შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაზე ლამაზი გოგო


25-11-2015, 18:45
ნანახია 5 798

ზღვამ წაიყოლა გამოზრდილი ჩემი თევზები,
როცა წავიდა,
თან წაიყოლა დასაჭერი ჩემი თევზები,
ახლა ვაგროვებ გამხმარ ქერეჭებს,
წყლისა ვიყავი და დროდადრო ხმელეთს ვეძებდი
და სამუდამოდ დავრჩი ხმელეთზე.
***

კასი, ახლა ნოემბერია, ორმაგი ნოემბერი: ჩემს გონებაშიც და რეალობაშიც.
მე და შენ ვცხოვრობთ ზღვისპირა ქოხში. ქოხში, სადაც მხოლოდ ერთი ლოგინი დგას და ჩვენ ვიყოფთ მას. შენ ყოველ მოსვლაზე ჩერდები კართან, ქურდული მზერით ათვალიერებ ქოხს, რწმუნდები, რომ არაფერი შეცვლილა და მერე შემოდიხარ.
მე ვგრძნობ, რომ შენ გეშინია. გეშინია, რადგან შეიძლება ერთ დღესაც ყველაფერი ისე არ დაგხვდეს, როგორც ბოლო წასვლისას დატოვე. შენ უფრთხი ცვლილებებს.
გეშინია, ერხელაც ჩემ გვერდით სხვა არ დაინახო და არ იგრძნო, რომ ზედმეტი ხარ.
რომ იცოდე... შენ რომ იცოდე არავინ და არაფერი გამაჩნია შენზე ძვირფასი... ალბათ უფრო ხშირადაც მოხვიდოდი, უფრო მეტი ხალისითა და გაბედულად.
შენ არ მოდიხარ ჩემთან ყოველდღე, მაგრამ მოდიხარ უფრო ხშირად, ვიდრე ჯერ არდამდგარი ახალი წელი და უფრო იშვიათად, ვიდრე გაზაფხულზე აყვავებული ხეების რაოდენობა.
არვიცი მეჩვენება თუ ნამდვილად ასეა, მაგრამ ყოველ მოსვლაზე გატყობ, რომ უფრო და უფრო ლამაზი ხარ, ისედაც ყველაზე ლამაზი გოგო მთელს მსოფლიოში.
არც კი ვიცი როდის გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში, არ მახსოვს არც წელი, არც თვე, არც რიცხვი....
მახსოვს, ზღვისპირას ვიჯექი და შენ მოხვედი ზღვიდან. სასაცილოა... მაშინაც ნოემბერი იყო და მე გამიკვირდა, რა გინდოდა ზღვაში... გქონდა შავი, გრძელი თმა... მოხვედი და მოიტანე ზღვისა და გვირილის სურნელი.
შენ დაჯექი ჩემ გვერდით. თმა გეფინებოდა მხრებსა და მკერდზე. კანკალებდი. ისე გიხდებოდა ისედაც მოლურჯო კანზე სიცივის კვალი...
არ გითქვამს სახელი, არც სხვა რამ შენი ვინაობის შესახებ.
თუმცა მე დაგარქვი „კასი-ყველაზე ლამაზი გოგო“. ბუკოვსკის „კასი“-ს გავდი და ამიტომ. არვიცი რატომ მოხვედი მაინცდამაინც ჩემთან, ალბათ ისევ ბუკოვსკის დამსახურებაა და იმიტომ, რომ მე ყველაზე მახინჯი ვიყავი მთელ ქალაქში.
მიყურებდი შენი უძირო, ზღვისფერი თვალებით და მე ვერ ვუძლებდი შენს მზერას. მახსოვს, ხელი ჩაგავლე მაჯაში და ქოხში წაგიყვანე. იმ დღეს პირველად გავიყავით ჩემი ძველი ლოგინი.
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ან რა დამაძინებდა, როდესაც გვერდით მყავდა კასი - ყველაზე ლამაზი გოგო. ნელა გისვამდი თითის წვერს გამხდარ მუხლებზე, არ მინდოდა, გაგღვიძებოდა. მადობელი ვიყავი ნოემბრის, რადგან ჩემი ძველი მაისურის ჩაცმა მოგიწია სიცივის გამო და მე ვეღარ ვხედავდი შენს უზადო, ნატიფ სხეულს, ლავიწებს, რომელიც ყოველწამს შეხებისკენ მიბიძგებდა, მკერდს, რომელიც მთხოვდა მოფერებას...
მთელი ღამე ვიჯექი და ვუსმენდი შენს თანაბარ სუნთქვას. გითბობდი გაყინულ თითებს და გისწორებდი თვალებშიჩამოფხატულ თმას...
კასი, მე რომ შენთან გატარებული ყოველი წამი შევკრიბო, დამიჯერე, ვერ გავუძლებ მათ სიძლიერეს და გარდავიცვლები... ისედაც უამრავჯერ გარდაცვლილი...
თენდებოდ, როცა ავდექი და წამოვედი. არ მინდოდა, როცა გაიღვიძებდი გეკივლა ჩემ დანახვაზე, ან გენანა შენი საქციელი, შენ ხომ მხოლოდ ერთი ღამე გაატარე სხვის საწოლში...
იმ დღის მერე მივეკედლე ზღვას.
გელოდი ყოველ დღე, ყოველ საათში, ყოველ წუთსა და წამში...
აღარც ის მახსოვს, როდის მოგიყვანა მეორედ ზღვამ.
არარეალურად მეჩვენებოდა შენი ჩემს ქოხში ყოფნა. ვერ ვიჯერებდი, ვერაფრით...
ვერც მაშინ დავიჯერე, შენი მომზადებული ჩაი რომ დავლიე და ვერც მაშინ, წასვლის წინ რომ ღიმილი გაკრთა შენს სახეზე...
ახლაც არ მჯერა შენი არსებობის ჩემს რეალობაში. მაგიჟებს ის ფაქტი, რომ არაფერი, საერთოდ არაფერი დამრჩა შენი მოსაგონარი. არცერთი თმის ღერი, არც ის თითო-თითო გვირილა, ყოველ მოსვლაზე რომ მოგქონდა და ვეღარც შენს შეხებებს ვგრძნობ კანზე.
მახსოვს, ერთხელ იატაკზე ვიწექი გაშხლართული და მთელი ხმით ვღრიალებდი I am hopeless wonderer-ს, შენი შეხება რომ ვიგრძენი, შეხებას შენი კისკისის ხმა მოჰყვა, მაგრამ თვალები რომ გავახილე, თითქოს არც არსებობდი, ვეღარსად გიპოვე.
დეკემბერი ისე გავიდა, ერთხელაც არ მოსულხარ ჩემთან, არადა გელოდებოდი... ვიჯექი სანაპოროზე და გელოდებოდი... გვერდით ერთი ნახევრადდაცლილი კონიაკის ბოთლი მედგა და ლოთივით ვსვამდი.
იანვარი იყო.
ბუნდივნად მახსოვს ის დღეები, თუ სად და რატომ ვიყავი წასული. ის კი ვიცი, რომ დავბრუნდი და ლოგინზე გვირილები დამხვდა, არეული ნაბიჯებით გამოვედი სახლიდან და ვცადე, მაგრამ შენ გაიმარჯვე.
მეუბნებოდი, რომ მე სუსტი ვარ და მართალი აღმოჩნდი.
ვერ შევძელი.
კასი.
დაბრუნდი, კასი.
ასე მგონია, ჭკუიდან შემშლის უშენობა. არაფრად მიღირს უშენოდ გატარებული დღეები...
ნუთუ არ გესმის ღამღამობით ჩვენი სიმღერის ხმა? ვიცი, ვიცი, რომ აქვე ხარ და არ მენახები... უბრალოდ მოდი, შემოაღე კარი და თუ გინდა იმ წამსვე უკან გაბრუნდი. მინდა ვიცოდე, რომ შენ ისევ ხარ და ჩემი უსასრულო ლოდინი ამაო არაა. მინდა ვიცოდე, რომ ადრე თუ გვიან მოხვალ, როგორც მაშინ მოხვედი, პირველად, მოულოდნელად, გაუფრთხილებლად...
მოხვედი და დარჩი.
ახლაც მოდი
და მერე წადი...
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი ითხოვს შენს სიახლოვეს, მე მზად ვარ გაგიშვა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ მეტყვი, რომ უნდა გიშველო, სანამ ჯერ კიდევ დროა.....
ერთხელ მძინარეს მოგისწარი. იატაკზე რაღაც ფურცელი ეგდო. არასდროს მაინტერესებდა შენი ვინაობა, მაგრამ დავწვდი და ზედ დავაშტერდი. მხოლოდ ის გავიგე, რომ ორივეს ერთი და იმავე ჯგუფის სისხლი გვქონდა...
რომ იცოდე როგორ გამიხარდა!! ბავშვურმა აღტაცებამ მომიცვა და ზუსტად იმ დღეს მივიჩნიე თავი რამედ. ვიფიქრე, რომ იქნებ ოდესმე დაგჭირვებოდი და შენი დონორი ვყოფილიყავი.
სასაცილოა, არა?!
***
მე და შენ შორის ცარიელი სივრცეა. მესმის შენი გულისცემის ხმა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უნდა დამტოვო და მეშინია უშენობის.
როდის გავხდი ასეთი მხდალი? თუ ყოველთვის ვიყავი?
თვალები დახუჭული მაქვს, მაგრამ მაინც თვალწინ მიდგას შენი სილუეტი. თმა გაშლილი გაქვს, როგორც ყოველთვის, თავზე კი რაღაც გვირგვინი გადგას.
იღიმი - ეს უკვე სასწაულია, თამამად შემიძლია ვთქვა.
ვგრძნობ შენი გაყინული თითების შეხებას ტუჩებზე. ფრთხილად მადებ ხელს, მერე კონტურებს ხაზავ და კისკისებ.
თვალებს ვახელ. აღარ შემიძლია ასე ყოფნა, მაგრამ საკუთარ თავს შენი შეხების უფლებას ვერ ვაძლევ.
შენ ჩემ გვერდით ხარ, მაგრამ მაინც მიუწვდომელი მგონიხარ.
ვაღიარებ, მე მხდალი ვარ, სუსტი და ლაჩარი.
ალბათ ესაა მიზეზი, რატომაც დამტოვე, არა?!
შენ ჩემკენ იხრები და ტუჩებს ტუჩებზე მადებ. ეს არაა კოცნა, ესაა უბრალო შეხება, მაგრამ ჩემთვის საკმარისზე მეტია.
თავს ვეღარ ვიკავებ და მთელი ძალით გხვევ ხელებს.
ისევ შიშის გრძნობა მაქვს. ვხვდები, რომ დამტოვებ და არ მინდა შენ გარეშე ცხოვრება.
***
შენ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ, მე კი მადლობელი ვარ, რომ ბუკოვსკის კასივით არ იმახინჯერ თავს. აკი ვთქვი კიდეც,უფრო და უფრო ლამაზდები-მეთქი...
დიდი ხანი გავიდა შენი ბოლო წასვლის შემდეგ, არასდროს მიგრძვნია შენი სიახლოვე შენზე ფიქრისას, მაგრამ ახლა გამონაკლისია. მე ვგრძნობ შენს ტუჩებს ჩემსაზე.
ეს ყველაზე გაცხოველებულ ვნებაზე მეტია ჩემთვის.
არ მაინტერესებდა და არც ახლა მაინტერესებს ვინ ხარ, მაგრამ ჩემი გონება მაინც ფიქრობს ხოლმე ამაზე. თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ მოჩვენება იყავი, ან მე ისე ძალიან ჩამითრია ფიქრებმა, რომ რეალობას და წარმოსახვას ვეღარ ვარჩევდი ერთმანეთისგან და შენ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყავი.
მერე იმდენჯერ გამოჩნდი, რომ ამაშიც დავეჭვდი და ახალი აზრი დამებადა შენს ვინაობასთან დაკავშირებით, ვფიქრობდი, რომ ნოზი ხარ, რომელიც ყოველ ზღვიდან მოსვლაზე კუდს ზრისპირას ტოვებს და ჩემს გასაცოდავებულ ქოხში მზე მოაქვს.
არა, შენ თვითონ ხარ მზე.
ახლა სიცივეა, რადგან მზე არ ჩანს. აიკეცა სხივები და დამტოვა მარტო. სრულიად მარტო.
***
იყო ღამეები შენთან და შენ გარეშე. პატარა ლოგინზე ვეტეოდით ორივე, მე კი უმეტესად შენი სუნთქვის თვლით ვიყავი დაკავებული, ან ფრთხილად გეფერებოდი მოშიშვლებულ მხრებზე, მხოლოდ ასეთ დროს ვაძლევდი თავს შენი შეხების უფლებას, რადგან მეგონა, რომ ვერ გრძნობდი ჩემს შეხებას და მე თავისუფლად ვიქცეოდი.
ერთხელაც მითხარი, რომ ძილს გიფრთხობდა ჩემი სიახლოვე და მე შევცბი. არ მეგონა თუ შენც ჩემსავით ელოდი დაღამებას, რათა გეგრძვნე მე.
ახლაც ვიგრძენი შენი მხურვალე ტუჩების შეხება ჩემს ხელისგულზე და გამაჟრჟოლა.
ისეთი ბედნიერი ვიყავი მაშინ, ჩვეული მოფერებისას ჩემი ხელი რომ დაიჭირე და მაკოცე... ასე მეგონა ქყვეყანაზე ჩემზე ბედნიერი კაცი არ დააბიჯებდა. სიხარულისგან გაბრუებული სახლიდან გავიქეცი და გახურებული სხეული ზღვის წ*ლის სიცივით დავიცხრე.
ახლა ვნანობ.... უფრო დიდი დრო რომ გამეტარებინა შენთან, იქნებ არც წასულიყავი, ან ამდენ ხნიან უშენობას არ დავეტანჯე...
ხანდახან შენი სილუეტი სულ თან დამყვება და ვგრძნობ, ცოტაც და შევიშლები.
ვიძირები უშენობაში. თან ფსკერიც არა და არ ჩანს, უქნებ საბოლოოდ გავნადგურდე და დავისვენო.
ვიცი, ვიცი, რომ ქალის წუწუნს ჰგავს ჩემი საქციელი და მე ეს არ შემეფერება, მაგრამ თავს ვერ ვერევი. ისევ შენ გადანაშაულებ, იმდენად მხდალი ვარ. შენი ბრალი მგონია, ასეთ დღეში რომ ვარ. საერთოდ რომ არ მოსულიყავი და არ მიგეჯჭვებინე შენზე, ახლა ხომ ასე არ ვიქნებოდი?!

***
აღელვებული ზღვის ტალღები მაგონებს შენი გაშლილი თმის ქროლვას ქარიან ამინდში.
ახლა ნოემბერია და ზღვა შავია.
მოქუფრულა ცა. მას ყველაზე მეტად ესმის ჩემი. არც მის შუბლზე გამოანათებს მზე დიდი ხანი და არც ჩემს ცხოვრებაში მოხვალ შენ, მზეო.
მალე თოვლიც მოვა და მე წავალ ქალაქში, რათა ვიგრძნო მისი სიფაფუკე ჩემს ხელისგულებზე, როგორც შენი კანის სინაზეს გრძნობდა ჩემი კანი ერთ დროს.
დღესაც ბევრი დავლიე, მეტისმეტად ბევრი, ცუდი კი ისაა, რომ ასეთი დღეები ხშირია.
არეული ნაბიჯით მივუყვები სველ სანაპიროს.
სიმთვრალის დროს ოპტიმიზმი იღვიძებს ხოლმე ჩემში, წამიერად, მაგრამ მაინც.
დავიფიცებ, რომ მე ახლა იმ გვირგვინს ვხედავ, ერთხელ შენ რომ გამშვენებდა და პირველად რომ მაჩუქე კოცნა ჩვენი ტუჩების წამიერი შეხებით.
ეს იყო და ეს.
ჩემი ცხოვრება იწყება და მთავრდება შენით, კასი, ყველაზე ლამაზო გოგო.
ტალღები ისევ ბობოქრობს.
ვგრძნობ, რომ შენ მელი მე.
დასველებულ გვირგვინს ვიღებ და მოვაბიჯებ შენკენ, ზრვის სიღრმეში.
ახლა მაინც გავიგებ შენს ვინაობას.
თუ ამას არც აქამდე ჰქონია ჩემთვის მნიშვნელობა?!



№1  offline წევრი zak

მმმმ....საინტერესოა,ხომ აუცილებლად გაგრძლდება? love love love რაღაცით განსაკუტრებულია,წერის ტიპიც გასაოცარი და კრეატიულია მე კი მსგავს რამეებზე ვაბოდებ love love love

 


zak
მმმმ....საინტერესოა,ხომ აუცილებლად გაგრძლდება? love love love რაღაცით განსაკუტრებულია,წერის ტიპიც გასაოცარი და კრეატიულია მე კი მსგავს რამეებზე ვაბოდებ love love love

დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონა. love არა, არ გაგრძელდება. ისე, ჩანახატი-ს კატეგორიაში რომ დამემატებინა უმჯობესიც კი იქნებოდა.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გულით და სულით დაწერილი,ტკბილი სიტყვათა წყობა,გულში სითბოს ჩამღვრელი და კიდევ ათიათასი სასიამოვნო რამ შეიძლება დაგიწერო,მაგრამ კონკრეტული განცდა რაც ახლა დამიტოვა,უსახელოა....უჰ მეც იქ ვიყავი იმ ბობოქარ ტალღებში კასი

 


ლორელაი
გულით და სულით დაწერილი,ტკბილი სიტყვათა წყობა,გულში სითბოს ჩამღვრელი და კიდევ ათიათასი სასიამოვნო რამ შეიძლება დაგიწერო,მაგრამ კონკრეტული განცდა რაც ახლა დამიტოვა,უსახელოა....უჰ მეც იქ ვიყავი იმ ბობოქარ ტალღებში კასი

კასი ჩემი სულის ტკივილია. გავბედნიერდი შენი სიტყვები რომ წავიკითხე.

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

ჰარმონიული ჩანახატი იყო!
ლამაზი ლექსიკონი იყო გამოყენებული, რამაც ლამაზი იერი შესძინა ტექსტს.
ჩვეულებრივ არ აღვიქვამ ასეთ ნაშრომებს და სწორედ ამიტომ, ჩემთვის ეს სულ სხვა რამ იყო!
არა ტალღები, არამედ თუნდაც ღრუბლები...
ყველაფერს თავისი ანტონიმი შევუძინე და რა თქმა უნდა შინაარსობრივად ჩემი შედარებით მრავალფეროვანი იყო!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


წითური გოგონა
ჰარმონიული ჩანახატი იყო!
ლამაზი ლექსიკონი იყო გამოყენებული, რამაც ლამაზი იერი შესძინა ტექსტს.
ჩვეულებრივ არ აღვიქვამ ასეთ ნაშრომებს და სწორედ ამიტომ, ჩემთვის ეს სულ სხვა რამ იყო!
არა ტალღები, არამედ თუნდაც ღრუბლები...
ყველაფერს თავისი ანტონიმი შევუძინე და რა თქმა უნდა შინაარსობრივად ჩემი შედარებით მრავალფეროვანი იყო!

ანტონიმი ბევრ რამეს შეცვლის (თითქმის ყველაფერს) და მე ეს არაფერში მჭირდება.

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ძალიან, ძალიან მომეწონა და კიდევ ერთხელ გაოცებული ვარ შენი ნიჭიერებით:* .

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

აღფრთოვანებული დამტოვა და მივხვდი, რომ შენი სხვა ისტორიებიც და ნაწერებიც აუცილებლად უნდა წავიკითხო... იცი ეს რა გრძნობა იყო? აი, მართლა ის მოლოდინი, სიყვარულს რომ ელოდები, თუნდაც მთელი ცხოვრება ელოდებოდე და იცოდე, რომ ის აუცილებლად მოვა.
იმედი იყო მთელი ეს მოთხრობა.
იმედი სიყვარულისა, რომლისაც უკვე თითქმის აღარ სჯერათ.
იმედი ქარიშხლიან ამინდშიც და ყინვაშიც სითბოს ტალღები, რომ შემოგეპარება და შენ არ გაიყინები.
ძალიან მესიამოვნა. გავგიჟდი, გადავირიე. მოვინუსხე და მთლიანად შემიყვარდა ეს მოთხრობაც და მისი პერსონაჟებიც.
სასწაულია რა. ვიცი, რომ რაღაც ვიგრძენი, თან იმხელა, რომ ამას შტერი ვერ შეამჩნევდა მხოლოდ. სახეზე თბილ-ღიმილ-აკრული ვკითხულობდი და მეგონა მეც ჩემ სიყვარულს ვეძებდი ამ დროს. მეგონა, რომ სიტყვები ზედმეტი იყო ამ გრძნობების გადმოსაცემად, და ყველაფერს ვერ გადმოვცემდი კომენტარით, მაგრამ ვცდილობ.
არ ვიცი რა დამმართა რა. შეუდარებელი იყო ჩემთვის. შემდეგში გამახსენე, რომ არ უნდა დაგიჯერო, როცა მეუბნები არ წაიკითხო ჩემი ისტორიები დრო არ დაკარგოო :D love love love უბრალოდ ძაან მაგარია
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent