შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი წარსულიდან (8)


23-11-2015, 12:07
ავტორი kettaketta))
ნანახია 1 919

თვალი რომ გავახილე მეუცხოვა, თითქოს ჭერი უფრო მაღლა იყო და თანაც ისე რბილადაც აღარ ვიწექი. მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე.
-ოხ ნია ნია! შენ ნორმალუი წოლა ისევ ვერ ისწავლე? მერამდენედ უნდა გადმომაგდო ლოგინიდან!
-მღვიძავს და კარგად მესმის შენი ხმა! მითხრა და შემომეხვია! ბოდიში, შეგიძლია საწოლზე მოთავსდე.
-დილამშვიდობის! როდის ჩაგვეძინა გახსოვს?
-მე გოს გავემშვიდობე და ისე დავიძინე... ამის შემდეგ შენ კიდევ გეღვიძა და ელაპარაკებოდი გოგას.
-მახსოვს გოგა მიყვებოდა რაღაცას... მერე.. მერე ჩამეძინა მგონი.
საათს ავხედე, პირველი ხდებოდა.
-ვაიმე ნია! რამდენი ხანი გვეძინა! მამაჩემიც და ჩემი დაც უკვე წასულები არიან და ალბათ, ექვსისთვის მოვლენ. გაკვეთილები სასწავლი... მაგრამ არაუშავს, რამეს მოვახერხებ. ახლა რამე ვჭამოთ და მერე სასტავს დავუძახოთ, ექვსამდე თავისუფლად ვიქნებით, თან რამე გავამზადოთ.
-ხოო... ისეთი რაღაც უნდა ვუთხრათ რომ... მოდი როცა მოვლენ ზურას ცალკე გავიყვან და ჯერ მას ვეტყვი კარგი?
-როგორც გინდა. კარგი ახლა ადექი, მე ლოგინს ავალაგებ და ჩავიცვამ. მანამდე შენ აბაზანაში შედი.
ნახევარ საათში ორივე სამზარეულოში ვიყავით და ყავას ვსვამდით.
-აუ რა კარგია მარის ნამცხვარი რომ გამოუცხვია! ნამცხვრის გამოცხობა აღარ გვიწევს. მოდი მე მარაზიაში გავიქცევი და რაღაცეებს მოვიტან, პიცა გამოვაცხოთ და სალათი გავაკეთოთ. შენ მანამდე ყველას დაურეკე.
-კარგი მიდი! ღმერთო როგორ ვნერვიულობ! არც კი ვიცი როგორ მიიღებენ ჩვენს ნათქვამს.
-რაც მოხდა, მოხდა! ვეღარაფერს შევხვლით, უნდა იცოდნენ ჩვენს შესახებ, მიდი ჯერ თათას დაურეკე რას აკეთებს. წავედი წავედი უამრავი საქმე გვაქვს!
როცა მასალებს ვყიდულობდი, გოგამ დამირეკა.
-ალო.... როგორ არის ჩემი ბიჭი?
-შენ ბიჭს მოენატრე! გუშინ რა საყვარლად ჩაგეძინა, მოყოლა როომ დავამთავრე შენი რიტმული სუნთქვა გავიგე და მივხვდი, რომ უკვე გეძინა, მერე კარგა ხანს ვუსმინე შენს სუნთქვას და მეც დავიძინე.
-ჩემი სულელი ხარ! ახლა მასალებს ვყიდულობ პიცისთვის. მეგიბრები მოდიან ჩემთან და... მე და ნიამ ახალი ამბავი უნდა ვუთხრათ, თან ხომ იცი ნიას შეყვარებული ყავს და... ისე რარაც მოვფიქრე, შეგიძლია სამზე ჩემთან მოხვიდეთ შენ და გიო? ჩემები ექვსამდე არ იქნებიან და... გთხოვ! მგონი დროა ყველა გაიცნოთ!
-კარგი... დარწმუნებული ხარ რომ პრობლემები არ შეგექმნება?
-რა თქმა უნდა! გელოდები სამზე მიყვარხარ!
-მეც ყველაზე მეტად, აღარ მოგაცდენ ჩემი საქმიანი გოგო! გაკოცეე!
-მეც !
სამისთვის ყველაფერი მზად იყო. თათა უკვე ჩვენთან იყო და ყველაფერი იცოდა.
-ვიცოდი!! ვიცოდი რომ ორივე ასე არ მოგექცეოდნენ! და თქვენი მოწყენილი სახეების ყურება დიდხანს აღარ მომიწევდა, განსაკუთრებით კი შენი სახის ანკა!
-შენი ოცნება ახდა! ზველი ანკა დაბრუნდა!-გამოაჯავრა ნიამ.
-დაბრუნდა , დაბრუნდა... და აღარსად აპირებს წასვლას! კარზე ზარია! ნია, თათა ყველაზე რთული მომენტი დადგა!
ყველა მოვიდა-მაკო, ნიკა, ზურა, ვაკო...
-ცოცხალი ხარ? გული რომ წაგივიდა იმის მერე აღარ მინახიხარ!-მითხრა ზურამ.
-როგორც ხედავ! ჩიტივით დავფრინავ!-ვუპასუხე.
-თვალები ბედნიერებისგან გიბრწყინავს! რამე ხდება?-მკითხა ვაკომ.
-ყველაფერს მალე გაიგებთ!-ნიამ ჩემს მაგივრად უპასუხა.-ზურა შეგიძლია სამზარეულოში გამომყვე? მურაბას ვერ ვხსნი და...
-რა თქმა უნდა ჩემო გოგო!
-მამიკო და დაიკო არ არიან ხომ სახლში?-ნიკა.
-შენი აზრით? -კითხვითვე უპასუხა მაკომ.
-რა თქმა უნდა არა !
-რა სუნი ტრიალეეებს! მმმმ! -ვაკომ მაშინვე იგრძნო თავისი საყვარელი პიცის სუნი.
-მალე დააგემოვნებ ვაკო!-ვუთხარი სიცილით.
სანამ მე და თათა მაგიდა გავშალეთ უკვე სამი გახდა და ნია და ზურაც გამოვიდნენ სამზარეულოდან. ამ დროს კარზე ზარი გაისმა და მეც კარის გასაღებად წავედი. გული ამიჩქარდა, ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა ვიცოდი, რომ გოგას სახე უნდა დამენახა.კარი რომ გავაღე გოგა მშინვე ჩამეხუტა და აღარ მიშებდა, მერე გიო გადავკოცნე და შევიპატიჟე. ჰო მართლა ბიჭებმა ყვავილები მოგვართვეს!
ყველა გაოცებული უყურებდა გოგას და გიოს.
-ყველაფერს აგიხსნით, ზურამ ალბათ უკვე იცის ხომ?
-კი ვიცი... - ღიმილით მითხრა ზურამ, მაგრამ შევნიშნე, რომ განადგურებული იყო.
-მაშ ასე გაიცანით გოგა და გიო... ესენი კი ჩემიმეგობრები არიან!
-მოიცა, მოიცა! გოგა და გიო? - დაიბნა ვაკო და თითქოს ამით ყველას სათქმელი თქვა.
მე და ნიამ ყველას ყველაფერი მოვუყევიით, ვერ დაგიმალავთ, დიდად არც ერთს გახარებია, რადგან ზურა ყველას ძმაკაცი იყო და ნათელი იყო რომ გიოსთან შერიგება ზურასთან დაშორებას ნიშნავდა. მაგრამ როცა კარგად გაიცნეს მიხვდნენ, რომ არც ისე ცუდი ადამიანები იყვნენ და ნიას თავისი გადაწყვეტილება არ გაუკრიტიკეს.
-აჰაა! როგორც იქნა გავიცანი ის გოგა, რომელმაც ძველი ანკა დაგვიბრუნა!-გაიღიმა ნიკამ.
-და ის გოგაც რომელიც ანკამ დააბრუნა!-დაუმატა გიომ.
-ახლა აღარ მიკვირს რატომ ვერ თმობდით ამ ბიჭებს-თქვა ვაკომ და თან გოგას თვალს არ აშორებდა.
ყველამ გაიცინა! ზურამაც კი! მალე პიცის დასამატებლად წავედი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
-კარგი სამეგობრო გყავს მაგრამ შენს გარეშე ყველა ხიბლსს კარგავს!-შემომეკრა გოგა და მხარზე თავი დამადო.
-ჩემს გარეშე ვერ ძლებ სიხარულო?
-ვერანაირად!!! შენ ჩემი ნარკოტიკი ხარ! შენი სურნელის გარეშე გიჟს ვგავარ და შენს გარეშე ვკვდები!!!
-ჰჰაჰა !! მიყვარხარ! სიგიჟემდე კი არა! იმის იქითაც მიყვარხარ!
მალე წასვლის დრო მოვიდა ყველასი, უკვე ექვსის ნახევარი იყო. როგორ მიჭირდა ახლა მათთან, განსაკუთრებით კი გოგასთან განშორება.
-ანკა გთხოვ წამოდი! მამაშენი არაფერს გეტყვის! ნუ ღელავ! მე დაველაპარაკები!
-გოგა შენ არ გესმის, მამაჩემმა შენზე რომ გაიგოს მომკლავს!
-მე კი შენს გარეშე გავგიჟდები! თუ არ გნახე! თუ არ ჩაგეხუტე! თუ გაყინული ხელები არ გაგითბე!
-გპირდები მნახავ, რადგან ვერ მე გავძლებ შენს გარეშე!
გოგა ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა, ვერ მივდივარ შენგანო მითხრა და შიშის ჟრუანტელმა დამიარა... ის დღე გამახსენდა, ჩვენი შეხვედრის ბოლო დღე და შემეშინდა ახლაც იგივე არ განმეორებულიყო და არ მივეტოვებინე.მაგრამ ეს აზრი მალევე ამოვიგდე თავიდან და ყველა გავაცილე.
ჩემები ზუსტად ექვსზე მოვიდნენ და ნიაც აქ დახვდათ, დამპირდა მამაშენს დაველაპარაკები და ვთხოვ გარეთ გამოსვლის ნება მოგცესო და მეც ამ იმედით სულგანაბული ველოდებოდი, როდის დაამთავრებდა ნია მამიკოსტას საუბარს. ჩემს ოთახში ნია ისეთი სახით შემოვიდა, მაშინვე მივხვდი არაფერი გამოუვიდა, მოვიდა ჩამეხუტა და ყურში ჩამყვირა:
-ეს მე ვარ ნია! და მეც ყველაფერს ვაღწევ რაც მინდა!
სიხარულისგან ავხტი და ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი. მიყვარხარ ნიას ზახილით. უცებ ტელეფონზე ზარი გაისმა.
-ალო! რომელი ხართ?
-ლიკა ვარ ანკა ვერ მიცანი?
-ლიკუუნა! როგორ გამახარე ! როგორ ხარ? იცი ვერ გიკავშირდებოდი ხოლმე ამერიკაში!
-კარგად კარგად! ვერც მე მაგრამ ახლა უკვე თავისუფლად დამიკავშირდები, რადგან თბილისში ვარ!
-რაააააა?! თბილისში?რა მაგარია!! ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე! სამი წელია არ მინახიხარ! მას შემდეგ რაც ამერიკაში წახვედი! როდის გნახავ?
-მალე, ძალიან მალე! ჯერ დავლაგდები და მერე აუცლებლად! ხვალ ჩემთან გელოდები! არ გაბედო უარის თქმა!
-არა რას ამბობ! მე უარს გეტყვი? არრავიტარ შემთხვევაში! ხვალ გნახავ ლიკუნ! ვეღარც კი ვითმენ უკვე!!
-კაიი, კაი წავედი მე სახლში შევდივარ ამწამს ჩამოვედი და ხვალ გელოდები ნებისმიერ დროს!
-კაი მიყვარხარ!
-ნია იცი? ლიკუნა ჩამოვიდა! ჩემი ბავშვობის მეგობარი, გახსოვს რომ გიყვებოდი ამერიკაშია თქო?
-კი როგორ არა! როგორც იქნა გავიცნობ!
-მალე ძალიან მალე გაიცნობ ნია!
-კარგი ახლა უნდა წავიდე ანკა! გავეთილებიც სასწავლი მაქვს და თან ჩემები მომკლავენ!
-კაი ნიაკო! ტაქსი გინდა?
-არა ფეხით გავისეირნებ! თან გიოს ვნახავ!-ეშმაკურად გამიღიმა.
-კაი მიყვარხარ! - გავაცილე და ვაკოცე.
________________________________________
დროის უქონლობის გამო ვერვახერხებ გადავხედო იდტორიას, ამიტომ შეცდომები აუცილებლად იქნება , რისთვისაც ბოდიშს გიხდით !! ყველა მკითხველი მიყვარხართ და ველი შთაბეჭდილებებს <3 სიყვარულით ქეთა !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent