შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პროვინციელო, შენ მე მეკუთვნი!" (4)


24-11-2015, 20:09
ავტორი N7
ნანახია 6 511

სახლში გულამოვარდნილი შევარდა. ირას და ნოდარს უბრალოდ მიესალმა და ოთახისკენ გაიქცა. უდინარი ცრემლები ახრჩობდნენ და არ იცოდა რატომ.
- დედა, რა დაემართა ნეტავ? - ჰკითხა ნოდარს ირამ ისე, თითქოს მამაკაცს საიდანღაც ჩააფრინდებოდა ამ კითხვაზე პასუხი.
- რა ვიცი ქალო! - სიცილით უპასუხა, - ჩემთვის არ უთქვამს და..
- შევიდე, ვკითხო რა ხდება? - ანერვიულებულმა ოთახისკენ გააპარა მზერა.
- ანკა ხომ იქაა და მოაგვარებენ... ალბათ, რაღაც პრობლემა აქვს, ბავშვური, უნივერსიტეტში, - უმალ მოიფიქრა კაცმა მიზეზი და ინტერესით მიაჩერდა ტელევიზორს, რომელიც ახალ ამბებს გადმოსცემდა.
ასლუკუნებული შევარდა ოთახში და ზურგით მიიხურა კარი, შემდეგ კი იატაკზე მძიმედ დაენარცხა და ატირებული სახე მკლავებში ჩამალა.
გაკვირვებული მიაჩერდა ანკა. მიაჩერდა წამით, თორემ მაშინვე წამოხტა ფეხზე, როცა გაიაზრა, რომ ნინას რაღაც უჭირდა და გოგონასთან მისული, ჩამუხლული, სევდით ჩაეკითხა თუ რა ხდებოდა.
დასევდიანებულმა ნინამ ვერც კი გააცნობიერა ოთახში შემოსვლისას, რომ ეს თავისი სახლი არ იყო და, შესაბამისად, არც მარტო იყო. ცრემლჩამდგარი თვალებით ახედა ანკას.
ახლა იმაზე მეტად სჭირდებოდა ნატროშვილს ვინმესთან საუბარი, ვიდრე ოდესმე.
- ან, ლუკა შემხვდა... - ამოთქვა ასლუკუნებულმა.
- ლუკა? - გაკვირვებულმა შეხედა.
- ჰო... ის ლუკა, - დაადასტურა ნატროშვილმა.
- სად შეგხვდა ან რა გატირებს მერე? - გაოცებულს კინაღამ პირი ჩამოუვარდა ანკას.
- სად და... - ამოისუნთქ-ჩაისუნთქა, რომ ნერვიულობისგან ფილტვებისთვის მოკლებული ჟანგბადი და დაგუბებული ნახშირორჟანგი ამოეღო და განაგრძო: - ჩიხი რომ არის, აქვე, კორპუსებთან...
- მანდ რა უნდოდა? - თავის თავს უფრო ჰკითხა აბაშიძემ, ვიდრე ნინას. - რა გითხრა მერე? - დაამატა უცებ.
- არ ვიცი... არაფერი. უცბად დამტაცა ხელზე და ამიკრო, - ლოყებ-აფარკლულმა გაიხსენა სცენა და კიდევ ერთხელ მოუნდა ტირილი.
- გაკოცა? - გაკვირვებას ვერ მალავდა ანკა.
- არა, დავუსხლტი! - სწრაფად გასცა პასუხი.
- კიდევ? - მოუთმენლად ცქმუტავდა.
- მეტი არაფერი, - დამშვიდებულმა დაასრულა.
- არაფერი?! ამის გამო გამიხეთქე გული? - სიცილით ჰკითხა, - მეგონა აქაო და გიტაცებდა... - ტუჩები გააწკლაპუნა და ემოციებ-დაცლილი დაეშვა საწოლზე.
- ჯვარი აქაურობას! - გამხიარულდა ნინა.
- ოჰ, ვითომ არ მოგეწონა რა! - გაჯავრებით გამოუყო ენა და კისკისში აჰყვა.
- რა მოსაწონი კიდევ ეგაა, - სერიოზულობით ჩაილაპარაკა.
- ჰო, მთელი თბილისის გოგონებს და ქალებსაც კი რომ ირემაშვილი აკერიათ პირზე, ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ „რა მოსაწონი კიდევ ეგაა“, - კიდევ ერთხელ გამოუყო ენა.
- მთელი თბილისის გოგონებს შეიძლება, მაგრამ მე არა! - თვალი ჩაუკრა.
- დაგინახავ ერთხელ სხვანაირად აჭიკჭიკებულს და გაგახსენებ შენს სიტყვებს! - სიცილით დაემუქრა, ფანჯარა გამოხსნა და სიგარეტს მოუკიდა.
ნინა განერიდა ბოლის უსიამოვნო სურნელს და საშხაპეში შევიდა. დაძაბული სხეული უმალ მოუდუნა თბილმა წყალმა...
***
- ნინა! გაიღვიძე, გაიღვიძე! - დაბალ ხმაზე ჩაჰკივლა ანკამ გოგონას და ოდნავ შეანჯღრია.
დაფეთებული წამოიჭრა ფეხზე ნატროშვილი და ნამძინარევი, აშლილი სახით მიაჩერდა სიხარულისგან განათებულ აბაშიძეს.
ჯერაც ღამე იყო ფაქტიურად, მზე იწვერებოდა და ნელ-ნელა იმკვიდრებდა თავს ცის კაბადონზე. ისე ეძინებოდა ნატროშვილს, ისე, მაგრამ ელოდა აბაშიძის გასაოცარ მიზეზს გაღვიძების ასახსნელად. ელოდებოდა და ელოდებოდა, სიხარულისგან გაგიჟებული ანკა კი ემოციების დასაცლელად დაძრწოდა ოთახში და დაბალ ხმაზე იცინოდა.
- მასე თუ გააგრძელებ, ირა შემოვა ოთახში და გვერდზე დაგრჩება ეგ შენი უაზრო მხიარულება! - ჩაილაპარაკა ნაწყენმა და დაღლილმა ნინამ.
- აუ, ნინ, ვერ დაიჯერებ რა მოხდა! - გახარებული ახლა საწოლზე შეხტა და უმნიშვნელოდ დაიწყო ხტუნვა.
- ჯერ მითხარი და მერე გადავწყვიტოთ, დავიჯერებ თუ არა! - სერიოზული იყო უძილობისგან ხასიათგაფუჭებული ნატროშვილი.
- ოო, ნუ ხარ უჟმური! - ჩამოხტა საწოლიდან და კიდეზე ჩამოჯდა, - ჩემმა ბიჭმა ცოლობა მთხოვა! - ჩაილაპარაკა მხიარულად და ის იყო ისევ აპირებდა საწოლზე აბრუნებას, კარი ჭრიალით გაიღო და გაკრეჭილი ირა შემოვიდა.
- რაო, რაო, რა მოხდაო? - სიცილით იკითხა და შვილისკენ დაიძრა.
სიბნელეშიც კი ანათებდა ანკას ვაშლივით აწითლებული ლოყები და მისი წითური თმა.
- გვისმენდი, დე? - ანერვიულებულმა მოიქცია ქვედა ტუჩი კბილებს შორის და დამნაშავეს თვალებით ახედა დედას.
- ანკა, სერიოზულად ფიქრობ, რომ დედაშენს რამე გამოეპარება?! - რიტორიკული იყო მისი კითხვა, სრულებით არ მოითხოვდა პასუხს. - მე ძალიან, ძალიან მომწონს ნიკა!
ნინა თავისი ადგილიდან იღიმოდა, ბედნიერება უკრთოდა თვალებში.
ანერვიულებული ანკა კი ხან ნატროშვილისკენ აპარებდა თვალებს და ხანაც დედისკენ, რომელიც კვლავინდებურად იღიმოდა, ბედნიერებისგან.
- კარგი ანკა რა! ასეთ ალქაჯს მცნობ? არ იცი, რომ შენი ბედნიერება ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად გამახარებს? - ნაწყენი გაუხდა კილო ქალს.
გახარებულმა აბაშიძემ წვრილ წელზე შემოჰყვია გაკნაჭული ხელები დედას და ბედნიერმა უჩურჩულა რამდენიმე სასიყვარულო სიტყვა.
***
ანკამ მეჯვარეობა, რა თქმა უნდა, ნინას სთხოვა. მან კი დაიჟინა, რომ იქამდე არ დასთანხმდებოდა შემოთავაზებას, სანამ პირადად არ გაიცნობდა ისეთ სანაქებო სასიძოს, როგორიც ნიკა იყო. ყველა საუბრობდა მასზე და თითოეული მათგანი ხოტბას ასხამდა მამაკაცს. ასე რომ, რატომ არ უნდა გაეცნო სასიძო მანამ, სანამ უხერხულ სიტუაციებში მოუხდებოდათ შეხვედრა? შეიძლება არავინ არ ეკითხებოდა ნინას იმას, უნდოდა თუ არა, როცა მეჯვარეობის საკითხზე დაელაპარაკა ანკა, მაგრამ მაინც გამოთქვა პრეტენზია - ამის უფლება ხომ ჰქონდა?
საღამოს ვახშამი შეუკვეთეს რესტორანში და ბევრი პრანჭვის მერე, ათი წუთის დაგვიანებით, მივიდნენ, როგორც იქნა.
- მეგონა გადაიფიქრე, - ღიმილით, ხმაურიანად აკოცა ქალს და ნინამ თვალები სასაცილოდ გადაატრიალა.
- ნიკ, ეს ნინაა, - მხიარულად წარუდგინა გოგონა.
- სასიამოვნოა! - ღიმილით შეხედა და ჯენტლმენური ჟესტით მოიქცია მისი ნახატი თითები თავისაში და ოდნავშესამჩნევად ეამბორა.
- ასევე, - უხერხულად აიჩაჩა ნატროშვილი და სწრაფად დაეშვა სკამზე.
- შენზე ბევრს მიყვება ანკა, - წამოიწყო მამაკაცმა, - ისე გაქებს, ისე, რომ... შენზე ტიტინით ყურები ამიფეთქა! - სიცილით დააბოლოვა.
სიწითლემ არ დააყოვნა და უცბად სწვდა ლოყებზე ნინას. რა ეუხერხულებოდა, რა თქვა ასეთი მამაკაცმა, რომ გააკვირვა და გადარია? - ვინ იცის!
- თქვენზეც იგივე შემიძლია ვთქვა! - უპასუხა უმალ და გემრიელობებს მორიდებით შეექცა.
- ოჰ, არ გვინდა ეს მოკრძალებული ფორმები! სასიძო ვარ ბოლო-ბოლო! - სიცილით მისცა შენიშვნა.
- გასაგებია, - მხრები ჩვეულებრივად აიჩეჩა ნინამ და ღიმილით მიაჩერდა ყველა ქმედებით ერთმანეთის ტრფობაში გართულ წყვილს.
გვიანი საღამო იყო და, როგორც ყველა რესტორანში, აქაც უკრავდა მუსიკა, ოღონდ სხვებისგან განსხვავებით აქ საინტერესო ჯაზს მოუსმენდით. ჯაზს, მხოლოდ და მხოლოდ და არა სხვა, უხერხულ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!) სიმღერებს.
ანკა და ნიკა საცეკვაოდ წამოდგნენ, ნინა კი დარჩა, ეულად, ხალხით სავსე რესტორანში, ცარიელ მაგიდასთან.
შემოდგომა იწურებოდა და შემოდგომისფერი ფიქრები ირეოდა თავში. ფიქრობდა აქ ჩამოსულის ასე მწირ, თუმც უდიდეს თავგადასავლებზე. ფიქრობდა და ეღიმებოდა, როგორი დიდი გულის, მაგრამ როგორი უმწეო იყო. ლუკა გაახსენდა და თავისი ქაჯობა, გაეღიმა. გამარჯვება კიდევ ერთხელ იზეიმა. დღეები გასულიყო ამ ინციდენტის შემდეგ, ის კი კვლავაც მოუნელებლად იხსენებდა რამდენიმე დღის წინანდელ ‘წარსულს’. გაახსენდა ანკას სიტყვებიც: მთელი თბილისი ირევა მასზეო და გააჟრჟოლა. იმ დღეს კი დარწმუნებით ამბობდა რა აქვს მოსაწონიო,მაგრამ, მგონი, თავადაც არ სჯეროდა ნათქვამის რეალურობის, უბრალოდ ხიბლი ჰქონდა ასეთი.
მერე, სპონტანურად, მშობლების მონატრებამ გაუქროლა თავში. ტელეფონი მოიმარჯვა და წყნარ გარემოში, რესტორნის ეზოში გავიდა.
პირველივე გასვლაზე უპასუხა საყვარელმა ქალის ხმამ, რომელსაც ყურთან არ ჰქონდა მიდებული ყურმილი, რომ უკვე ეალერსებოდა შვილს, დაუსრულებლად.
- როგორ ხარ,დე? - ჰკითხა მაშინღა, როცა ქალი ცოტათი მაინც დაიღალა მისი ქება-დიდებითა და სიყვარულის გამოხატვით.
- ჩემო გოგონა, მე კი ვარ კარგად, შენ როგორ ხარ? - სწრაფად ჩამოარაკრაკა ისევ.
- კარგად ვარ დე... მე და ანკა ვართ რესტორანში და გამახსენდით უცბად... სენტიმენტები! - გაეცინა, - რას შვებიან მამა, ბაბუ, ბებო, რას შვები შენ? - ხომ ხართ კარგად?
- კი, დედა, რა გვიჭირს?! ხომ არ დაგილევია, დედიკო, არ გადამრიო იცოდე! - ისე იკითხა, თითქოს არ სცოდნოდა, რომ თავისი შვილი ბავშვობის მერე არ გაკარებოდა ღვინოს.
- მასე მიცნობ? - მოჩვენებითი წყენით ჩაილაპარაკა.
- არა, დე, არა! როგორ არიან ირა და ნოდარი? მომიკითხე და ჩამიკოცნე ბევრი! ხომ კარგად ჭამ, დედიკო? - ისევ მიაყარა სათქმელი.
გაეცინა ნინას.
- ჭემი კარგად ჭამა გაგიგონია, დედი?
- ჩამოხვალ აქ და აგინაზღაურებ დანაკლის... - ზუსტად იცოდა ნინამ, რომ ახლა ხელისგული ლოყაზე შემოიცხო მარიკამ და დანანებით გადაიქნია თავი, თან გულში გაიფიქრა: აფსუს, სად გავუშვი ჩემი შვილიო. თავისივე ფიქრებზე გაეცინა.
- იცოდე ბევრი აკოცე მამიკოს, ბებიკოს, ბაბუკოს და მათაც უთხარი ბევრი გაკოცონ, ჩემ მაგიერ! - კისკისით დაუბარა, - წავედი ახლა, თორე ანკა ნერვიულობას დაიწყებს.
- დედიკო, დედიკო! - შეაჩერა მარიკას ხმამ.
- გისმენ, - დაღლილმა უპასუხა.
- რას აღნიშნავთ, დედი? - შეპარვით იკითხა ქალმა.
- ანკა თავის საქმროს მაცნობს, დე.. მოგიყვები მერე! ალბათ, მალე გნახავთ, ქორწილში, - სწრაფად მიაყარა მანაც..
- დედა, რას მოესწრნენ აბაშიძეები! - კისკისით ჩაილაპარაკა მარიკამ. ნინამ მამამისის დუდღუნი გაიგო ახლოდან და გაეცინა, ისევ შენიშვნას აძლევდა ცოლს, ალბათ. - კაი, წაი დედი და ჭკვიანად, იცოდე! - ჩასძახა საბოლოოდ.
- წავედი, გაკოცეთ! - მანაც დააბოლოვა და გაუთიშა.
თავისუფლება ნაგრძნობს ახლაღა მოუარა გვიანი ნოემბრის სუსხმა და ააკანკალა. ის იყო უნდა შემობრუნებულიყო და რესტორანში დაბრუნებულიყო, რომ ვიღაც, ძალიან დიდი ტემპერატურით აეკრო ზურგიდან. მუცელზე შეუცურა გავარვარებული ტორები და ყელში ცხელი სუნთქვა შეაფრქვია.
- შეგცივდა, პროვინციელო? - სიცილით ჩაილაპარაკა ნაცნობმა ხმამ.
უსიამოვნო ჟრუანტელთან ერთად, სასიამოვნოც კი იყო ეს სიტუაცია ვნების სიმთვრალე შეპარული ნატროშვილისთვის.
***
კიდევ ბევრი მადლობა თქვენ, ასეთი კარგები რომ ხართ!
დღეს მილამაზებთ!
და ისე გამრავლდით, რომ მინდა ყველას მადლობა გითხრათ, მოგესიყვარულოთ, ვერც ვახერხებ, მითუმეტეს უინტერნეტობის ჟამს:(.
იმედი მაქვს ისიამოვნეთ და ისევ იაქტიურებთ! <3
უყვარხართ შვიდიანს !



№1  offline წევრი heart emoticon

ძალიან მაგარია

 


№2  offline წევრი N7

heart emoticon
ძალიან მაგარია

ძალიან მიხარია, რომ მოგწონს❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3 სტუმარი ნიკიტა

ტკბილია. კარგია ოღონდ ლუკაზე და ნინაზე გაამახვილე ყურადღება. მათზე უფრო მეტი დაწერე და დიდი თავი თორემ არ მყოფნის.

 


№4  offline წევრი flightless bird

კარგი იყო , მაგრამ მეცოტავა :დ <3
--------------------
თ.ნ.

 


№5  offline წევრი blue jeans

ძალიან მაგარია ძალიან. მალე გააგრძელე

 


№6  offline წევრი N7

ნიკიტა
ტკბილია. კარგია ოღონდ ლუკაზე და ნინაზე გაამახვილე ყურადღება. მათზე უფრო მეტი დაწერე და დიდი თავი თორემ არ მყოფნის.

ლუკასა და ნინაჩკას დროც მოვა, მხოლოდ მათზე რომ გავამახვილო ყურადღება, მერე არ გამოვა.. რადგან სხვებიც შემოვიყვაანე როლში, ბარემ სამართლიანად დავარიგო როლევი❤❤
მიხარია, რომ მოგწონს და კითხულობ❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline მოდერი bibo

Momwons me dZann egi istoriaaaa didi Tavebi Dad Plzunii

 


№8 სტუმარი teo...

Vaime vgijdebi shenze da shens istoriebze.kargia dadzalian momwons.maledadekide gtxoooovvv...

 


№9 სტუმარი darina

Uh ra sazizgaria es luka ogond kargi gagebit :-D dzalian momwons me eseni

 


№10 სტუმარი tikacho

ჩემო კარქო ძაალიან კაი მომწონს ძაან :* )) ლუკაზე და ნინაზე უფრო მეტი წერე :* ძაან გამიხარდა,რომ დავინახე ეს თავი რო დაიდო :* Yოჩაღღღ ❤❤❤

 


№11  offline წევრი N7

flightless bird
კარგი იყო , მაგრამ მეცოტავა :დ <3

blue jeans
ძალიან მაგარია ძალიან. მალე გააგრძელე

უღრმესი მადლობა, ტკბილებო!
თავების გაზრდასა და მალე დადებას რაც შეეხება.. ეს ოთხივე თავში ყველაზე დიდი თავი იყო სიტყვების რაოდენობითაც და აზრობრივადაც, დადებას კი ვცდილობ ყოველდღე მაქსიმალურად მალე დავდო.. ჩემს მდგომარეობაშიც შემოდით, დაწერილ8 არ მაქვს და ყოველდღე მიწევს დაწერა გამზადება❤

უღრმესი მადლობა, ჩემო უსაყვარლესებო,ძალიან მახარებთ თქვენ მე!❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№12  offline ადმინი ano23

dzaliaaan,dzalian momwoons,veli shemdeg tavs ^_^

 


№13  offline წევრი N7

ano23
dzaliaaan,dzalian momwoons,veli shemdeg tavs ^_^

ძალიან, ძალიან მიხარია და ვეცდები ასევე ძალიან, ძAლიან მალე დავწერო და გაგახაროთ, რათა მერე თქვენ მე გამახაროთ ^^ :D❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№14 სტუმარი Lana

ძალიან მომწონს.უბრალოდ ლუკაზე და ნინაზე უფრო
მეტი დაწერე გთხოვ.კარგია <3

 


№15  offline წევრი Nikalaevnaa:D

პატარაა ძალიაან ცოტა გაზარდე თავებიიიი <33((მაგარიიყოოო

 


№16  offline წევრი dadeshqeliani

როგორ მომწონს ეს ისტორია love ნინა,ანკა,ლუკა ^_^ ძალიან ძალიან კარგია მაგრამ თავები გაზარდე რაა,ძაან პატარ-პატარებს დებ no

 


№17  offline წევრი N7

მომკკლავთ თქვენ მე რა :დ
ამ თავში 1500 სიტყვამდე იყო, ჩემი მაქსიმუმი, მაშინ, როცა აქამდე 1000 სიტყვას ვწერდი და მომიტევეთ, ამაზე მეტს ვერ დავწერ, პრაქტიკულადაა შეუძლებელი❤
მალე კიდევ დავდებ, რპგორც მოვახერხებ❤
მიყვარხართ❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№18  offline წევრი სოფი

Vaime rogori kargi iyoooo,,yochag shen nichiero avtoro ❤❤❤❤❤velodebi male shemdeg tavs

 


№19  offline წევრი N7

სოფი
Vaime rogori kargi iyoooo,,yochag shen nichiero avtoro ❤❤❤❤❤velodebi male shemdeg tavs

უღრმესი მადლობა, საყვარელო! მიხარია, რომ მოგწონს❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent