საშიში (თავი3)
მთელი ღამე მანქანაში გავატარე, როგორც კი რაიმე ხმას გავიგებდი მაშინვე თვალებ ვჭყიტავდი და აქეთ-იქით ვიხედებდი რათა ვინმე მაინც შემემჩნია მაგრამ ეს სულ ქარის ან ახლოდ მდებარე მდინარის ხმა იყო, მეშინოდა კიდეც რათა ვიღაც არ მომდგომოდა და ჩემთვის ზიანი არ მოეყენებინა, დილით კი სახლში ფეხით მივედი და მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე როდესაც კიბეებზე კობა დავინახე -სად ჯანნ... სიტყვა გავაწყვეტინე -ახლა არა მამა ძალიან გთხოვ, მთელი ღამე არ მძინებია მანქანა გამიფუჭდა შუა გზაში და,ძალიან გთხოვ კითხვები და გაკიცხვა არ გინდა ახლა ყველაზე მეტად ძილი მჭირდება... -შეგეძლო დაგერეკა და მოგაკითხავდი-შემომიბღვირა -მამააა...-მინდოდა ტონი გამემკაცრა მაგრამ არ გამომვიდა, ჩემთან მოიწია შუბლზე მაკოცა -მე სამსახურში მივდივარ, შენ დაისვენე და საღამოს ერთად ვივახშმოდ რესტორანში -ძილიიიიი ძილიიიი- გავიძახოდი და თან კიბეებზე ავდიოდი, უკან რომ მივიხედე კობა იქ აღარ იდგა, არაფერზე მიფიქრია არც შხაპზე და არც ტანსაცმლის გამოცვლაზე, როგორც კი ოთახის კარი შევაღე მაშინვე სააწოლზე "დავეხეთქე" და ძილს მივეცი ------------------------------- არ მახსოვს რამდენი ხანი მეძინა როცა გამეღვიძა დაბლა ჩავედი და მისაღებში მჯდომი მამაჩემი შევნიშნე, -უკვე გაიღვიძე? მკითხა ისე რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორება -დიდხანს მეძინა? -მისი კითხვა დავაიგნორე და თავის ქექვით სავარძელში ჩავესვენე, ყველაფერი მტკიოდა, კუნთები სულ დაჭიმული მქონდა კისერსაც კი ძლივს ვამოძრავებდი, მეგონა მალე დავიშლებოდი, -მე 9ზე წავედი ახლა კი 7 საათია, ანუ კიი დიდხანს გეძინა -ყველაფერი მტკივა, -რატომ არ დამირეკე? -ტელეფონი სახლში დამრჩა, თან რომ მქონოდა არ დაგირეკავდი? -უკვე ყვირილზე გადავედი ამდენი უაზრო შეკითხვებისგან, -ჰეიი ჰეიი დაწყნარდი მგონი უფლება მაქვს ვიცოდე, ახლა კი ადი მოწესრიგდი და სავახშმოდ მივდივართ თან მინდა ჩემი მეგობარი და მისი შვილი გაგაცნო -რააა მეღადავები? რა დროს მეგობრების გაცნობაა ან საერთოდ არ მეკითხები მოვდივარ თუ არა?-გაკვირვებულმა სწრაფად მივაყარე სიტყვები ერთმანეთს -კი მოდიხარ უკვე მაგიდა დაჯავშნულია ოთხ კაცზე ამიტომ უარს ვერ იტყვი თან მათ დავპირდი რომ გავაცნობდი შენს თავს -მშვიდი ტონით მომიგო ------------------ ლამაზად არც გამოვწყობილვარ უბრალო იასამნისფერი ოდნავ გაშლილი კაბა ჩავიცვი და თმა ავიწიე, ოდნავ მაკიაჟიც და მთლიანობაში დავკმაყოფილდი იქ მისულს ვიღაც 2 ჩემთვის უცნობ ადამიანი დამხვდა, ერთი ოდნავ ხანში შესული მამაკაცი სადღაც 50 წლამდე იქნებოდა, მეორე კი უფრო ახალგაზრდა ბიჭი იყო სადღაც 20დან 22 წლამდე ალბათ -გამარჯობა მივესალმე მათ, თავაზიანობის ნიშნად გავუღიმე და ჩემთვის განკუთვნილ სკამზე მოვთავსდი, *როგორ ვერ გიტან როცა თვალთმაქცობ* -საიდანღაც გამოძვრა ჩემი მეორე "მე" -ახლა ასეა საჭირო და მოკეტე -ვუპასუხე მეც -აბა ამ მშვენიერ გოგონას არ ვიცნობთ ვინარის ეს ლამაზი ასული? -თქვა კაცმა და გაიცინა, მეც ძალით გავუღიმე, ოჰჰ როგორ ვერ ვიტან ამ ოფიციალურობას -ეს ჩემი შვილი ელენაა -სასიამოვნოა ელენა, ეს კი ჩემი შვილი ირაკლია -ჩემთვისაც სასიამოვნოა- მივუგე მათ და მზერა იმ ბიჭზე შევაჩერე,საკმაოდ სიმპატიური ლამაზი ღიმილითა და ლამაზი თვალებით, მოყავისფრო თმით, ზედმეტად სიმპატიურიც კი მომეჩვენა -რას საქმიანობ ელენა? -მკითხა იმ კაცმა -ამ ჯერ-ჯერობით ვსწავლობ-მეც ვუპასუხე კითხვაზე, ირაკლიმ ამაზე ჩუმარ გაიცინა, სახეზე გაუკვერვლობა დამეტყო მაგრამ ისინი მე არ მიყურებდნენ ასათი უაზრო კითხვისა და გამოკითხვის შემდეგ ფეხზე წამოვდექი მოვიბოდიშე და საპირპარეშოსკენ დავიძარი, გზაში აქეთ-იქით ვიხედებოდი როდესაც წინ ნაცნობი სახე წარმომისდგა, ეს ის ბიჭი იყო რომელმაც კლუბში დამამცირა შემდეგ კი გუშინ ... ღმერთო აქ რა უნდა? ღრმად ამოვიუნთქე და მის მაგიდას ჩავუარე მკვლელი მზერა ვესროლე მაგრამ მგონი ვერც შეამჩნია,რდგან ვიღაც 4 ბიჭთან ერთად ლაპარაკობდა, ყურადღება არ მივაქციე და საფირფარეშოში გავედი.. --------------- -იქნებ გაგესეირნათ სადმე ირაკლი შენ და ელენა? -უთხრა იმ ბებერმა ირაკლის.. -თქვენის ნებართვით -თქვა მან და ხელი გამომიწოდა მეც არ დავაყოვნე და მას გავყევი როდესაც რესტორნიდან გავდიოდით თვალი იმ ბიჭის მაგიდისკენ გავაფარე მაგრამ იქ აღარ იყვნენ,სამაგიეროდ ამაზე საშინელი რამ მოხდა კარში გასვლისას ვიგრძენი უკანალზე შეხება და იმ ტიპის კმაყოფილი მზერა, სიბრაზისგან ერთიანად წამოვწითლდი,მინდოდა მეყვირა, მეკივლა, ოღონდ მისი თვითკმაყოფილი მზერა"ჩამომეხია".მინდოდა აქვე მეცემა, და ცემაში სული ამომეხადა, ახლა დღისით უფრო კარგად ჩანდა მისი დამციავი მზერა და ამავდროულად საშინლად მიმზიდველიც კი იყო,მისი შავი თმა ლამაზად აწეული გვერძე აპარსული იმდენად უხდებოდააა, მისი თაფლისფერი მუქი თვალები რომლებიც ნებისმიერ ცისფერ თვალებს ჯობდა მას უფრო ამშვენებდა, გრძელი წამწამები და ოდნავ სქელი მოვარდისფრო ტუჩები უფრო ელეგანტურს ხდედა.. *ღმერთო ელენა რაზე ფიქრობ* -ირაკლიმ მანქანის კარი გამიღო და მიმითითა დავმჯდარიყავი მეც არ დავაყოვნე- ღმერთო მანქანამდე ისე მოვედი ვერაფერი გავიგე, იქნებ ირაკლიმ რაიმე მკითხა და ვერ გავიგე? ღმეთო დებილი არ ვეგონო, ეს დრო ვიღაც უზრდელ ბიჭს როგორ დავუთმე? -გულში ჩემს თავს ათასჯერ ვწყევლიდი გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია იმას თუ არ ჩავთვლით რომ ვკითხე თუ სად მივდიოდით, მანაც მიპასუხა და მითხრა რომ ერთ ერთ პარკში -შეგიძლია მოეშვა არც მე მიყვარს ოფიციალურობები-საყვარლა გაიღიმა და მისი მუქი ფერის თვალები შემომანათა, ერთ ერთ სკამზე ვიჯექით და ლამაზ, სიცოცხლით სავსე ტბას გავყურებდით -რამდენი წლის ხარ? -20 შენ? -18-გავუღიმე კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ "ცუდ" ბიჭს ნამდვილად არ ჰგავდა პირიქით ძალიან თბილი და სასიამოვნო მოსაუბრე იყო, რაღაც მხრივ მომეწონა კიდეც, იმ ბიჭს არ ჰგავდა...არ ლაპარაკობდა დამცინავი ტონით, არ ჰქონდა მკაცრი მზერა, არც კი ვიცი ერთმანეთს რატომ შევადარე, მაგრამ აშკარა იყო რომ ისინი რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან...!!! ფიქრების გასაფანტად თავი ოდნავ გავაქნიე და მანქანიდან გადავედი -მოხარული ვიქნები თუ სხვა დროსაც გნახავ-მოულოდნელად წამოიძახა და გამიღიმა -აჰ არაა პრობლემა,თუ გინდა ხვალაც გავისეირნოთ. -კარგიი ხვალ საღამოს 8-ზე მოგაკითხავ -კარგი, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა-ნაზად გავუღიმე -ჩემთვისაც-მანაც გამიღიმა, მანქანაში ჩაჯდა და წამებში გაუჩინარდა... ცოტახანი ერთ ადგილას უძრავად ვიდექი, იმ ადგილს ვუყურებდი სადაც რამდენიმე წუთის წინ ირაკლი იდგა, ღმერთო როგორი მომაჯადოვებელი იყო, მისი ცისფერი მუქი ყავისფერი თვალები, მისი ყავისფერი თმა ისე მოხდენილად ჰქონდა მმმ...სავსე ტუჩები რომელიც გთხოვდა რომ გეკოცნა, თავიდან ვერ ვიგდებდი, არც კი ვიცი რატომ დავთანმხდი კიდევ შეხვედრაზე..თავისუფლად შემეძლო ჩემი "უხეშობით" მომეშორებინა როგორც სხვა ბიჭები, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ არ გავაკეთე ეს, იქნებ ის სხვანაირი იყო? -"ღმერთო ელენა გამოფხიზლდი, რეებს ბოდიალობ" ჩამძახა შინაგანმა "მე"-მ და მაშინვე სახლისკენ გავტრიალდი... სახლის კარი გავაღე და პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი, როგორც სჩანს მამა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა... დღევანდელი დღით გადაღლილმა და დატვირთულმა ტანსაცმელი სწრაფად მოვაშორე ჩემს სხეულს და აბაზანას მივაშურე, მესიამოვნა ცხელი წყალი, ყველაფერი დამავიწყა ამ ნებივრობამ, მალევე გამოვედი ტილო შემოხვეული ჩემს ოთახში და თეთრეულის ჩაცმა დავიწყე... გაბრიელი -არ ვიცი როგორ მაგრამ იმ გოგოს მეშვეობით ჩავიგდებ წერილს ხელში-ვთქვი და ვისკი მოვსვი -გაბრიელ ეს ისე უნდა გააკეთო რომ მას რაიმე არ დაუშავო-მიშო -აი ეგ უკვე არ მანაღვლებს, ჩემთვის მთავარი ის კონვერტია და ვინც კი გზაზე გადამეღობება კარგს არაფერს მოელოდოს ჩემგან... ჯერჯერობით გეგმა არ მაქვს მაგრამ ვიცი რასაც ვაკეთებ, ირაკლი მას დაუმეგობრდა, ახლა მეც გამიადვილდება საქმე-ჩავიცინე -გაბრიელ მაინც რას აპირებ?-ჩახლეჩილი ხმით მკითხა ერეკლემ -ეს მე ვიცი, ჰო მართლა გამირკვიეთ ის რაც გითხარით? -კი აი აქ წერია ყველაფერი, მისი საცხოვრებელიც კი, -ფურცლები გამომიწოდა მეთემ, მე კი კმაყოფილება დამეტყო სახეზე, მომწონდა ის რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ფურცლებს დავხედე და კითხვა დავიწყე >>>> სახელი: ელენა(ანასტასია) გვარი: ქალდანი ცხოვრობს კობა ქალდანთან ერთად(მამა) იგი ბიზნესმენია და საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს... საცხოვრებელი ადგილი:************** -ელენა-ანასტასია აი ამას ვერ მივხვდი -როდესაც დაიბადა დედამისმა ანასტასია დაარქვა, დაბადებიდან რამდენიმე დღეში კი გააშვილა, იზრდებოდა ძიძასთან მარინასთან ერთად, მარინამ კი ელენა დაარქვა რადგან საოცრად ჰგავდა მის დაღუპულ შვილს... მხოლოდ მამამისმა და "ძიძან" იცის მისი ნამდვილი სახელი, ის არავის ეუბნება რომ ანასტასია ჰქვია... ამბობს რომ ეს სახელი დედამისს ახსენებს და ეს მას არ უნდა, -მათე -და თქვენ როგორ გაიგეთ მისი ნამდვილი სახელი? -თვალებ მოჭუთულმა გავხედე ყველას -მოკლედ რომ ვთქვათ მარინას ვიცნობდი და დიდი თხოვნისა დაჩოქებისა, სახლის დალაგებისა, ეზოს დასუფთავებისა და ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ როგორღაც დავითანხმე-თქვა რეზიმ და საწყლად შემომხედა, ამაზე ყველამ გულიანად გავიცინეთ რადგან არც ისე სერიოზული იქნებოდა ასეთი რეზი... ფეხზე წამოვდექი და ქურთუკი ჩავიცვი -ჰეიი საიდ მიდიხარ?-მკითხა ერეკლემ, კართან მისულს -დროა ბარბი მოვინახულო-თვალი ჩავუკარი და სახლიდან გამოვედი. ელენა თითქოს აივნიდან რაღაც ხმა მომესმა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, პიჟამა ავიღე, სააბაზანოში შევედი და ჩავიცვი... როცა გამოვედი სარკესთან დავდექი და თმის დავარცხნას შევუდექი, თმის სამაგრი ავიღე და როდესაც სარკეში ჩავიხედე შიშინებული შევხტი და უბათ წამოვხტი, მისგან შორს დავდექი -უკეთესი იყო შიშველი ყოფილიყავი-ჩაიცინა და ამათვალიერა თან ტუჩი მოიკვნიტა... -ვინ ხარ? რა გინდა? აქ რას აკეთებ?-მივაყარე კითხვები ერთმანეთ, შეშინებილი ვიყავი იმით რომ "ის ტიპი" აქ ჩემს სახლში და უარესი ჩემს ოთახში იყო, სახლში კი მარტო ვიყავი... ვერ ვხვდებოდი აქ რას აკეთებდა და რა უნდოდა ჩემგან, ნუთუ რაიმე უნდა დამიშავოს? იქნებ მომკლას? ან იქნებ გამაუპატიუროს? მისნაირი ბევრი ცუდ საქმეს ჩადის- ყველა აზრი ერთიანად მომაწვა, სრულიად გაყინული ვიყავი სისხმა მოძრაობა შეწყვიტა სუნთქვითაც ძლივსღა ვსუნთქავდი ასე არასდროს არ შემშინებია ვინმესი... საერთოდაც რატომ მეშინია მისი? როცა სხვებთან ყოველთვის გაბედული და მამაცი ვარ... -ლამაზია-მიმითითა ერთ-ერთ ყელსაბამზე, -მაგრამ სამწუხაროა რომ მე მომიწევს ამის წაღება -თვალები ვჭყიტე, ერთიანად ავხურდი სახეზე სიბრაზისგან, მისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი მინდოდა ყელსაბამი ხელიდან გამომეგლიჯა, ისიც კი მყოფნიდა რომ აქ იყო, ის ის იყო ხელი უნდა მომეკიდა რომ მარტივი მოძრაობით შარვლის ჯიბეში ჩაიდო და გამიღიმა -გაეთრიე აქედან, ვინ ხარ? ვინ ხარ რომ ჩემს სახლი მოდიხარ მითუმეტეს ჩემს ოთახში მივარდები და ნივთებს მაცლი. რა გინდა? ფული გინდა? აჰაა აიღე ოღონდ აქედან წადი - რაცკი ფული მქონდა საფულიდან ამოვიღე და სახეში შევაყარე. თვალები ერთიანად წამოენთო, თითქოს შავი ღრუბელი გადაეფარა, თითქოს ცეცხლი აგიზგიზდა მის თვალებში, ხელი მკლავში მომკიდა და საწოლზე დამაგდო -შენი ფული არაფერში მჭირდება, შეგეძლო ნორმალურად გესაუბრა,მეე? მე კი იცი ვინ ვარ? გაბრიელ დადიანი...ადამიანი რომელიც ყოველთვის იღებს იმას რაც უნდა, თუნდ ვინმეს მოკვლა დასჭირდეს... ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო და რაღაც ბარათი ამოაცურა შემდეგ ისევ მე შემომხედა -ეს ჩემი საკრედიტო ბარათია, თუ დაგჭირდები Call me Babee...-ბარათი გადმომიგდო შემდეგ კი დაამატა - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ანასტასია... წამებში გაუჩინარდა, არ ვიცი როგორ სად წავიდა მაგრამ აქ აღარ იყო,აივანზე გავედი მაგრამ არც იქ ჩანდა ოთახში იმედგაცრუებული შემოვედი, მინდოდა მეწივლა, მეკივლა ყველაფერი დამელეწა რადგან მან ჩემი დამცირება და დაცინვა შესძლო, მან აბუჩად ამიგდო, მე კი მის წინაშე ცრემლი "დავღვარე" მან მე "ამატირა" როდესაც ამას ვერავინ მიბედავდა... მე ხომ ელენა ქალდანი ვარ.. ღმერთო რატომ არ შემეძლო მისთვის სილა გამერტყა, რატომ არ შემეძლო არაფრის თქმა, თითქოს მან მიმაჯაჭვა რაღაცას, თითქოს მბოჭავდა, თითქოს რაღაცნაირად უკან მქაჩავდა და ჭაობში მითრევდა... თითქოს სხეული სულს არ ემორჩილებოდა... სულ რაღაც სამჯერ მყავს ნანახი და მას უკვე შეუძლია მიყვიროს, უხეშად მომექცეს და ჩემს ნერვებძე იმოქმედოს, რატომ არიან მისნაირი სიმპატიური ბიჭები ასეთი უხეშები? დიახ სწორედ გაიგეთ "სიმპატიური" ვაღიარებ რომ მართლა სიმპატიურია თან მგონი ზედმეტადაც კი, მაგრამ როდესაც მისი სიტყვები მახსენდება “გაბრიელ დადიანი ადამიანი რომელიც ყოველთვის იღებს იმას რაც უნდა, თუნდ ვინმეს მოკვლა დასჭირდეს" მაშინვე ზიზღით ვივსები, ის რომ შეიძლებოდა მოძალადე ან მკვლელი ყოფილიყო შიშს უფრო მგვრიდა, მართალია არც კი ვიცნობ მაგრამ ნათლად სჩანს მის ქცევებში მისი ხასიათი... მისი სიმკაცრე და მისი დაუნდობლობა... მკაცრი იერი რომელიც მუდმივად ჰქონდა (ჩემი ნახვის დროს) თითქოს უფრო მამაკაცურს ხდიდა... მაგრამ ირონია მას უფრო დამცინავს, უგულოსა და გულქვას ხდიდა... მე მისი მეშინოდა, დიახ მეშინოდა ცხოვრებაში პირველად ვიღაცის შემეშინდა რადგან ის საშიშია!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.