შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (5)


25-11-2015, 21:18
ავტორი N7
ნანახია 6 091

თავიდან, უბრალოდ, ვნების ოკეანეში შეცურული მომხდარის ანალიზს ვერ ახერხებდა. სიამოვნებისგან მიელულა თვალები და შეციებულ სხეულში გავარვარებული სისხლი უთრთოდა. ნეტავ სხვა სიტუაცია ყოფილიყო, ნეტავ... მაგრამ შემდეგ განგაშის სიგნალი ატეხა გონებამ, რომელმაც შეციება სულ წამით მოასწრო. ოხ, ეს ოხერი წამი! მოასწრო და თან როგორ. გააფთრებული დაუსხტა ხელიდან და სულ კისრისმტვრევით ჩაირბინა რამდენიმე ერთეული კიბე. გაფითრებულმა ახედა მამაკაცს, რომელიც წამის წინ სიამოვნების ოკეანეში ახრჩობდა, ახლა კი უბრალოდ იღიმოდა, ირონიით გაჟღენთილი ღიმილით.
ათრთოლებული ხელი ამოვარდნაზე მყოფ გულზე მიიჭირა და ანთებული თვალები შეანათა ლუკას.
- თავხედო, როგორ იქცევი? - შეუღრინა აფთარივით.
- როგორ ვიქცევი? - ინტერესით იკითხა, ღიმილი კი არ მოუშორებია.
- როგორ და... ისე, თითქოს შენი შეყვარებული ვიყო! - წამოროშა ენის წვერზე მომდგარი პირველივე სიტყვები.
- მერე, ცუდი პარტნიორი ვარ? - ჭინკები უთამაშებდნენ თვალებში მამაკაცს.
- ალბათ, არ იქნებოდი ცუდი! - წამოცდა და უმალ იკბინა ტუჩზე, ანერვიულებულმა.
- ნახე, მიწვევ! - სიცილით ჩამოდგა ერთ კიბეზე ნაბიჯი მამაკაცმა.
- არ მომიახლოვდე! - გამაფრთხილებელი ტონით ჩაილაპარაკა ნინამ და თვალები დაუბრიალა.
- სულ ასეთი მშიშარა ხარ? - ცინიზმს არ იშორებდა ლუკა.
- და შენ სულ ასეთი აუტანელი? - შეუბრუნა კითხვა.
- შენ ნუ ნერვიულობ მაგაზე! - სიმკაცრის გამოსახატავად საჩვენებელი თითი დაუქნია და სიცილით კიდევ ერთი ნაბიჯით შეამცირა მანძილი მათ შორის.
მოჯადოვებულივით, ვერ ინძრეოდა ქალი ადგილიდან და ცდილობდა ცივი გონებით გაანალიზებას ყველაფრის, თუმცა მისი აჩქროლებული გულის ბაგა-ბუგი, გაყრუებულ ღამეში, დასარტყამ ინსტუმენტზე დარტყმის ექოს უფრო მიაგავდა.
მამაკაცი კიდევ უფრო ამცირებდა მანძილს მათ შორის და საცა იყო ჩაიხუტებდა ქალს, რომელიც ერთ წერტილს მიშტერებული, ამ სამყაროზე მხოლოდ ფიზიკურად იყო. დანარჩენი მისი ყველაფერი კოსმოსში გაფანტულიყო... კოსმოსში, რომელიც გვირილებითა და ვარდის ფურცლებით იყო სავსე, პეპლებითაც, რომლებიც დაუღალავად მიმოდიოდნენ მის ფიქრებს შორის და თითქოს შეუძლებელი იყო დაბრუნება.
- ემზადები ქორწილისთვის? - ჰკითხა მაშინღა, როცა უკვე ფაქტიურად აღარ არსებობდა მანძილი მათ შორის. ცხელი სუნთქვა სახეში შეეფრქვა ქალს და დაფეთებულმა ააცურა გაშტერებული თვალი მამაკაცის ლამაზ სახის ნაკვთებზე.
- შენც გეპატიჟებიან? - საცოდავად ამოიკნავლა. ისე იკითხა, თითქოს ეს ისეთივე შეუძლებელი იყო, როგორც კოსმოსში მისი რეალური არსებობა.
- მეც? - სიცილით, გაკვირვებულმა შეუბრუნა კითხვა. - მე თუ არა, აბა, სხვას ვის დაპატიჟებს ანკა?! - სიცილითვე გასცა თავისივე კითხვას პასუხი.
- ვის და მე... - ბავშვურად უპასუხა შეკითხვას, რომელიც, რეალურად, არ მოითხოვდა პასუხს.
- როგორი საყვარელი ხარ, ასე რომ იბუსხები! - არ მორიდებია ლუკას ‘კომპლიმენტის’ გამეტების.
ნელა მიაწვდინა გრძელი, ნახატი თითები ქალის ნიკაპამდე და მოღრუბლული სახე თავისკენ აზიდა. მამაკაცი ერთი თავით უფრო მაღალი იყო მასზე, ამიტომ ნინას თავისუფლად შეეძლო მისი ჭაობივით მწვანე თვალებისთვის მზერის არიდება, რადგან არ მოეკიდა მარწუხები და არ ჩაეთრია ამ სასწაულ თვალებს თავისკენ, უფრო და უფრო. თუმც, როგორც მამაკაცის ძალდატანებით მოხდა მისი ამ სასწაულებისთვის თვალის გასწორება, კინაღამ ხელში შეადნა ლუკას და მაშინ პირველად იფიქრა, რომ წასული იყო მისი საქმე.
- რატომ გადამეკიდე? - ამოიჩურჩულა ანერვიულებულმა.
- რთული მისახვედრია? - ღიმილით დაუბრუნა კითხვა ლუკამ.
- კი, - საცოდავად, ძლივს გასცა პასუხი.
გაეცინა მამაკაცს.
- პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი! - სიცილითვე ჩაილაპარაკა, დაიხარა და ნაზად შეახო ტუჩები ქალის ალუბალივით ტუჩებს.
რა იგრძნო მაშინ? ყველაფერი... მხოლოდ კარგი! კინაღამ შეადნა ხელებში მამაკაცს. მოსწონდა, მაგრამ თან ძალიან, ძალიან სცხვენოდა მხოლოდ თავისი თავის და არა სხვისი. სცხვენოდა, რომ აქამდე დაეშვა და ამდენის უფლება მისცა მამაკაცს. ვითომ რა? - ერთი, ჩვეულებრივი კოცნა იყო, მაგრამ მისთვის ბევრს ნიშნავდა ეს ‘ერთი, ჩვეულებრივი კოცნა’. ადრე წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, ყველას პირში რომ უძვრებოდნენ მეგობარ-სკოლელები, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ ხშირად ეს ყველაფერი მათზე არ იყო დამოკიდებული. ეს სიამოვნება იყო, რომელიც ნებისმიერ შეყვარებულს უნდა გადაელახა, მაგრამ ჯანდაბა! ისინი ერთმანეთისთვის არავინ არ იყვნენ!
გაშეშებული ვერ ინძრეოდა, ფლობადაკარგული საკუთარი სხეულის, ბოლომდე მინდობოდა მამაკაცის ძლიერ ხელებსა და გამოცდილ ბაგეებს. მუცელში ნაზად იშლებოდნენ და ყვავილდებოდნენ კვირტები. გაზაფხული დგებოდა, ნელა იტოტებოდა ფოთოლდაცვენილი ტოტები. პეპლები იშლებოდნენ და ფეხს იკიდებდნენ აყვავილებულ მცენარეებზე. კოცნა იყო სასწაული, ყველაზე წმინდა თითქოს, რასაც ის ოდესმე შეიძენდა. ფასეული, ყველანაირად და არა გაცვეთილი, ‘არაწმინდა’.
ბოლოს, როცა ხელები დაეღალა ლუკას, ნელა ასწია თავი და ღიმილით მიაჩერდა ძლიერად დახუჭულ თვალებიან გოგონას.
- ულამაზეს თვალებს ნუ მალავ, გაიღვიძე! - უჩურჩულა ღიმილით.
ნელა გაახილა თვალები ნატროშვილმა და ისევ უმწეოდ მიაჩერდა თვალებში ირემაშვილს. იქნებ მართლაც შესაძლო იყო უგონოდ შეჰყვარებოდა ადამიანს მეორეს თვალები?!
ისეც გულამოვარდნილს, ესეც დაემატა და ყველაფერი, რაც მოახერხა იყო აბღავლება. მარჯვენაზე ჩამოგორებულ პირველ ცრემლს მოჰყვა მარცხენაზე ჩამოგორებული მეორე, მერე ისევ მესამე და ასე, დაუსრულებლად ააქვითინა გოგონა.
ფაქტიურად უგონოდ მყოფმა შემოჰხვია მამაკაცს დაუფიქრებლად ხელები წელზე და მის გულ-მკერდს მიაბჯინა თავი. ესმოდა მამაკაცის ნელ რითმიანი გულისცემა და სძულდა თავისი თავი უადგილო ნერვიულობისთვის.
- ჩშ! ნუ ტირი, გთხოვ! - თავზე ნაზად აკოცა მამაკაცმა.
- არ ვიცი რას გავს ჩვენი საქციელი! - ამოიკრუსუნა ატირებულმა საცოდავად.
- შეყვარებული ადამიანების საქციელს! - სწრაფად გასცა პასუხი, ღიმილიანი სახით, მამაკაცმა.
- მართალი ხარ! ამას ჰგავს, მაგრამ ფარსია ყოველივე! ჩვენ არ ვართ შეყვარებული ადამიანები, - ჩურჩულებდა, თუმც ვერ ბედავდა მამაკაცის გულისთვის თავის მოშორებს.
- გცივა შენ! - სწრაფად შეცვალა თემა ლუკამ.
- არ მცივა! - გაჯიუტდა ნინა.
- მთელი შენი სხეული თრთის! - მკაცრად აგრძელებდა საუბარს ირემაშვილი.
- და რა ვქნა, რომ თრთის? ითრთოლოს! - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
გაეცინა მამაკაცს.
- არ დაბრუნდები რესტორანში, პროვინციელო?
- შენ საიდან გაჩნდი აქ? - ხელები უშვა მამაკაცის წელს და თვალებში ჯიქურად მიაშტერდა.
- მე ყველგან ვარ იქ, სადაც შენც ხარ! - თვალი ჩაუკრა.
კიდევ ერთხელ ნაზად აკოცა. კიდევ ძლიერად დააჭირა წამწამები ერთმანეთს ნატროშვილმა, ოღონდ, ამჯერად, ძლიერად დაუდგა ‘განსაცდელს’ და კიდევ ერთხელ არ შეადნა მამაკაცს.
როცა მიხვდა, რომ ცხელი ტუჩების ნაცვლად მის ბაგეებს ცივი ჰაერი ეხებოდა და პეპლებსაც შეეწყვიტათ ჟრიამული მუცელში, თვალები გაგიჟებულმა დაჭყიტა და ცარიელ სივრცეს მოავლო თვალი.
არანაირი კვალი იმის, რომ ეს მისი წარმოსახვის ნაყოფი არ იყო.
ცერა გადაიტარა სავსე ტუჩზე, თავს დასცინა და რესტორანში, წყვილთან დაბრუნდა.
***
დღეები ერთმანეთს უაზროდ მისდევდნენ. ‘ინციდენტის’ შემდედ ორი კვირა გასულიყო. თითქმის ყოველდღე ვახშმობდნენ ანკა, ნიკა და ნინა. რამდენჯერმე ოჯახშიც მოვიდა ნიკა. სადაც ნატროშვილი მიდიოდა, თითქოს მართლაც აჩრდილები დასდევდნენ უკან, ყველგან ვიღაცას სიახლოვეს გრძნობდა. თითქოს უნდოდა, რომ იმ საღამოს რეალურობაში დარწმუნებულიყო, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა, სრულიად არაფერი. არადა, მართლაც გაახარებდა ყოველივეს რეალური ფერები.
გრძნობდა, რომ ვიღაც დაჰყვებოდა და თითქოს შიშებიც მოხსნილიყო. არ ეშინოდა ირემაშვილის, რადგან დარწმუნებულიც კი იყო, რომ ის არაფერს დაუშავებდა მას, კარგის გარდა. ხშირად დადიოდა გვიან საღამოებზე მარტო ქუჩებში და დარწმუნებულიც კი იყო, რომ ამაში საშიში არაფერი იყო, მითუმეტეს კი მაშინ, როცა მფარველი ანგელოზი ჰყავდა.
არ იცოდა რა იყო ეს, მაგრამ სიხარულისგან გული ეწიწკნებოდა, როცა ლუკას საქციელებს იხსენებდა, მის თვალებსა და საერთოდ, ყველაფერს, თუნდაც ეს ილუზია ყოფილიყო.
იმ საღამოსაც გვიან ბრუნდებოდა სახლში. უგეგმებოდ დარჩენილმა, კაფეში გაიარა და კვლავ შემოაღამდა ფიქრებში. ისევ იმ ჩიხში მიდიოდა, ოღონდ ამჯერად არ ეშინოდა არაფრის.
ჩიხს ყველა ზედმეტობის გარეშე გასცილდა, მაგრამ ეზოში, კაკლის ჩრდილიდან გამოსულმა ნაცნობმა სხეულმა კინაღამ შიშისგან აუთრთოლა სხეული.
მისი პატარა ქალაქში ნაპოვნი პირველი სიყვარული მოიწევდა მისკენ და მისი გული უსიამოვნო შეგრძნებით იწიწკნებოდა.
***
ბევრი ბოდიში თქვენ, ჩემო ტკბილებო! მეტს უბრალოდ ვერ ვწერ, ესაა ჩემი მაქსიმუმი, რასაც ვდებ. მხოლოდ ვცდილობ, თავის დროზე გაგახაროთ და ნუ მთხოვთ შეუძლებელს რა...
ძალიან მიხარიხართ და
უზომოდ მიყვარხართ! <3



№1  offline წევრი სოფი

Dzalian momewonaa♥madloba rom dade,rogor gamaxare shen arici♥velodebi xval axal tavs unichiereso da usayvarleso shenn❤❤❤

 


№2  offline წევრი N7

სოფი
Dzalian momewonaa♥madloba rom dade,rogor gamaxare shen arici♥velodebi xval axal tavs unichiereso da usayvarleso shenn❤❤❤

დებილივით მახარებს ის, რომ ასე მოგწონთ და ასეთი თბილი სიტყვებით მავსებთ!
მადლლობა შენ, ტკბილო, ამ სიტკბოებისთვის!❤❤
ახალი თავი იქნება აუცილებლად, ხვალ❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი სოფი

დებილობაა რა შუაშია ჩემო კარგო უბრალოდ თბილი სიტყვები და შექება მეტ სტიმულს აძლევს ადამიანს თან შენ შექებას ნამდვილად იმსახურენ❤გააგრძელე ასეე,წარმატებიბი ჩემო კარგო♥♥

 


№4  offline წევრი N7

სოფი
დებილობაა რა შუაშია ჩემო კარგო უბრალოდ თბილი სიტყვები და შექება მეტ სტიმულს აძლევს ადამიანს თან შენ შექებას ნამდვილად იმსახურენ❤გააგრძელე ასეე,წარმატებიბი ჩემო კარგო♥♥

უუღრმესი მადლობები, უსაყვარლესოო!❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი flightless bird

ძალიან კარგია , მაგრამ მე თუ მკითხავ ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები... love წარმატებები :*
--------------------
თ.ნ.

 


№6 სტუმარი tikacho

ვაიმეეე ჩემოო საყავრელოო რა კარგიი იყო :*:* Yოჩაღღრ :* მალეე დადეე აიი სუპერ გოგო ხარრ ❤პირველი სიყვარულიიოო ეს მგონი ლუკა არ უნდა იყოს ხო ?? თუუ ვცდებიი ?? :D)))

 


№7 სტუმარი teo...

Gamaxare dxesac .dzalian kargia.yohax...

 


№8  offline წევრი N7

flightless bird
ძალიან კარგია , მაგრამ მე თუ მკითხავ ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები... love წარმატებები :*

თქვენი სურვილისამებრ მეტს ვწერ ლუკასა და ნინაზე.. უბრალოდ, არ გამოდის, რომ მეხუთე თავშიც ვაჩხუბო.❤❤
გმადლობ რჩევისთვის და იმისთვისაც, რომ კითხულობ და მოგწონს❤❤
tikacho
ვაიმეეე ჩემოო საყავრელოო რა კარგიი იყო :*:* Yოჩაღღრ :* მალეე დადეე აიი სუპერ გოგო ხარრ ❤პირველი სიყვარულიიოო ეს მგონი ლუკა არ უნდა იყოს ხო ?? თუუ ვცდებიი ?? :D)))

კი, პირველ თავში გაკვრით აღვნიშნე მასზე და აქაც დაბრუნდა.. ბევრ ინტრიგებს გვიმზადებს❤
გმადლობ❤❤❤
teo...
Gamaxare dxesac .dzalian kargia.yohax...

თქვენ კიდე მე მახარებთ, ძალიან! დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგწონს❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9 სტუმარი no one ...

მაგარია! ყოჩაღ!

 


№10  offline წევრი N7

no one ...
მაგარია! ყოჩაღ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11  offline წევრი BvBArMy

ძალიან კარგია მალე გააგრძელე. love
--------------------
I Hate Everything About You

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent