შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (2)


22-11-2015, 23:52
ავტორი N7
ნანახია 6 241

დილით რომ გაიღვიძა ნინამ, პირველი ანკას საწოლზე შეჩერდა მზერა. საწოლზე, რომელიც ისეთივე სუფთა და დალაგებული იყო, როგორიც წინა ღამეს, დაძინებამდე, დატოვა. თითქოს ის მოვლენა, რომელიც ქარიშხალივით დაატყდა შუა ღამით, არც მომხდარიყო. ეს ან მართლაც მისი უსაზღვროდ დიდი და საინტერესო ფანტაზიის ნაყოფი იყო, ან, უბრალოდ, გოგონას უკვე გაეღვიძა და მოესწრო საწოლის წესრიგში მოყვანა.
სხარტად წამოიჭრა ფეხზე, საწოლი გაასწორა და სააბაზანოსკენ არეული ნაბიჯებით წავიდა. კიდევ კარგი, ოთახის გვერდზევე იყო სააბაზანო, თორემ ხომ მოუწევდა ტანჯვა–წამება რიგში დგომით.
მოწესრიგდა და სამზარეულოში გავიდა. უკვე მიჩვეულიყო ამ პატარა, კომფორტული სახლის ოთახების წყობას. როგორც ჩანდა, ყველა ამდგარიყო და მას ელოდნენ.
– გაიღვიძე ნინა? – ღიმილით მიესალმა ირა.
– დილა მშვიდობის, – ლოყებზე სიწითლე შეეპარა, როცა გააცნობიერა, რომ ოჯახი მის ადგომას ელოდებოდა, რათა ესაუზმათ, ყველას ერთად.
– როგორ გეძინა? – მხიარულად ჩაეკითხა ირა.
– არაჩვეულებრივად, გმადლობთ! – გაუღიმა.
რა კარგი გარემო დაუხვდა, ისე გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ ოჯახში. პრინციპში, ასეც რომ არ ყოფილიყო, მისი კომუნიკაბელურობით (რომელსაც ჯერ რატომღაც ვერ იჩენდა), მაინც გაივლიდა ადაპტაციას ოჯახთან.
– უნივერსიტეტი ხვალ გეწყება, არა? – თბილად ჰკითხა ნოდარიმ.
– კი, – მხრები აიჩეჩა და ადუღებული ჩაი მოსვა.
უნებურად გადაწითლდა და კინაღამ დაიხრჩო, ვერც უკან რომ გადაუშვა მდუღარე ჩაი და ვერც წინ. კინაღამ გადაირივნენ ნოდარი და ირა, როცა ჭარხალივით წითელს შეხვდნენ ნინას სახეს. ხან წყალი მიაწოდეს, ხან ზურგზე შემოსცხეს რბილად ხელი, მაგრამ სანამ თავად არ უშველა თავს, მანამ ვერავისგან მიიღო საჭირო დახმარება.
უხერხულად ახედა ჯერ ნოდარს და შემდეგ ირას, დაბნეული სახით.
– მაპატიეთ... – ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა.
– შენ სულ ასეთი დაბნეული დადიხარ? – ანკას ხმა გაიგო ზურგიდან და მიიყინა. შეეშინდა მისკენ გახედვის, რადგან ეგონა, რომ გოგონა დაუხვდებოდა, რადიკალურად განსხვავებული, წინა ღამის დამეგობრებული გოგოსგან.
ბოლოს, მაინც, სხვა გზა არ ჰქონდა და მიხედა. დღის სინათლეზე უფრო უნაკლო ხდებოდა ანკას ულამაზესი სახე. ტანითაც როგორი ჩამოსხმული იყო... ბიჭი რომ ყოფილიყო ნინა, აუცილებლად გასწირავდა კიდეც თავს თუ საჭიროება მოითხოვდა, მის გამო.
– არა, უბრალოდ... – დაბნეულმა აიჩეჩა მხრები და საბოდიშო სიტყვა კიდევ ერთხელ გაიმეორა.
– არაფერია საპატიებელი, ვის არ მოსვლია?! – შეაგულიანა ირამ, თბილი სიტყვითა და ქმედებით. – ასე სამი წლის წინ, ანკას, დაქალის დაბადების დღეზე ბიჭი მოეწონა და ბევრი ცერცეტობით იმდენი მოახერხა, ადუღებული ყავა გადაისხა თეთრი კაბის უბეზე, – ფხუკუნით ჩაილაპარაკა.
– კარგი რა, ირა! სულ მაგ ინციდენტს როგორ უნდა მახსენებდე! – იცინოდა ანკაც, რომელმაც მოხერხებულად დაიკავა ნინას წინ ადგილი. – თან ხომ გითხარი, ეგ ბიჭი არ მომწონებია!
– არა, მე ჩავუვარდი დაქალს მუხლებში, გამაცანი ეგ სიმპათიური ბიჭიო! – ენა გამოუყო ბავშვივით ქალმა და გაზქურასთან მივიდა, შვილის ბრიალა თვალებს აარიდა თავი.
ნოდარიც იცინოდა.
ზედმეტად ოჯახური და თბილი გარემო იყო ამ პატარა სახლში. მხიარული მშობლები და მხიარული, კალმით ნახატი შვილი – ოჯახის იდეალის ყველაზე მაღალი წერტილი. მეტზე რომ ვერც იოცნებებ კაცი.
ის განწყობა, რომელიც ანკას მიმართ გაუჩნდა თავიდან ნინას, სრულიად წაეღო ქარს. მხოლოდ თავს უბრაზდებოდა, რომ ასე დასწამა ცილი გონებაში გოგონას, რომელიც ასეთი პოზიტიური და კარგი იყო რეალობაში, წარმოსახვაში არსებული სწერვა და უკადრისი გოგონასგან განხვავებით.
– დღეს იკრიბებით მეგობრები? – ისევ ირამ გადაჭრა სიტყვის კრიზისის პრობლემა. ანკას ჰკითხა.
– კი, – უბრალოდ გასცა პასუხი და მოხერხებულად მოსვა ჩაი, რომელიც განელებულიყო და სულ არ აღმოჩნდა ანკა ისეთი მოუხელთებელი, როგორიც ნინა იყო.
– ხოდა, ძალიან კარგი! წაიყვან ნინას და გააცნობ ბავშვებს! – ასე, უბრალოდ, მოსთხოვა ირამ და მოჩვენებითად გაუღიმა, რომელშიც სიმკაცრე იგრძნო ნინამ და შეიშმუშნა.
– იცით... – წამოიწყო ნინამ თავის მოჩვენება, თითქოს არ უნდოდა ან რაღაც, მაგრამ ანკაც სიტყვებმა შეაჩერა.
– რატომაც არა? ძალიან გაუხარდებათ ბავშვებს! – მხიარულად ჩაილაპარაკა.
***
მიუხედავად იმისა, რომ ნინას ძალიან ეუხერხულებოდა ასე უცებ დასდგომოდა ანკას სამეგობრო წრეს და შეევიწროვებინა ანკა, რომელსაც ისედაც ავიწროვებდა თუნდაც ოთახის გაყოფით, მაინც ვერ მოახერხა და ვერ გადააფიქრებინა გოგონას მისი წაყვანის გეგმები.
გაემზადნენ და გავიდნენ, შუა დღისას.
– ნუ ნერვიულობ! დამიჯერე, ისე მოგეწონება ყველა... ნუ კაი, ზოგი შეიძლება სწერვად მოგეჩვენოს, მაგრამ თავიდან ხომ ჩემზეც მასე ფიქრობდი?! – სწრაფად ჩამოარაკრაკა გზაში.
უხერხულობისგან კიდევ უფრო გაუწითლდა ისედაც გაწითლებული ლოყები.
ანკას გაეცინა.
– შენ ახლა ყველა დეტალზე მასე აპირებ ნერვიულობას? – ჰკითხა უმალ.
– უბრალოდ... – ენა დაება და თავის თავზე გაეცინა. – მაბნევ!
– მე? – საჩვნებელი თითი მჭიდროდ მიიბჯინა გულ–მკერდის არეში და გაოცებულმა, სიცილით იკითხა.
– ხო... – მხრები აიჩეჩა. – რაღაცნაირი ხარ და მაბნევ! – ვერ დამალა ემოციები.
– ნუ გადამრევ ახლა! – სიცილით ჩაიფრუტუნა, – ვინ შემოვუშვით სახლში?
– ჩვეულებრივი გოგო, რომელიც იბნევა ჭკვიანი ხალხის გარემოცვაში... – ჩაიბურტყუნა.
– არ გეწყინოს, მაგრამ ამას სხვებთან ნუ იტყვი, თორემ მოგაკერებენ სულელის იარლიყს...
ვეღარაფერი უთხრა უარესად არეულ–დარეულმა და გაჩუმებული იყო იქამდე, სანამ დიდ სახლთან არ გაჩერდა მანქანა.
– გადმოდი, – ჯერ ანკა გადავიდა და მერე ნინა მიჰყვა.
გაოცებული მიშტერებოდა დიდ სახლსა და დიდსავე გალავანს. როგორი დიდებული ადგილი იყო... ნეტავ შიგნით რა ამბები ტრიალებდა.
არც დაურეკავს ზარი, პირდაპირ შეხსნა კარი ანკამ და შემოდიო ხელი დაუქნია, ლამის პირდაღებულ ნინას.
ეზოში უამრავი ყვავილი მოეშენებინა პატრონს, რომელნიც აქეთ–იქიდან მიუყვებოდნენ ბილიკს. ეტყობოდა, რომ გავლენიანი პატრონი ჰყავდა ამ დიდებულ სახლს, რომელიც გიჟდებოდა ყვავილებზე და ამავდროულად გამოუსწორებელი პედანტი იყო, რადგან ვერ ნახავდით ვერც ერთ კუნჭულს, რომელიც გაკრიალებისგან არ ბზინავდა. თვით მიწაც კი.
დიდ მისაღებში შევიდნენ.
– ვაა, ანკაც მოსულა! – შემოეგება ერთი ბიჭი.
– მათე, როგორ ხარ? საით არიან ბავშვები? – მისაღების თვალიერების შემდეგ რომ ვერ მიაკვლია ნაცნობ სხეულებს, მაშინღა ჰკითხა.
– ვერანდაზე სვამენ, – სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და ინტერესიანი მზერა გააცოცა ნინასკენ.
– ეს ნინაა, ჩემი ახალი ოთახის მეზობელი! – ღიმილით გააცნო.
– სასიამოვნოა! მათე, – თავაზიანი ჟესტით ემთხვია ხელზე, რითიც დიდი გაკვირვება გამოიწვია გოგონაში.
– წამოდი, სხვებსაც გაგაცნობ! – ხელით მის ხელს შეეხო და სწრაფი ნაბიჯებით გაარბენინა ნინასთვის გაურკვეველი მიმართულებით.
ათამდე ადამიანი იყო ვერანდაზე, რომლებიც ხის დახვეწილ სავარძლებში მოთავსებულიყვნენ და უდარდელად სვამდნენ ჭიქებში მოთავსებულ სითხეს, რომლის კუთხეში მდგარი ბოთლიდანაც სჩანდა, რომ ვისკი იყო.
ერთ–ერთმა გამოაპარა მზერა შემოსასვლელისკენ და, როგორც კი მოსული სტუმრები დაინახა, სიხარულით მოჰყვა კიდევ ერთ სადღეგრძელოს.
მონაცვლეობით მოჰყვა გოგო–ბიჭების თვალები მათკენ და მეტად ნინასკენ.
– ბავშვებო, ეს ნინაა, ჩემი ახალი ოთახის მეზობელი! – მხიარულად გაიმეორა უკვე ნათქვამი წინადადება და თავისუფალ სავარძელზე ანიშნა ნინას: დაჯექიო. – მოკლედ, ახლა ჩამოთვლას არ დავიწყებ ვის რა ჰქვია და ვინ არის, ასე რომ, დამიჯერე, შენ თვითონ მიხვდები რამდენიმე წუთში ყველაფერს... – შეამხნევა ნინა ანკამ და ჭიქა გაუწოდა.
– თქვენი მოსვლისა იყოს! – ჩაილაპარაკა ერთ–ერთმა, სასიამოვნო აღნაგობის ბიჭმა და ჭიქა დაცალა.
– გმადლობთ, – სიცილით, ოდნავი დამორცხვებით ჩაილაპარაკა ნინამ.
– დალიე, მიდი! – გაამხნევა ანკამ ოდნავ შესამჩნევი ღიმილით.
– არ ვსვამ... – უხერხულად შეიშმუშნა ნინა.
– მისმინე! – ამოთქვა მამაკაცის ძლიერმა ტონმა და ყველამ სულგანაბულმა შეხედა მას. – დღეიდან ან წესებს ივიწყებ, ან მიდიხარ ჩემი სახლიდან და უკან არ იხედები! – ძლივს გადაუშვა ნერწვი სასულეში ნინამ და დაბნეული თვალებით მიაშტერდა ჭინკებ–გამრავლებულ თვალებიან მამაკაცს. – ლუკა მქვია! –თვალი ჩაუკრა და მანაც დაცალა ჭიქა.
უგამოსავლოდ დარჩენილმა, წვალებით მიიტანა პირამდე ვისკით სავსე ჭიქა და როგორც მის ცხვირს ვისკის უსიამოვნო სურნელი მოხვდა, ჭიქა ინსტიქტურად დაუშვა დაბლა და უნებურად გადმოსცვივდა ცრემლები.
– არ შემიძლია რა... – ამოთქვა ასლუკუნებულმა და ანკას აეკრო.
– არ გრცხვენია, ლუკა? რომ შემიშინე სტუმარი! – ბრაზით ჩაილაპარაკა გოგონამ.
– ოჰ, მე ბოდიში! სტუმარი შევურცხვინე... – გაჯავრებით წარმოსთქვა, წამოდგა და გაბრაზებული შევიდა სახლში.
***
იმედია მოგეწონებათ, ბოლომდე ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო..
და ველი მეტ აქტიურობას, მეტი სტიმულისთვის <3
მიყვარხართ!



№1 სტუმარი ნანა1111

ძაან მაგარია ;)

 


№2  offline წევრი N7

ნანა1111
ძაან მაგარია ;)

უღრმესი მადლობა! მიხარია, რომ მოგწონთ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ეს გადარეული ბიჭი ვინაა რა უნდა ჩემს გოგოსთან?? wink კარგია გააგრძელე

 


№4  offline წევრი N7

sameone crazy girl
ეს გადარეული ბიჭი ვინაა რა უნდა ჩემს გოგოსთან?? wink კარგია გააგრძელე

რა ვიცი, რა ვიცი.. რას ერჩის ამ ჩვენს ერთ ბეწო გოგოს? wink
მიხარია, რომ მოგწონს და გავაგრძელებ,აუცილებლად love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5 სტუმარი tikacho

ვაიმეეე საყვარლები :* კაიძაან ყოჩაღრ :*მალე დადე და დიდი თავებიი :*

 


№6 სტუმარი darina

Sazizgari luka rogor shemishina chemi nina :-D

 


№7  offline წევრი dadeshqeliani

აუ მართლა ძაან მომეწონა love დიდი თავები დადე რა

 


№8  offline წევრი teddy))

Ra moridebuliaa :D ox, es luka rogor sheashina :D momwons da aba warmatebebi!

 


№9 სტუმარი nino k.b.

რატომღაც ინტუიცია მკარნახობს ლუკაა ის ერთადერთი და ნეტა მატყუებს? მაგარია მომწონს.

 


№10  offline მოდერი ელი

კარგია ძვირფასო <3 ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო გამოვა ოღონდ ძალიან ძალიან ეცადე არ გააბანალურო და ასე გააგრძელო. რა ვართ ეს პროვინციელები :D მოკლედ წარმატებები და მოუთმენლად გელოდები ოღონდ უფრო მსუყე თავით <3

 


№11  offline წევრი N7

ვაიმე, უღრმესი მადლობა ჩემო ტკბილებო! როგორ სასწაულად გამახარეთ!❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent