მგონი მართლა ვამპირია –1–
-ჯეინ აღარ გამოდიხარ?დავიღალე აქ ყურყუტით. -რა არის ცეცხლი გიკიდია?? ცოტახანი დამაცადე აბაზანაში წესიერად მაინც მივიღო შხაპი ეს ყველაფერი იმხელა ხმაზე იყვირა სიცილი ვერ შევიკავე და ავხარხარდი.ისიც ამყვა.რა თქმა უნდა ის ხომ ჩემი ერთადერთი მეგობარია. კარზე ზარია. ააა ხო გამახსენდა ჯეინის შეყვარებული სეთიც ჩემი მეგობარია თითქმის. კარი გავაღე -ვაააა ჩვენი შეყვარებული ბიჭი მოვიდაა. ხომ არ გაწითლდი? და ხელი მსუბუქად წავკარი. -ვაა სალამი ქეით რა ხდება ისევ ისეთი ბოღმიანი ხარ?რაც წავედი გამოსწორების არაფერი გეტყობა. ხოო მართლა ის წასული იყო რავი სადღაც და ამას და ჯეინს ერთმანეთი კარგა ხანია არ უნახიათ. აუუ ეხლა იქნება ჩახუტებები კოცნები ცრემლები. არადა ატანა არ მაქ ეგეთების. -აი ეხლა წავალ ალბათ მარტო ყოფნა გინდათ. ამ დროს ჯეინი გამოვარდა აბაზანიდა. -აუ აუ ეხლა გავალ და მერე ჩაეხუტეთ ერთმანეთს ხო? (ქეითი) -ოოო შე ბოღმიანო (სეთი) -რა ბოღმიანი გარეკე შენ ? ეგეთ სცენებს ვერ ვიტან და მივიდივარ (ქეითი) სანამ გავიდდოდი სეთს ბალიში ვესროლე და თავში მოხვდა. მე კი გარეთ გავვარდი და კიბეებზე ჩავედი. მარა რათ გინდა ფანჯრიდან წყალი გადმომასხხა. რას დაერხა. გავიფიქრე გულში. ეხლა სახლში ასვლა დამეზარა.გარეთ ბარემ წვიმას აპირებდა და ეგრე სველი მივედი ჩემს საყვარელ პარკში იმ ხესთან სადაც 7წლიდან ვჯდებოდი. აქ ვტიროდი ვიცინოდი მიხაროდა მწყინდა და ასე შემდეგ. გზაში ყველა მე მიყურებდა არც შევიმჩნიე ასაკიანი ხალხი როგორ ამბობდა პატრონი არ ყავსო? ისე ვერ გაამტყუნებ პატრონი მართლა არ მყავს. მამაჩემი ალბათ ახლა რომელიმე ძუკნასთან ერთად გულაობს. დედაჩემი კი საზღვარგარეთ ვიღაცას ეარშიყება. მოკლედ მშობლებში არ გამიმართლა. და ამიტომ პატარაობაში ხშირად მიტირია და დავბოღმილვარ სხვებზე მათ ხომ მშობელბი ჰყავდათ. ბებისთან ვიზრდებოდი რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა 2 წლის წინ. მაშინ კიდევ კარგი 16ის ვიყავი და თავი გავიტანე კაფეში დავიწყე მუშაობა ოფიციანტად. ახლაც იქ ვმუშაობ. 18-ის ვარ დამამთავრებელ კლასში. დღეს რა თქმა უნდა არ ვმუშაობ კვირაა და თავისუფალი ვარ. კაფეში გავიცანი ჩემი მეგობარი ჯეინი და მას შემდეგ სულ ერთად ვართ. სახლიც ერთად ვიქირავეთ და ერთად ვცხოვრობთ. ასე ცხოვრება ადვილია. არ მაცდის რომ მოვიწყინო. მას დედა გარდაეცვალ და მამამისმა ლოთობა დაიწყო. იმდენს მაინც ვშოულობთ რომ შიმშილით არ დავიხოცოთ და ბინის ქირა გადავიხადოთ. ჩემი ერთერთი მეგობარი დადუმებულია. ის ხეა სადაც მუდამ მივდიოდი და ახლაც იქ ვარ. ბიბლიოთეკაში შესვლა დამავიწყდა ეჰ ეხლა აქედან ბიბლიოთეკამდე რა მიმიყვანს. ფეხისთრევით მივედი ბიბლიოთეკაში წიგნი გამოვიტანე. რადგან იქ კითხვა მაინცდამაინც არ მომწონდა. ჩახუთულობა იყო.კლაუსტოფობია მაქვს და დახურულ სივრცეებს ვერ ვიტან. ასე მგონია იმ ბიბლიოთეკაში ჰაერი არ იძვრის. ჩემს ხესთან მოვხვდი როგორც იქნა. მარა რას ვხედავ ვიღაც ბიჭს ჩემი ადგილი მიუსაკუთრებია. ლამის სახე ავახიე ისე გავბრაზდი. თავი ხელში ავიყვანე. და მშვიდად ვუთხარი -უკაცრავად თუ შეიძლება სხვაგან გადადით მე აქ უნდა დავჯდე. მან თავი ასწია. წიგნის კითხვას მოსწყდა. ეუჰ პირდაპირ ენა მუცელში ჩამაგდებინა სიმპატიურ იყო და თანაც როგორი. თაფლისფერი თვალებით და წითელი ტუჩებით. -ბოდიში მაგრამ სხვაგან დაჯექით (უცნობი) ხმაც რა ხავერდოვანი ქონია. ერთ წამს მონუსხული მივაჩერდი. მერე გავაანალიზე რა მითხრა. და მისი მოკვლა მომინდა. -უკაცრავად მაგრამ აქ ჩემი ადგილია მუდამ აქ ვზივარ ხოლმე და ჩემი ადგილი დამითმე. ბიჭმა ახლა დაკვირვებით შემათვალიერა.და ჩემს სველ თანსაცმელს მიაჩერდა. -ოეეეე არ ადგები?? უკვე ვეღარ მოვითმინე რამდენ დროს მაკარგვინებდა. ცოტახანი მიყურა და მითხრა -კი მაგრამ წვიმა ხომ არ დაწყებულა? -ბიჭი შემომხედე ეხლა უკვე მაბრაზებ ამდენი ხანია შტერივით მიყურებ და ახლა გაანალიზე რომ სველი ვარ? ადე თორე სახე მთელი არ დაგრჩება. მან მხოლოდ წარბი ასწია და ამაყად წამოდაგა. ამან უფრო გამაცოფა ისეთი ნელა და ლამაზად მოძრაობდა. ნუ ჩემთვის ნელა მოძრაობდა. კინაღამ ხელი არ ვკარი და არ ვუღრიალე სწრაფად ადე თქო. იმ ხესთან ჩამოვჯექი.არა რა კარგ სუნამოსაც ხმარობს. გავიფიქრე. ის ჩემ პირდაპირ მჯდარ ხესთან დაჯდა და კითხვა განაგრძო. მე წამის მეასედში სულ გადამავიწყდა ის ბიჭი რადგან წიგნი ვამპირებზე და მათ ომზე იყო შიგ ჩავიძირე. მისტიკა ძალიან მიყვარდა. თუმცა არ მჯეროდა მათი არსებობის ვინც მხოლოდ ლეგენდებად იყვნენ ქცეულნი. ცოტა ხანში წვიმის პირველი წვეთები დამეცა. მივხვდი სახლში წასვლის დრო იყო. წიგნი რომ დავკეცე შევამჩნიე როგორ შემომხედა იმ უცნობმა. დავინახე ისიც ვამპირებზე კითხულობდა წიგნს. სულ არ გახარებია. მე არასდროს ვღალტობდი წიგნებს ვამპირებზე. და მეწყინა რომ მანაც იგივე თვისება გამოამჟღავნა. წიგნმა იმდენად ჩამითრია. სახლმადე ვეღარ ვითმენდი. და წიგნში თავჩარგული მივდიოდი. ერთი ორჯერ კინაღამ მანქანამ გამიტანა. სანამ სახლში აღმოვჩნდებოდი. ერთი ბნელი ქუჩა იყო გასავლელი. სადაც არვინ არასდროს იყო ხოლმე. ეს ადგილი მე აღმოვაჩინე. რომ მივდიოდი.ისეთი შეგრძნება დამეუფლა თიქოს მითვალთვალებდნენ. იქნებ მართლაც ასე იყო?ბოლოს თავი დავიმშვიდე მგონი მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი დამეწყო მეთქი. არად ესეც თუ თავის დამშვიდებაა.მგონი სრულ ჭკვაზე ვერ ვარ. --------------------- მაინტერესებს თქვენი აზრი გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.