შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენსი, მე შენ გგრძნობ! 10... დასასრული


24-11-2015, 01:13
ავტორი MarryLap
ნანახია 1 827

თავი 10
ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად იყო ვიდრე მე წარმომედგინა. ალბათ უბრალოდ ბევრი დრო გავიდა და იმიტომ. არ ღირს დაჯდე გულხელდაკრეფილი, დახუჭო თვალები და ელოდო ხვალინდელ დღეს. მინდა რომ ლილემ მაპატიოს ყველაფრისთვის. თინეიჯერული სისულელისთვის. მინდა იცოდეს, რომ ძალიან მიყვარს. ეს თამაში უკვე მაშინებს. ის მე არ მეკუთვნის და ვერც ვაკონტროლებ. ერთი წესია და ერთი მიზანი. ლეოს შურსძიება უნდა. მე კი მგონია რომ ეს უკვე გააკეთა. დრო მოვიდა შეგვეშვას. საკმარისად გამოვიარეთ რთული დღეები. ქუჩაში დავდივარ და მგონია რომ ვიღაც მომდევს, მგონია რომ ვიღაცამ რაღაც უნდა დამიშავოს. მგონია რომ უკვე ვგიჟდები, მეტის ატანა აღარ შემიძლია. ცხოვრება, ეს თამაშია. თუ წაიქცევი უნდა ადგე - ბევრჯერ გამიგონია ეს სიტყვები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ვერ მოვახერხებდი გვერდში ლილე რომ არ მყოლოდა. მან ყველაფერი გააკეთა ჩემთვის, იმისათვის რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. ის კი არ გაუთვალისწინებია, რომ მე მის გარეშე ვერასდროს ვერ ვიქნებოდი ბედნიერი.
იმ საღამოს ლილემ ლეო მოკლა. ლილე ციხეში ჩასვეს და მე მარტო დავრჩი. გვერდში მედგნენ მისი მეგობრები, მაგრამ მისი არყოფნით გამოწვეულ სიცარიელეს ვერავინ შემივსებდა. მეხმარებოდნენ ცხოვრების გაგრძელებაში. ლილეს ექვსი წელი მიუსაჯეს და კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში ოთხშიც გამოუშვებდნენ. მან მთხოვა არ მივსულიყავი სანახავად, თავიდან არც თანხმდებოდა ჩემთან შეხვედრაზე როდესაც მივდიოდი ხოლმე სანახავად, მაგრამ მერე თვითონაც მოვენატრე ალბათ და მიხვდა რომ არ შევეშვებოდი, ამიტომ დათანხმდა ჩემს ვიზიტს.
ამდენი ხნის შემდეგ კიდევ მის წინ ვდგავარ. საშინლად გამოიყურება, თუმცა ის ფიზიკურადაა ცუდად, მე კი სულიერად. ახლა ვხვდები რატომ არ სურდა მას ჩემი ნახვა. მის თვალებში ყველაფერი ნათლად ამოვიკითხე. მაშინ ყველაფერი ცხადი გახდა. სულის შემძვრელი გამომეტყველება ჰქონდა, თუთქოს სურს თვალებით შენს ფიქრებს ჩასწვდეს და ყველაზე ბნელ კუთხესაც კი შეეხოს, შენთვის კი არაფერი დაგიტოვოს, ყველა საიდუმლო გაგამხელინოსო. თვითონ კი ყინულივით ცივი თვალები ჰქონდა. შემზარავი იყო მისი დანახვა. მინდოდა იქიდან გავქცეულიყავი, რათა აღარასდროს მენახა ასეთი ლილე: ძალაგამოცლილი, დაღლილი, შემაშფოთებელი, უემოციო. იჯდა და არაფერს ამბობდა, მე კი ცრემლები მომდიოდა. ამ ცრემლებს ვატანდი ყველაფერს: იმ ტანჯვას, რაც მის გამო მქონდა გადატანილი, იმ ემოციებს, რაც მის გამო მქონდა განცდილი და ყველა დაუფიქრებლად გადადგმულ ნაბიჯს. ამდენი ხნის შემდეგ ვნახეთ ერთმანეთი, მის წინაშე ვიდექი და ის არაფერს ამბობდა, მე კი აქამდე მისი იმედი მქონდა, მჯეროდა და მიყვარდა. ახლა ? ახლა რა იქნება? შეიცვლება რამე? ყოველ შემთხვევაში ის მაინც ვიცოდი რომ ლილეს უემოციო სახის დანახვა აღარ მინდოდა. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ლილეს არ ვუყვარდი. მან ლეოც თავისი პრინციპების გამო მოკლა. მე მისთვის მართლაც არაფერს ვნიშნავდი.
თუ იტყვით, რომ არავინ ისე არ ისჯება, როგორც ადამიანი, რომელიც ყველაფერს არ წირავს საკუთარი სიყვარულისთვის. მე გიპასუხებთ, რომ მას ყველაფერი მივეცი რაც მთხოვა, მისთვის ყველაფერი გავაკეთე. არავინ ისე საცოდავი არაა როგორც მარტოსული? მართალია, მე მარტოსული ვარ, მე საცოდავი ვარ. მე არავინ ვარ. მე მიყვარს. მე მჭირდება, მაგრამ მე ვერ ვერასდროს ვერ ვიღებ იმას, რაც მინდა . ადამიანი ყველაფერს შეძლებს რასაც მიზნად დაისახავს იმ შემთხვევაში თუ მოინდომებს გარდა ერთისა: ის ვერასდროს შეცვლის სხვის გრძნობებს, ვერ აკონტროლებს მას. მეც ვერ შევძელი ლილესთვის თავი შემეყვარებინა და მისი გრძნობები ჩემდამი შემეცვალა.
-არ გიყვარვარ ხო? - დიდი ხნის დუმილის შემდეგ ცრემლებიც რომ დამიშრა, ვკითხე.
-არა.


ასე უბრალოდ ავდექი და წამოვედი. არ მაინტერესებდა მის თავში რა ხდებოდა, რატომ მითხრა ეს: მატყუებდა თუ სიმართლე მითხრა. ავდექი და უთქმელად წამოვედი. ქუჩაში მივდიოდი, კი არ მივდიოდი ჩემი ლანდი დადიოდა უაზროდ. ვინ იცი რამდენი ხეტიალის შემდეგ უბრალოდ სიარულის ძალა რომ აღარ მქონდა და უკვე შეღამებული იყო ტაქსი გავაჩერე, ჩავჯექი და ვუთხარი უბრალოდ წასულიყო ქალაქიდან შორს. ფანჯარას ჩავუწიე, ცივი ქარი სახეზე მიბერავდა, ამასობაში ვიღარ სხვა გოგომ გააჩერა ჩემი ტაქსი და გვერდით დამიჯდა. მოკლე შავი კაბა ეცვა და გრძელი იგივე ფერის თმა ჰქონდა. ერთხანს ასე გაშტერებულები ვუყურებდით ერთმანეთს, მერე ყველაფერი დავიკიდე, ახლოს მოვიზიდე და ვაკოცე. აი რას გრძნობდა ლილე, როდესაც უსიყვარულოდ მხოლოდ ვნებით მკოცნიდა. აი ეს სხვაა. სხვა გრძნობა, სხვა ადამიანები, სხვა სამყარო და ყველაფერი განსხვავებული.



№1  offline წევრი zak

მომეწონა,თან ძალიან...განსხვავებული იყო,მეც შენსავით დამწყები ვარ,ამიტომ ბევრის თქმის უფლება არც მაქვს,დასახვეწია,მაგრამ მჯერა რომ შემდეგი ნაწარმოები კიდე უფრო კარგი იქნება,მოუთმენლად დაველოდები love love love

 


№2  offline წევრი MarryLap

მადლობა :* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent