ჩემი არ გეშინოდეს! 6
სკამზე ისე ვიჯექი, გეგონებოდათ დაწყებითი კლასის მოსწავლე ვყოფილიყავი და სურათს მიღებდნენ ალბომისთვის. -ყავას დალევ?-მკითხა გეგამ. -კი, მოგეხმარები.-ნელი ნაბიჯებით გავყევი უკან. -შაქარი? თუ შენც სხვა გოგოებისავით უშაქროს სვამ, წონაში, რომ არ მოიმატო?!-სიცილით მეუბნება და თან ქილას იღებს, სადაც შაქარი ეგულება. -მე სხვა გოგო არ ვარ!-ვეუბნები მე,- სამი კოვზი შაქარი.- ისევ, რაღაცას ვაპროტესტებ. -შოკოლადის კექსიც მაქვს, იმდღეს ხილის ტორტით, რომ შემომეჭერი სახლში, გაბრაზებულ გულზე, ჩავედი და ვიყიდე.-იცინის და მაცივრიდან კექს იღებს. -ჯერ ერთი მე არ შემოგეჭერი, ხომ გითხარი დედამ გამომგზავნა-თქო და მეორეც დაუფასე ის რაც სტუმარი მოგიტანს.-საშინლად ვბრაზდები, მაგრამ ვერ ვხდები რა მაბრაზებს. სხვაგან, რომ გამეგო ეს სიტყვები რაც გეგამ თქვა ნამდვილად, მომეწონებოდა ეს ნათქვამი, მაგრამ ახლა... მგონი შარს ვეძებ. -ოხ, ბრაზიანი ნენე!-ამბობს, ჰოლივუდური ღიმილით. მგონი ამ ბიჭს, ხასიათი, არასდროს უფუჭდება. მე კიდე, წკაპ და მოშლილი მაქვს ნერვები. ფინჯანს ვიღებ და ყავა ძირს მეღვრება. საშინელი ღრიალი და კარებზე გაბმულად ზარის რეკვა მესმის. გეგა დგება და ხელს მკიდებს. -ნენე, იმ ოთახში შედი და კარადაში შეძვერი. იცოდე რაც არ უნდა მოხდეს გარეთ არ გამოხვიდე კარგი?!-გეგა თავის საძინებლისკენ მანიშნებს და მეც იქით ვიხედები. -გეგა, ხომ კარგად იქნები?-მგონი სულელურად ჟღერს, ჩემი კითვა, მაგრამ ყველაზე მეტად, გეგა მაღელვებს. -ნენე, ოთახში წადი!-კი არ მთხოვს, მიბრძანებს! მეც საძინებელში შევდივარ და იქვე მდგარ კარადაში ვძვრები და ტანსაცმელს ვეფარები. მაისურში შეხვეულ პისტოლეტს ვპოულობ და მის დანახვისას კანკალი მივარდება. როგორ, მინდა ეს იარაღი გეგას მივაწოდო, მაგრამ არ შემიძლია. საშინელი ყვირილი ისმის. ამ ხმებში, ორი კაცის ხმა გავარჩიე. ორი კაცი ერთის წინაამღდეგ! ნეტა, ხომ არაფერი დაუშავდა?! გეგას ხმაც მესმის, ცოტა ვმშვიდდები, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაშავდეს. საძინებელშ ნაბიჯების ხმა მესმის. კარადიდან ვხედავ, ვიღაც მაღალი, სრული კაცი თავის ჯიბიდან მობილურს იღებს და სადღაც რეკავს. -გეგა ქალდანის სახლში ვართ და რა ვუყოთ?-ეკითხება ვიღაცას. მაგრამ მე არ ვიცი ის რას პასუხობს. ძალიან მეშინია! ოთახს ათვალიერებს და კამოდის უჯრებს სწევს. ამის შემხედვარე, მეშინია კარადა არ გამოაღოს და იარაღს ვებღაუჭები. ოთახიდან გადის და ცოტახანში უცნობების ხმა მესმის. აღარ შემიძლია, გარეთ უნდა გავიდე! კარადიდან ვძვრები და ოთახში გავდივარ, სადაც ისინი არიან. ძირს, ორი უცნობი გდია და გეგას ხელში პისტოლეტი უკავია. -გეგა!- მისკენ მივდივარ და ვეხუტები, შიშთან ერთად ბედნიერებას ვგრძნობ, რომ ღმერთმა მომცა ამის საშუალება, რომ ჩავხუტებოდი. ისიც მეხვევა და იარაღს ძირს აგდებს. -ხომ, გითხარი არ გამოხვიდე-თქო?!-მეუბნება და თვალებში მიყურებს. -გეგა მოკალი?-ხმის კანკალით ვიძახი და უცნობებისკენ ვბრუნდები. სახე სისხლიანი აქვთ, როგორც გეგას. -უბრალოდ, პისტოლეტი ჩავარტყი და გონება დაკარგეს.- თვალმოუშორებლად იძახის. -გონს, რომ მოვლენ?-ვამბობ და სახეზე მლაშე სითხეს ვგრძნობ. -ნენე, სხვა ოთახში შედი!-მკაცრი ტონით ამბობს და იარაღს იღებს. სამზარეულოში გავდივარ და წყალს ვსვავ. არვიცი გეგა რას აკეთებს ან აქედან იმ კაცებს, როგორ გაიყვანს. დაქცეულ ყავას ვწმენდ და სამზარეულოში ბოლთას ვცემ. ფანჯრიდან ვიხედები და ვხედავ, გეგა იმათ მანქანაში, როგორ სვამს იმ კაცებს. ფანჯარას ვშორდები და სკამზე ვჯდები. უაზროთ ვათამაშებ თითებს, მაგიდაზე. კარების ხმა მესმის, მაგრამ უკან არ ვბრუნდები გეგა ჩემთან მოდის და სწრაფად ამბობს: -ნენე, რაც შეიძლება, მალე უნდა წავიდეთ აქედან. გთხოვ, უბრალოდ მენდე, ყველაფერს აგიხსნი.-მეუბნება და ხელს მკიდებს. გარეთ გავდივართ და გაჩერებისკენ მივრბივართ. ტაქს აჩერებს და მისამართს კარნახობს. -------------------------------------------------------------- ვიცი ცოტაა, მაგრამ ვერ ვახერხებ მეტის დადებას, ბოდიშს გიხდით, რომ დავაგვიანე. გრამატიკული შეცდომები ვიცი ბევრი იქნება.ძალიან გთხოვთ შემიფასეთ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.