შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰაულის მოსიარულე ციხე-სიმაგრე (ნაწილი IV)


26-11-2015, 15:22
ავტორი Skellington
ნანახია 2 090

როდესაც სოფიმ გაიღვიძა, თავიდან ბოლომდე დღის სინათლეში მოქცეულიყო. რამდენადაც სოფის ახსოვდა, რომ ციხე-სიმაგრეში ფანჯრები არ იყო, იფიქრა, რომ ყველაფერი დაესიზმრა. კერაშიც ჩამქრალიყო ცეცხლი და მხოლოდ ვარდისფერი ნახშირიღა დარჩენილიყო, რაც კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი იყო იმისა, რომ ცეცხლის დემონი მხოლოდ დაესიზმრა. მაგრამ განძრევის პირველივე ცდამ ანიშნა, რომ არაფერიც არ დასიზმრებია. ძვლებმა ხმამაღლა გაიტკაცუნეს.
- ვაი! - დაიწრიპინა სოფიმ. - როგორ მტკივა ყველაფერი! - მისი ხმა სუსტი და დამტვრეულივით იყო.
სოფიმ თითები სახეს შეახო და ნაოჭები მოისინჯა. და აქ გაირკვა, რომ გუშინდელი ღამე შოკის მდგომარეობაში გაეტარებინა. და აქ სოფი ძალიან გაბრაზდა ჭაობის ალქაჯზე, - საშინლად გაბრაზდა.
- გამომივიდა ეგეც - დადის მაღაზიებში და ხალხს აბერებს! - იყვირა სოფიმ. - უჰ, მე მას ვუჩვენებდი სეირს!
სიბრაზემ ერთი წამოწევით ააყენა და მიუხედავად ტკივილისა, ფანჯარასთან მიიყვანა. სოფის გასაოცრად, ფანჯარაში სანაპირო ქალაქი მოჩანდა. პატარ-პატარა სახლებს იქით, ზღვა მოჩანდა, რომელსაც სოფი დიდი ინტერესით ჩააშტერდა. მას ცხოვრებაში პირველად ენახა ზღვა.
- ეს სად მოვხვდი? - ჰკითხა სოფიმ იქვე მაგიდაზე წამოჭიმულ თავისქალას. - არა, არა, მეგობარო, შეგიძლია არ მიპასუხო, - საჩქაროდ დაამატა სოფიმ, როცა გაახსენდა, რომ სადღაც კი არა, ჯადოქარი ჰაულის ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდა და შებრუნდა, რათა ოთახი დაეთვალიერებინა.
ეს პატარა ოთახი იყო.
დღის სინათლეზე ცალსახად ჩანდა, რომ იქაურობა საშინლად დაბინძურებული იყო. ქვის იატაკი გაქონილი და გამურული, ხოლო ჭერზე გაბმული ობობის ქსელები ყოფილიყო. თავისქალაზე მტვრის ფენა იდო.
ციხე-სიმაგრის დარჩენილი ნაწილი, როგორც ჩანს, დანარჩენი ოთხი კარის უკან იმალებოდა. სოფიმ უახლოესი კარი გააღო, რომელშიც სააბაზანო იყო. ასეთი სააბაზანოები მხოლოდ სასახლეებში თუა. მაგრამ სააბაზანო უფრო დაბინძურებული იყო, ვიდრე ოთახი. ის სხვადასხვა პატარა ბოთლები ელაგა. ერთზე ეწერა "გასაშრობი საშუალება", მეორეზე "კანი", მესამეზე "თვალები", მეოთხეზე "გაღიზიანების შემთხვევაში".
სააბაზანოდან პატარა კარი გადიოდა, რომელში შესვლის დროსაც სოფი სხვენში აღმოჩნდა, თუმცა მალევე გამოხურა კარი, რადგან შიგნიდან ვიღაცის ნაბიჯების ხმები ისმოდა. სოფი სხვა კარისაკენ წავიდა. მას სიარული უკვე აღარ უჭირდა და ეს სოფიმ ჯერ კიდევ გუშინ შენიშნა: ის ძლიერი მოხუცია.
მესამე კარი გაუბედურებული ეზოსაკენ გადიოდა, სადაც გაფუჭებული ველოსიპედები, რკინები და ვედროები ეყარა.
სოფიმ მეოთხე კარი გააღო. ეს ცოცხების სათავსო იყო. ბოლო კარიღა დარჩენოდა და სოფიმ აღმოაჩინა, რომ ეს ის კარი იყო, საიდანაც გუშინ შეაღწია ციხე-სიმაგრეში. მან გარეთ გაიხედა.
წამით, ის სულელივით ჩაშტერებოდა ბორცვებს. ნიავი მსუბუქად უწეწდა თმას. შემდეგ კარი მიხურა და ფანჯარასთან მივიდა, რომელიც სანაპირო ქალაქს შლიდა თვალწინ.
ეს სურათი არ ყოფილა. წინა სახლში მცხოვრებმა ქალმა გარეთ ნაგავი ჩაიტანა. ცაში თოლიები დაფრინავდნენ და ზღვაც, მზის სინათლეზე, ლამაზად ბზინავდა.
- ვერაფერი ვერ გავიგე, - გაუზიარა აზრი სოფიმ თავისქალას. შემდეგ კერას დახედა და ცეცხლს შეშა შეუკეთა, რათა აგიზგიზებულიყო.
შეშებს შორის პატარა თავი გამოჩნდა და ცოტახანში - სახეც.
- დილა მშვიდობისა, - თქვა ცეცხლის დემონმა. - არ დაგავიწყდეს, რომ ხელშეკრულება დავდეთ.
გამოდის, რომ სოფის არაფერი დასიზმრებია. ტირილი დიდად არასდროს უყვარდა, მაგრამ კარგა ხანი იჯდა ეგრე სავარძელში და ცეცხლის დემონს ჩაშტერებოდა. ზევიდან ჩამოსულ, დარცხვენილ და გაბრაზებულ მარკლს კი ყურადღებასაც კი არ აქცევდა.
- თქვენ კიდევ აქ ხართ? და რატომ?... - იკითხა მან.
- ახლა მოხუცი ქალი ვარ... - დაიწყო მან, მაგრამ ვერაფრის ახსნა ვერ შეძლო.
ყველაფერი ისე აღმოჩნდა, როგორც ჭაობის ალქაჯმა თქვა და როგორც ცეცხლის დემონი მიხვდა.
- ადრე თუ გვიან, ყველა დავბერდებით, - გაამხნევა მარკლმა. - არ გინდათ ვისაუზმოთ?
სოფი მიხვდა, რომ ის მართლაც ძლიერი მოხუცია. ბოლოს გუშინ დღისით ჭამა, ისიც მხოლოდ ყველიანი პური და ახლა მგელივით მოშიებოდა.
- კი! - წამოიძახა სოფიმ და როცა მარკლმა კედელზე ჩამოკიდული პატარა კადარა გამოაღო, სოფიმ ინტერესით შეიხედა.
- მხოლოდ ყველიანი პური გვაქვს, - მშრალად წარმოთქვა მარკლმა.
- მაგრამ იქ ხომ კვერცხით სავსე კალათაა! - გაოცდა სოფი. - იქით კიდევ ბეკონია, მგონი, არა? რაიმე ცხელიც დავლიოთ... სად გაქვს ჩაიდანი?
- არ გვაქვს, - საქმის კურსში ჩააყენა მარკლმა. - ჩვენთან მხოლოდ ჰაული ამზადებს.
- მეც შემიძლია მომზადება, - განაცხადა სოფიმ. - ის ტაფა ჩამომიღე და ნახავ!
სოფი შავი დიდი ტაფისაკენ გაიწია, მაგრამ მარკლმა მისი გაჩერება სცადა. ვერ გამიგეთ, - თავს აქნევდა მარკლი. - ყველაფერი კალციფერის გამოა. არ მოგცემთ ამის საშუალებას. მხოლოდ ჰაულს უჯერებს. სოფიმ ცეცხლის დემონს შეხედა, რომელსაც თვალები ბოროტად უელავდა.
- არ მინდა, რომ მიყენებდნენ!
- რისი თქმა გინდა, რომ ჰაულის გარეშე ჩაიდანსაც ვერ გაიღებ?! - დაიკვნესა სოფიმ. მარკლმა დარცხვენით დაუქნია თავი. - იცი რა! მაშინ გამოდის, რომ ეს შენ გიყენებენ! - აენთო სოფი. - მომეცი, ერთი!
სოფიმ მარკლს ტაფა გამოსტაცა, შიგნით ბეკონი ჩააგდო, აიტაცა კვერცხით სავსე კალათა და კერასაკენ გასწია.
- ნუ სულელობ, კალციფერ, - ბრძანა მან. - დახარე თავი.
- ვერ დამაძალებ! - ამაყად გამოსცრა ცეცხლის დემონმა.
- ამასაც ვნახავთ! - პასუხად გამოსცრა სოფიმ ისეთი სიბრაზით, რომლითაც ხშირად აშველებდა თავის დებს ჩხუბის დროს. - გაბედავ - არ დამიჯერებ და წყლით ჩაგაქრობ! ან ორივე შეშას წაგართმევ, - დაამატა მან და კერას წინ, მუხლებზე დაეშვა, ჩურჩულით: - შემიძლია ხელშეკრულება გავაუქმო და ჰაულსაც მოვუყვე მის შესახებ. გინდა?
- უჰ, შენი! - წაისისინა კალციფერმა. - მარკლ, რატომ შემოუშვი საერთოდ?! - და თავი ნელა, უნებურად დახარა.
- მადლობა, - თქვა სოფიმ და ტაფა ფრთხილად შემოსდო ცეცხლს, რათა დემონი უცბად არ აწეულიყო და ტაფა ძირს არ მოესროლა.
- ნეტავ, ყველა ბეკონი დაგეწვას, - ასძახა კალციფერმა ქვევიდან.
სოფიმ ბეკონი დაჭრა. ტაფა კარგი იყო - სწორი და ადვილად იწვებოდა. ბეკონი აშიშხინდა. კარი გაიღო, მაგრამ შიშხინის გამო სოფის არაფერი გაუგია.
- ნუ სულელობ! - შეახსენა კალციფერს. - და ჯერ არ ჩაქვრე, კვერცხიც შესაწველია.
- დილა მშვიდობისა, ბატონო ჰაულ, - მკვდარი ხმით მიესალმა მარკლი.
ამ სიტყვების გაგონებისას სოფი მიბრუნდა, - ალბათ, აუჩქარებლადაც კი. მაღალი ახალგაზრდა, ელეგანტურად გამოწყობილი ბიჭი. ქერა, ნათელი თმა უკან გადაყარა და ყინულივით ცისფერ-მომწვანო თვალები სოფის აღაპყრო.
- უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით? - დაინტერესდა ჰაული. - მგონი, სადღაც მყავხართ ნანახი.
- არ მიცნობთ, - თავდაჯერებით მოიტყუა სოფიმ.
ბოლოსდაბოლოს, პირველი, ერთადერთი და უმოკლესი შეხვედრა ჰაულთან მაშინ იყო, როდესაც ბიჭმა გოგონას ნაცრისფერი წრუწუნა უწოდა. სოფიმ მადლობა გადაუხადა ბედს, რომ მალევე ჩამოიცილა გზიდან და თავისი დის სანახავად გაეშურა. გამოდის, რომ ჯადოქარი ჰაული ბავშვია, მგონი, ოც წელსაც არ იქნებოდა გადაცილებული!
- ამბობს, რომ სოფი ჰქვია, - განავრცო მარკლმა. - ღამე მოვიდა.
- როგორ დააძალა კალციფერს თავის დახრა? - იკითხა ჰაულმა.
- ა-არა, ისე... დამაჭირა და სადღა უნდა წავსულიყავი! - საწყლად დაიკრუსუნა კალციფერმა.
- ეს ყველას კი არ გამოსდის, - შეამჩნია ჰაულმა და სოფი გვერდით გასწია. - კალციფერს არ უყვარს, როცა მასზე ვინმე სხვა ამზადებს საჭმელს, - შეატყობინა მან. - გთხოვთ, გადმომაწოდეთ ბეკონის ორი ნაჭერი და ექვსი კვერცხი. მომიყევით, აქ რას აკეთებთ?
სოფი ჰაულის მწვანე ფერის საყურეს უყურებდა და კვერცხს თითო-თითოს აწვდიდა. აქ რას ვაკეთებ? - გადაამოწმა მან კითხვა. - თქვენი ახალი დამლაგებელი ვარ.
- ნუთუ? - გაიკვირვა ჰაულმა. ერთი ხელით კვერცხს ტეხდა, ტაფაზე ახლიდა, ნაჭუჭს კი კალციფერს აჭმევდა. - და ეს ვინ გითხრათ?
- მე, - უპასუხა სოფიმ და დაამატა: - თქვენი სახლი უნდა დავალაგო, თორემ ამ ბოროტებას სხვაგვარად ვერ ჩამოგრეცხავთ.
- ჰაული არ არის ბოროტი, - გააპროტესტა მარკლმა.
- როგორ არა! - დააცხრა მას ჰაული. - თვითონაც იცი, მარკლ, თუ როგორ ბოროტად ვიქცევი ახლაც, ამ მომენტში! - და ბიჭმა სოფისაკენ გაიხედა. - თუ ასე ძალიან გინდათ დარჩენა, თეფშები და ჩანგლები იპოვეთ, და მაგიდა გაწმინდეთ.
სოფის ეგონა, რომ ჰაული წინააღმდეგი იყო, ამიტომ შესთავაზა:
- თუ გინდათ, ერთი საცდელი თვე მომეცით.
ჰაულს არაფერი უპასუხია, გარდა "მარკლ, თეფშები, გეთაყვა" და ტაფა ასწია. კალციფერმა შვებით ამოისუნთქა და თავაი ასწია.
სოფიმ ჰაულის კედელთან მისამწყვდევი კიდევ ერთი ხერხი იპოვა.
- თუ გინდათ, რომ მთელი თვე ვალაგებდე, - განაცხადა მან, - დანარჩენი ოთახებიც მანახეთ, თორემ ამ ოთახის და სააბაზანოს გარდა სხვა ვერაფერი ვიპოვე.
სოფის გასაკვირად, მარკლმა და ჰაულმა სიცილი ატეხეს.
მხოლოდ საუზმის ბოლოს მიხვდა სოფი, რაზეც იცინოდნენ. ჰაულს ვერ მიამწყვდევდი კედელთან და როგორც ჩანდა, არც კითხვებზე პასუხის გაცემა უყვარდა. სოფი მას შეეშვა და მარკლზე გადაერთო.
- აუხსენი, - ბრძანა ჰაულმა. - იქნებ, გაჩუმდეს.
- არანაირი ციხე-სიმაგრე არ არსებობს, - თქვა მარკლმა. - მხოლოდ ეს ოთახი და ზევით ორი საძინებელი.
- რა?! - გაოგნდა სოფი. ჰაულმა და მარკლმა კვლავ სიცილი დაიწყეს.
- ციხე-სიმაგრე ჰაულმა და კალციფერმა შექმნეს, - მოყოლა დაიწყო მარკლმა. - კალციფერს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჯერ კიდევ ფეხზეა. ეს კი ჰაულის ძველი სახელია, ქალაქ პორტჰავენში. მხოლოდ აქ არის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
- პორტჰავენი ხომ ზედ ზღვაზეა, მხოლოდ რამდენიმე მილი აშორებს! - დაიკვნესა სოფიმ. - მე ეს არ მომწონს! აბა, რაღა საჭიროა თქვენი უზარმაზარი უშნო ციხე-სიმაგრე, რომელიც ბორცვებზე დაბობღავს და მარკეტ-ჩიპინგის მოსახლეობას თავზარს სცემს?
ჰაულმა მხრები აიჩეჩა.
- როგორი პირდაპირი მოხუცი ხართ! კარიერის იმ საფეხურს მივაღწიე, რომ იძულებული ვარ, როგორც ყოვლისშემძლე, ასევე ძალიან ბოროტის შთაბეჭდილება მოვახდინო ყველაზე. არ მინდა, რომ მეფემ ჩემზე კარგი რაღაცები იფიქროს. შარშან ერთი ძლიერი პერსონა ვაწყენინე, ამიტომ ორივესგან თავი შორს უნდა მეჭიროს.
როგორც სოფიმ გაიგო, ჯადოქრებს უფრო სხვანაირი საიდუმლოები აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. მალე სოფიმ შეიტყო, რომ ციხე-სიმაგრეს კიდევ სხვა უპირატესობებიც გააჩნდა. კარზე კაკუნი იყო.
კალციფერი აალდა:
- კინგსბერის კარია!
ჰაული სააბაზანოდან მობრუნდა და კარისაკენ წავიდა, მაგრამ სანამ გააღებდა, კარის გვერდით გაკეთებულ ოთხკუთხა ხის ურდულს ჩამოჰკრა ხელი და ურდული წითელ ზოლს გაუსწორა.
კართან ცისფერ შარვალ-კოსიტუმში გამოწყობილი კაცი იდგა.
- მისმა უდიდებულესობამ მიბრძანა, რომ თქვენთვის ორიათასი ფეხსაცმლის გადასახადი მომეტანა! - ჩაარაკრაკა კაცმა.
ჰაულმა საფულე ამოიღე, რაღაცა ჩადო, კარი მიხურა, ურდული მწვანეზე დააყენა და საფულე კვლავ ჯიბეში ჩაიდო. სოფიმ შეატყო, რომ მარკლი თვალს არ აცილებდა საფულეს.
შემდეგ ჰაული აუჩქარებლად წავიდა აბაზანისაკენ: "კალციფერ, ცხელი წყალი!" და ამის შემდეგ, კარგა ხანს აღარ გამოჩენილა.
სოფი ძალიან დაინტრიგდა.
- ვინ იყო ის კაცი? - ჰკითხა მარკლს. - უფრო სწორად, სად იყო?
- ეგ კარი კინგსბერში მიდის, - ახსნა მარკლმა. - იქ მეფე ცხოვრობს. ალბათ, ლორდის მსახური იყო. და სულ ტყუილად მისცა ჰაულს ფული, - აღელვებით დაამატა ბიჭმა და უკვე კალციფერს მიმართა.
- ჰაული დამრთავს ნებას აქ ვიცხოვრო? - იკითხა სოფიმ.
- თუ ნებას დაგრთავთ, აღარასდროს ეცადოთ კედელთან მიიწყვდიოთ, - ურჩია მარკლმა. - მას ეს ძალიან არ უყვარს.



№1  offline წევრი Archive

ისტორიას რომ დაასრულებ წავიკითხავ აუცილებლად. დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება :)))

 


№2 სტუმარი 302766

არ აგრძელებთ?

 


№3 სტუმარი სტუმარი ხატია

არ გააგრძელებ დადებას :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent