ცუდი ბიჭი (თავი 5)
თავი 5 ლეი ჩემზე იყო დაყრდნობილი,კანკალებდა და ხმას არ იღებდა.არ ვიცოდი რა მექნა და მეც მთელი ძალით ვეხვეოდი. - ლეი გამოფხიზლდი,რა მოხდა,სახეზე რა გჭირს? - უბრალოდ.... ჩემს მეგობარს ვეჩხუბე. - რა?დიოს თუ ლუჰანს? - არა მათ არა,მას არ იცნობ. - და რატომ ეჩხუბე,რა მოხდა თქვენ შორის? - ძალიან გთხოვ ახლა ამაზე საუბარი არ მინდა. - წამოდი სახეს დაგიმუშავებ,ასე ვერ გაგიშვებ. - სად წამოვიდე? - ჩემთან სახლში. - ამ შუაღამეს?შენი მშობლები? - მათ უკვე ძინავთ.შენ და მამაჩემს ცუდი დღე გაგითენდათ,ორივე ნაცემი ხართ. სახლში ჩუმად შევედით,ჩემს ოთახში ავედით,ლეი საწოლზე ჩამოვაჯინე,მე კი მისი სახის დამუშავება დავიწყე.ძალიან ტკიოდა.წარბიდან და ტუჩიდან სისხლი მოვწმინდე.მასთან წინ მუხლებზე ვიდექი.ლეიმ ხელი მომკიდა და შემაჩერა,კისერზე ხელი შემიცურა და მისკენ მიმიზიდა. - ახლა შენთან ყოფნის გარდა არაფერი მინდა.ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა. მისთვის არც ვაპირებდი უარის თქმას,მაგრამ ძალიან მეშინოდა.მთავარი ის იყო რომ მას ვენდობოდი.ამ დროს,მთვარის შუქზე კი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა.მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი.მე კი სრულიად განსხვავებული შეგრძნება მქონდა,რაც აქამდე ჯერ არ მიგრძვნია.... მაისურის ქვეშ ორივე ხელი შემიცურა,მისი ტუჩები ნელ-ნელა ჩემს კისერთან ცურდებოდა,მეკი მას მაისური გავხადე.ისე არც ეტყობოდა,რომ ასეთი დაკუნთული სხეული ქონდა.ამ ყველაფერში ნამდვილად უხეში იყო,გაუმაძღრობა არ ასვენებდა,პირდაპირ ჩემზე მოთავსდა,ტუჩებიდან მკერდზე გადადიოდა და მუცელზე მის ხელების მოძრაობას ვგრძნობდი რაც ნელ-ნელა უფრო ქვემოთ მიიწევდა. ლეის ხელს მაგრად ბუჭერდი.ის ჩემთან იყო,მთელი მისი სხეული ზემოდან მაწვა და მის გულის ცემას ვგრძნობდი.ეს ყველაფერი ისეთი იყო როგორიც წარმომეგინა,ისეთივე სასიამოვნო.თანაც იმ ადამიანთან ვინც ასე გიყვარს. - ჯანდაბა ლეი სად ხარ?გული გამიხეთქე.გამთენიის 5 საათია. - დაწყნარდი ლუჰან,კარგად ვარ. - სახე დამუშავებული გაქვს. - ლენასთან ვიყავი.ეს დრო მასთან გავატარე. - არა,არა,არა ძმაო.... ჯანდაბა ხომ გითხარი რომ მასთან საქმე არ დაგეჭირა.პრობლემებს შეგიქმნის ეგ გოგო ძმაო.ამ ყველაფერს როგორ აუხსნი?გგონია გაგიგებს?ამ ვითარებაში არავინ არ გვჭირდება. - ლუჰან ძალიან გთხოვ,უკვე გვიანია,მას როგორმე ავუხსნი ყველაფერს. - მე უბრალოდ გაფრთხილებ.დასასრულს რაც მოხდება ყველაფერი შენს თავს დააბრალე. დილით 7 საათზე გავიღვიძე.თვალები გავახილე მაგრამ ლეი ოთახში არ დამხვდა.მომღიმარი სახე მაშინვე მომეღუშა.ის ნამდვილად არ მიოცნებია,რომ პირველად ამ ყველაფრის შემდეგ დილა ასე მის გარეშე დამეწყო.,მაგრამ მშობლები გამახსენდა.ვაი თუ მაგ შემთხვევაში რამე შეემჩნიათ.გულმა ნერვიულობა დაიწყო და სამზარეულოში შეშინებული ჩავედი.დედა საუზმეს ამზადებდა და თან რაღაც სიმღეას ღიღინებდა.მალევე ჩემს თავზე გამეცინა.რამე რომ შეემჩნიათ მშობლები ხომ ცოცხალს არ დამტოვებდნენ. როგორც ყოველ დილით სამივემ ერთად ვისაუზმეთ და მამამ სკოლაში დამტოვა.პირველი გაკვეთილი ძვლივს გასვენდა რომ მიას დავლაპარაკებოდი. - ლენა შენ რა სულ გააფრინე?შენი მშობლების სახლში?შენს ოთახში?გუშინ?გავგიჟდები. - ვიცი,ეს დიდი სისულელე იყო,მაგრამ ვეღარაფერს შეცვლი. - ჯანდაბა შენ ის გიყვარს,გიყვარს.და..... რა მაინტერესებს.... როგორი იყო? - აააჰჰჰ შე გარყვნილო რაში გაინტერესებს. - როგორ თუ რაში მაინტერესებს... მიდი....მიდი....მიდი..... - ....... უბრალოდ ზუსტად ისეთი როგორიც წარმომედგინა. - და მორჩა?რა ბოროტი ხარ. გაკვეთლები რომ დამთავრდა გარეთ გამოვედი მოულოდნელად თვალებზე ვიღაცამ ხელი ამაფარა და ვარდის სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი.უცბად შემომაბრუნა და მაკოცა. - სალამი....მაპატიე რომ გუშინ ასე გაუფრთხილებლად წავედი. - არაუშავს... შენი მესმის.თანაც დილით მშობლები გაიგებდნენ.მაგრამ მაინც როგორ მოახერხე გაპარვა.ქურდივით უჩინარი ხარ. - ეს ყველაზე კარგად გამომდის. მასთან ახლოს მივედი და მოვეხვიდე. - გუშინ ღამით ყველაზე ბედნიერი ვიყავი. - მადლობელი ვარ ყველაფრისთვის,რომ ჩემს გვერდით იყავი. - ყოველთვის შენთან ვიქნები,რაც არ უნდა მოხდეს. - მპირდები? - გპირდები.მიყვარხარ.... ლეის ამ სიტყვებმა თვალის გუგები გაუფართოვა და უმნიშვნელოდ ღიმილი დაეტყო ტუჩებზე,რამაც ლოკა ოდნაც ჩაუკეცა. - მეც მიყვარხარ....სახლში მე წაგიყვან. - და ამშაბათ-კვირას რა ვქნათ? - არ ვიცი მოვიფიქროთ.სად შეიძლება წასვლა. - და...რას იტყვი შენი მეგობრები რომ გამაცნო?სადმე წავიდეთ ერთად.დიოს და ლუჰანსაც კი არ ვიცნობ ნორმალურად. - კარგი აზრია,მაგრამ მათთან შენ როგორ გაერთობი,თან ძალიან გადარეულები არიან. - არაუშავს,შენ ხომ იქ იქნები.გთხოვ....გთხოვ....გთხოვ.... ლეის იმდენი ვეწუწუნე ბოლოს დამთანხმდა.ამ დროს ჩემს სახლთანაც მივედით,დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი. - ლენა მოიცადე! ვიღაცამ უხეშად დამიძახა. - ლუჰან?რა ხდება? - შეიძლება ვილაპარაკოთ? ქუჩის მოპირდაპირე მხარეს პარკში დავჯექით. - რა ხდება? - პირდაპირ გეტყვი,რომ მე შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.მაგრამ..... - ლუჰანი წამიერად შეყოვნდა - მაგრამ ლეის გვერდით არ უნდა იყო. - რა?ამას რატომ ამბობ? - ძალიან გთხოვ ზედმეტი კითხვები არ დამისვა.ორივესთვის უკეთესი იქნება. - გარკვევით იალაპარაკე.ასეთს რას აკეთებს ლეი რომ ამას მეუბნები? - რას და......ჯანდაბა.საერთოდ სად აქვს ტვინი ამ ბიჭს. ლუჰანი მოულოდნელად წამოდგა და წავიდა.მე უკან გავეკიდე. - ლუჰან მოიცადე.ლუჰან..... ყურადღება არც მოუქცევია.მე კი საგონებელში ვიყავი.სახლში შევედი და ტელევიზორის წინ დავჯექი.გონებაში ლუჰანის სიტყვების გააზრებას ვცდილობდი.მაგრამ აქედან შინაარსი ვერ გამომქონდა. - რეი მზად ხარ? - კი ლუკა...მისამართი აქ წერია.სავარაუდოდ აქ იკრიბება ეს ბანდა.წავედით... - დიო... აი კიდევ ერთი ბოთლი აიღე. - ჯონგინ მადლობა.ხომ არ იცი მთელი დღე ლეი და ლუჰანი რაზე მჭობენ? - ეგ მეც მაინტერესებს ძმაო. - შენი აზრით რამე ახალი საქმეა? - ჯერ არ მახსოვს ასე კამათით ესაუბროთ,თან ჩვენს გარეშე. - რაღაც ხდება. - ყველას მოგესალმებით....ჩვენ სეულის პოლიციიდან ვართ.გვაპატიეთ რომ ასე შემოგეჭერით. - სუჰო,სწრაფად დარბაზში გამოდი. - რა ხდება სეჰუნ? - სეულის პოლიციაა მოსული. - რა?აქ რა უნდა? - არ ვიცი. - აქ დარჩი.ყველაფერი მიალაგე.შეგვამოწმებენ. სუჰო დარბაზში გავიდა და რეისთან მივიდა. - მოგესალმებით ბატონო...ხომ მშვიდობაა? ლუჰანი და ლეიც მათთან მივიდნენ. - კი მშვიდობაა.უბრალოდ აქაურობა უნდა შევამოწმოთ.აი ჩხრეკის საბუთიც.ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.სუჰო რეის წინ გაუძღვა,ლეი უხერხულად გაიწია და შემთხვევით რეის შეეჯახა როდესაც გვერდის ავლას ცდილობდა. ----------------- გარკვეული სცენა უფრო დაწვრილებით მინდოდა ამეღწერა ამგრამ თავი შევიკავე.იმედია მაინც კარგი გამოვიდა ;) <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.