წესები სკოლაში და გარეთ რეალურ ცხოვრებაში ( მეორე ნაწილი 2)
რატი საშინლად იყო გაბრაზებული ნინიზე ,მაგრამ მაინც პრველ რიგში ცოლს გაჰყვა. ელენე საწოლზე იჯდა და ტელეფონს ათამაშებდა. აშკარად გაბრაზებული იყო და ყურადღების გადატანას ცდილობდა. -გაბრაზებული ხარ? -არ უნდა ვიყო ?_ ცოტა არ იყოს ირონიულად გამოუვიდა გოგონას -არაფერი მითქვამპს საგანგაშო -ვერც კი ხვდები არა? -რას უნდა მივხვდე ელენე? გგონია მე არ მინდა რომ წახვიდე? -მაპატიე მაგრამ სხვა დასკვნა ვერ გამომაქვს. -აქ სხვანაირი ხალხი ცხოვრობს. სხვანაირად ფიქრობენ. ფეხებზე ეს ყველაფერი ,მაგრამ ბოლოს შენ გამოხვალ დაზარალებული -შენ გგონია კლუბში ჯერ არ ვყოფილვარ? -ვიცი ,რომ იქნები ნამყოფი და იცი იქ რა სიტუაციაცაა. დავიჯერო კლუბში ყოფნისას ვინმეს შენთან ურთიერთობა არ უცდია? აქ სხვანაირად ფიქრობენ , ჰგონიათ თუ კლუბში გოგო მარტოა აუცილებლად უნდა აეკიდონ. მე ამერიკასი ვცხოვრობდი და ახლა ამერიკაში ,რომ ხდებოდეს იგივე სიტუაცია არც დავფიქრდებოდი ისე გაგიშვებდი რადგან იქ მსგავს რამეებს ერთმანეთში არ ურევენ . -გასაგებია არც მჭირდება ახსნა. -ნუ ბრაზობ. შენს სახლში გამოკეტვას სულაც არ ვაპირებ. სადაც გინდა იქ წადი და რაც გინდაა გააკეთე ,მაგრამ ვიცი კლუბში რა სიტუაციაც შეიძლება შეიქმნას და ვიღაცას კბილებს დავათვლევინებ. მაგრამ თუ ასე ძალან გინდა შეგიძლია წახვიდე. მე არ მიბრძანებია არ წასულიყავი. მე მხოლოდ ჩემი პოზიცია გავამჟღავნე. -როგორ წავალ როცა ვიცი შენ არ გინდა ეს გავაკეთო? -კარგი დაწყნარდი არ ღირს ახლა მაგ სისულელეზე იტირო. არც ის მინდა ,რომ ტირანად შემრაცხო . თუ გინდა წადი . მე არ დაგიშლი. -შენთან ერთად წასვლა ძალიან გამიხარდებოდა ,მაგრამ ასე ,რომ მოვიქცე ყველა მიხვდება რომ მარტო არ გამიშვი... ყველა მე დამცინებს -მართლა პატარა გოგო ხარ რა ... რასი გენაღვლება ვინ რას იტყვის ,მაგრამ იყოს მასე როგორც შენ გინდა. რადგან ყველა შენი მეგობარი მოდის შენც წადი. ლუკაც მოდის ხო? -კი, ალბათ დაჩი ვერა. დღეს მაგასთან ვაპირებ გასვლას. თან დეიდაჩემსაც ვნახავ. ხო იცი შორენა დედაჩემის ბიძაშვილია . -კი, დაგირეკავ მერე. მეც უნდა გავიარო და მწვრთნელი ვნახო. გავიგებ როდის იწყება ვარჯიშები. ელენემ თავი დაუქნია -მიდი გამოიცვალე და ნინის წაჰყევი ალბათ უკვე გელოდება. თორემ მერე მაგაშიც დამდებს ბრალს დაქალს მართმევსო და თან გაიგე ერთი რა ჭირს რაც ჩამოვედით წარბი არ გაუხსნია... მტერივით იბღვირება -შენი და მასეთია. როცა რამეზე ბრაზობს სულ ასე იქცევა. თავისით გადაუვლის ,მაგრამ მეც დაველაპარაკები. -მიყვარხარ, მიდი გამოიცვალე _რატიმ ცოლს აკოცა და გარეთ გამოვიდა. ნინის უკვე ჩანთა გადაეკიდა და დერეფანში მოაბიჯებდა. -შეიძლება წავიდეთ?_ უსიამოვნოდ გადახედა ძმას , რომელმაც გასასვლელი ხელით გადაუკეთა. თავის შეკავებას აპირებდა ,მაგრამ მაინც ვერ მოითმინა. -შეიზლება, მაგრამ მეორედ არ გაბედო ჩემი და ჩემი ცოლის ურთიერთობაში. შენ შენი ადგილი გაქვს და ეს არ დაგავიწყდეს. -გვეჩქარება -შეგიძლიათ წახვიდეთ ,მაგრამ არ დაგავიწყდეს რაც გითხარი. შეგიძლია სადმე წასვლისთვის ნებართვა არ მთხოვო და მამასთან გაიქცე ,მაგრამ მე მამაჩემის ნებართვა არ მჭირდება ჩემს ცოლთან საქმის მოსაგვარებლად. გასაგებია? ნინიმ კიდევ ერთხელ შეუბღვირა ძმას და ოთახში შევიდა. ელენეს გამოეცვალა და ახლა სარკის წინ თმას ივარცხნიდა. -წავედით? -ჰო წავიდეთ და დაჩისაც გავუაროთ. მომენატრა ბიჭები. გავიგოთ დიანამ რა ქნა გამოცდებთან დაკავშირებით. VVV მარი უკვე მზად იყო წასასვლელად. გოგონებს სავაჭრო ცენტრში უნდა შეხვედროდა. ის იყო უკვე კიბეები ჩამოირბინა ,რომ განწირული კივილი მოესმა. მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა. ისევ უკან აირბინა კიბეები და თამუნას ოთახში შევარდა. -კარგად ხართ? -მგონი მუცელი მტკივა. -ჰო, მაგრამ თქვენ ხომ ოპერაცია უნდა გაგეკეთებიათ? -როგორც ჩანს ცოტა ადრე გადაწყვიტა დაბადება. გთხოვ ექიმს და მამაშენს დაურეკე. -ჰო ,მაგრამ ეს შეიძლება საშიში იყოს. მგონი სჯობს დაწვეთ. -ასე მირჩევნია. ექიმს დაურეკე და მამაშენსაც მარიმ ტელეფონი აიღო და გიას ოფისში დარეკა. ვიღაც ახალგაზრდა გოგომ უპასუხა ალბათ მისი მდივანიაო გაიფიქრა. ვერაფრით ვერ გადაწყვიტა რა ექნა ეთქვა თუ არა იმ გოგოსთვის გიას შვილი ვარო. ალბათ მის სამსახურში გიას ერთადერთ შვილად ელენეს იცნობდნენ. ბოლოს მხოლოდ მასთან დალაპარაკება ითხოვა ,მაგრამ უარით გაისტუმრეს საბჭოს სხდომაზეაო. -ვერანაირად ვერ მოვახერხებ დაველაპარაკო? ეს მნიშვნელოვანია. -სხდომაზე არ შევდივართ ხოლმე გოგონა. -მაშინ როგორც კი გამოვა გადაეცით ,რომ მისი ცოლი მშობიარობს. -თქვენ ვინ ბრძანდებით? -მე...მე... მე ახლობელი ვარ_ მიუხედავად იმისა,რომ თამუნას სასინელი ტკივილი ქონდა საყვედურით აღსავსე მზერა მაინც ესროლა მარის. ალბათ ტელეფონი გათიშული ,რომ არ ქონოდა მასინვე გამოასწორებდა საკუთარ ნათქვამს. -ექიმს უკვე დავურეკე და მითხრა სასწრაფო გამოიძახე და აქ მოიყვანენო და ასეც მოვიქეცი_ შემოვარდა ოთახსი მსახური გოგო. -გმადლობთ_გაუღიმა მარიმ და თამუნას მხარზე ხელი მოხვია. _ არ ინერვიულოთ სასწრაფო მალე აქ იქნება. -მესინია , ეს იმას ნიშნავს რომ მშობიარობა მომიწევს. ექიმმა კი ეს არ მირჩია. -ნუ გეშინიათ მა ... მამაჩემმა თქვა ,რომ თქვენი ექიმი საუკეთესოა. -რაღაც მაინც მოხდა კარგი. მამაშენი უწოდე. აქ ,რომ იყოს გაუხარდებოდა. ტელეფონი მომაწოდე უნდა დავრეკო თუმცა არ ვიცი რამდენად შევძლებ. მარიმ სწრაფად შეასრულა მისი თხოვნა. თამუნამ ჩამონათვალში სასურველი ნომერი აკრიფა და დარეკა. -შორენა მე ვარ. მშობიარობა დამეწყო. -რაა? ჯერ ადრეა რა მოხდა? -არაფერი მოულოდნელად, მაგრამ მანდ ხომ დამხვდები? -რაა? გია არაა სახლში? -სხდომაზეა ,მაგრამ ხომ იცი როგორი მშიშარა ვარ. ამას მარტო ვერ ვიზამ. შენ ექიმი ხარ და სემოგიშვებენ. გთხოვ ... -რათქმაუნდა. ვნახავ განრიგში რა მაქვს თუ რამე გადაუდებელი არაა დაგხვდები. ვანდამ იცის? დავურეკავ... -არ იცის დაურეკე ... -ქალბატონო სასწრაფო მოვიდა._ ისევ გამოჩნდა მსახური და მალევე მოჰყვა ორიოდე ექიმი, რომლებმაც გასინჯვისთანავე საკაცეზე დააწვინეს ქალი. მარიმ ისევ მხარზე გადაიკიდა ჩანთა და უკან მიჰყვა. მანქანასი ერთი ადგილი ძლივს იყო პაციენტის გამყოლისთვის. VVV ელენე და ნინი სავაჭრო ცენტრში აქეთ იქეთ დადიოდნენ და თან მარის ელოდნენ. ნინი ისე ცუდ ხასიათზე იყო ყველა ტანსაცმელს ცხვირს უბზუებდა. ყველაფერს იწუნებდა და ზედაც არ უყურებდა. -გეყოფა! არ გინდა მომიყვე რა მოხდა შენსა და ლევანს შორის? -არ არის ახლა მაგის დრო. -მარი მაინც იგვიანებს და რა აზრი აქვს? ტყუილა ხომ არ ვიბოდიალებთ? წამოდი კაფეში დავსხდეთ სანამ მარი მოვა. მოგვწერს მერე და გამოვალთ. არაფერს მიყვებოდი დუბაისი ყოფნისას. -რა უნდა მომეყოლა ჩემი ზმა გადგა თავზე? გაგიჟდი... -ახლა ხო არაა შენი ძმა აქ? მოდი აქ შევიდეთ და დავსხდეთ. მაინც გაარე კაფეა და შედარებით სიგრილე იქნება. ნინი უსიამოვნოდ მაგრამ მაინც შეყვა მეგობარს და მაგიდასთან მის პირისპირ დაჯდა. ცოტა ხანს ასე ისხდნენ ,მაგრამ მერე ელენემ დაარღვია სიჩუმე და კითხვების დასმა დაიწყო. -მარის რატომ არ მოუყევი აქ არ იყო. მე ხომ არ ვარ მარტო? -მარის ვერ ველაპარაკები ასეთ თემებზე. სხვანაირია. ის ვერ მიგებს და მეშინია ერთ დღესაც ჩემზე აზრი არ შეეცვალოს. -რა სისულელეებს მეუბნები რა... -სიმართლეს გეუბნები. მაგას სექსის ხსნებაზეც კი ლოყები უწითლდება და ლამისაა დაეცეს. როგორ ვუთხრა ,რომ მე და ლევანს მაგის გამო გვქონდა პრობლემა და გვაქვს ახლაც. -თქვენ კიდე მაგაზე ლაპრაკობთ? -რა გენაღვლება ხო? გათხოვდი და როცა გინდა მაშინ წევხარ ჩემს ძმასძან. მე კი არ მინდა ასე მოხდეს... არ მინდა ლევანთან სექსის გამო მქონდეს პრობლემა და არც ის მინდა,რომ მაგ პრობლემის აღარ ქონის გამო გავთხოვდე... -ახლა არ მითხრა ,რომ გგონია რატის იმის გამო გავყევი სექსი თავისუფლად გვქონოდა . და საერთოდ რატომ ქმნით ამ თემას ტრაგედიად? -იცი რა მოხდება? ყოველ ჯერზე როცა უარს ვეტყვი ჩვენი ურთიერთობა დეგრადირდება. მერე მის ცხოვრებაში სხვა გამოჩნდება რაც მე არ მინდა. ვიცი ასე იქნება. სხვასთან მონახავს იმას რასაც მე ვერ მივცემ თუნდაც ძალიან ვუყვარდე და მსულებითაც არ ვაპირებ ვინმეს ზიარი შეყვარებული მყავდეს. ვერ ავიტან დღისით ჩემთან ერთად ხელგადახვეულმა იაროს და ღამით სხვასთან გაერთოს. -ეგ რა სიყვარულია. თუ მასე მოიქცევა ესეიგი არც ყვარებიხარ. -შენ საერთოდ სჯობს მიწაზე დაეშვა. ტყუილა ვიფიქრე უკვე გათხოვილი ქალია და რამე ეცოდინებათქო. სინამდვილეში არც არაფერი იცი ... რა გგონია რატის ცოლად ,რომ არ გაჰყოლოდი და დაცდა გეთხოვა საქმე როგორ იქნებოდა. რატი ამერიკაში წავიდოდა და იქ წმინდანივით თავს შეინახავდა შენთვის?თუ მართლა მასე ფიქრობ ძაან იდიოტი ყოფილხარ საყვარელო. -ცხოვრების რწმენა რამ დაგაკარგინა. მერე მითხარი ბოლოს და ბოლოს რა მოხდა. გასაგებია რისიც გეშინია ,მაგრამ დაშორდით? ერთად ხართ? რა ხდება საერთოდ და რატომ ხარ მოშხამულ ხასიათზე? -დამპირდა ბათუმში, რომ წახვალთ შენ და დედაშენი ჩამოგაკითხავთო და შეგხვდებიო. რამდენიმე დღე დავრჩებიო. მერე ჩვენ ერტი კვირა თუ ცოტა მეტი ვერ წავედით... მამა მიფრინავდა და დედამ აიჩემა სანამ არ წავა ვიყოთ აქეთო... მერე მე და ლევნმა მაგ თემაზე ისევ ვიკამათეთ. მოკლედ აქედან ნაჩხუბარი წავედი და...კი მწერდა მარა სანახავად არ ჩამოვიდა. მთხრა აზრი არ აქვს სჯობს ყველაფერი გავარკვიოთო. -რას გადაეკიდეთ კიდევ ამ სექსს. ასე მნიშვნელოვანია ეგ? ჯერ არც ისე დიდი ხანია ერთად ხართ.... -ნეტა შენ ვის ეუბნები მაგას ჩემი ძმისთვის გამარჯობის თქმა ვერ მოასწარი საკურთხეველთან იდექი -შენს ზმას ბავშვობიდან ვიცნობდი უბრალოდ შეყვარებული არ იყო. მთელი ცხოვრებაა ჩვენი ოჯახები ერთმანეთს იცნობენ. -და მერე რა? იმიტომაც არ აგიტეხა დღეს ერთი ამბავი კლუბში წასვლაზე...რაღაც სისულელეზე -კარგი რა. სულაც არ აუტეხავს ერთი ამბავი. მითხრა თუ გინდა წადიო. -იმიტომ გითხრა ,რომ შეგატყო გეწყინა. -ბოლო ბოლო რაზე შეთანხმდით? არ მითხრა ,რომ იწექი მასთან -არა. ჩევთანხმდით ,რომ როცა ჩამოვიდოდი ვილაპარაკებდით მარა ჯერ არ შევხვედრივარ. გუშინ ჩამოვედი. -არ გაბედო და მგის გამო არ დასთანხმდე. იცოდე სკოლაში შენთან არ ვიქნები და გრძნობები დაიოკე. რაღაცატომ უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება შენი და ლევანის ურთიერთობა სექსის თემაზე კამათით იწყება და მთავრდება... სადაა სიყვარული? -სიყვარულიცაა...საქმე ისაა ,რომ სიყვარულის განუყოფელი ნაწილია სექსიც. შენ და რატი რაშვებით.ცოტა კი არის ახლა ეგ უხერხული თემა ჩემთან განსახილველად ,მაგრამ დაქალები ვვართ და მოსულა. -ჩვენ კარგად ვართ. ჯერჯერობით ურთიერთობა გამოგვდის მერეც იმედია ყველაფერი რიგზე იქნება. -რაღაც ვერ შეგეგუე ჩემს სახლში რძლის სტატუსით. -სულელო. შენი დაქალი ვარ ისევ რა გჭირს... რატის ცოლობა რას ცვლის ჩვენს შორის? -ხომ იცი რა საშინლად ეჭვიანი ვარ? -ხოდა ეგ დაგღუპავს - ვნახავ ერთ როდემდე გაძლებ ეჭვიანობის გარეშე -არ მომცემს რატი მაგის საბაბს. ვუყვარვარ ... ვიცი... -ეს სკოლაც რომ იწყება... ვერ ვიტან მაქაურობას უკვე. -და ეგ როდის მერე? -რაც შენ წამოხვედი. -სამაგიეროდ ახლა სახლში გყავარ. უი სახლზე გამახსენდა მარი ამდენ ხანს სადაა? უნდა დავურეკო... - ამ ლაპარაკში არც გაგვახსენდა... -გაჩუმდი ვრეკავ _ანიშნა მეგობარს_ ჰო მარა არ მპასუხობს. სადაა ნეტა? - მიდი სახლში დარეკე სჯობს. ელენემ ნომერი შეცვალა. ამჯერად ჩასაფრებულივით მალევე უპასუხეს. მსახურს აღელვებული ხმა ჰქონდა , რამაც ელენე ძალიან შეაშინა. - დედათქვენს მშობიარობა დაეწყო - რაა? როგორ არ გამაგებინეთ? მამა სადაა? -ალბათ უკვე საავადმყოფოში ._ ელენემ გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი და ფეხზე წამოხტა. -რა მოხდა? -დედას მშობიარობა დაეწყო... - ჯერ ჰო ადრეა? - კი და რატომთაც მე არავინ გამაგებინა. -რატის არ დაურეკავ? - ჰო ახლავე . გოგონები მანქანაში ჩასხდნენ და საავადმყოფოსკენ წავიდნენ. ელენეს ნერვიულობოსგან ხელ-გეხი უკანკალებდა. შიშის განუზომელი ტალღა მოჰგვარა სიტყვა "ნაადრევმა". არადა ფიქრობდა დედას მშობიარობას დავესწრებიო. მერე კი როცა ბავშვი გაიზრდება მოვუყვები ამ ამბავსო. საავადმყოფომდე ამ დღეში იყო. მსახური არც შემცდარა გია დერეფანში იდგა კედელზე მიყუდებული. მარიც იქვე იჯდა. -მამა... -შვილო მოხვედი? -ჯერ ადრე იყო არა? -კი მარა ყველაფერი კარგად იქნება მჯერა..._ გულზე მიიკრა შვილი კაცმა. ნინი მარის მოუჯდა გვერდით და თანაგრძნობით გადახედა. - რათქმაუნდა კარგად იქნება. იმშობიარებს და ... -არა ოპერაციას უკეთებენ საყვარელო. შორენა შიგნითაა.მითხრა ყველაფერს მე მივხედავო -ესეიგი სანერვიულო არაფერია. რატი მოვიდა ... -გამარჯობა! როგორაა? - ჯერ არ ვიცით , ველოდებით _ხელი ჩამოართვა სიძეს გიამ -ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო _ თმაზე ხელი გადაუსვა ბიჭმა და შუბლზე აკოცა. - იმედია. მარი გმადლობ ,რომ დედასთან იყავი _ მოუბრუნდა დას ელენე. -რას ამბობ. აბა რას ვიზამდი? საოპერაციოს კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა. ელენემ თვალი მოავლო იქაურობას და შორენა ვერსად დაინახა. ნუთუ მათთან არ გამოვიდა? გია მაშინვე მივარდა ნაცნობ ექიმს და შეკითხვები დააყარა. ელენე ისე იყო გაოგნებული რა ეკითხა ვერ მოიფიქრა - გილოცავ გია ბიჭია! _ მეგობრულად მიმართა დაახლოებით თავისივე ასაკის კაცმა , თუმცა აშკარა იყო მას მხოლოდ ეს პასუხი არ აკმაყოფილებდა. თვალებით ისევ შორენას დაეძებდა. ექიმა ისევ სცადა საუბრის დაწყება , მაგრამ დერეფანში არასასურველი სტუმარი გამოჩნდა. გიამ ინსტინქტურად გადახედა მარის , რომელმაც გონზე მოსვლა ძლივს მოასწრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.