შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (1)


22-11-2015, 00:02
ავტორი N7
ნანახია 7 728

ვისთვის რა არის ძნელი, ვისთვის - რა, მისთვის კი ყველაზე რთული აღმოჩნდა ის, რაზეც წლები ოცნებობდა... რთული იყო დაეტოვებინა პატარა ქალაქი, რომელიც ბუმბერაზად ეჩვენებოდა მანამდე, და გადაენაცვლა იქ, სადაც არავინ ელოდა, სადაც არავის აინტერესებდა თუ როგორ იცხოვრებდა. ადრე ეს სურდა მთელი გულითა და არსებით, როცა დრო მოვიდა გადაბარგების კი - ტანში გასცრა, შეეშინდა ცხოვრების, რომელიც დამოუკიდებლობას აიძულებდა; ცხოვრების, რომელშიც იქნებოდა უამრავი პრობლემა, ბარიერის სახით. შეეშინდა და წამით იფიქრა: ხომ არ დავრჩეო. თუმცა ეს ფიქრი არ ეყრდნობოდა რეალურ მიზნებს, რადგან, ძალიანაც რომ მოენდომებინა, ამის უფლებას არ მისცემდნენ მშობლები, რომელთაც მასთან განშორება ყველაზე მეტად უჭირდათ, მაგრამ შვილის განათლება ყველა სხვა ტკივილად უღირდათ.
***
სამარშუტო ტაქსის პირველ კიბეზე ადგა ნაბიჯი და უნებურად დაენამა მარჯვენა მხარე კენტად ჩამოგორებული ცრემლით, რომელმაც არ დააყოვნა მარცხენა და უმალ ააბღავლა ეს მშვენიერი გოგონა. იმასთან ერთად, რომ ემშვიდობებოდა პატარა ქალაქს, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა; ემშვიდობებოდა მშობლებს - ყველაზე ძვირფასებს; ემშვიდობებოდა ბებიასა და ბაბუას, ანუ ხალხს, რომელზეც გიჟდებოდა; ემშვიდობებოდა სიყვარულს, პირველსა და წრფელს. მასთან დაშორება არა ყველაზე მეტად, მაგრამ ძალიან უჭირდა.
ავტოსადგურზე არ მოვიდა. არ მივიდა ბიჭი, რომელთანაც არაერთი ბედნიერი მოგონება აკავშირებდა, არ მივიდა და დასწყვიტა გული. ელოდა დიდხანს, მაგრამ ის კი არ ჩანდა...
- დე, აბა, ჭკვიანად იყავი, ხომ იცი?! უნდა ყველაზე მაგარი იყო უნივერსიტეტში და არავის დააჩაგვრინო თავი! - ამხნევებდა დედა.
- შე ქალო, ნუ შეუჭამე ტვინი ამ ბავშვს, ნუ! - მკაცრად უბღვერდა მამა და შვილს ეალერსებოდა.
- რა შევუჭამე? შენა კაცო, გამეცალე იქით! - მუჯლუგუნით გასწია.
კვლავაც ბედნიერი და შეყვარებული მშობლები ეჩვენებოდა და, ყველაფრის მიუხედავად, თავადაც ივსებოდა მათი ბედნიერებით. ეცინებოდა მათ ბავშვურ ქცევებზე და არ სურდა დატოვება.
- ირა დეიდა დაგხვდება და ის დაგაბინავებს! არ მოგერიდოს არაფრის, ბევრი, ბევრი ჭამე იცოდე, ისედაც ცარიელი ძვალი და ტყავი ხარ! - არ აჩერებდა ენას მარიკა.
- კაი, დე, გავიგე! - სიცილით უთხრა და აკოცა.
- გავდივართ! გავდივართ! - შეჰყვირა მძღოლმა.
- გენადი! არსად გაგექცევა ქალაქი! მაცადე მოვესიყვარულო შვილს!
- მარიკა, მგზავრები გამექცევიან, თორე სხვა კი არ მადარდებს მე! - სიცილით გადმოხედა ნაცნობმა მძღოლმა.
- ბებო და ბაბუა ჩამიკოცნეთ! წავედი... - კიდევ ერთხელ დაუკოცნა მშობლებს ლოყები და რამდენიმე საფეხურის ავლით ავიდა სამარშუტო ტაქსში.
- ჭკვიანად, ნინა! - მიაძახა კიდევ ერთხელ და მანქანაც დაიძრა.
აცრემლებული უქნევდა მშობლებს ხელს, თან თავს ამშვიდებდა, რომ მალე ნახავდა და ტირილის დრო, მითუმეტეს კი ადგილი, არ იყო.
***
უშველებელი გახდა ეს ერთი ბეწო გზა. ღებინების შეგრძნება არ ასვენებდა, მგზავრობის მანძილზე. კიდევ კარგი, რომ პარკები გამოატანა დედამ, მაინც ყოველი შემთხვევისთვისო. მიუხედავად იმისა, რომ არ დასჭირდა, სრულად მოსაბილიზებლად კარგი იყო.
მისჩერებოდა გზას და ფიქრობდა იმ თვრამეტ წელზე, რომელიც პატარა ქალაქში გაატარა. ბევრი ბედნიერებაც აკავშირებდა მასთან და ბევრი უბედურებაც. წვიმას ყოველთვის ცისარტყელა ახლდა ხოლმე, ცისარტყელას კი ხშირად - წვიმა. ამიტომ სძულდა ეს ქალაქი, ემძიმებოდა ტანჯვა, რომელიც მასთან პირდაპირ კავშირში იყო.
გაწელილი გზის მიუხედავად, მანქანა მაინც გაჩერდა, როგორც იქნა. სადგურში სურათის მიხედვით აგებული სილუეტი ტრიალებდა. ირა დეიდა, რომელთანაც უნდა ეცხოვრა ხანგრძლივი დროის მანძილზე. ერთის მხრივ აწუხებდა ფაქტი, რომ სხვისი შევიწროვება მოუწევდა, მეორეს მხრივ კი უხაროდა, რადგან მშობლებს ფინანსების გაღება არ მოუწევდათ მის დასაბინავებლად, თანაც არ ინერვიულებდნენ, როცა ეცოდინებოდათ - საიმედო ხელში იყო მათი შვილი.
- ნინა! - დაიძახა ირამ, როგორც მანქანიდან ჩამომავალი ნაცნობი გოგონა დაინახა. მთელმა სადგურმა მას შეხედა, რაზეც ღიმილი ვერ შეიკავა ნინამ.
- გამარჯობა, ირა დეიდა! - ღიმილით მიუახლოვდა და გადაეხვია ქალს.
- დეიდას თუ კიდევ დამიძახებ, იცოდე გისვრი აქედან! - თვალების ბრიალით, მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა.
- კარგით, ირა! - სიცილით უშვა ხელი. - ბარგი მაქვს უკან, გადმოვატანინებ მძღოლს...
- გენადიმ წამოგიყვანა? - ღიმილით ჰკითხა და სანამ რამეს კითხვას მოასწრებდა ნინა, კიდევ ერთხელ შეჰკივლა ქალმა, ოღონდ ამჯერად კაცის სახელი.
ახლა ფხუკუნით შემოხედეს მგზავრებმა, რომელთა უმეტესწილს არ გაჰკვირვებია ქალის „წამოვლა“.
- გენადი, გენაცვალე! როგორ ხარ? - ღიმილით მიუახლოვდა და მას ჩაეხუტა.
- ირა, ქალო, ასე უნდა დავიწყება? - მორიდებულად ნაწყენი კილოთი ჩაეკითხა მამაკაცი.
- ეჰ, გენად... რას იზამ? ასეთია ოჯახი და მისი ჯანი... - თავიდან მანაც წყენით ჩაილაპარაკა, თუმც ბოლოს მაინც გამხიარულდა, - რაო, კიდევ გყავს ჭუკები?
- გამიმრავლდნენ ბავშვები! - სიცილით თქვა.
- ჰო, ბავშვები, ბავშვები! - თავი გაიქნია.
- შენ ფეხით ხარ? - ნინას გადმოხედა უცებ.
- ჰო. ჩემი შვილი არ წამომყვა და!
- ჩასხედით, გაგიყვანთ! - ღიმილით ანიშნა მანქანაზე გენადმა.
ირამ ხელი დაუქნია მათზე უცნაურად მიშტერებულ ნინას.
- გენადი წაგვიყვანს, დაჯექი, - სკამისკენ უბიძგა, - მოკლედ, შენ რომ არ გვყავდე, გენად! - ღიმილით მიუტრიალდა მამაკაცს.
- ეჰ, რას იზამ ჩემო ირა! მეგობარს თუ არ გაუმართე ხელი, აბა ისე როგორ?! ისევ ჭავჭავაძეზე ხარ?
- ხო, აბა, სად წავალ სხვაგან? შემაბერა მაგ სახლს ჩემმა უჟმურმა ქმარმა! - ბრაზით წარმოსთქვა.
- დაასვენე ეგ კაცი! - სიცილს არ წყვეტდა ოქროს კბილებიანი კაცი.
- თვითონ მასვენებს? - კუშტად შეკრა წარბები ირამ.
- კარგი რა, ირაჩკა...
- რამხელა გოგო გაიზარდე, ნინა! - ახლა სტუმარს მოუტრიალდა ღიმილით, - და როგორი ლამაზი!
- დედას ჰგავს, დედას! - დაუთანხმა მძღოლმა და ძრავი ჩააქრო.
- აბა ვის დაემსგავსება?!
ბევრი ემუდარა ირამ გენადის, ამოდი ყავაზეო, მაგრამ იუარა კაცმა.
- ცოტა ხანში უკან მაქვს რეისი, ირაჩკა! ერთხელ ისე ჩამოგივლი, აუცილებლადო!
ლიფტამდე მიატანინა ბარგი და დაემშვიდობა. მათ დამშვიდობებაშიც იყო რაღაც ისეთი, არარეალური, ორდინალური. ირას დანახვა, მათი საუბრები, თვალები, რომლებიც სხვაგვარად ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. ალბათ, რაღაც უფრო დიდი აკავშირებდათ ოდესღაც, ვიდრე ერთგვარი, ერთფეროვანი მეგობრობა იყო.
***
სახლში ერთფეროვანი გარემო დახვდა, რომელიც ასე ახლო იყო მის რაიონულ-ოჯახურ გარემოსთან. გაიცნო ირას მეუღლე - ნოდარი, რომელიც საკმაოდ მოსიყვარულე და სიმპატიური’ც კი იყო. ეჭვიც არ ეპარებოდა ნინას, რომ მათი ქალიშვილი არაამქვეყნიური სილამაზის იქნებოდა, თუმცა ეჭვების დასამტკიცებლად საბუთი არ ჰქონდა, რადგან ქალბატონი არც ისეთი სტუმართმოყვარე იყო, როგორი მშობლებიც ჰყავდა და სახლს გარიდებოდა. რატომღაც, დარწმუნებულიც კი იყო ნინა, რომ არ ექნებოდა ოჯახის ერთადერთ შვილთან კარგი ურთიერთობა, რადგან უკვე ასეთი უარყოფითი აურით იწყებოდა მათი ურთიერთობა. თუმცა, ორივე უნდა მიჩვეულიყო იმ ფაქტს, რომ ერთ სახლში და ერთ ოთახშიც კი - მოუწევდათ თანაცხოვრება, შეიძლება თვეების, შეიძლება წლების მანძილზე.
***
ვახშმის შემდეგ, ბოდიში მოიხადა, მათ უკადრის ქალიშვილს ვერ დაელოდებოდა, რადგან ემოციებისგან გადაღლილს ძალიან ეძინებოდა, ამიტომ დაწვა.
ბევრი არ უწვალია დასაძინებლად, მართლაც საშინლად იყო გადაღლილი, ამიტომ თვალების დახუჭვა და ძილის მოპარვა ერთი იყო.
შუა ღამე იქნებოდა უკვე, როცა იგრძნო, რომ ოთახში შემოვიდა მისთვის ჯერაც უცნობი ქალბატონი. რამდენიმე წუთს იცადა, ეგონა საწოლზე დაწვებოდა, მაგრამ ერთ ადგილას იყო მიყინული, მისი ოდნავი განძრევის ხმა არ ისმოდა. ნინაც მუცლით იწვა საწოლზე და ცდილობდა სუნთქვა ნორმალური რეჟიმისთვის არ მოეწყვიტა, რაც ცოტა არ იყოს, უჭირდა კიდეც, რადგან, რატომღაც უნებურ აღელვებას შეეპყრო. იქნებ ჰქონდა კიდეც მიზეზი, რომ აღელვებულიყო, მაგრამ იმ მომენტში სრული სისულელე იყო ედარდა იმაზე, რომ გოგონა საწოლში არ წვებოდა და გაუნძრევლად, ოთახის რომელიღაც კუთხეში, იდგა. შემდეგ გაიგო, რომ დაიძრა და ფანჯარაც გაიხსნა, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ. სიცივემ უცბად მოძებნა თავისი გზა და ყელში უსიამოვნოდ შეუბერა სული. გააჟრიალა და საწოლზე წამოჯდა.
უყურებდა ფანჯარასთან მდგარ, სიგარეტიან გოგონას, რომელიც არ ბრუნდებოდა მისკენ, არაფრის დიდებით, სამაგიეროდ სიგარეტის კვამლს ღრმად უშვებდა, კარს ღიას ახვედრებდა.
ცხვირში უსიამოვნოდ უღიტინა ბოლმა, რომელმაც გზის პოვნა ადვილად შეძლო და ყელში გადავიდა. ხველება აუტყდა. ან კი რა გასაკვირი იყო, რომ ასე მოხდებოდა, რადგან თავის პატარა ქალაქში ყოველი გამვლელი კი არ ეწეოდა?!
- კარგად ხარ? - შემობრუნდა გოგონა მისკენ.
ფანჯრიდან ჩუმად იპარებოდა სექტემბრის მთვარის ნათელი შუქი და ეცემოდა მის უნაკლო სახეზე. მკრთალ შუქშიც ნათლად ეტყობოდა ნაკლებად გამოხატულ ნაკვთებში მკვეთრი სილამაზე, რომელიც მოსწყვეტდა ნებისმიერ თვალს რეალობისგან და გადაისროლებდა სხვაგან, ღრუბლების სამყაროში... ეს სათუთი გარეგნობა და ეს უხეში ტონი.
- არც ისე, - ჭყანვით, ოდნავი მორიდებით წარმოსთქვა რამდენიმე წუთის შემდეგ.
- მაპატიე, გაგაღვიძე! - სიგარეტის ნამწვი მოისროლა და ფანჯარა დახურა.
- არაფერია... გელოდი, მაგრამ არ მოხვედი და დავიძინე, - მხრები აიჩეჩა. მის წინადადებაში ისეთი აზრი ჰქროდა, როგორითაც ცოლები ეუბნებიან, ღრიანკალიდან დაბრუნებულ ქმრებს.
გაეცინა.
- ანკა! - ღიმილითვე წარმოსთქვა თავისი სახელი.
- ნინა, - დაბნეულმა ძლივს ამოატრიალა ენა, სახელის წარმოსათქმელად. სადღაც, შორს მიჰყავდა ანკას სილამაზის უნაკლოებას...
- როგორი სასაცილო ხარ, - ღიმილს ვერ იკავებდა.
- ჰო? - ლოყები ვაშლივით წითელი გაუხდა.
- მისმინე... - ჩაახველა და დასერიოზულდა, - სიგარეტის ამბავი ჩვენში უნდა დარჩეს, - თვალი ჩაუკრა, ფარდა გასწია და სიბნელემ შთანთქა ყველაფერი, რაც რამდენიმე წუთის წინ ხდებოდა.
***
მოკლედ, ჩემო ტკბილებო და თბილებო... მაპატიეთ, რომ რენატას ვერ ვასრულებ და ისე გადავდივარ ახალ მოთხრობაზე.. გეგმებში მართლაც არ მქონდა ეს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ რენატას მუზა გაქრა და ეს მოვიდა.
გპირდებით, რომ აუცილებლად იქნება ჩემი პროვინციელის ისტორია საინტერესო და მრავალფერი..
მიყვარხართ და კიდევ ერთხელ - ბოდიში!



№1  offline მოდერი წითური გოგონა

მე ამას არ წავიკითხავ!
გაგებუტე!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი N7

წითური გოგონა
მე ამას არ წავიკითხავ!
გაგებუტე!

მიყვარხარ მე შენ!
შენი ნებაა, ხომ იცი.. love
მუზას კიდევ ვერ დააძალებ request
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

მეც მიყვარხარ!
უბრალოდ ასეთი ვარ!
მგონია რომ თუ ამ მოთხრობას წავიკითხავ რენატას ვუღალატებ :(
როდესაც ორმაგ ცხოვრებას საფინალო ხაზამდე მიიყვან, მე ამ მოთხრობის სტარტს ავიღებ!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline წევრი N7

წითური გოგონა
მეც მიყვარხარ!
უბრალოდ ასეთი ვარ!
მგონია რომ თუ ამ მოთხრობას წავიკითხავ რენატას ვუღალატებ :(
როდესაც ორმაგ ცხოვრებას საფინალო ხაზამდე მიიყვან, მე ამ მოთხრობის სტარტს ავიღებ!

როგორც გინდა, ჩემო წითურო!
ხომ იცი, შენგან ასეთი რაღაცები კი არ მეწყინება, პირიქით!
იმედს ვიტოვებ, რომ რენატას აუცილებლად დავასრულებ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5 სტუმარი lizazu

იმ იმედით ვიწყებ კითხვას რომ ამ ისტორიას დაასრულებ და შუა გზაში არ მიატოვებ. მომწონს შენი ისტორიები წარმატებები. ("რენატას" მარტლაც რაღაც აკლდა)

 


№6  offline წევრი N7

lizazu
იმ იმედით ვიწყებ კითხვას რომ ამ ისტორიას დაასრულებ და შუა გზაში არ მიატოვებ. მომწონს შენი ისტორიები წარმატებები. ("რენატას" მარტლაც რაღაც აკლდა)

გმადლობ და ვეცდები ყველანაირად, რომ იმედი არ გაგიცრუოთ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი გვირილა ♡

არგეწყინოს მაგრამ რენატაზე მეტად ეს მომეწონა მე..
ასე რომ ველი გაგრძელებას და არც კი გაბედო შეწყვეტა !! ;დ ♡

 


№8  offline წევრი N7

გვირილა ♡
არგეწყინოს მაგრამ რენატაზე მეტად ეს მომეწონა მე..
ასე რომ ველი გაგრძელებას და არც კი გაბედო შეწყვეტა !! ;დ ♡

ჰო, აშკარად აკლდა მარილი რენატას.. :დ
არ შევწყვეტ ამას,არა! love
გმადლობ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline ადმინი შამანი

დასაწყისი კარგია,მომწონს ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent