შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ქარია გარეთ (1 თავი)


27-11-2015, 23:49
ავტორი MarryLap
ნანახია 1 748

დრო ზოგჯერ ნელა მიდის, შესაძლოა საათი მარადისობად მოგეჩვენოს. ზოგისთვის ეს დრო საკმარისი არ არის. ჩაკ ვესტვიკზე კი ამას ვერ იტყვი. მისთვის არ არსებობს საზღვრები, თვით დროსაც კი არ შეუძლია მისი შეჩერება. აბა ეცადეთ და შეაყოვნეთ მაინც რაიმის გაკეთებისას, უმალვე მიიღებთ საკადრისს. დრო ბრუნავს და ბრუნავს, არ ჩერდება, როგორც ბორბალი - ღერძის, ან დედამიწა - მზის გარშემო.
მისი მაღალი, გამოყვანილი სხეული დგას უსარგებლო ნივთებით სავსე ოთახში. მის შავ თმას ახლად ამოწვერილი მზის სხივები დანათოდა და სინათლის სხივებით ბზინვარებას ანიჭებდა. ხშირ და გამოყვანილ წარბებს კი ტოლს არ უდებდა ულამაზესი თვალები. ვერაფერს დაუწუნებდით მის უნაკლო სხეულს. პატივმოყვარეობის და სიამაყის მიუხედავად მაინც ყველა გიჟდებოდა მასზე. ერთი ის არის, რომ მასწავლებლები ვერ იტანენ სიზარმაცის გამო. ჩაკს ეს არ ანაღვლებს. მისთვის სხვა ბევრი რამ ამაზე მნიშვნელოვანია.
ოთახი დატოვა თუ არა პირველ სართულს მიაშურა. სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა დახვეული კიბეები და სამზარეულოში თავისზე ერთი წლით დიდ დას მიესალმა.
-დილა მშვიდობისა დაიკო.
-აჰაა. - თითქოს ვალდებულების მოხდის მიზნით ნათქვამი ერთი სიტყვა ცივად მიაგდო ჩაკს და საუზმის მადიანად ჭამა გააგრძელა. - დღეს სკოლაში არ მოვდივარ.
- რატო? - მობეზრებული ტონით ვითომდა დაინტერესებულმა ჰკითხა.
-მეძინება.
-ეხლა არ გაიღვიძე?
-და ვინ გითხრა რომ მეძინა?
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
ნერვებს აყოლილმა უმცროსმა ძმამ სახლი უმალ დატოვა და ამით ბაბი წააქეზა, რომ მსგავსი საქციელი მომავალში გაემეორებინა. ვინ იცის მერამდენედ ილაპარაკეს ასე უაზროდ. ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ასეთივე ამაღლებული გრძნობა არ აკავშირებდათ თავიანთ უფროს ძმასთან, რომელიც აგერ უკვე ორი წელი იყო, რაც კოლეჯში სწავლობდა.
სკოლის პირველი დღე. ახალი მოსწავლეები. ახალი თავსატეხები და რა თქმა უნდა, ახალი თავგადასავლები. ჩაკი პირველივე გაკვეთილიდან წამოსვლას აპირებდა, რადგან იცოდა საინტერესო არაფერი მოხდებოდა.მან წიგნები აიღო, პირველი სემესტრის ცხრილი ჩაიწერა და მართლაც, მეორე გაკვეთილის შემდეგ ის და მისი მეგობრები თავიანთ ჩვეულ ადგილას წავიდნენ. საღამომდე დიდი დრო არ იყო დარჩენილი, როდესაც ბარს მიაშურეს. ოო, იქ რამდენი გოგოები ელოდებოდნენ სულმოუთქმელად. დიდხანს რომ არ ვილაპარაკოთ ამ დღეზე, მოკლედ ვიტყვი, რომ ღამე მეგობართან გაათია და მეორე დღეს სკოლაში მესამე გავეთილზე ერთად წავიდნენ.
ყველას მზერა ჩუმ-ჩუმად მისკენ იყო მიპყრობილი. თვალს ვერავინ აშორებდა ასე მოუწესრგებელსაც კი. ჩაკს კი გულში ეღიმებოდა და საკუთარ სიდიადეზე ფიქრობდა. დაუკაკუნებლად შეხსნა საკლასო ოთახის კარი და არ გაუმართლა. დირექტორი ატარებდა გაკვეთილს.
-ჩარლზ ვესტვიკ, მერამდენედ შეიძლება დააგვიანო?
-ამ წელს პირველად, პატივცემულო.
-ზრდილობა იქონიეთ მისტერ ვესტვიკ და დაიკავეთ თქვენი ადგილი.
ჩაკი როგორც ყოველთვის მესამე რიგში მეორე მერხთან დაჯდა. ჩანთა უხალისოდ დაასვენა მერხის გვერდზე და თვითონ კომფორტულად მოკალათდა კუთვნილ სკამზე.
-ინგლისურ ლიტერატურაში ახალი მასწავლებელი გყავთ. ტრიგონომეტრიის შემდეგ შემოვა და გულთბილად მოეპყარით. ახალგაზრდა გოგონაა და თქვენ მისთვის პირველი კლასი ხართ. ასე რომ არ მანანებუნოთ აქ რომ შემოვუშვი. გასულ წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. იმედია გაუგებთ ერთმანეთს.
დირექტორის სიტყვით გამოსვლამ ჩაკი დააინტერესაო ვერ ვიტყვით, მაგრამ მსგავსი სიახლეები მას ყოველთვის უყვარდა. ნახევარ საათში მის ტომსონის აღელვებულ ხმას უსმენდა და თან ეღიმებოდა. (ბავშვებთან თბილად მოქცევას ცდილობდა და ამავდროულად არ უნდოდა ზედმეტად გაშინაურებოდა მათ.) ახალგაზრდული იერი შენარჩუნებული ჰქონდა, რადგან ჯერ მხოლოდ 23 წლის იყო.
-ახლა თითოეული თქვენგანი გამოვა დაფასთან და დაწერს თავისი საყვარელი მწერლის სახელსა და გვარს. ჩვენ სწორედ ამ ავტორების ნაწარმოებებს გავივლით პირველ სემესტრში. ეს იმიტომ, რომ ყველასთვის საინტერესო იყოს გაკვეთილი. პირველი მის გრეინჯერი იქნება.
მასწავლებლის იდეით მოხიბლული ჰანა მხიარულად მივიდა დაფასთან და დაწერა : ჩარლზ დიკენსი.
- მის ვოლდორფ, გთხოვთ.
კლერმა თავის საყვარელ მწერლად ფრანსუაზ საგანი დაასახელა. რა გასაკვირია, მას ყოველთვის ფრანსუას მსგავსად გიჟური და ახალგაზრდული ცხოვრება მოსწონდა.
- მისტერ ვესტვიკ, თქვენი ჯერია.
-ჩემი?
-დიახ. გამოდით და დაწერეთ იმ მწერლის სახელი, რომელიც დანარჩენებისგან გამორჩეული გგონიათ და მოგწონთ მისი შემოქმედება.
-მე უნდა გამოვიდე დაფასთან? - ჩაკის სიტყვებმა ლეიტონი ააღელვა. მისთვის უცხო იყო ასეთი საქციელი. წამით რაღაც განსხვავებული იგრძნო, ხოლო შემდეგ საკუთარ ამპლუას დაუბრუნდა და კვლავ მოირგო მასწავლებლის იმიჯი.
-რატომ გიკვირთ ჩარლზ?
-ის დაფასთან არასდროს გაყავთ. -ჰანა მეტიჩრულად ჩაერია მათ საუბარში და გაუცნობიერებლად ლეიტონს თვალი აუხილა. ჩაკი ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, თუმცა მისი საქციელი ყველაფერს ჩრდილავდა. დანარჩენი მასწავლებლები სათანადოდ ვერ აფასებდნენ ჩაკის შესაძლებლობებს და ისიც არ ცდილობდა გამოევლინა საკუთარი ნიჭი. აქ მის ტომსონმა გადაწყვიტა, რომ მისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია და სწავლისკენ შემოებრუნებინა.
-მისტერ ვესტვიკ, მე სხვა მასწავლებლების მსგავსად არ ვიქცევი. მე ჩემი წესები მაქვს. გამოდით დაფასთან და შეასრულეთ დავალება.
ჩაკი უხალისოდ აიზლაზნა სკამიდან და ნელი ნაბიჯებით მოშორდა მერხს. ცარცს უხალისოდ და ნელა უსვამდა დაფას. ასოებს წერდა და ვერა და ვერ ამთავრებდა. ლეიტონი აუღელვებლად უყურებდა და წამითაც არ გაუფიქრია ხმის ამაღლება ასეთი დაუდევარი საქციელის გამო. მრავლისმეტყველი თვალებით გამოხედა ვესტვიკმა მასწავლებელს და ეს მზერა ლეიტონის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. იცით როგორი გამოხედვა იყო? ისეთი, რომელიც მხოლოდ ჩაკს ახასიათებს. ისე, როგორც სხვა ვერასდროს შემოგხედავს. მისი მაღლა აზიდული წარბები, მისი სახის ყოველი ნაკვთი უდიდეს გავლენას ახდენდა ტომსონზე.ჩაკს რა მიზანი ჰქონდა იმ მომენტში ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი კი ისაა, რომ ლეიტონი ამ ახალგაზრდით მოიხიბლა. გაკვეთილის ბოლოს, მის კითხვაზე ხელი მხოლოდ ვესტვიკმა აიწია. ჯერ კიდევ დიდი ხანი შტაბეჭდილების ქვეშ იყო მასწავლებელი. ასე დასრულდა მისი სკოლაში ყოფნის პირველი დღე.
„ის ხომ ბავშვია! ის ჩემი მოსწავლეა.“ - ფიქრობდა სახლში მისული და ფიქრით დაღლილი ლეიტონი. მისი აზრით ორ ადამიანს შორის ასაკობრივ სხვაობას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მას ბევრი დაბრკოლების წარმოქმნა შეუძლია ურთიერთობაში. სწორედ ამიტომ ის ცდილობდა თავი დაერწმუნებინა მისი გადაწყვეტილების სისწორეში. გაინტერესებთ რაში მდგომარეობდა ეს გადაწყვეტილება? მას უნდა ეზრუნა ჩაკზე, როგორც მოსწავლეზე და მისი წინსვლისთვის უნდა შეეწყო ხელი განათლების სფეროში. რამდენად გამოუვიდოდა ასეთი რთული მიზნის ასრულება ასეთი მტკიცე ხასიათის მოზარდთან მიმართებაში ეს ჯერ კიდევ საკითხავი იყო. ლეიტონმა ცდა არ დააკლო ამ ყველაფერს.
გაკვეთილი, გაკვეთილი და კვლავ გაკვეთილი. მათ კლასის გარდა ერთმანეთი არსად არ უნახავთ. ჩაკი სკოლას კვლავ ხშირად აცდენდა და ამის გამო ლეიტონი საყვედურობდა, მაგრამ მის სიტყვებს ჩაკისთვის მნიშვნელობა არ ჰქონია. საერთოდაც არავის სიტყვებს არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. მხოლოდ დის ნათქვამს სცემდა პატივს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.
ერთ დღესაც უჩვეულოდ მოწყენილი ჩაკი შემოვიდა კლასში და ხმის ამოუღებლად დაჯდა სკამზე. ლეიტონს გაუკვირდა მისი ხასიათის ასეთი ცვლილება. არაფერი უთქვამს, შენიშვნა არ მიუცია. დაელოდა სანამ სკამზე დაჯდებოდა და გაკვეთილის ახსნა განაგრძო. ჩაკს ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის. ყურადღებას არავის აქცევდა. ლეიტონი კი დაძაბული ატარებდა გაკვეთილს. მის მერხს მიუახლოვდა და ხელზე ნაიარევი შენიშნა. გული შეეკუმშა შიშისგან. წარმოდგენა არ უნდოდა რისი შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. გაკვეთილი რომ დამთავრდა ძალიანაც უნდოდა მასთან დალაპარაკება, მაგრამ ვერ გაბედა მისვლა. შეიძლება მისი გაუბედავობის ბრალიცაა ახლა ასე რომ არიან, მაგრამ მართლაც დაუდევარი საქციელი იქნებოდა მისი მხრიდან იმ საქმეში ჩარევა. ასე რომ, ჩაკი წავიდა და იმ დღეს სკოლაში აღარც დაბრუნებულა. ლეიტონი კი გაურკვევლობაში აღმოჩნდა. მისი ნერვიულობა სინამდვილეში უსაფუძვლო იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent