შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 3


28-11-2015, 02:51
ავტორი mako-makako
ნანახია 3 132

უცებ ჩემს წინ ლექსო და ის ბიჭი იდგნენ იმ საღამოს რომ დამელაპარაკა და გაოცებული თვალებით შევყურებდი ჯერ ლექსოს და მერე მას.ვერ ვხვდებოდა ამ ორს ერთად რა უნდოდათ და კიდევ მესამე ლევანს რა ესაქმებოდა მათთან და საიდან იცნობდნენ ესენი ერთმანეთს.თეკოც არანაკლებ ჩემზე გაოცებული შეჰყურებდა თავის საყვარელ ბიჭს და თვალებით მჭამდა ამას აქ რა უნდაო. როგორც იქნა ნია მოსწყდა ლევანის და მორცხვად დახარა თვალები დაბლა,ლევანმა თავი ააწევინა და ნაზად აკოცა თვალებზე მერე ხელი ჩაჰკიდა და თავის გვერძე მოისვა მაგიდასთან.ლექსო და ღამის ბიჭი სუფრას მოუახლოვდნენ,ლევანი ისევ ფეხზე წამოდგა და ეხლა ყველას მიმართა მოესმინათ მისთვის.მე და თეკომ ყურები დავცქვიტეთ მივხვდით რომ მათზე იყო საუბარი, სანამ ლევანი რაღაცას იტყოდა თეკოსთვის მხოლოდ იმის თქმა მოვასცარი რომ ლექსოსტან მდგომი ბიჭი იყო ის ჩემი ღამის ბიჭი და აი ლევანმაც დაიძახა.
-გაიცანით მეგობრებო ლექსო დ ბექა.ესენი ჩემი ძმები არიან.ლექსო ჩემი კურსელი და ძმაკაცია და ბექა კი ჩემი მამიდაშვილი და განუყრელი ძმა.ის ეხლა ჩამოვიდა ლონდონიდან,იქ ჩემი მისი და ლექსოს ფირმის საქმეებზე იყო,ბექა იქ ჩვენი ფირმის წარმომადგენელია და ამიტომ ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა.თან ის ფაქტიურად იქ ცხოვრობს აქ იშვითად ჩამოდის,მაგრამ ეხლა მოსწყინდა იქ ყოფნა და სამშობლოს დაუბრუნდა უძღები შვილი.-ამის თქმაზე ყველას გაეცინა,ყველამ იცოდა ლევანს ხუმრობა როგორ უყვარდა და ამიტომ არავის სწყინდა.
-ამიერიდან სამი მუშკეტერი საქმეს უბრუნდება.შენ გაგიმარჯოს ჩემო ძმაო,შენს ლამაზ სიყვარულთან ერთად სულ ასეთი ლამაზი დღეები გაგეტარებინოს და ცხოვრებით დამტკბარიყავით.-უთხრა ლექსომ და სასმისი ბოლომდე გამოცალა. ბექამაც მას მიბაძა და სასმლით სავსე ჭიქა ხელში აიღო.
-გაგიმარჯოს ლევან ძმაო,მიხარია რომ ჩემი ჩამოსვლა ასეთ ლამაზ მომენტს დაემთხვა და შენი სიყვარულის მოპოვებაში მეც მივიღე სულ მცირე მონაწილეობ და წვლილი შევიტანე თქვენს გაბედნიერებაში.მინდა ყოველივე საუკეტესო გისურვოთ და ცხოვრებით ტკბობა რაც მთავარია.იხარეთ მუდამ ჩემო გვრიტებო.-ეს თკვა და მანაც ბოლომდე გამოცალა ჭიქა.მერე სუფრას მიუსხდნენ და მაინცდამაინც ჩემი და თეკოს წინ დაჯდნენ.ალბათ ეხლა შემამჩნია რომ მეც იქ ვიყავი რადგან გაოცებული თვალებით მიყურებდა,თითქოს იქ არ მელოდა.მე მზერა ავარიდე და თეკოს შევხედე რომელიც სახეზე სულ აწითლებული იყო და აღარ იცოდა როგორ დაემალა სახე.ლექსო კი დაჟინებული მზერით უყურებდა და თვალს არ აშორებდა თეკოს.
-ან, წამოდი რა გავიდეთ სუფთა ჰაერზე ორი წუთით თორემ ცუდად ვარ უკვე.-მთხოვა მუდარანარევი ხმით თეკომ.
-წამოდი თეკ გავიდეთ.-მეც უცებ დავთანხმდი რადგან იქ გაჩერებაა და მისი გკვირვებული მზერის ყურება აღარ შემეძლო.სუფთა ჰაერზე რომ გავედით,მეც და თეკომ რამდენჯერმე ხმამაღლა ჩავისუნთქეთ და ამოვისუნთქეთ რომ გონს მოვსულიყავით.რაც იქ შიგნით ხდებოდა ორივეს არარეალური გვეგონა და თვალებს არ ვუჯერებდით.
-ანუკი იქ მართლა ლექსო იყო თუ მომეჩვენა?-ჯერ კიდევ შოკში იყო ნანახით თეკო.
-მაინც საიდან გაჩნდა ეს ლექსოდა ბექა ლევანთან რა,ადრე არასოდეს არ უხსენებია არცერთი და ეხლა ასე უცბად გამოგვეცხადნენ.-ვთქვი არანაკლებ გაოცებულმა.
-დაიცა და შენ ბექას საიდან იცნობ ან ვინაა ეგ ბიჭი საერთოდ?-უცებ მკითხა თეკომ.
-გოგო,ეგ ის ბიჭია,იმ ღამეს რომ გამომეცხადა და გამომელაპარაკა,ხომ მოგიყევი ყველაფერი.-უცებ ავუხსენი სიტუაცია დაქალს.
-უი მართლა?ე.ი რა გამოდის რომ ის ბიჭი იქ ჩემზე რომ ელაპარაკებოდა ირაკლის ლექსოა?-და ამის გაფიქრებაზე თვალები აუციმციმდა თეკოს.ის ბიჭი თუ მართლა ლექსო იყო მაშინ გამოდის რომ მასაც უყვარს თეკო,მაგრამ რატომაა ამდენხანს უმად ეს ყველაფერი თუ სიმართლეა?
-კაი რა ბექას რა ლექსოს გარდა სხვა ძმაკაცი არ ჰყავს თუ რა ხდება?-ცივი წყალი გადავასხი მის სიხარულს,მგრამ არც ეს იყო გამორიცხული რომ ბექა სხვა ძმაკაცს გამოჰყოლოდა ირაკლისთან სალაპარაკოდ.
-მოკლედ შენ ხომ ადამიანს ოცნებასაც არ დააცდი რაა.-გაბრაზდა თეკო და რესტორანში შევარდა.
-მე რეალობას ვუსწორებ თვალს და არარეალურზე არ ვოცნებობ ხომ იცი თეკ.-მივაძახე უკვე კარებში მისულს და ზურგი ვაქციე.გაზაფხულისთვის დამახასიათებელი საღამო იყო.თბილი და საოცარი სურნელით გაჯერებული. ჰაერში აყვავებული კვირტებისა და ყვავილების სურნელი ტრიალებდა.მიყვარს წელიწადის ეს დრო,რღაც საოცარ სიმსუბუქეს და სიამოვნებას ვგრძნობ სხეულში. თითქოს ყველაფრისგან ვთავისუფლდები და სადღაც უსასრულობაში მივექანები, სადაც მხოლოდ მე ვარ და მეტი არავინ.უნივერსიტეტსაც მალე დავამტავრებ.გამოცდები დამრჩა მარტო და ალბათ მერე სამსახურის ზებნასაც დავიწყებ,აბა როდემდე უნდა ვიყომშობლების კისერზე,მეც ხომ მინდა საკუთარი ფული მქონდეს.არა ისიც ჩემია მაგრამ შენი გამომუშავებული სულ სხვაა.არასოდეს ვყოფილვარ მეოცნებე,ცხოვრებას ყოველთვის თვალებში ვუყურებდი და რეალობას უფრო ადვილად აღვიქვამდი ვიდრე სხვა ჩემი ტოლა გოგოები.არასოდეს არ ვყოფილვარ ცანცარა და მოდას აყოლილი გოგო,სადაც საჭირო იყო იქ გართობაც ვიცოდი და სერიოზულობაც.ამიტომ საერთო ენას ყველასთან ადვილად ვპოულობდი.ცემს ფიქრებში ვიყავი რომ უკიდან ნაბიჯების ხმა მომესმა არ შევტრიალებულვარ,რადგან ვიფიქრე რომეელიმე ჩემი მეგობარი იქნებოდა მაგრამ როდესაც ნაცნობი სუნმოს სურნელი ვიგრძენი,მაშინ მივხვდი ვინც მიახლოვდებოდა.
-დღეს საოცრად ლამაზი ხარ.-მიჩურჩულა ყურთან ახლოს და მისმა სუნთქვამ გული შემიკუმშა,ტანზე ბუსუსებმა დამაყარეს მაგრამ არც შევიმჩნიე მისი კომპლიმენტი.ადგილიდან არ გავნძრეულვარრ.მიხვდა რომ მობრუნებას არ ვაპირებდი ამიტომ წინ დამიდგა და თვალებში ჩამხედა.
-რა იყო მეგობარმა მიგატოვა და აქ მარტო დაგტოვა?-მის კითხვაში ცინიზმი უფრო მეტი იყო ვიდრე კითხვა.
-არავისაც არ მივუტოვებივარ.უბრალოდ სუფათა ჰაერზე ყოფნა მსიამოვნებს.-ვუთხარი მისი თავდაჯერილობით გაბრაზებულმა.
-იქნებ რაიმე გაწყენინე და მე არ ვიცი?-მკითხა უცებ გამოცებულმა.მისგან ამ კითხვას არ ველოდი და ცოტა დამაბნია მაგარმ მაინც ვუპასუხე.
-ამას რატომ მეკითხები?
-არ ვიცი მომეცვენა რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ ისე მელაპარაკები თითქოს ერთი სული გაქვს აქვე მიმახრჩო საშუალება რომ გქონდეს.-მითხრა სრული სერიოზულობით.ეს მართლაც ასე იყო და არც დამიმალია მისთვის.
-ისე მაგაში კი გეთანხმები რომ მქონდეს საშუალება მართლა მიგახრჩობდი.-ისეთი სახით ვუთხარი ეჭვი არ შეპარვია ჩემს სიმართლეში.
-ისე და შენ ყველასთან ასეთი პირდაპირი და სიმართლის მთქმელი ხარ თი მარტო ჩემთან ხარ ასეთი?-მორიგი კითხვა დამისვა ბექამ.
-მე ყველასთან ასეთი ვარ მოგწონს ეს შენ თუ არა და არა მარტო შენთან,მე დასამალი არავისთან არაფერი არ მაქვს.-ვუთხარი ამაყად და თვალებში შევხედე,როგორ მაბნვენ და მძირავენ ეს თვალები თქვენ ხმ არ იცით,წამით შეხედვა და უკვე მასში ვარ ჩაძირული ამიტომ თვალი მაშინვე მოვარიდე, შემეშინდა ისევ არ გავთიშულიყავი რეალობიდან და უსასრულობაში არ გადავშვბულიყავი.
-სწორედ ეს თვისება მომეწონა შენში.ისეთი თბილი ხმით მითხრა ლამის დავდნი.არ ვიცი ეს ბიჭი რას მიშვებდა მაგრამ მის წინაშე უძლური ვხდებოდი და ძალიან ვიბნეოდი.ეს ყველაზე ძალაინ მაბრაზებდა მაგრამ რა მექნა თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებდი.ბიჭის წინაშე არასოდეს დავბნეულვარ, მაგრამ მასთან ყოფნისას გონება საერთოდ მეთიშებოდა და გული იწყებდა მოქმედებას.
-მადლობთ.-მხოლოდ ეს ვუთხარი და წასვლა დავაპირე,რომ უეცრად მკლავზე მისი შეხება ვიგრძენი.არ მოვუბრუნებივარ ისე ჩამჩურჩულა ყურში.
-მართალია წეღან ჩემი კომპლიმენტი არ შეიმჩნიე მაგრამ ისევ გაგიმეორებ,დღეს ძალიან ლამაზი ხარ.ეს მითხრა და რესტორანში შევიდა.მე კი ვიდექი მისი სურნელით და სიტყვებით გაბრუებული ერთ ადგილზე და განძრევას ვერ ვახერხებდი.ცოტა ხანში გონს მოვეგე და მეც შიგნით შევედი.წინ ლევანი შემომხვდა,ხელი დამავლო და სუფრისკენ წამიყვანა.
-მეგობრებო,გთხოვტ ერთი წუთით კიდევ მომისმინეთ.-ისევ სიტყვა ითხოვა ლევანმა.ყველა სმენად იქცა.აინტერესებდათ ეხლა რაღას იტყოდა ლევანი,მეც ზალიან მაინტერესებდა რადგან ხელს არ მიშვებდა და ისე ითხოვდა ყურადღბას.
-მადლობა ყურადღებისთვის ჩემო მეგობრებო.დღეს აქ ვინც ვართ შეკრებილები უმეტესობა იცნობთ ალბათ ჩემს ანუკის და ვინც არ იცნობთ იმათ გასაგონად მინდა გითხრათ რომ ეს ადამიანი ჩემთვის არის ყველაზე ძვირფასი,ყველაზე საყვარელი და ყველაზე ლაღი ჩემს ცხოვრებაში.ნია ძვურფასო შენ არ უეჭვიანო.-გაუცინა ნიას და მისმა სიტყვებმა სახეზე ყველას ღიმილი მოჰგვარა.ნიამ ოდნავ გაიღიმა და მორცხვად დახარა თავი ძირს.
-მინდა ამ ჭიქით ჩემი დის,ჩემი მესაიდუმლის,ჩემი მეგობრის სადღეგრძელო შევსვა.რომელიც მუდამ გვერდში მიდგას რაც არ უნდა მოხდეს აარასოდეს მტოვებს მარტო,მართალია დღევანდელი დღის სიურპრიზი მას დავუმალე მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა ამითომ ვიცი ჩემი ანუკი არ გამიბრაზდება.-თვალი ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა.
-მოდით დიდხანს აღარ გავაგრზელებ საუბარს ყველამ მინდა ჩემი ანუკის სადღეგრძელო დალიოთ.-ჭიქები ყველამ მაღლა ასწიეს და ერთხმად დაიძახეს გაუმარჯოს.ამ ხნის მანძილზე ბექა თვალს არ მაშორებდა და ლევანის ნათქვამ ყველა სიტყვას ყურადღებით უსმენდა.მანაც ბოლომდე გამოცალა ჭიქა და სუფრას მიუჯდა.სასიამვნო მუსიკა ჩაირთო.ყველა საცეკვაოდ გაემართა.თეკოსთან ერთი ლევანის თანამშრომელი მოვიდა და საცეკვაოდ გაიყვანა.ეს ყველაფერი ლექსოს არ გამოჰპარვია და მტელი ცეკვის განმავლობაში თვალს არ აშორებდა მათ.თეკო უხერხულად გრძნობდა თავს.აი მუსიკა დამთავრდა მაგრამ,ისევ სხვა ჩაირთო.თეკოს დაჯდომა უნდოდა მაგრამ ბიჭმა არ მისცა ამის საშუალება.ეს ყველაფერი ლექსომ როცა დაიახა უკვე თავი ვერარ შეიკავა და მოცეკვავე წვილისკენ გაემართა.საცეკვაო ადგილი მკრთალად იყო განატებული ამიტომ მეორე მხრიდან მომავალ ადამიანს ვერ გაარცევდი,არც თეკოს მიუქცევია ყურადღება ვინ წამოვიდა მათკენ.უბრალოდ მხოლოდ იმ დროს გამოფხიზლდა როდესაც მისმა მეწყვილემ მისი ტავი სხვას გადაულოცა და ცეკვა ამჯერად სხვასთან განაგრძო.მისი შეხებისას გული აუჩქარდა და პულსის ცემა ალბათ მალე 100 მიაღწევდა,ვერ ხვდებოდა ეს რისი ბრალი იყო,სახეზე საერთოდ არ შეუხედავს მაგრამ მასთან სულიერ სიახლოვეს გრძნობდა,სხეული,გული გონება ყველაფერი მისკენ მიისწრაფოდა,ეს უჩვეული გრძნობა მხოლოდ ლექსოს მიმართ ამოძრავებდა ეხლა კი ვერაფერს მიმხვდარიყო რისი ბრალი იყო ეს ყოველივე.ბიჭმა აუღელვებლად შემოჰხვია სიფრიფანა გოგოს წელზე ხელები და მთელი სხეულით ზედ მიიკრა.ისე ნაზად ეცეკვებოდა გეგონებათ ეშინია რამე არ ატკინოსო.მისი თმის სურნელით ტკბებოდა,მისი სიახლოვით და შეხებით.გოგო ასე ახლოს ხომ არასოდეს ყოფილა მასთან.ამიტომ თითოეული წუთის დამახსოვრებას ცდილობდა.უნდოდა ეს წუტბი სამუდამოდ აღბეჭვდოდა მის მეხსიერებაში,რომ მერე კინოს კადრებივით შესძლებოდა მისი ჩვენება.თეკო ლექსოს მკლავებში თავს ძალაინ დაცულად გრძნობდა და სულაც არ აწუხებდა ის უჩვეულო შეგრძნბა რომელსაც რამდენიმე წუთის წინ იმ ახალგაზრდასთან ცეკვის დროს განიცდიდა.მუსიკა მორჩა.ლექსომ ნაზად მოკიდა გოგონას ხელს თავისი ხელი,ეამბორა და სუფრისკენ წაიყვანა, მხოლოდ მაშინ დაინახა თეკომ თუ ვინ იყო მისი პარტნიორი და სიხარულისგან ლამის მუხლები მოეკვეთა,რამდენიმე ნაბიჯი ძლივს გადადგა რომ არ ჩაკეცილიყო.ლექსომ გოგონა სუფრამდე მიაცილა,სკამი გამოუწია დასვა და თავის ადგილს მიაშურა.თეკო გაოცებული შესცქეროდა ბიწის ასეთ საქციელს,მას ხომ არასოდეს გამოუჩენია მისდამი ყურადღება.ყოველთვის ჩრდილში იყო,არც რაიმე მიზეზი მიუცია იმისა რომ გოგოს შეჰყვარებოდა,მაგრამ სიყვარულს მიზეზი რად სჩირდება ის ხომ უცაბედად მოდის.შემოაღებს გულის კარებს,იქ ქარისხალს დაატრიალებს და მერე ისე გაეცლება თითქოს რამდენიმე წუთის წინ იქ სულაც არ ყოფილა.ასე მოხდა გოგონას გულშიც და იმ დღის მერე ვაჟის სიყვარულს დაატარებს გულით.ანუკიც არანაკლებ გაკვირვებული სახხით შესცქეროდა წყვილს და მათი სიყვარრულით სავსე თვალების დანახვისას გული სითბოთი ევსებოდა. ხვდებოდა რომ არც ლექსო იყო თეკოს მიმართ გულგრილი და ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისი იყო.დაქალის გახარებული სახის დანახვისას და იმის მოყოლისას თუ რა შეგრძნებები ჰქონდა ლექსოსთან მიახლოვებისას და ცეკვისას გული სიხარულით აუვსოო.უხაროდა მისი სიხარული და მთელი გულით იზიარებდა.



მგონი არც ისე პატარა თავებია.რასაც ვახერხებ ვდებ ბავშვებო.ვცდილობ ყოველ ღამე დავდო და ჩემი მკითხველი თუ ვინმე არის ლოდინით არ დავღალო.მადლობა ვინც კითხულობთ <3 <3



№1  offline წევრი mako-makako

მადლობაა თამო.ბოდიში რომ ამდენ ხანს დავაგვიანე მაგრამ გპირდები რომ ამის მერე სულ დავდებ ახა ტავებს და აღარ გალოდინებ...<3 <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent