა კარგია და ბოლოს ყველაფერს აფუჭებთ.

 


№4  offline წევრი S o f i a

ჩააბანძე მაგრად ჩააბანძე რა კარგად დაიწყე და სხვა მიმართულება რომ კიგეცა რა კარგი გამოვიდოდა თან ცუდად ნამდვილად არ წერ

 


№5  offline წევრი teddy))

nuki-nuka
უკვე ყელში ამოვიდა ესეთი უაზრო დასასრულები. რამდენი რაგაცა წავიკიტხე თავიდა კარგია და ბოლოს ყველაფერს აფუჭებთ.

უკვე ყელში ამოვიდა ესეთი უაზრო დასასრულები. რამდენი რაგაცა წავიკიტხე თავიდა კარგია და ბოლოს ყველაფერს აფუჭებთ.

ras vizamt, yvela imedebs ver gagimartlebt...

marikuna (1)
აუ რატო მოკალი გეგა, ძალიან მაგარი იყო მე სხვანაირად მეგონა რომ განვითარდებოდა. არა აი ძალიან მაგარი იყო ცრემლები წამოივიდა ამას ვინც უემოციოდე წაიკითხავს რავი :)) love

madloba sayvareloo! Simartle gitxra mec tavidan sxvanairad vfiqriobdi magram...

 


№6  offline მოდერი sopiko

სულ სხვანაირ დასასრულს ველოდი, თუმცა ისე ნათლად გადმოეცი გრძნობები რომ გაპატიებ. აი, არ ვიცი. კომედიურად დაიწყე და ეს გმირებიც ისე შემიყვარდა რომ... სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემ მდგომარეობას...

 


№7  offline წევრი nini :)

კარგი იყო მაგრამ არ მომეწონა დასასრული am

 


№8  offline წევრი teddy))

Sheidzleba arasworad vfiqrob, magram chemi azri asetia: adamiani sheidzleba iyos mxiaruli, lagi, magram cxovrebam shecvalos, da gaxados sevdian adamianad iseve, rogorc piriqit.

 


№9 სტუმარი mtvaro

kargl ra rato mokali chemi svani.ase ar unda damtavrebuliyo.mecyina

 


№10  offline წევრი teddy))

mtvaro
kargl ra rato mokali chemi svani.ase ar unda damtavrebuliyo.mecyina

eset temaze rom iyo tofebit da ase shemdeg gadavwyvite ase yofiliyo, magram shemdegi romani gelit sasiamovno da arc aravin chabardeba miwas!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent