შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი მართლა ვამპირია –2–


24-11-2015, 23:01
ავტორი anuchiaaaa
ნანახია 2 037

სახლში რომ მივედი სულმთლად სველი ვიყავი.ჩემდა გასაკვირად სახლში არავინ დამხვდა.
მე აბაზანაში შევვარდი და თბილი წყალი გადავივლე.
რომ გამოვედი გარეთ რაღაც უცნაურობა შევნიშნე არ ვიცი ალბათ სხვა ყურადღებასაც არ მიაქცევდა მაგრამ მე მივაქციე. სკაი გადაადგილებული დამხვდა.
ჯერ თავს ვიმშვიდებდი ეს სკამი ესე იდგათქო მაგრამ შემდეგ გამახსენდა რომ იმ სკამზე ჩემი წიგნი დავდე იქ არ იყო.
შემეშინდა.ჩემი წიგნის ძებნა დავიწყე და ჩემს საძინებელში საწოლზე აღმოვაჩინე.
ალბათ აქ დავდე და დამავიწყდა. ვთქვი და გულზე მომეშვა.
წიგნის კითხვა უნდა დამეწყო რომ იმ ბიჭის სახე დამიდგა თვალწინ.
რა ჯანდაბაა რატომ ვფიქრობ იმ ვიღაცაზე?თან ნერვები მომიშალა და თვალს არ მაშორებდა.
ალბათ ცინიკურად მიყურებდა.
რა მჭირს ეხლა ისეთი რომ ვინმეს ყურადღება მივიქციო ლამაზი არ ვარ განსაკუთრებით ჩემი თვალის ფერს ვერ ვიტან რაღაცნაირია არც მწვანეა არც ნაცრისფერი არც ცისფერი.
ფუუ ცისფერი როგორ ვერ ვიტან ამ ფერს.
არადა ჩემს თვალებში ეს ფერიც ურევია. ამიტომ ვერ ვიტან ჩემს გარეგნობას.
არადა სხვა თინეიჯერები რას არ მისცემდნენ ასეთი თვალებისთვს.
ლამაზი მაინც ვიყო ეგ კიდე ჯადაბას.
მგონია რომ დაგრეხილი ფეხები მაქვს.
ჯეინი მეუბნება არ გაქვს დაგრეხილი ფეხები აი მე კი მაქვსო.არ მჯერა.
კარგი მეტისმეტია იმ ბიჭზე ფიქრი.
ცოტახანი წიგნს ჩავუჯექი და კარზე ზარია.
ალბათ მოვიდნენ.
კარი გავაღე
-ვაა უკვე მოიწყინეთ ერთად ყოფნა? (ქეითი)
-კი ქეით. აბა ხომ არ გაცივდი წყალი რომ გადაგასხი? (სეთი)
-არა რას ამბობ გავგრილდი კიდეც თან ყველა მე მიყურებდა ხომ იცი როგორ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა (ქეითი)
არადა ვერ ვიტან ყურადღების ცენტრში რომ ვარ.აი სეთმა ეგ არ იცოდა და უკმაყოფილოდ გალასლასდა სამზარეულოსკენ.
-ეეე შენ ხო ვერ გაგაბრაზებ რაა (სეთ)
-ხომ იცი როგორი ძნელია ჩემი გაბრაზება (ქეით)
არადა სულ არ არის ძნელი სეთი ხომ უნდა გავამწარო.
-ჰმმმ ცინიკოსი
ჩაიფრუტუნა სეთმა და სიცილი ამიტყდა.
დაღამდა და სეთი არ მიდიოდა.
-სეთ ჩვენთან ხომ არ გადმოხვედი საცხოვრებლად? სახლი არ გაქვს იქ რომ წახვიდე?
უკვე გაღიზიანებულმა ვთქვი
-რაო ლამაზო გაბრაზდი?(სეთი)
-ბიჭო შეყვარებული მანდ გყავს და მე მეუბნები ლამაზს?მგონი გაჟრიალებს ხო იცი. (ქეითი)
არც მე დავაკელი და მოვშხამე.
-ენამწარე.
-სულელო
-დებილო
-შტერო
-ურჩხულო
-მონსტრო
-ბოროტო
-გველო
-ოეეეე არ გაჩერდებით?? გეყოთ რა ბავშვებივით იქცევით (ჯეინი)
-ეგ შენ შეყვარებულს უთხარი (ქეითი)
სანამ ჩემს ოთახში შევიდოდი ენა გამოვუყავი.
სუფთა ხუთუ წლის ბავშვივით მაიძულა მოქცევა.
არ უნდა დამძინებოდა.ცხელი წყალი მზად მქონდა და წასვლის წინ სეთისთვის უნდა გადამესხა.
ეს რომ გავიფიქრე გადავიხარხარე.
-მგონი გაგიჯდა
სეთის ხმა მომესმა გარედან.
-ეიი გველო ყველაფერი მესმის. (ქეითი)
-ამას ხო ვერაფერს გამოაპარებ (სეთი)
ცოტა დრო გავიდა და ვაჯბატონმა ინება წამოდგა და წასვლა დააპირა მე ოთახიდან გავვარდი და ფანჯარაში გადავეყუდე.როგორც კი გამოჩნდა წყალი გადავასხი.
-ოხ შე პატარა ვირთხა
გაისმა სეთის გამწარებული ხმა
-მე გაგიფრთხილდი არ გაცივდესთქო და თბილი წყალი გადმოგასხი კიდე მადლობა თქვი. (ქეითი)
ჯეინი ვითომ გამიბრაზდა და მერე თვითონაც დაიწყო ხითხითი.
-შენ რა მაგრამ გაჟრიალებს რაა
-აბა არ იცი?(ქეითი)
-კაი მომიყევი აბა რა ხდებოდა. (ჯეინი)
დავიწყე ამბის მოყოლა როგორი დებილივით მომაშტერდა ის ბიჭი და მეც რაც ვუთხარი ყველაფერი ჩავურაკრაკე.
-რაო რა თქვი როგორი ბიჭი იყოო?? (ჯეინი)
-აუუუ ამან მარტო ეგ გაიგო რაა (ქეითი)
-თქვი რაა აი ეგეთი ბიჭი ხელიდან როგორ გაუშვი თან თუ მოგაშტერდა.
-გოგოო რა ვერ გაიგე ალბაათ გულში დამცინოდა. არა რა მაქ ლამაზი რომ მოვწონებოდი თქვი რაა
-შენ თავს სათანადოდ ვერ აფასებ.
-კაი ხო შენი და სეთის ამბავი მყევი გამოტოვე კოცნები,ალერსი,ჩახუტება დაა რავი ხო იცი ეგეთ სენტიმენტებს ვერ ვიტან.
-ეეე მაშ რა მოგიყვე??
-მთელი დღე მარტო მაგით დაკავდით?
-(ჩაახველა და გაწითლდა.
-კარგი დაიწყე როგორმე გადავიტან (ქეითი)
ეს კი ვთქვი მარა როგორც კი დაიწყო მოყოლა ჩამეძინა.
დილით რომ ავდექი წელი გაშეშებული მქონდა.რა თქმა უნდა მთელი ღამე მდივანზე ვიწექი.
დილით როგორც ყოველთვის სამსახურში წავედით.დიდი არაფერი არ მომხდარა. სეთმა კინაღამ დამახრჩო გუშინდელისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა და საღამოს საშხაპეში ჩამაგდო თან ისეთი მდუღარე წყალი იყო დავიწვი,მოვიხარშე.
-----------
ველი თქვენ შეფასებას <3



№1 სტუმარი nina

კარგია გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent