წესები სკოლაში და გარეთ რეალურ ცხოვრებაში (მეორე ნაწილი 1)
-ელენე დღეს თბილისში ვბრუნდებით_ სასტუმროს ნომერში შემოვიდა რატი. უკვე აგვისტო ილეოდა და წყვილი ჯერ ისევ თაფლობის თვეზე იყო. ოთახში არავინ გამოეხმაურა. რატიმ აქეთ-იქეთ გაიხედა. ელენეს ტანსაცმელები საწოლზე ქონდა მიყრილი. ნაწილი კი ჩემოდნებში პირდაპირ ისე ჩაეყარა ,როგორც კარადიდან ჩამოეხსნა. რამდენიმეზე საკიდიც კი იყო შერჩენილი. საშხაპიდან ღიღინი გაისმა. გაიფიქრა ალბათ ბანაობსო და აბაზანის კარი გააღო. -But it's you who'll have further to fall , Ghost town and haunted love ..._ გოგონას არც ისე გამართული ბგერები და ხმა გაჟღერდა. რატიმ მინის კარი გადასწია და ცოლის შეკივლებამაც არ დააყოვნა. -ტიტანიუმს მღერი სიხარულო ? - ჰო თუ ჰქვია ამას სიმღერა _საკუთარ თავს დასცინა ელენემ და თმაზე შერჩენილი საპნის ქაფი ჩამოიბანა. -გინდა ერთად ვიბანაოთ?_ თვალი ჩაუკრა ცოლს ,რომელიც ჯერ ისევ წითლდებოდა მის დანახვაზე -სიამოვნებით ,მაგრამ აეროპორტში წასვლამდე ორი საათია და მე ჯერ ისევ არ ჩამილაგებია ბარგი. -ჰო , სიმართლე გითხრა არ გავდა ჩალაგებულს. -ტანსაცმლის დაკეცვა არ ვიცი და ჩაყრილი არ ეტევა. -მოდი მაგას მერე ერთად მივხედოთ_ საშხაპეში შევიდა და ცოლი მკერდზე მიიხუტა. უკვე თვეზე მეტია ცოლ-ქმარნი არიან და სეიძლება ითქვას ერთმანეთს უპრობლემოდ უგებენ. თუ არ ჩავთვლით იმას ,რომ გოგონა ხანდახან გაჭირვეულდება და მანამდე ბუზღუნებს სანამ კაპრიზს არ აუსრულებს. - ჩემ კანს გარუჯვა არ უხდება ,მაგრამ თავი სად გამოვყო ზღვაზე ვიყავი და მაინც თეთრი ვარ-თქო _ პირსახოცი შემოიხვია ტანზე გოგონამ და თმის გაშრობა დაიწყო. -მოკლედ არ არსებობს რამე რაზეც პრეტენზია არ გაქვს _გააჯავრა რატიმ - საყვარელო გთხოვ თბილისში ,რომ ჩავალთ ჯერ ჩემებთან მივიდეთ. დედა უნდა ვნახო. სადაცაა იმშობიარებს და ... -კარგი ,როგორც გინდა. თანაც დარწმუნებული ვარ დედაჩემი უკვე შენებთან გადასახლდა. ისედაც ამბობდა თამუნას ბოლო პერიოდში გვერდიდან არ მოვცილდებიო. თან მარიც იქაა. -ჰო ეგ ცოტათი მამშვიდებს. ნეტა ზემოდან დამანახა როგორ თანაცხოვრობენ დედაჩემი და მარი ერთ ჭერქვეშ. -შენ არ ამბობდი დედაჩემს არასდროს სძულდა მარიო? -ჰო ,მაგრამ ის მაინც მამას ღალატს ახსენებს. ექიმმა ოპერაცია ,რომ ურჩია ძალიან ვღელავ მაგის გამო. -კარგი რა ნუ დაპანიკდები ახლა. ასაკის გამო ურჩია ოპერაცია და არა იმიტომ ,რომ რამე საფრთხე ემუქრება. ყველაფერი კარგად იქნება_ ცოლს აკოცა და ჩალაგებას შეუდგა. VVV -მე გავაღებ_ მიაძახა მსახურს მარიმ ,როგორც კი კარზე ზარი გაისმა. როგორც კი სახელურს დააწვა მაშინვე შემოეხვია კისერზე მონატრებული მეგობარი. -ჩამოვედით ბათუმიდან -ჩვენების დასახვედრად ჰო? გამარჯობა ვანდა დეიდა _ გადაკოცნა ისიც გოგონამ. -გამარჯობა დეიდა. თამუნა როგორაა? -კარგად, მაგრამ ეს ბოლო დღეებია ვერ ისვენებს. სულ ელენეს ჩამოსვლაზე ლაპარაკობს. -წარმომიდგენია. მეც ზუსტად მასე ვარ. მიუხედავად იმისა ,რომ რატის აქ არ ყოფნას მიჩვეული ვარ. თავის ოთახშია? -კი იქაა. გია ბიძია დიდი ხანია გავიდა. -შენ კიდე ბიძიას ეძახი? _ თვალები გადაატრიალა ქალმა და კიბეებს აუყვა. - ნინამ დამირეკა. მთელი კლასი კლუბში მივდივართ პირველ დღესო. მერე გეტყვით რამდენს ვკრებთო. -რას მივაწეროთ ასეთი მასშტაბური გახსნა? არასოდეს აღგვინიშნავს ასე ... -ბოლო წელიაო და. იცი ? წუხელ დაცის ველაპარაკე და მითხრა დიანა არც ისე კარგადააო . ძალიან განიცდის სკოლა ,რომ ვერ დაამთავრა და ამ მდგომარეობაში ვერც დაამთავრებსო. მამამისი არკვევს შეიძლება თუ არა გადააბაროს. -შორენა დეიდა იყო ამასწინათ მოსული და ასე თქვა ცნობა გავაკეთეო ,რომ გამოცდაზე ცუდად გახდაო. ხშირად მოდის ხოლმე თამუნას სანახავად. -დაჩის ესაუბრე? -არა_ მოწყენილი ხმით თქვა მარიმ. _ ვერ დაველაპარაკე. სულ დიანასთანაა. ხანდახან რჩება კიდევაც. თან ბოლოს ელენეს ქორწილში ,რომ შევხვდით ვიკამათეთ და . ჰგონია ,რომ დიანას რაღაცეებს ვაბრალებ. მოკლედ სჯობს ყველაფერი ასე დავტოვოთ სანამ თავად არ მოისურვებს ჩემთან საუბარს. -რას ვიფიქრებდი თუ დიანა მართლა შეუყვარდებოდა. მეცოდებიან. ახლა ყველაფერი გართულდება. არა მარტო დიანასთვის , დაჩისთვისაც. როგორია სკოლაში ხარ და თან შვილი გყავს. ხომ ვიცი რა სალაპარაკო გახდება ეგ ამბავი. -რათქმაუნდა. წლის თემაა. ელენეს გათხოვებაც კი გადაფარა. -საყიდლებზე უნდა წავიდე სკოლის დაწყებამდე. ახალი ტანსაცმელი უნდა ვიყიდო. შენც მოემზადე და ერთად წავიდეთ. -ფული არ მაქვს და შენ წამოგყვები. -ფული როგორ არ გაქვს რას ამბობ. გინდა მამაშენს თავი მოჭრა? სად გაგონილა ასეთი რამ გია ჯავახიშვილის გოგოს ტანსაცმლის საყიდელი ფული არ ჰქონია _ საყვედურნარევი ხმა გაისმა ოთახშიი და ბოლო კიბეზე ჩამოაბიჯა თამუნამ. -ჰო მაგრამ მე არ შემიძლია ეგ ფული ავიღო. ისიც საკმარისია ,რომ ამ სახლში შემიფარეთ. -აბა სკოლაში ძველი ტანსაცმლით აპირებ წასვლას? გიამ ბევრჯერ დააპირა ,მაგრამ დრო ვერ გამონახა შენთვის ბარათი გაეხსნა. ჩემსას გათხოვებ და რამდენიც გინდა დახარჯე. -რას ამბობთ... -რას და სიმართლეს. გეყოფა მარი ამ სახლში სტუმარივით მოქცევა_ ისაყვედურა ვანდამ. _გიას შვილი ხარ და ეს აქ აღარავის უქმნის დისკომფორტს. თუ შენ არ გინდა ეს ხალხი ოჯახისწევრებად მიიღო? -რას ამბობთ ვანდა დეიდა. -აბა გეყოფა გაპრანჭვა და ისე მოიქეცი როგორც საჭიროა. -თან ისე დამეხმარე ამ ერთი თვის განმავლობაში რაც ელენე წასული იყო. შენთან რა მაქვს საპრეტენზიო. გთხოვ უბრალოდ ისე მოიქეცი როგორც გიას შვილს შეეფერება. სკოლაში ყველამ იცის უკვე ვინ ხარ და გგონია ძველი ტანსაცმლით თუ წახვალ ეს გიას შეურაცხოფა და სირცხვილი არაა? -ჰო რათქმაუნდა_ უკან დაიხია მარიმ. _ კარგი როგორც გინდათ. ნინის წავყვები. -ძალიან კარგი. ნეტა გია სადაა ამდენ ხანს . ხომ დამპირდა ელენეს ჩამოსვლამდე სახლში ვიქნებიო? -ჰო სადაცაა უკვე მოვლენ. რატიმ შეიძლება ითქვას მიბრძანა აეროპორტში არ მოხვიდეთო. რა ჯიუტია მოკლედ. -თავი დაანებე როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. - ნინი, რომ სკოლაში წავა მაგენი მაინც გამახალისებენ სახლში. -დედა რა უცებ იპოვე ჩემი შემცვლელი _აბუზღუნდა ნინი -გეყოფა ახლა შენი ეჭვიანობის თავი არ მაქვს. ხვალ საყიდლებზე წადი გულს გადააყოლებ. -მოკლედ რა რაც მამაჩემი წავიდა მაგის მერე ჭკუაზე არ ხარ. -მგონი მოვიდნენ_ დაიყვირა თამუნამ როგორც კი მანქანის ხმა გაიგონა. უკვე იმხელა მუცელი ჰქონდა ფეხზე ძლის წამოდგა და კარისკენ მიაშურა. მიუხედავად ამისა გარეთ გასვლა მაინც გოგონებმა მოასწრეს და ელენეს პირდაპირ კისერზე შემოეხვივნენ. -როგორც იქნა ჩამოხვედი _ შეიცხადა ორივემ -ელენე შვილო როგორ მომენატრე _ გულში ჩაიკრა თამუნამ ქალიშვილი და მაგრად აკოცა. -დედიკო როგორ მომენატრე. პატარა როგორაა?_ მუცელზე გადაუსვა ხელი -ორივე კარგად ვართ. შენ მაგაზე არ იჯავრო. -მე არავის ვახსოვარ ხომ? _ ისაყვედურა რატიმ და ვანდას მერე სიდედრი გადაკოცნა. -როგორ არ გვახსოვხარ საყვარელო შემოდი _ გაუღიმა ბიჭს თამუნამ და შიგნით შევიდა. -დედა მამა სადაა? -ოფისში საყვარელო. მალე მოვა. ჩვენ უფრო გვიან გელოდებოდით. -თქვენ როგორ ხართ? სკოლაში რა ხდება? -ისე უცებ გაქრა ეს არდადეგები თუ გინდა არც ყოფილა. _თქვა ნინიმ -მარი შეენ? ძალიან მიხარია ,რომ აქ ხარ. წასული, რომ ვიყავი იმედი მქონდა დედას გვერდით ვინმე რომ იყო. -ძალიან დამეხმარა. -გმადლობ ,რომ დედას ყურადღებას აქცევდი. დაჩისგან რა ისმის? დიანა როგორაა? -მერე მოგიყვებით მაგ ამბებს. _თქვა ნინიმ -როგორ დაისვენეთ? კარგ იყო დუბაი? -კარგად დავისვენეთ. საშინლად ცხელოდა, მაგრამ იქაურობა ულამაზესია. ელენესაც მოეწონა დუბაი. -ჰო მართლა ძალიან მომეწონა. ადრე ,რომ ვიყავი იმის მერე ვარ მაგ ქალაქზე გაგიჟებული. -თუ,ცა რატისთან ერთად უფრო ლამაზი მოგეჩვენა ხომ? _გააჯავრა ვანდამ. _თქვენთვის ოთახი მოვამზადე. -დედა ოთახი მე არ მქონდა? -გქონდა მაგრამ იმდენი ხანია წასული ხარ . უნდა მივეჩვიოთ შენს სახლში ყოფნას. _რომ იცოდე როგორ გამიჭირდა ელენე სახლში ,რომ არ იყო. მართალია ისეთ სკოლაში სწავლობს მიჩვეული ვიყავი ,მაგრამ მაშინ ვიცოდი მაინც შაბათ-კვირას მოვიდოდა. -დედა გეყოფა ისე ლაპარაკობ გეგონება გადავიკარგე და ვეღარ მნახავ. -მაინც ვნერვიულობ სიხარულო. მამაშენი საერთოდ ჭკუაზე არაა. ხომ იცი ვერ ძლებს შენს გარეშე. -იცი რა მოხდა?_დაიწყო ნინიმ_ის აუტანელი ირაკლი ჩვენი კლასის ხელმძღვანელად დანიშნეს. -რაა? რა კარგ დროს გამომისწრია... მაგას რა გაუძლებდა. -ეგ რომელია?_დაინტერესდა რატი -არ გახსოვს ძამიკო? რავიცი კარგად კი სცემე. -ეგ იდიოტი? -ჰო არც ისე მარტივადაა საქმე. -მამა... _ფეხზე წამოხტა ელენე და შემოსასვლელისკენ გაექანა. -ჩემო საყვარელო როგორ მომენატრე. -მანქანის ხმა არ გაგვიგია. -რამდენიმე საათია მანქანის სალონში ვარ. გზაზე გამიფუჭდა და დამუხრუჭება ძლივს მოვასწარი. საშინელება იყო. ტაქსით მომიწია წამოსვლა -რაა? ამიტომ დაგაგვიანდა? კარგად ხარ? _მისი მდგომარეობისთვის უჩვეულოდ სწრაფად წამოხტა ფეხზე თამუნა. -კარგად ვარ ძვირფასო არ ინერვიულო. _ შუბლზე აკოცა ცოლს გიამ და გულზე მიიხუტა. -ერთად ვივახშმოთ და მერე წავალთ. სახლში იმდენი ხანია არ ვყოფილვარ. -თქვენ როგორ დაისვენეთ? -ბათუმში ძამიკო ? ნუ ახლა დუბაის ვერ შეედრებოდა ,მაგრამ იყო რა ... ვახშამზე ბევრი ისაუბრეს. რატი და ელენე მხიარულად იხსენებდნენ დუბაის. ნინი ყოველ სიტყვაში სკოლასა და იქ დაბრუნებაზე წუწუნებდა. თამუნა მოუსვენრად იყო. ეტყობოდა ,რომ გადაიღალა. მიუხედავად ამისა პრეტენზიები არ გამოუთქვამს. მოთმინებით ელოდა სტუმრები როდის იჯერებდნენ გულს გართობით და წასვლას გადაწყვეტდნენ. მიჩვეული იყო, ვანდა და მისი ოჯახი აქ ისე გრძნობდა თავს როგორც საკუთარ სახლში და ასევე იყვნენ თავადაც. მიუხედავად იმისა,რომ ელენე რატისთან ცხოვრებას მიეჩვია მშობლების სახლიდან წამოსვლა მაინც გაუჭირდა. ყველაფერი გაახსენდა მანქანაში ჩაჯდომისთანავე. თან თამუნა ისეთი სიყვარულით მოეხვია მისგან წასვლა ძალიანგაუძნელდა. პირველად მივიდა რატის სახლში როგორც რძალი. სახლში შესვლისას ნინის დაურეკეს და გარეთ დარჩა სალაპარაკოდ. ვანდამ კი წყვილს თავისი საძინებელი აჩვენა. ყველა დაღლილი იყო იმ დღის ემოციებისგან. ვანდას მათთვის ყველაზე დიდი და ნათელი ოთახი მოემზადებინა. ახალი ავეჯით და ნივთებით. -ფეხზე ვეღარ ვდგავარ ისე დავიღალე. ფრენას ვერ ვიტან და მერე კიდევ ჩემებთან ... _ ბალიშზე დაეცა ელენე და თვალები დახუჭა. -ძილისგუდა ხარ და მაგიტომ. ჯერ არც ისე გვიანია. -დედაზე ისე აღარ ვღელავ. მხნედ გამოიყურებოდა და როგორც ჩანს მარისთანაც არ აქვს პრობლემა. მინდოდა მარისთვის დედამისზე მეკითხა ,მაგრამ დრო ვერ გამოვნახე. -ყველაფერზე სალაპარაკოდ გექნებათ დრო. -ბავშვები მენატრებიან. ხვალ ყველას ვნახავ. პირველ რიგში დაჩის . ძალიან ვნერვიულობ მაგაზე და დიანაზე. არ იქნება მარტივი მაგის სიტუაცია. სკოლაში ყველა მაგაზე ილაპარაკებს. იქნებ სჯობს სხვა სკოლაში გადავიდეს სადაც არავის ეცოდინება რა ხდება. -არ არის ეგ ცუდი აზრი. თან იქ ,რომ არ დარჩება უფრო გაუმარტივდება. -გული მიკვდება ,რომ ვხედავ რა ემართება ჩვენს სამეგობროს. ყველას პრობლემა აქვს. -შენ ხომ არ გაქვს? არც ნინის ... -დაჩის პრობლემა ჩვენი პრობლემაცაა. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. დაჩი ძმასავით მიყვარს და გგონია მასზე არ მეფიქრება? ან მარიზე? -მარის რაღა სჭირს? -დაცი უყვარს და ... მოკლედ რა... -დაციმ იცის? -კი ,მაგრამ მაგით რა იცვლება? დაჩის ახლა ფაქტობრივად ოჯახი ყავს. ბავშვი ეყოლება მალე. დიანაც ცოდვააა. შესაძლოა ბევრი შეცდომა დაუშვა ,მაგრამ თვრამეტი წლის ბავშვი კიდევ ბავშვთან ერთად მარტო ხომ არ დარჩება? თან მგონი დაჩის მართლა უყვარს. -ნუ ნერვიულობ მაგ ამბავზე. ყველაფერი მოგვარდება. _ტუჩებში აკოცა ცოლს და ზემოდან მოექცა. -გთხოვ რა მართლა ძალიან დაღლილი ვარ. -მეც მაგრამ შენთან ყოფნის სურვილი მაინც სულ მაქვს საყვარელო -კარგი ჰო _კისერზე მოხვია ხელი რატის და ალერსში აჰყა. მიუხედავად იმისა,რომ პირველმა ღამემ არც ისე კარგად ჩაიარა მას მერე ურთიერთობაში პრობლემა არ ჰქონიათ.შეიძლება ითქვას დაივიწყეს კიდევაც ის უსიამოვნო ინცინდენტი. VVV -დედა ელენე არ გამოსულა?_ დილაადრიან წამოხტა ფეხზე ნინი და მისაღებში ჩავიდა. -არა ჯერ ისევ სძინავთ. შენ რამ აგაყენა ასე ადრიანად? -ლუკასთან უნდა გავიარო, მერე საყიდლებზე და მოკლედ დღეს ბევრი საქმე მაქვს. -რომ გავაღვიძო არ შეიძლება? -დაანებე თავი იძინონ რამდენ ხანსაც უნდათ. -ოოჰ ახლა ელენეს წესიერად ვეღარ დაველაპარაკები. -შენ რა გჭირს რაღაც ძაან უჟმურ ხასიათზე ხარ ამ ბოლო დროს. ლევანისთან გაქვს პრობლემები? -დიახაც, დამპირდა ბათუმსი ჩამოვალო და არ ჩამოვიდა. რა ჰგონია ერთი ... -რა იცი აყვარელო რა მოხდა? ნუ ხარ ასეთი. დამშვიდდი და ჯერ მოუსმინე ადამიანს. -ორი კვირის მანძილზე რა მოხდა ასეთი ,რომ ვერ ჩამოვიდა? ჯანდაბა მერე გავარკვევ მაგას. ახლა ელენესთან საუბარი მინდა. -რატი რატომ ადექი ასე ადრე? _მიეგება ვაჟს ვანდა და სუფრასთან დაჯექიო ანიშნა. როგორც ყოველთვის ვანდა ახლაც სასადილო ოთახში ტრიალებდა - მოვა ელენე მალე და თუ შეიძლება ნუ ხარ სულ უკმაყოფილო. შეეგუე იმას რომ აწი ის ჯერ ჩემი ცოლია და მეორე რიგში შენი დაქალი. -არც იოცნებო ,რომ პოზიციებს დაგითმობ. შენი გრზნობები საერთოდ არ მაღელვებს. სულ რაღაც ორი თვეა გამოცხადდი მის ცხოვრებაში. მე კი წლებია მისი და და მეგობარი ვარ. -მოიცა მეჩვენება თუ ეჭვიანობ? მეჩვენება თუ ისტერიკის სეტევა გაქ? კარგად ხარ? -შენ ვინ გეკითხება? დაქალი დამიბრუნე და ჩვენს საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ გაბედო. -გოგო შენ ენა დაიმოკლე რა არ მჭირდება შენი ეჭვიანობის სცენები. -რა დაგემართათ? ჯერ არ გათენებულა. შეეშვი რატი ცუდ ხასიათზეა და დაგვჭამა დილიდან. _ თავი დაანებეო ანიშნა რატის ვანდამ . დედამისის ხათრით ისიც გაჩერდა. -რა მოხდა? _ შემოვიდა ელენე. -წამყევი რა საყიდლებზე და ლუკასაც გავუაროთ. -რა პრობლემაა მაგისთვის ჩხუბობ ჯერ არ გათენებულა? - პირველში კლუბში მივდივართ მთელი კლასი და მგონი მეთერთმეტეებიც. ხო წამოხვალ? -კლუბში? მოიცა მე რომ თქვენს კლასში ვიყავი მაგას მაშინ რატომ არ აკეთებდით? -რა ვიცი მე. ბოლო კლასში ვართო და გაიგიჟეს თავი. ლუკა აგვარებს ყველაფერს. დაჩი აბა ამ ქვეყნად აღარაა. გადასახლდა დიანასთან. -დიანასთანაც გავიაროთ. სირცხვილია ვინახულოთ. -პირველში სად მიდიხართ? _ჩაეძია რატი -კლუბში მივდივართ კლასელები. ცნობისთვის ჩვენს სკოლაში სხვებისგან განსხვავებით სწავლა პირველსი იწყება. ხოდა პირველ დღეს ასე არვნიშნავთ. ყველა მოდის. -მერე ელენე შენს კლასსი რომ აღარაა ეგ ახალი ამბავია? -მაგით რისი თქმა გინდა? სკოლა ერთი წლით ადრე რადგან დაამთავრა და ცოლად გამოგყვა გგონია მაგის გამო მეგობრები აღარ ეყოლება და ჩვენი კლასელი აღარაა? თერთმეტი წელი ერთად ვიყავით, ერთ მერხზე ვისხედით, ერთად ვცხოვრობდით. გგონია საქორწინო ბეჭდით ამ ყველაფერს წაშლი? -არაფრის წაშლას არ ვაპირებ და ენა დაიმოკლე-თქო გითხარი ერთხელ -ყველა უფროსკლასელი მოდის. ჩვენი ყველა მეგობარი. უკვე ორი კვირაა ამ ამბავს ვაგვარებთ. შენ რა აპირებ არ გამიშვა? სხვათასორის მე დედა და მამა მყავს და დედამ უკვე იცის ,რომ მივდივარ. - შენ სადაც გინდა იქ წადი ,მაგრამ ელენე რა შუაშია? ის შენი კლასელი არ არის და არც კლუბში წამოვა. გათხოვილი ქალია და იქ ჩემს გარეშე რა უნდა? -რატი გეყოფა. ნუ ქმნი ტრაგედიას. გეგონება უცხო იყოს შენთვის ეს ყველაფერი. შენ რა აპირებ მართლა არ გამიშვა? _ ლამის შეიცხადა ელენემ -შენ რა მართლა აპირებ იქ ჩემს გარეშე წასვლას? სადაც გამოთვრება ვიღაც და ღლაბუცს დაგიწყებს? თუ არ იცი როგორები არიან ქართველი ბიჭები -მოიცა ნინი თუ მიდის მაგით არაფერი შავდება? მაგას არ აეკიდებიან მთვრალი ბიჭები? -მაგას შეყვარებული მიყვება მგონი -აღარ მყავს შეყვარებული. -არა მეთქი ვთქვი და მორჩა. არსად არ წავა უჩემოდ მითუმეტეს კლუბში . -მიკრძალავ? შენი მონა ხომ არ გგონივარ? ეს ჩემი კლასია. ადამიანები რომლებთან ერთადაც გავიზარდე. უფლება არ გაქვს მათთან ყოფნა ამიკრძალო. -შეწყვიტე ჩემი ცოლის წაქეზება. -შენ კიდევ შეწყვიტე ჩემი დაქალის დატერორება. არ გაქვს უფლება რამე უბრძანო. შენი რობოტი არაა. -რა ხდება აქ? რა გჭირთ ხალხი რამხელა ხმაზე ყვირით. მოგერიდოთ მსახურების მაინც. -შენი შვილი ელენეს კლასელებთან ერთად კლუბში არ უშვებს. უთხარი შენც ვაჟს ცოტა გონზე მოვიდეს -რატი რა გჭირს? ბავშვები მიდიან გასართობად რა მოხდა მერე. მონატრებული ყავს ყველა. როგორ იქცევი? ამერიკაში მაინც არ იყო ნაცხოვრები. ამის გამო ტეხ ერთ ამბავს? -დედა ... -ხედავ? რა გითხარი იმ დღეს სკოლაში? დაფიქრდი თორემ მერე ვერ გამოასწორებ ვერაფერსთქო? დაგიწყო უკვე მბრძანებლობა - ნინი ჭკუიდან არ გადამიყვანო იცოდე_დაუღრიალა რატიმ -წავალ გამოვიცვლი და საყიდლებზე წავალ. დაგელოდები თუ რათქმაუნდა შენი ქმარი ნებას დაგრთავს და არ მოეჩვენება ,რომ მაღაზიებშიც ვიღაც აგეკიდება. -ნინი მეთქი _ გაიწია დისკენ რატიმ მაგრამ ვანდა შუაში ჩაუდგა და შეაჩერა. ელენემ ბრაზით გახედა ქმარს და ოთახიდან გავარდა. _________ გამარჯობა ჩემო კარგებო! ვიცი ,რომ დიდი ხანია ელოდით ,მაგრამ პრობლემები მქონდა და ვერ განვაგრძე. იმედია ძველებურად მოგეწონებათ და წაიკითხავთ. მიყვარხართ ყველანი და ველი თქვენს შეფასებას მოუთმენლად |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.