შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი (19-20 თავი)


22-11-2015, 00:17
ავტორი murachashvili
ნანახია 2 966

მეცხრამეტე თავი
იგივე ბადრაგის თანხლებით სალომე მალევე გამოჩნდა. სახე დაღლილი ჰქონდა, თვალები ჩაშავებული, რამდენიმე დღის უძილოდ მომეჩვენა.
- ასეთი პატივისცემა რით დავიმსახურეთ? - გაოცდა, როცა საკანს მოავლო თვალი. ხმა გაბზარული და ტკივილით სავსე. საწოლზე მძიმედ ჩამოჯდა. არც მოკითხვა, არც მისალმება. თითქოს არაფრის სიქა არ ქონდა. წინ გრძნობებისგან დაცლილი, გამოფიტული ადამიანი მეჯდა.
დავიჩოქე, მუხლებზე დავეცი. ნერვიულობისგნ აცახცახებულ ხელებს ვუკოცნიდი, მუხლებზე ვეხვეოდი. თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა. ძნელია იმის თქმა, თუ რამდენხანს ვიყავით ასეთ მდგომარეობაში. ნახევარი საათი, ან იქნებ მეტიც. დროის აღქმა დაკარკგული მქონდა. ვხვდებოდი, რომ ეშინოდა და მინდოდა როგორმე დამემშვიდებინა. ეგრძნო, რომ მასთან ვიყავი, არ მოვშორდებოდი.
- თემო, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა! - დუმილი დაარღვია მან.
- რატომ? რა მოხდა? - ისეთი სახე მივიღე, თითქოს მისმა სიტყვებმა გამაოცა. - ვინმე გყავს?
ტკივილით გაიღიმა: - მოსვლას ვეღარ შევძლებ. - ისე თრთოდა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
- ნუ გეშინია. - ვცდილობდი ხმამაღლა არ მესაუბრა, დიმკას დაპირდების მიუხედავად, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ საკანი არ ისმინებოდა.
ქალი გულში ჩავიკარი და ვეჩურჩულებოდი: - მიყვარხარ და იცოდე, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს. ნუ გეშინია, გესმის?!
შიში გაოცებამ შეცვალა, არაფერი უკითხავს, არაფერი უთქვამს, უბრალოდ ძლიერად ჩამეხუტა. დაკვირვებული ვიყავი, როცა ყველაზე მეტად უჭირდა ასე იქცეოდა, თითქოს ცდილობდა ხიფათი ასე აერიდებინა.
- რაც არ უნდა მოხდეს, მინდა იცოდე, რომ ჩვენთის სხვაგვარ დასარულს ავირჩევდი. სამწუხაროდ აზრი არ მკითხეს. ალბათ, ასე იყო საჭირო. იქნებ ეს წლების წინ უნდა მომხდარიყო? ჯერ კიდევ მაშინ ბავშვი რომ ვიყავი? ბოლოსდაბოლოს შენ მაინც არ დაგინგრევდი ცხოვრებას. მაპატიე, იმ ტკივილის გამო მე რომ მოგაყენე ან მოგაყენებ!
- გაპატიო? სალომე, ბოლოსდაბოლოს თქვი რის თქმას ცდილობ? დავიღალე ქარაგმებით. - საბოლოოდ გავღიზიანდი მე. მაშინ როცა მის გამხნევებას ვცდილობდი, ის ისევ ჯიუტად ერთიდაიგივეს იმეორებდა.
რათქმაუნდა არაფერი თქვა. უძირო შავი თვალებით შემომხედა. თავი ვეღარ შევიკავე და წითელ ტუჩებში დავეწაფე. თავიდან ფრთხილად, შემდეგ უფრო მეტი ვნებით. გრძნობებს ვეღარ ვთოკავდი და არც მსურდა. ისე ვიყავი მონატრებული და მოწყურებული, რომ ვერ დავთმობდი. ვერ შეველეოდი. წინააღმდეგობას არც ქალი მიწევდა. იმის გააზერება, რომ შეიძლება ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაც შეიძლება ყოფილიყო, ჟინსა და ვნებას უფრო გვმატებდა. ბოლოსდაბოლოს მეც ხომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი? ვინ იცოდა წინასწარ რას გვიქადდა ბედი?

დაღამდა. ჩვენ ისევ ერთად ვიყავით. არ გვაწუხებდნენ, არ გვახსენებდნენ, რომ ჩვენი შეხვედრის საათები იწურებოდა.

უკვე ღამის 11 საათი ხდებოდა.
- ცოტა ხანში დაიწყება! - ჩავილაპარაკე და სმენა დავძაბე.
- რა დაიწყება? - შეკრთა ქალი.
კითხვაზე არ ვუპასუხე. ლოგინის ქვეშ ხელი შევაცურე და დამალული ფუთა გამოვიღე, სადაც ორი წყვილი სპეც-ნაზის შავი ფორმა და სამხედრო ბათინკები იყო მოთავსებული.
- უნდა მენდო! ეს ჩაიცვი. - მივაწოდე სალომეს. მას აღარ დაველოდე, მეც სწრაფად დავიწყე ფორმის ჩაცმა. დაძაბული ვაყურადებდი. გარეთ ზუზუნისა და რკინის ნივთების ბრახუნის ხმა თანდათან მატულობდა და ძლიერდებოდა.
- რა ხდება? - გაფითრდა სალომე.
- არ შეშინდე. რაც არ უნდა მოხდეს, გვერდიდან არ მომშორდე! - კბილებში გამოვცარი.
კარებზე ვიყავი აკრული და ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად თითოეული წვრილმანი აღმედგინა. სალომე სარკმლის ჟალუზიდან იყურებოდა. ტელევიზორი ჩავრთე. პირდაპირი ჩვენებით ორთაჭალის ციხის მიმდებარე ტერიტორიას აჩვენებდნენ.
- დღეს, 2009 წლის 03 მარტის 23 საათზე პატიმრებმა ციხეებსა და საპყრობილეებში არსებული მძიმე პირობების გასაპროტესტებლად აქცია წამოიწყეს. სამწუხაროდ, როგორც ციხის ადმინისტრაცია გვატყობინებს პროტესტი აქციის ფარგლებს გასცდა და ბუნტში გადაიზარდა. პატიმრებმა რამდენიმე კამერა დაწვეს. კომენტარს სასჯელაღსრულების მინისტრი აკეთებდა:
- მოვლენები უკონტროლო გახდა. რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ პატიმრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. სამწუხაროდ მოახერხეს ადმინისტრაციის განიარაღება და მთლიანად დაიკავეს ციხის ტერიტორია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, არის მსხვერპლიც. სპეც-დანიშნულების რაზმი ადგილზე სრულად არის მობილიზებული. ბუნტიორებს ნებაყოფლობით დანებებისთვის დამატებითი დრო მივეცით. წინააღმდეგ შემთხვევასი ციხეს შტურმით ავიღებთ. -მტკიცე, მბრძანებლური ტონით ლაპარაკობდა ის.
თითქოს მინისტრის სიტყვებს ელოდებოდნენო, მალე შეტევაც დაიწყო. ისმოდა ვერტ-მფრენების გრუხუნი. რასაც გარედან შემოსული მტვრევის, ადამიანების ცემისა და გოდების ხმაც მოჰყვა. ისმოდა სროლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ხელჩართული ბრძოლისას დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ჩეხდნენ. მხოლოდ კვნესის ხმა ისმოდა. ძნელია როცა ვერაფერს ხედავ. სალომე მუხლებზე იყო დამხობილი. ხალხის გამწარებული ხმა რომ ვერ გაეგო ყურებზე ხელები აიფარა. თითქოს უნდოდა როგორმე გარედან შემოსული გოდება დაეხშო, აღარ მოესმინა.
- ღმერთო გვიშველე, შეგვეწიე ჩვენ, ცოდვილებს! - სასო წარკვეთილი ჩურჩულებდა ის.

ჯერჯერობით ყველაფერი დიმკას სცენარის მიხედვით ვითარდებოდა. უჯვე ჩემი ჯერი დგებოდა.
- ეხლა შიშის დრო არაა. უნდა ადგე! - შევანჯღრიე ქალი.
ქვემოდან გამოღებული ფუთიდან იარაღები ამოვიღე. ორი მცირე ზომის პისტოლეტი იყო. ერთი შარვალში, ქამარშივე ჩავიდევი, მეორე კი მას დავუმიზნე. ისედაც გაფითრებული ქალი სულ გათეთრდა.
- რას აკეთებ? გაგიჟდი? - გაოგნებულმა იკითხა მან.
- უნდა მენდო! - მის შემდეგ რეაქციას აღარ დაველოდე ისე გამოვკარი ხელი სასხლეტს. იარაღმა გაისროლა და ტკივილისგან დაკრუნჩხული სალომეც ჩაიკეცა.
მეოცე თავი
დრო არ უნდა დამეკარგა. სასწრაფოდ თმები შევუკარი და ნიღაბში დავმალე. სალომე მხარში იყო დაჭრილი. იქვე დაგდებული მისი კაბით სისხლი მოვწმინდე, ვცდილობდი რაც შეიძლება კარგად დასვრილიყო. ჭუჭყიანი კაბა იქვე დავაგდე. საკნის კარები წიხლით გავაღე და ხელში აყვანი კოლიდორში გამოვიყვანე. გარეთ ისტერიულად დარბოდნენ. ერთმანეთს სხვადასხვა მხრიდან ეძახდნენ. სპეც-რაზმელები კონდახებითა და დუბინკებით ერეკებოდნენ პატიმრებს საკნებში.
- რა ჭირს, დაჭრილია?-ერთ-ერთი სამხედრო მომადგა მე. სალომეს შიშისგან თუ ტკივილისგან გონება ქონდა დაკარგული. ნიღაბში შეუძლებელი იყო მისი სახის გარჩევა. ამ ეუთებში ეს მაწყობდა კიდეც.
- დაჭრილია. ტერიტორიიდან უნდა გავიყვანო! - მოკლედ ვპასუხობ და გასასვლელისკენ სირბილით მივიწევ. გზას მითმობენ, გვერდზე იწევიან. მესმის ზურგს უკან გასროლის ხმაც. სპეც-რაზმელები სოლიდარობას მიცხადებემ, მეც მათ გუნდის წევრად მთვლიან. კოლიდორს მიკეთებენ და მაქსიმალურად ხელს მიწყობენ ტერიტოიიდან სწრაფად გამოსვლაში. მეც მოვრბივარ და უკან არ ვიყურები.

ყველაფერი გეგმის მიხედვით ხორციელდება. სასწრაფოს დახმარებისა და სამხედროებით სავსე სატვირთო მანქანებს მოხერხებულად ვუვლი გვერდს და ორთაჭალის ხიდისკენ გავრბივარ, სადაც შავი, პრადას ჯიპით დიმკა მელოდება. სალომე გონს მოვიდა. შეშინებულმა შემომხედა.
- რა ჯანდაბა ხდება აღარ იტყვი? - კბილებში გამოცრა მან.
- სულ ცოტა-ღა, სულ ცოტა და სამშვიდობოსაც გავალთ. შემდეგ ყველაფერს აგიხსნი. მერე... - სწრაფად ვპასუხობ და ჯიპის უკანა სავარძელზე თითქმის ვისვრი. მეც იქვე ვხტები და ავტომობილიც გარბის. ჯერჯერობით ადრეა გამარჯვების ზეიმი, თუმცა თავი სამშვიდობოს მგონია.
- ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შეძლებდი! - დიმკას სიტყვები მამხნევებს.
სალომეს ვუმზერ, ჭრილობიდან სისხლი სდის. სახე ჩვეულებრივზე მეტად აქვს გაფითრებულია. ტკივილი რომ არ გამოხატოს, აშკარად ტუჩებს იწამს. ისევ თვალები ეხუჭება.
- კარგად ხარ? - მოუთმენლად ვკითხულობ, ქალმა ყრუდ ამოიკვნესა და ისევ გონება დაკარგა.
- ექიმი გველოდება, მისვლისთანავე ჭრილობას ნახავს, დაამუშავებს. - თითქოს მამშვიდებს დიმკა.
არაფერს ვპასუხობ. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რამდენად მძიმე იქნებოდა ჩემთვის სალომესთვის სროლა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ამას მის გადასარჩენად ვაკეთებდი, ვერც ვერასოდეს შევძლებდი. ეხლა კი ვუმზერდი მის გაფითრებულ სახეს და საკუთარი ქმედების სისწორეში უკვე ეჭვი მეპარებოდა. ჭრილობიდან სისხლი ისევ სდიოდა. ხელებიც მისი სიხლით მქონდა დასვრილი.
მართალია იარა არ იყო სასიკვდილო, ადგილი ზუსტად გამოვთვალე, მაგრამ რამე რომ გართულებოდა? ისედაც დასუსტებულ ორგანიზმს ამდენი სისხლის დაკარგვა უფრო არ ავნებდა? თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა. პასუხი კი არცერთზე არ მქონდა. ჩემი ჯიბრით გზებიც გადატვირთული იყო. დრო თითქოს გაჩერდა. ერთ ადგილზე გაიყინა.

დიმკამ ვაშლიჯვრის გადასახვევისკენ გადაუხვია და დასახლების ბოლოსკენ აიღო გეზი.
- ყველაზე უსაფრთხოდ ჩემთან იქნებით. სალომეს მოძლიერდებასა და გამოჯანმრთელებამდე აქ იქნებით. შემდეგ პანკისი და რუსეთი... გეგმის შესაბამისად, ექსპერტიზა მის კაბაზე არსებული სისხლის კვალით უპატრონო გვამს სალომედ გამოაცხადებს. ყველასთვის ქალი ციხის ბუნტის დროს გარდაიცვლება, ხოლო მისი მეუღლე მძიმედ დაჭრილი ციხის საავადმოფოში იქნება. ეს იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა გამწარებულ, დამწუხრებულ მეუღლესთან ინტერვიუს ჩაწერა არ მოინდომონ. შენი ავადმყოფობა სალომეს საზღვარგარეთ გაყვანამდე გაგრძელდება. ციხეში ამის შემდეგ დაბრუნდები.
ხმა არ ამომიღია. ჩემთვის მთავარი მისი სიცოცხლე და უსაფრთხოებაა. მე სად ვიქნებოდი მეორე ხარისხოვანია.
- აზრი ჩემთვისაც რომ გეკითხათ, არ გიფიქრიათ? - საუბარში ჩაერია გონს მოსული სალომე. ხმა სუსტი ქონდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა გაბრაზება.
- თქვენს სიტუაციაში, ეს ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა! - მკაცრად უპასუხა დიმკამ.
- ასე როგორ გამიმეტე? იქნებ არ მინდოდა ასეთი სიცოცხლე? -ტკივილით მკითხა მან. თვალები ცრემლებით ქონდა სავსე. - რა აზრი აქვს უშენოდ სიცოცხლეს? რა ჯანდაბა დამრჩა რუსეთში? აქ იშვიათად მაინც გნახავდი.
- ცოცხალი უნდა იყო. ჩემთვის ესეც საკმარისია. არ გაცოცხლებენ. ამას ვერ ხვდები? - ტკივილით, სასოწარკვეთილი ვეკითხები მას.
- მარტივი გამოსავალი ნახეთ ხომ? შენივე ხელით ცოცხლად დამმარხავ. ბრავო! უკაცრავად ტაშს ვერ გიკრავთ! - ირონიითა და ზიზღით მიყურებდა ის. - ასე უნდა შეასრულო უშიშროების დავალება. გეტყვიან: ესროლეო! მესვრი, გეტყვიან: - მოკალიო, მომკლავ! გეტყვიან: დამარხეო, და ცოცხლად დამმარხავ?!
- ქალბატონო სალომე, ცდებით! - ჩარევა სცადა დიმკამ.
- თქვენთან არ ვსაუბრობ! - კბილებში გამოსცრა ქალმა - თქვენ ორივენი, უპრინციპო და უსუსური მარიონეტები ხართ, სხვისი „შისტიორკები“, საკუთარი აზრიც კი არ გაგაჩნიათ.
ერთ-ერთი სახლის წინ გავჩერდით. შვებით ამოვისუნთქე. იმედი მქონდა სამედიცინო დახმარების შემდეგ, ტკივილების დაამების შემდეგ სიტუაციას სხვაგვარად შეხედავდა და მიხვდებოდა, რომ ასე მხოლოდ მისი ინტერესებიდან გმომდინარე ვმოქმედებდი. ან მიხვდებოდა კი?!



№1  offline მოდერი ლილიანა

კარგია ძალიან კარგი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაუ რა მაგარი თავი იყო ყოჩაღ უმაგრესი ხარ.

 


№3 სტუმარი stumari

ძალიან კარგია და გელოდით

მაგრამ მეოცე თავი სადააა

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

stumari
ძალიან კარგია და გელოდით

მაგრამ მეოცე თავი სადააა


ტექსტი ებმის ერთმანეთს ცუდად :) წინა თავებთან შედარებით პატარაა მეოცე

 


№5  offline წევრი irinka123

აუ თემო ისევ ციხეში უნდა დაბრუნდეს? ცუდი დასარული არ ქონდეს რა გთხოვ bully

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

irinka123
აუ თემო ისევ ციხეში უნდა დაბრუნდეს? ცუდი დასარული არ ქონდეს რა გთხოვ bully


ვეცდები საინტერესო გამოვიდეს. წინასწარ ვერაფერს მოგწერთ, არ მინდა ინტერესი დაეკარგოს. იმედი მაქვს ბოლომდე მოგვყვებით.

 


№7  offline წევრი irinka123

murachashvili
irinka123
აუ თემო ისევ ციხეში უნდა დაბრუნდეს? ცუდი დასარული არ ქონდეს რა გთხოვ bully


ვეცდები საინტერესო გამოვიდეს. წინასწარ ვერაფერს მოგწერთ, არ მინდა ინტერესი დაეკარგოს. იმედი მაქვს ბოლომდე მოგვყვებით.


გასაგებია წინასწარ არც მე მინდა გაგება რომ ელოდები იმას უფრო აქ მუღამი,მწერალი თქვენ ხართ და უკეთ იცით როგორი დასასრული მოუხდება.მე ბოლომდე მოგყვებით...

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

უმისობას არ ტიებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent