შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1 - [2]


22-11-2015, 00:10
ავტორი twenty-one
ნანახია 2 193

-მოგესალმებით ! რას ინებებთ?
-ორი კაპუჩინო ! -გოგონამ აგდებულად მომაძახა და ამრეზით შემომხედა.
-ახლავე.- საპასუხოდ სავალდებულო ღიმილი ავიკარი სახეზე და თავი დავუკარი ორივეს ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს. უნდა შემოვტრიალებულიყავი როცა მან ხელხე ხელი მომკიდა და მისკენ შემატრიალა.
-ელენიკო, რა ზრდილობაა? თქვენში გამარჯობის თქმა და მოკითხვა არ იციან გოგო?-ოჰ, მისი ყავისფერი თვალები ბოლოს მიღებდა. მისი მაცდური თვალები. როცა შემეხო თითქოს დენმა დამარტყა.
-აჰ, უი, გამარჯობათ.- უხერხულად გავუღიმე.
-ელე? კაი რა იყო გოგო ეგრე როდის ლაპარაკობ?-დამცინავი იერი მიიღო.
-უკაცრავად, სამსახურში ვარ.-თავი დავუკარი და მაგიდას გამოვეცალე.

ვგრძნობდი, როგორ მომშტერებოდა, მისი მზერა ზურგს მიწვავდა.
-დეგენერატი ! ხეპრე! ამნაერ გოგოს ასეთ დღეში გაგდებს და ამ საფრთხობელასთან ერთად დაეთრევა. ოხ! სულ შხამად შეგერგოთ , ნავთი, დოზანა და ცეცხლი არ მოგკლებოდეთ.- ქოთქოთით დაიწყო თინამ კაპუჩინოს კეთება. თავს ძვლივს ვიკავებდი რომ სიცილისგან იატაკზე გორავი არ დამეწყო.
-თიიინ, გეხვეწები გაჩერდი თორემ ცუდად გავხდები სიცილისგან.-აცრემლებული თვალები მუჭით მოვიწმინდე. მან ერთხელ შემომხედა დაბღვერილმა, მერე კი ფანჯარასთან მჯდომ წყვილს გახედა, რაღაც ჩაიბურდღუნა და კვლავ მისი საქმე განაგრძო.
მე ვუყურებდი მათ, ვუყურებდი და ჩემი გულიც ნაფლეთდებად იქცეოდა. თვალები ძლიერად დავხუჭე, და ღრმად დავიწყე სუნთქვა.
-დროზე მიუშავე, სულ ცეცხლად და ნავთად.-ბუზღუნით მომაჩეჩა თინამ ორი კაპუჩინო და წყვილს გესლიანი მზერა ესროლა. მე ღრმად ამოვისუნთქე და ისევ ისეთ ცივი ღიმილი ავიკარი სახეზე.
-აი ინებეთ, ორი კაპუჩინო.-ყავის ფინჯნები გადავანაწილე.-გემრიელად მიირთვით.-თავ დავუკარი და სასწრაფოდ გავეცალე.
კაფის კუთხეში ვიდექი და შიგადაშიგ მათ ვუყურებდი. ‘ოხ, ნადირაძე! შენ გაგიხმა ეგ უტვინო თავი!” გარეგანად მშვიდი, შინაგანად ცოფებს ვყრიდი. გონებაში წამების ათასგვარი ხერხები წარმომიდგა.
როგორც იქნა, წავიდნენ, მალე ჩემი სამუშაო დღეც დასრულდა და სახლში წავედი. ჩემი სახლიც არ იყო ის ადგილი სადაც მისვლა მიხაროდა, ცივი, ბნელი, ცარიელი ოთახი. სახლში როც მივედი, პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ სკაიპი ჩავრთე და მშობლებს დავურეკე.
-როგორ ხარ დედიკო?-დედა ლამის კომპიუტერიდან ძვრებოდა. მე მხრები ავიჩეჩე.
-როგორც ყოველთვის დე.
-როდის დაბრუნდები სახლში? მოგვენატრე დედი.-უკვე ტირილს იწყებდა.
-დედა გთხოვ გეყო რა! მე უკვე გადავწყვიტე ! -უკვე ცუდათ ვხდებოდი.
-ასე როგორ შეიძლება ! თითქოს თბილისდან არ იყო, და ჩამოსული იყო.-ლამის იყვირა.
-ეგ იმ ფაქტს არ ცვლის რომ დამოუკიდებლად მინდა ცხოვრება .- ამჯერად ყვირილი მე დავასწარი.
-ელენე! - მამას მკაცრი ყვირილი გავიგე. - ტონს დაუწიე თორემ მოვალ და ახლავე დაგაბრუნებ სახლში.
-თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ! უნდა გავიდე და დავიძინო.-ხმადაბლა ვუთხარი და კომპიუტერიც გამოვრთე. “ჰმ, რა ძილი ელენე! აზრზე მოდი ! სტიპენდიას ხელიდან ვერ გაუშვებ ! ადექი იმეცადინე ! “ თავს ძალას ვატანდი.

დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. როგორც ჩანს მაგიდასთან ჩამძინებია, რის გამოც მთელი სხეული საშინლად მტკიოდა, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლიდა რომ სამსახურში უნდა წავსულიყავი. შვიდის ნახევარზე უკვე სამსახურში ვიყავი . ესეც ჩემი მეორე სამსახური, ყოველ დილას ერთ სარეკლამო კომპანიას ვალაგებდი, შუადღეს უნივერსიტეტი და საღამოს კაფეში ვმუშაობდი. მართალია, საშინელი გრაფიკი მქონდა, მაგრამ ეს იყო გზა იმისა რომ ყურადღება გადამეტანა, ცოტახნით მაინც სხვა რამეზე. სამუშაო დრო როგორც კი დასრულდა, პირდაპირ უნივერსიტეტში წავედი.
აუდიტორიაში რადიატორს მიხუტებული ვიჯექი როდესაც რაზმაძე ყვრილით შემოვარდა.
-ვა, ვა ,ვა ! ქურდებს სიცოცხლე, მაგრამ ერთი ცუგაც გამოგვრევია აქ.-დამცინავი მზერა მიანათა ჩემს ერთ ჯგფუფელ ბიჭს.
-რაზმაძე, არ მეგონა ქურდები თუ ასეთი საცოდავები იყავით.-მე ხომ მუდამ ჩაგრულთ დამცველი უნდა გამოვიდე.
-რაო გოგო? ქურდებზე ამას როგორ ამბობ?
-მე ბოდიში! -ცალყბად გავიღიმე.- გამოდის ეს შენ ყოფილხარ ჩმორი!
-გოგო რეებს ბოდიალობ შენ ჰა?-მომიახლოვდა რაც შეეძლო.
-რაო, ლუკიტო? აგეწვა? ქურდმა ყველაფერი უნდა იცოდეს! და შენ? შენ რა იცი? მოეთრევი აქ და უსუსურად ცდილობ რომ სხვები დაამცირო! მაგრამ აზრი? შენ ერთი საცოდავი გაღლეტილი, ლაჩარი არარაობა ხარ! მშობლების ტვირთი! -მთელს სულსა და გულს ვაქსოვდი ჩემს მონლოგში.
-გოგო არ იყო, წიხლქვეშ გაგიფენდი.-სიმწრისგან ფითქინა სახე სულ გაწითლებოდა.
მე მხოლოდ გავუღიმე და ისევ ჩემს ადგილას დავჯექი.
-რაო, მიგაჩმორეს რაზმაძე?-სიცილი ატეხეს ბავშვებმა.
-თქვენ ჯობია თქვენს თავს მიხედოთ.-იღრიალა და ჩემსკენ გაბრაზებულმა გამოიხედა.
-ამის გამო პასუხს აგებ! - ჩემსკენ გადმოიხარა და ჩუმად ჩამჩურჩულა.
-ველი მაგ მომენტს.-არც მე დავაკელი.
-ღმერთო რა ხეპრეა ! -ცხვირი აიბზუა ნინომ.
-მიკვირს მაგას როგორ ხვდებოდი.- ამის გახსენებაზე მომენტალურად დავიჭყანე.
-ქონდა რა რაღაც.
-”მუხლებს დაგიხვრიტავ გოგო! “ ? -ალმაცერად შევხედე.
-ხო კარგი, ვაღიარებ ! მაგარი ქლიავი ვიყავი ! -სიცილი დაიწყო.
-არც ახლა აკლებ ნინაჩკა.-მეც სიცილში ავყევი.
-დამპალო! დეგენერატო! არგადასარჩენო ! ჩასაბეტონებელო! -თან მლანძღავდა და თან მბწკენდა.
-კარგი, კარგი, გეყოს, გეყოს და შოკოლადს გიყიდი.-შოკოლადის ხსენება და მისი გაჩერება ერთი იყო.
-შოკოლადიიიიიი!!!!!!!-წამოხტა და იკივლა, შემდეგ კი ნასიამოვნებმა ერთი ამოიოხრა და ჩემს გვერძე დაესვენა.
-რა გიჟი ხარ!-საცოდავად ამოვიკნავლე.
-აბა რა გეგონა?-ენა გამომიყო.
-გინდა გამოგაშტერო?
-კიდე ეგ მინდა გოგო მეე?-სიცილი დაიწყო.
-სერიოზულად, გუშინ ის იყო ჩემს კაფეში.
-მერე?
-რა მერე? როგორც ყოველთვის ახალ გოგოსთან ერთად.-ეს ვთქვი თუ არა ცრემლმორეულმა ფანჯარაში გავიხედე.
-ფუუუ! დეგენერატი... გოგო! მერე? რაო რა თქვა ის რომ დაგინახა?
-რა უნდა ეთქვა ? არაფერი, გამარჯობაო და იიი ვსიო რა.
-აუ რა დებილია რაა !
-კაი გეხვეწები მეტი რა უნდა ეთ..- სიტყვა არ მქონდა დამავრებული რომ ნინიმ მწარედ მიბწკინა და თვალები დამიბრიალა, შემდეგ კი კარგის მიმართულებით გაიხედა. მეც მის მზერას გავაყოლე თვალი და ის დავინახე.
ბერძენი ღმერთივით იდგა,ამ ყინვაშიც კი ის მის ხიბლს არ კარგავდა. მან ზრდილობიანად თავი დაგვიკრა ყველას და მისი კუთვნილი ადგილი დაიკავა ჩემს წინ.
-ოჰ, გამარჯობა, ელენეიკო! -ჩემსკენ შემოტრიალდა.
-გამარჯობა?-გაკვირვებულმა შევხედე.
-გოგო! გუშინ რა იყო? ან რა მოსალმება იყო? ან დამშვიდობება?-წარბშეკრული მიყურებდა.
-სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი და იქ კვეკრძალება განსხვავებულად მოქცევა.-სუსტად გავუღიმე.
-თუ ეგრე მოქცევა გევალებათ მაშინ ის ბარმენი რატომ კვიყურებდა გაბრაზებული?ან შენ რას იცინოდი გამწარებული?-”ოპა! აი სად დაგერხა ელენე! “ გონებაში ჩემი თავი უკვე გამოვიტირე.
-ჯერ, ეს, ერთი, ბარმენი არა, ბარისტა და მეორე , ვერ იტანს კაპუინოს კეთებას.-მოჩვენებითათ გავიცინე.
-არ გადამრიო ახლა ! მაგის მომზადებას რა უნდა გოგო?
-ხო და თუ რა უნდა, მაშინ ადექი და შენით მოიმზადე.-წაბშეკრულმა შევუბღვირე.
ამასობაში ლექტორიც მოვიდა და ლექციაც დაიწყო. მთელი სამი საათი ვცდილობდი რომ როგორმე მისთვის არ შემეხედა, კედლისკენ ზურგით იჯდა და თავისუფლად ვხედავდი მის ნატიფ პროფილს. მისი მწველი მზერა კი ლოყავ მიწვავდა. “ნეტა რა დაემართა?” მუდამ ეს ფიქრები მიტრილაებდა. უნივერსიტეტის დროს დასრულდა და შენობიდან როცა გამოვედი ვიგრძენი როგორ მომკიდა ვიღაცამ მკლავზე მწარედ ხელი და შენობის უკანა მხარეს წამათრია, როდესაც კედელს მიმაჯახა მხოლოდ მაშინ დავინახე მისი სახე.
-რაო გეგონა, ასე ადვილად შეგრჩებოდა დღევანდელი?- სახეალეწილი მიყურებდა.
-ლუკა რაზმაძე! იმაზე უფრო დებილი ყოფილხარ ვიდრე მეგონა.-ცალყბად გავუღიმე.
-როგორ ბედავ ! -მითხრა და სახეში ისე მწარედ გამარტყა რომ მოწყვეტით დავენარცხე ასფალტზე. ისე მწარედ დამარტყა რომ ტუჩი გამისკდა და სისხლი წამომივიდა, ტკივილზე ხომ აღარაფერს ვამბობ.
-კაცი ხარ , კაცური ! -შეშლილივით გამეცინა და წამოდგომა ვცადე. ქვემოდან ავხედე და დავინახე როგორ ამზადებდა წიხლს ჩასარტყამად. თვალები მაგრად დავხუჭე ტკივილის მოლოდინში, მაგრამ მოლოდინი არ ამიხდა. მხოლოდ ცხოველური ღრიალი გავიგე.
-შე არაკაცო ! -გავიგე ნაცნობი ხმა.



№1  offline წევრი Ce Ce

ჩემი ნანატრი ახალი თავიც love
საინტერესო და ძალიან კარგი თავი იყო wink
იმედი მაქვს არ დაიკარგები feel

 


№2 სტუმარი alisaa

dzalian sainteresoaaa;) velodebi momdevbo tavs:) yochag shen!

 


№3  offline წევრი nini namicheishvili

ძალიან მაგარიაა გააგრძელეე რა გთხოვ ძალიან ძალიან მომწონსს love

 


№4  offline წევრი tvinischia

აუ სად გაჩერდი მალეეე გააგრძლე რა ძაან მაგარიაა ველოდები შემდეგ თავებს ❤

 


№5  offline წევრი nini namicheishvili

აუუ გააგრძელეე რა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent