ეს დასაწყისია , შენ არ დაგვიწყებივარ ! - სრულად
- გამოიცვალე კლუბში წავიდეთ - ოთახში შემოვარდა ემილი . - ემილი სამეცადინო მაქვს - მსუბუქად გაუღიმა და პასტის საწკაპუნებელი მხარე ნიკაპზე დაიტკაცუნა . - ნინია გეყოს რაა - აბუზღუნდა როგორც ყოველთვის - არასდროს არ დავდივართ არსად , იცი რა ? ვიყოთ სახლში , არ დავათალიეროთ ამერიკა , გავატაროთ ის , რომ 1წელი სრულდება რაც აქ ვართ შენ კი წიგნების გარდა ისევ არაფერი გაინტერესებს - ნამუსზე აგდების ხერხს მიმართა ემილიმ. - ემი - მაჯაში ხელი წაავლო და თავისთან გვერდით დაიჯინა. - ხო - ამოიბუზღუნა და ხელები გადაიჯვარედინა საყვარლად. - ძალიან მიყვარხარ - კალთაში ჩაუდო თავი და გაიცინა. - ნუ იქცევი ასე , სულ მევაჭრები უნამუსობაა ! - ასეთი ბუზღუნა მიყვარხარ! - გაიცინა და უცებ წამოჯდა საწოლზე. - ანუ ? - წარბები აათამაშა ეშმაკურად. - ანუ ის , რომ შეგიძია დაურეკო გოგონებს და წახვიდეთ , მე არ მინდა - ცხვირია აიბზუა და უზარმაზარი წიგნი გადაშალა. - აჰამ გასაგებია, პირველად წავიდე კლუბში და ისიც ჩემი დაქალის გარეშე ? ძალიან კარგი ,მაშინ არც მე არ წავალ , სხვათაშორის შენს გამო - თითი მისკენ გაიშვირა და წარბები შეკრა. - 1წელია ჩემს შეცდენას ცდილობ და ვერ მიხვდე ,რომ არ გამოგდის - გადაიკისკისა და წიგნს დაღლილმა შეხედა - ახლა დავიძინებ , ესეც ძალიან მეზარება . - მეზიზღები! - მეც ყველაზე მეტად მიყვარხარ ემი - კოცნა გაუგზავნა და სიცილით შეტანტალდა საცვლების ამარა აბაზანაში . - მე უფრო მეზიზღები - გაბადრულმა და სულელურად გაკრეჭილმა შეუღო უკვე წყლის ჭავლის ქვეშ მდგარს კარი . ნინიამ ენა გამოუყო და სიცილით ანიშნა გადიო. ^^^ როცა ცხოვრება , ხელმოცარულ ადამიანებს შანს აძლევს ,რაღაცას მიაღწიონ და სულ არაფრიდან ადამიანებად იქცენ , რეალურად ჭკვიანი ადამიანები მსგავს შანსებს ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უშვებენ . ასეთი ხელმოცარულები იყვნენ ნინია და ემილი . ბავშვთა სახლში გაიზარდნენ , ხო ცოტა მოსაწყენი ამბავია მაგრამ მოგიწევთ მოსმენა , ხომ უნდა გაარკვიოთ ვინ არიან "მებრძოლი ქალები ?" არც მშობლებს მიუტოვებიათ და არც მსგავსი არაფერი გადახდენიათ თავს. არაფრით გამორჩეულები იყვნენ სხვებისგან. იჟდნენ და დღე და ღამე დაკარგულ მშობლებს მისტიროდნენ. ალბათ მათთვის უფრო ადვილი გადასატანი ჩანს ეს ყველაფერი , ისინი ხომ არ მიუტოვებიათ მშობლებს , მათ არ განუცდიათ ის საშინელი გრძნობა რასაც "მშობლებს არ უყვარდი" ქვია. დედები და მამები ყოველთვის კარგად უვლიდნენ , ანდაც როგორ არ უნდა მოეარათ ? მათ ხომ ყოველთვის სიგიჟემდე უყვარდათ თავიანთი შვილები ? მათი მშბლები ყოველთვის კარგად იყნენ ერთმანეთთან . ამაყად შეეძლოთ ეთქვათ , რომ თითომ ორი დედა და მამა დაკარგა , ეს კი ორმაგად ამწვავებდა და ატკივილიანებდა მათ წარსულს. 9 წლის იყო ნინია მშობლები , რომ დაკარგა ... ემილი კი მასზე ორი წლით პატარა 7 წლის. ყოველთვის ზრუნავდნენ ერთმანეთზე მაგრამ ეს როგორ შეუმსუბუქებდათ ტკივილს ? მათ ყავდათ ერთმანეთი ეს კი ორივესთვის ყველაფერზე ბევრად მეტი იყო . არ აცხადებდნენ პრეტენზიებს , არც ბუზღუნებდნენ ისედაც დანგრეულმა ცხოვრებამ აშენების პოტენციური შანსი მისცა. ბავშვთა სახლს ბევრი დამხმარე ყავს ,სხვა და სხვა ფირმები მათ სულ ეხმარებოდნენ. სპონსორები, რომელებიც გადამღებ ჯგუფს მოყვნენ თავიანთი ფირმის მაიკებითა და ბუშტებით , ყველაფერზე მეტყველებდა. რატომღაც გადაწყვიტეს ყველა ბავშვისგან გაეგოთ პატარ პატარა ნიუანსები მათზე . გამოჩნდა ფირმა . რომელმაც ბავშვთა სახლის ყველაზე დიდ გოგონებს და ბიჭებს16 წელს ზემოთ ,შესთავაზა საზღვარგარეთ სწავლა და განათლების იქ მიღება. რა თქმა უნდა არც ნინიას და ემილის განუცხადებიათ პრეტენზია , პირიქით დიდი სიხარულით მიიღეს ეს ამბავი. ბავშვთა სახლში ,ვინც ცხოვრობდა ყველას დიდი სიყვარულითა და ბევრი ცრემლით დაემშვიდობნენ და შეპირდნენ ,რომ არასდროს დაივიწყებდნენ. ნინიამ პირობა მისცა ყველას , რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა , როგორც წარმოსადეგი ადამიანი და ყველას გვერდში დაუდგებოდა , რომ მათაც არ აეღთ ცხოვრებაზე ხელი . ამერიკაში 1 წელია ჩამოსულები არიან , ერთ კორპუსში უქირავეს სახლი ყველას. სულ 10 ახალგაზრდა იყო ჩამოსული. ყველა თავის გზას ადგა , მხოლოდ ნინია და ემილი არ ტოვებდნენ ერთმანეთს , კიდევ კარგი ერთ სართულზე ჰქონდათ ოთახები . ხან ერთი გარბოდა მეორესთან , ხან მეორე შერბოდა პირველთან. რა თქმა უნდა არც სხვებს დავიწყებიათ ერთმანეთი, თუ რაიმე გასაკეთებელი და დასახმარებელი იყო ყველა გვერდში ედგა ერთმანეთს. ქუჩაში გასვლას ერიდება ნინია , არ უნდა უცხო ქუჩებში ხეტიალი . ხო უცნაურია მაგრამ იცის რა სიტუაციაცაა უცხოეთში და ჯერ 1 წელი არ ყოფნის შესაჩვევად. იცის სულელურად, რომ იქცევა მაგრამ სრულებითაც არ ანაღვლებს ეგ. სასწავლებლადაა ჩასული და რისთვისაცაა იმას პირნათლად ასრულებს. ხუთშაბათი ^^^ - მოდი შევთანხმდეთ , კვირას წავიდეთ კლუბში - ისევ არ ეშვებოდა თავისას ემილი. - ემილი , უკვე ნერვებს მიშლი და მგონი არ გესმის ის რის თქმასაც ვცდილობ , მე არ მინდა კლუბში წასვლა ! არ მინდა იმ გარემოში ტრიალი უბრალოდ არ მინდა და შენ რატომ არ გინდა შეიგნო ეს ? -ნინია მგონი შენ სურვილზე კი არა შიშზე გაქვს პრობლემა ! რა გჭირს ? - ხვალ პირველი დღეა უნივერსიტეტში - თავი ჩაყო რვეულში და რაღაც შემოხაზა , შემდეგ დახურა და ფეხზე წამოდგა - გავისეირნოთ ? - გავისეირნოთ - ემოციები დამალა ემილიმ და გახარებული გაიქცა თავის ოთახში. მათი საცხოვრებელი არც ისე დიდია. ერთი ოთახი კერძოდ კი ნინიასი მხოლოდ 17 კვადრატულია. მაგრამ მეტი არც ჭირდება . რომ გითხრათ ბევრი ტანსაცმელი აქვსთქო ,მოგატყუებთ. არც ისე ბევრი ტანსაცმელი , მხოლოდ რამოდენიმე ხელი და პირადი ნივთები. რადგაც ზაფხული იყო და გრილ საღამოს ამინდის შეცვლის პირი არ ჩანდა გარდერობში შეყო თავი და არჩევა დაიწყო რა უნდა ჩაეცვა. ნაჭრის მოკლე და თეთრი შორტი გამოაძვრინა და უცებ ამოიცვა , ფეხებზე დაიხედა და ხელი ნაზად აატარ ჩაატარა. ნაზი კანი ... ნაცრისფერი ოდნავ სქელ ბრეტელიანი მაიკაც გამოაძვრინა და ბიუსჰალტერზე გადაიცვა. შავი , ოდნავ მაღალ ძირიან ესპადრელებს ხელი დაავლო და უცებ ამოიცვა , შავი , გრძელი თმა ზურგზე გადაიყარა და სარკეში ჩაიხედა. მაკიაჟი არ გაუკეთებია , სიცხეში ერიდება. სარკეში ჩაიხედა და წარბები შეჭმუხნა. - რატო ვერ შევჭმუხნი გასაკეთებელი არ მაქვს თუ ? პინცეტს ბუზღუნით დაავლო ხელი და ცრემლებ ჩამდგარი თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს , შემდეგ კი თან და თან მიყვა და ყველა ზედმეტი ღერი ამოიღო . კმაყოფილი ღიმილით შეხედა გალამაზებულ წარბებს და მზერა მთელ სახეზე გადაიტანა. სარკე ახლოს მისწია და დააკვირდა თავის თავს , ვაი და კიდევ რამე მაქვს გადაკეთებელიო. რომ მიხვდა სისულელეებს აკეთებდა უკან დააბრუნა და ოთახში შემოვარდნილ ემილის გაუღიმა. - წავედით ? - იკითხა და დაქალის სარკეში თავი კიდევ ერთხელ შეითვალიერა. - წავედით - თავი დაუქნია ნინიამაც და კარისკენ წავიდა. ^^^ საღამო იყო . ქუჩაში მიდიოდნენ და ახლად ჩამოსულ ტურისტებს გავდნენ. კისკისით იკლებდა მთელ ქუჩას ემილი და ნინიასაც იყოლიებდა. - ნინ შეხედე იქ ქალი , რომ დგას . მგონი უჭირს იმის გაგორება , წამო მივეხმაროთ. - აუ წამო თან გავერთობით - ბავშვურად აცუნდრუკდა და ემილის გაეკიდა , რომელიც სიცილით მირბოდა ხანში შესული ქალისკენ. - შეიძლება დაგეხმაროთ ? - თხოვნით მიმართეს ინგლისურ ენაზე ბამბის ნაყინების დამტარებელს. - თქვენ ? - რწფელი ღიმილით დაისვა ნაოჭიან სახეზე ერთი შეხედვით თბილი ხელები. - დიახ ,ჩვენ დაგეხმარებით ნაყინების გაყიდვაში , ხოლო ნავაჭრს თქვენ მოგიტანთ - მხრები აიჩეჩა ემილიმ. - კი მაგრამ ... - თქვენ ჩვენ არ გვენდობით , და ეს სულაც არაა მოსარიდებლად სათქმელი , ლოგიკურია არც კი გვიცნობთ ... თუ გინდათ ჩვენს ნივთებს ჩაგაბარებთ მაგალითად , ჟაკეტს - ემილი ლაპარაკობდა და თან ჟაკეტს იხდიდა. - არა შვილებო , მე აი აქ ამ მაღაზიაში ვიქნები და როცა დაიღლებით აქ "მოგორდით" შევთანხმდით ? - თბილი ღიმილით დათანხმდა ქალი და თითით მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე მაღაზიისკენ მიუთითა. - კარგით - დათანხმდნენ და გორგოლაჭიანი მაგიდით , მოწყობილობა წინ გააგორეს. - სიგიჟეა - გაიცინა ნინიამ. - და შენ ეს ძალიან მოგწონს - გაუცინა დაქალს და ქუჩის შემოვლა დაიწყო. ^^^ საღამო ხანი სრულდებოდა უკვე პარკში , რომ გაიარეს. ძირითადად სულ წყვილები დასეირნობდნენ. გამყიდველი ქალი ნამდვილად არ დარჩებოდა ნავაჭრით უკმაყოფილო. უკვე ძალიან გამხიარულებულები იყვნენ. ნინია თავს არ გავდა. ისეთი მხიარული იყო , არც კი ახსოვდა ამდენი ბოლოს როდის იცინა. საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი. შორიდან ჯგრო გამოჩნდა. კარგად დაინახა ემილიმაც და ნინიამაც მომავალი რამდენიმე ბიჭი ორ გოგონასთან ერთად. ბიჭები იცინოდა , მხოლოდ ერთი იყო სერიოზულად , რომელსაც ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა. გოგონები ხელებ გადაჯვარედინებულები მოდიოდნენ ,არც ისეთი ნასიამოვნები სახით. იშკრადად ბიჭები უშლიდნენ ნერვებს. - ვაიმე ბოლოდან მესამე , რომ იცინის როგორი ჩასაყლაპია - ქვედა ტუჩზე კბილები წაივლო ემილიმ და კისკისით გადახედა მისი ნათქვამით გაოცებულ ნინიას. - მე კიდევ ის მომეწონა , სერიოზული , რომაა აი ბოლოდან მეხუთე , ქერა გოგოს გვერდით ,რომ დგას. - ნუ გემოვნება გვაქვს - გაიცინა ემილიმ და დაქალს ხელი გაჰკრა,როგორც კი მათკენ მომავალი ჯგრო შენიშნა. ინგლისურ ენაზე საუბრობდა ყველა , მაგრამ რატომღაც ერთს ყველასგან გამოარჩევდა , რომელსაც არ ქონდა ამერიკელის შესახედაობა , არც მის მეორე გვერდით მდგარ ბიჭს. - ვა ვა რა გოგოები - გადაულაპარაკა ემილის სიმპატიამ . ნინიას კანდიდატს. - ჩაიგდე ხმა და ტვინს ნუ გაბურღავ - მოჩვენებითი ღიმილით ესაუბრებოდა ნინიას კანდიდატი ბიჭს. - გოგონებო გინდათ ნაყინი ? - კითხა ინგლისურად ორ გოგონას "ემილის ბიჭმა" - თუ არ მოვიწამლებით კი - კი არ დაილაპარაკა "დაისისინა" ქერამ . ჯერ ქართულად მოლაპარაკე ორი ბიჭი , რომ დააფიქსირეს გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს და ამ ქერას კომენტარმა პიკს მიაღწია. - ძალიან გემრიელად მეჩვენება ყავისფერ თმიანი გოგო - "ემილის ბიჭმა" ტუჩზე იკბინა და ქართულად გადაულაპარაკა ძმაკაცს. - მე შავგრემანი - ამღვერული თვალებით ჩააჩერდა შავ თვალებში ნინიას "თავისი ბიჭი" და გაუღიმა. ერთმანეთს ანიშნეს დამშვიდდიო. - 7 ნაყინი - ერთ-ერთმა თბილი ხმით უთხრა ნინიას და გაუღიმა ორივეს. - კარგი - თავი გააქნია და მშვიდი ხმით ამოილაპარაკა. ნინია აკეთებდა , ემილი ჯოხებს აწვდიდა. სიცილით ძლივს მორჩნენ ნაყინების კეთებას. "კლიენტები" პარკის სკამებზე იყვნენ ჩამომსხდრები და ელოდნენ ნაყინებს. მშვიდად დაურიგა ყველას ნაყინები და "თავის ბიჭს" კმაყოფილი მზერით მიაჩერდა. ტკბილი ხელი თმაზე მოუხვდა შემდეგ კი ტუჩთან. ტუჩები გაილოკა და უკმაყოფილოდ გადაიწია თმა უკან. ყველა თავისთვის საუბრობდა. მხოლოდ ემილის ეჭუკჭუკებოდა "თავისი ბიჭი" რაღაცეებს. ნინია თავისთვის იდგა და ცდილობდა ისედაც წითელი ტუჩები ,შაქრისგან უფრო , რომ გაუწითლდა არ შემოჭმოდა. ზედმეტად გემრიელად ეჩვენებოდა შაქარი. მშვიდად წამოდგა ფეხზე ქერასთან მჯდომი " მისი ბიჭი" და მისკენ წავიდა. გული აუჩქარდა და სახეზე ოდნავ წამოწითლდა. პულსი ისე აუჩქარდა , თავში ესმოდა მისი ხმა. გრძნობდა სისხლმა როგორ დაიწყო მის ვენებში ჩქროლვა და თავის თავის შერცხვა. - კიდევ მინდა ნაყინი - ბოხი და ხრიწიანი ხმით უთხრა ინგლისურად და კინაღამ იმ შაქრიანად მიადნო ბეტონზე ,რომელზეც მიყუდებული იყო. - ახლავე გავაკეთებ - მტკიცე ტონს მაინც არ კარგავდა. - გაკეთებული არ მინდა - თავი გააქნია და ძალიან ახლოს მიიწია მასთან. - ვერ გავიგე ? - ცალი წარბი ჰაერში აზიდა და თავი ოდნავ უკან გასწია გაკვირვებულმა. - ზედმეტად სექსუალური ხარ - ჩახშული ხმით ამოიჩურჩულა მის ყურთან/ სისხლმა ტვინში აასხა. არ არის მიჩვეული ასეთ რაღაცეებს და რა ქნას. გაბრაზდა ? გაბრაზდა კი არა ენით აღუწერელი ენერგიით აივსო. რაღაც უნდოდა , რაღაც მაგრამ რა ეს ჯერ კიდევ გასარკვევი ქონდა. არ დაბნეულა ! და ცდილობდა არც დაბნეულიყო. - ნუთუ ? - ირონიულმა ღიმილმა გაუპო ბაგეები. - გიყურებ და უფრო მინდები - უფრო ჩახშული ხმით აჩურჩულდა და ნელა გაუსვა ბაგეები გოგონას ტუჩებს. გახურდა , მარტო ტუჩებზე კი არა სხეულზე და სახეზე იგრძნო , რომ გახურდა. ხელებს ადგილი ვერ მოუძებნა , მუშტები შეკრა და შეეცადა მყაარად დამდგარიყო. ვაი ამ მცდელობას , ნერვები ეშებოდა , რომ არ გამოდიოდა. - უკან დაიხიე - მკაცრი ხმით უთხრა და გაშლილი ხელები მკერდზე მიაბჯინა. თლილი თითები ხელზე აატარა და ამით უფრო დააბნია ნინია. - რომ არა ? - უფრო გაუშინაურდა და ძალიან ნაზად გაუსვა ისევ ბაგეები მისას - აქედან გაცილებით გემრიელია ნაყინის ჭამა - ერთი ხელი წელში შეუცურა , მეორე კი თმაში შეუცურა და მთელი ვნებით წაეტანა ბაგეებზე. არც ნინია ჩამორჩენია . მოეწონა და რა ექნა? გამოუცდელი კი იყო მაგრამ ... სულ გადაავიწყდა გამოუცდელობა და ყველაფერი სხვაც. ისეთი სიამოვნებით აყვა კოცნაში კინაღამ ზედ მიადნა. ხელები მის კისერზე მოაკალათა , ოდნავ აიწია ფეხის წვერებზე და კისრისთვის არ მოუშორებია მტევნები ისე შეაცურა თლილი თითები მის მოკლედ გადაპარსულ თმებში. მამაკაცის ხელები წელზე ,რომ გადავიდა და თეძოებზე ჩაევლო მარწუხები , მაშინ კინაღამ გადავიდა ჭკუიდან. არასდროს , დაიფიცებს არასდროს ! მსგავსი რაღაც არ განუცდია. არანორმალურად ნასიამოვნები იყო იმით რასაც აკეთებდა. არ იცოდა მეორე წამს რა იქნებოდა ,მაგრამ ცხოვრობდა იმ წამით და არ უნდოდა ეს ყველაფერი დამთავრებულიყო. თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე პირველად მოისვენა და თავი ადამიანად იგრძნო. ადამიანად , რომელის ცხოვრობს და გააჩნია გრძნობები. გრძნობები , რომლითაც შეიძლება ისულდგმულოს და მიიღოს ბედნიერება ან თუნდაც გამოცდილება. იქნება ის მიღებული მწარე ხერხით და უბრალოდ უწვალებლად. სხეული მოადუნა და მიწას დაუბრუნდა. ოდნავ მოშორდა ბიჭს ,რომელიც გაჩერებას არადა არ აპირებდა. - რომ არა უჟანგბადობა , შეგჭამდი - მიბნედილ თვალებში ჩააჩერდა და კმაყოფილი ღიმილით გადაატარა საჩვენებელი თითი ჯერ ქვედა , შემდეგ კი ზედა ტუჩზე. - გეყოს - ღრმად ამოისუნთქა და გაოცებულ ემილის მზერა გაუსწორა. გვერდის ავლა დააპირა მაჯაზე , რომ იგრძნო ძლიერი დაძარღვული ხელი. - კიდევ შევხვდებით - თვალი ჩაუკრა და მოწყვეტით აკოცა გემრიელ და აწითლებულ დიდ ტუჩებზე - გემრიელო - ტუჩის კუთხე განგმირავად ჩატეხა და შებრუნდა. - იმედი არ გქონდეს - ქართულად მიაძახა და მტიცე სახით გაუსწორა მზერა გაოცებულ ბიჭს. - ნუთუ ? - ირონიული ღიმილით ალპარაკდა , ისიც ქართულად - ვნახოთ ,უნდა მქონდეს თუ არა იმედი ? - ისევ მისკენ დაიწყო სვლა. - საჭირო არ არის - თავი გაუქნია და თმა გაისწორა - დისტანცია - თვალები უბრიალა და ადგილზე ფეხები ააბაკუნა. მამაკაცი მის ბავშვურ ქცევას ღიმილით შეხვდა და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. - ემილი წავედით -ქართულად უთხრა და მაგიდის სატარებელს ჩაებღაუჭა. ხელები მთელი ძალით მოუჭირა და დაქალთან ერთად წავიდა წინ - არაფერი მითხრა - თავი გააქნია მან. - არც ის ,რომ ნომერი გამომართვა ? - თავით "მის ბიჭზე" ანიშნა და გაიცინა. - რაო ? - ყურები ცქვიტა ნინიამ. - აჰამ - თავი დააქნია მან. - მიეცი ? - გაბრაზებული სახით შედგა და უკან გაიხედა , მის თვალებს .რომ წააწყდა ეშმაკური ღიმილით შეხედა ისევ თავის დაქალს და გზა განაგრძო. - თავიდან ვყოყმანობდი , შემატყო მერე მივეცი - ჩაიცინა და უკნიდან ჩაეხუტა დაქალს - ნაყოფიერი დღე იყო არა ? - საკმაოდ - ჩაიღიმა და ისევ უკან გააპარა თვალი. დაინახა , როგორ ჩაუკრა კოცნის ინიციატორმა თვალი და ნასიამოვნებმა გაუსწორა თვალი გზას. ^^^ - აი ნავაჭრი - მაგიდა მიაგორიალეს მაღაზიასთან და ორი ნაყინი თავისთვისაც გაიკეთეს - და აი ჩვენიც - ღიმილით დაუმატეს ფული და ხელში მიაწოდეს. - ეგ თქვენია - ქალმა ფულზე ანიშნა და გაუღიმა გოგონებს . - როგორ გეკადრებად - თავი გააქნია ნინიამ და ემილის გადახე , რომელიც მის აზრზე იყო. - ამას ჩვენ არ ავიღებთ ,ეს თქვენია ! - ემილისაც არანაკლებ პრინციპული ტონი ქონდა. - თანაც ,ჩვენ ეს გვსიამოვნებდა - სიამოვნებაზე კოცნა გაახსენდა და ეშმაკურად ჩაიცინა - როცა გვეცლება აუცილებლად დაგეხმარებით ! - გაიხარეთ ბავშვებო - თბილი ღიმილით დაემშვიდობა ქალი . ^^^ სანამ დაწვებოდა , ლეპტოპი მუხლებზე დაიდო და ახალი ფოტო "faceboock"-ში შეაგდო. ფოტოზე , ღიმილიანი სახით იყო , ლოყაზე ემილი კოცნიდა , ხელში კი ბამბის ნაყინები ეჭირათ . ფოტოზე "ემილი ჩიკვილაძე" მონიშნა და დადების ღილაკს მიაჭირა. - ნინია ნაკაშიძე შემომაკვდები რა ფოტოა ეს - გაბრაზებულ სმაილებს წერდა ჩიკვილაძე. - კარგი ახლა არ დაიწყო , ისედაც ძალიან მეძინება. - ან მიყვარხარ მიგეწერა , ან ჩემი ლამაზიო ან რამე რა იყო გაჟმოტდი ? - დავაი რა - სიცილით დაემშვიდობა მოკისკისე ემილის და დახურული ლეპტოპი იქვე მიაგდო. მობილურზე მაღვიძარა დააყენა და იქვე მიაგდო. ხვალ მძიმე დღე აქვს , მეორე კურსი უნივერსიტეტში , პირველი დღე და თავიდან შეჩვევა ყველაფერთან. ^^^ ერთი თვე იყო გასული უნივერსიტეტის დაწყებიდან. არც ისე დიდი დრო ვინმესთვის , ახლა ნაკაშიძეს კითხეთ ? ყოველ ღამე გამოწერილი ქონდა , პირველი კოცნის ინიციატორზე ფიქრი. ახლა , რომ შანსი ქონოდა აუცილებლად გამოიყენებდა და ნამდვილად დიდი სიამოვნებით გაიმეორებდა იგივე "შეცდომას". დღე გამოშვებით , გამყიდველ ქალსაც ეხმარებიან ემილი და ნინია , ნაყინების გაყიდვაში. რამდენჯერ მისულა იმ იმედით , რომ გააგორებდა გორგოლაჭებიან მაგიდას და ეს იქნებოდა საწყისი წერტილი იმისა , რომ საიდანღაც გამოვიდოდა ის ... გამოვიდოდა და ისევ ისე ნაზად ,მაგრამ მომთხოვნად წაეტანებოდა ბაგეებზე. არაფრის გემო აღარ მოსწონდა. მხოლოდ მის მარწყვისფერ ტუჩებზე ფიქრობდა და გასულელებული ცდილობდა ყურადღების გადატანას სხვა რამეზე. რა სისულელეა არა ? თუ არ გინდა როგორ უნდა გადაიტანო ? ეგრე ფიქრობთ თქვენც ხომ ? აჰამ მეც ... როგორც კი სხვა რამეზე ფიქრს დაიწყებდა , გაიფიქრებდა "ერთხელად ვიფიქრებ და მერე მორჩებაო" "ეს ბოლოა" "სხვა გასაქანი არ მაქვს და მაინც რაუნდა ვაკეთოოო" "ღამე მე არაფერს არ მეკითხებაო" "რა ჩემი ბრალია მაინც , რომ მეფიქრებაო" სულელივით არ უფიქრია ის ,რომ როგორც ფილმებში ხდება , სადმე შეხვდებოდა ის ხომ საერთოდ არ გაყვლია , რომ ისიც იმ კოცნაზე ფიქრობდა და ხელსაყრელ დროს ელოდა ,რომ გამოჩენილიყო. არც იმაზე ჩაციკლულა "კიდევ შევხვდებით" . არაფერზე უფიქრია თავს მხოლოდ მასზე ფიქრის და მისი კოცნის გახსენებისკენ უბიძგებდა. სხვა არაფრისკენ. ალბად არც კი უნდოდა ამ ყველაფრის დავიწება. უნდოდა ამისთვის სისტემატიური სახე მიეცა , როგორ არ იცის მაგრამ აუცილებლად იქნებოდა რაღაც. ამას კი მისი ვანგური სული და იმედი კარნახობდა. კვირა ^^^ დასვენების დღეს გადაწყვიტეს ქვემოთ ჩასულიყვნენ და ჩიფსები ეჭამათ. მთელი ბავშვთა სახლის მოდგმა შეიკრიბა და სკამებზე დასხდნენ. - ბეკონის მომეცი და წიწაკისას გაჭმევ - მხიარულ ნოტაზე გადაიკისკისა. - კარგი რა ნინი - აბუზღუნდა მაისურაძე - შენ სულ ასე რატო იცი. - კარგი რა გიო , რა ღორი ხარ უიმეე - ხელი აიქნია და ეშმაკური ღიმილით გაიხედა წინ . - ჰო კარგი აიღე - საწყალი თვალებით მიაწოდა და მის გამომეტყველებაზე გაეღიმა. - ისევ გამაღადავე არა ? - გაწეულ ხელს სიმწრით დახედა და თვალები უბრიალა ნაკაშიძემ. ხარხარი ატყდა ყველა ნაკაშიძეს დასცინოდა , მაისურაძის მარჯვენა ხელს კი ბრახაბრუხი გაუდიოდი შეძახილებით "დაკა ჯიგარი ხარ" - ოოო - ხელი აიქნია და ჩიფსი სკამზე დადო , ფეხზე წამოდგა და შორტი გაისწორა , ტოპზე ხელები ჩამოისვა და თავი ძირს ჩახარა , კედებს ეშმაკური ღიმილით უყურებდა . - ნაკაშიძე ვიცი არ ტირი ვერ გამაცურებ - თავი გაოცებულმა ასწია ნინიამ და ბოლო ხმაზე გადაიკისკისა. სულ ასე იქცეოდნენ ბავშვობაშიც. აქ ხომ ყველა ერთად გაზრდილი იყო. ქუჩაში გავარდა და პარალელურად უკან გაიხედა , ვაი და გიო არ დამეწიოსო. ვეღარ მოზომა და ჩიხისკენ შეუხვია. კარგად არ იცნობდა იქაურობას , უკვე ვთქვი რომ , მხოლოდ უნივერსიტეტში დადიოდა და არც ისე დიდი ხანი იყო რაც სერინობა დაიწყო. წინ ,რომ გაიხედა სიბნელე იყო . მხოლოდ სილუეტს არჩევდა. შიშმა დაურა და უკან მშვიდად გამობრუნდა. - მშვიდად ნინია ,მშვიდად . თავს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა , ჩუმად ჩურჩლებდა მშობლიურ ენაზე და ჯვარს ხელს არ უშვებდა. - საით ? - ბოხმა ხმამ სიჩუმე გაკვეთა. არა მარტო სიჩუმე . ნაკაშიძის გული საგულეს კი არა მის სხეულსაც აღარ ეკუთვნოდა. კი არ შეშინებია , უზუმოდ უმაღლეს დონეზე ესიამოვნა , ასე თუ ისე ნაცნობი ხმის გაგონება. გააზრებაც არ დასცალდა უცებ ვიღაცამ თეძოებზე , რომ ჩაავლო ხელები და პირველივე კედელს ააყუდა. მამაკაცმა თლილი თითები მენჯის ძვლებზე ჩააცურა და ოდნავ მოუჭირა. სასიამოვნო ბგერები ვერც მაშინ შეიკავა და კვნესა ამოუშვა ბაგეებიდან. რა ქნას სუსტ წერტილად ყოველთვის მენჯის ძვლები ჰქონდა. ახლა ასეთი სასიამოვნო შეხება და თანაც მენჯებზე , გონებას უბინდავდა. ღრმად ამოიოხრა და ამოისუნთქა. თავი უკან გადაწია და თვალები მილულა. მამაკაცის ცხელი სუნთქვა ეცემოდა სახეზე და სიამოვნებისგან ირინდებოდა. ნაკაშიზის ქვედა ტუჩს მამაკაცის კბილები დაეპატრონენ , ოდნავ მოდეს და შემდეგ ნაზად აკოცეს. - არ... გინდა - სუსტი ხმით ამოიკრუსუნა და ნაცნობ კისერს ხელები მოხვია. - იმედი გამართლდა , ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდით ... არა ლამაზო ? - ცინიკური ხმით ჩაიჩურჩულეს ნაკაშიძის ყურთან ქართულად , თანაც ნაცნობი ხმით . - ვაი ამ გამართლებას - საოცადავი ხმით ამოუკრუსუნა და მამაკაცის ტუჩებს წაეპოტინა ოდნავ. - მაგიჟებ - ჩახშული ხმით ჩასჩურჩულა და ისევ მენჯის ძვლებს დაეპატრონა ძლიერი ხელებით. - ასე ნუ შვები - ამოიკრუსუნა და მის ხელებს , თავისი თლილი თითებით ჩაეჭიდა. სიტყვის თქმა აღარ დააცადა ნაკაშიძეს ისე დააცხრა ბაგეებზე. უკოცნიდა მთელი ვნებით და უფრო და უფრო ითრევდა ვნების ღრმა მორევში. შუა კოცნის დროს სიცილი აუტყდა და ბოლო ხმაზე აკისკისდა. მამაკაცი გაოგნებული მოშორდა ოდნავ და ტუჩის კუთხე მომაკვდინებლად ჩატეხა. - ეგრე აღარ ქნა ! - სუსტი ხმით ამოიკნავლა და ისევ გაეცინა. - მეჩვენება თუ მთლად დალაგებული არ უნდა იყო ? - ცალი წარბი ჰაერში აზიდა და ორივე ხელი ,ნაკაშიძის თავის გარშემო კედელზე მიაყრდნო. - აჰამ - თავი დაუქნია და ბიჭის ოდნავ ჩაღიმებულ სახეს თვალი , რომ ჰკიდა კბილებით წაეტანა ქვედა ტუჩს - ნუ შვებითქო ეგრე! - და რომ ვქნა ? - ირონიული ღიმილით ჩატეხა მარჯვენა კუთხე და ნაკაშიძის "გამოცოცხლებულ" მზერას ლამაზი სიცილით შეხვდა. - მახსოვხარ ! - თავის თავში დარწმუნებულმა თქვა და გაიცინა. - რაო ? - ოდნავ შეარხია ტუჩები და სახე უფრო მიუახლოვა. - რა და ... - სიტყვა შუაზე გაუწყდა , ძლიერი ხელები მენჯებზე , რომ მიესვენენ - მაცადე ! - ძლივს ამოიოხრა და თავი ოდნავ გვერდით გადაწია. - კარგი ! სიადან გახსოვხარ ? - წინა ცხოვრებაში ... მე რაღაც ვიყავი , შენ კიდევ სხვა რაღაც - ხელებს იქნევდა და თან სიცილით ლაპარაკობდა . ისეთი საყვარელი იყო , თავს ძლივს იკავებდა , რომ ეს ციცქნა არსება ხელში არ შემოფშვნოდა. - ანუ შენ რაღაც და მე კიდევ სხვა რაღაც? - ირონიულად აჭიკჭიკდა. - ნინია ნაკაშიძე - სიცილით გაუწია ხელი და თავი ოდნავ გვერდით გადაწია ,თვალები მოჭუტა და ისევ გაიცინა. - ბათუ ქალდანი - მის ხელს ტუჩები მიაწება და თვითონაც ჩატეხა ტუჩის კუთხე. - ბართლომე - კმაყოფილმა გადააქნია თავი და ოდნავ მოჭუტული თვალები ფართოდ გაახილა - ეე ბებიაჩემი ქალდანი იყო - სხარტად მოშორდა და განზე გადგა. - მოატყუე აქ , რომ ვირთხები დაწრწიან ეგენი - ცინიკური ხმა ამოუშვა ქალდანმა და ნაკაშიძე სხეულზე აიკრა. - ხომ ... - ისევ ჩვეული ხასიათი დაუბრუნდა და გონება მოეშხამა , ოჯახის გახსენებაზე - მოიცა რაო ? რა ვირთხები ? - დამფრთხალი უფრო აეწება სხეულზე და აქეთ იქით თვალების ცეცება დაიწყო. - ხო , დიდი , ბოროტი და საზარეული ვირთხები დაწრწიან ახლა აქ - ისე ჩაილაპარაკა თითქოს პატარა გოგონას ბოროტულ ზღაპარს უყვებოდა. - არაა ? მატყუებ ხო ? - ხმა მომენტალურად შეეცვალა და როგორც კი ფეხზე რაღაცის შეხება იგრძნო , მაშინვე მამაკაცს შეახტა მუცელზე , ფეხები მის წელზე გადაჯვარედინა და ხელები კისერზე მოხვია - რაღაც შემეხო - წამოიკვნესა შეშინებულმა და დაძაბულმა . მამაკაცმა ხელები მის წელზე აასრიალა და ტოპის ამოღებულ ადგილებში მოფერება დაუწყო. ნაკაშიძეს მაშინვე მოდუნდა და თავი შეშინებულმა ჩამოადო მხარზე. - ნუ გეშინია , ჩემი ფეხი იყო - ძლივს შეკავებული და მაინც ვერ შეკავებული სიცილი ამოუშვა და ლამაზი ხმით ახარხარდა ქალდანი. - შენ ... - გაბრაზებულმა ხელი კრა და ჩამოხტომა დააპირა , მაშინვე უფრო მაგრად დაიჭირა გოგონა და კედელს სწრაფად ააყუდა მის ხელებში მოქცეული . - სად მიმეპარები ? შენი ინიციატივით არ ამომახტი ? - ჩახშული ხმით ჩააცურა მენჯებზე ძლიერი ტორები და დროულად მოადუნა გოგონა. - გვეყო - მოდუნებულმა თავი კედელს მიაყუდა და სანატრელი კოცნის მოლოდინში გაირინდა. - ეს ბოლოა - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა და დროულად , ვნებიანად და წარმოუდგენლად სასიამოვნოდ დაეტაკა ბაგეებზე. კოცნიდა ისე თითქოს იყო , ბოლო . ბოლო და ამაღელვებელი. კოცნიდა ისე თითქოს უნდა ყოფილიყო დასამახსოვრებელი... დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი. - არ დამივიწყო პატარა - ბოლო , სიტყვები ... მხოლოდ ბოლო სიტყვები გაიგონა , ბოლოჯერ საუკეთესო და დასამახოვრებელი ხმით. შემდეგ არაფერი აღარ დაუმახსოვრებია. ისიც კი ვერ გაიგო ,როგორ მოხვდა სახლთან , როგორ გადაეხვივნენ შეშინებული მეგობრები და როგორ დაიძინა. ღამეც , დილაც და ძლივს გაგრძეელებული ცხოვრების 8 წელიც იმაზე ფიქრობდა ... იგივეზე და დარჩენილ ხუთ სიტყვაზე ... "ეს ბოლოა , არ დამივიწყო პატარა" არც ტიროდა , არც იმჩნევდა. იყო ისეთი როგორიც ადრე. უემოციო და დაძაბული. ჰქონდა , ჰქონდა ერთხელ და მისი აზრით ბოლოჯერ ის მომენტი , როცა იყო ისეთი , როგორიც მშბლების დაკარგვამდე. მხოლოდ ერთხელ ... ისიც ბათუსთან. არც მოძებნა უცდია , არც დაბრუნება. ყოველ დღე მიდიოდა , იგივე ჩიხთან და ერთი სული ჰქონდა დაემთავრებინა უნივერსიტეტი ,რომ დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში. თავის სამყოფელში , თავის სამშობლოში და ერთადერთ თავშესაფარში. არასდროს უცდია , ვინმესთვის მოყოლა. ანდაც რა იყო მოსაყოლი ? მხოლოდ ემილიმ იცოდა , მისი ყველა ტკივილის შესახებ და ეს ორივესთვის საკმარისზე მეტი იყო. ყოველ ღამით ზმანებად ხედავდა , იგივე სილუეტს. იგივე მომენტებს , ესმოდა იგივე სიტყვები . "ეს ბოლოა , არ დამივიწყო პატარა" ორმაგად მტკივნეული იყო მისი თხოვნა .... " არ დამივიწყო პატარა" ორმაგად ტკიოდა ყველაფერი , ამის გამო. ვინ იცის , ეს ყველაფერი , რომ არ ეთქვა ახლა გულიდან ამოეგლიჯა. ან სულაც არ გაეგნო ფესვებს მის გულში გზა. ემილი იყო , ერთადერთი ადამიანი ,რომელიც 8 წლის განმავლობაში ასეთს უყურებდა თავის დაქალს. იყო ერთადერთი ადამიანი , რომელიც საკუთარ თავს არ უთმობდა იმდენ დროსა და იმხელა ენერგიას , რამდენსაც ნაკაშიძეს. იცინოდა , ყინულივით ცივი ხმით იცინოდა. გული ტკიოდა , მაგრამ არც ამას იმჩნევდა. ნანობდა ? სრულებითაც არა ! იგივე დრო , რომ დაებრუნებინა ისევ იგივეს გაიმერებდა. კიცხავდა ? არამც და არამც ! მას ხომ არაფერი დაუძალებია ? ამტყუვნებდა ? რა თქმა უნდა არა ! ის ხომ არაფერს შეპირებულა ? ისიამოვნა , ასიამოვნა და გაქრა! მხოლოდ ერთი რამე სძულდა ! მისი გაქრობის დღე... დღე , რომელიც მრავალ ტანჯველ დღეს პირდებოდა და ყველაფრის საწყისი წერტილი ის იყო. 8 წელი , ზუსტად 8 წელი გაატარა ამერიკაში. 1 წელი იყო რაც დაბრუნებული იყო საქართველოში. სერიოზული სახით მირბოდა პავლოვის გზაზე , და კრუგებს ურტაყვდა ვაჟა , პავლოვს. იპოდრომის მხარეს შეუხვია და სირბილი იქ განაგრძო. წამდაუწუმ ამეორებდა მხოლოდ ერთ სიმღერას ... "Coldplay - Midnight (Kygo Remix)" გზას , სწორი მხრით გაუყვა და სირბილით მოხვდა არენასთან. სადგომთან გაჩერებულ თავის მანქანას გაოცებულმა შეხედა და აწეულ თმაზე ხელი დაისვა. მანქანის კარი , რომ გაიღო და სპორტულებში ჩაცმული ემილი გადმოსკუპდა სახეზე ღიმილი მოეფინა. - მაინც მოხვედი ? - დაქალი გადაკოცნა და მანქანის გასაღები ხელიდან გამოსტაცა - რამდენი ჯარიმა აირტყი ? - არც ისე ბევრი - თითქოს მშვიდი ტონით მიუგო დაქალს და სიმწრის ღიმილით წავიდა არენის შესასვლელისკენ. ნაკაშიძეც მიყვა და გასახდელში შესული თავისკენ მოაბრუნა. - არამგონია , დაგროვებული ჯარიმების გამო იყო ასე , იტყვი რა ხდება ? - სახეზე თითები დაუსვა და კარადას მიეყრდნო. - ნი ... - აბლუყუნდა და საცოდავი სახით ჩამოჯდა სკამზე. - ემილი ნუ მაშინებ იტყვი რა ხდება ?! - ბავშვთა სახლში ვიყავი ... იქიდან , რომ გამოვედი მერე ... ის დავინახე რა ... - ვინ ? - თავი ოდნავ გვერდით გადახარა და თვალებ მოჭუტული მიაჩერდა დაქალს - ემილი იტყვი ?! - ბაჩა ... - რაო ? - ყურები ცქვიტა დაქალის ყოფილი შეყვარებულის სახელის გაგონებაზე. ბაჩა ის ბიჭა , ნაყინების დატარების დროს ნომერი , რომ გამოართვა ემილის. ამერიკაში ყოფნის დროს შეყვარებულები იყვნენ. საკმაოდ პრობლემურებიც. ერთი თვე ისე გავიდოდა "გაბრაზებულები" ერთმანეთს არც კი ეხმიანებოდნენ. ასე მხოლოდ წელიწად ნახევარი გასტანეს ... შემდეგ კი დაშორდნენ. მხოლოდ იმის გამო ,რომ ემილის ვერ მოუთმენია და ბათუს საქციელები გაუკრეტიკებია. "საამაყო" ძმაკაცმა ამდენი ვერ მოითმინა და ემილის თხოვა არ ჩარეულიყო. ეს ჯიუტი არც გაჩუმებულა და ერთმანეთისთვის ისე "დაუცხიათ" , საბოლოოდ დაშრებულან . 6 წელიწად ნახევარი , ემილი იტანჯებოდა , 8 წელი კიდე ნაკაშიძე. - დაგინახა ? დაინახე ? - ყველაზე საინტერესო კითხვა პირველივე წამს აჯახა ? მათ ხომ დაშორების შემდეგ ერთმანეთი არც კი უნახავთ. - დამინახა , ისიც დაინახა , როგორ შევხედე მაგრამ მე არ შევიმჩნიე ,ვითომ ვერ ვიცანი ისე ავუარე გვერდი. შენ მანქანაზე დავჯექი და წამოვედი . სარკიდან გახედვაც კი ვერ გავბედე - ტირილით ჩამალა დაქალის კისრში თავი და ცრემლებით დაასველა . - დამშვიდდი ! ძლიერი უნდა იყო ... მე ხომ გაფრთხილებდი ? არ დალეპარაკო ჩემზე და ბათუზეთქო ? ხომ იქნებოდით ახლა უკვე შვილიანი ოჯახი - ამოისრუტუნა თვითონაც. - 26 წლის ხარ , 26 ! როგორ შეგიძლია იყო ასეთი ... ასეთი გამძლე! უგრძნობი , უემოციო ! ხომ შეგიძილია დაიწუწუნა ! თუნდაც იმაზე, რომ მოგენატრა! ბოლოს და ბოლოს გალანძღო ! - ემილი !მან უბრალოდ მაკოცა , ეს არ ყოფილა ისეთი ურთიერთობა როგორიც იყო შენი და ბაჩასი. ის არ არის გალანძღვის ღირსი ! მე ის არაფერს შემპირებია! უბრალოდ მასიამოვნა , ისიამოვნა და წავიდა. აქ არაფერი არ არის გასალანღი ! ეს მე არ უნდა მიმეცა ჩემი თავისთის იმის უფლება , რომ მეფიქრა ადამიანზე ,რომელიც გართობის მიზნით გაჩერდა სულ რაღაც 10 წუთი ჩემთან. არც შენ ხარ პატარა ! 24 წლის ხარ ! უნდა ისწავლო ემოციების კონტროლი ! არ უნდა ჩაადნე არც ერთ კაცს ხელში ! - ვის ჩავადნი ერთი ? - გაცხარებულმა წამოყო თავი და დაქალის ღიმილიან სახეზე აკისკისდა - იდიოტო ! . ^^^ სიცილ კისკისით გამოვიდნენ არენიდან და მანქანისკენ წავიდნენ. - საჭესთან მე ვჯდები ! - გახარებული გაიქცა ნაკაშიძის მანქანისკენ და საჭესთან მოთავსდა. - აბა ახლა ... გადასკუპდი მანდედან ! შენი ამბავი ,რომ ვიცი დღეს საკმარისი ჯარიმა გექნება აკიდებული . გაბუსხული გადაფოფხდა გვერდით სკამზე და ღვედი შეიკრა. - კარგი რა მანქანა იმისთვისაა , რომ ზოგჯერ ისიამოვნო , შენ კი სულ რაღაც 80 ით დადიხარ , არ შეგიძლია ერთხელ გამოსცადო როგორია ჩქარა სიარული ? - რა გინდა? - სიცილით შეუტრიალდა დაქალს - გასაგებია ,ახლა გონებაში აწყობ , როგორ ამაგდო და ჩქარა , როგორ მატარო. - მე ? არა რა სისულელეა - ხელები სიცილით გაასავსავა და სიმღერები ჩართო - ისევ Coldplay - Midnight (Kygo Remix) ? კარგი რა გავმხიარულდეთ - გადამყვანი აიღო და მობილურს შეუერთა - აი ეს კარგია ... - მანქნაში " ▶ She's Crazy But She's Mine " . გააჟღერა და ადგილზე აცეკვდა - ასეთი ქმარი მინდა - ქვედა ტუჩის წვალება დაიწყო და ბოლო ხმაზე აკისკისდა. - რა გეშველება - ესღა თქვა და მანქანა ადგილს ისე მოწყვიტა სიმღერა არ შუწყვიტავს - შალალალალა - ბოლო წლებში თავი ასე მხიარულად არ უგრძვნია , თითქოს ახლა იწყებდა ცხოვრებას ,ეს სიჩქარეც მასზე დადებითად მოქმედებდა . - ვაუ , აი ეს მესმის - სიცილით გაასავსავა ხელები ჩიკვილაძემ და დაქალს გადახედა - შალალალალა - ისევ მღეროდა და წინ გასწრებულ მანქანას თვალებ მოჭუტული უყურებდა. - ნინ მეჩვენება თუ გეგონკავება ? გადმომსვი გთხოვ რააა - ყელში ხელებს ისვამდა ისე ეხვეწებოდა. - რატომ მე ვერ ვიგონკავებ ? - გადატანილ ტრასას ეშმაკური ღიმილით გადახედა და გაზს მიაწვა. - არა ? - გაოცებულმა ღვედს ჩაავლო ხელი. - თუ კი ? - ირონიულად ჩაიღიმა , როცა მანქანას გადაუსწრო და სიმღერას აუწია. - შენ ? - მე ? - ისევ იცინოდა და თან მანქნაას მართავდა. - ვახ ჩემი , რა გიჟი დაქალი მყოლია და არ მცოდნია - გაიცინა და სიმღერას უფრო აუწია. - მეწევა - უფრო მიაჭირა ფეხი და საქარე მინის გამწმენდი ჩართო. - გაგასწრო - გაოცებულმა გააყოლა , აშკარად გააქტიურებულ მძღოლს თვალი . - მობილური ჩართე და მომაწოდე - ემილიმ დაქალს ტელეფონი მიაწოდა და თან ბლოკი მოხსნა - გეგის დაურეკე სწრაფად მიდი . - აჰა გავიდა ... - გეგი , საყვარელო როგორ ხარ ? ... მეც კარგად გეგი , მინდა ერთი მანქანის პატრონის ვინაობა გავიგო , ვერ დამეხმარები ? - BA - 000 - TU - ნინია , იცი როგორ მიყვარხარ და გენდობი , მაგრამ ამ მანქანის პატრონის ვინაობას ვერ გეტყვი , კონფიდენციალურია თანაც მინებიც ჩაბურული აქვს ... - და ვინაა ასეთი ? - ვერ გეტყვი , მხოლოდ იმის თქმა შემიძლია , რომ გხედავ როგორ ეგონკავები და არ გირჩევ . - მართლა ? კარგი კარგად მაინც მადლობა საყვარელო. - კარგად ნინ ... გეგის ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია , სანამ სახლის შესახვევი არ შემოხვდა , მანამდე იგონკავა. მარჯვნივ შეუხვია და ისეთი "რესკი" მოძრაობა გააკეთა კინაღამ , წინა ფარებით შეეჯახა კონკურენტის მანქანას. ^^^ კრემისფერი მოკლე , კაბა მოირგო , ზურგზე ოთკუთხედად ამოღებული . შუაში ოდნავ სქელი ზორტით , რომელიც ორ ნაწილად ყოფდა შიშველ ზურგს. წინ ოდნავ ამოღებული . ფეხზე მაღალ ქუსლიანები მოირგო , "სანდლების" ვარიანტით შეზავებული და კმაყოფილმა მოავლო თავის ანარეკლს სარკეში თავი . გრძელი შავი თმა , რომელიც ოდნავ ტალღოვანი იყო გვერდით გადაიყარა და თვალები ოდნავ ჩაიხატა , ტუჩებზე ღია ფერის ტუჩსაცხი წაისვა და ლოყებზე ასევე ღია ფერის რუმიანა გადაისვა . სარკეში ჩაიხედა და ბოლოჯერ შეათვალიერა თავისი თავი. ქლაჩს დაავლო ხელი და ოთახიდან გავიდა , ზედა სართული ჩაიარა და თვალისმომჭრელ ემილიც გაუღიმა. -წავედით ? -წავედით. ^^^ საქმიან შეხვედრაზე მიდიოდნენ , საჭესთან ისევ ნაკაშიზე დაჯდა. ემილი გვერდით მიუჯდა. მანქანა დაძრეს და რესტორნისკენ წავიდნენ. - ჯიპიესი ჩართე რა , აქ იმდენი რესტორანია , გაარჩიე ახლა. - ახლავე ... პატარა ბიზნესი აქვთ , გაფართოებას გეგმავენ , პარალელურად ბავშვთა სახლის დამხმრე კომპანიების მენეჯერებთან თითქმის ყოველდღიური შეხება აქვთ. ^^^ - მოგება გაიზრდება , უბრალოდ ცოტა დრო ,რომაა საჭირო ალბად ხვდებით არა ? - სერიოზული ტონით საუბრობდა ხანში შესული მამაკაცი. - დიახ , რა თქმა უნდა , მგონი საქმედე საუბარი მორჩა , დროა რამე შევუკვეთოთ - მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა ემილიმ და ოფიციანტს უხმო. - გისმენთ , რას ინებებთ ? - სუფრაზე მსხომებს გადახედა აშკარად დაღლილმა , ლამაზმა გოგონამ. - ორი ბოთლი წითელი ღვინო , და მსუბუქი სალათები ,არა გოგონებო ? - გადახედა შვილის ტოლა გოგონებს და მათივე ტოლ მამაკაცს გეგიმ. - აჰამ - თავი დააქნიეს და ამოისუნთქეს. - ნინია , აბა მითხარი ერთი რა ძალა გადგა იმ მანქანას , რომ ეგონკავებოდი ? - სიადან გაგახსენდა ახლა ეგ ? ერთი თვე გავიდა უკვე - გაიცინა და წვენი მოსვა. თვალი უნებურად წინა მაგიდისკენ გაექცა , სადაც ქალი , ზურგით მჯდომ მამაკაცს გაცხარებული უხსნიდა რაღაც , ცდილობდა ტონი შეენარჩნებინა . მამაკაცი არხეინად იყო მიყრდონობილი სკამზე ზურგით და თლილ თითებს მაგიდაზე ათამაშებდა. უკნიდანვე ეტყობოდა ,განიერ მხარბეჭზე ფიზიკური სიძლიერე. მოკლეზე ჰქონდა შავი თმა გადაპარსული და მონატორულად აკანტურებდა აქეთ იქით თავს. - აი თქვენი შეკვეთა - მიმტანი სანდომიანი ღიმილით , დამეშვიდობა ყველას . ნაკაშიძე ისევ ქალს უყურებდა რაღაცნაირი დაჟინებული მზერით. ალბად ეს იმ ქალმაც იგრძნო და დაჟინებით მიაშტერდა ნინიას. მამაკაცმა აშკარად დააფიქსირა გოგონას გაშტერებული თვალები და მის მზერას თვალი გამოაყოლა . უკან შემობრუნდა და ნაკაშიძეს წამიწამზე ხახაში გადასასვლელი წითელი ღვინო ისე გადაცდა , რომ არა გვერდით მჯდომი მამაკაცის ზურგზე დარწყმული ხელი , დიდ ხანს ვეღარც იცოცხლებდა. - ნინია კარგად ხარ ? - უხერხული ღიმილით აწურულმა ჰკითხა დაქალს ემილიმ. - მე ... შეუძლოდ ვარ , შეიძლება წავიდე ? თქვენ ... თქვენ უჩემოდ გააგრძელეთ - ემილის ანიშნა არ გამომყვეო. კარგად იცოდა ჩიკვილაძემ დაქალის ეს მზერა რასაც ნიშნავდა და ადგილზე დარჩა. ნაკაშიძე სწრაფად წამოდგა ფეხზე და პიჯაკი ხელში დაიჭირა , კაბაც კი არ გაუსწორებია და ქვემოთ არც კი ჩამოუწევია ისე გავიდა ,მაღალქუსლიანების კაკუნით რესტორნიდან. ცდილობდა ამდენი წლის ნაგროვები ცრემლები , ერთბაშად არ გამოსდინებოდა სახეზე. თვალები მაგრად დახუჭა და მანქანა შორი ახლოდან , გასაღებით გააღო , კარი გამოაღო და ყველაფერი გვერდითა სკამზე დააწყო. სწრაფად მოუარა და საჭესთან დაიკავა თავისი ადგილი. დაინახა , როგორ გამოვიდა კარში , ქალდანი მაგრამ ისე სწრაფად მოწყვიტა ადგილს მანქანა წამში გამოცდა იმ ტერიტორიას. სარკეში გაიხედა და შენიშნა უკან როგორ მოყვებოდა ნაცნობი მანქანა . " BA 000 TU " აი თურმე ვინ ყოფილა მანქანის პატრონი. მანქანა ნაცნობ ადგილას შეიყვანა და სახლის კარს ეცა. სწრაფად შეაღო და , რომ უნდა დაეკეტა , მაშინ შეანგრია ვიღაცამ მთელი ძალით . კარი დაკეტა და ზედ ააყუდა მონატრებული სხეული. - სად მირბიხარ , რომ მირბიხარ ? , გგონია სადმე გამექცევი ? - ბოხი და მკაცრი ხმით იკითხა და კარზე აყუდებული , სხეულზე უფრო მიიკრა. არ გაჭრვებია , არც მენჯის ძვლების მოძებვნა და არც მისი ტუჩების. თითებით მენჯის ძვლებს ჩაუღრმავდა და ნეტარეთ ააკრუსუნა , საყვარელი სხეული . - რომ იცოდე , რამდენჯერ მომდომებიხარ გაუსაძლისაც - ჩახშული ხმით უთხრა ყურთან და ბაგეებზე , ტუჩები ძალიან ნაზად და ფრთხილად გაუსვ გამოუსვა - რამდენჯერ მომდომებია შენი მენჯის ძვლები , რამდენჯერ მდომებია მაგ ტუჩების დაკოცნა და რაც მთავარია , ჩემს ყურებს შენი კისკისი და კვნესა მოენატრა - უფრო ჩახშული გაუხდა ხმა და მოუთმენლად წაეტანა ბაგეებზე მონატრებულს. ხელები ვერც ახლა დაიმორჩილა ნაკაშიძემ და აცრემლებულმა მის კისერზე მოათავსა , თლილი თითები. - ეს დასაწყისია , არ დაგვიწყებივარ პატარა . - შენ ... - ოდნავ მოიშორა და აქეთ იქით სიარული დაიწყო - როგორ... მე ... შენ ... ახლა თვითონ ააყუდა კარზე საყვარელი და მონატრებული სხეული ,ახლა თვითონ დაიწყო მისი ყელის დაგემოვნება . მამაკაცის გმინვა , რომ მისწვდა მის ყურთასმენას მაშინ მოეგო გონს და მოშორდა. - ძნელია არა ? რთულია არა იმის გარეშე გაძლება რის გარეშეც უბრალოდ არ შეგიძლია ?! - შეუძლებელია შენს გარეშე - ჩახშული ხმით ამოიგმინა და ძლიერ ტორებში მოიქცია ნინია. - ჩემი ხარ ! - შენი ? - ირონიულად ჩაიცინა და ამჯერად თვითონ წაეტანა მის ტუჩებს - შენი ის გოგოა იქ , რომ იჯდა ! - ვინ ჩემი და ? - ცინიკურმა ხმამ გამოაფხიზლდა და დარცხვენილი გახტა უკან . - სად იყავი ! - აქ ... - ასე რატომ მოიქეცი ?! - ბაჩა და ემი არ შევარიგოთ ? - არხეინად წამოგორდა სავარძელზე. - მე შენ რაზე გელაპარაკები , თუ ხვდები ?! - ვიჩხუბოთ ? - გიჟი ხარ ? - გაბრაზებული უფრო აღმაგძნებ ! - რიგზე ვერ გაქვს ყველაფერი ! - ჰორმონეს გულისხმობ ? - ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე ქალდანმა. - ბათუ ეგრე ნუ შვები ! - გაოცნობიერებლად მიეჭრა და იმდენად ვნებიანად აკოცა მამაკაცმა ხელები ვერ დაიმორჩილა. - მაგიჟებ ! - ფეხზე ხელი ააყოლა და მსუბუქად მოუჭირა. - ხელები უნდა გაწიო - კისერი უკან გაადააგდო, რათა უფრო უკეთ ეკოცნა მამაკაცს. - ნაკაშიძე გაები! - სწრადად გადააწვინა დივანზე და ყელი დაუკოცნა. - ნუ მაბრუებ ! - მაისურის ღილები შეუხსნა და შიშველ გულმკერდზე ხელები აასრიალა. - ტერორისტი ხარ ! - ჩაიცინა და ქალის მოშიშვლებულ მკერდს ტუჩები მიაკრა . - და შენ ეს მოგწონს - უცებ მოექცა ზემოდან მამაკაცს. - მოუხერხებელია - თავით მეორე სართულისკენ ანიშნა. - ასე ჯობს - საწოლზე გადაგდებულმა ამოიკრუსუნა და კვნესა ოხვრაში გადაუვიდა. ვერასდროს წარმოიდგენდა , თუ სასიამოვნო ტკივილიც არსებობდა. - შეხვდრად ასეთი უნდოდა - ბოლო სიტყვები ჩაესმა ყურში და საყვარელ სხეულს მკერდზე ძალა გამოცლილი მიესვენა . "არ დაგვიწყებივარ !" "არ დამვიწყებიხარ!" ^^^ მზიანი დილა . საყვარელ მამაკაცთან ერთად! - ჩემთვის ინახავდი თავს ? - სიცილით დახედა ზეწარზე გამოსახულ წითელ ლაქას და ნაკაშიძის აფარკლულ ლოყებს აკოცა. - არა , გუშინ პამიდორი დავუწერე და ზეწარზე გადავასხი - ირონიული პასუხი მიიღო და ისე გააბრაზა ქალდანი კინაღამ თვალებიდან ცეცხლი გადმოაფრქვია. - გამოცდილი კაცი , ყოველთვის მიხვდება ქალის ქალიშვილობა არაქალიშვილობას , სულ რომ გააქროს ზეწარი - ხაზგაზმით წარმოთქვა სიტყვა " გამოცდილი " ნაკაშიძის გაასაბრაზებლად. - გამოცდილი კაცი - გამოაჯავრა და გაბუსხული გადაბრუნდა. - რაო ვეჭვიანობთო ? - ყელში აკოცა და ხელი მუცელზე შეუცურა , მენჯებზე თითები მოუჭირა და მისი კსურუნი , რომ გაიგო ბოლო ხმაზე ახარხარდა. - ინანებ - ზემოდან მოექცა ნინია და ყელის მიდამოები დალაშქრა. - სულ დამსაჯე ხოლმე - შიშველ მკერს , გახურებული ტუჩებით მისწვდა და გაეღიმა - მიყვარხარ ! - მიყვარხარ ! ^^^ - ბაჩუნჩულ , მოსწყდი ახლა მაგ საწყალს და გამოდით ჩვენთან. ნინიამ ბოლო ხმაზე ჩაიფხუკუნა და ემილის აწითლებული სახის დანახვაზე ბოლო ხმაზე აკისკისდა. - ჩვენ კი მოვალთ მაგრამ , არ გვინდა შუა მოუწყდომლობისას შემოგისწროთ , როგორც გუშინ , კიდევ კარგი კარი ღია არ იყო თორემ ხმების გაგებამაც დამსტრესა - მობილურის მეორე მხრიდან ემილის სიცილი მისწვდა ნაკაშიძის ყურთასმენას და ისიც ახურდა სახეზე. - არაუშავს შენც გაიზრდები და გააკეთებ დიდ საქმეებს - ირონიულად ჩაიცინა ქალდანმა. - ოე , ოე ბათუ პირველად ქალებში ვინ წაგიყვანა ? - თუ ვისთან ერთად წავედი უნდა გეთქვა ? - გადაიხარხარა და თავი წარმოსახვაშიც კი ეტკინა , არ დასჭირვებია ბაჩას წამორტყმა. - მანდ არ მომყვანო ბიჭო - აფეთქდა უცებ . - გირჩევნია მანდ იყო და უმუშავო , დაბერდი კაცი და ბავშვი ვერ გააკეთე , "ჯერ ადრეას ძახილით" - აუ ეს ნახე რაა , დიდი ხანია პოტენციური მამა ხარ ? - სადღაც 7 თვეა - ცოლის გაბერილ მუცელს გაბადრულმა გადაუსვა თითები და ჯერ მუცელზე აკოცა ,შემდეგ შუბლზე და შემდეგ უკვე .... ჰმ ... ( ჩავახეველე) - ხო და ორი თვის ფეხმძიმე ქალის ქმარს და პოტენციურ მამას დამაცადე მუშაობა - ბედნიერი ხმით თქვა და გაბადრული ცოლი მიიხუტა - ემილისთვის ხმაური არ შეიძლება ,ნინიასთვის დაძაბვა ,არც მაგან იკივლოს და არც ეს შემიშინოთ - მობილური გათიშა და კარზე ზარი დარეკა. ვინ ვის ეხვეოდა და ვინ ვის კოცნიდა დიდ ხანს გონზე არიყვნენ. ^^^ ნინია ბავშვს აცმევდა და თან ბათუს პასუხობდა კითხვებზე. - აუ ქუდი სადღაა ტოო - ნინია სადაა ქუდი ! - მეორე უჯრაშია , ბაჩუჩებთან ერთად ბათუ! - ვიპოვეე - ჰაერში ააგდო და გაოცებულმა გადახედა , ქუდს , რომელიც ხელში ეჭირა "პირველ მერცხალს" - ვა ყოჩაღ მა - სიცილით დაკრა პატარა ხელზე "დიდ კაცს" ხელი და ხელში აიტაცა. - რა ქნა ? - გაკრეჭილი გამოვიდა , პატარა ბავშვით ხელში ნინია და ქმარს მიეხუტა. - რა ქნა და ... მამას გავს ! - ოჰ ამერიკა აღმოაჩინა - გადაიკისკისა და ტუჩ ჩატეხილს მოწყვეტით აკოცა - ასე ნუ აკეთებთქო ! რიითი გგავს ერთი ? - რითი და რაც მისია ყოველთვის იჭერს - ბავშვი ხელში აიტაცა და ლოყაზე აკოცა - ხო მა ? მე შენ რა გასწავლე უთხარი დედიკოს . - რა და ... რაც ცემია ის ცემია , მარიკოს , ალასდლოს დავავიწყდები ! - გაოცებული უყურებდა ნინია ქმარ შვილს და ცდილობდა ხელში ციცქნა არსება კარგად დაეჭირა. - ხო არა ? , ნუკი დე უთხარი დედიკომ რა გასწავლა მამიკოს და ანდროს - თავით ქმარ შვილზე ანიშნა და შუბლზე აკოცა , შემდეგ პატარა რეზინის აბადოკი ფრთხილად გაუსწორა. - სენ ქო დაგავიწკდება ლას ამბობ ლაა - ხელი აიქნია და დედიკოს მკერდს თავი მიადო . - სასწრაფოდ მჭრდება კიდევ ერთი ბიჭი ! ქალები იგებენ სიტყვაში , არ გვაწყობს მა ეგრე ხო ? - გაიცინა და ცოლ შვლი ჩაიხუტა. - ბევრი მუშაობა მოგიწევს - ნიშნისმოგებით უთხრა ქმარს და მისი ტუჩების დაგემოვნება არც ახლა გასჭირვებია. - დაიწკეს - ორივე პატარამ ერთად თქვა და დედ-მამაც ააკისკისა ... დ ა ს ა ს რ უ ლ ი ... ვიცი ჯერ არ ელოდით ასეთს დასასრულს , მაგრამ ნუ ... ასე გადავწყვიტე , არსებობს ისტორიები , რომელბსაც ასეთი დასასრული უხდებათ , ჩემი აზრით ეს ისტორიაც მსგავსი დასასრულით უნდა დამესრულებინა. პატარა იყო , მაგრამ მაინც მსუყე. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ... იმდენად მენატრებოდა ისტორიის დადება და თქვენი კომენტარების წაკითხვა , რომ ხელების ქავილი დამეწყო როდის აიტვირთებათქო . მოკელდ მიყვარხართ და ველი თქვენს შეფასებას ! სიყვარულით D-roni ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.