შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (3)


23-11-2015, 21:22
ავტორი N7
ნანახია 5 982

შთაბეჭდილება, რომელიც ლუკამ ანუ სახლის პატრონმა, ანუ მასპინძელმა მოახდინა ნინაზე, დიდი ხანი არ შორდებოდა. იმ დღეს ბევრი ეხვეწა ანკას დავბრუნდები სახლშიო, მაგრამ გოგონასგან მკაცრი უარი მიიღო და ენა ჩავარდნილი მიეკრო სკამს. ცრემლჩამდგარი თვალებით უყურებდა გოგო–ბიჭებს, რომლებიც საკმაოზე მეტად თამამად იქცეოდნენ. ყველა ეწეოდა და სვამდა. და ნინა მიხვდა, რომ მათთვის მართლაც არ არსებობდა წესები და თუ დიდხანს მოუწევდა ამ საზოგადოებაში ტრიალი, კარგს ვერაფერს გამოკრავდა კბილს.
– გუშინ მერებაშვილი ვნახე, ლიკუნა, – წამოიწყო ერთ–ერთმა მოჟამული სახით, თან ფილტვებს ივსებდა სიგარეტით. როგორც ნინა რამდენიმე წუთის წინ მიხვდა, ამ გოგოს სახელი მაგდა იყო.
– მერე? – აღმოხდა მეორეს, რომელსაც, თუ სწორად ახსოვდა, ელისო ერქვა.
– მერე არაფერი... – მხრები აიჩეჩა და ნამწვი იმდენად შორს ისროლა, რამდენადაც შეძლო.
– არაფერი უთქვამს? – აგდებულად ჩაილაპარაკა ანკამ, რომლის ლამაზ სახესაც ზიზღი მოაწვა, იგრძნო ნინამ.
– რას იტყოდა? ამრეზით ჩამიარა, – უდარდელად ამოთქვა და კიდევ ერთი ჭიქა ჩამოცალა.
– ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე, – აჰყვა ერთ–ერთი ბიჭი, რომლის სახელიც ჯერ არ იცოდა ნინამ.
– რამდენიც უნდა აიღოს! ჩემთან არ გაუვა, ეგ კი ვიცი, – მოუჭრა მაგდამ.
– იმდღეს ლიკუნასა და ოთოს სურათი ამომიგდო ფეისბუქის სიახლეებში, – გაღიმებულმა წამოიწყო თეკლამ, – რას იზამ, უხდებიან ეგ ვირთხები! – სიცილით დააბოლოვა.
მაგდას თვალებში იმხელა ბრაზი ჩადგა, მაგ დროს უნდა ამდგარიყო და გაქცეულიყო თეკლა, რომლის გრძელმა ენამაც გამოიყვანა ისედაც გაბრაზებული გოგო წყობიდან.
– თეკლა, ხანდახან არ გგონია, რომ ეგ კბილები ტყუილად გაქვს? – შეუღრინა გაბრაზებულმა.
მიხვდა თავის დანაშაულს თეკლა და უხმოდ ჩაქინდრა თავი.
მაგდა წამოდგა და სახლში შევიდა, ხმის ამოღების გარეშე.
– ამას რა სჭირს? – გადაუჩურჩულა ნინამ ანკას, თუმცა მათ შორის გამეფებულ სიჩუმეში ადვილად გამოარკვია ყველამ, რა ჰკითხა ახალმა გოგონამ ძველს.
– რა სჭირს და, – ხმამაღლა წამოიწყო ანკამ, დასამალი არავის არ ჰქონდა არავისთვის, ისეც ყველამ იცოდა მაგდას ამბები, როგორც სჩანდა, – ოთო და მაგდა ერთად იყვნენ. ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. ზოგადად, ჩვენ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მერე ლიკუნა შემოვიდა ჩვენს სასტავში და აახია მაგდას სიყვარული, – სრული სერიოზულობით დააბოლოვა.
ნინამ თავი ვერ შეიკავა და მორიდებით, თუმც მაინც გაეცინა.
– არ დაგინახოს, თორემ ჩემგამო ტირილი მონაგონი იქნება! – ვერანდაზე ლუკა გამოვიდა. გაფრთხილების ნიშნად თვალი ჩაუკრა და კუთვნილ ადგილას მოკალათდა.
გულში კი თავ–ბედი იწყევლა ნინამ, ანკას რომ წამოჰყვა და ზოგადად, ამდენი რამ გადახდა ამ ერთ დღეში, მაგრამ რას შეცვლიდა? ეს უკვე მოხდა და მომხდარს წინ ვეღარ აღუდგებოდა. უბრალოდ, შეეძლო განესაზღვრა მომავალი და სწორად აღეკვეთა სამომავლო, მსგავსი შემთხვევევები.
– შენ, რომელ უნივერსიტეტში მოეწყე? – ჰკითხა თემომ ნინას.
– ქართულ–ამერიკულში, – მოკლედ უპასუხა.
– მართლა? ლუკაც მანდ არის... – მხიარულად ჩაილაპარაკა თეონამ და თვალების პაჭუნით გახედა უმიზეზოდ განრისხებულ ბიჭს. მაგრამ ღმერთმა იცის, იქნებდა გაბრაზების მიზეზიც ჰქონდა ამ უცნაურ არსებას?!
– წელს ვამთავრებ და ზედმეტი შეხვედრები არ მჭირდება! – უხეშად ჩაილაპარაკა.
ნინას მოუნდა ეთქვა, ეგ არც ეთანხმება ჩემს სამომავლო მიზნებს, პირიქით, სრულებით ეწინააღმდეგება მათო, მაგრამ ყელში უნებური ბურთი მოაწვა და ისევ ნისლი გადაეკრო თვალებზე. მორიდებით ჩაღუნა თავი, რომ არ შეემჩნიათ მისი უეცარი ცვლილება და დადარდიანება.
ანკას ეს არ გამოჰპარვია და სწრაფად წამოიჭრა ფეხზე.
– იცით რა? ჩვენ წავალთ! – მკაცრად ჩაილაპარაკა, ნინას ხელი ჩაჰკიდა და დაუმშვიდობებლად წამოვიდნენ.
ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც ანკა და ვერც სხვები, თუ როგორი მადლიერი იყო ნინა მისი, რომ ამ ჯოჯოხეთური გარემოდან წამოიყვანა. ფაქტი ერთი იყო, ანკასთვის ეს გარემო ჩვეულებრივი იყო, ადაპტირებულიყო უკვე და ყველას მშვენიერი ცნობის მიხედვით, არ უჭირდა მათთან საერთო ენის გამონახვა, თუმც ნინა გრძნობდა იმ დაბრკოლებებს, რომელიც პირველივე შემოხედვიდან შეექმნა. გრძნობდა და არ შეეძლო მისნაირ უბოროტო ადამიანს ისეთ გარემოში გაეძლო, სადაც ყველა აგდებით უყურებდა. მართალია ამ სამეგობროში გამონაკლისებიც იყვნენ, მაგრამ, საერთო ჯამში, აღარ სურდა ნატროშვილს მათთან მეტი კავშირის.
– ნინ, – მიმართა გზაში ანკამ, – რაღაც უნდა გთხოვო რა... – ყელი გამოუწია, ვედრების ნიშნად და თბილად გაუღიმა.
– მთხოვე, რა პრობლემაა! – ღიმილითვე დაელოდა სიკეთით სავსე მეგობრის თხოვნას.
– აქვე მუშაობს ჩემი შეყვარებული... რომ ვნახო, ხომ არ გეწყინება? შენ შეგიძლია მოპირდაპირე პარკში დაისვენო და დამელოდო, – სწრაფად ჩამოარაკრაკა.
დაძაბულობა მოეხსნა ნატროშვილს. რატომღაც ეგონა, რომ რაიმე ისეთს თხოვდა, რასაც ვერ შეუსრულებდა და უკვე უმძიმდა ეს ტვირთი.
– რა პრობლემაა! – მხიარული ტონით ჩაილაპარაკა.
სამარშუტო ტაქსი უახლოეს გაჩერებასთან გაჩერდა და ჩამოვიდნენ გოგონები.
ანკა მოპირდაპირე, დიდ შენობისკენ დაიძრა, ნინამ კი ქუჩა გადაკვეთა და პარკში შევიდა.
უამრავი ადამიანი ირეოდა ამ დარიან დღეს პარკში. თითქმის ყველა სკამი დაკავებული იყო. ყველგან შეყვარებულები ისხდნენ და იშვიათად მშობლები ან ძიძები თუ ასეირნებდნენ პატარებს. თავისუფალი სკამი შენიშნა და თავჩაუხრელად, სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ. კომფორტულად მოეწყო და ხალხს დაუწყო თვალიერება. ასეთ რამეს პატარა ქალაქში ვერ იხილავდით... აქ არავინ არავის არ იცნობდა, გამვლელები ამაყად მიაბიჯებდნენ, სკამზე მსხდომნი კი ერთმანეთის იქით არ იყურებოდნენ. იქ კი ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივად იყო: ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ, ყველა იღიმოდა, არავინ მიაბიჯებდა ამაყი, შეუპოვარი და დაუნდობელი ნაბიჯებით. მსხდომნი, მოსიარულენი თუ მდგომნი – ყველანი მზიანი სახით იყვნენ. და მზეც ორმაგად აცხუნებდა მათთვის.
ფიქრში უცბად მიილია დრო და მალევე გამოჩნდა ანკა ჰორიზონტზე. მხიარულად მოაბიჯებდა, ღიმილიანი, ბედნიერი სახით.
– აბა, როგორ ჩაიარა? – ჰკითხა ნინამ მაშინვე, როგორც მოვიდა, თუმც უკვე იცოდა, რომ არაჩვეულებრივად, რაც ანკას გამომეტყველებას ცხადად აჩნდა.
– ვაიმე, ნინ! იცი როგორი კარგია? – მხიარულად ჩაილაპარაკა და სიყვარულით მთვრალმა უნებურად ახლართა თითები ერთმანეთში და ისეთ პოზაში დადგა, სხვა რომ ასე დაენახა, რომ აუცილებლად დასცინებდა.
– ეჭვიც არ მეპარება! – გამხიარულდა ნატროშვილიც.
***
უნივერსიტეტი დაიწყო. უამრავი ლექციისა და სახლში სამუშაოს შემყურე, დრო უსწრაფესად გადიოდა. ისე მიჰყვებოდნენ დღეები დღეებს, რომ ვერც ხვდებოდა ნინა. ანკას დღითიდღე უფრო და უფრო უახლოვდებოდა და ყოველდღე მეტად რწმუნდებოდა იმაში, რომ ამ გოგოს არ გააჩნდა ნაკლი. აღარ ცდილობდა აბაშიძე, რომ ისევ წაეყვანა სამეგობროში ნატროშვილი და მათი წესები მოეხვია თავზე. თუ ჰკითხავდა სასხვათაშორისოდ და უარს მიიღებდა ხოლმე, აღარ აცივდებოდა, პირიქით – გაგებით ეკიდებოდა საკითხს. თვე ისე მიიწურა, უნივერსიტეტის იქით არ ჰქონდა გახედილი ნინას.
ოქტომბრის გვიან საღამოს ბრუნდებოდა სახლში. უნივერსიტეტიდან ბიბლიოთეკაში გაიარა და ისე შემოაღამდა, ვერც მოასწრო გაცნობიერება. შემოაღამდა და ამ ლამაზ საღამოს ვერ გაბედა სურვილისთვის უარი ეთქვა და მანქანით წასულიყო სახლში. იმდენად სურდა ფეხით გავლა და ოქტომბრის ცივი ჰაერის შესუნთქვა, შეგრძნება, არ შეეშინდა იმის, რომ ღამე იყო და თბილისის ღამიან ქუჩაში ათასი უბედურება შეიძლება გადახდომოდა.
სახლამდე ბევრი არ იყო დარჩენილი, მხოლოდ რამდენიმე კორპუსი და ერთი ჩიხი, რომლის გაუვლელად შეუძლებელია, ვერ მოხვდებოდი დანიშნულების ადგილას. აქ მისულს ოდნავი, უნებური შიში შეეპარა, მაგრამ რას იზამდა? რაღას შესვლიდა? გამბედაობა უნდა გამოეჩინა და შესულიყო.
ნახევარი გზა გულამოვარდნილმა გაიარა და ის იყო გული მშვიდ რიტმაში გადადიოდა, მამაკაცის თითქოსდა ნაცნობმა ხმამ შეაჩერა. მოულოდნელობისგან ჰაერში აფრინდა და შეჰკივლა კიდეც.
- ამ შუა ღამით ფეხით გავლილი ქუჩა იქნებოდა? - აგდებულად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ახლოს მივიდა ნინასთან.
გოგონა დარწმუნებულიც კი იყო, რომ ეს ხმა ლუკას ეკუთვნიდა. მისი ბგერები, ყველასგან განსხვავებულნი და მისი ტონი - მილიონ კაცში ადვილად გამოსარჩევი.
ნელა შეტრიალდა მისკენ და ახლო მანძილის გამო, მკერდზე აეკრო. პულსი იმდენად აჩქარებოდა, ეგონა გული გაეპარებოდა, თუმც ძალ-ღონე მოიკრიფა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ისევე უტიფრად ჩააშტერდა მამაკაცს თვალებში, როგორც ის აშტერდებოდა. გასცრა, გააკანკალა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, თუმც არ გატყდა, არ შეშინდა.
- შემიძლია რამით დაგეხმაროთ? - ჰკითხა უმალ, თუმცა ვის რაში უნდა დახმარებოდა, აქეთ იყო უნუგეშოდ დარჩენილი.
- და მე თუ შემიძლია დაგეხმარო რამით? - გამხიარულდა ლუკა.
- არაფრით! - უარყოფის დასამტკიცებლად მკვეთრად გაიქნია თავი და ის იყო შებრუნება დააპირა, მამაკაცმა მარჯვენა ხელში ძლიერად სტაცა და გულზე აიკრა.
ლუკა გრძნობდა გოგონას გახშირებულ სუნთქვას და რითმადარღვეულ გულისცემას და ეღიმებოდა. თითქოს უხილავი ძაფები გაბმულიყო მათ შორის, ნინას ბაგეებიც კი მიიწევდა ლუკას შესახვედრად, მაგრამ ძლიერი იყო ნატროშვილების ქალიშვილი. ხელი გააშვებინა ლუკას, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ნათელ ეზოში.
არ დასდევნებია ირემაშვილი, თუმცა კი ბოლომდე მიაყოლა ღიმილიანი სახე და მზრუნველი თვალები.
***
იმდენად გამახარა თქვენმა აქტიურობამ დღეს, რომ მთელი დღე არ მომშორებია ღიმილი სახიდან!
ჰოდა, იმედია ისევ ასე გამიფერადებთ დღეს <3
და იმედი მაქვს ისიამოვნეთ <3
მიყვარხართ!



№1 სტუმარი კუს

ყველაზე მაგარი თავი იყო ,,,
ოღონდ მოვლენები არ დააჩქარო რა
სასიამოვნოდ გაწელე ყველაფერი
კარგი ხარ
წარმატებებს გისურვებ
აბა შენ იცი!!!

 


№2  offline მოდერი tsn

მალე დადე შემდეგი თავი რა

 


№3  offline წევრი N7

კუს
ყველაზე მაგარი თავი იყო ,,,
ოღონდ მოვლენები არ დააჩქარო რა
სასიამოვნოდ გაწელე ყველაფერი
კარგი ხარ
წარმატებებს გისურვებ
აბა შენ იცი!!!

უღრმესი მადლობა, მიხარია, რომ მოგწონს❤❤
ვაპირებ სწორედ მაგას და თუ შემიწყობთ ხელს, აუცილებლად ჩემს მაქსიმუმს ჩავდებ ამ მოთხრობაში❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი tat cullen

ვუიი მალე რა))

 


№5  offline წევრი N7

თითქმის დაწერილი მაქვს შემდეგი თავი და შეძლებისდაგვარად დავდებ მალე❤
ინტერნეტი არ მაქვს და ეს თავიც უდიდესი წვალების ფასად დავდე❤
მაგრამ არ დავაგვიანებ, გპირდებით!❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან კარგია მომწონს და ველი მომდევნო თავს love

 


№7  offline წევრი someone else

Dzalian kargi iyoo !!! martla dzalian kargad wer!

 


№8  offline წევრი N7

sameone crazy girl
ძალიან კარგია მომწონს და ველი მომდევნო თავს love

someone else
Dzalian kargi iyoo !!! martla dzalian kargad wer!

უღრმესი მადლობა, უტკბესებო!❤❤
დებილივით გაკრეჭილი უნდა მატაროს ახლა თქვენმა პოზიტივმა?❤❤
ისე მიხარია, რომ მოგწონთ! ისე...❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9 სტუმარი რიტა

ძაან კაია მალე დადე

 


№10  offline წევრი flightless bird

მალე დადე რაა love
--------------------
თ.ნ.

 


№11  offline წევრი heart emoticon

სასწაულია..!

 


№12  offline წევრი N7

ახლა მეც გულისცემის რითმა მაქვს დარღვეული, ნინასნაირად, ოღონდ სიხარულისგან!
უღრმესი მადლობა,ტკბილზე უტკბესებო!!❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№13 სტუმარი tikacho

აუ ძაან ძაან მაგატი იყო ❤ყოჩაღ თავები გაზარდეე არ მყოფნის :* აიი ლუკა ძაან საკვარელია :*

 


№14  offline წევრი N7

tikacho
აუ ძაან ძაან მაგატი იყო ❤ყოჩაღ თავები გაზარდეე არ მყოფნის :* აიი ლუკა ძაან საკვარელია :*

მიხარია,როომ მოგწონს❤
თავების გაზრდის რა გითხრა, ვეცდები, მაგრამ მალე აუცილებლად დავდებ❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№15 სტუმარი gh

momewona..kargad wer :-*

 


№16  offline ადმინი ano23

sayvarlobaa ^_^ jer-jerobit dzalian momwns..vnaxot ra moxdeba.. male dade axali tavii..veliit ^_^

 


№17  offline წევრი Nikalaevnaa:D

კარგიააა ძალიაააან <3 <3 <3

 


№18  offline წევრი BUBU_2426

მლედადე კაგია მომწონს <333

 


№19  offline წევრი სოფი

ეხლა წავიკითხდ 3_ვე თავი და ისე მომეწონააა აი არვიცი,,სუპერი ხარ ავტორ❤ველოდები შემდეგ თავს ძალიან ნიჭიეროო ადამიანო❤❤♥

 


№20  offline წევრი N7

უღრმესი მადლობა, ჩემო თბილებო!❤❤
მალე დავდებ, აუცილებლად❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№21  offline წევრი masu

Saintereso chans <3 momewona dzaliam <3 velodebi axal tavs <3

 


№22 სტუმარი Lana

საინტერესოა <3 მომეწონა ძალიან.

 


№23 სტუმარი Xatia

იმედია მალე დადებ,ყოველ დღე და არ შეწყვეტ დიდიხნით.როგორც სხვებმა გააკეთეს არ დაასრულეს ისტორიები და სხვის წწერა დაიწყეს

 


№24 სტუმარი nnn

Kaia momwons.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent