შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი ( 6 )

23-11-2015, 23:43
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 425

პატარა საბა დედის ალერსიან მკლავებში,ისე მშვიდად და არხეინად იყო მოკალათებული,რომ მისი ბედნიერება და სილაღე ყველას ახარებდა,ვინც იცოდა თუ არ იცოდა სიმართლე.თათია კი სულ გამოეთიშა გარემოს,მთელი არსებით ბავშვზე გადაერთო,ჯერ საწოვარათი საჭმელი გაუმზადა და აჭამა,მერე კი მკერდზე ფრთხილად მიიწვინა,მისი ფუმფულა ლოყები მხრებზე ჩამოიდო,მის ნაკეცებიან ყელში ცხვირი ჩარგო და საოცარი სურნელი ღმრად ჩაისუნთქა,მშვიდად მხოლოდ პატარასთვის დაბალ ხმაზე აღიღინდა და თვალებმილული ნეტარი სახით უმღერდა მის ყმაწვილს იავნანას.ისიც გრძნობდა დედის საამო მზურნველობას და ტკბილი ხმა ძილის სამყაროსაკენ უძღვებოდა.საოცარი სანახაობა იყო.თემო თვალს არ აცილებდა დედა- შვილს სარკიდან,ბედნიერი იყო მისი საქციელით და კმაყოფილი,ყველაფრის მიუხედავად,კარგად დასრულდებოდა მისთვის თუ ცუდად,მაინც ასე მოიქცეოდა კვლავ,რომ შეეძლოს ამის გამეორება.აი ამ წუთებისათვის ღირდა ამხელა ტყუილი.უყურებდა და შინაგანად ეგოისტობდა,წამიერად გონებაში აზრმა გაუელვა,რა იქნებოდა,რომ ესენი ახლა მისი ცოლ- შვილი ყოფილიყო,მაგრამ უცებ უკუაგდო მისი ფიქრები,გამოერკვა,ირგვლივ ფრთხილად მიმოეხედა,ისეთი გრძნობა დაეუფლა,რომ მისი ნააზრევი იმ წამს სხვებისათვისაც ნათელი იყო და თითქოს დანაშაულზე წაასწრეს.საშინელი წვა იგრძნო მკერდში,გული შეეკუმშა საკუთარ ეგოისტურ სურვილებზე,ღრმად ამოიოხრა და სახე ფანჯრისაკენ მიატრიალა.
ლამის 7 საათი მოანდომეს მგზავრობას,გზადაგზა ჩერდებოდნენ,ხან პატარას გამო,ხან საჭმელად და შებინდებული იყო უკვე კორპუსის წინ,რომ გააჩერეს მანქანა.
ქალები წინ დაწინაურდნენ ბავშვთან ერთად,ბარგი კი მამაკაცებმა აიტანეს.
_ ეს თქვენი საძინებელი იქნება_ ფართოდ შეაღო ერთერთი ოთახის კარი თემომ და ლიას და თათიას მათთვის გამზადებული ადგილი უჩვენა.
მოშინაურდნენ,ბარგი ამოალაგეს,ლიამ სამზარეულოში სახელდახელოდ ვახშამი მოამზადა და უკვე ახლადშეძენილ ოჯახის წევრებს და უკვე არსებულსაც გაუმასპინძლდა.
საბას გზაში ეძინა,უკვე თამაშის ხასიათზე იყო.მთელი ეს დრო თათიას კალთაში მოკალათებული სათამაშო ბაჭიის ყურებს ლოღნიდა.
_უნდა დაგტოვოთ,ძალიან გადავიღალე უნდა დავიძინო_ მორიდებით ჩაილაპარაკა გოგონამ და თემოს ახედა,თან მორიდებით ბავშვისკენ ანიშნა.
_ აა,ჰო_ უცებ გამოერკვა თემო,დაიხარა და ქალის კალთიდან პატარა აიყვანა_ მოდი ჩემო ბიჭო,მოდი მე შენ რა მოგცე_ მკერდზე მიიხუტა და ჯობიდან გასაღებების აცმა ამოუძვრონა,ჰაერში შეარხია,მისხმა ჟღარუნდა პატარა გაამხიარულა და ორივე ხელით წაეტანა.
_ წავიდეთ _ დედამისიკენ შებრუნდა.
ლია უხერხულად შეიშმუშნა,იცოდა პირველივე დღეს წაეყავანათ საბა თავისთან თათია ცოდვა იყო,არადა თემო ისეთი უსუსური და დაბნეური მისჩერებოდა,რომ ქალი დაიბნა,ვეღარ გაერკვა რა ექნა.
_ წავიდეთ_ კიდევ ერთხელ გამოსძახა უკვე დერეფანში გასულმა შვილმა.
_ დაგეწევი შვილო_ მიაძახა და თემოსაკენ მობრუნდა_ რა გავაკეთო,რომ წავიყვანო პატარა,არ მინდა თათიამ თქვას პირველივე დღეს დამაკისრეს მოვალეობები ჯერ არ ჩამოვსულვარო,არ მინდა ინიციატივა გამოვიჩინო,ეს ხომ ფიქტიურად მისი სამუშაოა,გთხოვ ამ ერთ ღამეს გაუძელი,დაველაპარაკები და ხვალიდან ჩვენთან დაიძინებს,მე ვუთხარი,რომ საბას მხოლოდ დღე იტოვებდითქო და ამიტომ არ გამოთქვა სურვილი მისო წაყვანის.აი აქაა საჭმელი_ იქვე მაგიდაზე გამზადებულ საწოვარასა და საჭმლის კოლოფს დაწვდა_ აი აქ წერია რამდენ ხანში და რა დოზით უნდა აჭამო_ კოლოფის უკანა გვერდზე მოცემული ინსტრუქცია უჩვენა_ აბა შენ იცი შვილო_ ცრემლიანი თვალებით ახედა კაცს.
_ არ ინერვიულო ლია დეიდა,საბას არაფერს გავუჭირვებ,ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც დამიბარე,მშვიდად იყავი_ მხარზე ხელი შემოხვია და თბილად გაიღიმა.
_ მადლობა შვილო_ ქალმა ჯერ პატარას აკოცა მერე კი თემოს მადლიერების ნიშნად.
გავიდა თუ არა ლია სამზარეულოდან და კარი გაიხურა მაგიდასთან მოკალათებული გიორგი მაშინვე ფეხზე წამოდგა,ჩაის ჭიქა ოქვე მიდგა და მის შვილს მიუახლოვდა.
_ გაგიჟდი შვილო?რა იცი შენ ბავშვის მოვლის?
_ არ ვიცი მაგრამ ,არ იდარდო მოვხედავ,აბა პირველივე დღესვე ხომ არ მივაჩეჩებდი ბავშვს ხელში,არ იტყვის მობეზრებული ხომ არ ჰყავს ამოსუნთქვა მაინც ეცლია ჩემთვისო? გავუძლებ დღევანდელ დღეს.
_ ანუ ამ ღამით არცერთს გვიწერია ძილი_ ამოიოხრა და ისევ მის ჩაინს ჭიქას დაწვდა_ ამის სმას ჯობია ყავა დავლიო,მომაფხიზლებს მაინც.
_ რატომ ათენებ? დაიძინე შენ,მე მარტოც მივხედავ.
_ რას მიხედავ მარტო ბიჭო,ძაღლიც კი არ გყოლია მოსავლელად_ სიცილი დააყარა და გასაღებით მოთამაშე საბას ხელი გაუწოდა_ მოდი ჩენთან ბაბუამ გენაცვალოს შენ_ ხელები იღლიის ქვეშ ამოდო გულში ჩაიხუტა და მისაღებისაკენ წავიდა.
არსებულ სიტუაციაზე გაეღიმა თემოს,დღევანდელი სიტუაცია ნამდვილად არც დაუგეგმია და არც გაუთვალისწინებია.
დიდი მონდომება და ძალისხმევა დსსჭირდათ მამა- შვილს,რომ პატარა კაცი დაეძინებინათ,გამოუვიდათ კიდეც ოღონდ მხოლოდ ღამის სამ საათამდე.ეგრევე ტირილითა და კივილით გაიღვიძა.თემო და გიორგი დაფეთებულები წამოხტნენ საწოლიდან და დაბნეულები წინ და უკან დააბოტებდნენ.ვერაფრით აწყნარებდნენ ასხავებულ პატარას.
_ იქნებ სტკივა რამე?_ შეწუხებული სახით იკითხა თემომ_ ჰა მამა შენ გამოცდილი კაცი ხარ,რა ეტკივება?_ მოუსვენრად დააბიჯებდა ოთახში და თან ბავშვს ხელში არწევდა.
_ რა მახსოვს შვილო,32 წლის უკანდელი კი არა გუშინ რა ვჭამე ის აღარ მახსოვს_ ქოთქოთებდა გიორგი და თემოს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა უკან.ორი გამოუცდელი მამაკაცი ცდილობდა დაეწყნარებინა პატარა.
კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა,მერე კი კარი გაიღო.
_შეიძლება?_ თათია იყო.
_ მოდი,მოდი_ მისი დანახვისას შვებით ამოისუნთქა თემომ,ბავშვი უფრო კომფორტულად მოიკალათა ხელში და სტუმარს გაუღიმა_ მგონი რაღაც სტკივა და ვერ გავუგეთ._ უხერხულად შეიშმუშნა და მომტირალ საბას თავზე ფრთხილად აკოცა.
_ მისმა ხმამ გამაღვიძა,გულმა არ მომითმინა,შეიძლება?_ მისკენ გადაიხარა და პატარას ხელები გაუწოდა,დაიანახა თუ არა ბავშვმა დედა მაშინვე გაჩუმდა,გაიღიმა,ხელები შეაგება და ყელზე მოეჭიდა.
_ ჩემო ციცქნავ,ჩემო სიცოცხლე,ჩემთან გინდოდა?_ მოუალერსა და შეუღიტინა.
_ აი გიცნო,როგორ დაწყნარდა შენს ხელებში_ შვებით ამოისუნთქა გიორგიმ,თემო კი ბედნიერი შესციცინებდა მოსიყვარულე დედა-შვილს.
_ ჰოდა,ახლა ჩემთან წავალთ,ერთმანეთს ჩავეხუტებით და დავიძინებ?ხო ჩემო ტკბილო? _ ყელში ხმაურით აკოცა მოღუღუნე საბას და ოთახიდან გავიდა.
მთელი ღამე მშვიდად და ტკბილად ეძინა თათიასაც და მის მკლავებში მოკალათებულ პატარა სიცოხლეს.
დილით გიორგი სამუშაოდ ადრიანად წავიდა.თათიამ კი გადაწყვიტა საბა ეზოში დილის სასიამოვნო გრილ ჰაერზე გაესეირნებინა.სახლში მხოლოდ თემო და სამზარეულოში მოფისფუსე ლია დარჩა.
_ დილამშვიდობის ლია დეიდა_ მიესალმა და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა ყავისათვის.
_ დილამშვიდობის შვილო,შენ დაჯექი,მე გაგიმზადებ ყავას_ თქვა და კარადა გამოაღო და ჭიქა გადმოდგა.
_ მადლობა_ მაგიდას მიუჯდა_ სად არიან სხვები?_ ოთახს თვალი მოავლო.
_ მამაშენი სამუშაოზე წავიდა,თათიამ კი საბა გაასეირნა ეზოში.
_ ანუ მარტო ჩვენ ვართ_ თავისთვის ჩაილაპარაკა და მკლავები მძიმედ ჩამოდო მაგიდაზე.
_ კი შვილო_ წინ უკვე გამზადევული ყავის ფინჯანი დაუდგა ერთიც მისთვის დადგა და წინ ჩამოუჯდა.
_ რაღაც მინდა გკითხო ლია დეიდა_ ცოტაოდენი დუმილის შემდეგ უთხრა და მის წილი ჭიქა მისკენ მიაჩოჩა.
_ გელოდი.
_ ანუ იცით უკვე რაც მაინტერესებს...არ იფიქრით,რომ თქვენსა და თათიას ცხოვრებაში ხელებს ვაფათურებ და ვერევი,უბრალოდ არ მინდს ვიცოდე რამ მიიყვანა აქამდე,მე მას გათხოვებამდეც ვიცნობდი და მსგავსი არაფერი შემინიშნავს.
_ გასაგებია შვილო_წინსაფარზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები,საზურგეს მჭიდროდ მიეყრდნო და მხრებში გაიშალა_ ჩემს შვილს არანაირი მიზეზი არ ჰქონდა დაოჯახებამდე,რომ ეს გაეკეთებინა.კი მართალია ხელმომჭირნედ ვცხოვროვდით მაგრამ თბილად და ტკბილად ვიყავით,ეს მანამ სანამ არ გათხოვდა_ თვალები აუცრემლიანდა.
_ როგორც ვიცი სიყვარულით დაქორწონდნენ,გოჩა და ნინი ძალიან აქებდნენ თქვენს სიძეს.
_ კი შვილო სიყვარულით დაოჯახდნენ.მართლა ძალიან უყვარდა თათია გიგის,ზრდილობიანი,პატიოსანი და კარგი ბიჭი იყო,ეგ იყო,რომ ცოტა ზედმეტად ეჭვიანობდა ხოლმე.მერე აიჩემა ცალკე უნდა ვიცხოვროთ მე და თათიამო და ავღანეთში წავიდა კონტრაქტით.აი სწორედ მანდ შეცდა.ძალიან სხვანარი დაბრუნდა.თავიდან ამ ცვლილებას ნაკლებად ვამჩნევდით ან ვერ ვიმჩნევდით,მაგრამ დაქორწინების მერე უფრო თვალში საცემი გახდა მისი მძიმე ხასიათი.ერთხელ კი დაიწუწუნა თათომ გიგიზე,რომ ძალიან შეიცვალაო მაგრამ სერიოზულად არ მივიღე მისი წუწუნი,ვიფიქრე,ახლად გათხოვილია და ვერ ეგუებამეთქი.ნეტა მომესმონა.ალბათ იქაურ რეჟიმსა და გარემოს ვერ შეეგუა და ამის ბრალი იყო მისი ცვლილება.როგორც მერე გავიგე,სულ გაღიზიანებული იყო,მცირედიც კი ყოფნიდა,რომ ეჩხუბა,ეყვირა.თავიდან ხელით არ ეხებოდა,პირველად ორსულად,რომ იყო საბაზე ოთხი თვის მაშინ სცემა_ თემო უსმენდა და გრძნობდა თუ როგორ გამოტოვა რამოდენიმე დარტყმა მისმა გულმა,მთელი სხეული დაეჭიმა,ლია კი ტიროდა_ საშინლად ეჭვიანი გახდა,ყველაზე ეჭვიანობდა,მეზობელზე,კლასელზე,ნათესავზეც კი,ორი თვისა იყო საბა,მაღაზიაში შემთხვევით მისი ძველი მეგობარი შეხვდა ლადო,მოიკითხა იმ ბიჭმა,გიგიც გაიცნო,ბავშვს მოეფერა,სათამაშო უყიდა,თათოს მოეხვია ,გადაკოცნა და წავიდა.სახლში მივიდნენ თუ არა ყველაფერი თავზე დაალეწა,საშინლად იეჭვიანა,იმ ზომამდე მივიდა,რომ ისიც დააბრალა იქნებ ეს ბავშვი ჩემი არაა და იმ ლადოსგან გყავსო.ალბათ ეს ბოლო წვეთი იყო ჩემი თათოსთვის.ისევ გიგიმ იპოვა სააბაზანოში ჩაკეტილი,ორივე მაჯა ჰქონდა გადასერილი,უფალმა გადამირჩინა მაშინ ჩემი გოგო.მაშინ ძალიან შეეშინდა ჩემს სიძეს,მაგრამ ეს შემთხვევა გაკვეთილად მხოლოდ ერთი თვე ეყო,მერე ისევ ისეთო გახდა,აი ასე დაი…..._ სიტყვა კარის ხმამ გააწყვეტინა.
_ ჩვენც მოვედით_ მხიარული შეძახილით შემოაბიჯეს დედა-შვილმა.
….
P.s.
გელით კომენტარებში ჩემო კარგებო

№1  offline წევრი Marusia123

Vaime. Chemi tkbili gogo movida ♥♥♥♥ rogor gamixarda axali tavi rom davinaxe xom vambobdi es gigi ar momwonstko :) rogor dautanjia chemi tato :( shemde tavebi ufroda ufro tkbiki iqneba darwmunebuli var♥♥♥♥♥

№2  offline მოდერი ლილიანა

Marusia123
Vaime. Chemi tkbili gogo movida ♥♥♥♥ rogor gamixarda axali tavi rom davinaxe xom vambobdi es gigi ar momwonstko :) rogor dautanjia chemi tato :( shemde tavebi ufroda ufro tkbiki iqneba darwmunebuli var♥♥♥♥♥

გენაცვალე❤❤❤❤ შემდეგ უკეთესი და უკეთესი ❤❤❤❤❤ მახარებს შენი კომენტარი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№3  offline წევრი Marusia123

Me shen maxareb ♥♥♥

№4 სტუმარი nino k.b.

სანდროზე მეკეტება მიყვარს . გიორგი და თემო რომ წარმოვიდგინე როგორ უვლიდნენ გამეცინა. კარგი სანახავი იქნებოდა. კარგი გოგო ხარ ლილიანა. კარგად წერ. მალე დადე რა. მომწონს რაღაც განსხვავებულია.

№5  offline მოდერი ლილიანა

nino k.b.
სანდროზე მეკეტება მიყვარს . გიორგი და თემო რომ წარმოვიდგინე როგორ უვლიდნენ გამეცინა. კარგი სანახავი იქნებოდა. კარგი გოგო ხარ ლილიანა. კარგად წერ. მალე დადე რა. მომწონს რაღაც განსხვავებულია.

მადლობა ჩემო ნინო❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№6  offline წევრი kaxelii

ლილიანა
nino k.b.
სანდროზე მეკეტება მიყვარს . გიორგი და თემო რომ წარმოვიდგინე როგორ უვლიდნენ გამეცინა. კარგი სანახავი იქნებოდა. კარგი გოგო ხარ ლილიანა. კარგად წერ. მალე დადე რა. მომწონს რაღაც განსხვავებულია.

მადლობა ჩემო ნინო❤❤❤❤

love

№7  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Ra kargi da sayvareli tavii iyoo tavidanve ar momwonda is gigi fuuf sadzagelii chemi tatoo temo ar vicii saocrebaa martoo temostvis girs am istorias wakitxva iset magalits madzlevs piradad mee magijebs misi adamianobaa

№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ტკბილო როგორი კარგი თავი იყოოო... ვგიჟდები მე თემოზე ძალიან მაგარი ადამიანი არის ყველაფერს აკეთებს იმიათვის რომ საყვარელი ქალი კარგად იყოს თუნდაც იმის ფასად რომ შეიძლება თათამ შეიძულოს... თათას და გიგას ურთიერთობაზე ამას ვეჭვობდი და მართალიც ვყოფილვარ... ყველაზე მეტად იმაზე ვოხალისე პატარა ბავშვს მამა-შვილი როგორ უვლიდა შუაღამეს და ლამის პანიკაში რომ ჩავარდნენ თავი იმ ოთახში წარმოვიდგინე როგორ წვალობდნენ გიორგი და თემო და ძალიან ვიხალისე... ასე ჯობია თემო პრაქტიკებს გადის შვილო რომ ეყოლება მერე გამოცდილი მამა იქნება... ასე აღარ დააგვიანო ტკბილო მოუთმენლად ველოდები ახალ თავს...

№9  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ

გენაცვალე მე შენ ❤❤❤❤❤
gvanciko_gvancunia
Ra kargi da sayvareli tavii iyoo tavidanve ar momwonda is gigi fuuf sadzagelii chemi tatoo temo ar vicii saocrebaa martoo temostvis girs am istorias wakitxva iset magalits madzlevs piradad mee magijebs misi adamianobaa

ჩემი გვანცუნია ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№10 სტუმარი მეა მეა

იინ ვინდოუსი გადავაყენეთ და ვეღარ შემოვდივარ სისტემაში, იქნებ ხვალ კიდევ ვსინჯო. თუმცა შენი ხელნაწერები ერთიანად წავიკითხე :* მომწონს, ყველაფრისგან განსხვავებულია. მაშინვე მივხვდი თვითმკვლელობა რომ სცადა თათია და ბედნიერი არ იქნებოდა ქმართან. ეხლა კი ველოდები მოვლენებს და მისი მეხსიერების დაბრუნებას :* კარგი ხარ <3

№11  offline მოდერი ლილიანა

მეა მეა
იინ ვინდოუსი გადავაყენეთ და ვეღარ შემოვდივარ სისტემაში, იქნებ ხვალ კიდევ ვსინჯო. თუმცა შენი ხელნაწერები ერთიანად წავიკითხე :* მომწონს, ყველაფრისგან განსხვავებულია. მაშინვე მივხვდი თვითმკვლელობა რომ სცადა თათია და ბედნიერი არ იქნებოდა ქმართან. ეხლა კი ველოდები მოვლენებს და მისი მეხსიერების დაბრუნებას :* კარგი ხარ <3

მადლობა ჩემო კარგო❤❤❤❤შენი კომენტარები სტიმულს მმატებს ხომ იცი ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№12  offline წევრი მეამეა

აი, დაგიბრუნდი და არ დამეზარება "კიდევ ერთხელ გითხრა", რომ კარგი ხარ <3

№13  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
აი, დაგიბრუნდი და არ დამეზარება "კიდევ ერთხელ გითხრა", რომ კარგი ხარ <3

<3 <3 <3 love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№14  offline წევრი gvichiani

ჩემი ლილიანაა :* ვიფიქრე დაასრულებს ისტორიას და მერე დავწერ ერთ მოზრდილ კომენტარს თქო მაგრამ გულმა ვეღარ გამიძლო :* არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის :* ვიძირები შენს ისტორიებში,და არ მინდა რომ დასასრული ჰქონდეს :* უძლიერესი და უმაგრესი ისტორიების "დედა" ხარ და მიხარია რომ მაქვს შანსი და შესაძლებლობა მათი წაკითხვის :*
მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ოღონდ ცოოოტა გაზარდე რაა გთხოვ :(
ძალიან მიყვარხარ :*

№15  offline მოდერი ლილიანა

gvichiani

შენ ახალი ხარ ჩემთვის <3 გამახარე შენი კომენტარიტ და შეფასებით <3 ვეცდები მომდევნო თავი ამაზე დიდი იყოს ,მადლობა კიდევ ერთხელ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან მტკივნეული თავი იყო, ნამდვილად ბევრი რამ იყო ჩატეული, მაგრამ ტკივილთან ერთად კარგი მომენტებიც იყო. საოცარი ის მომენტი იყო, როცა თათია შემოვიდა ღამით სამ საათზე და ბავშვი თავისთან გაიყვანა <3 აი, მაგ მომენტზე გამეღიმა და სითბო ჩამეღვარა გულში.
ძალიან მომწონს. ხომ იცი, რომ ძალიან მომწონს <3
თათია საყვარელია ძალიან, მიყვარს მიყვარს... მიყვარს და რა ვქნა.
აი გიგიზე კი ეს არ მომეწონა :( საშინლად უცხოვრია თათიას მასთან. ნამდვილად არ იმსახურებდა გიგი მას, მაგრამ როგორც იცით, ცხოვრება ხან უსამართლოა, ხან კი სამართლიანი. ცხოვრება იმ მოსყიდულ მოსამართლეს ჰგავს, რომელმაც წინასწარ იცის, ვის რა განაჩენი უნდა გამოუტანოს, თუნდაც უსამართლოდ, მაგრამ არც კი შეაწუხებს ნამუსი...
არც კი დაახამხამებს თვალს და მის სამართლიანობაში მაინც ეჭვი არ შეეპარება. უსამართლოდ მოიქცევა, მაგრამ თავს სამართლიანად წარმოაჩენს მაინც ყველასთან.
ეს არის ცხოვრება :((
და დასასრულმა მართლა შოკში ჩამაგდო...
ტკბილო :*** შაქარო, დიაბეტი არ დამმართოს მეშინია ამ მოთხრობამ <3 ძალიან მაგარია
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№17  offline მოდერი ლილიანა

ErckeMydass25

ჰაჰაჰაჰ,რა გულიანად გამაცინე ბოლოს,მადლობა ასეთი კეთილი შეფასებისათვის
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

ხო, ცოტა კი გამაბოროტე, მაგრამ მაინც კეთილი ვარ. ვერ გამაბოროტებ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent