როცა ქარია გარეთ (2 თავი)
ლეიტონი ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სკოლაში მოხალისედ მუშაობა დავიწყე. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ოთხჯერ დაესწრო ჩემს გავკვეთილს ჩაკი. მე მხოლოდ ის მინდა, რომ კარგად ისწავლოს და სხვებს არაფრით ჩამორჩეს. ის ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანია, ამიტომ არ მინდა, რომ იზარმაცოს და არ ისწავლოს. გაკვეთილები დამთავრდა და სკოლის ყველაზე მიყრუებულ ადგილზე წავედი, რათა ჩემთვის ხელი არავის შეეშალა შემაჯამებლის შემოწმებაში. ჩაკის ნამუშევრის შემოწმება დაივიწყე, მისი გაკრული ხელით ნაწერი მშვენიერი იყო. მისი ნააზრევი აზრებს მიბლანდავდა ერთმანეთში და სადღაც შორს, სხვა სამყაროში გადავყავდი. ძალიან მაინტერესებს ჩემზე რას ფიქრობს, ან ფიქრობს თუ არა საერთოდ. მისი რვეული დავხურე და მკერდზე მივიკარი, თვალები დავხუჭე და მასზე ვფიქრობდი. ღმერთო, გაწვიმდეს რათა წაიღოს ჩემგან ყველა ტკივილი და სევდა, მზეო გამინათე გზები რათა დავინახო რომელია სწორი, დამეხმარე ეს უსასრულოდ შორი გზა გავიარო. რა იქნება ერთი ღამე ისე გავიდეს რომ მშვიდად დავიძინო და თვალები არ ამიცრემლიანდეს. ოცნებებში დაკარგული ზეცას შევყურებდი და ამ დროს მხარზე ხელის დადება ვიგრძენი. ოდნავ აფორიაქებული მივტრიალდი და ის ამოუცნობი, სიურპრიზებით აღსავსე მოსწავლე დავინახე. -ამ დროს აქ რას აკეთებთ მის ტომსონ? - თავისი შესანიშნავი აქცენტით მითხრა და ჩემს გვერდით მოკალათდა. ჯერ გაოგნებული ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა შემემჩნია თუ როგორ მაბნევდა მისი დამატყვევებელი მზერა, შემდეგ კი წარმოვთქვი: -მისტერ ვესტვიკ, თქვენ თვითონ რას აკეთებთ აქ მაშინ, როდესაც გაკვეთილზე უნდა იყოთ? -ჯერ მე გკითხეთ. -ნამუშევრებს ვამოწმებ. -თქვენი აზრით სიყვარული მარადიულია? - მას სჩვევია თემიდან მოულოდნელი გადახვევა, მაგრამ ახლა ისეთი კითხვა დამისვა, რომ გავოგვნდი. -რა საკვირველია, ასეა. მე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ცალმხრივი სიყვარულისაც მწამს. სიყვარული სიყვარულია, როგორიც არ უნდა იყოს. -რა თქმა უნდა, როგორც ყველა თქვენც რომანტიკოსი ხართ. -სულაც არა, ძვირფასო ჩაკ. მე რეალისტი ვარ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, რაც მამაჩემისგან ვისწავლე. ნებისმიერი სიტუაცია რეალურად უნდა შეაფასო და ოცნების კოშკები არ უნდა ააგო. რაც უფრო მაღლა აფრინდები დაცემისას მით უფრო გეტკინება. -სამაგიეროდ საკუთარ თავში ხართ გამოკეტილი და არ აძლევთ უფლებას თქვენს პრინციპებს ოდნავ მაინც გადაუხვიოთ და ამიტომ ჩემნაირ ადამიანებს თავზეხელაღებულებს უწოდებთ, თავქარიანებს და ღმერთმა იცის კიდევ რას. თქვენ ჩვენი არ გესმით. -ეს საიდან მოიტანე? მაინც რა არ მესმის? -რომ აგიხსნათ რა აზრი აქვს მაინც ვერ გაიგებთ. -ჩაკ, მე ეს შეურაცყოფად შემიძლია მივიღო. თუ კარგად ამიხსნის რატომ ვერ გავიგებ? გისმენ. დრო ბევრი მაქვს. -ამას დრო არ სჭირდება. უბრალოდ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ გამბედაობა სჭორდება. უბრალოდ უნდა შეგეძლოს ხანდახან მაინც გააკეთო ისეთი რაღაცეები, რაც მომავალში შეიძლება ინანო, მაგრამ იმ მომენტში ის ყველაზე მეტად დაგეხმაროს. -მაინც რის გაკეთებას გულისხმობ? -აი ამის. - ჩაკმა მარცხენა ხელზე პიჯაკი აიწია და უამრავი ანიარები დამანახა. მზის სხივებზე ბზინავდა ისინი, სულ თეთრი იყო. წამით თვალთ დამიბნელდა, შემდეგ კი წარმოვიდგინე რას გრძნობდა ამის გაკეთებისას. მინდოდა ხელი გადამესვა და მეგრძნო, მაგრამ ვერ გავბედე. -ჩაკ. -ჯერ კიდევ ვერ ვაბავდი სიტყვებს ერთმანეთს. - ეს რატომ გააკეთე? საკუთარ თავს ამას რატომ უკეთებ? -ვერთობი. -კი მაგრამ ეს სულაც არ არის სასაცილო. სხვა გასართობი ვერ ნახე? შენი ასაკის ბიჭებს უამრავი სხვა გასართობი აქვთ შენს მსგავსი რამეებით შეგიძლია გაერთო. თუნდაც, მათთან ერთად სადმე წახვიდე და იმხიარულო ესეც კარგი იქნებოდა. -ვერა. სხვა გასართობი ვერ ვნახე. მის მომღიმარ სახეს შევხედე, თვალები უელავდა. მისი მსგავსი ჯერ არავინ შემხვედრია. იმ მომენტში მივხვდი, რომ სულაც არ მინდოდა მისი შეცვლა. ჩემთვის ის ასეთიც სრულყოფილი იყო. მე გამახსენდა ჩემი ნაიარევები ხელზე. რამდენიმე კვირის წინ ძალიან გამიჭირდა. სულ ჩაკზე ვფიქრობდი, მთელი არსებით მასზე ოცნებაში ვიყავი გადაშვებული ისე ღამდებოდა და ისე თენდებოდა, რომ ვერაფერს ვიგებდი. შემდეგ გამოსავლის ძებნა დავიწყე და სულიერი ტკივილი ფიზიკურში გადავიტანე. ხელებს რომ ვისერავდი, მასზე აღარ ვფიქრობდი, ჩემი გონება თავისუფლდებოდა მისგან. ვიცი, ეს არ არის კარგი საქციელი, მითუმეტეს თუ სკოლაში მუშაობ. მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებელი ხარ თუ უბრალოდ დროებითი მოხალისე, მაგალითად როგორც მე. მეც ავიწიე ხელზე მაისური და ჩემი იარები დავანახე. წამით სახეზე ემოცია შეეცვალა, შემდეგ კი ისევ გაიღიმა. ალბათ მსგავს რამეს ყველაზე ნაკლებად ჩემგან მოელოდა და ამით იმედი გავუცრუე. წამით ვინანე, რომ ვანახე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მე მინდა მან ჩემზე ყველაფერი იცოდეს. როდესაც მის წინ ვგდავარ, არ შემიძლია მოვიტყუო, მინდა რომ სიმართლე ვთქვა და ყველაფერი იცოდეს ჩემს შესახებ. -ეს რა არის? -ხო, ისეთი ძლიერი არ ვარ შენ რომ გეგონე არა? ვწუხვარ, ჩემზე წარმოდგენა თუ შეგეცვალა. -რითი გაიკეთე? დაუყოვნებლივ ვაჩვენე დანა, რომლითან ეს გავაკეთე. არ მეშინოდა რომ ვინმეს ეტყოდა ან ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებდა ამას. უბრალოდ ვენდობოდი. -მომეცი. მე უხმოდ მივეცი და ცას დავუწყე ყურება, თითქოს თვალებში ჩახედვი მერიდებოდა. -რატომ გააკეთე ეს? -იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ერთადერთი საშუალებაა ავიცილო მასზე ფიქრი. -ვისზე? -რა მნიშვნელობა აქვს? მაინც უაზრო ფიქრებია არასდროს არ ახდება. -არასოდეს თქვა არასოდეს. -კარგი რა. ვიცი, მაგრამ ამას რა აზრი აქვს, თუკი ვიცი რომ ეს აფსურდი ოცნებებია? - მისმა სიტყვებმა თითქოს რაღაც იმედი მომცა. პირველად ვიგრძენი მისგან ჩემი გრძნობის საპასუხო სიტყვები, თითქოს იმ მომენტში რაღაცაზე მიმანიშნებდა. თითქოს ასი პროცენტით იყო დარწმუნებული იმაში, რასაც ამბობდა. -ასეა თუ ისე, ეს დანა ჩემთან დარჩება. -რაა? რატომ? -იმიტომ, რომ შენთვის არ შეიძლება. -ჩემია და დამიბრუნე. -მეწყინება თუ წამართმევ. -მე კი ის მწყინს, რომ სკოლაში არ დადიხარ. -ეგ ვინ თქვა? მე ყოველდღე აქ ვარ, უბრალოდ გაკვეთილზე არ შევდივარ. უფრო სწორად, შევდივარ და მასწავლებლები მაგდებენ. სკოლაში არ დავდივარ, რომ მოვდივარ კიდევ მაგდებენ და მეუბნებიან რატომ არ დადიხარო. თანაც, მომდევნო წელს სხვა სკოლაში ვაპირებ წასვლას. -რატომ? - ერთადერთი რაც მასთან მაკავშირებდა ეს სკოლოა იყო და ის ამას ასე ადვილად თმობდა. გული ძალიან დამწყდა. -აქ არ მომწონს. -რა გარანტია გაქვს რომ იქ მოგეწონება? ან აქ რა არ მოგწონს? -რავიცი, გაცდენები მეწერება, სკოლის მეთავლყურეები უაზრო შენიშვნება მაძლევენ. მოკლედ, ალბათ გადავალ. -არ გინდა. მოგვარდება ყველაფერი, მთავარია შენ მოინდომო. ეგ დანაც დაიტოვე თუ გინდა, მე მაინც არ ვაპირებ კიდევ მსგავსი რამის გაკეთებას. ხვალ გაკვეთილზე დამესწარი. შევთანხმდით? -კი მაგრამ, გაკვეთილზე რა მინდა? -გპირდები ძალიან საინტერესო გაკვეთილი იქნება, უბრალოდ მოდი. კარგი? -ვეცდები. - მან გამიღიმა. ასეთი გახარებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ. თან მისი გახსნილობის გამო სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ნივთები ჩანთაში ჩავალაგე, ჩაკი წამოდგომაში დამეხმარა და სკოლისკენ წავედი. მის მზერას ვგრძნობდი, ვცდილობდი წონასწორობა არ დამრღვეოდა. საღამოს როგორც კი სახლში მივედი მთელს ჩემს ბიბლიოთეკას გადავავლე თვალი. მინდოდა ჩაკისთვის საინტერესო წიგნი შემერჩია და გაკვეთილზე მისი მოკლე შინაარსი გადმომეცა, შემდეგ კი ყველას დავავალებდი მის წაკითხვას. ბევრი ძებნის შემდეგ ნიკოლას სპარკსის „გზა საკურთხევლისკენ“ შევარჩიე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.