ზოდიაქოს ნიშნების საუკეთესო თვისებები - გაიგეთ რითი სჯობიხართ სხვებს
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშანი - თევზები უცნაურია, მაგრამ ასტროლოგების თანახმად თევზები ყველაზე ძლიერი ნიშნები არიან. თევზებს ღრმა შინაგანი სამყარო აქვთ, რითაც სხვა ზოდიაქოს ნიშნები ვერ დაიკვეხნიან. შეიძლება ითქვას, რომ თევზები ბევრს განიცდიან, მაგრამ მათი გატეხვა შეუძლებელია. ზოდიაქოს ყველაზე სექსუალური ნიშანი - ვერძი ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები არიან - ენერგიულები, მიმზიდველები, ვნებიანი და აქტიურები. ყურადღებას იპყრობენ შინაგანი მომხიბვლელობითა და ქარიზმატულობით. ზოდიაქოს ყველაზე შურისმაძიებელი ნიშანი - მორიელი თუ მორიელი შურისძიებას გადაწყვეტს, მას ვერაფერი შეაჩერებს. ისინი იმდენად სუფთად მოქმედებენ, ძნელია ეჭვის მიტანა და დაჭერა. მორიელი - ყველაზე ბოროტი და დაუნდობელი მტერია. ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშანი - ქალწული როდესაც ზოდიაქოთი ქალწულები პარტნიორს ირჩევენ, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ისინი არასდროს უღალატებენ. ზოდიაქოს ყველაზე ლამაზი ნიშანი - მშვილდოსანი მათ ბუნებისგან მიენიჭათ შინაგანი ჰარმონიულობა, რაც სრულ უფლებას აძლევს იყვნენ ყველაზე მიმზიდველები. გარდა ამისა ისინი გარეგნობაზეც აქტიურად ზრუნავენ, ეს კი კიდევ უფრო უსვამს ხაზს მათ სილამაზეს. ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშანი - კურო ურთიერთობაში ტაქტიანი და კეთილია, არ უყვარს კონფლიქტი. კუროები უანგაროდ გაგიწევენ დახმარებას, რაც ამტკიცებს იმას, რომ მათ ყველაზე დიდი გული აქვთ. ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშანი - ტყუპები მათზეა ნათქვამი - საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდაო. ტყუპები, ნატურით დიდი ოპტიმისტეპი არიან, რაც 90%-ით განსაზღვრავს მათ გამართლებას. ზოდიაქოს ყველაზე მეოჯახე ნიშანი - კირჩხიბი ისწრაფიან იპოვონ ღირსეოლი პარტნიორი, მოიწყონ კომფორტული სახლი და გააჩინონ ბევრი შვილი. ეს საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანია ქორწინებისა და სტაბილური ურთიერთობისთვის. ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტი ნიშანი - ლომი მიუხედავად გულუხვობისა და მეგობრულობისა, ყველაფერს საკუთარი სურვილების სასარგებლოდ აკეთებენ. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, შექება და პირფერობა. ზოდიაქოს ყველაზე კომუნიკაბელური ნიშანი - სასწორი ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს ახალი ურთიერთობები. საზოგადოებაში არიან თავდაჯერებულები და თავისუფლები. მარტოობაში ერთ დღესაც კი ვერ ძლებენ. ზოდიაქოს ყველაზე ჩაკეტილი ნიშანი - თხის რქა ძნელია გამოიცნო რა უტრიალებთ თავში. იშვიათად უზიარებენ სხვებს თავის გრძნობებსა და განცდებს. ადამიანებს გულგრილად და ცივად ეპყრობიან. ზოდიაქოს ყველაზე გენიალური ნიშანი - მერწყული მერწულს ყოველთვის აქვს ახალი იდეა. აქვთ დიდი ფანტაზიისა და შემოქმედებითობის უნარი. თუმცა ხშირად ვერ ახერხებენ მათი იდეების რეალიზებას, რის გამოც გენიალური გამოგონებები და პროექტები ყურადღების მიღმა რჩება. ანა ვერძაძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.