შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეა და კახა (თავი 10) დასასრული


25-11-2015, 02:30
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 3 236

-კახა მიშველე მტკივააა.
-რა ლეა რა გტკივა?
-მუცელი კახა ჯერ ძალიან ადრეა მეშინია კახა მიშველე.
-ახლავე წაგიყვან საავადმყოფოში.
ლეა მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოსაკენ გაეშურა.კახას ეშინოდა რომ შვილებს ან საყვარელ ქალს დაკარგავდა ახლა როცა ლეამ ყველაფერი იცოდა და ბედნიერებიც იყვნენ.
-ექიმო ჩემს ცოლს მუცელი ტკივა ჯერ მხოლოდ ექვსი თვისაა.
-ახლავე გავსინჯავთ.
-ექიმო ჩემ ცოლი ხომ კარგად იქნება? ბავშვები?
-დამშვიდდით ბატონო ჯერ უნდა გავსინჯო.
……………………
-ქალბატონო ბავშვებს საფრთხე ემუქრებათ მოგვიწევს მშობიარობა დავაჩქაროთ და გამშობიაროთ მაგრამ შეიძლება გართულებები მოყვეს.
-ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის რომ ბავშვები გადაარჩინოთ თუ საჭირო გახდება ბავშვები აირჩიეთ ჩემთვის მთავარი მათი სიცოცხლეა.
-მე ყველაფერს გავაკეთებ რომ სამივე კარგად იყოთ თქვენც და ბავშვებიც.
-გთხოვთ ჩემს ქმარს დაუძახოთ.
-კარგით მხოლოდ ორი წუთი გაქვთ მერე სამშობიარო ბლოკში გადაგიყვანთ.
-ლეა ჩემო სიცოცხლე როგორ ხარ რაო ექიმმა?
-კახა დამშვიდდი მინდა რაღაც გთხოვო,დედაჩემს გაუფრთხილდი შვილიშვილებს არ დააშარო.
-ლეა რა ხდება?
-კახა გთხოვ მომისმინე,დამპირდი რომ თუ საჭირო გახდება ბავშვების სიცოცხლეს აირჩევ,მინდა რომ ისინი კარგად იყვნენ,გთხოვ მათთვის საუკეთესო დედა აარჩიე ისეთი ვინც ყოველთვის მოუვლის მათ.
-ლეა მე სხვა არ მჭირდება შენ კარგად იქნები ბავშვებს ერთად გავზრდით და კიდე ბევრი შვილი გვეყოლება.
-არა კახა შენ უნდა დამპირდე,გთხოვ თუ ვერ გადავრჩები არ გალოთდე ბავშვებს მიხედე მათ მამა დაჭირდებათ,მიყვარხარ.
-ქალბატონო ლეა მზად ხართ?
-კი წავედით.კახა მე მჯერა შენი.
ახლა ამ ყველაზე მძიმე სიტუაციაში როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ვინმეს თანადგომა არავინ მყავდა ვიჯექი სამშობიარო ბლოკთან თავი ხელებში ჩავრგე და ცრემლებს გზას ვაძლევდი რომ ტკივილისგან დავცლილიყავი.ასე მეგონა ცოცხლად მმარხავდნენ და მძლავრი ხელებით მიწას მაყრიდნენ გულზე.. ასე მეგონა რომ შავ–ბნელ დღეებში მაგდებდნენ და ჩემს უკან დაბრუნებას არც კი ცდილობდნენ.. ვეღარ ვუძლებდი , ამ ტკივილს ვეღარ ვერეოდი... არ ვიცი როგორ მოვიქცე,რა გავაკეთო რით დავეხმარო ლეას და ჩემს შვილებს.ხელში ლეას მოცემული ჯვარი მეკავა და უფალს ვთხოვდი ჩემი საყვარელი ქალისა და შვილების გადარჩენას წამები წუთებად მეჩვენებოდა წუთები საათებად საათები კი წლებად,მეგონა უკვე საუკუნე გავიდა ექიმი არ გამოდიაოდა არაფერი ვიცოდი სული მეხუთებოდა ვიხრჩობოდი მინდოდა შევვარდნილიყავი საოპერაციოში და რაღაც გამეგო.სახე ისევ ხელებში ჩავრგე და ავტირდი,ვიცოდი ახლა ძლიერი უნდა ვყოფილიყავი მაგრამ არ შემეძლო,ნეტა ახლა რას მიმზადებდა ცხოვრება,როგორ უნდა დავეტანჯე ხომ შეიძლებოდა მეც ბედნიერი ვყოფილიყავი მაგრამ არა.
-ბატონო კახა...……
-გისმენთ ექიმო როგორ არიან?
-დამღლელი ოპერაცია იყო ბავშვები კარგად არიან მაგრამ...
-მაგრამ რაა? ლეა როგორა?
-ქალბარონი ლეას მდგომარეობა მძიმეა.შეიძლებაა......
-შეიძლება რა? ლეას გადაარჩენთ ხომ ექიმოო ხომ გადაარჩენთ ჩემს ცოლს.
-ბატონო კახა ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია.ბავშვებს დროებით ინკუბატორში მოვათავსებთ შეგიძლიათ დაინახოთ.ქალბატონი ლეასთვის კი ეს ღამე კრიტიკულია.
ისე არასოდეს ყოფილა გრძელი ღამე როგორც იმ ღამით იყო,დრო ნელა გადიოდა ძალიან ნელა იდგა კახა რეანიმაციის ოთახთან და უყურებდა ლეას რომელიც საერთოდ არ ჰგავდა იმ სიცოცხლით აღსავსე ლეას მას რომ შეუყვარდა,ყველა ოცნება თავზე ემსხვრეოდა.თავს ვერ პატიობდა რომ ექვსი თვე ლეა მარტო იყო.
-ბატონო კახა იქნებ დაისვენოთ აქ ყოფნით ვერფერს უშველით.
-არა არ მინდა აქ ვიქნები მინდა იგრძნოს რომ ახლოს ვარ.
-ბატონო კახა მე ბევრი ადამიანი მინახავს აქ მდგარი მაგრამ ასეთი სევდიანი თვალები არავის ჰქონია,თქვენ რაღაც უცნაურად გტკივათ ასე არცერთ მამაკაცს არ ტკიებია.ალბათ იმიტომ რომ მალავდნენ ტკივილს,თქვენ ჩემში შემოაღწიეთ და გულიში სითბო ჩამიღვარეთ ამიტომ ექიმის ჩუმად გვიან 5 წუთით შეგიშვებთ მასთან მე მჯერა რომ მას თქვენი ესმის და თუ თქვენ თხოვთ ის იბრძოლებს სიცოცხლისთვის.
-მადლობა თქვენ მსოფლიოში საუკეთესო ექთანი ხართ.
-მადლობა არაა საჭირო მე თქვენს თვალებში ტკივილი დავინახე.
ვიჯექი და ველოდებოდი ექთანს როდის მოვიდოდა და წამიყვანდა ლეასთან,მეტი არაფერი მინდოდა ახლა მხოლოდ ლეას ნახვა მინდოდა მხოლოდ მისი შეხება იყო ჩემთვის საკმარისი.
-ბატონო კახა წავედით ჯერ ფორმა ჩაიცვით და ჩუმად შეგაპარებთ.
-კარგი როგორც თქვენ მეტყვით ისე მოვიქცევი.ლეასთან შევედი სისხლი გამეყინა როცა ასეთ მდგომარეობაში დავინახე მარწყვივით წითელი ტუჩები გალურჯებოდა სახეზე კი ფერი საერთოდ აღარ ჰქონდა.
-ლეა ჩემო პრინცესა მე ვიცი რომ ჩემი გესმის და თუ მართლა გესმის იბრძოლე იმისთვის რომ იცოცხლო,იბრძოლე ჩემი გულისთვის,ჩვენი შვილების გულითვის,ჩვენი სიყვარულის სახელით გთხოვ რომ იბრძოლო სიცოცხლისთვის,შენ თუ არ იქნები მე ვერ ვიცოცხლებ დედაშენს რა პასუხი გავცე? რა ვუთხრა ბოდიში ვერ დავიცავი მეთქი,მიყვარხარ უშენოდ ვერ ვისუნთქებ ბავშვებს მარტო ვერ გავზრი შენ უნდა იცოცხლო,იცი რა საყვარლები არიან ჩვენი ბიჭები მე მათ გუგა და ლევანი დავარქვი გუგა ტირის არ ჩერდება ლევანი კი მშვიდია.ორივე ისეთი პატარაა გული მიკვდება მათ რომ ვუყურებ,მარტო არ დამტოვო გთხოვ დარჩი ჩემთან.
-ბატონო კახა დროა ახლა ექიმი შემოვა.
-კარგი ახლავე,ლეა არ შეგეშინდეს მე აქ ვარ აი იმ მინის მეორე მხარეს...დავიხარე და ლეას შუბლზე ვაკოცე,საოცრად თბილი იყო.
ექიმი სინჯავდა ლეას და სახეზე ისეთი გაოცება აღებეჭდა გამიკვირდა ოთახიდან გამოსულ ექიმს მივვარდი.
-ექიმო როგორ არის?
-მართალია კომიდან არ გამოსულა მაგრამ მთავარი ისაა რომ სხეული იბრძვის სიცოცხლისთვის,მინდა გაგაფრთხილოთ რომ წინ ბევრი რთული დღე გელოდებათ ამიტომ გთხოვთ გამაგრდით.
-კარგით ექიმო საფრთხემ ჩაიარა? ლეა ხომ კარგად იქნება?
-უნდა გვჯეროდეს ამის რომ კარგად იქნება,საფრთხემ ჩაიარა ახლა დრო ჭირდება რომ კომიდან გამოვიდეს.
…………………
-ბატონო კახა ასე არ შეიძლება თითქმის ორი კვირაა აქ ხართ და გაკვირდებით ძალიან ცოტას ჭამთ თითქმის არ გძინავთ ასე არ შეიძლება თქვენც ავად გახდებით მერე თქვენს ცოლსა და შვილებს ვინ მიხედავს?
-არ მინდა ჭამა არც ძილი მხოლოდ მის გვერდით მინდა ყოფნა.
-მე ასეთი დიდი გრძნობა არასოდეს მინახავს თქვენ საოცრად გიყვართ თქვენი მეუღლე ეს ხალხისთვის მაგალითი უნდა იყოს,როგორ გეტყობათ რომ ქართველი ხართ და არა ესპანელი,გამიგია ქართველ მამაკაცებს შეუძლიათ ქალი სიგიჟემდე უყვარდეთო.
-საიდან იცით რომ ქართველი ვარ?ან ის რომ ქართველებს სიგიჟემდე სიყვარული შეგვიძლია?
-ის რომ ქართველი ხართ საბუთებში წავიკითხე,ხოლო სიყვარულის შესახებ დედა მიყვებოდა თუ რა თავდავიწყებით უყვარდა მამაჩემს ის მაგრამ მამა მალე დაიღუპა ჩემს დაბადებასაც ვერ მოესწრო.მე კიდე ვერ ჩავედი ჩემს სამშობლოში დღეს თქვენ რომ გიყურებთ მეამაყება რომ ქართველი ვარ.
-მე ის მეამაყება რომ თქვენ გაგიცანით მე გპირდებით აუცილებლად ნახავთ თქვენ საქართველოს.
……………………
-ლეა იცი უკვე სამი თვე გავიდა რაც კომაში ხარ ჩვენი პატარები უკვე გაიზარდნენ,დღითიდღე უფრო იზრდებიან ლევანი ისევ მშვიდია,ხოლო გუგა ძალიან ეშმაკია.ნია და ნიკა ისევ აქ არიან დღეს ბავშვები ინკუბატორიდან გამოიყვანეს და სახლში წავიყვანეთ ნია საუკეთესო მამიდაა და კარგად უვლის,ლალი დეიდასთვის და დედასთვის არაფერი მითქვამს,დეას ჩამოსვლა უნდოდა მაგრამ რთული ფეხმძიმობა აქვს და საწოლიდან ადგომა ეკრძალება.ბევრს წუწუნებს მაგრამ რას ვიზამთ ძალიან გავსუქდიო გაიძახის,ლეა გთხოვ იბრძოლე ჩვენი სიყვარულის ხათრით,მე მეტი ძალა აღარ შემწევს მარტო ვეღარ ვიბრძოლებ არ შემიძლია უშენოდ ყოფნა.იცი შენ რომ კარგად გახდები მე რას გავაკეთებ? მე არა ჩვენ გადავიხდით შენი ოცენბის ქორწილს შენ თეთრ კაბაში ნამდვილი პრინცესა იქნები მე იმას ჩავიცმევ რასაც შენ მეტყვი თუ შენ მოგინდება შიშველი წამოვალ ჩვენს ქორწილში,შენს გამო დაისის ცეკვას ვისწავლი ტანგოსაც ვისწავლი გპირდები მართლა ვისწავლი შენს ყველა სურვილს შევასრულებ,გიტარაზე დავუკრავ და გიმღერებ შენს საყვარელ სიმღერას,მიუხედავად იმისა რომ ეგ სიმღერა დიდად არ მიყვარს,გპირდები შენთან ერთად წვიმაში ვიცეკვებ,ყოველ დილით ჩემი ნათქვამი მიყვრხარ გაგაღვიძებს და მანამ არ დაიძინებ სანამ ისევ არ გეტყვი რომ მიყვარხარ.ჩვენი ცხოვრება სიურპრიზებით იქნება აღსავსე,გპირდები არ იტირებ უბედნიერესი იქნები.ახლა წავალ არ მინდა იმ ექთანს პრობლემა შევუქმნა თუ ახლა არწავალ მერე ვეღარ მოვალ იფიქრე ჩვენზე გთხოვ.
-კახა მე......მე აქ ვარ.
-ლეაა.....შენ?ექიმს დავუძახებ.
-გარეთ დაგველოდეთ ბატონო კახა.
ისეთი ბედნიერი ვიყავი როგორც არასდროს დღეს თითქოს მეორედ დავიბადე,სამი ყველაზე რთული და მტანჯველი თვე გავატარე საავადმყოფოში ლეასთან და ბავშვებთან ერთად ახლა კი ყველა ერთად სახლში დავბრუნდებოდით და ერთ ოჯახად ვიცხოვრებდით.
-ბატონო კახა თქვენი მეუღლე კარგადაა მალე გადავიყვანთ პალატაში და შეიძლება დღესვე გავწეროთ.
.………………………
დღეს ჩემი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა მე და ლეა ვქორწინდებით,ლეამ სიტყვაზე დამიჭირა მასწავლა დაისისა და ტანგოს ცეკვა,ეხლა კი ჩემი ჯერია პირობა პირობაა მე უნდა ვუმღერო მისი საყვარელი სიმღერა.
-ლეა კახა მოვიდა მოემზადე.
-მზად ვარ დეა ამ დღეს უკვე დიდი ხანია ველოდები.
-ოოოო ჩემი რძალი მართლაც ულამაზესია ნამდვილი პრინცესაა.
-ოოოო კარგი გავწითლდები ეხლა ირაკლი.
-კარზე ზარია გააღე რა დეა.
საფეხურებზე მდგარი ლეა რომ დავინახე სუნთქვა შემეკრა ისეთი ლამაზი იყო გავშეშდი მართლაც რომ ნამდვილი პრინცესა იყო არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი აზრების დალაგება მიჭირდა ტანზე მომდგარი თეთრი საპატარძლო კაბა საოცრად ალამაზებდა.
-კახა ასეთი უშნო ვარ რომ არ მოგეწონე და არფერს მეუბნები?
მივუახლოვდი წელზე ხელები მოვხვიე ცხვირზე ვაკოცე და ვუთხარი.
-ნამდვილი საოცრება ხარ ისეთი ლამაზი ხარ რომ ენა ჩამივარდა სიტყვები არ მყოფნის.
-კარგი ეხლა ნუ აფერისტობ.
-გახსოვს ის დღე რომ გითხარი იმაზე არ ვოცნებობ რაც ახლო ხანში მოხდება მეთქი გახდი თუ არა ჩემი ცოლი?
-კარგი ვაღიარებ მაჯობე შენს გვერდით უძლური ვარ,მაგრამ ჩვენ ისე ვქორწინდებით შენ ჩემთვის რაღაც არ გითხოვია?
-ეგეც იქნება.
ჯვარი დავიწერეთ ხელიც მოვაწერეთ კახამ პირობა შეასრულა ჩემი საყვარელი სიმღერა Lady Antebellum-ის "Need You Now" მიმღერა ყველაფერი საუკეთესო იყო მართლაც ჩემი ოცნების ქორწილი იყო ყოველთვის მინდოდა ჩემი ქორწილი ღია ცისქვეშ ყოფილიყო და კახამც ოცნება ამისრულა.
-ერთი წუთი თქვენს ყურადღებას ვითხოვ.(კახა მოვიდა ხელი მომკიდა და საცეკვაო მოედნის შუაგულში დამაყენა) ყველაფერი წესის მიხედვით არ მომხდარა არ გვქონია ნიშნობა მაგრამ გასაოცარი იცით რა არის რომ ჩვენ დავიწერეთ ჯვარი მოვაწერეთ ხელი მაგრამ მე არასოდეს მითხოვია მისთვის ხელი.(კახა ჩემს წინ ჩაიმუხლა ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო გახსნა და მკითხა)
-მზად ხარ გამიძლო მთელი ცხოვრება იყო ჩემი არამარტო ცოლო და ჩემი შვილების დედა არამედ ადამიანი რომელიც ყოველთვის მომისმენს და მახრში დამიდგება? მზად ხარ გიყვარდე თავდავიწყებით?
-მზად ვარ გაგიძლო მთელი ცხოვრბა მიყვარდე არა მხოლოდ სიცოცხლეში არამედ სიკვდილის შემდეგაც,მზად ვარ ყველა სირთულე შენთან ერთად გადავლახო და მხარში დაგიდგე.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.❤
………………………….
იმედია მოგეწონებათ ❤❤❤



№1 სტუმარი teo...

Dzalian kargi iyo,kargad daasrule .gamexarda ertad rom datove.madloba shen rom tbil da tkbil istoridbs wer....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent